თავფურცელი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:


მართლმადიდებლური საინფორმაციო-ანალიტიკური ვებ-საიტი "აპოკალიფსისი" არ ეკუთვნის ოფიციალურ საპატრიარქოს


ჩვენი გვერდები სოციალურ ქსელებზე:

Facebook:
"აპოკალიფსისი", "აპოსტასიური სამყარო"

ჩვენი ელექტრონული ფოსტა:

apocalypsege@gmail.com

პუბლიკაციები

სამარცხვინო „სკულპტურები“

ხორვატულ გაზეთში გამოქვეყნდა სტატია „პედოფილია და ბავშვების სექსუალიზაცია უკვე კონტროლს არ ექვემდებარება!“. სტატიას თან ახლავს ევროპის (სავარაუდოდ ხორვატიის) საბავშვო მოედნებზე და სკვერებში გადაღებული მრავალი ფოტო.

უსჯულოების საიდუმლო

13 ცნობილი ბრენდის ლოგოტიპებში ჩადებული სატანური სიმბოლო

18.11.2017

მოდი განვიხილოთ 13 ცნობილი ბრენდის ლოგოტიპებში ჩადებული სატანური სიმბოლო. 13-ე ადგილზეა ყველაზე ცნობილი გერმანული მანქანათმშენებელი კომპანია „აუდის“ ლოგოტიპი, ... 12-ე ადგილზეა იაპონური ავტომობილის „მაზდას“ ლოგოტიპი. ... ჩვენი რეიტინგის 11-ე ადგილს იკავებს პრემიუმ-კლასის ავტომობილების იტალიური მწარმოებელი ალფა რომეო ... 10-ე ადგილზეა ბევრისთვის საყვარელი სწრაფი კვების ქსელის, „მაკდონალდსის“ ემბლემა. ... მე-9 ადგილზეა ცნობილი ენერგეტიკული სასმელი „მონსტრი“.

აპოსტასია

ანტიქრისტეს მონასტერი...

17.11.2017
ქ. მინსკის „თეატრალურ-გასართობმა“ კომპლექსმა „წმიდა ელიზავეტას სახელობის დედათა მონასტერმა“ წარმოადგინა სასცენო ხელოვნების მორიგი შედევრი მუსიკალური კომედიის ჟანრში დეტექტიური სიუჟეტით, რომლის სახელწოდებაა „მოტვლეპილი მთის საიდუმლო, ანუ ლურჯი ფრინველი - 2“. ტრადიციით მსახიობებს შორის ფართოდ იყვნენ წარმოდგენილნი „კომპლექსის“ ბინადარნიც, რომლებიც თურმე გასაოცარ მუსიკალურ და სამსახიობო ტალანტებს ფლობენ.

აპოსტასიური ხელოვნება

როგორ რყვნიან ბავშვებს Disney და NASA

26.09.2017
იცით თუ არა, რომ კომპანია Disney იყენებს ფარულ სექსუალურ გზავნილებს თავის მულტფილმებში? თუ არ გჯერათ, აჰა, იხილეთ


აპოსტასიური ხელოვნება

შავი მესა: სატანური მოდის ჩვენება ტაძარში ლონდონის მოდის კვირეულზე

23.09.2017
დიზაინერმა Dilara Findikoglu-მ ლონდონის მოდის კვირეულზე წარმოადგინა თავისი კოლექცია გაზაფხული-ზაფხული 2018, და ეს იყო, არც მეტი არც ნაკლები, ნამდვილი სატანური "შავი მესა". მართლაც, ღონისძიება ჩატარდა ლონდონში წმ. ანდრია მოციქულის სახელობის ტაძარში და მოიცავდა ძლიერ ოკულტურ და სატანურ სიმბოლიკას. მოკლედ რომ ვთქვათ, ღონისძიებამ უკვე დაუფარავად შეაჯამა ყოველივე, რაც სინამდვილეში ხდება მოდის სამყაროში.


UFO

ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა არმადა ჰავაის კუნძულებსა და ოკლაჰომა სიტიში

21.09.2017
19 სექტემბერს ღამით, ჰავაის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნძულის ოაჰუს მცხოვრებლები გააოგნა ცაში უცნაური ნათებების გამოჩენამ. ვიდეორგოლში, რომელიც ტელევიზიითაც კი გადაიცა, კარგად ჩანს სამი დიდი სფერული ობიექტი, მაგრამ ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით ღამის განმავლობაში მათი რაოდენობა ათეულებს აღწევდა.

პოლიტიკა

გახდება თუ არა ბალკანეთი ისლამიზმის ახალი ცენტრი?

20.09.2017
ბალკანეთს, რომელსაც ასი წლის წინათ "ევროპის დენთის კასრს" უწოდებდნენ, შეიძლება კვლავ შეარყიოს ძველი სამყარო. რეგიონში შემოედინება სპარსეთის ყურის სახელმწიფოთა ფულადი სახსრები, ხოლო ისლამისტები აშენებენ მეჩეთებს და ქირაობენ ადგილობრივ მქადაგებლებს. რადიკალური პროპაგანდის წარმატებებმა გამოიწვია ის, რომ ჯერაც არაღიარებული კოსოვო სირიაში ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებისათვის იარაღის სტაბილური მიმწოდებელი გახდა.

UFO

აპოკალიპტური სპექტაკლი: ვერნერ ფონ ბრაუნის გაფრთხილება

20.09.2017
უკვე ცალსახად ნათელია, რომ ანტიქრისტეს მსახურები აქტიურად აჩაღებენ უცხოპლანეტელთა შემოსევის თემატიკას. მარტო ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო მასმედიაში გაუშვეს უამრავი ასეთი სატყუარა. მაგრამ ეს მიზანმიმართულად ხდება. ჰოლივუდში, სიონისტების ამ იდეოლოგიურ და პროპაგანდისტულ ცენტრში, ამ თემაზე გადაღებულია უამრავი ფილმი. და ყოველ მათგანში მთავარი თემაა მთელი კაცობრიობის გაერთიანება პლანეტარული საფრთხის წინააღმდეგ.



რელიგია

ეკლესიური დაპირისპირება

16.09.2017
ელადის ეკლესიის წმიდა სინოდმა მთაწმიდელებს (ათონის მთის მობინადრეებს - რედ.) აუკრძალა საბერძნეთის ეპარქიების სტუმრობა სპეციალური ნებართვის გარეშე.


რელიგია

ჰიპ-ჰოპ მამაო...

13.09.2017
2017 წლის 9 სექტემბერს რუსეთის საინფორმაციო სააგენტომ "Новости" (РИА Новости) განყოფილებაში "რელიგია" გამოაქვეყნა სტატია "წაიკითხე და შეინანე: რატომ მოჰკიდეს ხელი მართლმადიდებლებმა ჰიპ-ჰოპს" ("Зачитывай и кайся: зачем православные взялись за хип-хоп"). "რეპმა კიდევ ერთხელ გაიტაცა მილიონობით რუსი ახალგაზრდა. მიკროფონები, მუსიკა, რითმები - წარმატების რეცეპტი მინიმუმ ახალგაზრდებს შორის, მარტივია. განზე არც ეკლესია დარჩა. ყველაზე საინტერესო რეპ-მქადაგებლებზე და იმაზე, თუ რატომ მოჰკიდა ხელი რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რეპს". - აი ასეთი სიტყვებით იწყება ხსენებული სტატია.


კატაკლიზმები

ბაჰამის კუნძულებზე ოკეანე გაქრა!..

11.09.2017
ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალმა "ირმამ" სანაპიროს წყლები ამოწოვა (იხ. ვიდეო. 2017 წლის 10 სექტემბერი). ამ საოცარ კადრებზე, რომლებიც გადაღებულია ბაჰამის კუნძულებზე, ნაჩვენებია ოკეანის ფსკერი - არადა სანაპირო ზოლმა ოკეანის სიღრმეში მნიშვნელოვნად გადაიწია.

კატაკლიზმები

უძლიერესი მიწისძვრა მექსიკაში - 8.0 - 8.4

09.09.2017
2017 წლის 8 სექტემბერს, 04:49 საათზე UTC-ს დროით (08:49 თბ.) მექსიკის დასავლეთ სანაპიროზე მოხდა რეგიონში უძლიერესი მიწისძვრა ბოლო 100 წლის განმავლობაში. სეისმური მოვლენის მიახლოვებითი მაგნიტუდა შეადგენდა  8.0 8.4 ბალს, ეპიცენტრის სირრმე კი 30 100 კმ-ს.

UFO

რისთვის გვამზადებენ UNICEF-ი და ვატიკანი?

06.09.2017
UNICEF-მა (გაერო-ს ბავშვთა ფონდი) გამოუშვა ვიდეო, რომელზეც ნაჩვენებია როგორ ხდება ჩვეულებრივი ბავშვების კლასში უცხოპლანეტელი მოზარდის ინტეგრირება.

იდუმალი სამყარო

ისევ "აპოკალიფსური" საყვირნი? - უცნაური ხმები კარაჩში და ბუტაპეშტში

04.09.2017
2017 წლის აგვისტო უცნაური ხმების მხრივ საკმაოდ მდიდარი აღმოჩნდა. ხმები ისმის საიდანღაც ციდან ან, ზოგიერთ შემთხვევაში, ამოდის მიწის სიღრმიდან. ბუკვალურად ორი დღის წინ ირანის პატარა ქალაქში მოსახლეობა საყვირების ძლიერმა ხმებმა უკიდურესად დააშინა. მაგრამ შეშინებული ირანელები ერთადერთნი როდი არიან. იდუმალი ხმები სხვაგანაც გაისმა.

UFO

უცნაური ობიექტი ჩინეთის ცაში

27.08.2017
13 აგვისტოს შანდუნის პროვინციაში, რომელიც ჩინეთის აღმოსავლეთით მდებარეობს, ასობით ათასი ადამიანი აკვირდებოდა უცნაურ სწორკუთხა ობიექტს ღამის ცაში, რომელმაც ქალაქის თავზე გამოანათა. თვითმხილველებმა ინტერნეტში განათავსეს ამ ობიექტის ფოტოც და ვიდეოც.

სხვადასხვა

მზის დაბნელება და NASA-ს ბაქტერიოლოგიური ექსპერიმენტი

27.08.2017
ძალზედ საგანგაშო შეტყობინებები მოდის ამ ბოლო დროს სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროებიდან, რომლებიც აშშ-ში ამასწინანდელ მზის დაბნელებას ეხებიან. ამის შესახებ წერს ალტერნატიული მასმედია და იტყობინებიან ინსაიდერებიც.

მედიცინა

სავალდებულო ვაქცინაციის მიღება იტალიაში და ხალხის რეაქცია

20.08.2017
მასობრივი საპროტესტო აქციების მიუხედავად, რომლებიც 2017 წლის მაისში გაიმართა, იტალიაში მიიღეს კანონი სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ. ძალაში ის  შევიდა 2017 წლის 10 ივლისიდან. აშშ-ს შემდეგ იტალია გახდა მეორე ქვეყანა, რომელშიც ძირითადი დაავადებების აცრები (სია ჩამოყალიბებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ) სავალდებულო გახდა.

მედიცინა

"უსქესო ბავშვები"  - აპოსტასიის მორიგი გამოვლენა

17.08.2017
8 თვის ბავშვი ბრიტანეთის კოლუმბიიდან (კანადა), შესაძლოა გახდეს პირველი ადამიანი დედამიწაზე, რომლის სქესი პირად ბარათში აღნიშნული არ იქნება. ამის ნაცვლად ბავშვის სქესს ოფიციალურ დოკუმენტებში ეძლევა "უცნობის" სტატუსი.

ხელოვნება

ლურჯი ვეშაპი - ფატალური თამაში

11.08.2017
წინამდებარე სტატიის თემაა თამაში "ლურჯი ვეშაპი". თუ რა არის ეს და რაშია ამ სასიკვდილო გატაცების არსი დეტალურად შეიტყობთ პირდაპირ ახლა. უპირველეს ყოვლისა, გვსურს თქვენი ყურადღება მივაპყროთ იმ ფაქტს, რომ ბოლო დროს სოციალურ ქსელებში შეიმჩნეოდა ხეშტეგები, რომლებსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდათ სუიციდალურ გადახრებთან.

პროპაგანდა

ოვერტონის ფანჯარა - საზოგადოების გარყვნის ტექნოლოგია

10.08.2017
ჩვენს საინფორმაციო საუკუნეში, როდესაც ტექნოლოგიური პროგრესი კაცობრიობის ცივილიზაციის არსი და შუაგული გახდა, ხოლო მორალურმა ნორმებმა და მარადიულ ღირებულებათა ცნებებმა, როგორც მინიმუმი, მეორე პლანზე გადაიწია, გვსურს ვილაპარაკოთ ისეთ მეცნიერულ ფაქტზე როგორიც არის ოვერტონის ფანჯარა. ჩვენ შევეცდებით დეტალურად აღვწეროთ მოცემული მოვლენის მთელი არსი და მისი საშინელი, დამანგრეველი პოტენციალი.

პროპაგანდა

საით მოგვიწოდებენ ახალი სნიკერსი და სხვა ცნობილი ბრენდები?!

08.08.2017
უკვე ასეთი "საოცრებაც" შეგიძლიათ ნახოთ მაღაზიების დახლებზე. შოკოლადის ბატონის მწარმოებელთა მორიგი მარკეტინგული სვლა ორიოდ სიტყვით შეიძლება ასე დახასიათდეს - "ჩლუნგდები? სუპერ!"


პოლიტიკა

გაერო-ს დოკუმენტი: შენაცვლებადი მიგრაცია ევროპაში, აშშ-სა და რუსეთში

06.08.2017

ჩვენს აუდიტორიას ჩვენგან არაერთხელ სმენია გაერო-ს 21-ე პროგრამის შესახებ. ეს არის დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობის კონტროლის პროგრამა 21-ე საუკუნეში, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის შეკავებას დიდ ქალაქებში, მის დაშორებას მიწისგან, სხვა სიტყვით რომ ვთქვათ - ეს არის მოსახლეობის კონტროლი. მაგრამ არსებობს გაერო-ს სხვა პროგრამაც, რომელსაც ჩემი აზრით ჯეროვანი იქნება ვუწოდოთ "შემოსევა 21". ეს არის 2000 წლის დოკუმენტი და ჩვენ ახლა მას გავეცნობით.

ხელოვნება

ტელეჯადოქრობა - დევიდ ბოუის შავი ვარსკვლავი

04.08.2017
დევიდ ბოუის 25-ე ალბომი ამ მომღერლისა და მსახიობის უკანასკნელი, ერთგვარი მუსიკალური თვითეპიტაფიური ნაღვაწი აღმოჩნდა. მაგრამ ეს უბრალოდ გამომშვიდობება როდია, ეს დაშიფრული შეტყობინებაა. სიმღერების ტექსტებში, ალბომის გაფორმებასი და მუსიკალურ ვიდეოში - მოცემულია მთელი მასა მინიშნებებისა მსოფლიო კულტურისადმი, ისტორიისა და ეზოთერიკისადმი. ამ ნაშრომის გაშიფრვას ალბათ არა ერთი წელი მოუნდება. ჩვენ შევეცდებით ამ ამოცანას თავი გავართვათ ერთი მასალის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ეს არ არის კლიპ "Blackstar"-ის ("შავი ვარსკვლავი")  ამომწურავი ანალიზი, არამედ მხოლოდ ორიენტირები მომავალი ძიებებისთვის.

განმარტებანი

"ვაი თქვენ, როცა კარგს იტყვის თქვენზე ყოველი კაცი" (ლუკა 6:26)

31.07.2017
"ვაი თქვენ, როცა კარგს იტყვის თქვენზე ყოველი კაცი; ვინაიდან ასე ექცეოდნენ ცრუწინასწარმეტყველთაც მათი მამები" (ლუკა 6:26).

განმარტებანი

დაე, ადამიანები სახარებასთან მოვიდნენ ჭეშმარიტების და არა სასწაულთა გამო

28.07.2017
"იქიდან წამოსულს ორი უსინათლო გამოედევნა ყვირილით: შეგვიწყალე, იესო, დავითის ძეო! და როდესაც მივიდა სახლში, მიეახლნენ უსინათლონი; და უთხრა მათ იესომ: გწამთ თუ არა, რომ შემიძლია ამისი ქმნა? ხოლო მათ თქვეს: დიახ, უფალო. მაშინ თვალებზე შეეხო ბრმებს და უთხრა მათ: თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ თქვენ! და აეხილათ თვალები, ხოლო იესომ მკაცრად გააფრთხილა და უთხრა მათ: იცოდეთ, არავინ გაიგოს. ისინი კი გამოვიდნენ და მთელ იმ მხარეს მოსდეს მისი ამბავი" (მათე 9:27-31).

აპოსტასია

ერთობა სატანაში...

28.07.2017
მწვალებელმა პატრიარქებმა - ბართლომეოსმა და თეოფილემ კაპადოკია კათოლიკეებთან ერთად მოილოცეს. 2017 წლის 16 ივნისს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე შეხვდა იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ს, რომელთაც თან ახლდნენ არქიეპისკოპოსი არისტარქე კონსტანტინელი და არქიდიაკონი მარკოზი.


ოკულტიზმი და მაგია

ტიბეტი და ანენერბე

27.07.2017
სანამ მოგითხრობდეთ ტიბეტში 1935 წლიდან 1945 წლამდე "ანენერბეს" სპეციალისტების შეღწევის შესახებ, მიზანშეწონილია ორიოდ სიტყვით აღვწეროთ დღევანდელი ტიბეტის მდგომარეობა. ის, რაც იყო იმ წლებში და ის, რაც ახლაა, ორი სრულიად ურთიერთგანსხვავებული რამ გახლავთ. დიპლომატიური ხრიკების გარეშე თუ ვიტყვით, ის ტიბეტი, რომელიც დაინახეს "ანენერბეს" სპეციალისტებმა და ის, რასაც ჩვენ ვკითხულობთ ისტორიულ წიგნებში დიდი ხანია უკვე აღარ არსებობს.

ოკულტიზმი და მაგია

ოკულტიზმის 10 უძველესი გრიმუარ

26.07.2017
ადამიანებს ოდითგანვე იზიდავდა საიდუმლო ცოდნაში წვდომის შესაძლებლობა, რათა მიეღო ძალაუფლება, სიმდიდრე და განდობა. სწორედ მაგიურ პრაქტიკას ეძღვნება ჩვენი მოკლე მიმოხილვის 10 წიგნი, რომელშიც გადმოცემულია რთული და საიდუმლო რიტუალები, რომლებიც წარმოადგენენ "იმქვეყნიურ სულებთან", ანუ დემონებთან, იგივე დაცემულ ანგელოზებთან ურთიერთობის გასაღებს.

ტოტალური კონტროლი

ამერიკული ფირმა თავის თანამშრომლებს ჩიპებს უნერგავს

25.07.2017
როგორც Daily Mail იუწყება, კომპანიამ Three Square Market ვისკონსინიდან განაცხადა, რომ გეგმავს ჩიპები ჩაუნერგოს თავის თანამშრომლებს. ის აწარმოებს პროგრამულ უზრუნველყოფას იმ სავაჭრო ავტომატებისთვის, რომლებიც პერსონალისთვის განკუთვნილ დასვენების ზონაში იმყოფება. კომპანია პირველი გახდება აშშ-ში, რომელიც ასეთ ნაბიჯს გადადგამს.

კატაკლიზმები

"ფორბსის" ავისმომასწავებელი წინასწარმეტყველება

24.07.2017
Forbes არის ჟურნალი მილიარდერებზე. 2017 წლის 10 ივნისს "ფორბსმა" გამოაქვეყნა სტატია სათაურით: "The Shocking Doomsday Maps Of The World And The Billionaire Escape Plans" ("გამაოგნებელი აპოკალიპტური რუკები და მილიონერთა გაქცევის გეგმები").

პოლიტიკა

რატომ გვიკრძალავენ სიგარეტის მოწევას?

24.07.2017
უფრო სწორად, რატომ სურთ მთავრობებს, რათა მოქალაქეებმა მიატოვონ სიგარეტის მოწევა? ჩვენ ვლაპარაკობთ არა აშშ-ს მთავრობაზე, არამედ სხვადასხვა მთავრობებზე, მთელი მსოფლიოს მთავრობებზე, რამეთუ თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანია დღეს ტოტალური ხასიათისაა. ადამიანებს ყველგან და ყოველთვის უკრძალავენ სიგარეტის მოწევას!


ანტიერეტიკონი

მაფიოზი ჯორჯიო ბრუსკო: "დედა ტერეზა თუ წმინდანია - მე იესუ ქრისტე ვყოფილვარ!"

20.07.2017
რომის პაპმა ფრანცისკმა რომში 120 ათასი ადამიანის თვალწინ, ასევე 15 ქვეყნის ოფიციალური დელეგაციისა და სპეციალურად მოწვეული 1500 იტალიელი უსახლკაროს წინაშე, წმინდანად შერაცხა დედა ტერეზა. ახლა ის რომის კათოლიკური ეკლესიის წმინდანი გახდა. ამასთან დაკავშირებით მკითხველებს შევახსენებთ დედა ტერეზას, ანუ იგივე აგნეს გოჯე ბოიაჯიუს ბიოგრაფიის ყველაზე სკანდალურ ფაქტებს.

უსჯულოების საიდუმლო

მასონთა 10 საიდუმლო

17.07.2017
მასონები - ერთ-ერთი გასაიდუმლოებული და წინააღმდეგობებით აღსავსე რელიგიური მიმდინარეობაა მსოფლიოში. მიიჩნევა, რომ მათი ორგანიზაცია არსებობის ასწლეულებს ითვლის, მაგრამ ზუსტად რამდენი წლისაა მასონობა - არავინ იცის. მასონების ირგვლივ სპეკულირება არ წყდება მთელი მათი ისტორიის განმავლობაში, ხოლო ყველაზე წარმოუდგენელ ისტორიებს დროდადრო ამძაფრებენ "თავისუფალ ქვისმთლელებზე" არსებული მორიგი სკანდალებით.

პუბლიკაციები

NASA-ს ახალი ექსპერიმენტი - აპოკალიფსური მინიშნება

11.07.2017
როგორც მსოფლიო მასმედია იუწყება, აშშ-ს აეროკოსმიურმა სააგენტომ (NASA) ამ რამოდენიმე დღის წინ ჩაატარა უჩვეულო ექსპერიმენტი ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სივრცეში. ექსპერიმენტის შედეგებით შეშინდა მრავალი ამერიკელი. 30 ივნისს ღამით აღმოსავლეთის სანაპიროს ქალაქების მცხოვრებლები მოწმენი გახდნენ იმისა, თუ როგორ გამოჩნდა ღამის ცაში ფერადი, მანათობელი ღრუბლები.

უსჯულოების საიდუმლო

მასონობა და სატანიზმი

08.07.2017
არასწორად ფიქრობს ის, ვინც მიიჩნევს, რომ მასონურ საზოგადოებას მხოლოდ რელიგიათა ნგრევის წყურვილი ამოძრავებს და, რომ მათ არ გააჩნიათ საკუთარი რელიგიური იდეა. მაგრამ მასონებს აქვთ საკუთარი რელიგიური იდეა, აქვთ საკუთარი რელიგიური იდეალი: და ეს იდეალი არის - ჰუმანიტარიზმი, კაცობრიობის გაღმერთება და თაყვანისცემა "წუთისოფლისადმი".


პუბლიკაციები

ჯოკერი - რევოლუციის გენია

07.07.2017
ყოველი რევოლუცია სიცოცხლის წინააღმდეგია. ეს არის მზაკვრული თამაში. ხშირად - დაბრიყვებაზე. და ყოველთვის - მონიშნული ბანქოთი. და, რითი მთავრდება ასეთი თამაში? აქ მკითხაობაც კი არ არის საჭირო, რადგან ის ყოველთვის სისხლით მთავრდება. თავიდან კი ყველას მხიარული ეჩვენება.


რჩევები მშობლებს

ციფრული გონებაჩლუნგობის ვირუსი

05.07.2017
დღეს მთელი მსოფლიო გადარეულია გაჯეტებზე: სმარტფონებზე, პლანშეტებზე და სხვა ციფრულ ტექნიკაზე. ამასთან ერთად შემოდის ციფრული გონებაჩლუნგობის ვირუსი. და ეს ხუმრობა როდია, - ეს დიაგნოზია. 2007 წელს სპეციალისტებმა შენიშნეს, რომ ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ბავშვი ავადდება ყურადღების დაფანტვით, გონების დაკარგვით, თვითკონტროლის დაბალი დონით, კოგნიტიური დარღვევებით, დათრგუნვილობითა და დეპრესიით.

ხელოვნება

"უცხო:  აღთქმა" - პრომეთეს გაგრძელება, ანუ დაბრუნება დასაწყისთან

03.07.2017
ფილმში "უცხო: აღთქმა" ანდროიდი დევიდი არის ცენტრალური ფიგურა, რომლის ირგვლივაც ტრიალებს ფილმის თხრობა და რიდლი სკოტი ბიბლიური ტექსტების მითითებით თვალსაჩინოდ აჩვენებს ვინ არიდ დევიდი და რომელ კულტურულ არქეტიპს განასახიერებს იგი. ანადგურებს რა მოსახლეობას პლანეტაზე "სამოთხე", დევიდი განასახიერებს უფსკრულის ანგელოზ "აბადონს", ხოლო სთავაზობს რა ვოლტერს იმეფონ ჯოჯოხეთში დევიდი უიგივდება თვით სატანას.

UFO

კოსმიური ბაზა მარსზე ?...

26.06.2017
ადრე თუ გვიან ყველაფერი აშკარავდება. მრავალი წლის განმავლობაში ჭორაობდნენ იმაზე, რომ აშშ-ს გააჩნია რაღაც ბაზა მარსზე. ადამიანებს ეცინებათ და ამ იდეას "შეთქმულების თეორიის" მორიგ ბოდვად განიხილავენ. მაგრამ უეცრად Google Space აჩვენებს, რომ მთელი ეს თეორია - სიმართლე ყოფილა.

განმარტებანი

"მრავალნი მეტყვიან იმ დღეს: უფალო! უფალო!"

24.06.2017
"მრავალნი მეტყვიან იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს? და მაშინ ვეტყვი მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ: გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო" (მათე 7:22-23)

ოკულტიზმი და მაგია

"ანენერბე" -  მერვე ნაწილი

22.06.2017
იმის შემდეგ, რაც ზოგადად მიმოვიხილეთ "თეორია", რომელსაც ასწავლიან თავიანთ "ნეოფიტებს" მოგვები, ჯადოქრები და სხვადასხვა მჩხიბავები, შეგვიძლია კვლავ დავუბრუნდეთ ა. ჰიტლერის დროინდელ გერმანიას და გავარკვიოთ როგორ და რისთვის აწარმოებდნენ იქ "ძალის ადგილთა" ძიებას. დოკუმენტალური მონაცემები, რომლებიც ხელთ ჩაუვარდათ დასავლელ ისტორიკოსებს, ადასტურებენ, რომ 1933-1945 წლების გერმანიაში "ძალთა ადგილებს" აქტიურად ეძებდნენ. მაგრამ ეს იყო არა ქაოტური ძიება, არამედ მიზანმიმართული მუშაობა.

უსჯულოების საიდუმლო

აკრძალული ტესლა - გოთიკური საზოგადოება

23.06.2017
თანამედროვე საზოგადოებასთან მიმართებაში სიტყვა "გოთიკურის" კულტურულოგიური წყაროები ძევს არა წარსულ დროებათა არქიტექტურულ სტილში, არამედ რომანტიზმის ეპოქაში, როდესაც გაჩნდა "გოთიკური რომანის" ჟანრი. ამ სტილის წიგნები, რომელთაც ახასიათებდა შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრის უცილობლივი პირქუში კოლორიტი, რთული კომპოზიციური ხერხები და მაგიური ძალის მქონე პერსონაჟები, სავსე იყო ელფებით, ჯადოქრებით, გობლინებითა და ვამპირებით.

პუბლიკაციები

რაბინის განმარტება: ბაალის არკა - პორტალი "მესიისთვის"

19.06.2017
იტალიაში, დიდი შვიდეულის (G 7) შეკრების წინ (ეს შეხვედრა შედგა 2017 წლის მაისში - რედ.), ერთი თვით ადრე აღმართეს არკა, რომელიც წარმოადგენს "მესიის" ეპოქის ან ახალი მსოფლიო წესრიგის დადგომის სიმბოლოს - აცხადებს თავის breakingisraelnews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რაბინი დანიელ ასური. მისი აზრით ეს ორი მოვლენა, ანუ აპრილის თვეში პალმირას არკის გახსნა, რომელიც გახლავთ წარმართობისა და კერპთაყვანისმცემლობის სიმბოლო, და ასევე მაისის თვეში გამართული G 7-ის სამიტის კავშირი ღრმა და საიდუმლოდ ურთიერთდაკავშირებულია.


კონსპიროლოგია

მონსტრები მოდიან - რეჟისორ ბლომკამპის ზოგადსაკაცობრიო გაფრთხილება

19.06.2017
ნილ ბლომკამპი, რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორიცაა: "რობოტი სახელად ჩაპი", "ელიზიუმი - სამოთხე დედამიწაზე" და "რაიონი №9". 2017 წლის მაისში მან დააარსა ექსპერიმენტალური სტუდია "Oats Studios", და ამ სტუდიამ უკვე გამოუშვა საინტერესო ტიზერი ფილმ-გაფრთხილებისა იმის შესახებ, რომ ჩვენს დედამიწას რეპტილოიდები იპყრობენ. 22 მაისს Rebecca Hawkes-მა ინტერვიუ ჩამოართვა ნილ ბლომკაპს The Telegraph-ისთვის. ეს ინტერვიუ არ გამოქვეყნდა. ალბათ მიხვდებით რატომაც...


აპოსტასიური პოლიტიკა

ტოტალური სიცრუე, ანუ გრენფელ-ტაუერი 9/11-ის პრიზმაში

17.06.2017

მიზეზი, რომლის გამოც გრენფელ-ტაუერი არ დაეცა, მდგომარეობს იმაში, რომ მარტო ცეცხლს არ ძაულძს გამოიწვისო მეტალის კონსტრუქციის რღვევა და მისი სრული დაშლა, როგორც ეს მოხდა ნიუ-იორკში. რას ნიშნავს ეს ყოველივე? ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველივე, რაც გვიჩვენეს 9/11-ის სამთავრობო ვერსიაში, სიცრუე იყო. სრული და ტოტალური სიცრუე.

ვიდეო

ყოფილი ჰოლანდიელი ბანკირი სატანიზმისა და მსხვერპლშეწირვის შესახებ

17.06.2017
ყოფილმა ბანკირმა, რომელიც ვალუტის გადაცვლის სფეროში მუშაობდა განაცხადა, რომ მიიწვიეს ბავშვთა მსხვერპლშეწირვის სატანურ რიტუალში მონაწილეობის მისაღებად და მის სიტყვებს შეიძლება ვენდოთ. ეს პიროვნება ნამდვილად ის არის, ვინადაც თავს აცხადებს. და ეს ყველაფერი ნიდერლანდების მასობრივი მედიით გახმაურდა. პირდაპირი ეთერის დროს მან ვერ გაუძლო და ატირდა. თავიდანვე ეს ყველაფერი იწყება ცხელი ამბებით: ნარკოტიკებით, შემდეგ კი მოდის პერიფერია და ბავშვების მკვლელობები. ისინი მხეცები არიან. ასეთი მხეცი რომ გახდე დიდი ძალისხმევა უნდა მოანდომო. სინამდვილეში უნდა დაკარგო საკუთარი სული, რომ გახდე მსგავსი არაადამიანობის ნაწილი. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ახლავ ვყვებით და ეს ყოველივე ძალზედ წააგავს ფილმს "ფართოდ გახელილი თვალები.


UFO

ამოუცნობი მფრინავი ობიექტი - აპოკალიფსური სიმპტომი

13.06.2017
XX საუკუნე პირველი და მეორე მსოფლიო ომებით დაგვამახსოვრდა, ასევე "ცივი ომით", სექსუალური რევოლუციით, ეკოლოგიური კრიზისით, კოსმოსში გაფრენით და კიდევ სხვა მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენით. მაგრამ XX საუკუნე ასევე ამოუცნობ მფრინავ ობიექტთა საუკუნეა. როგორ ხსნიან ადამიანები ამო-ს ფენომენს? რისი დანახვა სურთ მათ ცის კაბადონზე? მართლაც უცხო პლანეტებიდან მოსული არსებები არიან ესენი თუ პარალელური სამყაროებიდან? იქნებ ამო - სულაც სხვა ტიპის მოვლენაა, ისეთი, რომელზეც ჩვენ არც კი გვიფიქრია, ან ნაკლებად ვფიქრობთ, რადგან არ გვსურს ამისი დაჯერება? როგორც წესი, ადამიანები, მზად არიან ცაში დაინახონ ის, რისკენაც ისინი ჩვენი ცივილიზაციის განვითარებამ მოიყვანა: უცხოპლანეტელთა კოსმიური ხომალდები, რომლებიც ცოდნითა და ძლიერებით ღმერთებს უტოლდებიან. მოსულები, რომლებიც ადამიანებს გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში ეხმარებიან, უძღვებიან მომავლისკენ, რომელიც წარმოადგენს სუპერტექნიკისა და აღმოსავლური ფილოსოფიისა თუ ოკულტიზმის ნაზავს.


 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню