"ნეტარ არს, რომელი იკითხვიდეს და რომელნი ისმენდენ სიტყუათა ამის წინაწარმეტყუელებისათა და დაიმარხონ, რაჲ-იგი მას შინა წერილ არს, რამეთუ ჟამი ახლოს არს" (გამოცხ 1:3).
"იცი ნიშნები ანტიქრისტესი?! - დაუყოვნებლივ აუწყე ყველას!"
წმ. კირილე იერუსალიმელი (IV ს.)
"ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ!" (გამოცხ. 22:20)
ინტერნეტში რეგულარულად ქვეყნდება ინფორმაცია (მ. შ. ვიდეოც. რამოდენიმე მათგანი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზეც, "ვიდეოს" განყოფილებაში) თვითმფრინავებიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით უცნობი ნივთიერებების (ქიმიური, ბაქტერიოლოგიური...?) მიმოფრქვევის შესახებ... მიუხედავად ამ პროცესის უტყუარობისა და თვალსაჩინოებისა (ქიმტრეილებს თითქმის ყველგან აფრქვევენ), არ არსებობს რომელიმე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალა, რომელსაც ეცადა ამ ეშმაკური გეგმის ბუნება, მისი შემკვეთი და შემსრულებელის ვინაობა გაერკვია. უეჭველია, რომ ადამიანების პლანეტარული "მოწამვლის" ორგანიზატორები მიზნად ისახავენ პლანეტის მოსახლეობის შემცირებას: შიმშილით, სნეულებებით, ომებით და ა. შ. გთავაზობთ რამოდენიმე ვიდეო რგოლს ამ თემასთან დაკავშირებით, სადაც მკაფიოდ ჩანს უცნობი ქიმიური ნივთიერებების მიმოფრქვევის პროცესი და ამ ზოგადპლანეტარული ტერაქტის ვრცელი გეოგრაფია.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ მიმოფრქვევა ხორციელდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, რომელთაც ჰყავთ საკუთარი პრეზიდენტები, მთავრობები, ეროვნული უშიშროების საბჭოები, სპეცსამსახურები და ა. შ. მაშ, როგორ ხდება, ან ვინ აძლევს ნებართვას საკუთარ ხალხზე განახორციელებინოს ამგვარი გენოციდი? როგორც ჩანს, უკვე მსოფლიოს ყველა ქვეყანა ახალი მსოფლიო წესრიგის მარიონეტად არის ქცეული...
ამ ინფორმაციას ჩვენი საიტის მკითხველს ვაცნობთ არა იმისთვის, რათა დავაშინოთ და სასწორაკვეთილებაში ჩავაგდოთ, არამედ მხოლოდ იმისთვის, რათა ადამიანებმა იხილონ და იგრძნონ მოსალოდნელი კატასტროფული მოვლენები, რომელთა შეჩერება არავის ძალუძს.
წმიდა წერილის, კერძოდ კი აპოკალიფსისის მიხედვით, ანტიქრისტეანული ძალები დაიპყრობენ მთელს მსოფლიოს და გზას მოუმზადებენ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ და არნახული სისასტიკის ფაშისტს, - ანტიქრისტეს. მისი პარპაში დასრულდება 7 წელიწადში. მას ბოლოს მოუღებს თვით იესუ ქრისტე, როდესაც მოვა დიდებითა და ბრწყინვალებით ურიცხვ ანგელოზებთან და წმინდანებთან ერთად.
"ჰე, მოვიდოდე უფალო იესუ!"(გამოცხ.).
გენოციდი: ქიმტრეილების ფრქვევა მსოფლიოს მასშტაბით
ქიმტრეილი - (ინგლისურიდან: сhemical-ქიმიური და trail-ნაკვალევი, კუდი). ნაკვალევი, რომელსაც ტოვებენ აეროზოლის გამფრქვევი თვითმფრინავები, "ღრუბლები", რომლებიც ჩამოკიდულნი არიან ატმოსფეროში (რაც შესაძლოა გაგრძელდეს რამოდენიმე წუთიდან ერთი ან ორი საათის შუალედში). ქიმტრეილების მიმოფრქვევა ფიქსირდება აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში. ხოლო 2010 წლიდან ქიმტრეილების მრავალი ფაქტი დაფიქსირდა რუსეთში. არ არის გამორიცხული ქიმტრეილებს აფრქვევდნენ საქართველოშიც, ოღონდ ჩვენში ამას არავინ აქცევს ყურადღებას.
ქიმტრეილების ნაკვალევი ცაში:
თვითმფრინავის შლეიფის ჩვეულებრივი ნაკვალევი
ქიმიური ნაკვალევი (ქიმიოტრასა)