ანტიმოდერნიზმი - განზრახვითი ნათლობა - სუროჟელი ერეტიკოსის მორიგი გამონაგონი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > ანტიმოდერნიზმი
განზრახვითი ნათლობა - სუროჟელი ერეტიკოსის მორიგი გამონაგონი
მიტრ. ანტონი სუროჟელი
ავტორი: ალა ტუჩკოვა, ჟურნალისტი.

როდის გადასცემენ ჩვენში ანათემას მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელს? ეს ერეტიკოსი იქამდე მივიდა, რომ ყრმათა ნათლობა არანამდვილად გამოაცხადა და გამოიგონა ნათლობა განზრახვით. ჩვენში მრავალ ადამიანს არ შეუძლია მოინათლოს იმიტომ, რომ ეშმაკი მათ ტაძრამდე მისვლას უშლის. ხოლო ასეთი თეორიების გავრცელება გამოიწვევს იმას, რომ ეს უბედურები საერთოდ მიატოვებენ ეკლესიაში სიარულს და თვითნებურად დაიწყებენ განზრახვით ნათლობებს, საკუთარ სავარძლებში წამოწოლილები. და საერთოდ, აღმოჩნდა, რომ მიტრ. ანტონი სუროჟელი ლუთერანელი ყოფილა თავისი შეხედულებებით.
 
მიტრ. ანტონიმ თქვა: "ჩვენ ხშირად, - სამწუხაროდ, ძალიან ხშირად, - წარმოვიდგენთ, თითქოსდა საკმარისი იყოს გარკვეული გარეგანი მოვლენები, რათა ყოველივე აღსრულდეს. წმიდა წერილიდან ვხედავთ, რომ ნათლობა ნიშნავს ქრისტესთან ერთად სიკვდილს და მასთან ერთად თანააღდგომას. ეს დღემდე გამოიხატებოდა და გამოიხატება მით, რომ კათაკმეველი ჩაიძირებოდა (შთაიფლვებოდა) სანათლავ წყალში და ამოდიოდა მისგან. მაგრამ თუ ყველაფერი ამით შემოიფარგლება, თუკი ის, რაც აღსრულდა, ყველა დონეზე არ გამსჭვალავს მოსანათლავის ცნობიერებას და გრძნობას, როგორც კვდომის და აღდგომის გამოცდილებას, თანაც იმდენად რეალურად, რომ რაღაც საგნები ხდებიან უცხონი, სხვა საგნები კი - რეალურნი, მაშინ ეს თესლი ჩათესილი იქნა, მაგრამ ნაყოფი ვერ გამოუღია" ("Церковная община").
 
სუროჟელი მწვალებელი, ისევე როგორც სხვა მოდერნისები, აბუნდოვანებენ თავიანთ მსჯელობას, რათა შემდეგ ნებისმიერ კრიტიკოსს უთხრან: "თქვენ არასწორად გაიგეთ! თქვენ არასწორად განმარტეთ!" არადა, მთელი ბუნდოვანებისდა მიუხედავად, მწვალებლობები, რომლებიც მოდერნისტულ ტექსტებშია ჩადებული, მშვიდად შედიან ადამიანთა თავებში. და შედეგად ჩვენ ვიღებთ აგრესიულ და უტვინო მწვალებელთა ახალ-ახალ ბრბოებს. რატომღაც მწვალებლობები ადამიანებს აბოროტებენ და ათაყვანებენ.
 
ნორმალურ ადამიანურ ენაზე გადავიყვან იმას, რაც თქვა მიტროპოლიტმა ანტონიმ: თუ ადამიანი ნათლობის დროს ყველა დონეზე არ იგრძნობს, რომ ის მოკვდა ქრისტესთან ერთად და თანააღდგა მასთან ერთად, მაშინ ნათლობა არის არანამდვილი. ამგვარად, ნათელღებულთა სიიდან უნდა ამოვრიცხოთ ყველა ადამიანი, ვინც სიყრმეში მოინათლა, რადგან მათ (სიყრმეში) თავიანთი გონებით არ შეუგნიათ, სად მიიყვანეს და რატომ.
 
მეტიც, ყველა მონათლული ადამიანიც მოუნათლავად უნდა ჩავთვალოთ, რადგან ზოგს არ გაუვლია კათაკმევლობის პერიოდი ამ საიდუმლოს აღსრულების წინ, და არაფერი იცოდნენ კვდომაზე და თანააღდგომაზე. სხვებს მღვდელმა არაფერი მოუთხრო ამ თვალსაზრისით კათაკმევლობის მიღების დროს. ხოლო კიდევ სხვებმა ყველა დონეზე ვერ იგრძნეს, რომ ისინი მოკვდნენ და აღდგნენ მკვდრეთით. მე არც კი ვიცი, რამდენია ეს დონე. მხოლოდ ვხვდები, რომ ერთი მათგანი - ხორციელია. ანუ ადამიანი როგორღაც უნდა ხვდებოდეს და თავისი სხეულით გრძნობდეს ჯერ სიკვდილს, შემდეგ კი აღდგომას, რაც საკმაოდ რთულია და ზოგჯერ შეუძლებელიც.
 
შემდეგ აბზაცში მიტროპოლიტი ანტონი ადასტურებს თავის არამანუგეშებელ დასკვნებს: "ეკლესიის წევრად უბრალო წეს-ჩვეულების აღსრულებით ვერ გახდები, თუკი შინაგანად არაფერი მოხდება ჩვენში. მე სიტყვა "წეს-ჩვეულება" შემთხვევით როდი გამოვიყენე, რადგან თუკი ჩვენს შიგნით არაფერი ხდება, ჩვენ საიდუმლოსადმი გვექნება მაგიურ-რიტუალური დამოკიდებულება, და არა როგორც დამოკიდებულება საღმრთო მოქმედებისადმი თავისუფალი ურთიერთობისა და თანამშრომლობის ფარგლებში ღმერთსა და ადამიანს შორის".
 
თუმცა სინამდვილეში ნებისმიერი ადამიანი ნათლისღების დროს მსახურებაში არააკრძალული მართლმადიდებელი მღვდლის მიერ ავტომატურად ხდება ეკლესიის წევრი. ღმერთი თვითონ აღასრულებს საიდუმლოს მღვდლის მეშვეობით. ნათლისღება - ეს ღმრთისა და ადამიანის ერთობლივი შემოქმედება კი არ არის, რაშიც ცდილობს ჩვენს დარწმუნებას სუროჟელი ერეტიკოსი.
 
მიტროპოლიტი ანტონი იმეორებს ლუთერანებისა და რეფორმატორების მწვალებლობას. მიტრ. მაკარი ბულგაკოვი თავის "მართლმადიდებლურ-დოგმატურ ღვთისმეტყველებაში" ამ მწვალებლობის შესახებ წერს: "რეფორმატორებმა და ლუთერანებმა გამოიგონეს სწავლება, რომ საიდუმლოს სინამდვილე და ქმედითობა თითქოსდა დამოკიდებული იყოს საიდუმლოს მიმღებ პირთა რწმენაზე, ისე რომ საიდუმლო საიდუმლოა და თავისი ძალა გააჩნია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის მიიღება და გამოყენება რწმენით, ხოლო გამოუყენებლობის ან რწმენის გარეშე მიღების დროს, ის არ არის საიდუმლო და რჩება უნაყოფოდ".
 
აქ დავამატებთ იმასაც, რომ ჩვენს ტაძრებში (რუსეთში - "აპოკ." რედ.) იყიდება მარტინ ლუთერის მიმდევრის (ანტონი სუროჟელის - "აპოკ." რედ.) წიგნები! და ამ ლუთერანელს ჩვენთან მართლმადიდებლად ასაღებენ!
 
აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისტოლეში მართლმადიდებლური რწმენის შესახებ, რომელიც დაიწერა 1723 წელს, უარყოფილია ლუთერანული სწავლება საიდუმლოებებზე, რომლის პოპულარიზებას ახდენდა მიტრ. ანტონ სუროჟელი: "ასევე ჩვენ უკიდურეს შეცდომად და უწმინდურად მივიჩნევთ იმ სწავლებას, რომლის მიხედვითაც თითქოსდა რწმენის არასრულყოფილებით ირღვეოდეს საიდუმლოს სრულყოფილება. რადგან მწვალებლებს, რომლებსაც იღებს ეკლესია, როდესაც უარყოფენ თავიანთ მწვალებლობებს და უერთდებიან აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას, მიღებული აქვთ (თავიანთ მწვალებლურ საზოგადოებებში - "აპოკ." რედ.) სრულყოფილი ნათლობა, თუმცა რწმენა ამ დროს გააჩნდათ არასრულყოფილი. და მაშინ, როდესაც ისინი იღებენ სრულყოფილ რწმენას, თავიდან არ გადანათლავენ".
 
სამაგიეროდ მიტრ. ანტონიმ აღიარა ნამდვილ ნათლობად განზრახვითი ნათლობა, რომელიც მანამდე მართლმადიდებლურ ეკლესიას არავისგან სმენია. ნათლობა შეიძლება იყოს მხოლოდ წყლით და საკუთარი სისხლით - ეს როდესაც მონათლული ადამიანი, ღმრთითმოძულეთაგან ეწამება ქრისტეს სახელისთვის და კვდება ამ ღვაწლის მიღების მომენტში. აი რას წერს ამის შესახებ წმ. კირილე იერუსალიმელი: "ვინც არ მიიღებს ნათლობას, მას არა აქვს ცხონება, გარდა მოწამეებისა, რომლებიც წყლის გარეშე იმკვიდრებენ ცათა სასუფეველს. რადგან მაცხოვარმა, რომელმაც ჯვრით გამოისყიდა სამყარო და შემსჭვალულ იქნა ფერდში, მისგან გამოადინა სისხლი და წყალი, რათა ზოგი მშვიდობიან პერიოდში მონათლულიყო წყლით, ხოლო სხვები დევნულებათა ჟამს მონათლულიყვნენ საკუთარი სისხლით".
 
მაგრამ, აი სანამდე დავიდა სუროჟელი ერეტიკოსი: "ამიტომ ადრეულ ეკლესიაში ლაპარაკი შეიძლებოდა მხოლოდ განზრახვით ნათლობაზე, ანუ იმ ადამიანებზე, რომლებსაც არ შეეძლოთ დე-ფაქტოდ ნათლობის მიღება, მაგრამ ძალიან სურდათ იგი და განიცდიდნენ მთელ იმ შინაგან გამოცდილებას, რომელიც შეესაბამება ამ სურვილს, - სიყვარულის, რწმენის, სასოების, კვდომის, ღმერთის შთაფლვის და ახალი ცხოვრებისთვის აღორძინების გამოცდილებას".
 
ფრაზა ძალიან მზაკვრულად არის აგებული: მიტროპოლიტი ანტონი მკაფიოდ არ ამბობს, რომ ადრინდელ ეკლესიაში იყო განზრახვითი ნათლობები. ის მხოლოდ მიანიშნებს ამ არარსებულ და არგაგონილ მოქმედებაზე.
 
შემდეგ სუროჟელი მწვალებელი აკეთებს მოჩვენებით ირიბ დასკვნას ნეტარი ავგუსტინეს მოხმობით. ჟურნალისტი-ანტიმოდერნისტი რომან ვერშილო თავის საიტზე წერს, რომ მიტროპოლიტი ანტონი არის ცრუ ციტატების დიდოსტატი. ერთხელ მეც გამოვავლინე სუროჟელი მეზღაპრის ერთი ასეთი ცრუ ციტატა, რომელიც თითქოსდა წარმოეთქვას ტიხონ ზადონელს. ნეტ. ავგუსტინეს შრომებს ნაკლებად ვიცნობ, ამიტომ მიტრ. ანტონის გამოჭერა ფაქტში ჩემთვის ძნელია. მე უბრალოდ მესმის, რომ არც ერთ წმიდა ავტორს არ შეეძლო წარმოეთქვა ისეთი ბოდვა, როგორიც სუროჟელმა ერეტიკოსმა მიაწერა ნეტ. ავგუსტინეს.
 
აი გამოთაყვანებული მიტროპოლიტის სიტყვები: "ასე რომ უნდა გვესმოდეს, რაოდენ სამართლიანი და ჭეშმარიტია უძველესი გამოთქმა ნეტ. ავგუსტინესი, რომ ეკლესიას როდი ეკუთვნიან ყველა ისინი, ვინც ხილულად არიან მისი წევრები, და ყველა იმათგან, ვინც ხილულად იმყოფება ეკლესიის გარეთ, სინამდვილეში როდი არ ეკუთვნიან მას".
 
აქ ჭეშმარიტება შერეულია სიცრუესთან. მართლაც, არიან ისეთი მონათლული ადამიანები, რომლებიც ტაძრებშიც შედიან და ღვთისმსახურებებსაც ესწრებიან, ეზიარებიან და ამავდროულად არ არიან ეკლესიის წევრები. ღმერთმა ისინი უხილავად განკვეთა იმისთვის, რომ არ ინანიებენ თავიანთ ცოდვებს, რადგან ეკლესია - ეს არის მონანულ ცოდვილთა კრებული. ხოლო მეორე მდგომარეობა, რომელიც ნეტ. ავგუსტინეს მიეწერება, არის სიცრუე - არ არსებობს არც ერთი მოუნათლავი ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს ეკლესიის წევრი. ქრისტეს მოსვლის (განკაცების) შემდეგ ადამიანები ეკლესიის წევრები ხდებიან მხოლოდ და მხოლოდ ნათლისღების საიდუმლოს მეშვეობით.
 
წყარო: https://avt1975.livejournal.com/115048.html
Назад к содержимому