ანტიმოდერნიზმი - საიდუმლო კაბალისტური სწავლებები მიტრ. ანტონი სუროჟელის წიგნებში - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > ანტიმოდერნიზმი
საიდუმლო კაბალისტური სწავლებები მიტრ. ანტონი სუროჟელის წიგნებში
მიტრ. ანტონი სუროჟელი
ავტორი: ალა ტუჩკოვა, ჟურნალისტი.
 
ძნელია ამისი დაჯერება, მაგრამ დღეს ესოდენ გაპოპულარულებული მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი (ბლუმი), - რომლის წიგნები უზარმაზარი ტირაჟებით გამოიცემა არა უბრალოდ გრიფით "დაშვებულია რმე-ს საგამომცემლო საბჭოს მიერ", არამედ გრიფით "რეკომენდირებულია რმე-ს საგამომცემლო საბჭოს მიერ", - დაკავშირებული იყო კაბალასთან, ამ საიდუმლო იუდაურ-ოკულტურ სწავლებასთან (ხაზგასმა ყველგან ჩვენია - "აპოკ." რედ.). ის ბეჯითად ცდილობდა მართლმადიდებელთა ცნობიერებაში დაენერგა ეს საშინელი და ღმრთითდაწყევლილი სწავლება.
 
 
კაბალისტი ებრაელი მწერლის ნიღბით
 
მიტრ. ანტონი კაბალას მართლმადიდებლურ სამყაროში საკმაოდ მზაკვრულად ნერგავდა, თან ისე, რომ არ ხსნიდა კარტებს. დროთა განმავლობაში სუროჟელი ერეტიკოსი თავის გამოსვლებში იმოწმებდა ვინმე მაიმონიდს, და მას ხან XII ს-ის ებრაელ მწერლად, ხან კიდევ ებრაელ ღვთისმეტყველად წარადგენდა. რა მოუვა აზრად გამოუცდელ ადამიანს, როდესაც ის გაიგებს ტერმინს "ებრაელი ღვთისმეტყველი"? ის, რომ ვიღაც ებრაელი, რომელიც მონათლული იყო მართლმადიდებლურ ეკლესიაში, წერდა შრომებს წმიდა სამებაზე. არადა, ეს მაიმონიდი სინამდვილეში იყო კაბალისტი, ანუ საიდუმლო, საშინელი სწავლების წარმომადგენელი, რომლის მიმდევრები დასაქმებულნი იყვნენ მაგიით და დღემდე მისდევენ ჯადოქრობას.



მიტრ. ანტონი სუროჟელი (ბლუმი) († 2003)

 
ცნობილი კაბალისტი მიხაილ ლაიტმანი თავის საიტზე მაიმონიდის შესახებ წერს, რომ "მას სურდა კაბალის განმარტება და ადამიანების დაცვა იმ დროს გავრცელებული პოპულარული ფილოსოფიისგან". წიგნში "კაბალა - შეთქმულება ღმრთის წინააღმდეგ" (2010 წელს ეს წიგნი ავტორის მითითების გარეშე გამოსცა გამომცემლობამ "Сибирская благозвонница") ნათქვამია: "კაბალისტები მისდევდნენ ფიზიოგნომიკას, ქირომანტიას, ასტროლოგიას, სულების გამოძახებას, ადგენდნენ შეფუცვებს და მაგიურ რიტუალებს, ამზადებდნენ ამულეტებს და თილისმებს, ასევე ასრულებდნენ სხვა მაგიურ მოქმედებებს".
 
ხოლო მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი კაბალისტურ სწავლებას თავის გამოსვლებში ძველებრაულ და "ბიბლიის გარემომცველ ტრადიციას" უწოდებს. უბრალო და გამოუცდელი ადამიანი, როდესაც ასეთ განსაზღვრებას მოისმენს, იფიქრებს, რომ ლაპარაკია ძველაღთქმისეულ დროებაზე და ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველების სწავლებებზე, რომელთა ხსოვნას ყოველწლიურად აღვასრულებთ ჩვენს ტაძრებში.
 
იმისთვის, რათა უფრო მეტად დააბნიოს ხალხი, სუროჟელი ერეტიკოსი კაბალის ცრუ სწავლებას ქრისტიანულ ჭეშმარიტებაში ურევს. მღვდელმა დანიელ სისოევმა ერთ თავის ქადაგებაში თქვა: "ყველაზე საშინელი სიცრუე - ეს არის ნახევარსიმართლე, არასრული სიმართლე. სწორედ ასეთი სიცრუეა ყველაზე საშიში, ის ყველაზე ძლიერია, ყველაზე მზაკვრულია, ყველაზე მომაკვდინებელია".
 
 
უცნაური დამთხვევები
 
სტატიაში "საუფლო ლოცვის შესახებ", რომელიც მიტრ. ანტონი სუროჟელის ცნობილი წიგნის შემადგენლობაში შედის, სადაც მოცემულია მისი ქადაგებებიც და ეწოდება "ლოცვის სკოლა" ("Школа молитвы"), სუროჟელი ერეტიკოსის ასეთი სიტყვებია მოტანილი: "მაიმონიდის, XII ს-ის ამ მწერლის წერილებში არის ბრწყინვალე ადგილი, რომელიც ეხება უფლის სახელს. ის ამბობს, რომ ძველებრაულ ტრადიციაში სახელი და არსი ერთმანეთს ემთხვეოდა. ნამდვილი სახელი - ეს ზედწოდება კი არ არის, როგორც პეტრე, იოანე ან გვარი, არამედ ნამდვილი სახელი - ის სახელია, რომელიც წარმოთქვა ღმერთმა, როდესაც ყოველი ჩვენგანი არარსებობიდან გამოგვიხმო. ის ემთხვევა ადამიანს ან მოცემულ არსებას, და ამიტომაც ღმრთის სახელი არ შეიძლება საჯაროდ წარმოთქმულ იქნას ღვთისმსახურებაზეც კი, რადგან ყოველს როდი ძალუძს ატაროს ეს უმძიმესი უღელი ან ჯეროვნად თაყვანი სცეს ამ უდიდეს სიწმიდეს.
 
მაიმონიდი ამბობს, რომ როდესაც ხალხი ტაძარში იკრიბებოდა, როდესაც იწყებოდა ლოცვა, როდესაც ისმოდა ფსალმუნთა გალობა, მღვდელმთავარი, რომელმაც მხოლომ უწყოდა, თუ როგორ უნდა წარმოთქმულიყო ოთხი ასოსგან შედგენილი ღმრთის სახელი (1), წელში იხრებოდა და ჩურჩულებდა ამ სახელს. მაიმონიდის თქმით, ამ დროს სისხლი მიედინებოდა მთელი ამ ლოცვის გავლით, ხოლო ლოცვა, რომელიც იყო ერთგვარი მკვდარი სხეული, უეცრად ცოცხლდებოდა და აღიტაცებოდა ღმრთისკენ. აი ის გრძნობა, რომელიც ნაკარნახევია ღმრთის სახელის ებრაული შეგრძნებით და, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ამ მაგალითების მეშვეობით; აი რას ნიშნავს ძვირფასი ადამიანის სახელიც.
 
___________________________________
 
1. YHWH - მათი წაკითხვა შეიძლებოდა, თუკი გეცოდინებოდა, რომელი ხმოვნები ანიჭებენ სიცოცხლეს ამ სიტყვას, და ეს მაშინ იცოდა მხოლოდ და მხოლოდ მღვდელმთავარმა.
 
___________________________________
 
მაგრამ, როდესაც გავიგებთ, თუ რას ნიშნავს გაფრთხილება დაიცვა საყვარელი ადამიანის სახელი, შევძლებთ შესაბამისად ვისწავლოთ - და მთელი ცხოვრება ვისწავლოთ - თუ როგორი მოწიწებით უნდა მოვეპყრათ ღმრთის სახელს, თან იმის შეგრძნებით, რომ ეს უდიდესი სიწმიდეა".
 
აქ მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი დამრიგებლურ სტილში გადმოგვცემს კაბალისტების თეორიას სახელთა შესახებ. ის ამ სწავლებიდან არაფერს ეჭვობს, პირიქით, ამ ბოდვას ჭეშმარიტებად ასაღებს და მოცემულ თეორიას "ძველებრაულ ტრადიციას" მიაწერს.
 
არადა, არსად ძველ აღთქმაში ნათქვამი არ არის, რომ სახელი და არსება ერთმანეთს ემთხვეოდნენ; და არსად ძველ აღთქმაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თითქოსდა ყოველ ადამიანს ჰქონდეს ღმრთითბოძებული მეორე სახელი. ძველ აღთქმაში ასევე არ არსებობდა არანაირი აკრძალვა წარმოთქმულიყო ღმრთის სახელი. არსად წერია თითქოსდა უფალს მოსესთვის მიეცეს განკარგულება მისი სახელი ღვთისმსახურების დროს ჩურჩულით წარმოეთქვა. არადა, ჭეშმარიტ რელიგიაში არ არსებობდა არანაირი საიდუმლო, რომელიც ადამიანებს ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა. ის, რაც არ ჩაწერილა ძველ აღთქმაში, არც ბუნებაში არსებობდა.
 
კაბალა გახლავთ იდუმალი სწავლება, რომელიც ჩაისახა ებრაელთა ტყვეობის დროს ქალდეური ოკულტური სწავლების საფუძველზე. და ეს კაბალა სავსეა ყოველგვარი საიდუმლოებებით. ის შეიცავს ძალიან რთულ და დახლართულ სწავლებას სახელთა შესახებ.
 
აი რა არის ნათქვამი წიგნში "კაბალა - შეთქმულება ღმერთის წინააღმდეგ": "კაბალა სწავლობს ღმრთის სახელებს. ის ათია, და ისინი შეესაბამებიან სეფიროტებს. მათი თვისებები კაბალისტების მიერ შესწავლილია ისევე რაციონალისტურად, როგორც ფიზიკოსი სწავლობს ბუნების ძალებს ან ზოოლოგი - რომელიმე ორგანიზმის სხეულის ნაწილებს.
 
კაბალისტები აცხადებენ, რომ მათ მიიღეს ცოდნა ღმრთის სახელთა ყველა თვისების შესახებ და უნდა ისწავლონ ამ სახელების დამოკიდებულება ბუნების ძალთა ცალკეული განყოფილებებისადმი. მათ ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილებთან შესაბამისობაშიც კი იმოწმებენ. მთელი ეს მუშაობა წმ. წერილზე უკვე დიდი ხანია წარმოებულია და კაბალაში არსებობს მთელი რიგი ცხრილებისა, რომლებიც აჩვენებენ შესაბამისობას ღმრთის სახელთა, ანგელოზურ დასთა, რიცხვთა, ასოთა და სამყაროს სხვადასხვა განყოფილებათა შორის, აქვე ნახავთ ბუნების ელემენტებს, სხეულის ნაწილებს და ა. შ."
 
კაბალაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ღმრთის სახელის წარმოთქმას. "იმისთვის, რათა გაძლიერდეს ლოცვის ძალა, იყენებენ ე. წ. "ორმოცდაორასოიან სახელს" (ა. ფრანკის აზრით, ის შედგენილია ყველა ათივე სეფიროტის შეერთებით). მაგრამ საკმარისი არ არის მხოლოდ ამ "დიადი და საშინელი სახელის" ცოდნა, საჭიროა ასევე შეგეძლოს მათი სწორი გამოთქმა. ზუსტად ასეთივე მოთხოვნა გვხვდება უფრო ადრინდელ ძველეგვიპტურ შეფუცვებში. მაგრამ თუკი გეცოდინება და შეგეძლება ამ სახელის წარმოთქმა, მაშინ მისი მეშვეობით შეძლებ ყველაფერს. ამ სახელის მფლობელი "ბაალშემად" იწოდება, - ნათქვამია წიგნში "კაბალა - შეთქმულება ღმერთის წინააღმდეგ".
 
სავარაუდოდ ის მღვდელმთავარი მიტრ. ანტონის მონათხრობიდან, რომელიც ჩურჩულით წარმოთქვამდა ღმრთის სახელს და მით ენერგიას ღვრიდა ლოცვაში, ფლობდა ღმრთის სახელის სწორი წარმოთქმის ტექნოლოგიას. მე არ მწამს ამ თეორიის ჭეშმარიტებისა, მაგრამ ვხედავ, რომ სუროჟელი ერეტიკოსის მაგალითი მღვდელმთავართან დაკავშირებით მოფიქრებულია ამ თეორიის შესაბამისად.
 
ადამიანის სახელთან დაკავშირებით კაბალისტებს აქვთ ერთგვარი დახლართული თეორია. აი რას წერს კაბალისტი მიხაილ ლაიტმანი თავის ვებ-გვერდზე: "სახელი ადამიანისა და მისი გარემომცველი სამყაროს ყველა თვისებაზე უთითებს, რომელთანაც არის ის კავშირში. სწორედ თვისებები ობიექტისა და იმისა, ვისთან ან რასთანაც არის ის დაკავშირებული, განსაზღვრავს კაბალაში სახელწოდებას.  თვით ობიექტის - სულის ან სამყაროს, საფეხურის ან ძალის - სახელი განსაზღვრავს ამ მოვლენის, ძალის, ობიექტის, მოცულობის ან საფეხურის საბაზისო თვისებას, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. კაბალაში სახელი შემთხვევით არაფერს ერქმევა, განსხვავებით ჩვენი სამყაროსგან: ჩამოხსნიან რაღაცას "ჭერიდან" და შეარქმევენ სახელს. კაბალაში სახელის შერქმევა ეფუძნება ობიექტის თვისების რიცხობრივ მნიშვნელობას, მის ურთიერთკავშირს, გარკვევას იმისა, თუ საერთო სულის რომელ წერტილში იმყოფება, რომელი ძალები ზემოქმედებენ მასზე და თვითონ როგორ რეაგირებს მათზე. მოკლედ, ეს ყველაფერი განსაზღვრავს სულიერ ობიექტს და მის სახელწოდებას".
 
ამ ტექსტიდან მე ვხედავ, რომ კაბალისტებში არსებობს სხვა სახელწოდებაც. კერძოდ ამის შესახებ ლაპარაკობს მიტრ. ანტონიც - რომ ყოველ ადამიანს აქვს სხვა სახელი, რომელიც მას "ჭერიდან" კი არ მისცეს, არამედ კავშირშია ადამიანის პიროვნებასთან. სუროჟელი ერეტიკოსი და კაბალისტი ერთსა და იმავე საგანზე ლაპარაკობენ, ოღონდ სხვადასხვა ცნებების გამოყენებით.
 
ეს არც არის გასაკვირი - მიტრ. ანტონის ხომ საზოგადოების დაბნევა და დაბრიყვება სჭირდება, რისთვისაც ის თავს ღვთისმოსავ მართლმადიდებელ ქრისტიანად იკატუნებს, რომელიც დიდი ღვთისმოშიშებით საუბრობს ღმერთზე.
 
 
მიტროპოლიტი ანტონი მართლმადიდებლური სწავლების გარტყმაში არ არის
 
აწვეთებს რა მართლმადიდებელთა სმენას კაბალისტური სწავლების შხამს, რომელიც ადრე თუ გვიან ზოგიერთ მათგანს სულიერ სიკვდილამდე მიიყვანს, მიტრ. ანტონი მართლმადიდებლური სწავლების გადმოცემას ცდილობს. ის ამბობს: "ჩვენ შეგვიძლია შესაბამისად და მთელი ცხოვრების განმავლობაში ვისწავლოთ ის, რომ ღმრთის სახელი არის სიწმიდე". დიახ, მართლაც, ჩვენ პატივით უნდა მოვეპყრათ ღმრთის სახელს. ჩვენ გვაქვს კიდევაც შესაბამისი მცნება: "არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა" (გამ. 20:7). როგორც ფილარეტ მოსკოველი თავის კატეხიზმოში წერს, "ღმრთის სახელის ამაოდ მოიხსენიება მაშინ, როდესაც ის გამოიყენება უსარგებლო და ამაო საუბრებში, და რაც უარესია, როდესაც იმოწმებენ ცრუდ და ღვთისმოსაობის დარღვევით". ანუ ჩვენ ეს ყველას გვეკრძალება.
 
თუმცა, მიტროპოლიტი აქაც ცდება. მისი სიტყვებიდან უკვე მერამდენედ ჩანს, რომ მას არანაირი მართლმადიდებლური სულიერი გამოცდილება არ გააჩნდა. მას რომ ეს გამოცდილება ჰქონოდა, მაშინ სუროჟელი ერეტიკოსი ჰაერს უაზრო მოწოდებებით არ შეარხევდა ჰქონოდათ ღმრთის სახელის ხსენებისადმი ღვთისმოშიშება. ნამდვილ მართლმადიდებელ ქრისტიანში ეს ღვთისმოშიშება თავისთავად ჩნდება. ადამიანი წელიწადი დადის ღვთისმსახურებაზე და ეზიარება, ორი წელი დადის, შემდეგ კი უეცრად ამჩნევს, რომ ის ღმერთს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს და წმინდანებს დიდი პატივისცემითა და ღვთისმოშიშებით ეპყრობა. და ეს, საზოგადოდ, საბაზისო ჩვევებია - ისინი უცებ მოდიან ადამიანში გაეკლესიურებისთანავე, და არა მთელი ცხოვრების განმავლობაში, როგორც ამტკიცებს ამას სუროჟელი მწვალებელი.
 
მღვდელი დანიელ სისოევი ერთხელ ამბობდა: "ჩვენ გვყავს შესანიშნავი, დაუკარგავი სიწმიდე, რომელიც ყოველთვის განგვწმენდს და გვაკურთხებს. წარმოიდგინეთ, ადამიანს მოაჭრეს ხელები და ფეხები, ამოაძრეს ენა, მას არ ძალუძს პირჯვრის გადაწერა, თაყვანისცემა, მაგრამ ამ სიწმიდის წართმევა მაინც შეუძლებელია. ყოველთვის, ცხოვრების ნებისმიერ მომენტში: ვზივართ თუ ვდგავართ, მივდივართ თუ რაიმეს ვსაქმიანობთ, - ღმრთის წმიდა სახელს ყოველთვის მოვუწოდებთ, რათა მის მიერ ღმერთმა განგვწმიდოს, გვაკურთხოს და დაგვლოცოს, ჩვენ კი ვადიდოთ იგი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ სახელის სიყვარული, მისი მოწოდება. ყველაზე მოკლე ცნობილი ლოცვაა: "უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი". ეს უტკბილესი სახელი დაგვიცავს ყოველ ჩვენს გზაზე, გაიმეორეთ ის ყოველ წამს".
 
ის, რაც აქ თქვა მღვდელმა დანიელ სისოევმა თითქოსდა იგივეა, რასაც ღმრთის წმიდა სახელის შესახებ ამბობდა მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი, მაგრამ სინამდვილეში ეს ორი განსხვავებული მიდგომაა.
 
სუროჟელი ერეტიკოსისთვის ღმრთის სახელი - თავისთავადი სიწმიდეა. ხოლო დანიელ სისოევისთვის, ღმრთის სახელი არის - საფეხური, რომელზეც გამოსახულია შემოქმედი, შემოქმედს კი თაყვანს ვცემთ ხატის მიერ. ასეა ღმრთის სახელთან დაკავშირებითაც. არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება: მღვდელი დანიელ სისოევი უბრალოდ ღმრთის სახელის წარმოთქმისკენ კი არ მოუწოდებს, როგორც სადღაც ჩურჩულით წარმოთქვამდნენ მას კაბალისტები, რის შემდეგაც მათ ეწყებოდათ სატანური ბუნების ყოველგვარი გამოცხადებანი. მღვდელი სისოევის თქმით ღმრთის სახელი უნდა წარმოითქვას ცნობილ ლოცვებში, რომლებითაც უამრავი წმინდანი ლოცულობდა. და ეს რაიმე ჯადოსნური ლოცვა კი არ არის, როგორც კაბალისტებშია თავიანთი ორმოცდაორასოიანი სახელით, რომლის წარმოთქმაც უნდა შეგეძლოს, არამედ ლოცვაა სინანულისა.
 
სრულიად ზუსტად ვიცი, რომ სახელთა კაბალისტური თეორია მიტროპოლიტ ანტონის მინიმუმ სამ ნაშრომში მაინც ფიქსირდება. კერძოდ, ესენია: "საუფლო ლოცვის შესახებ", "საუფლო ლოცვის პირველი თხოვნა" და "თვითშემეცნება". გარდა ამისა, სუროჟელი ერეტიკოსის საუბრებში, რომელიც მან 1998-1999 წლებში ლონდონის სამრევლოში წარმოთქვა, და რომლებიც ქვეყნდება სახელწოდებით "მე მსურვს გაგიზიაროთ ის, რაც დამიგროვდა", არსებობს ამონარიდიც მაიმონიდის ერთი ნაშრომიდან.
 
ერთმა ქალბატონმა ინტერნეტში დაწერა, რომ თავის დროს ბევრს კითხულობდა მედიტაციის შესახებ, შემდეგ კი იყიდა მიტრ. ანტონი სუროჟელის "ლოცვის სკოლა", და ნახა, რომ "იქ ლოცვაზე წერია, როგორც მედიტაციაზე". გარდა ამისა, მედიტაციის გამოცდილებას ამავე წიგნში პოულობს არქიმანდრიტი რაფაელიც (კარელინი).
 
ხოლო წიგნში "კაბალა - შეთქმულება ღმერთის წინააღმდეგ" ნათქვამია, რომ კაბალა დაკავშირებულია მედიტაციასთან: "აკიბას სკოლებში ტრადიციული ებრაული ლოცვითი პრაქტიკა შეიცვალა მედიტაციის ხერხებით და სულთა სამყაროსთან ურთიერთობით (არსებობს უამრავი დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს უშუალოდ ებრაელ კაბალისტთა რიტუალურ კავშირს სატანასთან. ამ კავშირის სხვა ხალხებისგან და თვით საკუთარი ხალხის უმეტესობისგან დასამალად, რომელიც არ ამართლებს მსგავს რიტუალებს, კაბალისტმა კონსპირატორებმა ღრმად გაასაიდუმლოვეს თავიანთი საქმიანობა. საიდუმლოს გახსნის ნებისმიერი მცდელობა ამ ტაბუს დამრღვევისთვის გარდაუვალი სიკვდილით მთავრდებოდა, თანაც საშინელი სისხლიანი რიტუალების გამოყენებით).
 
რაბი აკიბა, თალმუდის მოწმობით, ეძღვნებოდა ამ "უმაღლესი მეცნიერების" საიდუმლოებებს და ერთ-ერთი იმ მცირედთაგანია, ვინც "ედემის ბაღებში შედიოდა", ანუ პრაქტიკაში მედიტაციის რთულ ფორმებს ნერგავდა. კაბალისტების ენაზე "ედემის ბაღებში შესვლა" ნიშნავს დემონურ სამყაროსთან უმაღლესი ხარისხის კონტაქტს, ანუ - კავშირს თვით სატანასთან".
 
 
კაბალისტების სისხლიანი ნაკვალევი მართლმადიდებლობაში
 
მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორმა ალექსეი ოსიპოვმა თავის ერთ-ერთ გამოსვლაში ბრძანა, რომ ერთხელ მას აკადემიაში მიაკითხა მიტროპოლიტმა ანტონ სუროჟელმა ლექციით, რომელმაც ყველა მარტო სახელწოდებითაც კი გააოგნა: "საღმრთო სიბნელე". მასში სუროჟელი ერეტიკოსი წარმოდგა მაიმონიდის "საღმრთო სიბნელის" დიდ მცოდნედ. როდესაც წიგნის მაღაზიებში გაჩნდა წიგნი ამ საუბრის ჩანაწერებით, ალექსეი ოსიპოვმა გადაათვალიერა ტექსტი და ნახა, რომ მაიმონიდის სახელი ამოეღოთ. ეს მკრეხელური "საღმრთო სიბნელე" კაბალისტების ერთ-ერთი თეორიაა. იმიტომ, რომ თვით სახელწოდება საკმაოდ საეჭვოდ ეხმიანება ბნელ საბჭოს, რომელიც საიდანღაც მიიღო მხცოვანმა სილუან ათონელმა: "გააჩერე შენი გონება ჯოჯოხეთში და სასოს ნუ წარიკვეთავ". ინტერნეტში დევს (2) ძალზედ საინტერესო და საფუძვლიანი განხილვა არქიმანდრიტ სოფრონ სახაროვის წიგნისა "მხცოვანი სილუანე".
 
___________________________________
 
2. სამწუხაროდ, მოცემული მომენტისთვის ეს განხილვა იტნერნეტიდან გატანილია, ისევე როგორც გაუქმებულია საიტი, რომელმაც ის განათავსა - "აპოკ." რედ.
 
___________________________________
 
 
 
ანონიმი ავტორი ამტკიცებს, რომ წიგნში "მხცოვანი სილუანე" ასახულია კაბალისტების თეორია გადმობრუნებულ პირამიდაზე. მაგრამ ავტორი სატანური თეორიების შესახებ წიგნის შესავალს მიაწერს არქიმანდრიტ სოფრონს (სახაროვს). ხოლო ბულგარელი მონაზონი კასინია (ვეზენკოვა), რომელიც არქიეპ. სერაფიმე სობოლევის სულიერი შვილი იყო, სატანიზმში ბრალს დებდა თვით მხცოვან სილუანეს.
 
ძალიან მალე, იმის შემდეგ, რაც მან მღვდელმთავრებს დაუგზავნა მხცოვან სილუანეს მამხილებელი წერილები, ის მოკლეს და მისი სახლი დაწვეს, რათა აღეხოცათ ნაკვალევი, - ეს მოხდა 1981 წელს. ამის შემდეგ მხცოვანი სილუანე წმინდანთა დასში შერაცხეს, როგორც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში, ასევე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, ხოლო არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი) ამასწინათ ასევე წმინდანად შერაცხეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში. ჩვენში მოდერნისტები იმდენად აქტიურად უწევენ პროპაგანდას, როგორც არქიმანდრიტ სოფრონ სახაროვს, ასევე მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელს, რომ სავარაუდოდ, იმასაც მალე წმინდანთა დასში შერაცხავენ, ხოლო მათ, ვინც ამ უსჯულოებს ამხელს, დახოცავენ.
 
ერთი მღვდელმონაზონისგან გავიგე, რომ მიტროპოლიტ ანტონის ჰყავდა არა მარტო რუსი, არამედ ებრაელი წინაპრებიც, და ვიღაც მათ შორის რაბინიც კი იყო. მაგრამ ინტერნეტში წერია, რომ ერეტიკოს სუროჟელის მამას ჰქონდა შოტლანდიური წარმომავლობა, დედა კი რუსი იყო. მეორე მხრივ, ინტერნეტში არქიმანდრიტ სოფრონის (სახაროვი) შესახებაც ნათქვამია, რომ ის დაიბადა რუსების ოჯახში, მაგრამ რომ შეხედო - ეს არის ნამდვილი ებრაელი. მიტროპოლიტ ანტონის გვარია ბლუმი. ხოლო გვარი ბლუმი - ებრაულია, უკიდურეს შემთხვევაში, ასე წერია ებრაულ საიტზე.



არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი) (1993)

 
ასე რომ, არ ვიცი, რამ აიძულა მოქალაქე ბლუმი შესულიყო მართლმადიდებელი ეკლესიის რიგებში. შესაძლოა ის, ისევე, როგორც არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი), და დეკანოზი ალექსანდრე მენი ჩვენთან მოვიდნენ, რათა ეკლესია შიგნიდან შეებილწათ. მიტროპოლიტმა ანტონიმ (მელნიკოვი) საკმაო მტკიცებულებები შეაგროვა იმისთვის, რათა ეჩვენებინა, რომ დეკანოზი ალექსანდრე მენი შეგნებულად ცდილობდა ეკლესიის დანგრევას შიგნიდან სიონიზმის და იმ ადამიანების საამებლად, რომლებიც ანტიქრისტეს მოსვლას ამზადებენ (მისი ღია წერილი ამის შესახებ იხილეთ აქ: Постовой Сионизма. Открытое письмо митрополита Антония (Мельникова) к священнику Александру Меню).



დეკანოზი ალექსანდრე მენი (1990)

 
მღვდელი დანიელ სისოევი ამბობდა, რომ დეკანოზ ალექსანდრე მენის შრომებში არის ადამ კადმონის კაბალისტური თეორია. სხვათა შორის, ალექსანდრე მენის მკვლელობა, სავარაუდოდ იყო რიტუალური, რაზეც უთითებს მისი დაღუპვის თარიღი - 09.09.1990. სადაც სატანიზმია, იქ ყოველთვის მკვლელობებია. ისინი სატანას სწირავენ, როგორც უცხოებს, ასევე თავისიანებსაც. მათში არსებობს სატანისადმი თვითშეწირვის ისეთი ფორმა, როგორიც არის თვითმკვლელობა.
 
წყარო: https://avt1975.livejournal.com/103171.html
Назад к содержимому