ხელოვნება - წმიდა მამათა დამოკიდებულება სანახაობათა და გართობათადმი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > ხელოვნება
III – VII საუკუნეების წმიდა მამათა სწავლება,

თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ქრისტიანს სანახაობებისა და გართობებისადმი
სანახაობები
ავტორი: ალექსანდრე კორსუნსკი.

ნაშრომი ეძღვნება III – VII სს-ში ეკლესიის დამოკიდებულებას სანახაობებისა და სხვადასხვა სახის გართობებისადმი (1). ქრისტიანები გადააწყდნენ იმ ფაქტს, რომ მათ გარშემო არსებობდა სხვადასხვა სახის წარმართული სანახაობა და გართობა-თამაშობანი,  რომლებიც საცთურს წარმოადგენდნენ სარწმუნოებისკენ ჯერაც ახალმოქცეულ და  ახლადმონათლულ სულთათვის. ამასთან დაკავშირებით ეკლესიაში გაჩნდა  აუცილებლობა შემუშავებულ ყოფილიყო წესები, თუ როგორ უნდა ეცხოვრა ქრისტიანს  და როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა მას გართობათა და  სიამტკბილობათადმი. მოყოლებული სამოძღვრო ქადაგებებიდან, წერილებიდან და  ტრაქტატებიდან, წმიდა მამათა სწავლებამ შემდეგში თავისი ასახვა ჰპოვა  მსოფლიო და ადგილობრივ საეკლესიო კრებათა კანონიკურ დადგენილებებშიც.

__________

1. სტატია  მომზადებულია ავტორის მიერ ნოვოსიბირსკის მართლმადიდებლური სასულიერო  სემინარიის სწავლების კურსის დასრულების შემდეგ (2015) მის მიერ დაწერილი  სადიპლომო ნაშრომის საფუძველზე.

__________

ბოლო  დროს მართლმადიდებლურ ინტერნეტში და საეკლესიო ბეჭდვით გამოცემებში გაჩნდა  სტატიები, რომელთა ავტორები, მისდევენ რა ზოგიერთი თანამედროვე  ღვთისმეტყველის თვალსაზრისს, ყურადღებას ანტიკური ეპოქის თეატრის ბუნებაზე  ამახვილებენ და ამიტომაც ფიქრობენ, რომ ჩვენს დროში ძველი წმიდა მამების  ციტირება თეატრთან დაკავშირებით არაკორექტულია, რადგან, "ეს არ იყო ყველა  დროისთვის მიღებული ფორმულირებები" ("Церковь и театр". Интервью с диак.  Андреем Кураевым. 6 августа 2006 г. [Электронный ресурс] // Ежедневное  интернет-издание "Православие и мир". URL: http://www.pravmir.ru/cerkov-i-teatr).  ამასთან ყურადღების მიღმა რჩებათ სანახაობათა მრავალი ნეგატიური მხარე,  რომელთა ბუნება მათ წარმართულ ბუნებაში როდი მდგომარეობს. წინამდებარე  ნაშრომში ჩვენ შევეცადეთ ყურადღება გაგვემახვილებინა იმაზე, რომ წმიდა  მამები უფრო მეტს ლაპარაკობენ სანახაობათა არა წარმართულ ბუნებაზე, არამედ  იმაზე, რომ ისინი შეუსაბამოა "სახარებისეული ცხოვრების სიმკაცრესთან"  («Правила Святого Вселенского Шестого Собора, Константинопольского».  Правило 51. Зонара // «Правила Святых Вселенских Соборов с  толкованиями». Ч. 1. Тутаев: Православное Братство святых князей Бориса и  Глеба, 2001. С. 372) და განმარტავენ თუ რატომ.

მოცემულ  ნაშრომში შევეცადეთ გამოგვეყენებინა რაც შეიძლებოდა ბევრი წყარო წმიდა  მამათა მემკვიდრეობიდან, გვეპოვა და სისტემაში მოგვეყვანა ქრისტიან  მწერალთა შეხედულებები და გამონათქვამები სხვადასხვა გართობებზე, რომლებიც  უმეტესწილად ეხება საკმაოდ დიდ ქრონოლოგიურ პერიოდს (III –  VII სს.). ჩვენ ასევე შევეცადეთ მოგვეცა გართობათა კლასიფიკაცია მათი  სახეობებისა და ქრისტიანთა ზენობაზე ნეგატიური ზემოქმედების მიხედვით.
სანახაობები
სანახაობათა სამი ძირითადი სახეობა

მოდი, ჩავატაროთ მცირე ექსკურსი გვიანი ანტიკურობის ხანის სანახაობათა სამყაროში, რომელიც თავიდან პოპულარული იყო წარმართებში, შემდეგ კი, ოდნავ სახეშეცვლილი სახით, ქრისტიანებშიც.

რომის იმპერიაში არსებობდა სამი ძირითადი სახის მასობრივი სანახაობა. პირველი - ეს იყო გლადიატორთა ბრძოლები, სანახაობათა ყველაზე სისხლიანი სახეობა, რომლის მიზანი იყო ერთი მებრძოლის მიერ მეორის მოკვლა. მეორე სახეობა გახლდათ - თეატრალურ-სცენური წარმოდგენები: ტრაგიკული და კომიკური სპექტაკლები, პანტომიმები, რომელთაც თან ახლდა უხამსი ცეკვები, ჯამბაზთა ხუმრობები, მიმოსთა გრიმასები, აკრობატთა მანჭვა-გრეხვები, ილუზიონისტთა ხრიკები და ა. შ. და მესამე - ცხენების სრბოლა, ანუ, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, დოღი, ტოტალიზატორი.

მართლმადიდებლური ესთეტიკის ისტორიკოსი ვ. ვ. ბიჩკოვი მიიჩნევს, რომ იმ დროს არსებულ ყველა ხელოვნებიდან აპოლოგეტები უმეტესად ყველაზე სანახაობრივ სახეობებს აკრიტიკებდნენ, რადგან ისინი ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდნენ ქრისტიანული კულტურის რელიგიურ, ეთიკურ და ესთეტიკურ პრინციპებს. თავის ნაშრომში "ეკლესიის მამათა ესთეტიკა" ის წერს: "რომის იმპერიაში სანახაობრივმა ხელოვნებებმა უჩვეულო გაქანება და პოპულარობა ჰპოვა. როგორც წესი, სანახაობები წარმოადგენდნენ რელიგიურ დღესასწაულთა და მისტერიათა ლოგიკურ დასრულებას, მაგრამ ხშირად მათ დამოუკიდებლადაც ატარებდნენ. ტერტულიანეს დროს წელიწადში დაახლოებით 135 საზეიმო დღე აღირიცხებოდა, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ სანახაობებთან. IV ს-ის შუაწლებისთვის მათი რაოდენობა გაიზარდა 175-მდე, მათგან 101 დღე ეძღვნებოდა თეატრალურ წარმოდგენებს, 64 დღე - საცირკო სანახაობებს და 10 - გლადიატორთა ბრძოლებს" (Бычков В.В. Эстетика отцов Церкви. Гл. III. Религиозно-этическая доминанта художественной культуры. Раздел: Зрелища [Электронный ресурс] // Предание.ру: православный портал. URL: http://predanie.ru/lib/book/78013/#toc17). ანუ პროცენტული შეფარდებით სანახაობრივი დღეები ტერტულიანეს დროს შეადგენდნენ დაახლოებით 37%-ს, ხოლო IV ს-ის შუაწლებისთვის მათი წილი გაიზარდა 48%-მდე.

არსებობდა სხვა გართობებიც, რომელთაც მდიდარი რომაელების სახლებში მართავდნენ: მდიდრული ნადიმები ღვინის ჩამოსხმით, მუსიკითა და ცეკვით (განსაკუთრებით საქორწილო ნადიმები), აზარტული თამაშები და სხვა. ამგვარ გართობებზე წმიდა მამათა თხზულებებში არცთუ მცირე დარიგებაა მოცემული მოკრძალებასა და თავშეკავებაზე. წმიდა მამათა და ეკლესიის მოძღვართა დამოკიდებულებაზე სანახაობებთან და გართობებთან დაკავშირებით ქვემოთ უფრო დეტალურად ვილაპარაკებთ.
სანახაობები
გლადიატორული ბრძოლები

გლადიატორული ბრძოლები წარმოიშვა დაკრძალვის საკულტო წეს-ჩვეულებიდან, რომლიც დაკავშირებული იყო მსხვერპლშეწირვასთან. რომის მმართველები და მრავალ სხვა ხალხთა დამპყრობლები ამ ბრძოლებს იყენებდნენ იმისთვის, რათა საკუთარი ხალხი მიეჩვიათ გულგრილად ემზირათ სისხლისღვრისთვის. ამისთვის ისინი ცირკის არენაზე აწყობდნენ საჩვენებელ შერკინებებს ნამდვილი მკვლელობებით.

"სიკვდილზე წამსვლელთა" ნაკლებობას რომაელები არ განიცდიდნენ. გლადიატორთა ბრძოლებისთვის იყენებდნენ ტყვეებს, დამნაშავეებს, მონებს, რომლებიც თავიანთ ბატონებს გაქცნენ, ასევე სხვადასხვა მაწანწალებს, რომელთაც არ სურდათ მუშაობა და ფულისთვის ამგვარ სისხლიან სანახაობაზე თანხმდებოდნენ. მოგვიანებით ამგვარ ბრძოლებში მონაწილეობას აიძულებდნენ ქრისტიანებსაც. ისეც ხდებოდა, რომ მონათმფლობელები, რომლებიც ამფითეატრის ძლიერი თაყვანისმცემლები იყვნენ, თამაშების მომწყობებს თავიანთ მონებს სთავაზობდნენ. გლადიატორულ შებრძოლებებში ხშირად ადამიანებს შერკინება უწევდათ ველურ მხეცებთან: ლომებთან, დათვებთან, ხარებთან და სხვა ნადირებთან; ზოგჯერ ეს იყო უბრალოდ ცხოველთა დევნა. ყველაზე საყვარელი სანახაობა იყო სხვადასხვა სახის გლადიატორული ბრძოლების შეერთება ერთ სისხლიან წარმოდგენაში.

ზემოთ ვამბობდით, რომ გლადიატორთა ბრძოლების მიზანი იყო ერთი მებრძოლის მიერ მეორე მებრძოლის მოკვლა. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ გლადიატორი თავისი მეომრული და მამაცური თვისებებით პუბლიკაზე შთაბეჭდილებას მოახდენდა, ჟესტებით გამოხატული ხმის მიცემით მას შეიწყალებდნენ ხოლმე. ამ თამაშების მომწყობი მდიდარი რომაელები თავიანთ საუკეთესო მეომრებს უფრთხილდებოდნენ, რადგან მათ უდიდესი შემოსავალი მოჰქონდათ, თუმცა გლადიატორთა სიცოცხლის შენარჩუნება მათში სამარცხვინოდ მიიჩნეოდა, რადგან შეიძლებოდა ისინი ძუნწებად მიეჩნიათ. "სახელმწიფო, - წერს ისტორიკოსი დ. ა. ვოლოშინი, - თავის მხრივ მიზანმიმართულად ხარჯავდა წარმოუდგენელ თანხებს ამ სისტემის უწყვეტი მოქმედებისთვის, რომელიც სულ ახალ და ახალ ჩემპიონებს "აცხობდა" და, რომლებიც ერთსა და იმავე დროს იყვნენ პუბლიკის კერპებიც და სასიკვდილოდ გაწირული გარიყულებიც" (Волошин Д.А. Гладиаторские бои как политическое массовое зрелище и средство "социальной дрессуры" [Электронный ресурс] // Центр антиковедения ЯрГУ. http://antik-yar.ru/events/cl-civ-2011/papers/voloshinda#начало).

გავრცელებულია აზრი, რომ გლადიატორული ბრძოლები აიკრძალა V ს-ის დასაწყისში, რომის იმპერიის დაცემამდე 72 წლის ადრე, როდესაც ბერმა ტელემაქოსმა, რომელიც გლადიატორთა ბრძოლაში ჩაერია, საკუთარი სიცოცხლის ფასად შეძლო მისი შეწყვეტა (См.: "Алмахий" [Электронный ресурс] // «Православная энциклопедия»: Электронная версия. http://www.pravenc.ru/text/114924.html).
სანახაობები
ტელემაქოსი

ამ მოვლენამ აავსო იმპერატორ ჰონორიუსის მოთმინების ფიალა, რომელმაც გლადიატორული ბრძოლები ოფიციალურად აკრძალა. ამ აკრძალვის შემდეგ გლადიატორები მხოლოდ მხეცებს ებრძოდნენ. ჩვენს დრომდე ეს შერკინება კორიდას სახით შენარჩუნდა.


თეატრალური წარმოდგენები

სანახაობათა მეორე სახეობას წარმოადგენენ სხვადასხვა სახის თეატრალური წარმოდგენები. როგორც ცნობილია, თეატრის სამშობლოდ ითვლება საბერძნეთი. ანტიკური თეატრი (ბერძნ. Theatron – "სანახაობათა ადგილი, სანახაობა") ("Театр" [Электронный ресурс] // «Большой Энциклопедический словарь» на сайте Академик.ру. http://dic.academic.ru/dic.nsf/enc3p/289382) იცნობდა დრამას, ტრაგედიას და კომედიას. რომის თეატრში წინა პლანზე წამოწეული იყო სანახაობრიობა. კლასიკური ტრაგედია გარდაისახა ყოველგვარი უბედურებების, ომების და სხვა კატაკლიზმების ჩვენებაში, სავალდებულო კატასტროფული ფინალით. ტრაგედიის მთავარი გმირი ყოველთვის იღუპებოდა. კომედიურ წარმოდგენებში მეფობდა ვნებათა ღელვა. აღვირახსნილი უზნეობის მწვერვალს თეატრალურ სცენაზე წარმოადგენდა გარყვნილება და უკუღმართობა.

რომის თეატრის ყველაზე გავრცელებულ ჟანრებს, რომელიც შემდეგ მემკვიდრეობად ბიზანტიასაც ერგო, გახდა: პირიქე - მხატვრული და მიმზიდველი სპექტაკლი მუსიკით, ცეკვებითა და ფეიერვერკებით, რომელიც უფრო ახლოს დგას ბალეტთან. ეს იყო თანამედროვე საესტრადო წარმოდგენების ძველი წინასახე; პანტომიმა - პლასტიკური და აკრობატული სცენები მითოლოგიურ სიუჟეტებზე; პალიატა - ე. წ. "მოსასხამის კომედია", რომელშიც მსახიობები თამაშობდნენ პალიუმებში (რაც ლათინურიდან თარგმანში ნიშნავს "მოსასხამს"); და ატელანა, რომელიც სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით. ეს იყო სახალხო კომედია მუდმივი ნიღბიანი ტიპაჟებით, ფარსი.

უნდა ითქვას, რომ თეატრალური წარმოდგენების გაფორმება დაყენებული იყო უმაღლეს დონეზე. ა. ფ. ლოსევი თავის ნაშრომში "Античная литература" ("ანტიკური ლიტერატურა") წერს: "აპულეოსი თავის რომანში გვაძლევს რომის პანტომიმა - ბალეტის ცოცხალ აღწერას. ამ აღწერიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ რომის თეატრში უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი სცენური გაფორმების ტექნიკა. ბრწყინვალე დეკორაციები, მდიდრული კოსტიუმები, ფონტანები სცენაზე, მუსიკა - ეს ყველაფერი წარმოადგენდა რომის სცენის აქსესუარს. მაგრამ პირველი საუკუნეების რომში თეატრალური სანახაობების იდეური შინაარსი არცთუ მაღალი იყო. წარმოდგენებში ჭარბობდა ეროტიკა, თეატრი მხოლოდ ართობდა მაყურებელს, და არ ზრდიდა. აპულეოსი თავის რომანში აჩვენებს პანტომიმა-ბალტეს "პარისის სამსჯავრო", რომელშიც ცეკვავს სამი ულამაზესი ღმერთქალი მათი მომხიბლავი ნიმფებით და ამურით - ლამაზმანი პარისით, რომელიც, დაუფიქრებლად, უეცრად აძლევს ვაშლს ვენერას, რომელიც მას ყველაზე ლამაზ ქალს შეჰპირდა" (Лосев А.Ф. Античная литература. Ч. 2. Рим. Гл. XVII. Послеклассическая литература. Поздняя Римская империя (II в. н.э.) // Greekroman.ru. Энциклопедия античной мифологии. http://library.greekroman.ru/crit/antlit01/ 15.htm#razdel42).

შეიძლება დავამატოთ მხოლოდ ის, რომ ყველა სპექტაკლი ეძღვნებოდა წარმართ ღმერთებს. მათი ქანდაკებები დადგმული იყო თეატრალურ ნაგებობებში. იმავე ტერტულიანის აღწერით, III ს-ის თეატრი წარმოადგენდა წარმართული ტაძრის ერთგვარ ფილიალს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ტაძარში თუ წარმართ ღმერთებს აღევლინებოდა ლოცვა, თეატრში აჩვენებდნენ თვით "ღმერთების" ცხოვრებასა და თავგადასავლებს. სიუჟეტებს განსაკუთრებულ რეალისტურობას ანიჭებდა მსხვერპლშეწირვები, რომლებიც წინ უსწრებდა თეატრალურ სანახაობას.
სანახაობები
დოღი

დასასრულ, სანახაობათა მესამე სახეობას წარმოადგენდა დოღი, ცხენების სრბოლა. ეკლესიის ცნობილი რუსი ისტორიკოსი პროფ. ა. პ. ლებედევი (1845-1908) წერს: "ისინი წარმოადგენდნენ ყველაზე უწყინარ გართობას წარმართულ გართობებს შორის. მაგრამ უმაღლესი ზნეობრიობის თვალსაზრისით არც ისე უზადოს" (Лебедев А.П. Церковно-исторические повествования общедоступного содержания и изложения: Из давних времён Христианской Церкви. Гл. 9. Публичные зрелища и голос древнехристианской Церкви по поводу них [Электронный ресурс] // Православная библиотека портала Азбука.ру. URL: http://azbyka.ru/otechnik/ ?Istorija_Tserkvi/cerkovno-istoricheskie-povestvovanija-davnikh-vremen-khristianskojcerkvi=9#i5).

მკვლევართა აზრით, ცხენების სრბოლა არა მარტო მცირე ცოდვების მიზეზი ხდებოდა, როგორიცაა გაფანტულობა, ფუჭსიტყვაობა ან ბილწსიტყვაობა, არამედ ხშირად იწვევდა დამას, კამათს, ჩხუბსა და მკვლელობებსაც კი: "დოღის მომწყობნი იყოფოდნენ პარტიებად, ყოველმხრივ ცდილობდნენ პირველობა წაერთმიათ სხვა პარტიებისთვის, იყენებდნენ ინტრიგებს, ცდილობდნენ ყოველმხრივ ზიანი მიეყენებინათ მოწინააღმდეგე პარტიისთვის, ხალხში შეჰქონდათ დავა, განხეთქილება, მკვლელობები, სიკვდილიანობა, ერთი სიტყვით, - ისინი ზნეობრივად რყვნიდნენ საზოგადოებას, თუმცა არა ისე, როგორც გლადიატორული თამაშები და თეატრები" (იქვე).

სხვა ცნობილი ისტორიკოსი და აკადემიკოსი ფ. ი. უსპენსკი, ჩამოთვლის რა ბიზანტიის დედაქალაქის საზოგადოებრივ დაწესებულებებს, იპოდრომს "სრულიად საზოგადოებრივ დაწესებულებას" უწოდებს, ხოლო მასზე გამართულ თამაშობებს - კონსტანტინოპოლის მცხოვრებთა უსაყვარლეს გართობებს. იპოდრომი, რომელსაც საფუძველი რომის იმპერატორმა სეპტიმიუს სევეროსმა ჩაუყარა, საბოლოოდ აშენებულ იქნა კონსტანტინე დიდის დროს. მისი არქიტექტურის აღწერისას, ფ. ი. უსპენსკი აღნიშნავს, რომ ის შიდა გასასვლელებითა და დახურული გალერეებით შეერთებული იყო სამეფო დარბაზთან, რაც შესაძლებლობას აძლევდა იმპერატორს საცირკო სანახაობების დამსწრე ყოფილიყო ისე, რომ ხალხში არ გამოჩენილიყო. მეცნიერი მიიჩნევს, რომ იპოდრომს კონსტანტინოპოლში ხალხისთვის უნდა მიეცა იმდენი სანახაობა, რამდენსაც რომის Circus maximus-ი იძლეოდა.
სანახაობები
არენა "ცირკუს მაქსიმუს" (Circus maximus)

"ეს მიზანი, - წერს. ფ. ი. უსპენსკი, - არა მარტო მიღწეულ იქნა, არამედ, შეიძლება ითქვას, რომ მან ყოველგვარ მოლოდინსაც გადააჭარბა, რამეთი კონსტანტინოპოლის დაწესებულებამ საკუთარ თავში მოახდინა არა მარტო სიამოვნებათა ცენტრალიზება, არამედ მიიზიდა მოსახლეობის პოლიტიკური და საეკლესიო ინტერესებიც კი და მიიღო არა მარტო ადგილობრივი, არამედ ზოგადიმპერიული მნიშვნელობა" (Успенский Ф.И. История Византийской империи. Т. 1. Период I (до 527 г.). Элементы образования византинизма. Гл. VIII. Константинополь. Мировое значение столицы Восточной империи. Епархия города. Ремесленные сословия. Димы. Образовательные учреждения [Электронный ресурс] // Православная библиотека портала Азбука.ру. URL: http://azbyka.ru/otechnik/Istorija_Tserkvi/istorija-vizantijskoj-imperii-tom1-uspenskij/2_8).

ამგვარად, იპოდრომზე, როგორც მეცნიერი აღნიშნავს, გართობების გარდა, უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და საეკლესიო საკითხებიც წყდებოდა. იპოდრომი პირველად დაინგრა 1204 წელს, როდესაც ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს, ხოლო საბოლოოდ XVI ს-ში ის მიწასთან გაასწორეს თურქებმა.
სანახაობები
ეკლესიის წმიდა მამები და მოძღვრები გლადიატორულ თამაშობათა შესახებ

ახლა  განვიხილოთ, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ძველი ეკლესიის წმიდა  მამებსა და მოძღვრებს გლადიატორული ბრძოლებისადმი. როგორი არგუმენტებით  ცდილობდნენ ისინი შეეგონებინათ ქრისტიანები არ დასწრებოდნენ ამგვარ  სანახაობებს?

ჯერ-ერთი, გლადიატორული თამაშები წარმოადგენდნენ  კერპთაყვანისმცემლობას. ტერტულიანე, როდესაც ამ პოპულარული თამაშობის  წარმოშობას განმარტავს, წერს, რომ მას ეწოდებოდა "ვალი", რადგან ძველ  რომაელებს მიაჩნდათ, რომ ადამიანის სისხლის დაღვრით ისინი ვალს უხდიდნენ  გარდაცვლილ წინაპრებს.

თავდაპირველად  მიცვალებულთა დაკრძალვებზე ტყვეებს ან მონებს ჰკლავდნენ, მაგრამ შემდეგ  ამისგან გასართობი თამაშობანი გამოიგონეს და საცოდავ მონებს ერთმანეთის  მოკვლა აიძულეს. "ეს სანახაობა, რაც უფრო სასტიკი იყო, მით უფრო  სიამოვნებდათ და უფრო მეტი გართობისთვის ადამიანებს საჯიჯგნად ველურ  მხეცებს მიუგდებდნენ ხოლმე. ასე მოკლული ადამიანები გარდაცვლილ ნათესავთა  საპატივცემოდ აღვლენილ მსხვერპლად მიაჩნდათ. მაგრამ მსხერპლი - ეს სხვა არა არის რა, თუ არა კერპთაყვანისმცემლობა", - წერს ტერტულიანე (Тертуллиан. О зрелищах. Гл. 12 [Электронный ресурс] //  «The Tertullian Project»: Коллекция античных и современных материалов о  ранне-христианском писателе Тертуллиане и его работах. URL: http://www.tertullian.org/russian/de_spectaculis_rus.htm).

წმ.  კვიპრიანე კართაგენელი ასევე მიიჩნევდა, რომ "კერპთაყვანისმცემლობა დედაა  ყოველგვარ გართობათა": "ქრისტიანები რომ მიიპყრონ, ის მათ მხედველობისა და  სმენის სიტკბოებით იზიდავს. ... მზაკვარმა ეშმაკმა, რომელმაც იცის, რომ  კერპთაყვანისმცემლობა თავისთავად ამაზრზენია, შეაერთა ის სანახაობებთან,  რათა გართობების მეშვეობით შეაყვაროს ის ქრისტიანებს" (Святитель Киприан  Карфагенский. Книга о зрелищах [Электронный ресурс] // Православная  библиотека портала Азбука.ру. URL:  http://azbyka.ru/otechnik/Kiprian_Karfagenskij/kniga-o-zrelishhax).

მეორეც,  ამფითეატრში მისულ ადამიანს ეცვლებოდა ცნობიერება. შეუძლებელი იყო  "უკეთურთა საკრებულოში" (ფსალმ. 1:1) ერთხელ მისულ ადამიანს საკუთარ თავში  შეენარჩუნებინა ხატი ღმრთის და არ შთავარდნილიყო სულის ისეთ დამღუპველ  მდგომარეობებში როგორიცაა: მრისხანება, მძვინვარება, გაღიზიანება, მტრობა,  რომელთაც გმობს მოციქული პავლე (ეფეს. 4:31).

თვალსაჩინო მაგალითი  იმისა, თუ როგორ ცვლიდა გლადიატორული ბრძოლები ადამიანის ცნობიერებასა და  გულის განწყობას, წარმოადგენს ერთი ადამიანის ისტორია, რომელიც აღწერილია  ნეტ. ავგუსტინეს "აღსარებაში". ეს იყო ვინმე ქრისტიანი, რომელიც რომში  სამართლის შესასწავლად ჩავიდა. მეგობრებმა "მოფერებითი ძალადობით" ერთხელ  ის ამფითეატრში წაიყვანეს, ის კი არწმუნებდა, რომ შეეძლოთ იქ მხოლოდ მისი  სხეულის წაყვანა, მაგრამ არა სულისა, რადგან ის სანახაობაზე თვალებდახუჭული  დაჯდებოდა, ანუ ფაქტობრივად იქ აღარ იქნებოდა.

ქრისტიანი  ასეც მოიქცა. მაგრამ გახელებულმა კივილმა, რომელიც შებრძოლების  კულმინაციურ მომენტში გაისმა, აიძულა იგი თვალები გაეხილა. ნეტ. ავგუსტინე  წერს: "და სული მისი უფრო დაიკოდა, ვიდრე გლადიატორის სხეული, რომლის  მზერაც მან მოისურვა; ის უფრო უბედური დაეცა, ვიდრე გლადიატორი, რომლის  დაცემა ხალხის აღფრთოვანებას იწვევდა და მის ყურებში ისეთ ალიაქოთს  იწვევდა, რომ თვალის გახელას აიძულებდა. ... როგორც კი ეს სისხლი დაინახა,  ის უეცრად მძვინვარებით აღენთო და კი არ მოარიდა თავი, არამედ უფრო  ჩააშტერდა, თვალებს არ აცილებდა ორთაბრძოლას; მისგან შეუმჩნევლად  მძვინვარებდა, ტკბებოდა დანაშაულებრივი ორთაბრძოლით და სისხლიანი  აღფრთოვანებით თვრებოდა. ის უკვე აღარ იყო ის თავდაპირველი ადამიანი,  ამფითეატრში პირველად რომ მოვიდა, არამედ ერთ-ერთი ბრბოთაგანი,  რომელიც მის მომყვან მეგობრებთან შეამხანაგებული მოვიდა. კიდევ რა შეიძლება  ითქვას? ის უყურებდა, ყვიროდა, იწვოდა და ავლენდა დაუოკებელ სურვილს,  რომელიც უკანვე ეწეოდა. ახლა ის არა მარტო დადიოდა სხვებთან ერთად, ვინც  პირველად წაიყვანეს იგი ამფითეატრში, არამედ გადაამეტა კიდევაც მათ და  გლადიატორთა სანახაობაზე უკვე სხვებიც მიჰყავდა" (Блаженный Аврелий  Августин. Исповедь. Кн. 6. Гл. 8 [Электронный ресурс] // Православная  библиотека портала Азбука.ру. URL:  http://azbyka.ru/otechnik/Avrelij_Avgustin/ispoved/6_8).

ის,  რომ ამგვარი სანახაობები ადამიანს ასწავლიან სისასტიკეს, წმ. კვიპრიანე  კართაგენელიც წერდა: "მაყურებელთა საამებლად ზოგიერთს ჰკლავენ სისხლიანი  სანახაობით სისასტიკე რომ ისწავლონ, თითქოსდა ადამიანს საკუთარი  დაუოკებლობა აკლდეს ეს რომ საჯაროდ არ ისწავლოს" (Святитель Киприан  Карфагенский. Книга о зрелищах [Электронный ресурс] //Православная  библиотека портала Азбука.ру. URL:  http://azbyka.ru/otechnik/Kiprian_Karfagenskij/kniga-o-zrelishhax).

წმ.  იოანე ოქროპირი ამატებს, რომ ადამიანი, რომელიც ამგვარ სანახაობებზე  დადის, სწავლობს არა მარტო სისასტიკეს, არამედ შეუბრალებლობას და  არაადამიანურობას: "მათ (თამაშობებს) ყოველგვარი უწესობა თან სდევს, ხალხს  ასწავლის ყოველთვის სასტიკი, შეუბრალებელი და არაადამიანური იყოს, ჩვევს  ადამიანთა ტანჯვას უცქიროს, სისხლისღვრას, მხეცების გაშმაგებას, რასაც  ვერაფერი აოკებს" (Святитель Иоанн Златоуст. Беседы на 1-е Послание к Коринфянам. Беседа 12 [Электронный ресурс] // Православная библиотека портала Азбука.ру. URL:
http://azbyka.ru/otechnik/Ioann_Zlatoust/tolk_64/12).

როგორც ჯერ კიდევ ძველაღთქმისეული დროიდან არის ცნობილი, მკვლელობა - მომაკვდინებელი ცოდვაა. არანაკლებ მძიმე ცოდვაა მკვლელობაში  თანამონაწილეობა. ქრისტიანისთვის ცოდვაა არა მარტო მკვლელობის მოსურვება,  არამედ მკვლელობაზე დასწრებაც. წმ. თეოფილე ანტიოქიელი (II ს.)  გვაფრთხილებს, რომ სისხლიანი სანახაობის მაყურებლები მკვლელობის  თანამონაწილეები ხდებიან: "დაუშვებელია ვუყურებდეთ გლადიატორთა ბრძოლებს,  რათა ჩვენც მკვლელობების მოწმეები და თანამონაწილეები არ გავხდეთ"  (Святитель Феофил Антиохийский. Послание к Автолику. Кн. 3. Гл. 15  [Электронный ресурс] // Православная библиотека портала Азбука.ру. URL:  http://azbyka.ru/otechnik/Feofil_Antiohijskij/poslanie_k_avtoliku).
სანახაობები
ეკლესიის კანონიკური დადგენილებები და გადმოცემები გლადიატორთა ბრძოლის შესახებ

ძველი ეკლესიის კანონიკური კრებული, წმ. მღვდელმოწამე იპოლიტე რომაელის "მოციქულთა გადმოცემა", რომელიც III ს-ეს განეკუთვნება ნათლობის საიდუმლოს მიღებას უკრძალავს ყველას, ვინც რამენაირად არის კავშირში გლადიატორულ ბრძოლებთან: "გლადიატორი ან ვინც გლადიატორებს ბრძოლას ასწავლის, ნადირობაში მყოფი მხეცთა შემპყრობი ან მონა, რომელიც გლადიატორულ შერკინებებში მონაწილეობს, ან დაცხრეს ამ საქმიანობიდან ან გაბრუნებულ იქნას" (Священномученик Ипполит Римский. Апостольское предание. Гл. 16. О делах и занятиях [Электронный ресурс] // Православная библиотека портала Азбука.ру. URL: http://azbyka.ru/otechnik/Ippolit_Rimskij/Apostolskoe_predanie/). ანუ, ნათლისღება რომ მიიღოს და ქრისტიანი გახდეს, ყველა ამ პიროვნებამ უნდა მიატოვოს თავისი საძრახისი საქმიანობა.

ეკლესიის ამგვარი პოზიცია იმდენად მტკიცე და ცხადი იყო, რომ ასწლეულების განმავლობაში მას შეურყევლად იცავდნენ. 692 წელს ის კიდევ უფრო განმტკიცებულ იქნა კონსტანტინოპოლის ტრულის სამეფო (სვეტებიან) პალატებში შეკრებილი კრების მიერ (მართლმადიდებლურ ეკლესიაში მას ასევე VI მსოფლიო კრება ეწოდება, რადგან ტრულის კრება განიხილება, როგორც VI მსოფლიო კრების გაგრძელება). მასზე მიღებული 102 კანონიდან ერთი, კერძოდ, 51-ე კანონი ეხება გლადიატორთა ბრძოლებს. კანონში ნათქვამია: "ეს წმინდა მსოფლიო კრება სრულიად კრძალავს ... მხეცურ სანახაობებს ... ხოლო ვინც ეს კანონი შეურაცხყოს ... კლერიკოსი დასიდან განიკვეთოს, ერისკაცი კი უზიარებელ იქნეს" («Правила Святого Вселенского Шестого Собора, Константинопольского». Правило 51. С. 371–372).

მართლმადიდებლური კანონების კომენტატორი, XII ს-ის ბიზანტიელი ისტორიკოსი იოანე ზონარა ამასთან დაკავშირებით წერს: "მხეცური სანახაობა და მხეცებზე დაგეშვა ძაღლებით ნადირობა ან სხვა რამე კი არ არის, რამეთუ ეს სანახაობა კი არა საქმიანობაა. დიდ ქალაქებში მხეცებს, ლომებს და დათვებს აჭმევდნენ და გარკვეულ დროს სანახაობებზე გამოჰყავდათ, შემდეგ მათ ზოგჯერ ხარებთან აბრძოლებდნენ, ხან კიდევ ადამიანებთან, ტყვეებთან, მაგალითად, ტუსაღებთან, და ამას მაყურებელთა საამებლად იქმოდნენ. სწორედ ამას კრძალავს კანონი, რადგან ეს ამხელს მაყურებელთა სისასტიკეს, რომელიც სხვების უბედურებით საკუთარ სიამტკბილობას ეძლევა" (იქვე. გვ. 372).
სანახაობები
ეკლესიის წმიდა მამები და მოძღვრები თეატრალური წარმოდგენების შესახებ

წმიდა მამები განსაკუთრებული სიძლიერით ამხელდნენ სხვადასხვა თეატრალური სანახაობის: კომედიის, ტრაგედიის, პანტომიმის, ტანმოვარჯიშეთა ახირებულობების, ასევე საერო მუსიკის, ცეკვებისა და წვეულებების უსირცხვილობას, რომლებზეც ჩვენ ქვემოთ უფრო დეტალურად შევჩერდებით.

როდესაც თეატრში გამეფებულ უზნეობაზე მსჯელობს ტერტულიანი უდიდესი აღშფოთებით უწოდებს თავისი დროის სცენურ წარმოდგენებს "უსირცხვილობის ნამდვილ ბუნაგს, სადაც შეიძლება ისწავლო მხოლოდ ის, რაც საყოველთაოდ იგმობა" (Тертуллиан. О зрелищах. Гл. 17 [Электронный ресурс] // "The Tertullian Project":Коллекция античных и современных материалов о ранне-христианском писателе Тертуллиане и его работах. URL: http://www.tertullian.org/russian/ de_spectaculis_rus.htm).

ლაქტანციუსი ერთმანეთს ადარებს გლადიატორულ ბრძოლებსა და თეატრს და აღნიშნავს რა ადამიანის სულზე მათ დამღუპველ ზემოქმედებას, უფრო მავნედ თეატრს მიიჩნევს. "მე არ ვიცი, - წერს ის, - უფრო მეტად ხომ არ რყვნიან თეატრში. რადგან კომედიური წარმოდგენები გვიყვებიან ან ცოლების ღალატზე ან მეძავთა სიყვარულზე, და რაც უფრო მჭევრმეტყველურნი არიან მსახიობები ამ სისაძაგლეების წარმოჩენისას, მით უფრო ეხებიან ეს სიბილწენი ადამიანის გრძნობებს და ადვილად იმკვიდრებენ ადგილს მაყურებელთა მეხსიერებაში" (Лактанций. Божественные установления. Кн. VI. Об истинном служении Богу. Гл. 20. СПб.: Изд-во Олега Абышко, 2007. С. 416-417).

შემდეგ აპოლოგეტი შენიშნავს, რომ, რადგან ტრაგედიებში აჩვენებენ მკვლელობებსა და ღალატს, მსახიობები ახალგაზრდა თაობას ასწავლიან გარყვნილებას და მეძაობას; სანახაობათა შემდეგ კი მაყურებლები სახლებში უკვე გარყვნილი სულებით მიემართებიან. "ამრიგად, - ასკვნის ქრისტიანი მწერალი, - უნდა გავშორდეთ ყოველგვარ სანახაობას არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენს სულში, რომელიც გაწონასწორებული და მშვიდი უნდა იყოს, მათ არ დანერგონ მშფოთვარება, არამედ იმიტომაც, რათა მათგან მიღებული სიამოვნება არ გვაცთუნებდეს და არ განგვაშორებდეს ღმერთსა და კეთილ საქმეებს" (იქვე).

წმ. ბასილი დიდის მოსწრებული გამოთქმით, მისი დროის თეატრი - ეს იყო "გარყვნილების სასწავლებელი". დილიდან საღამომდე ადამიანები დიდ ქალაქებში უყურებენ ამ წარმოდგენებს და უსმენენ ვნებიან სიმღერებს, რომელთაგანაც ირყვნება სული. ასეთი ადამიანები უბედურებიც კი არიან, რადგან არ ზრუნავენ საკუთარ სულზე, არ სწავლობენ, არ ვაჭრობენ, არამედ დროს უქმობასა და მხიარულობაში ატარებენ, "არ იციან, რომ სანახაობა, რომელიც სავსეა მოურიდებელი სცენებით, მათზე დამსწრეთათვის წარმაოდგენს საზოგადოდ და სახალხოდ გამრყვნელ სასწავლებელს, და რომ თვით სალამურთა ხმა და ურცხვი სიმღერები, რომლებიც აღიბეჭდებიან მსმენელთა სულებში, სხვა არაფრისკენ გვიბიძგებს თუ არა მხოლოდ უწესივრობისკენ, იმისკენ, რათა მივბაძოთ მესალამურეთა და მებარბითეთ" (Святитель Василий Великий. Беседы на Шестоднев. Беседа 4. О собрании вод [Электронный ресурс] // Православная библиотека портала Азбука.ру. URL: http://azbyka.ru/otechnik/?Vasilij_Velikij/besedy_na_shestodnev=4).

ერთ-ერთ თავის ეპისტოლეში წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს, რომ ახალგაზრდა კაცი ვნებიან ადამიანებთან საუბრებსაც კი უნდა გაურბოდეს. ისინი აცთუნებენ წმიდა ყმაწვილებს და ბილწი საქმეებისკენ აქეზებენ, რათა გადასცენ მათ საკუთარი ვნებები, როგორც ინფექცია, და მით თვითვე არ გამოირჩენ თავიანთი ცოდვილიანობით მართალთა წინაშე. წმ. გრიგოლი, მოციქულ პავლეს სიტყვებზე დარყდნობით, რომ "უკეთური ურთიერთობანი ხრწნიან კეთილ ზნე-ჩვევებს" (1 კორ. 15:33), გვარიგებს ვუფრთხოდეთ ასეთ ადამიანებს და დავიცვათ შემდეგი წესი: "გეზიზღებოდეს უსირცხვილო სიმღერები, როგორსაც მღერიან თეატრებში, ზოოპარკებში, დოღზე; ზურგი აქციე ტანჯვის უსიამოვნო სანახაობებს, ცხოვრებისეულ ამაოებას, სიამოვნებათა ურჩხულს, გარყვნილ ადამიანთა ბილწ დარიგებებს, რომელთათვისაც მხოლოდ ერთია საძულველი - უბიწოება" (Святитель Григорий Богослов. Песнопения таинственные. Слово 58. Разные мысли: К Селевку // Православная библиотека портала Азбука.ру. URL: http://azbyka.ru/otechnik/Grigorij_Bogoslov/pesnopen/57_24). შემდეგ წმიდა მამა ასახელებს მსახიობთა ბიწიერებასა და გარყვნილებებს: ამაყობა საზოგადოებაში თავიანთი დამამცირებელი მდგომარეობის გამო, გარყვნილება, ხუმრობა, შეურაცხყოფების მოთმინება, საკუთარი ბუნების გარყვნა და ა. შ. ყოველივე ამისთვის, ანუ უსირცხვილო სიმღერებისთვის, ლექსებისთვის, ცეკვებისთვის, მრუში ბაკხანალიებისთვის მსახიობები იღებენ ანაზღაურებებს. "მათში ბატონობს სიცილი, ბუნება ეძლევა სამარცხვინო ვნებებს, აღძრავენ გემოთმოყვარების მრავალფეროვან ცეცხლს; ატარებენ სამარცხვინო სანახაობებსბ და საიდუმლოდ კი არ ეძლევიან ვნებებს, არამედ ცუდი დარიგებებისთვის ჯილდოსაც კი აწესებენ. შენ კი ზურგი აქციე ყოველივე ამას, გაექცეცი თვალების გამრყვნელ ყოველგვარ სანახაობას" (იქვე).

მაგრამ შესაძლო შემოპასუხებები, რომ ქრისტიანები ამაოდ უწესებენ ცენზურას და ტირანიას სანახაობებს და, რომ ღალატი და მრუშობა მომდინარეობენ არა თეატრიდან; და, რომ ცოლების მიერ ქმრების ღალატი, სხვისი ოჯახების დანგრევა და მრავალრიცხოვანი განქორწინებები, ანუ სიძვა-მრუშობანი, ახასიათებს არა მარტო თეატრალებს, არამედ მათაც, ვის ხელშიც არის ძალაუფლება. ამგვარ არგუმენტს წმ. იოანე ოქროპირი ასე პასუხობს: "ვინმე თუ ამხობს ყველაფერს და ამკვიდრებს სასტიკ ტირანიას, არის ის, ვინც თეატრში დადის. საზოგადოებისთვის მავნე ადამიანები სწორედ მათი რიგებიდან არიან, ვინც თეატრებში მოქმედებენ. ... მითხარი რის გამო ირღვევა ცოლ-ქმრული ერთგულება? განა თეატრის გამო არა? რის გამო იბილწება ქორწინების სარეცელი? განა ამ სანახაობების გამო არა? განა მათ გამო არაა, რომ ცოლები ვერ იტანენ ქმრებს? განა მათ გამო არაა, რომ ქმრებს სძულთ ცოლები? განა აქედან არ არიან უმრავლესობა მრუშებისა. მე რომ შემეზლოს ყველას სახელებით ჩამოთვლა, გიჩვენებდით, თუ ქმრების როგორი სიმრავლე დააშორა ცოლებს ამ სანახაობებმა; რამდენი აცდუნეს ამ მრუშებმა, რომელთაგანერთნი ცოლ-ქმრულ სარეცელს განაშორეს, ხოლო მეორეებს კი ქორწინებაზე ფიქრის საშუალებასაც არ აძლევენ. მაშ რა, -მეტყვი, - ნუთუ ყველა კანონი გავაუქმოთ? პირიქით, - მოვსპობთ რა ამ სანახაობებს, სწორედ უკანონობას ამოვძირკვავთ" (Святитель Иоанн Златоуст. Беседы на Евангелие от Матфея. Беседа 37 // Православная библиотека портала Азбука.ру. URL: http://azbyka.ru/otechnik/Ioann_Zlatoust/tolk_51/37).

სხვა ჰომილიაში წმიდა მამა აღნიშნავს, "თუ რამდენ ადამიანს ხრწნის ეს გარყვნილი სანახაობები, როგორ კადნიერებას და უსირცხვილობას აჩვევენ ისინი მაყურებელს" (Святитель Иоанн Златоуст. Беседы на Евангелие от Матфея. Беседа 6 // Православная библиотека портала Азбука.ру. http://azbyka.ru/otechnik/Ioann_Zlatoust/tolk_51/37).  

მაყურებლებზე მსჯელობისას, წმ. იოანე სვამს კითხვას: "მაინც რა უპატიობაა აქო? - იკითხავ შენ. მაგრამ იმიტომაც ვგლოვობ, რომ შენ თავად ავად ხარ და თან არც კი იცი, რომ ავად ხარ და ექიმს არ ეძებ. მრუშობით სავსე ხარ და კითხულობ, მაინც რა უპატიობააო? თუ არ გსმენია ქრისტეს სიტყვები: "ყველამ ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასტან საკუთარ გულში" (მთ. 5:28)? და თუკი უსურვილოდ შევხედავო? - იტყვი შენ. მაგრამ ამაში როგორ დამარწმუნებ? ვინც თვალს კი არ არიდებს, არამედ ასეთი გულმოდგინებით უმზერს, ასეთი ცქერის მერე როგორ შეძლებს სუფთა დარჩეს? განა შენი სხეული ქვისაა? განა რკინისა? შენ ხორცით ხარ შემოსილი, ადამიანური ხორცით, რომელიც ჩალაზე უფრო იგზნება ლტოლვისგან" (Святитель Иоанн Златоуст. Беседа против оставивших церковь и ушедших на конские ристалища и зрелища // Православная библиотека портала Азбука.ру. http://azbyka.ru/otechnik/Ioann_Zlatoust/o_zrelishah).

წმ. იოანე ოქროპირის სწავლებით, ქრისტიანისთვის დამახასიათებელი არ უნდა იყოს გართობა: "გამუდმებული სიცილი, გართობა და მხიარული ცხოვრება არ არის ჩვენი საქმე; ეს საქმეა მსახიობების და სამარცხვინო ქალების და ამ საქმეზე დადგენილი ადამიანებისა, მუქთახორებისა და მლიქვნელების, ვინც ზეცისათვის არ არის მოწოდებული, ვინც ზეციურ ქალაქში არ არის ჩაწერილი, ვისაც ამისთვის შესაფერისი იარაღი არ მოუმართავს, არამედ მათი, - ვინც თავი ეშმაკისთვის გადადო" (Святитель Иоанн Златоуст. Беседы на Евангелие от Матфея. Беседа 6 // Православная библиотека портала Азбука.ру. http://azbyka.ru/otechnik/Ioann_Zlatoust/tolk_51/37).

წმ. იოანე ოქროპირის აზრით, ქრისტიანი "უნდა იყოს წყნარი, თვინიერი, მგლოვიარე, მტირალი, შემუსვრილი", ანუ წმიდა (Святитель Иоанн Златоуст. Толкование на Послание к Ефесянам. Беседа 17 // Электронная библиотека Одинцовского благочиния. http://www.odinblago.ru/sv_otci/ioann_zlatoust/11_1/17).

სიცილთან დაკავშირებით ღირ. იოანე კიბისაღმწერელი აღნიშნავს: " თუკი სიბრძნისმოყვარებას არაფერი შეესატყვისება ისე, როგორც ტირილი, ასევე არაფერი უპირისპირდება მას სიცილისა მსგავსად", რადგან " უდროო და ცუდი სიცილი ზოგჯერ სიძვისაგან იშობა, ზოგჯერ კი - ქედმაღლობისაგან, როდესაც ვინმე შინაგანად ურცხვად იქებს თავს, ზოგჯერ მას დასვენება და შვება შობს" (Преподобный Иоанн Лествичник. Лествица, или Скрижали духовные. Слово 26. О рассуждении помыслов и страстей, и добродетелей // Православная библиотека портала Азбука.ру. URL: http://azbyka.ru/otechnik/Ioann_Lestvichnik/lestvitsa-ili-skrizhali-dukhovnye/31).

ქრისტიანი მწერალი-ასკეტი, ღირ. ისააკ ასურელი, რომელიც VII ს-ში ცხოვრობდა, ასევე აკავშირებდა სიცილ-ხარხართან მრუშობის დემონს: "არაფერი ისე არ გვქმნის ჩვენ, ამქვეყნად მცხოვრებთა და მათ, ვინც მიცემულნი არიან ლოთობასა და სიძვას, წუთისოფლის თანამოზიარედ, და არაფერი ისე არ განგვაშორებს სიბრძნის საგანძურსა და ღმრთის საიდუმლოებათა შემეცნებას, როგორც სიცილ-ხარხარი და აზრების კადნიერი მოძალება. და ეს გახლავთ ბილწი დემონის საქმე" (Преподобный Исаак Сирин. Слова подвижнические. Слово 68. Об отречении от мира и о воздержании от вольного обращения с людьми [Электронный ресурс] // Православная библиотека портала Азбука.ру. URL: http://azbyka.ru/otechnik/Isaak_Sirin/slova-podvizhnicheskie/68).

წმ. იოანე ოქროპირის აზრით, თეატრი ზრდის საზოგადოებისთვის მავნე ადამიანებს: "მითხარი, საიდან გამოდიან გრძნეულნი? განა თეატრებიდან არ გამოდიან ისინი, რათა აღაშფოთონ განცხრომაში მყოფი ხალხი და მისცენ შემთხვევა მროკავთ, სარგებელი ნახონ მრავალი მღელვარებიდან და მრუში ქალებით დააბრკოლონ უმანკონი? საზოგადოებისთვის მავნე ადამიანები სწორედ მათი რიგებიდან არიან, ვინც თეატრებში მოქმედებენ. მათგან მომდინარეობენ მღელვარებანი და აჯანყებები, ადამიანები, ვინც ამ მროკავებთან იღებენ აღზრდას და გემოთმოყვარების გამო ყიდიან საკუთარ ხმას, რომელთა საქმიანობასაც ის შეადგენს, რომ იყვირონ და უმსგავსობები აკეთონ; სწორედ ისინი უმეტესად აღაშფოთებენ ხალხს, სწორედ ისინი იწვევენ შფოთს ქალაქებში, - იმიტომ, რომ განცხრომას მიცემული და ასეთი მანკიერებით აღზრდილი ახალგაზრდობა ყოველგვარ მხეცზე უმძვინვარესია (Святитель Иоанн Златоуст. Беседы на Евангелие от Матфея. Беседа 37. [Электронный ресурс] // Православная библиотека портала Азбука.ру. URL:http://azbyka.ru/otechnik/Ioann_Zlatoust/tolk_51/37).

ნეტარი ავგუსტინე ჰიპონიელი თავისი დროის თეატრალურ სანახაობებზე წერს, როგორც უაღმატებულესი ხარისხის უზნეობასა და სიბილწეზე: "ოდესაღაც, სიყმაწვილის ჭლებში, ჩვენც დავდიოდით მკრეხელურ სანახაობებზე, ვუცქერდით გადარეულებს, ვუსმენდით მომღერლებს, ვერთობოდით ბინძური თამაშობებით, რომლებიც აღევლინებოდა ღმერთებსა და ღმერთქალებს, ზეციერი ქალწულსა და ყოველთა დედას ბერეკინთიას. ამ უკანასკნელის სარეცელთან, მისი განბანვის დღესასწაულზე, გარყვნილი მსახიობები საჯაროდ მღეროდნენ ისეთ რამეს, რისი მოსმენაც არა თუ არ მართებდა ღმერთების, არამედ რომელიმე სენატორის ან საერთოდ რომელიმე პატიოსანი ადამიანის დედას, და თვით ამ მსახიობების დედებსაც კი" (Блаженный Аврелий Августин. О граде Божьем. Кн. 2. Гл. 4 [Электронный ресурс] // Православная библиотека портала Азбука.ру. URL: http://azbyka.ru/otechnik/Avrelij_Avgustin/o-grade-bozhem/2_4).  წმ. იოანე ოქროპირი ქრისტიანებს შეახსენებს, რომ მათ, როგორც ზეცის მოქალაქეებს, ათასობით სხვა ნეტარებანი გააჩნიათ, ბევრად უფრო უკეთესნი, ვიდრე თეატრია: "თუკი სიამოვნების მიღება გსურს, წადი ბაღში, მოჩუხჩუხე მდინარესთან და ტებებთან, უცქირე ყვავილებს და უსმინე ჭრიჭინების სიმღერას; მოინახულე მოწამეთა სამარხები, - აქ იპოვეი როგორც სიჯანსაღეს სხეულისა, ასევე სარგებელს სულისათვის და არაფერი გევნება; სინანულშიც არ ჩავარდები ამგვარი სიამოვნების შემდეგ, როგორც ეს იმ სანახაობების შემდეგ ხდება ხოლმე. შენ გაქვს სახლი, გყავს მეგობრები: ეს სიამოვნებანი, უმანკოებასთან ერთად, დიდ სარგებელსაც განიჭებენ. მართლაცდა, მითხარი, რა შეიძლება იყოს შვილებზე და ცოლზე უფრო სასიამოვნო იმისთვის, ვისაც სურს, უმანკოდ იცხოვროს? ამბობენ, რომ როდესაც ბარბაროსებმა ამ უსჯულო სანახაობებსა და უხამს სიამოვნებათა შესახებ გაიგეს, ფრიად ბრძნული სიტყვები წარმოსთქვეს: რომაელებმა ეს სიამოვნებანი იმიტომ მოიგონეს, რომ არ ჰყავდათ ცოლები და შვილებიო" (Святитель Иоанн Златоуст. Беседы на Евангелие от Матфея. Беседа 37. [Электронный ресурс] // Православная библиотека портала Азбука.ру. URL:http://azbyka.ru/otechnik/Ioann_Zlatoust/tolk_51/37).

წმ. იოანე ოქროპირის სწავლებით, ქრისტიანს თეატრთან ისეთი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს, როგორც არარსებულ რამესთან: "მაშ, განა თეატრი უნდა მოვსპოთ? ჰოი, ეს რომ შეიძლებოდეს! თუ გნებავთ, თანახმა ვარ, მოვსპოთ და გავანადგუროთ იგი. თუმცა, მე ამას არ ვითხოვ. გააკეთეთ ისე, რომ როდესაც ის არსებობს, თქვენთვის თითქოსდა არარსებულად იქცეს. ამით უმეტეს ქებას დაიმსახურებთ, ვიდრე მისი განადგურებით" (იქვე).
სანახაობები
ეკლესიის კანონიკური დადგენილებები და გადმოცემა თეატრის შესახებ

აღმოსავლეთის  მართლმადიდებლური ეკლესიის კანონთა ყველა კრებულში უპირველეს ადგილს  იკავებს "წმიდა მოციქულთა კანონები". სამსახიობო პროფესიაზე პირველად  მეტყველებს მოციქულთა მე-18 კანონი: "ვინც დაქორწინებულია მსახიობზე, ასეთი პირი ვერ გახდება ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკონი, ვერც საერთოდ –  სასულიერო დასის წევრი"  ("Правила Святых Апостолов". Правило 18 //  "Правила Святых Вселенских Соборов с толкованиями". Ч. 1. Тутаев:  Православное Братство святых князей Бориса и Глеба, 2001. С. 646).

"მოციქულთ  გადმოცემაში" მსახიობი შედარებულია სამეძაო სახლის მფლობელს, სკულპტორს,  რომელიც გამოსახავს კერპებს, მწვრთნელს, გლადიატორს, წარმართ მოგვს. ძველი  ეკლესიის ამ კანონიკურ კრებულში ნათქვამია:  "თუ ეკლესიისკენ პირს იზამს  მომღერალი, მსახიობი კაცი ან ქალი, რაინდი, გლადიატორი, სპორტული  შეჯიბრების მონაწილე, მწვრთნელი, ოლიმპიური თამაშების მონაწილე, ფლეიტაზე  დამკვრელი, მექნარე, მებარბითე, მოთამაშე,  მედუქნე, ან დაცხრეს მისი  საქმიანობიდან ან უკან გაბრუნდეს"   (Священномученик Ипполит Римский.  Апостольское предание. Глава 16. О делах и занятиях [Электронный ресурс]  // Православная библиотека портала Азбука.ру. URL:  http://azbyka.ru/otechnik/Ippolit_Rimskij/Apostolskoe_predanie/). ანუ,  რომ მიიღოს ნათლობა და გახდეს ქრისტიანი, მსახიობმა თავისი პროფესია უნდა  დატოვოს.

ამ  თემაზე ყველაზე ძველი კრებითი დადგენილება, რომელსაც მართლმადიდებლური  ეკლესიის კანონებში ვპოულობთ, მიმართულია სანახაობათა ორგანიზატორების და  მათში მონაწილეების, ანუ მსახიობების წინააღმდეგ, რომლებთანაც ასევე  გათანაბრებულნი არიან ცხენზე მრბოლელებიც. ელვირას 306 წლის ადგილობრივმა  კრებამ, რომელიც თანამედროვე ესპანეთის ტერიტორიაზე იყო, თავისი 62-ე  კანონით დააწესა: "Chariot racers or pantomimes must first renounce their  profession and promise not to resume it before they may become  Christians. If they fail to keep this promise, they shall be expelled  from the church" (The Council of Elvira, ca. 306 [Электронный ресурс].  URL: http://faculty.cua.edu/pennington/Canon%20Law/ElviraCanons.htm)  ("სანამ ქრისტიანი გახდებოდეს, ცხენზე მრბოლელებმა ან პანტომიმის  მსახიობებმა ჯერ უნდა დატოვონ თავიანთი პროფესია და პირობა დადონ, რომ  ამიერიდან მას აღარასოდეს დაუბრუნდებიან; ხოლო თუ თავიანთ პირობას  დაარღვევენ, განიკვეთონ ეკლესიიდან. რუს. თარგმ. – "აპოკ". რედ.).

ამ  კრებიდან რვა წლის შემდეგ, 314 წელს, იმპერატორ კონსტანტინე დიდის  განკარგულებით სამხრეთ საფრანგეთში მოწვეულ არელატის კრებაზე, მე-5  კანონით ასევე აეკრძალათ ქრისტიანთ გახდნენ მსახიობები (იხ.: "Арелатские  Соборы" [Электронный ресурс] // "Православная энциклопедия": Электронная  версия. URL: http://www.pravenc.ru/text/75892.html).

შემდგომ  მოწვეულ კრებებზე სანახაობებთან და გართობებთან დაკავშირებული კანონები  კიდევ უფრო გამკაცრდა. ასე, მაგალითად, 419 წელს კართაგენის კრებამ თავისი  მე-18 (15) კანონით განსაზღვრა: "მღვდელთა შვილები საერო სანახაობაში  ნურც მონაწილეობას მიიღებენ, ნურც სანახავად წავლენ. ეს ყველა ქრისტიანს  ექადაგება ყოველთვის, რომ, სადაც გმობა იყოს, იქ არ უნდა მივიდნენ"  (Священноисповедник Никодим (Милаш). Правила святого Поместного Собора  Карфагенского. Правило 18 / "Правила Поместных Соборов с толкованиями"  [Электронный ресурс] // Православная библиотека портала Азбука.ру.  URL:http://azbyka.ru/otechnik/Nikodim_Milash/pravila-pomestnyh-soborov-s-tolkovanijami/ #0_181).

ამავე კრების 74-ე  (63) კანონში ნათქვამია: "უნდა ვითხოვოთ ისიც, რომ თუ ვინმე მსახიობთა  დასის წევრი გაქრისტიანებას მოისურვებს და თავდაპირველი ბიწისგან  განთავისუფლდება, არავინ უნდა აიძულოს ის, რომ დაუბრუნდეს თავის ძველ  ხელობას".

ეპისკოპოსი ნიკოდიმოსი (მილაში) განმარტავს: "მოცემული  განწესებით კართაგენის მამები თავიანთ დელეგატებს შეახსენებენ იშუამდგომლონ  იმპერატორთან იმგვარი კანონის გამოცემის შესახებ, რომელიც აკრძალავს  თეატრალურ საქმიანობას იძულებით დაუბრუნონ ის პირები, რომლები  ქრისტიანობისკენ მოექცნენ, მიიღეს ნათლისღება და ადრინდელი სიბილწისგან  თავის უბიწოდ დაცვა სურთ" (იქვე).

მეორე მხრივ, კართაგენის 55-ე  (45) კანონი განსაზღვრავს: "თუ მომღერლებმა, მსახიობებმა და სხვა ასეთი  სახის პირებმა, როგორც განდგომილებმა, მოინანიონ და ღვთის მადლით მოექცნენ,  მათ ნუ ეტყვიან უარს შეწყალებაზე" (იქვე. კანონი 55-ე).

VI მსოფლიო კრების 51-ე  კანონი ბრძანებს: "ეს წმინდა მსოფლიო კრება სრულიად კრძალავს სამასხარაო  სანახაობებსა და გასართობებს, აგრეთვე მხეცურ სანახაობებსა და მათზე  როკვას. ხოლო ვინც ეს კანონი შეურაცხყოს და რომელიმე ამ აკრძალულ გასართობს  მიეცეს: კლერიკოსი დასიდან დაემხოს, ერისკაცი კი საეკლესიო თანაზიარობიდან  განიკვეთოს" ("Правила Святого Вселенского Шестого Собора,  Константинопольского". Правило 51. С. 371–372).

ამავე კრების 62-ე  კანონი განსაზღვრავს: "ასევე ვკრძალავთ მამაკაცთა და დედაკაცთა მიერ  ცეკვებსა და წესების აღსრულებას წართმართულ ჩვეულებების თანახმად - ელინთა ცრუ ღმერთების პატივსაცემად - როგორც უცხოს და შეუფერებელს ქრისტიანული ცხოვრებისათვის და განვაჩინებთ:  არც მამაკაცმა შეიმოსოს დედაკაცის სამოსელი და არც დედაკაცმა -მამკაცისათვის განკუთვნილი; არავინ ატაროს კომიკური, სატირიკული ან ტრაგიკული ნიღაბი" (იქვე. Правило 62. С. 398).


წმიდა მამები სახლში გამართულ სანახაობათა და გართობათა შესახებ

ჩვენს ნაშრომში არ შეგვეძლო არ მოგვეხსენიებინა სახლში გამართულ წვეულებათა შესახებ, სადაც ილევა ბევრი ღვინო, იღვრება მუსიკა და ეწყობა ცეკვები, რომლებსაც ასევე გააჩნიათ კავშირი სანახაობებთან, და წმიდა მამათა დამოკიდებულებაზე მსგავს გართობათადმი.

საერთოდ გართობებისადმი მიდრეკილება, წმიდა მამების სწავლების მიხედვით, მოწმობს იმაზე, რომ ადამიანი მიდის ფართე და იოლი გზით, რომელზეც სულის ცხონება შეუძლებელია. ამას ადასტურებს წმ. ეფრემ ასურელის სიტყვები იმის შესახებ, რომ "სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა, კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი..." (გალატ. 5:19-21), - ეს არის სიარული ფართე გზით. მისი მსგავსია უჯერო სიცილი, მოწოდებებით მიმართვები, გართობები, საკრავები, ცეკვები, განბანვები, მდიდრული ტანისამოსი, ძვირადღირებული საღამოები, ტაშისკვრა და ჭორები, უდარდელი სიმღერები, რბილი საწოლები, სხვადასხვა საძინებლები, ნაყროვანება, ძმათა სიძულვილი და, რაც ყველაზე უარესია, სინანულის არქონა და დავიწყება იმისა, რომ მოგვიწევს სიკვდილი" (Преподобный Ефрем Сирин. Творения. Труд 40. Слово на Второе Пришествие Господа нашего Иисуса Христа // Православная библиотека портала Азбука.ру. URL: http://azbyka.ru/otechnik/Efrem_Sirin/tvorenia/40).

ამავე პოზიციას იზიარებს წმ. იოანე ოქროპირი. აი როგორ განმარტებას აძლევს ის მაცხოვრის სიტყვებს იგავიდან "მდიდრისა და ლაზარეს შესახებ", რომ "ჩვენსა და თქვენს შორის დევს დიდი უფსკრული". წმ. იოანე ოქროპირის თქმით, სათნოებასა და ბიწიერებას შორის არსებობს უზარმაზარი უფსკრული და დიდი განსხვავება: "უკანასკნელი ვრცელია და ფართო, პირველი კი - ვიწრო და საჭირველი; ფუფუნება ვრცელი და ფართოა, სიღარიბე და გაჭირვება კი - ვიწრო და ძნელი. ამიტომ, როგორც ეს გზებია ურთიერთსაპირისპირო -ერთი ვიწრო და ძნელი გზით მიდის, უბიწოებას იცავს, უპირატესობას უანგარობას ანიჭებს და ქედმაღლობა სძულს, მეორე კი ვრცელსა და ფართო გზაზე სვლას ეშურება, ლოთობასა და მხიარულებას ეძლევა, ფულისადმი უგუნურ ლტოლვას განიცდის, დამღუპველი სანახაობებისგან თავს არ იკავებს, ანუ სხვაობა მათ შორის დიდია! - სასჯელისა და ჯილდოს მიგების დროსაც სხვაობა ასეთივე დიდი აღმოჩნდება" (წმ. იოანე ოქროპირი. "შვიდი სიტყვა ლაზარეს შესახებ. მეშვიდე სიტყვა". შრომები. ტ. XV. თბილისი 2017 წ. გვ. 237-238. იხ. ასევე: Святитель Иоанн Златоуст. Семь слов о Лазаре. Слово 7 // Православная библиотека портала Азбука.ру. URL: http://azbyka.ru/otechnik/Ioann_Zlatoust/o_lazare/#1_7).

ამგვარად, როგორც ღირ. ეფრემ ასურელი, ასევე წმ. იოანე ოქროპირი ვრცელ გზას უპირველეს ყოვლისა უკავშირებენ ბიწიერებათა მრავალფეროვნებას. ამასთან იოანე ოქროპირი ხაზს უსვამს, რომ მათთვის, ვინც ვრცელი და ვიწრო გზით მიდიან, მისაგებელიც განსხვავებული იქნება.

თავის ჰომილიაში "მემთვრალეთა შესახებ" წმ. ბასილი დიდი გმობს ვნებიან სიმღერებსა და ცეკვებს მათი მრუშობისთვის, ამასთან ის იმოწმებს მაცხოვრის სიტყვებს: "ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში" (მათე 5:28). "მითხარი, - კითხულობს წმიდა მამა, - ნუთუ იცინი და ტკბები სამარცხვინო სიამტკბილობით, როდესაც გლოვა და ოხვრა გმართებდა იმის გამო, რაც გელის? უარყოფ ფსალმუნს და გალობებს, რომლებიც გისწავლია და მათ სანაცვლოდ მღერი გარყვნილ სიმღერებს. ამოძრავებ ფეხებს და გიჟივით ხტუნაობ, ცეკვავ ურცხვად, როდესაც შენი მუხლების მოყრა გმართებდა სინანულისა და თაყვანისცემისთვის?" (Святитель Василий Великий. Беседы. Беседа 14. На упивающихся // Православная библиотека портала Азбука.ру. URL: http://azbyka.ru/otechnik/Vasilij_Velikij/Besedi/14).

შემდეგ წმ. ბასილი დიდი ამბობს, რომ საჭიროა ვიგლოვდეთ არა მარტო იმ ქალებს, რომლებიც ხორციელად სცოდავენ, ანუ იმას, რომ ქალწულები კარგავენ ქალწულობას, ხოლო ქალები - უბიწოებას, არამედ ისინიც, ვინც, მართალია, აიცილეს ხორციელი ცოდვა, მაგრამ გახრწნეს საკუთარი სული. მამაკაცთა შესახებ კი ამატებს, რომ თუკი, მაცხოვრის თქმით, შემთხვევითი შეხვედრები და მზერაც კი საშიშია, რადგან ეთანაბრება მრუშობას, რამდენად საშიშია გასართობი ღონისძიებები, რომლებზეც შეიძლება ნახო მოურიდებელი, მთვრალი ქალები, ვნებიან სიმღერებს რომ მღერიან და მაცთუნებლად ცეკვავენ. "რას იტყვიან, - აგრძელებს წმიდა მამა, - რითი გაიმართლებენ თავს ისინი, ვინც ასეთ სანახაობებზე უამრავ ბოროტებას იგროვებს თავზე? ხომ არ იტყვიან იმას, რომ ყოველივე ამას უმზერდნენ ვნებათა გასაღვივებლად? მაშ, უფლის გარდაუვალი განსაზღვრებით, ისინი დაისჯებიან როგორც მემრუშენი" (იქვე).

თავის სულიერ შვილს (ქალიშვილს) წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ურჩევს: "ნუ იჩქარებს წასვლას ქორწილში ან დაბადების დღეზე, სადაც არის ლოთობა, ცეკვა, სიცილი და გულის ამრევი მიმზიდველობა. როგორც მზის სხივი ალღობს სანთელს, ისევე აუძლურებს ეს ყოველივე უბიწოთ" (Святитель Григорий Богослов. Песнопения таинственные. Слово 58. Разные мысли: Советы Олимпиаде [Электронный ресурс] // Православная библиотека портала Азбука.ру. URL: http://azbyka.ru/otechnik/Grigorij_Bogoslov/pesnopen/57_24).

წმ. იოანე ოქროპირი არ მართლებს ცეკვას ქორწილშიც კი: "რადგან ქორწილი სანახაობა როდია. ის - საიდუმლოა და უდიდეს საგანთა სახე. შენ თუ მის წინაშე არ გერიდება, მაშინ, იმისი მაინც მოგერიდოს, ვის სახესაც ის წარმოადგენს. "ეს საიდუმლო, - ამბობს მოციქული, - დიდია; ვამბობ ქრისტესთვის და ეკლესიისა" (ძვ. ქართ.: "საიდუმლოჲ ესე დიდ არს; ხოლო მე ვიტყჳ ქრისტესთჳს და ეკლესიისა") (ეფეს. 5:32). მაგრამ შესაძლოა თქვა, რა იქნება, თუ არც ქალიშვილები იცეკვებენ და არც ქალები, მაშ ვინღა იცეკვებს? არავინ. რა აუცილებლობაა - ცეკვა? ეს მხოლოდ ელინთა საიდუმლოებებისთვის არის შესაფერისი, ჩვენს საიდუმლოებებში კი სუფევს მდუმარება და კეთილსახოვნობა, სათნოება, ღვთისმოშიშება, მოკრძალება და თავშეკავება" (Святитель Иоанн Златоуст. Толкование на Послание к Колоссянам. Гл. 12 // Православная библиотека портала Азбука.ру. URL: http://azbyka.ru/otechnik/Ioann_Zlatoust/tolk_69/12).

წმიდა მამა გვირჩევს მოვაშოროთ ბავშვები ათასგვარ სანახაობებს და უზნეო სიმღერებს: "ისინი უნდა მოვაშოროთ არა მარტო სანახაობებს, არამედ მაცთუნებელ და გარყვნილ სიმღერათა მოსმენას, რათა მათი სულები არ შეცდნენ. ნუ ვატარებთ მათ თეატრებში, წვეულებებზე და გასართობებში. არამედ დავიცვათ ისინი ქალწულებზე მეტად, რომლებიც იმალებიან საკუთარ სახლებში. ჩვეულებისამებრ, ისე არაფერი ამშვენებს ყმაწვილის ასკას, როგორც უბიწოების გვირგვინ და ის, რომ დაქორწინდეს წმიდად და ყოველგვარი გარყვნილების გარეშე" (Святитель Иоанн Златоуст. Пять слов об Анне. Слово 1 // Православная библиотека портала Азбука.ру. URL: http://azbyka.ru/otechnik/Ioann_Zlatoust/ob_Anne).

წმ. ამბროსი მედიოლანელი ასეთ რჩევას აძლევს ქალწულთ: "რას იტყვით, წმიდანო დედანო? ხედავთ, რა უნდა ასწავლოთ და რას უნდა განარიდოთ თქვენი ქალიშვილები? ცეკვავს გარყვნილის ქალიშვილი (გულისხმობს ჰეროდიადას ქალიშვილს - ავტ.). ხოლო უბიწო და უზადო (დედა) თავის ქალიშვილს სათნოებებში უნდა წვრთნიდეს და არა ცეკვა-თამაშებში" (Святитель Амвросий Медиоланский. О девственницах: В 3-х кн. Кн. 3 // Православная библиотека портала Азбука.ру. URL: http://azbyka.ru/otechnik/Amvrosij_Mediolanskij/o-devstve-i-brake/3).

იყენებს რა მოციქულ პავლეს მისიონერულ ხერხს, წმ. ამბროსი ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ, რაოდენ მოკრძალებულიც იყოს ადამიანი, გარყვნილი როკვის სცთური მაინც დიდია და მაყურებელი შეიძლება დაცემამდე მიიყვანოს. "სიხარული, - განმარტავს იგი, - მყარად უნდა უთანხმდებოდეს გონებას და არ ექცეოდეს საქორწილო მუსიკისა და უწესივრო ღრეობების გავლენის ქვეშ, რადგან მოკრძალება არ არის უსაფრთხო და აშკარაა საცთური იქ, სადაც მხიარულებას თან ახლავს უზომო როკვა და ღრიანცელი. მე ვისურვებ, რომ ღმრთის ქალწულები (ანუ ისინი, ვინც გადაწყვიტა უბიწოების დაცვა - ავტ.) შორს იყვნენ ყოველივე ამისგან. "ვინმე თუ როკავს, - თქვა ერთმა წარმართმა მწერალმა, - მხოლოდ მთვრალი ან უგონო"; და თუკი, წარმართული სიბრძნის სწავლებითაც კი ცეკვის მიზეზი მთვრალობა ან უგონობაა, რატომ უნდა უგულებელვყოთ წმიდა წერილიდან აღებული მაგალითები? კერძოდ ის, რომ იოანე, ქრისტეს წინამორბედი, მოცეკვავე დედაკაცის სურვილით იქნა მოკლულ, რაც ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ცეკვით გატაცება უფრო მავნეა, ვიდრე უკეთური მრისხანების უგუნურება" (იქვე).

ღირ. ეფრემ ასურელი უდიდეს ყურადღებას უთმობდა ზნეობრივ სწავლებებს. სწორედ ქადაგებებში იხსნება მისი სულიერი ძალა და ორატორული ნიჭი. "ო, ეშმაკის უბოროტესო გამოგონებავ! - როგორ დახვეწილად აბამს ის და აცთუნებს ყოველს და არწმუნებს სიკეთის ნაცვლად აკეთოს ბოროტება! დღეს, თითქოსდა გალობენ ფსალმუნთ, როგორც ღმერთმა ბრძანა, დილით კი დიდი მონდომებით როკვენ, როგორც ასწავლა მათ სატანამ. დღეს უარყოფენ სატანას, ხვალ კი მას მისდევენ. დღეს უერთდებიან ქრისტეს, ხვალ კი განუდგებიან მას, უარყოფენ და შეურაცხყოფენ კიდეც. დღეს ქრისტიანები არიან, ხვალ კი წარმართები; დღეს ღვთისმოსავები არიან, ხვალ კი უკეთურები; დღეს ქრისტეს ერთგული მონები არიან, ხვალ კი განდგომილები და მტრები" (Преподобный Ефрем Сирин. Творения. Труд 72. О том, что христиане не должны предаваться забавам // Православная библиотека портала Азбука.ру. URL: http://azbyka.ru/otechnik/Efrem_Sirin/tvorenia/40 (дата обращения).

იმოწმებს რა მაცხოვრის სიტყვებს იმის შესახებ, რომ "არავის ძალუძს ორი ბატონის მონობა" (მათე 6:24), ღირ. ეფრემ ასურელი ქრისტიანებს არიგებს არ ჩავარდნენ ცთომილებაში, რადგან შეუძლებელია ერთდროულად ემსახურო ღმერთსაც და მამონასაც, შეუძლებელია ემსახურო ღმერთს და ამავდროულად ეცეკვო ეშმაკს. ღმრთის ხატად შექმნილმა ადამიანმა არ უნდა შეურაცხყოს ღმრთის ეს ხატი, არამედ როგორც ქრისტეს მხედარმა ღირსეულად ატაროს იგი და ღირსეულად ემსახუროს ქრისტეს. "ისე ნუ იზამ, - აგრძელებს ღირსი მამა, -დღეს ანგელოზებთან ერთად იგალობო, ხვალ დილით კი დემონებთან ერთად იცეკვო; დღეს საღმრთო საკითხავებს უსმინო, როგორც ქრისტესმოყვარემ, ხვალ დილით კი ჰანგებს ჩამოჰკრა როგორც დამნაშავემ და ქრისტეს მოძულემ; დღეს შეინანო საკუთარი ცოდვები, ხვალ დილით კი იცეკვო საკუთარი თავის წარსაწყმედად; დღეს იმარხულო და თავი შეიკავო, ხვალ დილით კი მიეცე ლოთობას და აქა-იქ ბარბაცით ყველას დასაცინი გახდე. ... შეუძლებელია, ძმანო, ზოგჯერ ქრისტიანი იყო და ზოგჯერ წარმართი" (იქვე).

ღირ. ეფრემ ასურელი გვაძლევს პრაქტიკულ რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ქრისტიანს სანახაობათა და წვეულებათადმი. ზედმეტი რიტორიკული ფორმების გარეშე, მას მარტივად გადაჰყავს მსჯელობა პრაქტიკულ კალაპოტში, და ამბობს: "გეტყვი, როგორ ხდება ადამიანი სრულყოფილი სინანულით, რათა, მეთოდის გაგების შემდეგ, უკვე აღარ იყოს შენთვის საპატიო უჯერო საქციელი. მაშ ისმინე ... სიძვას ინანიებ? განიკითხე და დაგმე ყოველგვარი სიძვა, რადგან მისით არის ნაშობი ნებისმიერი გარყვნილება. მოერიდე სიცილს, ხუმრობებს, ბილწსიტყვაობებს, მუცელღმერთობას - ეს სიძვის გზაა. ... უგუნურებას ინანიებ? მაშ, არა მარტო სანახაობებს განერიდე, არამედ ყველგან განეშორე სოცილს და ყოველგვარ საერო გასართობს, რათა მათ და მსგავსმა საგნებმა არ გაიძულონ ადრინდელთან დაბრუნება. ... მცირედმორწმუნოებას ინანიებ? მაშ, განეშორე ყოველგვარ სახალხო წვეულებებს" (Преподобный Ефрем Сирин. Творения. Труд 89. О покаянии // Православная библиотека портала Азбука.ру. URL: http://azbyka.ru/otechnik/Efrem_Sirin/tvorenia/40 (дата обращения: 16.03.2015).

გაგრძელება იქნება.
ცხენთა რბოლა
წმიდა მამები და ეკლესიის მოძღვრები ცხენთა რბოლისა და სხვა შეჯიბრებების შესახებ

ძველი ეპოქის კიდევ ერთ გასართობს წარმოადგენდა ცხენთა რბოლა (დოღი), რომელიც საცირკო სანახაობის ყველაზე გავრცელებული ფორმა გახლდათ. მასთან ერთად პოპულარული იყო ისეთი სპორტული შეჯიბრებები, როგორიცაა ოლიმპიური თამაშები, და აზარტული თამაშები ფულზე. ისევე, როგორც გლადიატორთა შერკინებები და თეატრები, ყველა ეს გასართობი ეძღვნებოდა კერპებს, ანუ მათ გააჩნდათ წარმართული წარმომავლობა. ამის გარდა, დოღი იწვევდა მიდრეკილებას, ფსიქიურ დამოკიდებულებას. წმიდა ბასილი დიდი ყურადღებას აქცევს იმას, რომ დოღის ზოგიერთი მოყვარული ისე მიეჩვია ამ სანახაობას, რომ ღამითაც ცხენებზე და მეეტლეებზე აბოდებდა. აი რას წერს იგი: " ცხენთა რბოლის თავდავიწყებით მოყვარულნი ცხენებს ერთმანეთს სიზმარშიც კი აჯიბრებენ, ეტლებში ხელახლა აბამენ და ცვლიან მეეტლეებს, ასე რომ, მთელი დღის უგუნურება მათ არც ძილის ოცნებებში ტოვებს" (Святитель Василий Великий. Беседы на Шестоднев. Беседа 4. О собрании вод [Электронный ресурс] // Православная библиотека портала Азбука.ру. URL: http://azbyka.ru/otechnik/?Vasilij_Velikij/besedy_na_shestodnev=4).

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამ შეჯიბრებებს პირდაპირ სნეულებას უწოდებს: "ცხენთა რბოლის სანახაობა, რომელიც ზოგს არც ისე სასტიკად ეჩვენება, ასევე სნეულებას და სულის წყლულებას წარმოადგენს" (Святитель Григорий Богослов. Песнопения таинственные. Слово 58. Разные мысли: К Селевку // Православная библиотека портала Азбука.ру. http://azbyka.ru/otechnik/Grigorij_Bogoslov/pesnopen/57_24).

წმ. იოანე ოქროპირი აღნიშნავს, რომ "გასართობებით აღტყინებულნი და ცხენთა რბოლის მაცქერალნი ვერასოდეს კმაყოფილდებიან ამ უხამსი სანახაობებით" (Святитель Иоанн Златоуст. Беседа о мучениках и о сокрушении и милостыне (http://azbyka.ru/otechnik/Ioann_Zlatoust/beseda_o_sokrushenii_milostyne/). თავის ჰომილიებში ცხენთა რბოლას ის მაგიისა და ჯადოქრობის რანგში აყენებს: "სატანურ ამპარტავნებას წარმოადგენენ სანახაობანი, ცხენთა რბოლა და ყოველგვარი ცოდვა, ასევე დღეთა დაკვირვებები, მკითხაობა და მისნობა" (Святитель Иоанн Златоуст. Слова огласительные. Слово второе // http://azbyka.ru/otechnik/Ioann_Zlatoust/oglasit/#1_2). ზოგჯერ წმიდა მამა დოღს აზარტულ თამაშებს განაკუთვნებს, რომელზეც ადამიანს თამაშისადმი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება - ლუდომანია უყალიბდება: "სანახაობებზე სიარული, და ცხენთა რბოლის ცქერა, ასევე კამათლის თამაში - მრავალს დანაშაულად არ მიაჩნია, მაგრამ ეს ყოველივე ცხოვრებაში ათას ბოროტებას ამკვიდრებს" (Святитель Иоанн Златоуст. Беседы о статуях. Беседа 15. http://azbyka.ru/otechnik/ Ioann_Zlatoust/statues/15), - ბრძანებს წმიდა იოანე ოქროპირი.

ცხენთა რბოლა, სხვა დანარჩენთან ერთად, წმიდა მამათა განმარტებით, აღვივებს მრუშ ვნებებს, იწვევს დავასა და კამათს და გახელებას: "სანახაობებზე ყოფნა ბადებს მრუშობას, თავშეუკავებლობას და ყოველგვარ უსირცხვობას; ცხენთა რბოლის ცქერისგან ჩნდება შეკამათება, ჩხუბი, წყენა და მუდმივი მტრობა" (იქვე). გარდა ამისა, ტოტალიზატორზე დადებული ფსონებისგან იბადება ვერცხლისმოყვარების ვნება. წმიდა იოანე ოქროპირი, როდესაც დავის მონაწილეებს ამხელს, ამბობს, რომ ისინი: "ყოველდღიურად იფიტებიან მამონასადმი უგუნური და გახელებული ვნებით და წუთისოფლის საქმეებს ეკრობიან" (Святитель Иоанн Златоуст. Семь слов о Лазаре. Слово 7. http://azbyka.ru/otechnik/ Ioann_Zlatoust/o_lazare/#1_7).

ღირ. აბბა ისაია გვასწავლის: "გართობა (გახარჯვა გართობასა და სიამტკბილობაზე) შობს ვნებებს... გართობათა მოძულება სულიერი ღვაწლია... გართობათადმი სიყვარული კი სულის დაცემა..." (Преподобный Исаия Отшельник. Слово 16. О радости, бывающей в душе, желающей работать Богу. «Добротолюбие». Т. 1. http://azbyka.ru/otechnik/prochee/dobrotoljubie_tom_1/32).

"თუ ასპარეზზე გსურს გასვლა, - გვარიგებს იოანე ოქროპირი, - უმჯობესია ეს სულიერ სარბიელზე გააკეთო" (Святитель Иоанн Златоуст. Слово о цирке. http://azbyka.ru/otechnik/ Ioann_Zlatoust/Spuria/o_cirke). "ეშმაკთა რბოლის" წინააღმდეგ წმიდა მამა გვთავაზობს ქრისტიანულ "სათნოებათა რბოლას": ვნების წინააღმდეგ - სათნო განსჯას, ძალის წინააღმდეგ - მოთმინებას, სიძვის წინააღმდეგ - უბიწოებას, სიხარბის წინააღმდეგ - მოწყალებას, სიცრუის წინააღმდეგ - სიმართლეს, მრისხანების წინააღმდეგ - მორჩილებას და სიყვარულს და ა. შ. ანუ, ყოველ ბოროტ საქმეს, გვასწავლის წმიდა მამა, უნდა დავუპირისპიროთ სიმართლე და მაცხოვნებელი რწმენა.


კანონიკური დადგენილებები და ეკლესიის გადმოცემა ცხენთა რბოლის შესახებ

წმ. იპოლიტე რომაელის "მოციქულთა გადმოცემაში" ცხენთა რბოლის შესახებ ნათქვამია: "ცხენოსანმა მხედარმა, რომელიც საჯარო შეჯიბრებაზე მიდის, ან შეწყვიტოს ეს საქმიანობა ან განიკვეთოს" (Священномученик Ипполит Римский. Апостольское предание. Глава 16. О делах и занятиях http://azbyka.ru/otechnik/Ippolit_Rimskij/Apostolskoe_predanie).

ჩვენ უკვე ვწერდით, რომ ყველაზე ძველი კრებითი განსაზღვრება, რომელიც მიმარტულია ეტლთა შეჯიბრის წინააღმდეგ, მიღებულ იყო ელვირის 306 წლის კრებაზე. ამ კრების 62-ე კანონში ნათქვამია: "სანამ ქრისტიანები გახდებოდნენ, ეტლით მრბოლელებმა ან პანტომიმის მსახიობებმა ჯერ უარი უნდა თქვან თავიანთ პროფესიაზე და პირობა დადონ, რომ მეტად აღარ დაუბრუნდებიან მას. თუკი არ დაიცავენ ამ პირობას, დე განიკვეთონ ეკლესიიდან" (The Council of Elvira, са 306).

314 წელს არელატის კრებამ მე-4 კანონით დაადასტურა აკრძალვა, რომელიც ქრისტიანებს უფლებას არ აძლევს იყვნენ მეეტლეები იპოდრომზე (იხ. В 314 году Арелатский Собор в 4-м правиле подтвердил запрещение христианам быть возницами на ипподроме (См.: «Арелатские Соборы» // «Православная энциклопедия». http://www.pravenc.ru/ text/75892.html).

კართაგენის 419 წლის კრების 72 (61)-ე  კანონი განაწესებს: "საჭიროა ვთხოვოთ (საერო ხელისუფალთ), რომ სანახაობები, სათეატრო მასკარადები კვირა დღეებში და ქრისტიანული სარწმუნოების სხვა ბრწყინვალე დღეებში ნუ აღესრულება, რადგან ვხედავთ, რომ აღდგომის წინა რვა დღეს ცხენთა შეჯიბრებებზე უფრო მეტი ხალხი იკრიბება, ვიდრე ეკლესიაში. ამისთვის სანახაობებს უნდა ჰქონდეთ დაწესებული სხვა დღეები, რატა ზოგი ქრისტიანი არ გახდეს იძულებული, მივიდეს სანახაობაზე დასასწრებად" (დიდი სჯულისკანონი. კართაგენის ადგილობრივი კრების კანონები. იხ. საქ. საეკლ. კალენდარი. 1987 წ. გვ. 262. იხ. ასევე: Правила святого Поместного Собора Карфагенского. Правило 72. http://azbyka.ru/otechnik/Nikodim_Milash/pravila-pomestnyh-soborov-s-tolkovanijami/#0_181).

ეს დადგენილება დუბლირებულია VI მსოფლიო კრების 66-ე განწესებაში: "ჩვენი ქრისტე ღმერთის აღდგომის წმინდა დღიდან ახალკვირამდე, მთელი შვიდეულის განმავლობაში მართლმორწმუნენი წმინდა ეკლესიაში განუწყვეტლივ უნდა იწვრთნებოდნენ ფსალმუნებით, გალობებითა და სასულიერო დიდებისმეტყველებით, ხარობდნენ და ზეიმობდნენ ქრისტესმიერ, საღვთო წერილს შეისმენდნენ და წმინდა ზიარებით ტკბებოდნენ, რამეთუ ამგვარად ქრისტესთან ერთად აღვდგებით და ავმაღლდებით, ამიტომ დასახელებულ დღეებში არ უნდა ჰქონდეს ადგილი ცხენების ჯირითს, ან სხვა რაიმე სახალხო სანახაობას" (კონსტანტინოპოლის VI მსოფლიო საეკლესიო კრების კანონები (ტრულის ან სხვაგვარად V-VI). http://library.church.ge/index.php?option=com_content&id=155:-vi-v-) იხ. ასევე: («Правила Святого Вселенского Шестого Собора, Константинопольского». Правило 66. С. 411).

VI მსოფლიო კრების 24-ე კანონის თანახმად, "არავის, სამღვდელო წოდების პირთაგან, არც მონაზონს, არა აქვს უფლება ცხენების ჯირითზე იაროს, ან სხვა სანახაობრივ თამაშებს დაესწროს; თუ ვინმე კლერიკოსთაგან ხმობილი იყოს ქორწილში, იგი, როგორც კი მაცდუნებელი თამაშები დაიწყება, ადგეს და განერიდოს იქაურობას, რადგან ასე ბრძანებს ჩვენთვის მამათა მოძღვრება, ხოლო მხილებული მსგავს ქმედებაში, დაცხრეს, არადა - განიკვეთოს" (იქვე. განწესება 24-ე).

VI საუკუნეში ბიზანტიელმა იმპერატორმა იუსტინიანე I-მა, რომელიც წმინდანთა დასშია შერაცხილი, გამოსცა კანონი (117-ე ნოველა), რომელშიც განქორწინების სხვა საპატიო მიზეზებთან ერთად მიუთითა შემდეგიც: "... თუკი ცოლი ქმრისგან მალულად დადიოდა ცხენთა რბოლაზე" («Правила Святых Апостолов». Правило 5. С. 627). ამ ნოველას იმოწმებს თეოდორ ბალსამონი მოციქულთა მე-5 კანონის განმარტებისას. შედეგად, ბიზანტიურ საზოგადოებაში მსგავს სანახაობებს მიიჩნევდნენ ბიწიერ, მანკიერ საქმიანობად.
სპორტული სანახაობა
სპორტული თამაშობანი

ჩვენს მიერ განხილულ ქრონოლოგიურ პერიოდში ყველაზე ცნობილ სპორტულ ღონისძიებებად მიიჩნეოდა ოლიმპიური თამაშები. ისინი ძველ საბერძნეთში გაჩნდა, როგორც წარმართული კულტის ნაწილი - მის გაჩენასთან დაკავშირებული ყველა ლეგენდა დაკავშირებულია ოლიმპოსის ბერძნულ ღვთაებებთან. შეჯირბების პირველ და უკანასკნელი დღეებს თან ახლდა მსხვერპლშეწირვები, რომლებითაც ათლეტები კერპთა მომადლიერებას ცდილობდნენ ან კიდევ ამგვარი ფორმით მადლობდნენ მათ გამარჯვებისთვის. ოლიმპიური თამაშობების მსგავსად ტარდებოდა სხვა შეჯიბრებებიც.

როგორც უკვე ითქვა, მრავალი სანახაობის წარმართული წარმომავლობის გამო ქრისტიანები უარს ამბობდნენ მათში მონაწილეობის მიღებას, რადგან ფაქტობრივად ამ თამაშობებს ყოველთვის თან ახლდა რიტუალური მისტერიები, - კერპთადმი მსხვერპლშეწირვები. ანტიკურ და რომაულ სპორტს ძველი ეკლესიის მამები და მოძღვრები კიცხავდნენ იმიტომ, რომ ამას სამარცხვინო, ფუჭ, არაფრის მომცემ საქმიანობად მიიჩნევდნენ, რომელსაც ადამიანი ზეციური დიდებიდან გადაჰყავდა ამაო, მიწიერ, წარმავალ პოპულარობამდე. გარდა ამისა, წარმართული შეჯიბრებები, მათი აზრით, ამახინჯებდნენ ღმრთის ხატს ადამიანებში და მათ სულებში ნერგავდნენ ისეთ ვნებებს, როგორიცაა ვერცხლისმოყვარება, დიდებისმოყვარება და სიამაყე.

ტერტულიანი ამის შესახებ წერდა: "შენ მეტყვი, რომ წერილში ნახსენებია სტადიონი (1 კორინთ. 9:24). დიახ, ეს სიმართლეა, მაგრამ სიმართლეა ისიც, რომ შეუძლებელია სინდისის ქენჯნის გარეშე უყურო იმას, რაც იქ ხდება: კრივი, ხელჩართული ბრძოლები, ფეხებით გაქელვანი, სილის გაწვნები და სხვადასხვაგვარი შფოთი თუ არეულობანი, რომლებიც აუსახურებენ ღმრთის ხატად შექმნილი ადამიანის სახეს. შენ არ მოიწონებს უგუნურ სირბილს, ხტომებს, ბადროსა და შუბის ტყორცნას, ვარჯიშებს სხეულის უზომო განვითარებას (ე. წ. "კულტურიზმი" – "აპოკ." რედ.), რომელიც არღვევს ღმრთისგან დაწესებულ პროპორციებს; შენ არ მოგეწონებიან ათლეტები, რომლებიც ბერძნული ფუჭი მეცნიერების წესებით არიან გამოკვებილნი. და, საერთოდ, შერკინება (ჭიდაობა) - სატანის გამოგონებაა: მან ის დაიწყო იმ დროიდან, როდესაც თავისი მზაკვარებით დაამხო ჩვენი პირველწინაპარნი. მოჭიდავეთა მოძრაობები - სხვა არაფერია, თუ არა დასხლტომა, რომელიც ძლიერ წააგავს ჯოჯოხეთის გველის კლაკვნას. ისინი ჯერ შეეჭიდებიან ერთმანეთს, რათა შეაჩერონ ერთმანეთი, იხრებიან, რათა შეიპყრონ მოწინააღმდეგე, და ცდილობენ მეტოქის ხელიდან გასრიალებას, რათა დაუსხლტნენ. გვირგვინთა და ჯილდოთაგან არანაირია სარგებელი; მაშ, ღირს კი ეძებო სიამოვნება ამგვარ ჯილდოთაგან? (Тертуллиан. О зрелищах. Гл. 18 [Электронный ресурс] // «The Tertullian Project»: Коллекция античных и современных материалов о ранне-христианском писателе Тертуллиане и его работах. URL: http://www.tertullian.org/russian/de_spectaculis_ rus.htm (дата обращения: 03.01.2015)).

შემდეგ ტერტულიანე აღნიშნავს, რომ პაექრობები ბადებენ ვნებებს, რომლებიც შეუფერებელია ქრისტიანთათვის: "პაექრობებს მოსდევს დავა, კინკლაობა, მრისხანება, განცოფება, წუხილი და სხვა ვნებები, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო ჩვენი რელიგიის მოვალეობებთან" (Там же. Гл. 15).

წმიდა კვიპრიანე კართაგენელი, აღნიშნავს რა ამგვარი თამაშების სახელგატეხილობას, განმარტავს: "რამდენი სირცხვილია თვით შეჯიბრებებში? მამაკაცი მამაკაცის ქვეშ წვება და უსირცხვილოდ ჩახუტებია და ჩასჭიდებია მეორე მამაკაცს. ხალხი კი აკვირდება, ვინ გაიმარჯვებს: უპირველეს ყოვლისა კი დამარცხებულია არა სირცხვილი. აგერ ერთი ტიტველი როკავს შენს წინაშე, მეორე მთელი ღონით ასტყორცნის ზემოთ სპილენძის ბურთს: ეს დიდება არ არის, ეს სირცხვილია! მოაშორე მაყურებელი ამ სანახაობას და მიიღებ ოდენ სიცარიელეს. ამიტომაც, მორწმუნე ქრისტიანები, როგორც არაერთხელ მითქვამს, უნდა გაურბოდნენ ამ ესოდენ ფუჭ, უკეთურ და წარმწყმედელ სანახაობებს; საჭიროა დავიცვათ მათგან ჩვენი მხედველობა და სმენა" (Святитель Киприан Карфагенский. Книга о зрелищах [Электронный ресурс] // Православная библиотека портала Азбука.ру. URL: http://azbyka.ru/otechnik/ Kiprian_Karfagenskij/kniga-o-zrelishhax (дата обращения: 23.01.2015)).

ღირ. ისიდორე პელუსიელი თავის სეხნია დიაკვან ისიდორეს წერს, რომ ქრისტიანული გამარჯვება არსებითად განსხვავდება წარმართულისგან. "ცუდ საქმეში გამარჯვება, - ნათქვამია წერილში, - ერთ-ერთი სატანური ჩვეულებაა. ამიტომაც აგვირგვინებენ ამგვარად მოასპარეზეთ სატანის საპატივცემოდ ოლიმპიურ შეჯიბებებში. მაშინ როდესაც, ქრისტეს სარბიელზე გვირგვინთა მიღების კანონი სრულიად ამის საწინააღმდეგოა. რამეთუ აქ დაწესებულია შეურაცხყოფის მიმღებთა და არა მიმყენებელთა დაჯილდოვება, ასე რომ, არა მარტო გამარჯვებაშია დიადი სასწაული, არამედ გამარჯვების მეთოდშიც. როდესაც ის, რაც ადამიანებში გამარჯვებად მიიჩნევა, წარმოშობს დამარცხებას, მაშინ სამართლიანად გვწამს, რომ აქ არის ღვთაებრივი ძალა, ზეციური ასპარეზი, ანგელოზთა სიხარული" (Преподобный Исидор Пелусиот. Творения. Письмо 669. Диакону Исидору [Электронный ресурс] // Православный портал Предание.ру. URL: http://predanie.ru/ isidor-pelusiot-prepodobnyy/book/69060-isidor-pelusiot-tvoreniya/ (дата обращения: 08.05.2015)).

წმ. იოანე ოქროპირის ქვემოთმოტანილ ტექსტში, ისევე როგორც ისიდორე პელუსიელის ციტატაში, ვხვდებით თანამედროვე ცნობიერებისთვის უჩვეულო აზრს იმის შესახებ, რომ სპორტულ სანახაობებში ზეიმობს ეშმაკი: "ვერ ხედავთ განა, როგორი წესრიგი სუფევს ოლიმპიურ თამაშებში, როდესაც გამკარგულებელი, გრძელ ტანისამოსში, კვერთხით ხელში და გვირგვინმოსილი  ჩაივლის მოედანზე, ხოლო მაუწყებელი გამოაცხადებს, რათა სიჩუმე იყოს და გაგონება? განა უაზრო არ არის, რომ იქ, სადაც ზეიმობს ეშმაკი, ასეთი სიმშვიდე და სიჩუმე დგება, ხოლო იქ, სადაც ქრისტე მოგვიწოდებს თავისკენ, დიდი ხმაურია და არგაგონება?" (Святитель Иоанн Златоуст. Похвальные беседы на праздники Господни и святых. Слово в день Богоявления [Электронный ресурс] // Православная библиотека портала Азбука.ру. URL: http://azbyka.ru/otechnik/Ioann_Zlatoust/prazdniki/2 (дата обращения: 14.05.2015)).

ზემოთნათქვამის გამო იმპერატორმა თეოდოსი I დიდმა 392 წელს "გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც წარმართული ღვთაებებისადმი ნებისმიერი მსახურება დანაშაულად იყო აღიარებული. მის დროსვე, 394 წელს გაუქმნდა წარმართული ოლიმპიური თამაშებიც" («Феодосий I Великий» [Электронный ресурс] // Открытая православная энциклопедия «Древо». URL: http://drevo-info.ru/articles/1296.html (дата обращения: 14.05.2015)).

რაც შეეხება ფიზიკურ კულტურას, როგორც ცნობილია, ძველი ეკლესიის ერთ-ერთი მასწავლებელი კლიმენტი ალექსანდრიელი იწონებდა ამ საქმიანობას, ოღონდ გარკვეული დაშვებებით. თავის წიგნში "პედაგოგი" ის ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ "სატანვარჯიშო სკოლებში სიარული ცხოვრების გონივრულ წესს ეკუთვნის" (Климент Александрийский. Педагог. Кн. 3. Гл. 10. О том, что посещение гимнастических школ относится к разумному образу жизни [Электронный ресурс] // Православная библиотека портала Азбука.ру. URL: http://azbyka.ru/otechnik/ Kliment_Aleksandrijskij/pedagog/3_10 (дата обращения: 18.05.2015)).

თუკი სპორტით დასაქმება ხელს არ უშლის უფრო მნიშვნელოვან საქმეს, თუკი ეს ზიანს არ აყენებს მოყვასს, მამაკაცებმა თავი არ უნდა აარიდონ სხეულის გაკაჟებას, თუმცა, ძველი აპოლოგეტის აზრით, ყოველგვარ სპორტულ ვარჯიშზე უკეთესია ფიზიკური შრომა. ქალთათვის, კლიმენტი ალექსანდრიელის აზრით, კეთილსახოვანია სხვა სახის სხეულებრივი ვარჯიშები - ყოველგვარი საქმიანობა სამზარეულოში და სახლში, ასევე მეუღლესა და შვილებზე მზრუნველობა" (Там же).
აზარტული თამაშობანი
აზარტული თამაშები

ძველი ეკლესია დიდი წუხილით უმზერდა მისი ზოგიერთი წევრის მიდრეკილებას ქრისტიანისთვის ისეთი შეუფერებელი საქმიანობისადმი, როგორიც აზარტული თამაშებია, და ყოველთვის ცდილობდა ამ ბოროტი სნეულების განკურნებას.

ღირ. ეფრემ ასურელი გულისწუხილით ამბობდა: "ვაი მათ, რომლებიც სინანულისთვის მიცემულ დროს ფლანგავენ და სიცილ-ხარხარში ატარებენ! გამოითხოვენ ისინი დროს, რომელიც გაფლანგეს და ვერ იპოვიან. ვაი მათ ვინც კამათელს აგორებს, რადგან საკუთარ თავს ქრისტეს სისხლს განაშორებს! ვაი ყველას, ვინც იმ საშინელ დღეს ქრისტეს მარცხენა მხარეს აღმოჩნდება და მოისმენს: "წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული" (მათე 25:41) (Преподобный Ефрем Сирин. Творения. О покаянии, о будущем суде, об удалении от обращения с женщинами и о роскошной жизни // «Библиотека православной литературы». http://orthodox.ru/lsn/0464.php).

წმ. ბასილი დიდი აზარტული თამაშებით გატაცებაში დემონის გავლენას ხედავს: "თუ გაგიშვებთ და ამ კრებულს დავშლი, ზოგი კამათლების სათამაშოდ წავა, სადაც ფიცი, ფიცხი კამათი და ანგარებისმოყვარეობის სალმობანია. იქ დგას ეშმაკი, რომელიც წერტილებიანი ძვლებით სიცოფეს აღაგზნებს და ერთი და იგივე ფული ხან ამ მხარეს და ხან იმ მხარეს გადააქვს; ახლა რომ ერთს გამარჯვებით აღზევებს, მეორეს მწუხარებაში აგდებს, მერე ამ მეორეს წარმოაჩენს ამაყად და პირველს შეარცხვენს. რა სარგებლობას მოგვიტანს ხორციელი მარხვა, თუკი სული ათასგვარი ბოროტებითაა სავსე?" (Святитель Василий Великий. Беседы на Шестоднев. Беседа 8. О птицах // Православная библиотека портала Азбука.ру. http://azbyka.ru/otechnik/?Vasilij_Velikij/besedy_na_shestodnev=4) (ქართულად: http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=521)

წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს იმის შესახებ, რომ "კამათლის თამაში ბევრს დანაშაულად არ მიაჩნია, მაგრამ ყოველივე ამას ცხოვრებაში მრავალი ბოროტება მოაქვს" (Святитель Иоанн Златоуст. Беседы о статуях. Беседа 15 // Православная библиотека портала Азбука.ру. http://azbyka.ru/otechnik/ Ioann_Zlatoust/statues/15). შემდეგ ის განმარტავს: "თამაშებისადმი სიყვარული ხშირად ხდება ბილწსიტყვაობის, დანაკლისის, მრისხანების, ჩხუბისა და ათასი სხვა, კიდევ უფრო მძიმე, ბოროტების მიზეზი. მაშ, გავექცეთ არა მარტო ცოდვებს, არამედ იმასაც, რაც, თითქოსდა უმნიშვნელოდ გვიჩნს, მაგრამ ნელ-ნელა გვითრევს ამ ცოდვებში" (იქვე).


საეკლესიო განწესებები აზართულ თამაშობებზე

მართლმადიდებლური ეკლესიის კანონებში არის დადგენილებები, რომლებიც მიმართულია აზარტული თამაშების წინააღმდეგ. ჯერ კიდევ "წმიდა მოციქულთა კანონებში" ვხვდებით აზარტული თამაშებით გატაცებისა და ღვინის ბოროტად გამოყენების აკრძალვას. 42-ე კანონში ნათქვამია: "ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც თამაშსა და მემთვრალეობას მიეცა, - დაცხრეს, თუ არადა განიკვეთოს". 43-ე კანონი აგრძელებს ამ თემას: "იპოდიაკონი, წიგნისმკითხველი (მედავითნე) ან მგალობელი, რომელიც იმავე ცოდვას სჩადის, რაც წინა კანონშია დასახელებული, დაცხრეს, თუ არადა განყენებულ იქნეს ზიარებიდან. იგივე ეხებათ ერისკაცებსაც" (Священноисповедник Никодим (Милаш). Правила Святых Апостолов и Вселенских Соборов с толкованиями. Правила 42, 43 // Православная библиотека портала Азбука.ру. http://azbyka.ru/otechnik/Nikodim_Milash/pravilasvjatyh-apostolov-i-vselenskih-soborov-s-tolkovanijami/43) (ქართული წყარო: http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=146%3A-85-&catid=34%3A2009-12-29-11-31-18&Itemid=59&lang=ka

VI მსოფლიო კრების 50-ე კანონი იმეორებს მოციქულთა 42-ე და 43-ე კანონებს. ის ასევე უკრძალავს ერისკაცთ და მითუმეტეს კლერიკოსებს აზარტული თამაშებით თავის შექცევას: "ნურც ერისკაცი, ნურც კლერიკოსი ამიერიდან საძრახის თამაშებს ნუ მიეცემა; ხოლო მხილებული ასეთ საქმეში: კლერიკოსი დასიდან განიკვეთოს, ერისკაცი კი უზიარებელ იქნეს" («Правила Святого Вселенского Шестого Собора, Константинопольского». Правило 50. С. 371).


დასკვნა

მოცემულ სტატიაში ჩვენ გადმოვეცით ძველი ეკლესიის მხოლოდ რამოდენიმე წმიდა მამის შეხედულება სანახაობებზე და სხვა გართობებზე. ჩვენს ნაშრომში ამ საკითხთან დაკავშირებით სულ განვიხილეთ ოცი წმიდა მამისა და ეკლესიის მოძღვრის 60 ნაშრომი, რომელთა შორის არიან: წმ. კვიპრიანე კართაგენელი (†258), ღირ ეფრემ ასურელი (†373), წმ. ბასილი დიდი (†379), წმ. ამბროსი მედიოლანელი (†397), წმ. იოანე ოქროპირი (†407), ნეტ. ავრელიუს ავგუსტინე (†430), ღირ. ისიდორე პელუსიელი (†435), ღირ. ისაია განდეგილი (†V-VI ს.), წმ. გრიგოლ დიალოგოსი (†604) და სხვა მამები.

დავეფუძნეთ რა წყაროთა ფართო წრეს, შევძელით გადმოგვეცა ეკლესიის III-VII საუკუნეებში ჩამოყალიბებული პოზიცია ხსენებული გართობებისა და სხვა სანახაობებისადმი, თუნდაც ისეთებისადმი, როგორებიც იყო: გლადიატორთა ბრძოლები, თეატრალური წარმოდგენები, დოღი, სპორტული შეჯიბრებები, საშინაო წვეულებები და აზარტული თამაშები. წმიდა მამათა და ეკლესიის მოძღვართა გამონათქვამების სისტემატიზაციამ შესაძლებლობა მოგვცა, ჯერ-ერთი, გამოგვევლინა მათი შეხედულებების თანხვედრა მოცემულ საკითხზე, და მეორე ის, რომ წმიდა მამები ბევრად უფრო მეტს ლაპარაკობენ არა ამ გართობათა წარმართულ ბუნებაზე, არამედ იმაზე, რომ ისინი შეუთავსებელია სახარებისეული ცხოვრების სიმკაცრესთან. კრებით განწესებებში და წმიდა მამათა თხზულებებში იმხილება არა საკუთრივ თეატრალური ხელოვნება და სპორტი, საქორწილო წვეულება ან რაიმე დღესასწაული, არამედ ის ცოდვილი ვნებები, რომლებსაც იწვევენ ამგვარი გართობები და სანახაობები.

წმიდა მამების სწავლებით, გართობა-სანახაობანი ჰკვებავენ ადამიანის დაცემული ბუნების სამ უმთავრეს ვნებას: ხორციელ ვნებას, მხედველობით ვნებას და ცხოვრებისეულ სიამაყეს. წმიდა მამები აჩვენებენ, თუ როგორ ხდება სხვადასხვა გართობა ფუჭმეტყველების, ბილწსიტყვაობის, სიძვა-მრუშობის, სიცილ-ხარხარის, ვერცხლისმოყვარეობის, მრისხანების, წუხილის, სიამაყის, ამპარტავნების და სხვა ვნებათა საფუძველი. ამ ვნებათა აღმოცენებასთან არის დაკავშირებული რწმენის დაკარგვა ადამიანებში, ლოცვითი ღვაწლის შემცირება, ღმერთის მივიწყება და სხვა, სულის ცხონებისთვის მნიშვნელოვანი სათნოებების დაკნინება. ვნებიანი სანახაობების ნაცვლად წმიდა მამები ქრისტიანებს ურჩევენ დასვენების დროს წაიკითხონ სულისთვის სასარგებლო წიგნები, გავიდნენ ბუნებაში, მოაწყონ მოკრძალებული საღამოები მეგობრებთან ან შინაურ წრეში.

ეკლესიის წმიდა მამები და მოძღვრები ყოველთვის ზრუნავდნენ ადამიანთა ცხონებაზე, და ყოველთვის შეახსენებდნენ ქრისტიანთ, რომ არ უნდა გადავიდნენ გართობათა ფართო გზაზე, არამედ იცხოვრონ სახარებისეული პრინციპებითს. ჩვენთვის ყოველთვის ჭკუის სასწავლი და სანიმუშო იქნება ეკლესიის წმიდა მამათა და მოძღვართა ბრძოლა ქრისტიანული ზნეობისთვის.
Назад к содержимому