"ნეტარ არს, რომელი იკითხვიდეს და რომელნი ისმენდენ სიტყუათა ამის წინაწარმეტყუელებისათა და დაიმარხონ, რაჲ-იგი მას შინა წერილ არს, რამეთუ ჟამი ახლოს არს" (გამოცხ 1:3).


"იცი ნიშნები ანტიქრისტესი?! - დაუყოვნებლივ აუწყე ყველას!"
                                                                        წმ. კირილე იერუსალიმელი (IV ს.)

"ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ!" (გამოცხ. 22:20)

ელ. ფოსტა: 
apocalypticsite@gmail.com
ახალი მსოფლიო წესრიგის ქალაქი ანუ განათებული ასტანა
მსოფლიოს საიდუმლო მთავრობის სიმბოლიკა სულ უფრო და უფრო გვაოცებს. ამჯერად განვიხილოთ ყაზახეთის დედაქალაქი ასტანა.

არ გაცბუნებთ ამ ქალაქის სახელწოდება - ასტანა? ამ სიტყვის პირველი მარცვლის ასოებს ადგილი რომ შევუცვალოთ, გამოვა... სატანა. რა სისულელეაო, იფიქრებთ ალბათ. მესმის, რომ ყაზახური ენიდან თუ ვთარგმნით "ასტანა" "დედაქალაქს" ნიშნავს, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ ამ ქვეყნის რუსულენოვანი და მართლმადიდებელი მოსახლეობის მნიშვნელოვან პროცენტს, ნუთუ შეუძლებელი იყო სხვა უფრო ნაკლებად პროვოკაციული სახელწოდების მოფიქრება? გარდა ამისა, დამაფიქრებელია ქალაქის გერბიც. სიტყვა "ასტანას" ზემოთ გამოსახულია უცნაური ვენზელი, რომელიც ძალზედ წააგავს (ღმერთო, მიშველე) ბაფომეტის თავს:

რა არის ეს? შემთხვევითობა თუ კანონზომიერება? როგორია თვით ყაზახეთის ახალი დედაქალაქი? ვინ არის მისტერ ნაზარბაევი? ამის შესახებ მოგვითხრობს საიტი: www.vigilantcitizen.com 








ბრიტანეთის ყველაზე ნაყოფიერი არქიტექტორისლორდ ნორმან ფოსტერის მიერ ჩაფიქრებული ეს გიგანტური პირამიდა აზიური სტეპების ფონზე უცნაურად გამოიყურება. შენობა ეძღვნება "ძალადობის უარყოფას" და "მსოფლიო რელიგიათა გაერთიანებას". ნორმან ფოსტერმა განაცხადა, რომ შენობა არ შეიცავს ცნობად რელიგიურ სიმბოლოებს, რაც კონფესიათა ჰარმონიული გაერთიანების შესაძლებლობას იძლევა. სინამდვილეში, პირამიდა ერთადერთი ჭეშმარიტი ოკულტური რელიგიის, მზის კულტის ტაძარია. ამ შენობაში მოგზაურობა ნამდვილად სიმბოლურია. ის წარმოადგენს ყოველი ადამიანის გზას განათლებისკენ. მოდი, ჩვენც დავათვალიეროთ ეს შენობა და ყაზახეთის დედაქალაქი ასტანა.

"განდობილებმა პირამიდის ფორმა იდეალურ სიმბოლოდ და თვით საიდუმლო დოქტრინად აღიარეს..." (მენლი პ. ჰოლი. "ყველა დროის საიდუმლო სწავლება").


როგორც მენლი პ. ჰოლი აღნიშნავდა, პირამიდა არის ძირითადი სიმბოლო, რომელიც ძველ ცივილიზაციათა მისტერიებს წარმოადგენს. დიადი თავის უბრალოებაში და ღვთაებრივი პროპორციებში, ის საკუთარ თავში ასახავს განდობილთა სულიერ ცოდნას და ბრბოს უმეცრებას.

ოკულტიზმში განდობილი დღევანდელი ელიტა ამ უძველესი სიბრძნის მემკვიდრეა და თანამედროვე სამყაროში პირამიდას ძალაუფლების სიმბოლოდ იყენებს. პირამიდის განათებული (ჰაერში დაკიდული ან თავწაკვეთილი) წვერი ღვთაებრივი პრინციპის სიმბოლოა, რომელიც მყოფობს როგორც სამყაროში, ასევე ყოველ ადამიანში. არარსებული მწვერვალის (პირამიდის წაკვეთილი სამკუთხედის) სხვა სიმბოლური დანიშნულება ახალი მსოფლიო წესრიგის დაუმთავრებლობაზე მიანიშნებს. მიიჩნევა, რომ ეს ბოლო დეტალი (პირამიდის წვერი) მალე თავის ადგილზე დაიდგმება და ეს ოდითგანდელი პროექტი რეალობა გახდება. მსოფლიოში ჩნდება სხვა ახალი პირამიდები, რომლებიც ამ ელიტის მასებზე კონტროლის სიმბოლოს განახორციელებენ:
ოპერის თეატრი (პირამიდის საძირკველი).

პირამიდაში შესული ადამიანი ხვდება სარდაფის სართულზე, რომელსაც გამოქვაბულის სტილის ბნელი ინტერიერი აქვს. ამავე სართულზეა განლაგებული ასტანის ოპერა, სადაც ადამიანთა მასები ერთობიან და ფიქრადაც კი არ მოსდით რას ნიშნავს ეს სიმბოლიკა.
ოპერის თეატრის ზემოთ მდებარეობს პირამიდის ცენტრალური სივრცე. ის განკუთვნილია კონფერენციებისთვის, რომლებზეც მსოფლიო რელიგიათა ლიდერები უნდა გააერთიანოს. შეჩერდით აქ ერთი წუთით და შეიგრძენით მთელი სიმბოლიკა. მთელი მსოფლიოს რელიგიური ლიდერები უსხდებიან მაგიდას, რომელსაც მზის უზარმაზარი ფორმა აქვს, განიხილავენ უთანხმოებათა დაძლევის გზებს, რომელიც ხელს უშლის ახალი ეპოქის დადგომას. სიმბოლიზმი თვითონ ღაღადებს: ყველა თეოლოგია - მხოლოდ წანაზარდებია მზის კულტის უმთავრესი რელიგიისა.

აქ უფრო მეტი ნათელია, ვიდრე ოპერაში, რაც განათლების გზაზე პროგრესის მაჩვენებელია. მზის სიმბოლო მრგვალი მაგიდის შუაში ზუსტად ოპერის თეატრის ზემოთ მდებარეობს. ჯერ ჯერობით ძირითადი მოსახლეობა ერთობა ბნელ მატერიალურ სამყაროში, განათლებულნი, პირდაპირ მათ თავს ზემოთ სხედან, და კეთილდღეობის მიღწევის გზებზე ფიქრობენ.
პირამიდის განყოფილებები (ქვედა ბნელი ოპერა, კონფერენც-დარბაზი შუაში და ღვთიური მწვერვალი) სამყაროს პითაგორულ ხედვას განახორციელებს. პითაგორას სწავლებას დღეს ზედმიწევნით სწავლობენ ოკულტურ საზოგადოებებში.

პითაგორამ სამყარო სამ ნაწილად დაჰყო, რომელთაც მან; "უზენაესი", "ზედა" და "ქვედა სამყაროები" უწოდა. მათგან უმთავრესი, "უზენაესი სამყარო", სიფრიფანა, გამჭვირვალე სულიერ არსს წარმოადგენს, რომელიც გამსჭვალავს ყოველ საგანს, და, შედეგად, უზენაესი ღვთაების ჭეშმარიტი სიბრტყეა. ამასთან ღვთაება ყველგანმყოფი, ყოვლადძლიერ და ყოვლისმცოდნეა. ორივე დაქვემდებარებული სამყარო ამ უზენაესი სფეროს ბუნებაში არსებობს

"ზედა სამყარო" უკვდავთა სამკვიდრებელია. ეს არის აგრეთვე არქეტიპთა ადგილი, ანუ ბეჭდებისა; მათი ბუნება არავითარ შემთხვევაში არ არის მატერიალურის იდენტური, არამედ თავის ჩრდილს მოჰფენს სიღრმეს ("ქვედა სამყაროს") და მხოლოდ მის მიერ მოფენილი ჩრდილის მიხედვით შეიმეცნება. 

მესამე, "ქვედა სამყარო" იმ ქმნილებათა სამკვიდროა, რომლებიც მატერიალური სუბსტანციისგან შედგებიან ან კიდევ მატერიალურ სუბსტანციებზე მუშაობენ. ამგვარად, ეს არის მოკვდავი ღმერთების, დემიურგების, ანგელოზების სამკვიდრო, რომელთაც საქმე აქვთ მიწიერი წარმოშობის ადამიანებთან და დემონებთან. ამავე სფეროს განეკუთვნებიან კაცობრიობა და უდაბლესი სამეფონი, დედამიწის დროებითი მცხოვრებნი, რომელთაც გონებითა და ფილოსოფიით ძალუძთ მიაღწიონ განათლების უმაღლეს სფეროებს.


თვალსაჩინო ბრიტანელი არქიტექტორის, სერ ნორმან ფოსტერის მიერ არის დაპროექტებული მონუმენტი, როგორც მითოლოგიური სიცოცხლის ხისა და ბედნიერების ჯადოსნური ჩიტის სიმბოლო (ხალხური ზღაპრის მიხედვით). ჩიტი სარმუკი კვერცხს დებს ალვის ხის ორ ტოტს შუა. კვერცხი - ოქროს ბურთია მონუმენტის წვერზე, რომელიც ისევ მზეს, ანუ უზენაეს ღვთაებას განასახიერებს. "სიცოცხლის ხე" წარმოადგენს არხს, რომლის მეშვეობითაც სულები ტოვებენ მატერიალურ სამყაროს და საღმრთო სამყაროში გადადიან. ეს კონცეფცია მეორდება ეზოთერულ საზოგადოებათა უმეტესობაში (თუ ყველგან არა).

ასტანა პირველი დედაქალაქია, რომელიც XXI საუკუნეში ააშენეს და ბრწყინვალედ გამოახატავს ახალი მსოფლიო წესრიგის სახეს. ეს ჭეშმარიტად არის ერთი ადამიანის, ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულტან ნაზარბაევის ოცნება. ქალაქი შენდება ნულიდან მილიარდობით ნავთობდოლარებზე, აზიური სტეპების გაუდაბნოებულ, უკაცრიელ ადგილას. შედეგი განმაცვიფრებელია: ფუტურისტულ-ოკულტისტური დედაქალაქი, რომელიც აერთიანებას ახალ მსოფლიო წესრიგს და კაცობრიობის ძველი რელიგიების თაყვანისცემას, კერძოდ, მზის კულტს. ქალაქი ჯერაც ერთი უზარმაზარი სამშენებლო მოედანივითაა, მაგრამ დასრულებული შენობები ნაზარბაევის ოკულტურ მსოფლმხედველობაზე ნათელ წარმოდგენას გვიქმნიან.
Novus Ordo Seclorum - ახალი მსოფლიო წესრიგი სამარადისოდ
მშვიდობის პირამიდა
არენა, მემფისი
სასტუმრო "ლუქსორი", ლას ვეგასი.
სასტუმრო "რაფლზი", დუბაი.
ოპერის მიწისქვეშა თეატრი

სიბნელის მიუხედავად, მთელი ჭერი მზის გამოსახულებას უჭირავს.
მზის მაგიდის ირგვლივ.


"კეთილდღეობაზე" მზრუნველნი.
თქვენ თუ ჩახედული ხართ ახალი მსოფლიო წესრიგის მიზნებში (ამის შესახებ სტატიებს ახლო მომავალში შემოგთავაზებთ), ერთ ერთი მიზანი ნეოწარმართული რელიგიური ფორმებით ყველა რელიგიის შეცვლაში მდგომარეობს. ამისთვის ტარდება ეს შეხვედრებიც. ასტანა - ჭეშმარიტად არის ახალი მსოფლიო წესრიგის ქალაქი.
პირამიდის მწვერვალი.
მწვერვალი პირდაპირი ზეციურია. მრგვალი, მთლიანად შუშისა, მზის სხივებით განათებული და გაბრწყინვებული. ფანჯრებში ჩამონტაჟებულია თეთრი მტრედების გამოსახულებები, რომლებიც განასახიერებენ მშვიდობას, რომელიც ახალი მსოფლიო წესრიგის ეგიდით მსოფლიო მთავრობათა და რელიგიათა გაერთიანების შედეგად დადგება. მწვერვალი წარმოადგენს ინდივიდუალურ და მსოფლიო დონეზე განათლების მიღწევის სიმბოლოს.

დააკვირდით მწვერვალის ჭერს: 
პირამიდის სამი განყოფილება

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს პირამიდა - უფრო მეტად გამოხატავს განდობილთა ფილოსოფიის სიმბოლოს, ვიდრე ღირსშესანიშნაობა, ტურისტებს რომ იზიდავს.

ბაიტერეკი

დეჟა ვიუ: ზუსტად ასეთივე სიმბოლოა ბაფომეტის თავზე (იხ. გამოსახულება ზემოთ)

მნახველებს შეუძლიათ კოშკის წვერზე ასვლა და ნაზარბაევის ქალაქის ხედით დატკობბა. აქვეა უცნაური საგნები, რომელთა დათვალიერება ნამდვილად ღირს. ბურთის შიგნით ჩვენ ვხედავთ იდუმალებით მოცულ ამ "ნივთ". ეს არის ოქროს სამკუთხედი, ნაზარბაევის ხელის ანაბეჭდით. რატომ? პატიოსნად რომ ვთქვათ, არ ვიცით. ერთადერთი, რისი თქმაც შეიძლება, არის ის, რომ ეს ყველაფერი ისევ გვაგონებს ფილმს "გაიხსენე ყველაფერი".

ოქროს ბურთის შიგნით, ნივთი ფილმიდან "გაიხსენე ყველაფერი".
ეს არის ბურთი ჩვიდმეტი რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა ხელმოწერით. დიახ, აქ ისევ ლაპარაკია ყველა რელიგიის ერთ რელიგიად გაერთიანებაზე, ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებაზე და ა. შ.
მასონური სვეტები

ორი სვეტი და ერთი მათ შურა, უკანა პლანზე. შეიძლება თუ არა ეს იყოს მასონური სიმბოლო?
დიახ, ორი ოქროს სვეტი ბოაზისა და იაჰინის ორ მასონურ სვეტს წარმოადგენს. ჩვენ არ შევუდგებით სვეტებს შორის მოცემული სიმბოლიკის დეტალურ ახსნა-განმარტებას, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ ნაზარბაევი არის "თავისუფალი და აღიარებული მასონი".
პრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის შთამბეჭდავი სასახლე იმყოფება ცერემონიალური გზის ბოლოში, რომელიც ბაიტერეკის კოშკთან იწყება. სასახლის სახურავზე - დიდი მომრგვალებული გუმბათი, ბაიტერეკის ფალიურ (მამაკაცური საწყისი) კოშკთან კონტრასტში, დედაკაცური საწყისის სიმბოლოს წარმოაჩენს. ასეთ დაგეგმარებას ვხედავთ თითქმის ყველა დიდ ქალაქში, პარიზიდან მოყოლებული ვაშინგტონის ჩათვლით.


გაგრძელება მეორე გვერდზე