ხელოვნება - The Cranberries - Zombie - სიმღერის აზრი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > ხელოვნება

The Cranberries - Zombie

სიმღერის აზრი

დოლორეს ო'რიორდანი

"აპოკალიფსისის" რედაქციისგან: ამ სიმღერის დაწერის მიზეზი იმდენად ტრაგიკული და სულისშემძვრელია, რომ სტატიის წაკითხვის შემდეგ, მას ალბათ კაცი გაათმაგებული ემოციის გარეშე ვერ მოუსმენს. გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩვენც ბევრჯერ მოგვისმენია იგი... ვგრძნობდით მის აუწერელ სევდასა და ტრაგიზმს, მაგრამ ახლა, როცა ვიცით მისი დაწერის ნამდვილი მიზეზი, ემოციებიც უფრო გაძლიერდა. სწორედ ამიტომაც მოვათავსეთ ამ სიმღერის კლიპი სტატიის ბოლოში, რათა მკითხველმაც იგრძნოს ეს ემოცია... თანამედროვე ხელოვნებაში ყველაფერი როდია ცუდი. მართალია, ეს არ არის ქრისტიანული ჭეშმარიტების ქადაგების არც ფორმა და არც საშუალება, მაგრამ სიკეთის მარცვლები იქაც უნდა ამოვკრიფოთ, სადაც ქრისტიანობა ან ბჭუტავს ან საერთოდ განდევნილია. უნდა ამოვკრიფოთ იმიტომ, რომ მათ, ვინც ჩამოცილებულია ქრისტიანობას, ვაჩვენოთ, წუთისოფელი მარტო სიამტკბილობა როდია. ის ამავე დროს ტკივილი და ბოროტებაა, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ... და ჯგუფ The Cranberries-ის სიმღერა "Zombie" დასტურია იმისა, რომ ამგვარი ბრძოლის საჭიროება არაქრისტიანულ გარემოშიც გათვითცნობიერებულია... ვფიქრობთ ამგვარი პუბლიკაციები ბევრ ადამიანს დააფიქრებს და წააქეზებს სიკეთისკენ...  ეს იქნება ჩვენს საიტზე გამოქვეყნებული ამ და მსგავსი პუბლიკაციების მიზანიც.

Zombie ირლანდიური ჯგუფ  The Cranberries ყველაზე ცნობილი კომპოზიციაა, ის ცნობილია მათთვისაც კი, ვინც თავს დოლორეს ო'რიორდანის შემოქმედების თაყვანისმცემლადაც კი არ მიიჩნევს. სიმღერის ტექსტის წვდომის გარეშეც კი ადვილია მიხვდე, რომ სიმღერა ეძღვნება რომელიღაც ტრაგიკულ მოვლენას. სევდიან ისტორიას, რომელმაც შთააგონა დოლორესს შეექმნა ეს სიმღერა. სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ წინამდებარე სტატიაში.




The Cranberries Zombie. სიმღერის ისტორიული აზრი


სიმღერა Zombie ეძღვნება ინგლისისა და ირლანდიის შეიარაღებულ კონფლიქტს, უფრო ზუსტად, მის ერთ-ერთ ინციდენტს - ტერაქტს, რომელიც მოხდა 1993 წელს ინგლისის ქალაქ უორინგტონში. აფეთქდა ბომბი, რომელიც "ირლანდიის რესპუბლიკის არმიის" მებრძოლებმა ჩადეს, დაღუპულთა შორის იყო ორი ბავშვი - ჯონათან ბოლი და ტიმ პერი. დოლორეს ო'რიორდანმა უკანასკნელ ცნობებში იხილა ერთ-ერთი დაღუპული ბიჭუნას მშობელი, მწუხარებისგან გაოგნებული და განადგურებული დედა. სწორედ მაშინ გაჩნდა სიმღერა Zombie. დოლორეს ო'რიორდანი ბავშვების დაღუპვასა და დედების განადგურებულ გულებზე მღერის, რითაც უკვდავყო როგორც კონკრეტული, ასევე სხვა მსგავსი ტრაგედია, რომლებშიც უდანაშაულო მშვიდობიანი ადამიანები იღუპებიან.




ირლანდიელი ბავშვები დანგრეული შენობების სახურავებზე თამაშობენ


It
s the same old theme since 1916 ("ეს ისევ ის გაცვეთილი თემაა 1916 წლიდან"), - ნათქვამია სიმღერაში. ეს სტროფი მოგვაგონებს ისტორიულ მოვლენებს, რომლებიც წინ უძღოდა ტერაქტს. ირლანდიის ბრძოლა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობისთვის დაიწყო სწორედ 1916 წელს (სააღდგომო ამბოხი). სამი წლის შემდეგ ქვეყანამ შეძლო დამოუკიდებლობის მოპოვება, მაგრამ სამხედრო მოქმედებები არ შემწყდარა. უნდა ითქვას, რომ დოლორესი ამ შემთხვევამ ძლიერ შეძრა არა იმიტომ, რომ მასში ირლანდიელები მონაწილეობდნენ. მომღერალმა განაცხადა, რომ მას საერთოდ არ აღელვებს მოვლენის პოლიტიკური მხარე: ის აღაშფოთა იმან, რომ ვიღაცა ბედავს გადაწყვიტოს, თუ ვინ უნდა იცხოვროს და ვინ არა, ვინ უნდა დარჩეს ამქვეყანაზე და ვინ მოკვდეს; რომ ვიღაც ცდილობს თავისი პრობლემები უდანაშაულო ადამიანების ხოცვა-ჟლეტით მოაგვაროს.


ზომბი - ცენტრალური მეტაფორის აზრი


სიმღერის ცენტრალური სახე არის ზომბი. ამ სიტყვით დოლორესი აღნიშნავს ყველა მკვლელსა და ტერორისტს, და არა მარტო ირლანდიის რესპუბლიკანური არმიისას. მომღერლის აზრით, ეს ადამიანები ისეთივე უტვინო და უგულო არსებები არიან, როგორც ზომბები, ისინი ემორჩილებიან აბსტრაქტულ იდეებს, შეხედულებებს, ცხოვრობენ გუშინდელი ცხოვრებით. მათ არ ესმით, რომ მათი მსხვერპლი - ყველაზე ჩვეულებრივი და მშვიდობიანი ადამიანებია, რომლებსაც ჰყავთ მშობლები, ოჯახი, შვილები. ისინი ცდილობენ მიაღწიონ სამართლიანობას, მაგრამ ამას იქმან მხეცური მეთოდებით. ამიტომაც ისინი არიან ზომბები - ცოცხალ-მკვდარი მოსიარულე მკვლელები, რომლებიც ბრმად მისდევენ თავიანთი მცდარი შეხედულებების დოგმატებს.

The Cranberries-ის სიმღერის - Zombie - აზრი ეს არის მცდელობა ჩახედო აი ასეთი ზომბი-მკვლელის თავში.

What
s in your head, zombie? ("რა გაქვს თავში, ზომბი"?) - კითხულობს დოლორესი. და იქვე პასუხობს თავის შეკითხვას.

It
s not me, its not my family in your head ("არც მე და არც ჩემი ოჯახი არ არის შენს თავში") - ზომბი ვერ აცნობიერებს იმას, თუ სინამდვილეში ვინ არის მისი მსხვერპლი.

In your head they are fighting whith their tanks and their bombs and their bombs and their guns ("შენს თავში ისინი ომობენ, თავიანთ ტანკებთან და ბომბებთან, თავიანთ ბომებთან და იარაღთან"), - მრავალჯერადი განმეორება საშინელი სიტყვებისა " ბომები", "ტანკები", "იარაღი" ნგრევისა და მკვლელობის ატმოსფეროს ესკალაციას იწვევს. ეს არის სწორედ ის, რაც ხდება ტერორისტის ცნობიერებაში - განუწყვეტელი აფეთქებები და მათი სიკვდილი, ვისაც ისინი თავიანთ მტრებად მიიჩნევენ.




ვერცხლის საღებავებით მოთხვრილი ბავშვები ძალიან უბედურებად გამოიყურებიან


ახლა ორიოდ სიტყვით ვისაუბროთ თვით კლიპის შესახებაც. მასში გამოყენებულია სამხედრო ქრონიკის რეალური კადრები - ბრიტანელი ჯარისკაცების სროლები ოლსტერში და ადგილობრივი პატარების ცხოვრების მომენტები. თუმცა, ჯგუფის მონაწილეებს სურდათ კლიპში უფრო ზოგადი იდეა გადმოეცათ, და არ მიებათ იგი მხოლოდ ირლანდიის ბრძოლისთვის დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ. ამ იდეის განხორციელებას მათ მიაღწიეს კადრით, სადაც ვხედავთ დოლორესს პატარა ბავშვებთან ერთად.

დოლორესის სხეული დაფარულია ოქროთი, ხოლო პატარა ბიჭუნებისა - ვერცხლით, და ეს ძვირფასი საღებავების მონაცვლობა წარმოადგენს განყენებული სილამაზის სიმბოლოს - იმას, თუ რის დანახვას ისურვებდნენ ადამიანები ირგვლივ. მაგრამ ირლანდიის კადრები ქმნიან ამ მოოქროვილი ცხოვრების მკაფიო კონტრასტს - აი ის, სინამდვილე, ის, რისი დანახვაც არ გვსურს.

When the violence causes silence, we must be mistaken ("ძალადობა თუ სიჩუმეს ბადებს, მაშინ, როგორც ჩანს, ვცდებით") - ასკვნის დოლორესი.



The Cranberries და დოლორეს ო'რიორდანი


უნდა ითქვას, რომ ჯგუფ The Cranberries-ის მოწოდება შესმენილ იქნა. სიმღერა Zombie-ს გამოსვლიდან ძალიან მალე როტაციაში ირლანდიის რესპუბლიკანურმა არმიამ განაცხადა, რომ წყვეტს სამხედრო მოქმედებებს. რა თქმა უნდა, ნაკლება საფიქრებელია, რომ ირლანდიელი ბოევიკები გულის სიღრმემდე შეიძრნენ დოლორეს ო'რიორდანის ლირიკით, მაგრამ თუნდაც ერთი მათგანი, ვისაც მომღერალმა "ზომბი" უწოდა, ამ სიმღერის მოსმენის შემდეგ დაფიქრდა, მაშასადამე, სამყაროში სულ მცირედით მაინც შემცირდა ბოროტება.

https://zen.yandex.ru/media/id/5a2b95f9f03173d2c86b1940/smysl-pesni-the-cranberries-zombie-5a5dc75457906af92d2bf0a8

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/6Ejga4kJUts" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню