უსჯულოების საიდუმლო - რუსეთი, გაერო და სირია პალმირაში ბაალის ტაძრის აღდგენას აპირებენ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
რუსეთი, გაერო და სირია პალმირაში ბაალის ტაძრის აღდგენას აპირებენ
ძველი პალმირა
01.01.2020

"წადით და შეჰღაღადეთ თქვენს მიერ არჩეულ ღმერთებს. მათ გიხსნან თქვენს გასაჭირში"

მსაჯ. 10:14
პალმირას ნანგრევები
პალმირა. ქ. პალმირას ნანგრევები
 
 
რუსეთის მთავრობამ ამასწინათ განაცხადა, რომ ითანამშრომლებს სირიის მთავრობასთან პალმირაში "ღმერთ" ბაალის უძველესი, წარმართული ტაძრის აღსადგენად. წარმატების შემთხვევაში, პროექტი აუცილებლად აღიარებულ იქნება რომის "გამარჯვების თაღის" განხორციელებად პალმირაში, რომელიც, როგორც ძველებრაული წყარო ირწმუნება, უნდა დაეცეს და სამჯერ უნდა აღდგეს მაშიაყის მოსვლამდე.
 
ადგილზე, რომელიც ოდესღაც აბრეშუმის დიდი გზის უმნიშვნელოვანესი პუნქტი გახლდათ, მდებარეობს არქეოლოგიური მონაპოვრები, რომლებსაც ნეოლითის ეპოქას განაკუთვნებენ. მათ შორისაა ბელის (ბაალის) ტაძარიც, რომელიც აიგო ადრინდელი წარმართული ტაძრის ადგილზე, რომელსაც ჩვ. წ.-მდე სამი ათასი წლით ათარიღებენ. ტაძრებიდან ყველაზე ბოლო აგებულია ჩვ. წ. 32 წელს. ბიზანტიური ეპოქის დროს ის ჯერ ქრისტიანულ ტაძრად, ხოლო შემდგომში, 1132 წელს, მისი სტრუქტურის ნაწილი მუსლიმებმა მეჩეთად გადააკეთეს და ასეთად გამოიყენებოდა კიდეც 1920-იან წლებამდე. მისი ნანგრევები პალმირაში ყველაზე კარგად არის დაცული და ერთ-ერთ უმთავრეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
პალმირას ნანგრევები
2011 წელს სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებამდე პალმირა პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა იყო, რომელიც წელიწადში 105000 მნახველს იზიდავდა. ტაძარი და ადგილის უდიდესი ნაწილი "ისლამის სახელმწიფომ" დაანგრია 2015 წელს.

ბაალი ბიბლიაში 90-ზე მეტად არის ნახსენები. იმის შემდეგ, რაც წმ. ილია წინასწარმეტყველმა ციდან ცეცხლი გარდამოიწვია მის მიერ აგებულ საკურთხეველზე და მით დაამარცხა ბაალის კერპის, იგივე მოლოქის მსახურები, ბაალი კერპთმსახურების არქეტიპული სახე გახდა. პანთეისტები და მისი მიმდევრები თანყვანს სცემდნენ "დედა-ბუნებას" და შემოქმედის არსებობას უარყოფდნენ. ბაალის მიმდევრები მონაწილეობდნენ ბისექსუალურ ორგიებში და თავიანთ კერპს მსხვერპლად ყრმებს სწირავდნენ, კერძოდ, - ცოცხლად წვავდნენ.

სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო ერმიტაჟის დირექტორმა მიხაილ პეტროვსკიმ განაცხადა, რომ მისმა დაწესებულებამ და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მატერიალური კულტურის ისტორიის ინსტიტუტმა დამასკოში ხელი მოაწერეს შეთანხმებას სირიის სიძველეთა და მუზეუმთა გენერალურ დირექტორატთან (DGAM), რათა დაიწყონ ამ უძველესი ნაგებობის (ბაალის ტაძრის - "აპოკ". რედ.) აღდგენა.

ერმიტაჟმა თავის ვებ-გვერდზე განცხადებაც კი განათავსა, რომელშიც ნათქვამია: "ორივე შეთანხმება წარმოადგენს რეალურ ნაბიჯს რუსეთსა და სირიას შორის სამუზეუმო დაკვლევით კავშირთა მნიშვნელოვანი განვითარებისთვის".
 
პროექტი ასევე ჩაივლის გაეროს ეგიდით განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში (UNESCO). UNESCO მონაწილეობდა ადრინდელ პალმირულ პროექტებშიც, რომლებიც კერპთაყვანისმცემლობას მიეძღვნა. 2017 წლის ნოემბერში UNESCO გაერთიანდა ციფრული არექოლოგიის ინსტიტუტთან (МАР) და მიზნად დაისახა წარმართ ღვთაება ათენას ქანდაკების რეკონსტრუქცია. ქანდაკება წარმოდგენილ იყო გამოფენაზე "ქვის გასულიერება", რომელიც მოეწყო ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში. ექსპონატის აღწერილობაში ნათქვამი იყო, რომ წარმართი ღვთაება ათენა წარმოადგენს "გონიერების, თავშესაფრის და კანონის უზენაესობის, ასევე ყველა ღირებულების სინონიმს, რომლებზეც იყო დაფუძნებული ეს ისტორიული დაწესებულება", მაგრამ ქანდაკების ფეხებთან დადებული მახვილი ათენას, როგორც ომის ქალღმერთის სახესთან უფრო ასოცირდებოდა.

2016 წელს IDA-ს მეშვეობით გამოყენებულ იქნა 3D ბეჭდვის ტექნოლოგია, რათა შეექმნათ პალმირას ანუ გამარჯვების რომაული თაღის 20 ფუტიანი, რეალური ნაგებობა, რომელიც ბაალის ტაძრის წინ მთელი 1800 წლის განმავლობაში იდგა. პალმირას თაღის პირველი თანამედროვე ნაგებობა გამოჩნდა ლონდონში, ტრაფალგარის მოედანზე 2016 წელს, როდესაც ის UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კვირის აღსანიშნად დაიდგა. ღონისძიებსი გახსნა დაემთხვა 13 დღიან პერიოდს, რომელიც ოკულტიზმში ცნობილია "მხეცისადმი სისხლიანი მსხვერპლშეწირვის" სახელით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული მათთვის, ვინც თაყვანს სცემს წარმართულ "ღმერთ" ბაალს, რომელსაც, როგორც უკვე ვთქვით, მსხვერპლად სწირავდნენ ცოცხალ ბავშვებს და რომლის პატივსაცემადაც მართავდნენ ბისექსუალურ ორგიებს. თაღი გაიხსნა 19 აპრილს, ბელტაინის დღესასწაულობაზე, ანუ ამ 13 დღიანი პერიოდის კულმინაციაზე.
ბელტეინის ზეიმობა
ცნობილი, როგორც მაისის თვის სახელწოდება (1) კელტებში (ირლანდიელებში, შოტლანდიელებში), ბელტეინი, "ღმერთ" ბაალის ბრიტანულ (კელტურ-შოტლანდიურ) ვერსიას წარმოადგენს.

___________
 
1. ბელტეინი (ან: ბელტაინი, ბელტანი, ბიალტანი და სხვა. ირლ. Beltaine, Bealtaine, Bealltainn, ინგლ. Beltane) - ზაფხულის დასაწყისის კელტური დღესასწაული, რომელსაც ტრადიციულად აღნიშნავენ 1 მაისს. ირლანდიურ, შოტლანტიუირ და სხვა გელურ ენებში მაისს ასეც ეწოდება - ბელტეინი.

___________

ედინბურგსა და დედამიწის სხვა კუთხეებში ყოველწლიურად ტარდება ბელტეინის ცეცხლის დღესასწაული, რომელიც ძველი კელტური კულტურის გადმონაშთს წარმოადგენს.
ბელტეინის ზეიმობა
ბელტეინის ზეიმობა
ედინბურგსა და დედამიწის სხვა კუთხეებში ყოველწლიურად ტარდება ბელტეინის ცეცხლის დღესასწაული, რომელიც ძველი კელტური კულტურის გადმონაშთს წარმოადგენს.

ებრაულ ტრადიციაში პალმირას თაღს შეიძლება მესიანური ეპოქის წინამსწრობი ვუწოდოთ. თაღი, რომელიც მრავალჯერ შენდება და ინგრევა, აღწერილია თალმუდში (სანჰედრინის ტრაქტატი, 78ა).

კისმას ძე რაბი იოსიას ერთხელ მოწაფეებმა ჰკითხეს, როდის მოვაო დავითის ძე (მესია). და მან უპასუხა: ვშიშობ, ნიშანსაც მომთხოვთ. და მათ დაარწმუნეს, რომ არ მოსთხოვდნენ. შემდეგ მან მოწაფეებს უთხრა: როდესაც ეს კარიბჭეები დაეცემიან, მერე აღდგებიან და კვლავ დაეცემიან, შემდეგ კი ისევ აღდგებიან და ისევ დაეცემიან. და სანამ მესამედ აღადგენდნენ მაშიაყიც მოვა.

რაბი შლომო იცხაკი, შუასაუკუნეების თვალსაჩინო რაბინი, რომელიც რაში-ს აკრონომითაა ცნობილი, თალმუდის ამ განყოფილების განმარტებისას ამბობს, რომ იოსიას მიერ აღწერილი თაღი, "რომაული თაღი იყო რომაულ ქალაქში". პალმირას თაღი მართლაც რომაული თაღი გახლდათ და ის მაშინ ააგეს, როდესაც პალმირა რომაული ქალაქი იყო.
პალმირას ნანგრევები
თუკი სირო-რუსულ-გაეროსეული ტრიუმვირატი შეძლებს პალმირაში გამარჯვების თაღის აღდგენას, ეს იქნება მისი მესამე აღორძინება; ორიგინალი იყო პირველი, IDA-ს მიერ ციფრულად 3D-ში აღდგენილი - მეორე, ხოლო მომავალი თაღი იქნება - მესამე.

თაღი ასევე გაჩნდა ვაშინგტონში (აშშ, კოლუმბიის ოლქი), ბრეტა კავანოს მოსმენის დროს. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ბაალისადმი მსახურების ერთ-ერთი მეთოდი ყრმათა ცოცხლად შეწირვაში მდგომარეობდა, და უმაღლეს სასამართლოში კავანოს დანიშვნის საწინაღმდეგო ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა უკავშირდებოდა მის პოზიციას აბორტებთან დაკავშირებით. პალმირას აღდგენილი თაღი რამოდენიმეჯერ გამოჩნდა მსოფლიო მთავრობის შეკრებების დროს.

გამოდის რა ბაალის ტაძრის აღდგენის ინიციატივით, გაერო არღვევს თავის ბიბლიურ მანდატს, რადგან ნოაჰიდების (მოძრაობა, რომელიც ქადაგებს იუდაიზმს არაებრალთათვის - "აპოკ". რედ.) უპირველესი კანონი სწორედ კერპთაყვანისმცემლობის აკრძალვაა.

1980 წელს პალმირა შეიტანეს UNESCO-ს მსოფლიო საგანძურის ობიექტთა სიაში, რომელშიც ბაალის ტაძარი აღწერილია, როგორც "ახლო აღმოსავლეთში პირველი საუკუნეების კარგად დაცული და ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური ნაგებობება".

პალმირა UNESCO-ს ორ სხვა ობიექტს დაშორებულია 370 კმ-ით. მემკვიდრეობის ობიექტები, რომლებსაც მუსლიმური მემკვიდრეობის მნიშვნელობა გააჩნიათ არიან: იერუსალიმი და ქებრონი.

წყარო: https://www.breakingisraelnews.com

იხ. ასევე: http://protivkart.com/

TOP. GE
Назад к содержимому