აპოკალიფსისი: დედამიწასა და კოსმოსში მიმდინარე უცნაური მოვლენები
უცნაური ხმები მსოფლიოს მასშტაბით გრძელდება
ეს უკვე ვიდეო მასალების მეორე ტალღაა, რომლებსაც იწერენ და ინტერნეტში ათავსებენ ადამიანები დედამიწის ყველა კუთხიდან. როგორც პირველ ტალღაში, რომელიც 2011 წლის აგვისტოში ხდებოდა (ამის შესახებ იხ. "უცნაური ხმები მთელს დედამიწაზე - აპოკალიფსისის საყვირები თუ HAARP-ი?"), ხმები (ვიდეო რგოლების გამოქვეყნების თარიღების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ) მთელს მსოფლიოში დროის განსაზღვრულ მონაკვეთში ისმოდა, - 10 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით.
შეგახსენებთ, რომ შემაძრწუნებელი ხმამაღალი ხმების პირველი ტალღა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ჩაიწერეს, აგვისტოს თვეში გაისმა და საკმაოდ დიდი ყურადღებაც მიიპყრო. გაჩნდა ამ ხმების წარმომავლობის სხვადასხვა თეორია, რომელთა შორის დასახელდა: გაყალბება, პლანეტის ტექტონური ფილების მოძრაობა, პოლუსების ცვალებადობა, HAARP-ის სისტემის მომართვა, პროექტი "ბლუ ბიმი" ან კიდევ სრულიად ბიბლიური "საყვირების" დაცემა, რომელიც თითქოსდა აპოკალიფსისის მოახლოებას იუწყება.
უცნაური ხმების შესახებ იუწყება ბორნეოს კუნძულების გაზეთი Borneo post (კუნძულს სამი სახელმწიფო იყოფს, ამიტომაც ჩვენთვის უცნობია რომელ სახელმწიფოს ეკუთვნის გაზეთი - რედ.). ამ წყაროს მიხედვით მასწავლებელი მოჰდ ფერდაუშ ჯემაინი, რომელიც კმპუგ მერანეკში ცხოვრობს, ერთ ერთი იმათთაგანია, ვინც ამოუცნობი ფენომენი 11 იანვარს მოისმინა.
"დაახლოებით ღამის 2 საათი იყო, როდესაც უცნაურმა ხმებმა გამაღვიძა. საწოლიდან ავდექი და გარეთ გავედი, რათა გამეგო რა ხდებოდა. შეგრძნება საკმაოდ შემაძრწუნებელი იყო. ვერ შევძელი იმის განსაზღვრა თუ საიდან მოდიოდა ეს უცნაური ხმები... მეჩვენებოდა, თითქოს ის ციდან ისმოდა".
იმისთვის, რათა დაემტკიცებინა რომ არ იტყუება, ფერდაუშმა ხმები თავის მობილურზე ჩაიწერა და ჟურნალ thesundaypost-ის ჟურნალისტს მოასმენინა.
"ახლო მდებარე დასახლებული პუნქტების მცხოვრებლებსაც ესმოდათ ეს უცნაური ხმები", ამბობს ფერდაუში.
გარდა ამისა, ის ამტკიცებს, რომ 12 იანვარს, ადრე დილით უცნაური მოვლენაც იხილა. "ღრუბლები ერთ რიგად ჩამწკრივებული და მკაფიოდ შემოსაზღვრულნი იყვნენ. არასოდეს ამგვარი რამ არ მინახავს. რაც უნდა იყოს, დარწმუნებული ვარ, ამას რაიმე მეცნიერული ახსნა ექნება.
იმავე დღეს, მოგვიანებით, სუმატრაზე და მის ახლო მდებარე ინდონეზიაში მოხდა მიწისძვრა 7,3 ბალიანი მიწისძვრა (რიხტერის შკალის მიხედვით). არ ვიცი, აქვს თუ არა რაიმე კავშირი ამ ორ მოვლენას".
ინციდენტები მოხდა მხოლოდ ორ ღამეს 11 და 12 იანვარს.
ქვემოთ წარმოდგენილია 2012 წლის იანვრის შემთხვევები დედამიწის სხვადასხვა კუთხეში (სამწუხაროდ, ჩანაწერები ბორნეოდან არ მოგვეპოვება).