"ნეტარ არს, რომელი იკითხვიდეს და რომელნი ისმენდენ სიტყუათა ამის წინაწარმეტყუელებისათა და დაიმარხონ, რაჲ-იგი მას შინა წერილ არს, რამეთუ ჟამი ახლოს არს" (გამოცხ 1:3).


"იცი ნიშნები ანტიქრისტესი?! - დაუყოვნებლივ აუწყე ყველას!"
                                                                        წმ. კირილე იერუსალიმელი (IV ს.)

"ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ!" (გამოცხ. 22:20)

ელ. ფოსტა: 
apocalypticsite@gmail.com
"აკრძალული ზონა" – 51
ნევადას უდაბნოს საიდუმლო



რედაქციისგან: ყოველივე რასაც თქვენ ქვემოთ წაიკითხავთ ვინმეს ფანტაზიის ნაყოფი არ გეგონოთ. "უცხოპლანეტელთა" არსებობის იდეას უკვე რამდენიმე ათწლეულია ავრცელებენ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით. ამოუცნობი მფრინავი ობიექტის (ამო) ფენომენს ჩვენც რამოდენიმეჯერ შევეხეთ აპოკალიფსური მოვლენების შუქზე და აღვნიშნეთ, რომ შესაძლოა მზადდება ე.წ. "უცხოპლანეტელთა" შემოჭრის გეგმა, რომელიც ანტიქრისტეს მსახურთ შესაძლებლობას მისცემს დაამყარონ ახალი მსოფლიო წესრიგი და საყოველთაო, გლობალური "უსაფრთხოება". ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს თემა საკმაოდ "ფანტასტიკურად" ჟღერს, მაგრამ ამაზე უპირველეს ყოვლისა მისმა შემთხზველებმა, მასონებმა და ოკულტისტებმა, ანტიქრისტეს ამ ერთულმა მსახურებმა იზრუნეს, რადგან რაც უფრო ფანტასტიკურია იდეა, მით უფრო დაუჯერებელია იგი და ადვილად განხორციელებადი. 

სტატიაში, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ გადმოცემულია ამერიკელი მეცნიერის და სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცსამსახურის "ყოფილი" თანამშრომლის, ბობ ლაზარის მიერ გაჟღერებული "საიდუმლოებანი", რომელიც ე. წ. "უცხოპლანეტელების" თემას ეხება. სულაც არ არის გამორიცხული, რომ ბობ ლაზარის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია საქმის გასაიდუმლოებას და "უცხოპლანეტური" ვერსიის გავრცელებას უფრო სჭირდებოდეს. ეს არის "უცხოპლანეტელთა" იდეას ამოფარებული და შენიღბული იდეოლოგიური დივერსია.

ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ აშშ-ს სპეცსამსახურების ერთ ერთი უმთავრესი საიდუმლოს "გამცემი" ეს პიროვნება დღესაც საიდუმლო დავალებას ასრულებდეს, რაც "უცხოპლანეტელთა" არსებობის პროპაგანდასა და საიდუმლო გამოგონებათა "უცხოპლანეტელთადმი" მიკუთვნებაში გამოიხატება.

აქ თავს იჩენს "უცხოპლანეტელთა" არსებობის იდეის საჭიროება. მოტაცებულ ადამიანებზე ჩატარებული ფანტასტიკური ექსპერიმენტების გამართლება მეტად მოხერხებულია გრიფით "აბდუქცია", რასაც უფოლოგები უცხოპლანეტელთა მიერ ადამიანის მოტაცებას უწოდებენ. ჩვენის აზრით, ანტიქრისტეს მსახურთ ეს "აბდუქციები" თვით "უცხოპლანეტელთა" ჯიშის შესაქმნელად სჭირდებათ. "ზონა-51"-ც და სხვა მისი მსგავსი საიდუმლო ლაბორატორიებიც ამ მიზანს ემსახურება. მოვა დრო და საჭირო გახდება კაცობრიობას წარუდგინონ "უცხოპლანეტელთა" არსებობის მატერიალური მტკიცებულება - "ჰუმანოიდური" არსებები და მათი ტექნიკა.  ამ მხრივ მეტად საყურადღებოა ცნობილი მეცნიერის, ნიკოლა ტესლას გასაოცარი გამოგონებები, რომელმაც საუკუნეებით გაასწრო თავის დროებას და გარკვეულ დრომდე გასაიდუმლოებულია. თუმცა ეს საუბრის სხვა თემაა...

და ბოლოს, საიტის მკითხველს ვთხოვთ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ჩვენი ამ განმარტების შუქზე განიხილოს.


ყველას, ვინც კოსმიურ ფანტასტიკას კითხულობს და "საიდუმლო მასალების" მსგავს ფილმებს უცქერს, უეჭველად სმენია აშშ-ში, ნევადას უდაბნოში არსებული ლეგენდარული აკრძალული ზონის შესახებ, რომელსაც "51-ე ზონას" უწოდებენ. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ადამიანთა არც თუ მცირე რაოდენობა მას მწერალთა და კინორეჟისორთა გამოგონებად და ფანტაზიის ნაყოფად მიიჩნევს. სინამდვილეში, იმ მითების უკან, რასაც სპეცსამსახურები დეზინფორმაციის მიზნით ქმნიან, გამაოგნებელი სინამდვილე იმალება.


აკრძალული ზონა

ნევადას უდაბნოში, ცნობისმოყვარეთა მზერისგან მოშორებით განთავსებულია საიდუმლო ობიექტი, რომელიც აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალებს ეკუთვნის. ამ ობიექტს მრავალი კოდური სახელწოდება გააჩნია: "სამოთხის რანჩო", "უტერტაუნის ნაკვეთი", "ზონა-51", "დრიმლენდი" ("ზღაპრული ქვეყანა") და "გრუმის ტბა". შესაძლოა ეს იყოს ყველაზე გასაიდუმლოებული ობიექტი მთელს დედამიწაზე, რომელიც მხოლოდ აშშ-ს უმაღლესი თანამდებობის მქონე რჩეულ პირთა გარკვეულ რაოდენობას თუ უხილავს. "ზონა-51"'ში, მრავალი უფოლოგის და მეცნიერის აზრით, "უცხოპლანეტელთა" საფრენი აპარატი და მათი სხეულები იმყოფება (ეს არის პრესაში გაშვებული ვერსია. ჩვენის აზრით საფრენი აპარატი, რომელმაც, როგორც ამბობენ, ამ ზონაში განიცადა კატასტროფა, იმ საიდუმლო ექსპერიმენტის ნაწილია, რასაც აქ ატარებენ - რედ.). გარდა ამისა, აქ სუპერთანამედროვე თვითმფრინავებსაც ცდიან.  




არც თუ დიდი ხნის წინათ, ეს ამერიკის მთავრობის ყველაზე დიდ საიდუმლოს წარმოადგენდა. გზა, რომელსაც ამ ზონისკენ მივყავართ, ყოველთვის მდუმარე და უდაბურია. ასი კილომეტრის რადიუსში აქ ვერ შეხვდებით ვერც ადამიანს, ვერც ქალაქს, ვერც თუნდაც მცირე დასახლებულ პუნტქს და საგზაო ნიშნებსაც კი. მხოლოდ ბაზის სიახლოვეს შეგხვდებათ უზარმაზარი დაფები, რომლებიც "დაუპატიჟებელ სტუმრებს" აფრთხილებენ შეწყვიტონ მომდევნო გადაადგილება, რადგან წინ აკრძალული ზონაა...

"ზონა-51"-ში ფარული შეღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. მის სიახლოვეს (თითქმის რამოდენიმე კილომეტრის რადიუსში - რედ.) განთავსებულია უამრავი ფარული კამერა და მოძრაობის დამაფიქსირებელი დეტექტორი. ღამით ტერიტორის მთელს პერიმეტრზე შავი ვერტმფრენები პატრულირებენ ამომცნობი ნიშნების გარეშე. უფოლოგებისთვის ცნობილი შეიქნა, რომ საიდუმლო ბაზის ძირითად შენობას 14 მიწისქვეშა დონე გააჩნია, თუმცა არავინ იცის რა სამუშაოებს აწარმოებენ და რა სახის ექსპერიმენტებს ატარებენ აქ. 


მკვლევართა აზრით, აშშ-ს საავიაციო პოლიგონების გარდა ამ ადგილას განთავსებულია ზესაიდუმლო მიწისქვეშა ბაზები, სადაც ახალი, "ამო" (UFO)-ს ტიპის საფრენ აპარატებს ამზადებენ. როგორ ფანტასტიკურადაც უნდა ჟღერდეს, არსებობენ თვითმხილველები, რომელთაც ამ ადგილებში უცნაური ობიექტები უნახავთ. მათი თქმით ეს მფრინავი აპარატბი უმაღლესი პილოტაჟის ისეთ მანევრებს ასრულებდნენ, რაც მიწიერი ტექნოლოგიებისთვის შეუძლებელია.



"ზონა-51"-ის საიდუმლო

"ზონა-51" 1955 წელს შეიქმნა. ავიაკონცერნმა "ლოკჰიდმა" ეს ადგილი თვისი ზესაიდუმლო პირმშოს - ლეგენდარული მზვერავ-თვითმრფინავის, U-2-ის გამოსაცდელად აირჩია. ადგილი რაც შეიძლება ზუსტად შეესატყვისება დასახულ ამოცანას: უსიცოცხლო "მთვარის" ლანდშაფტი 1500 მეტრის სიმაღლეზე და დამშრალი ტბის აბსოლუტურად გლუვი, ხუთკილომეტრიანი კალაპოტი, რომელიც გარე სამყაროსგან მაღალმთიანი ქედით არის შემოზღუდული. სამოქალაქო თვითმრფინავების ფრენა აქ ბირთვული ცდების გამო აკრძალულია. ადგილობრივი მოსახლეობა არ არსებობს - ამიტომაც, ეს იდეალური ადგილია საიდუმლო ბაზების მოსაწყობად.

1977 წლის დასაწყისში აქედან პირველად აფრინდა "სტელსის" ტექნოლოგიით შემუშავებული "უხილავი" F-117A. "სტელსის" პროგრამის ზოგიერთი მონაწილე (მაგ. კომპიუტერების სპეციალისტი დ. ტალიანი) ამტკიცებს, რომ ამ და ზოგიერთი სხვა ტექნოლოგიის შემუშავებისას ისინი იყენებდნენ არამიწიერ მასალას და ტექნოლოგიას.


"ზონა-51"-ს გარშემო დღეს არსებული მოწმობები შესაძლებლობას გვაძლევს ზოგადი წარმოდგენა მაინც ვიქონიოთ იქ მიმდინარე საიდუმლო სამუშაოებზე. მაგალითად, 1977 წელს, "რედ ფლეგის" ("წითელი დროშა") სწავლებების დროს,  ტაქტიკური ესკადრილიის პოლკოვნიკმა სტივენსმა, რომელიც "მტრის" აეროდრომს უტევდა, ნებართვის გარეშე "51-ე ზონისკენ" გადაუვია. სრულიად მოულოდნელად მან ზემოდან უცნაური, დაახლოებით 20 მეტრის დიამეტრის დისკო დანახა. სტივენსმა მიიღო ბრძანება დაუყოვნებლივ შეეწყვიტა ფრენა და ნელლის აეროდრომზე დაშვებულიყო. 
დაშვების შემდეგ მფრინავი ბუნკერში ჩაიყვანეს, სადაც ორი დღის განმავლობაში დაკითხვაზე ჰყავდათ. გამოუშვეს მხოლოდ იმ პირობით და ხელწერილით, რომ არსად გაამჟღავნებდა ნანახს. პოლკოვნიკი იმწამსვე გადაიყვანეს სხვა ნაწილში, ამ შემთხვევის მოყოლა კი მან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გაბედა.  


"უჩინარი" თვითმფრინავი U-2
F-117 A
ამ ბაზაზე რამოდენიმე წელიწადი მუშაობდა ამერიკელი ფიზიკოსი, ბობ ლაზარი, რომელმაც საზოგადოებას "ზონა-51"-ის საიდუმლოთა შესახებ ამცნო. "1988 წლის დეკემბრიდან 1989 წლის აპრილამდე, - იუწყება ეს მეცნიერი, - ვმუშაობდი პროექტზე, რომელიც ისტორიაში ყველაზე საიდუმლო პროექტი უნდა გამხდარიყო. ჩემი სამუშაო ადგილი იყო ლაბორატორია, რომელიც განთავსებულია "ზონა-51"-ში. ობიექტი, რომელზეც მე ვმუშაობდი, მთის სიღრმეში იმყოფებოდა. მას ცხა ანგარული კარიბჭე იცავს, რომლებიც განლაგებულნი არიან 60 გრადუსიანი დახრილობით. კარიბჭეები ქვიშის ფერით არის შენიღბული ისე, რომ მთის ფაქტურა ნარნარად გადადიოდეს უდაბნოს გრუნტის ფაქტურაზე. სანამ საქმის კურსში ჩამაყენებდნენ, თავიდან მცირე შენობაში ვმუშაობდი, სადაც იდგა სკამი და მაგიდა. მაგიდაზე დაახლოებით 120-მდე ცისფერ საქაღალდეებში ჩალაგებული დოკუმენტები ელაგა. გარდა ამისა, აქვე იყო დაღუპულ უცხოპლანეტელთა (ალბათ, წარუმატებელი ექსპერიმენტები - რედ.) შავ-თეთრი ფოტოსურათები. ეს დოკუმენტები შეიცავდნენ ინფორმაციას, რომელიც ძირითადად უცხოპლანეტელებს და მათ ტექნოლოგიას ეხებოდა. აქვე იყო უცხოპლანეტელთა გაკვეთის შედეგად მიღებული სამედიცნო დასკვნები. 


"ზონა-51"-ში ლაზარი "ამო"-ს საფრენი აპარატის ძრავთა ფიზიკური მოქმედების პრინციპებს სწავლობდა. ამო-ზე დაყენებული ძალოვანი დანადგარი ქმნიდა გრავიტაციულ ტალღებს, რომლებიც ცვლიდნენ მიზიდულობის ძალას. გრავიტაციული ველის შეცვლა მხოლოდ მიზიდულობისა თუ უკუგდების ძალის ცვალებადობას როდი ნიშნავს. უპირველეს ყოვლისა ხდება სივრცის "გარდატეხა", რითაც არის გამოწვეული ამო-ს უეცარი გაუჩინარება, მიწიერი აპარატებისთვის შეუძლებელი კუთხით მობრუნება, ფორმისა და ფერის შეცვლა და ა. შ. 

ლაზარი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ამო-ს ენერგიის წყაროდ გამოიყენება მენდელეევის ტაბულის 115-ე ელემენტი. ხოლო თუ როგორ მოჰყავს ამ ელემენტს მოძრაობაში "მფრინავი თეფში", მეცნიერთათვის უცნობია. ეს ზემძიმე ელემენტი დედამიწაზე სუფთა სახით არ არსებობს. მისი ხელოვნური მიღება არ ძალუძს მეცნიერებასაც. ელემენტები სამნიშნა ნომრებით ხელოვნურად მიიღებიან დამაჩქარებლებში, მაგრამ ისინი საკმაოდ არამდგრადნი არიან და მხოლოდ რამოდენიმე წამებიღა თუ არსებობენ. მაგრამ მეცნიერთა გაანგარიშებებმა ცხადყო, რომ უნდა არსებობდეს ე. წ. "სტაბილურობის ტრანსურანული კუნძული", რომელსაც შეიძლება განვაკუთვნოთ 114-ე და 115-ე ელემენტები. ეს ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ არსებობა ისე, რომ არ დაიშალონ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში.

პროექტები, რომლებშიც მეცნიერი ღებულობდა მონაწილეობას 1979 წელს დაწყებული პროგრამის ჩარჩოებში მიმდინარეობდა. ბობ ლაზარის განცხადებით (რომელსაც ჩვენ საიდუმლო მთავრობის შენიღბულ, იდეოლოგიურ დივერსიად მივიჩნევთ - რედ.) ამ წელს ბაზის ადმინისტრაციასა და "უცხოპლანეტელებს" შორის მოხდა კონფლიქტი. შეთანხმებით, "უცხოპლანეტელებს" ბაზის გარკვეული ტერიტორია ეპყრათ, დედამიწელ მეცნიერებთან ერთად აწარმოებდნენ გამოკვლევას და მათ თავიანთ გამოცდილებასა და ტექნოლოგიებს გადასცემდნენ. ერთხელ, უცხოპლანეტელთა გაფრთხილების მიუხედავად, დაცვამ  გამოკვლევათა დაცვის რკალი საკმაოზე მეტად შეამცირა. ყველა მათგანი მოკლეს. იგივე ბედი ეწია მაშველთა ძალას, რომელიც დაცვის დასახმარებლად მოვიდა. სულ 44 კაცი დაიღუპა. უცხოპლანეტელებმა მოკლეს ის მეცნიერიც, ვისაც ისინი ასწავლიდნენ და ბაზა დატოვეს. გაფრენის წინ მათ თქვეს, რომ კვლავ დაბრუნდებიან და თავიანთი დაბრუნების თარიღიც მიუთითეს, კერძოდ: "1652xx". ბოლო ორი ციფრი უცნობია და ლაზარს არავითარი იდეა არ გააჩნია იმასთან დაკავშირებით თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ყოველივე.

ბაზაზე უცხოპლანეტელთა მოწყობილობა და ტექნოლოგიები დარჩა. იმ დღიდან მეცნიერები დამოუკიდებლად იკვლევენ მათ და ცდილობენ მიწიერ პირობებში ამ ტექნოლოგიური მიღწევების განმეორებას. გარკვეული შედეგი არსებობს, რომელიც საფუძვლად დაედო მეცნიერულ-ტექნიკურ განვითარებას, განსაკუთრებით კი სამხედრო სფეროში.

ეს ზღაპარი, რომელსაც ბობ ლაზარი ჰყვება, იდეალურად ერგება იმ იდეას, რასაც ამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქადაგებს მსოფლიო საიდუმლო მთავრობა. ეს არის ე. წ. "უცხოპლანეტელთა" შემოჭრის გეგმა, რომელთაც დედამიწის დაპყრობა განუზრახავთ. ამის შესახებ ჩვენ უკვე ვწერდით, ამიტომაც, მკითხველს ზედმეტად არ გადავტვირთავთ, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ამგვარი ვერსიების გაჟღერება ხელს უწყობს მხოლოდ სატანისა და მისი მხარდამჭერების, ანტიქრისტეს მონების მომავალი, ფანტასტიკური პროვოკაციების გამართლებას. 


ლაზარის "აღდგინება"

რამ აიძულა ამერიკელი მეცნიერი ბობ ლაზარი გამოსულიყო მრავალმილიონიანი ტელეაუდიტორიის წინაშე და საჯაროდ მოეყოლა ეს ყოველივე? ლაზარის განცხადებით, - მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ არსებულმა საშიშროებამ. პრობლემები დაიწყო იქიდან, რომ მან გადაწყვიტა ცოლისა და მეგობრებისთვის თუნდაც შორიდან ეჩვენებინა მფრინავი "თეფშები". ერთი ღამის განმავლობაში სამჯერ მიჰყავდა მას "ექსკურსანტები" ლას-ვეგასიდან "51-ე ზონის" რაიონში, სანამ სამხილზე არ დაიჭირეს. მართალია ლაზარსა და მის მეგობრებს ფორმალურად არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ საკმაოდ სწრაფად გაარკვიეს მასთან ურთიერთობა: მეცნიერი ჯერ სამსახურიდან დაითხოვეს, შემდეგ კი დაჰკითხეს, დაპატიმრებითაც დაემუქრნენ, ესროლეს მის ავტომანაქანას... ლაზარმა ჩათვალა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციის გაჟღერება და ფართო საზოგადოებისთვის მისი მიწოდება, ერთადერთი გამოსავალი იყო საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად (ეს აგრეთვე შეგვიძლია განვიხილოთ როგორც სპეცსამსახურების მიერ მოწყობილი ფარსი, ლეგენდა, ლაზარის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის დასაჯერებლად - რედ.).

"ტელევიზიით მისი გამოსვლის შემდეგ ხელისუფლებმა განაცხადეს, რომ არაფერი იციან ლაზარზე და საერთოდ არც კი იცნობენ. და მართლაც, ჟურნალისტები გააოგნა იმ დოკუმენტების არარსებობამ, რომელიც ოდესმე ლაზარის არსებობას დაადასტურებდა. ადამიანებს ის ახსოვდათ, მაგრამ ყველა ოფიციალური ინსტანცია ლაზარის არარსებობას ამტკიცებდა: "არ დაბადებულა", "არ სწავლობდა", "არ უმუშავია", "არ დაქორწინებულა"... ლაზარი მხოლოდ იმის შემდეგ "აღსდგა", რაც ლოს-ალამოსში (ნიუ მექსიკოს შტატი. აშშ) გამოიძებნა ძველი სატელეფონო ცნობარი მისი სამსახურეობრივი ტელეფონით. და კიდევ, სასწაულებრივად გადარჩა ამერიკელებისთვის "წმიდა" და საკმაოდ სერიოზული დოკუმენტი - გადასახადების გადახდის ქვითარი, საიდანაც ჩანდა, რომ 1989 წ. რობერტ ლაზარი ნამდვილად მუშაობდა და ხელფას იღებდა აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების დაზვერვის სამმართველოში. და თანაც არა უბრალოდ აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალებში, არამედ ნევადას შტატში, სამხედრო ობიექტზე, რომლის ნომერი იყო E-6722, ხოლო შიფრი: "MAJ" (შემოკლებით: "მაჯესტიკ"). 

რობერტ (ბობ) ლაზარის "უცნაური" ისტორია აბსოლუტურიად გასაგები შეიქნა იმის შემდეგ, რაც გარდაიცვალა მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი, აშშ-ს სადაზვერვო სამმართველოს მუშაკი დევიდ როუზი, რომელმაც ამ ორგანიზაციას თითქმის მთელი თავისი ცხოვრება შეალია. აი, რა გააცხადა დევიდ როუზმა: "არავითარი აზრი არა აქვს იმ ფაქტის დამალვას, რომ 40-იანი წლების ბოლოს უცხოპლანეტელები გადმოსხდნენ დედამიწაზე და ჩვენ მათთან კონტაქტი დავამყარეთ. მე მიმაჩნია, რომ 50-იანი წლებიდან აშშ-ს მთავრობა ამზადებს საზოგადოებას მათ მისაღებად და ცდილობს გაარკვიოს კონკრეტულად როგორი რეაგირება ექნება მას უცხოპლანეტელთა გამოჩენაზე და ამ პრობლემატიკაზე საერთოდ.

მთავრობა მიიჩნევს, რომ ასეთი ინფორმაცია თუ თანდათანობით მიეწოდება მოსახლეობას, საზოგადოება მას მშვიდად მიიღებს, რასაც ვერ მივაღწევთ იმ შემთხვევაში თუ ინფორმაცია მთლიანად და ერთდროულად გაჟღერდება. რამდენადაც ვიცი, აშშ-ს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებსა და უცხოპლანეტელებს შორის არსებობდა დაახლოებით ასეთი შინაარსის შეთანხმება: ჩვენ დავიცავთ თქვენი აქ ყოფნის საიდუმლოს, ხოლო თქვენ არ ჩაერევით მიწიერი საზოგადოების საქმეებში; გარდა ამისა, თქვენ გეძლევათ მოქმედების თავისუფლება აშშ-ს ტერიტორიაზე თქვენთვის გამოყოფილ ადგილებში. ეს რაიონი კი ნევადის შტატში, "51-ე ზონა", ანუ "დრიმლენდია"...

1955 წლის მარტში შეიქმნა კოორდინაციისა და დაგეგმარების ჯგუფი ("მაჯესტიკ-12"), რომლის ამოცნას ყველა იმ საიდუმლო აქციის კოორდინაცია წარმოადგენდა, რომლებიც დაკავშირებული იყო "უცხოპლანეტელთა" პრობლემატიკასთან. ჯგუფს სათავეში ჩაუდგა ნელსონ როკფელერი, რომელიც ცივი ომის დროს პრეზიდენტის სპეციალური კონსულტანტი იყო.

ამ ჯგუფის შექმნის უმთავრესი მიზეზი "უცხოპლანეტელთა" მიერ მიწიერ საქმეებში ჩაურევლობის შეთანხმების დარღვევა გახლდათ. უცხოპლანეტელთა მიერ თავიანთი ექსპერიმენტებისთვის დასახიჩრებულ ადამიანებს პოულობდნენ აშშ-ს მთელს ტერიტორიაზე (აქაც თავს იჩენს "უცხოპლანეტელთა" არსებობის იდეის საჭიროება. მოტაცებულ ადამიანებზე ჩატარებული ფანტასტიკური ექსპერიმენტების გამართლება მეტად მოხერხებულია გრიფით "აბდუქცია", რასაც უფოლოგები უცხოპლანეტელთა მიერ ადამიანის მოტაცებას უწოდებენ. ჩვენის აზრით, ანტიქრისტეს მსახურთ ეს "აბდუქციები" თვით "უცხოპლანეტელთა" ჯიშის შესაქმნელად სჭირდებათ. "ზონა-51"-ც და სხვა მისი მსგავსი საიდუმლო ლაბორატორიებიც ამ მიზანს ემსახურება. მოვა დრო და საჭირო გახდება კაცობრიობას წარუდგინონ "უცხოპლანეტელთა" არსებობის მატერიალური მტკიცებულება - "ჰუმანოიდური" არსებები და მათი ტექნიკა.  ამ მხრივ მეტად საყურადღებოა ცნობილი მეცნიერის, ნიკოლა ტესლას გასაოცარი გამოგონებები, რომელმაც საუკუნეებით გაასწრო თავის დროებას და გარკვეულ დრომდე გასაიდუმოებულია. თუმცა ეს საუბრის სხვა თემაა, რომელსაც მომავალში შევთავაზებთ ჩვენს მკითხველს - რედ.). 

1955 წლის ნოემბერში ბრძანებულებით NSC—5412/2 აშშ-ში შეიქმნა ექსპერტთა ჯგუფი, რომელში შედიოდნენ სახელმწიფოს გავლენიანი პირები და რომელთაც ჰენრი კისინჯერი ხელმძღვანელობდა. ამ ჯგუფის მიზანი იყო დედამიწაზე "უცხოპლანეტური" მყოფობისა და საქმიანობის ჭეშმარიტი მასშტაბების დადგენა (ანუ ასეთი იყო ამ ჯგუფისა და "მაჯესტიკის" შექმნის ოფიციალური ვერსია - რედ.)

გამოკვლევის (ანუ აშშ-ს მთავრობის მიერ შექმნილი საიდუმლო ჯგუფების მოღვაწეობის - რედ.) უმნიშვნელოვანესი შედეგი გახლდათ ის, რომ "უცხოპლანეტელები" იყენებენ ადამიანებს და ცხოველებს იმისთვის, რათა მიიღონ შინაგანი სელექციის ჯირკვლები, ფერმენტები, ჰორმონალური სეკრეციები, სისხლი, ასევე საშინელი გენეტიკური ექსპერიმენტებისთვის (რომლის შედეგადაც "უცხოპლანეტელი" არსებები მოგვევლინებიან - რედ.). ბობ ლაზარისა და სხვა ოფიციალური მთავრობის სხვა რუპორების თქმით, "უცხოპლანეტელებმა" ამგვარი ქმედებები ახსნეს როგორც გარდაუვალი აუცილებლობა მათი გადარჩენისა. ისინი აცხადებდნენ, რომ მათი გენეტიკური სტრუქტურა დარღვეულია და უკვე აღარ შეუძლიათ თავიანთი მსგავსი არსებების კვლავწარმოება. ისინი აცხადებდნენ, რომ თუ არ გააუმჯობესებენ გენეტიკურ სტრუქტურას, მათი რასა შეწყვეტს არსებობას.

"ზონა-51"-ის მკვლევარები "უხოპლანეტელთა" ამგვარმა განმარტებამ დააეჭვა, მაგრამ რადგან აშშ-ს შეიარაღება უძლური იყო "უცხოპლანეტელთა" წინააღმდეგ, კომიტეტმა "მაჯესტიკ-12"-მა გადაწყვეტა მეგრობული და დიპლომატიური ურთიერთობა დაემყარებინათ მათთანმ მანამ, სანამ არ შემუშავდებოდა ისეთი ტექნოლოგიას, რომელიც მათთან შებრძოლების შესაძლებლობას მოგვცემდა".

ინფორმაციამ "ზონა-51"-ის შესახებ პრესაში გაჟონა და უზარმაზარი ინტერესი გამოიწვია. სენსაციის მოყვარულები ნევადას უდაბნოს მიაწყდნენ, მაგრამ აქ პარადოქსალური სიტუაცია დახვდათ: მიუხედავად ოფიციალური განცხადებებისა, რომ არ არსებობს არავითარი საიდუმლო ობიექტი ან ტერიტორია, ამ რაიონში მოხვედრა შეუძლებელი გახდა. სადღეღამისო პატრულირება, ზედმიწევნით დაცული და მავთულხლართით შემოღობილი ტერიტორია, წერილობითი გაფრთხილებები, დაცვის არაორაზროვანი მუქარები ნათლად მეტყველებდნენ, რომ აქ რაღაც არაორდინარული ხდება. ამან ცნობისმოყვარეობა კიდევ უფრო გააღვივა.

ბაზაზე არსებული საიდუმლო ექსპერიმენტების დამალვა სულ უფრო და უფრო ძნელი ხდებოდა, რადგან ახლომდებარე მთებიდან "ზონა-51" იდეალურად მოსჩანს. გამოსავალი მხოლოდ ერთი დარჩა - მოეხდინათ ამ მთების პრივატიზება. სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენელმა საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში, პოდპოლკოვნიკმა კენონმა ეს ნაბიჯი ასე განმარტა: "აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალები საჭიროებენ ამ ტერიტორიას, რათა სამხედრო მრეწველობაში ახალი ტექნოლოგიური გამოგონებების დანერვა უზრუნველყონ ... ცნობისმოყვარეთა ბოლო წლებში გამოჩენილმა ნაკადმა არაერთხელ გამოიწვია ის, რომ გადაიდო მრავალი საცდელი ფრენა. ტერიტორიის გაფართოება შესაძლებლობას მოგვცემს უზრუნველვყოთ ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება".

კონგრესმა შეისმინა სამხედროთა შეუვალი ლოგიკა და თანხმობა მისცა ბაზის ტერიტორიის გაფართოებას. 1995 წლის 10 აპრილს მთები, რომელიც ასე აშფოთებდა უშიშროებას, "ზონა-51"-ის ტერიტორიის ნაწილი გახდა. იმ დროინდელმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა, ამასთან დაკავშირებით განაცხადა: "შეერთებული შტატებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საიდუმლო ინფორმაცია ამ ბაზის შესახებ ხელმისაწვდომი არ გახდეს ფართო საზოგადოებისთვის..." 

ჭეშმარიტება სადღაც მიღმაა...

მასალა აღებულია საიტიდან: http://h.ua/story/185219/ 



ბობ ლაზარი
"ზონა-51"-ის სურათები აღებული სხვადასხვა საიტებიდან (მ. შ. გუგლის გადაღება)