"ნეტარ არს, რომელი იკითხვიდეს და რომელნი ისმენდენ სიტყუათა ამის წინაწარმეტყუელებისათა და დაიმარხონ, რაჲ-იგი მას შინა წერილ არს, რამეთუ ჟამი ახლოს არს" (გამოცხ 1:3).


"იცი ნიშნები ანტიქრისტესი?! - დაუყოვნებლივ აუწყე ყველას!"
                                                                        წმ. კირილე იერუსალიმელი (IV ს.)

"ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ!" (გამოცხ. 22:20)

ელ. ფოსტა: 
oldorthodox@gmail.com
ვ   ი   დ   ე   ო 
აპოკალიფსისი: დედამიწასა და კოსმოსში მიმდინარე უცნაური მოვლენები


ანტიქრისტე გრანდიოზული მისტიფიკაციისთვის ემზადება

(ანტიქრისტეანული ძალები ფანტასტიკური აუდიო და ვიზუალური ეფექტებისთვის ემზადებიან)


ჩვენი საიტის მკითხველი უკვე ინფორმირებულია იმ უცნაური მოვლენის შესახებ, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2011 წლის აგვისტოში დაიწყო და დღემდე გრძელდება. ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ მასალები, რომლებიც იმ თანამედროვე მეცნიერულ ტექნოლოგიებს ეხება, რომლებიც მაგიას ესაზღვრება და მსოფლიო მთავრობა, ანუ ანტიქრისტეს მსახურები კაცობრიობის დასამორჩილებლად გამოიყენებენ, რათა ყველამ თაყვანი სცეს მტარვალს, წარწყმედის ძეს - ანტიქრისტეს.

ეს ტექნოლოგიებია HAARP, BLUE BEAM და სხვა. მათი დახმარებით შესაძლებელი ხდება ცაში სამგანზომილებიანი ჰოლოგრამების შექმნა. სახარებაში ჩვენი უფალი იესუ ქრისტე, ამ სამყაროს აღსასრულის შესახებ ბრძანებდა: "და იყვნენ ძრვანი დიდ-დიდნი ადგილ-ადგილ, სიყმილნი და სრვანი; საშინელებანი ზეცით, და სასწაულნი დიდ-დიდნი იყვნენ" (ლუკა 21:11).

ანტიქრისტეს მსახურებმა ისწავლეს ცაში "კინოს" გაშვება, რისთვისაც ისინი უკვე ცის კამარას იყენებენ (პროექტიBLUE BEAM). სწორედ მისი მეშვეობით იხილავენ მსოფლიოს ხალხები ხელოვნურ ვიზუალურ ეფექტებს და ანტიქრისტეს "ღვთაებრიობის" გრანდიოზულ მისტიფიკაციას, რომელიც ზეცაში გამართული საშინელი და დიდი სასწაულებით აცთუნებს მრავალთ.

მაგრამ მისი სატანური "კინო" მუნჯი არ იქნება. ამიტომაც, როგორც ჩანს, ანტიქრისტეს "კინოოპერატორები" სწორედ ახლა უმოწმებენ ხმას თავიანთ აპარატურას, რომელიც გრანდიოზული ვიზუალური და აუდიო ეფექტის მომხდენი იქნება. ზეწარმოდგენა რეპეტიციის პროცესშია. ანტიქრისტეანული ძალები ხმის უშუალოდ ზეციდან გარდამოსვლის ეფექტის მოხდენას ცდილობენ. სწორედ ამიტომაც არის, რომ ადამიანებს მთელს მსოფლიოში, რომელთაც ეს უცნაური, ზოგჯერ კი შემაძრწუნებელი ხმები ესმით, ვერ საზღვრავენ საიდან ისმის ეს ხმა. ის ყველა მხარეს ისმის და ძნელია მისი კონკრეტული ადგილსამყოფელის განსაზღვრა. 

მანამ, სანამ შემოგთავაზებდეთ უცნაური და შემაძრწუნებელი ხმების ვიდეო კრებულს, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისმის, გთავაზობთ მოუსმინოთ თუ როგორ ჟღერს შოფარი - დიდი რქები (Longhorn), რომელთაც იუდეველები იყენებენ თავიანთ რიტუალებში.

იუდეველთა სწავლებით: "შოფარის ხმა ერთ ერად გააერთიანებს ყველა ებრაელს, რომელიც ღმრთის სამსჯავროზე წარსდგება. ის გააერთიანებს არა მარტო იმათ, ვინც ახლა ცხოვრობს, არამედ გარდასულ და მომავალ თაობებსაც. შოფარი - ცხვრის რქაა - რომელიც იმ ტარიგს მოგვაგონებს აბრაამმა საკუთარი შვილის, ისააკის ნაცვლად რომ ღმერთს შეწირა. ამ ორი რქიდან უმცირესს ჩაჰბერეს სინას მთაზე, როდესაც ისრაელის ერის შეკრიბეს თორას მისაღებად, ხოლო დიდს მაშიაყი (ანტიქრისტე - რედ.) ჩაბერავს, რომელიც ყველა მხარეს გაბნეულ ისრაელს შეკრიბავს" (ანუ ეს უკვე ჩვენს აპოკალიპტურ დროებაში მოხდება - რედ.).

სხვათა შორის 2005-2006 წლებში კომპანია Microsoft-ი გეგმავდა ოპერაციული სისტემის გამოშვებას სახელწოდებით Longhorn (გრძელი, დიდი რქა, - შოფარი, რომელშიც უნდა ჩაბეროს მომავალმა მაშიაყმა-ანტიქრისტემ), რომელიც შემდეგ მაინც Vista-თი შეცვალა. 

და კიდევ ერთი ნიუანსი. ეს უცნაური ხმები გაისმა 2011 წლის აგვისტოში და დღემდე გრძელდება. რატომ აგვისტოში? - ერთმნიშვნელოვნად ამაზე პასუხის გაცემა ძნელია, მაგრამ საჭიროა ყურადღება მივაპყროთ იმას, რომ 9-ე და 15-ე აბა, ეს უდიდესი ებრაული დღესასწაულები ამ წელს სწორედ აგვისტოს დაემთხვა. 15-ე აბა წარმოადგენს მაშიაყის, ანუ ანტიქრისტეს მფარველობით ებრაელი ერის მიუწვდომელ სიმაღლეზე აღმაფრენის სიმბოლოს. ამიტომაც, სანამ იმ უცნაურ ხმებს მოისმენდეთ, რომელიც დღემდე ისმის მთელს მსოფლიოში, ყურადღება მიაპყარით როგორი ჟღერადობა აქვს შოფარს. ეს უცნაური ხმები, რომლებიც ყოველგან ისმის (არიან ადამიანები, რომლებიც ირწმუნებიან ეს ხმები და ვიბრაცია მიწიდან ამოდის), ძალიან წააგავს შოფარის ხმას.

კრებული 1:  


კრებული 2:  


ახლა კი მოისმინეთ ის საშინელი ხმები, მთელს მსოფლიოს რომ აძრწუნებს და არავინ უწყის მიწის სიღრმიდან ისმის ის თუ ზეციდან.