ხელოვნება - სატანური მოდის ჩვენება ტაძარში ლონდონის მოდის კვირეულზე - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

შავი მესა:

სატანური მოდის ჩვენება ტაძარში ლონდონის მოდის კვირეულზე

სატანური მოდა

დიზაინერმა Dilara Findikoglu-მ ლონდონის მოდის კვირეულზე წარმოადგინა თავისი კოლექცია გაზაფხული-ზაფხული 2018, და ეს იყო, არც მეტი არც ნაკლები, ნამდვილი სატანური "შავი მესა". მართლაც, ღონისძიება ჩატარდა ლონდონში წმ. ანდრია მოციქულის სახელობის ტაძარში და მოიცავდა ძლიერ ოკულტურ და სატანურ სიმბოლიკას. მოკლედ რომ ვთქვათ, ღონისძიებამ უკვე დაუფარავად შეაჯამა ყოველივე, რაც სინამდვილეში ხდება მოდის სამყაროში.

მართალია Dilara Findikoglu "მოდის სამყაროს მეამბოხედ" ითვლება, ის მაინც სრულიად შეესაბამება ამ დარგის ფილოსოფიას. ის მეამბოხე კი არ არის, არამედ აკეთებს იმას, რასაც მისგან ელიან "ელიტარული" ბოსები.

ამავე მიზეზით, ისეთი სახელგანთქმული პიროვნებები, როგორიც არიან Rihanna, FKA Twigs და Grimes, ატარებენ Findikoglu-ს ნაწარმებს.




პოდიუმზე გამოდის Brooke Candy. ამ ღონისძიებისთვის ოკულტურ ტაძრად, უფრო სწორად მასონურ ლოჟად გადააქციეს.


ფონი - ეს, ძირითადად, მასონური სახეების ნარევია. ყოველი მხრიდან განთავსებულია მასონური ორმაგი ბოძები. ბოძებს შორის იმყოფება ასო G შიგნით ვხედავთ გადმობრუნებულ პენტაგრამას. მის ქვეშ ყოვლისმხედველი თვალია, რომელიც ჰექსაგრამაშია მოთავსებული. იქვეა მასონური კვადრატი და კომპასი. ამ მასონურ ნაზავს ამთავრებს პოდიუმი, რომელიც მასონური ჭადრაკული რიგით არის მოხატული. შედარებისთვის - ნახეთ კლასიკური მასონური სურათი.



ამ ძლიერ ოკულუტურ კონტექსტში, მოდელები ჩაცმულნი და მორთულნი იყვნენ უამრავი ოკულტურ-მასონური სიმბოლოებით. რა თქმა უნდა, ეს უნდა შეხამებოდა დღის მიმდინარე წესრიგს: ანდროგინულობა და გენდერული როლების აღრევა.




ეს მოდელი ჩაცმულია პატარძლის კაბაში, კომპლექტში შედის თეთრი ვუალი. მის სახეზე კი გამოსახულია სიგილიუმი (ლათ. Sigillum)


სიგილიუმი - ეს არის სიმბოლო (ან რამოდენიმე კონკრეტული სიმბოლოებისა თუ გეომეტრიული ფიგურების კომბინაცია), რომელიც ფლობს მაგიურ ძალას. სიგილიუმებს, სულების ან დემონების გამოსაწვევად და სამართავად ფართოდ იყენებდნენ მოგვები, ალქიმიკოსები და შუასაუკუნეების სხვა "მეცნიერები". ამგვარად, სიგილიუმი ეშმაკის გამოსაძახებელი ფორმულებით და სახელებით არცთუ მცირედ როლს თამაშობდა გრიმუარში. ყველაზე ცნობილი სიგილიუმები წარმოდგენილია მაგიურ და ალქიმიურ წიგნებში (ძირითადად დემონოლოგიაში): "მეფე სოლომონის მცირე გასაღები", "მოსეს მე-6 და მე-7 წიგნის ბეჭდები", "შავი და თეთრი მაგიის სიგილიუმები" და სხვა. თუმცა, ყველაზე ცნობილი სიგილიუმი არის პენტაგრამა. სიგილიუმებს ასევე იყენებდნენ სხვადასხვა საზოგადოებების ემბლემებად. არსებობს ლუციფერის, ბაფომეტის და სხვა დემონთა სიგილიუმები (ზოგჯერ ოკულტისტები თავიანთი შავი ზრახვების დასაფარად სიგილიუმებს წმიდა ანგელოზების სახელებსაც უწოდებენ, მაგალითად, არსებობს მთავარანგელოზ მიქაელის სიგილიუმი).




ლუციფერის სიგილიუმი


ამრიგად, სიგილიუმი ეს არის დაწერილი ან დახატული სიმბოლო, რომელიც მაგიურ ნიშნად მიიჩნევა. ზოგიერთი მკვლევარის აზრით სიგილიუმი თვით კონკრეტული დემონის ნიშანია ან ხელმოწერაა. სიგილიუმში დაშიფრულია სულების, დემონების და სხვა არსებების საიდუმლო სახელები. სიგილიუმები ფართოდ გამოიყენებოდა ცერემონიალურ მაგიაში სულების და დემონების გამოსაძახებლად. განსაკუთრებული სიგილიუმი მოდელის შუბლზე მოგვაგონებს ლუციფერის სიგილიუმს. კულონი, რომელიც შეიცავს ლუციფერის სიგილიუმს (ასევე ცნობილია, როგორც სატანის ბეჭედი).

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს მოდელი
არის "სატანის პატარძალი".



Violet Chachki დრაკონის წითელ მორთულობაში ... და ეშმაკის რქებით. და ეს ყველაფერი ხდება ეკლესიაში


ისტორიულად, შავი მესა - ეს არის რიტუალი, რომელსაც ტრადიციული ლათინური მესის ინვერსიას უწოდებენ. მესას ასრულებენ რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში, ხოლო შავ მესას - სატანურში. სატანური შავი მესა გამოირჩევა ქრისტეანული ობიექტების შებილწვაში სატანური მიზნით. ის ფაქტი, რომ მოდელები ეკლესიის შიგნით დასეირნობენ და თან ეშმაკის რქებს და სიგილიუმებს ატარებენ, სწორედ შავი მესის კონცეფციას მოგვაგონებს.




ეს მოდელი, რომელიც სატანის რქების წყვილით არის "დამშვენებული" ტაძარში საზეიმოდ მოაბიჯებს.
გარდა ამისა, ამ მოდელის სახეზეც სიგილიუმია გამოსახული



ამ მოდელის სახეზე დახატულია ჰორუსის დიდი თვალი.
ეს არის მინიშნება იმაზე, რომ მოვლენა (ტაძარში გამარტული მოდის ჩვენება) "ნაკურთხია" ოკულტური ელიტის მიერ




აქ ჩანს პანკ-როკის გავლენა. მაგრამ ძირითადად, ეს ისევ "ყოვლისმხედველი თვალის" გავლენაა
მარცხნივ - თავის ქალისა და ძვლების სიმბოლო - ეს ერთ-ერთი საიდუმლო საზოგადოების სიმბოლოა



საიდუმლო საზოგადოება "თავის ქალა და ძვლების" ადრინდელი ლოგოტიპი



ეს სამოსი დუალურობის ჰერმეტიკულ კონცეფციაზე მიანიშნებს (ისევე როგორც ჭადრაკული დაფის მსგავსი იატაკი)



ამ ბიჭ-ვამპირს სიგილიუმი გამოსახული აქვს შუბლზე. მის მოსასხამზე კი ვხედავთ დაცემულ ანგელოზს.
დაცემული ანგელოზების სიმბოლო უპირველეს ყოვლისა ლუციფერზე მიანიშნებს



ამ მოდელს აცვია რიტუალური წითელი კაბა დიდი პენტაგრამით, რომელიც მის სახეზეა გამოსახული.
მოდელების უმეტესობა მაგიურ ობიექტებად არიან ქცეულნი, თითქოსდა ისინი ერთი მაგიური რიტუალის ნაწილები არიანო.



ამ მოდელს, რომელსაც სახეზე გამოხატული აქვს გადმობრუნებული ჯვარი, გაშიშვლებული აქვს მარცხენა ფეხი და მარცხენა მკერდი.

გარდა ამისა, საკმაოდ ნიშანდობლივი ნივთი ჰკიდია მკერდზე. არაფერს გაგონებთ ეს ყველაფერი?



ეს არის მასონური ინიციაციის კანდიდატის ფოტოსურათი.
რიტუალის შემდეგ, მისი მარცხენა მკერდი და მარცხენა ფეხი გაშიშვლებულია, კისერზე კი ჰკიდია სახრჩობელას მარყუჟი



ამ ბიჭის პერანგზე რამოდენიმე გადმობრუნებული ჯვარია გამოსახული


მოდების ეს ჩვენება - იდეალური სახეა იმისა, თუ რას წარმოადგენს მოდის თანამედროვე ინდუსტრია. ლაპარაკია არა მარტო "ტანისამოსზე" ან "მოდაზე", ლაპარაკია რიტუალურ ღონისძიებებზე, რომელსაც უკვე არ მალავენ. მოდების ამგვარი ჩვენებები წარმოადგენენ ოკულუტური ელიტის სატანური აზროვნების ზეიმს.

როდესაც ისინი დადიან მაგიური სიგილიუმებით, ოკულტური სიმბოლოებით და სხვა რიტუალური რეკვიზიტებით, მოდელები უკვე წარმოადგენენ მაგიურად დამუხტულ საგნებს, და მოდების ამ "ჩვენებას", რომელიც ეკლესიის შიგნით იმართება, მაღალი მაგიური ძალის მქონე სატანურ რიტუალად აქცევენ.

წყარო: https://vigilantcitizen.com/latestnews/satanic-fashion-show-inside-church-london-fashion-week

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню