ზომბი აპოკალიფსისი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქივი

2016 წ.


ჩვენი საიტის ეს განყოფილბა ეძღვნება არაორდინალურ შემთხვევებს. ჩვენ ვეხებით თითქმის ყველა შესაძლო საფრთხეს, რაც კი ადამიანს შექმნია მისი არსებობის განმავლობაში, და რაც დღემდე უქმნის საშიშროებას მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. შეიძლება ითქვას, ამ კატასტროფებში, ადამიანს ემპირიული გამოცდილება გააჩნია, რასაც ვერ ვიტყვით "ზომბებზე" და იმგვარ შემთხვევებზე, რაც უფრო ჰოლივუდის კინოფილმებისთვის არის დამახასიათებელი. მაგრამ, როგორც ეს ცხოვრებაში ხდება, გუშინ წარმოუდგენელი ამბავი, დღეს სრული და საშინელი რეალობა შეიძლება გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ "ზომბების" ემპირიული გამოცდილება კაცობრიობას არ გააჩნია, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღის არსებობამ, ასევე მრავალ საიდუმლო თუ ოფიციალურ ლაბორატორიებში წარმოებულმა ექსპერიმენტებმა, მრავალი პრობლემა გაუჩინა პლანეტის მცხოვრებთ. არსებობს შეთქმულებათა თეორიებიც კი ამგვარი საშიში ვირუსების სპეციალურად გაშვებაზე, რათა უკიდურესად შეამცირონ დედამიწის მოსახლეობა 500 მილიონ (ზოგიერთი მონაცემებით კი 1 მილიარდ) ადამიანამდე.

მოკლედ, ასეა თუ ისე, "ზომბი"- თემატიკა დიდ ინტერესს იწვევს. მეტიც, აშშ-ს მთელ რიგ სკოლებში გამოიცა თავდაცვის სახელმძღვანელოებიც კი თუ როგორ უნდა მოვიქცეთ "ზომბი"-ეპიდემიების ან "უცხოპლანეტელთა" შემოსევის შემთხვევისთვის. მეტიც, უცხოპლანეტელთა გამოჩენაზე უკვე მოყვარულები და უფოლოგები როდი მსჯელობენ. ისეთ სერიოზულ საერთაშორისო ორგანიზაციაში, როგორიც გაერთიანებული ერების ორგანიაციაა, 2012 წელს უცხოპლანეტელთა წინაშე კაცობრიობის ელჩის თანამდებობაც კი გახსნეს და მის ხელმძღვანელად მალაიზიელი ასტროფიზიკოსი მაზლან ოტმანი დანიშნეს.

რადგან ამ თემაზე მკითხველთა თხოვნებიც შემოგვდის, გადავწყვიტეთ გამოვაქვეყნოთ ჩვენს ხელთ არსებული ის ლიტერატურა, რომელიც ამგვარი პრობლემების წარმოშობის შემთხვევებს განიხილავს და იძლევა თავდაცვით რეკომენდაციებს ამგვარი, ფანტასტიკური და არაორდინალური ვითარებებისთვის.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню