ხელოვნება - როგორ დაამარცხა ქრისტემ ჯონ ლენონი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

როგორ დაამარცხა ქრისტემ ჯონ ლენონი

ექს-ბითლზი ჯონ ლენონი

ის ხან გურუ მაჰარიში იოგას მისდევდა, ხან აცხადებდა, რომ "ბითლზი" იესუ ქრისტეზე უფრო პოპულარულია - როგორი გაკვეთილი შეიძლება მივიღოთ მუსიკოსის ცხოვრებიდან, რომელმაც სიკვდილამდე სულ ცოტა ხნით ადრე ეკლესიისგენ მისი ჯვირსწერის კურთხევა ითხოვა, და მას - უარი უთხრეს.



XX საუკუნის უდიდესი მუსიკოსი და ლეგენდარული ჯგუფ The Beatles-ის დამაარსებელი ჯონ ლენონი, მისმა საკუთარმა ფანმა მოკლა 1980 წლის 8 დეკემბერს. მკვლელის სახელია მარკ დევიდ ჩეპმენი, არანორმალური ადამიანი, რომელმაც მოკლა თავისი კერპი, რადგან გადაწყვიტა, რომ ლეონონმა ყველა მოატყუა, როდესაც ჩაეფლო ოჯახურ ცხოვრებაში და გავიდა პოლიტიკიდან, სადაც იბრძოდა სამართლიანობისთვის, ამიტომაც ნამდვილი ლენონი არის ის თვითონ, ანუ მარკ დევიდ ჩეპმენი.




ჯონ ლენონის მკვლელი მარკ დევიდ ჩეპმენი (ახალგაზრდობის ფოტო)


ყოველ წელიწად ჩეპმენი წერს წერილებს შეწყალებაზე, რადგან არ სურს სამუდამოდ იჯდეს საგიჟეთში (ის საკმაოდ ახალგაზრდა იყო, როდესაც მოახდინა სახელგანთქმული გასროლა), და, რა თქმა უნდა, მის თხოვნებს შეწყალების შესახებ ყოველთვის უარით პასუხობენ.

თვით ჯონ ლენონმა, მართლაც ჰპოვა ოჯახური ბედნიერება, გაშორდა საყვარელ ამბოხს, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო მისი ტემპერამენტის მქონე როკ-მუსიკოსისთვის, და სიმღერაში მისი ბოლო ალბომიდან (გამოიცა ჯონ ლენონის სიკვდილის შემდეგ) Milk&Honey «Grow Old with Me» ალერსიანად მღეროდა და ლოცულობდა: "ღმერთო, აკურთხე ჩვენი სიყვარული". ჩვენი - ე. ი. ჯონ ლენონისა და მისი მეუღლის, იოკო ონოსი.



ჯონ ლენონს უცნაური დამოკიდებულება ჰქონდა ღმერთთან.

ის იყო გატაცებების ადამიანი - ხან მაჰარიში მაჰეშ იოგას მისდევდა, ხან ამ გურუს შესახებ წერდა მამხილებელ სიმრერებს (გურუ გატაცებული იყო ახალგაზრდა გოგონებით); ხან აცხადებდა, რომ "ბითლზი" ქრისტეზე უფრო პოპულარულია, რის გამოც შემდეგ იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა, რათა მთელი ჯგუფი არ დაეყენებინა პურიტანულად განყწობილი მსმენელის კრიტიკის ქვეშ...

სინამდვილეში ჯონ ლენონი ძალიან ტიპიური იყო გასული საუკუნის 60-იანი წლებისთვის. ეს იყო მხიარული და საშიში დრო, როდესაც ირგვლივ ყველაფერი ირყეოდა, როდესაც სუბკულტურები ცვლიდნენ სამყაროს, როდესაც პაციფისტები პოლიტიკოსებზე უფრო ცნობილნი და პოპულარულნი იყვნენ, როდესაც როკ-მუსიკოსები ფილოსოფოსები ხდებოდნენ.

იმ დროინდელი ქრისტიანობა, როგორც ჩანს, ყოველივე ამისგან განზე იდგა. მორჩილი და მდაბალი ქრისტესთვის ამგიჟურ სამყაროში ჩაბმა არა იმდენად შეუძლებელი იყო, რამდენადაც - არასაჭირო. მსურველები თვითონ პოულობდნენ ქრისტეს. ხოლო მსურველები საკმაოდ იყვნენ: არსებობდა ქრისტიანული სტუდენტური მოძრაობა, ამერიკაში ქადაგებდა ცნობილი ღვთისმეტყველი ალექსანდრე შმემანი, ხოლო ინგლისში - მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი, მოქმედებდა არქიმანდრიტ სოფრონის (სახაროვი) მიერ დაარსებული "ნოვატორული" მონასტერი ესექსში... კათოლიკეებისა და პროტესტანტების აქტიურობაზე ხომ ლაპარაკიც კი ზედმეტია - ისინი ამ მეამბოხე ათწლეულს აქტიურად და მაქსიმალურად იყენებდნენ საკუთარი მისიონერული საქმიანობისთვის...

1969 წელს ჯონ ლენონმა გადაწყვიტა დაქორწინებულიყო იოაპონური წარმომავლობის ავანგარდისტ მხატვარ იოკო ონოზე. მის პიროვნებას ამჯერად არ შევეხებით: ვიღაც ამბობს, რომ ის - დემონია, რომელმაც ერთმანეთს გადაკიდა "ბითლზის" წევრები, ვიღაცის აზრით კი - ის დიდი ადამიანის დიდი მუზაა.

მანამდე ჯონ ლენონი საკმაოდ ულამაზოდ გაშორდა თავის პირველ ცოლ ცინტიას, მეტიც, დაადანაშაულა ის მეუღლეობრივ ღალატში, გადაეკიდა თავის ჯგუფს და იოკოსთან ერთად ჩაწერა უგუნური მუსიკალური (?) ალბომები, რომლის ერთ-ერთ გარეკანზე, მაგალითად, გამოაქვეყნა ფოტო თავის საყვარელ შიშველ პოზაში.




მოკლედ, ისე ჩანდა, რომ ეს გასაოცარი ადამიანი ავლენდა სრულიად დაუდევარ დამოკიდებულებას ყოველივე ტრადიციულის მიმართ: ქორწინება, მორალი, კულტურა და ა. შ.

მაგრამ, უეცრად ხდება მოულოდნელი ამბავი...

1969 წლის აგვისტოს შუაწლებში ჯონმა და იოკომ დაქორწინება გადაწყვიტეს - თუმცა ეს მაშინ საშინლად ძველმოდური და არათანამედროვე იყო. დაქორწინება, როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, მათ, რა თქმა უნდა არ შეეძლოთ - ხელი მოაწერეს ბორანზე გიბრალტარში. მაგრამ ეს როდია საინტერესო.

ქორწინების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში განაწყენებულმა ჯონმა თქვა, რომ სურდა, რათა მისი და იოკოს ქორწინება ეკურთხებინა კენტერბერიის არქიეპისკოპოსს, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოცნდა, რადგან კენტერბერიის არქიეპისკოპოსი არ აქორწინებს განქორწინებულთ.




ლეგენდარული "ბითლზი" (The Beatles)


ჩვენ ყველამ გავიარეთ ნატურალური ბიტლომანიის პერიოდი და ბეჯითი ბიოგრაფებივით ყოველი "ბიტლის" ყოველ ნაბიჯს დიდი მიმოწვლილვით ვსწავლობდით. მაგრამ იგივე ეპიზოდი ყოველთვის იწვევდა ღიმილს. ორი მეამბოხე, რომელთაგან ერთი ფორმალურად ქრისტიანიც კი არ იყო (თუმცა, არც იმისი გვჯერა, რომ იოკო ონო ტრადიციული იაპონური სარწმუნოებების მიმდევარიც იყოს), უცებ ხდებიან მგრძნობიარე რომანტიკოსები, რომელთაც სურთ, რომ ისინი შეაერთოს ეკლესიამ.

ამა თუ იმ კონფესიების ჭეშმარიტებასა და ერეტიკულობაზე ახლა დავას არ დავიწყებთ. ინგლისში, როგორც ცნობილია, ადამიანები თეოლოგიით თავს დიდად არ იტვირთავენ, ჭეშმარიტად მხოლოდ ანგლიკანურ ეკლესიას მიიჩნევენ. ჭეშმარიტად, ანუ ისეთ ეკლესიად, რომელიც ადამიანს პირდაპირ ღმერთთან აკავშირებს. ხოლო ღმერთი მასში - ქრისტეა.

საინტერესო ისაა, რომ ამ ეკლესიას ჭეშმარიტად მიიჩნევდა მარადიული მეამბოხე ჯონ ლენონიც. ის ჯონ ლენონი, რომელიც ამბობდა, რომ ქრისტიანობის დრო წავიდა, რომ იესუს მოწაფეებმა ვერაფერი გაიგტეს, რომ საერთოდ აღმოსავლეთი უფრო საინტერესოა. და როდესაც ეკლესიამ, რომელიც თავისი კანონებით ცხოვრობს, უარი თქვა ჯონ ლენონი დაექორწინებინა მის საყვარელ მეუღლეზე - ის ძლიერ განაწყენდა. იმიტომ, რომ ეს იყო ის ფაქიზი ძაფი, რომელიც მას ღმერთთან აკავშირებდა, თუნდაც ილუზორული, მაგრამ მაინც ძაფი (ფორმალური ქორწინება, გასაგებია, სულის ცხოვნებას ვერაფრით შეეწევა).

იესუ ქრისტე არასოდეს დავობდა ჯონ ლენონთან.

იესუ ქრისტემ ჯონ ლენონის ამბოხზე გაიმარჯვა ოდენ თავისი არსებობით. მით, რომ ის იყო, აღდგა მკვდრეთით, დააფუძნა ეკლესია და ის ყველასთვის სასურველ დაწესებად შექმნა. იმიტომ, რომ ყველას სურს ღმერთი, თუნდაც არ აღიარებდნენ ამას. ღმერთი კი - იესუ ქრისტეა.

ჯონ ლენონის სიკვდილის შემდგომ ბედზეც არ გვსურს ახლა საუბარი. ჯერ-ერთი, ის არ იყო მართლმადიდებელი, ასე რომ არ ღირს ახლა ამ თემაში შესვლა, მეორეც, მისი ცხოვრება და სიკვდილი იმდენად უაზრო იყო, რომ
მხოლოდ გაკვირვებსღა იწვევს, და მესამეც, ერთ-ერთ სიმღერაში ის პირდაპირ აღიარებს, რომ არ სწამს იესუსი.

მაგრამ ერთი გაკვეთილის მიღება ამ უცნაური კაცისგან მაინც შეგვიძლია - მან მაინც მიმართა ღმერთს და თავის სიკვდილამდე რამოდენიმე დღისა თუ თვის წინ სიყვარულის კურთხევა
ითხოვა...



ჩვენი აზრით, ეს იყო ნამდვილი მიმართვა უზენასისადმი, და არა მისი სახელის უაზრო და ამაო მოწოდება. ხმაურიანი ჯონ ლენონს ახასიათებდა უცნაური განცხადებები, ზოგჯერ სულელურიც და გამაოგნებელიც, მაგრამ მას არასოდეს ულაპარაკნია უბრალოდ ლაპარაკისთვის ან ლაყბობისთვის.

იქნებ მასში ამუშავდა კეთილგონიერი ავაზაკის სინდრომი?... ვინ იცის...




საკუთრივ ამიტომაც გავიხსენეთ მართლმადიდებლობისგან ესოდენ შორს მდგომი ისეთი ფიგურა, როგორიც იყო ჯონ ლენონი, რადგან სულ ახლახან ჩაიარა მისი უაზრო და აბსურდული სიკვდილის დღემ.

წყარო: http://www.pravmir.ru/kak-iisus-hristos-pobedil-dzhona-lennona

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню