"ნეტარ არს, რომელი იკითხვიდეს და რომელნი ისმენდენ სიტყუათა ამის წინაწარმეტყუელებისათა და დაიმარხონ, რაჲ-იგი მას შინა წერილ არს, რამეთუ ჟამი ახლოს არს" (გამოცხ 1:3).


"იცი ნიშნები ანტიქრისტესი?! - დაუყოვნებლივ აუწყე ყველას!"
                                                                        წმ. კირილე იერუსალიმელი (IV ს.)

"ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ!" (გამოცხ. 22:20)

ელ. ფოსტა: 
apocalypticsite@gmail.com
აშშ-ს მთავრობის ბუნკერები: მიწისქვეშა ობიექტების დაცვა გაძლიერებულია


აშშ-ს მთავრობა ალბათ ან სავარაუდო ომისთვის ემზადება ან საზოგადოების კატასტროფული კრახისთვის, ან კიდევ ასტეროიდის ჩამოვარდნას ელოდება, რადგან სამხედროები "მსხვილი ეკონომიკური კოლაფსისა" და "სამოქალაქო არეულობების" შემთხვევისთვის საგანგებოდ ემზადებიან. დიდი ფიცი-მტკიცი არ არის საჭირო იმისთვის, რათა მიხვიდე იმ დასკვნამდე, რომ სამხედრო თამაშობათა ამგვარი სცენარები გათვალისწინებულია და მხედველობაშია მიღებული ძალაუფლების მემკვიდრეობითად მიღების ალტერნატივებიც, რაც ნიშნავს, რომ სათადარიგო ხელისუფლების ელიტარულ წევრებს სჭირდებათ ადგილი, სადაც ისინი გადაიტანდნენ დიდ არეულობას. 

დავიწყებთ იქიდან, რომ თვით ბუნკერების არსებობა არ წარმოადგენს რაიმე საიდუმლოს. ისინი საკმაოდ უხვად მდებარეობენ ქვეყნის (აშშ-ს) მთელს ტერიტორიაზე. დადის ხმები, რომ ხელისუფლებამ მიწისქვეშა ქალაქებიც კი გააშენა, ამ სიტყვის სრული და პირდაპირი მნიშვნელობით, რომლებიც ასობით ათას კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული, აღჭურვილია ყოველივე აუცილებელი კომპონენტით, ბირთვული გენერატორებიდან დაწყებული იმ ობიექტებით დამთავრებული, რომელთაც თანამედროვე საწარმოო პროდუქტების გამოშვება ძალუძთ. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი გლობალური კატაკლიზმის შემთხვევაში ადამიანურმა რასამ უნდა შეძლოს გადარჩენა და კვლავ აღორძინება ისე, რომ არ დაკარგოს ბოლო ასწლეულების ტექნიკური მიღწევები.

ქვემოთ განთავსებული ფოტოები გადაიღო იმ სატვირთო ავტომობილის მძღოლმა, რომელსაც რეგულარულად მიჰქონდა სხვადასხვა სახის საქონელი მიწისქვეშა ობიექტებზე. ამ ადამიანის თვალსაზრისით, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ ბოლო დრომდე მიწისქვეშა ობიექტების დაცვის სამსახურისა და სამართალმდამცავ ორგანოთა საქმიანობა პრაქტიკულად შეუმჩნეველი იყო. ფოტოზე ნაჩვენებია ბუნკერების შიდა განყოფილებები (ნაწილობრივ), ასევე სადღეისოდ გააქტიურებული უშიშროება, რომელიც უკვე ფხიზლად და ყველას დასანახად იცავს ამ სტრატეგიულ ობიექტებს.

რას უნდა მოასწავებდეს ეს - მკითხველმა განსაჯოს.

ასევე საგულისხმოა ის, რომ ბუნკერის ტიპის ყველა ობიექტი სრულიად ეკუთვნის აშშ-ს მთავრობას. მრავალი მათგანი, ქვემოთ, ვიდეოზე გადაღებული ბუნკერის მსგავსად, რომელიც მისურის შტატის, ქ. სპრინგფილდში მდებარეობს, კერძო პირთა განკარგულებაშია. ეს ობიექტები ყოფილ სამთო-დამამუშავებელ ობიექტებზე მდებარეობენ და მათი დანიშნულება ბოლომდე არ არის გარკვეული, გარდა იმათი, რაც ადამიანთა დიდი ჯგუფების საცხოვრებლად არის გამიზნული და ხანგრძლივი დროის განმავლობაში მარაგდება ყოველივე აუცილებელით. ეს ობიექტები კარგად არის დაცული და თუ ერთხელაც მათი კარები დაიკეტება, იქ შეღწევა მძიმე ასაფეთქებელი მოწყობილობების გარშე შეუძლებელი იქნება. 

მათ, ვინც სახელმწიფო პროგრამების მემკვიდრეობითობას იკვლევდა, ალბათ უკვე იციან, რომ აპოკალიფსური ტიპის ზემოთაღწერილი სცენარების განვითარების შემთვევაში, ამერიკის ხელისუფლების ნაწილი პარალიზებული იქნება, ამიტომაც ამოქმედდება სათადარიგო სახელმწიფო ინფრასტრუქტურა, რომელიც კონტროლს საკუთარ თავზე აიღებს.

საგანგებო დაგეგმარების თვალსაზრისით, მთავრობის მემკვიდრეობითობის მხარდაჭერა თავისუფალი საზოგადოების უმთავრესი და შემადგენელი ნაწილია. პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ საზოგადოებამ პრაქტიკულად არაფერი იცის ძალაუფლების გადაცემის შესახებ და მათ შესახებაც, ვინც ამ კონტროლს განახორციელებს.

იმ მასალებიდან გამომდინარე, რომლის შეკრებაც ჩვენ შევძელით, მთავრობის შენარჩუნების პროგრამა (შემდგომში მშპ - რედ.) სულაც არ არის სავალდებულო ისეთი იყოს, როგორც ის ჩვენ წარმოგვიდგენია, ის უნდა იყოს და გულისხმობდეს ჩვენი იმ ფუნდამენტური პრინციპების უზრუნველყოფას, რომელიც აშშ-ს კონსტიტუციაშია გადმოცემული. პირიქით, მიიჩნევა, რომ თუ ჩვენს მიერ არჩეული ხელისუფლება დაეცემა და დაიშლება, მას გუბერნატორთა თვითარჩეული ჯგუფი შეცვლის (აქ იგულისხმებიან შტატების გუბერნატორები - ავტ.), სადაც იქნებიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და სამხედროები. 

იმ გასაიდუმლოებიდან გამომდინარე, რაც მშპ-ს მოიცავს, შეუძლებელია შევიტყოთ თუ რას ელიან, მაგრამ კერძო ინტერესები, უეჭველად, ზეგავლენას მოახდენენ ნებისმიერ მთავრობაზე - როგორც ეს ახლანდელ მთავრობას მოსდის. კერძო ინტერესები მოიცავს მდიდართა და ძლიერთა ამა სოფლისათა კონგლომერატებს, რომლებსაც ძალუძთ მხოლოდ (მთავრობის გამოკლებით) საკუთარ თავს მისცენ უფლება ააშენონ ქვემოთ წარმოდგენილი, ბუნკერის ტიპის მიწისქვეშა ობიექტების მსგავსი სხვა ობიექტები.

უნდა გვესმოდეს, რომ ყველაზე ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში, მთავრობა კერძო კონგლომერატების პარალელურად, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარეც იმოქმედებს. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ბუნკერის ტიპის ეს ობიექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით არის მიმობნეული, გონივრული იქნება ვიფიქროთ, რომ მხოლოდ მცირე ნაწილი, ან საერთოდ არაფერი იქნება განაწილებული მშპ-ს პროგრამის გარეთ.

თუ თქვენ არ ბრძანდებით ერთ ერთი რჩეულთაგანი, მაშინ საკუთარ თავს თვითონ უნდა მიხედოთ და თავი გადაირჩინოთ იქ, სადაც ძალგიძთ.

პროდუქტების მსხვილი მწარმოებლები და სხვა კომპანიები, როგორც ცნობილია, მიწისქვეშა ობიექტებს უხვად ამარაგებენ საკვები პროდუქტებით და მათ ბეღლებს სხვადასხვა საქონლითა და არქივებით ავსებენ. შესაძლოა ამგვარი რამ იმ ობიექტებზეც ხდებოდეს, რომლებიც ამჯამად მომპოვებელ სამუშაოებს ეწევიან. და კვლავ, საბოლოო დასკვნა მაინც მკითხველმა უნდა გააკეთოს, რადგან საქმე გვაქვს არასრულ ინფორმაციასთან.

იმ გასაიდუმლოებიდან გამომდინარე, რაც მშპ-ს მოიცავს, შეუძლებელია შევიტყოთ თუ რას ელიან, მაგრამ კერძო ინტერესები, უეჭველად, ზეგავლენას მოახდენენ ნებისმიერ მთავრობაზე - როგორც ეს ახლანდელ მთავრობას მოსდის. კერძო ინტერესები მოიცავს მდიდართა და ძლიერთა ამა სოფლისათა კონგლომერატებს, რომლებსაც ძალუძთ მხოლოდ (მთავრობის გამოკლებით) საკუთარ თავს მისცენ უფლება ააშენონ ქვემოთ წარმოდგენილი, ბუნკერის ტიპის მიწისქვეშა ობიექტების მსგავსი სხვა ობიექტები.

უნდა გვესმოდეს, რომ ყველაზე ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში, მთავრობა კერძო კონგლომერატების პარალელურად, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარეც იმოქმედებს. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ბუნკერის ტიპის ეს ობიექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით არის მიმობნეული, გონივრული იქნება ვიფიქროთ, რომ მხოლოდ მცირე ნაწილი, ან საერთოდ არაფერი იქნება განაწილებული მშპ-ს პროგრამის გარეთ.

თუ თქვენ არ ბრძანდებით ერთ ერთი რჩეულთაგანი, მაშინ საკუთარ თავს თვითონ უნდა მიხედოთ და თავი გადაირჩინოთ იქ, სადაც ძალგიძთ.

აი, ცნობა იმ ვებ-საიტიდან, სადაც პირველად გამოქვეყნდა ეს ფოტოები:

"დღეს პროდუქტების მორიგი ჯერი მივიტანე Lenexa Ks-ის (გარეუბანი კანზას-სიტის ჩრდილო-დასავლეთით) საცავში და აი, რა ვნახე. ადრე თუ არცერთი პოლიციელი არ იდგა ახლომახლო, დღეს სულ სხვაგვარად იყო, და ეს მეტად უცნაურია. ადრე აქ არ იყო ამდენი პოლიციელი".

შემდეგ ავტორი აგრძელებს დისკუსიას შინაგანი უშიშროების დეპარტამენტის წარმომადგენელთა ყოფნაზე ბუნკერში, მით უმეტეს, რომ ბუნკერი იმყოფება კერძო საკუთრებაში. გაურკვეველი რჩება, მართავს თუ არა, ან აკონტროლებს და აფინანსებს თუ არა ამ ობიექტს აშშ-ს შინაგანი უშიშროების დეპარტამენტი, რადგან იქვე, შორიახლო სამთავრობო ობიექტიც არსებობს:

ეჭვიც კი გიჩნდება: იმყოფება თუ არა ეს ობიექტი საერთოდ კერძო მფლობელობაში. მომდევნო ნიშანი აჩვენებს კომპანიებს, რომლებიც ობიექტში ან მის სიახლოვეს მუშაობენ:


აშკარაა, რომ ობიექტს იცავს შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტი (რაც მეტად უჩვეულოა მისთვის).

და ისინი უბრალოდ ახლო-მახლო გზებსა და ავტოსტრადებზე კი არ პატრულირებენ, არამედ უშუალოდ შედიან ობიექტებში.
და ისინი უბრალოდ ახლო-მახლო გზებსა და ავტოსტრადებზე კი არ პატრულირებენ, არამედ უშუალოდ შედიან ობიექტებში.
სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელმაც გადაიღო ეს ფოტოები, გვირაბში შედის (ყურადღება მიაქციეთ მარჯვენა მხარეს არსებულ რკინიგზას):
ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ რამდენიმე ვიდეო მისურის შტატის მიწისქვეშა ბუნკერების შესახებ. როგორც კანზასის შტატში, ისე აქაც, ეს ვრცელი ობიექტები შექმნილია დიდი მოცულობის მარაგის შესანახად და ადამიანთა დიდი რაოდენობის საცხოვრებლად.
ეს წერილი გამოქვეყნდა იმ მიზნით, რათა ინფორმაცია მიგვეწოდებინა ჩვენი მკითხველისთვის. თუმცა ბუნებრივი ან ტექნოგენური ხასიათის კატასტროფა შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს, ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ იმ მოსამზადებელ სამუშაოთა შესახებ, რომელსაც მთავრობა მიმართავს, ვიღაც აუცილებლად შეიტყობს და ამის შესახებ საზოგადოებას აუწყებს. და არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ეს: სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, რომელსაც რეგულარულად დააქვს პროდუქტები და სხვა მოწყობილობები ამ ობიექტებში, და ხედავს იქ რაღაც უჩვეულოს, თუ დაცვა, ან პოლიციის ოფიცერი, ან თუნდაც შემთხვევითი გამვლელი, რომელიც იქნება ჩვენი მაუწყებელი...

ჩვენი მიზანია გავაჟღეროთ ინფორმაცია, რომელიც ნდობას იმსახურებს და შესაძლებლობისდა მიხედვით წარვადგინოთ ნივთიერი მტკიცებულებანი. როგორ მოეპყრობით ამ ინფორმაციას - თქვენი გადასაწყვეტია. 

წყარო: Mixednews.Ru