ხელოვნება - თანამედროვე მულტფილმები უკვე ღიად უწევენ პროპაგანდას ჰომოსექსუალიზმს - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

თანამედროვე მულტფილმები უკვე ღიად უწევენ პროპაგანდას ჰომოსექსუალიზმს


საბავშვო მულტფილმები

ამ თემაზე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს ყოველი მშობელი, თუკი მას სურს თავისი შვილი ემოციურად და ზნეობრივად ჯანსაღი გაზარდოს. ტრადიციული ოჯახის დანგრევაში და სექსუალური გადახრების ნორმალიზაციასა და პოპულარიზაციაში უდიდესი როლი ეთმობა საბავშვო მულტი და კინო პროდუქციას.

თანამედროვე მულტსერიალები რომ განვიხილოთ, მათში დავინახავთ, თუ როგორ შლიან ზღვარს სქესობრივ იდენტობას შორის: მამაკაცური პერსონაჟები ნაჩვენებია, როგორც "სუსტი სქესი", მათში გამოკვეთილია აშკარად ქალური თვისებები, ქცევითი რეაქციები, გატაცებები, ხოლო ქალთა პერსონაჟებ
ს ახასიათებთ მამაკაცური თვისებები.

ასე, მაგალითად, პოპულარულ მულტსერიალში "ვინქსის კლუბი", მულტფილმში "მინიონები", თანამედროვე რუსულ სრულმეტრაჟიან მულტფილმებში "ალენა პოპოვიჩი და გველი ტუგარინი", "დობრინია ნიკიტიჩი და ზმეი გორინიჩი", "ილია მურომელი და ყაჩაღი ბულბული" და სხვა მუტლფილმები, მათში ჩვენ ვხედავთ ქალის პერსონაჟებს, რომლებიც ფლობენ ლიდერულ თვისებებს, დამოუკიდებლობას, გამბედაობას, მიდრეკილებას რისკისა და აქტიური მოქმედებებისადმი, ზოგჯერ ფიზიკურად მამაკაცებსაც კი არ ჩამოუვარდებიან. მამაკაცური პერსონაჟები კი წარმოჩენილნი არიან, როგორც "სუსტი სქესი".

მულტფილმში "ალენუშკას და ერიომას თავგადასავალი", ერიომა მგრძნობიარე შეყვარებულია, ხოლო მულტფილმში "დობრინია ნიკიტიჩი და ზმეი გორინიჩი" ელისეი წარმოდგენილია, როგორც სუსტი ნებისყოფის მქონე და მშიშარა. ხშირად მულტფილმებში შეტანილია ოჯახის ნეგატიური სახე. მაგალიტდ, მულტსერიალში "ბარბოსკინები" ჩვენ ვხედავთ სრულ ოჯახს, მაგრამ ოჯახის წევრებს სულაც არ ადარდებთ ერთმანეთი, ბავშვებს შორის ურთიერთობა კი აგებულია პრინციპზე "შენ მე - მე კი შენ", როგორც იტყვიან, არაფერი პირადული. პოპულარულ მულტფილმ "სმეშაკრიკებს" ("სასაცილო ბურთულები") თუ ვნახავთ, შევამჩნევთ, რომ მასში ბავშვები არიან მოზრდილები, ოჯახები კი - არ არსებობენ.

არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მხოლოდ მულტფილმია, და მისი ნახვით ცუდი არაფერიმოხდება. გვსურს თუ არა ეს, ყოველი მულტფილმი ბავშვისთვის თავისებური გზავნილის მიმწოდებელია. ბავშვები, თავისი ასაკობრივი თავისებურებების ძალით, ყველაზე დამოკიდებულნი არიან მიღებულ შეტყობინებებზე. ისინი ისრუტავენ ყველაფერს, რაც მათზე ეკრანიდან და ტელევიზორიდან მოქმედებს. ბავშვი თავს აიგივებს საყვარელ პერსონაჟებთან და ქვეცნობიერად იმახსოვრებს ქცევის მათეულ მოდელს.

მომავალში ის საპირისპირო სქესთან თავის ურთიერთობას ააგებს ბავშვობის შთაბეჭდილებებიდან გამომდინარე, თანაც შეუგნებლად. ოჯახის ნეგატიური სახე ბავშვებში ნერგავს აზრს იმის შესახებ, რომ ოჯახი - ეს მძიმეა, ოჯახი - ეს დავა და გაუთავებელი კამათია, ბავშვები - ეს ცუდია. პრაქტიკულად მთელი საბავშვო, საყმაწვილო კინოპროდუქცია ავრცელებს აზრს, რომ ოჯახი შექმნა არ არის საჭირო.

ჰომოსექსუალისტური გადახრების ქადაგება ბავშვებს შორის ყოველწლიურად სულ უფრო ღია და დაუფარავი ხდება. თუ განვიხილავთ ისეთ მულტფილმებს, როგორიც ჩვენს ეკრანებზე გამოჩნდა 2000-იან წლებში, მაგალითად, როგორებიცაა "ღრუბელი ბობი კვადრატული შარვალი", "გრიფინები", "ფუტურამა" და სხვა, მათში უკვე არსებობდა მეტ-ნაკლებად გამოხატული ჰომოსექსუალური და ტრანსგენდერული მიდრეკილებები.

დღეს Disney აქტიურად არის დაკავებული ლგბტ-ღირებულებების პოლიტიკით და მონაწილეობს მის გავრცელებაში. Disney ცდილობს ყოველივე ამის ბავშვთა ცნობიერებამდე მიტანას. 2017 წლის თებერვალში დისნეის მულტსერიალის "ვარსკვლავური პრინცესა და ბოროტების ძალები" ახალ ეპიზოდში ნაჩვენები იყო როგორ კოცნიდა ერთმანეთს ერთსქესიანი წყვილი. ხოლო 2017 წლის აგვისტოში Walt Disney-იმ გამოუშვა მულტიპლიკაციური შოუ ბავშვებისთვის სახელწოდებით Doc McStuffins. ეს სერია იწოდება "გეგმა განსაკუთრებული შემთხვევებისთვის".

თითქოსდა კარგი იდეაა - გადასცე ბავშვებს ცოდნა უსაფრთხოების შესახებ. მაგრამ სიუჟეტის ცენტრშია ერთსქესოვანი ოჯახი, ორი დედა, რომლებიც ზრდიან ორ ბავშვს. კრის ნი, საბავშვო შოუს ავტორი და აღმასრულებელი პროდიუსერი, არ მალავს, რომ ისინი ეწევიან პოლიტიკას, და დიდი ხანია ოცნებობდნენ gay-სერიალის შექმნაზე.

2017 წლის ოქტომბერში დაიწყო საყმაწვილო სერიალი "Andi Mack", რომელშიც უნდა გამოჩნდეს გეი-პერსონაჟი. ამ სერიალის მაყურებლის საშუალო ასაკი - 10 წელია. ის, რომ საბავშვო მულტი და კინოპროდუქცია ქადაგებს ოჯახის ნეგატიურ სახეს და პროპაგანდას უწევს ჰომოსექსუალიზმს, საკვირველი სულაც არ არის.

დასავლური ელიტის ნაწილი ღიად უჭერს მხარს ცხოვრების ჰომოსექსუალურ წესს და მის შესაბამის იდეოლოგიას: გენდერული პოლიტიკა (ბავშვი - უსქესო არსებაა, ერთსქესოვანი ქორწინებები, მამაკაცსა და დედაკაცს შორის განმასხვავებელი ზღვრის მოშლა და სხვა), იუვენალური იუსტიცია.

აქ გვუსრს ვახსენოთ მოსახლეობის რეგულირების "ჰუმანურ მეთოდებზეც": სექსუალური თავისუფლებისა და უსაფრთხო სექსის პროპაგანდა, მათ შორის სკოლის მოსწავლეთა შორისაც, სხვადასხვა სექსუალური გადახრები იქადაგება როგორც ნორმა, აბორტები. ყოველივე ამას უზრუნველყოფს იუვენალური იუსტიცია, ფემინისტებისა და ლგბტ-ს ბრძოლა თავიანთი უფლებებისთვის.

ჰომოსექსუალური ურთიერთობები, როგორც ნორმა და ტრადიციული ოჯახი შეუძლებელია არსებობდნენ ერთ საზოგადოებაში. თუნდაც იმიტომ, რომ ჰომოსექსუალიზმი თავისი ბუნებით უკიდურესად აგრესიულია.

2013 წელს ჟურნალისტმა მარია ჰესენმა ღიად განაცხადა, რომ გეების უფლებების დაცვის მოძრაობის მიზანს წარმოადგენა არა იმდენად ჰომოსექსუალურ წყვილთა იურიდიული თანასწორუფლებიანობა ჰეტეროსექსუალებთან, რამდენადაც ოჯახის, როგორც ასეთის ლიკვიდაცია. ქორწინების ინსტიტუტმა, მისი თქმით, არსებობა უნდა შეწყვიტოს. ამასთან ჰომოსექსუალიზმი მჭიდროდ არის დაკავშირებული პედოფილიასთან.

გეები და ფემინისტები მთელ მსოფლიოში ითხოვენ თანასწორუფლებიანობას, ამასთან მათთვის ერთადერთი სოციალურად მისაღები ქცევის მოდელად მიჩნეულია ჰომოსექსუალობა. ნებისმიერი საზოგადოება განწირულია დეგრადაციისთვის და ნგრევისთვის, თუ მასში არ დაიბადებიან და აღიზრდებიან ზნეობრივად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი ბავშვები. არადა, როგორ დაიბადებიან და აღიზრდებიან ისინი, თუ ტელევიზორის ეკრანებიდან ტრადიციული ოჯახის სახე ან ნეგატიურია ან საერთოდ არ არსებობს, ხოლო ჰომოსექსუალიზმი მოწოდებულია როგორც ნორმა?

დღეს უკვე ჩვენი ახალგაზრდების დიდი ნაწილისთვის ოჯახური ორიენტირები აღარ წარმოადგენენ მთავარ ღირებულებით კატეგორიას. ეს კი ერისთვის მომავალი კატასტროფის დასაწყისია.

წყარო: https://zen.yandex.ru/id/5a95b23f256d5c111c2b7753

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню