რელიგია - ახალი მტკიცებულებები იმისა, რომ დეკ. დიმიტრი სმირნოვი ემსახურებოდა ეშმაკს - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > რელიგია
ახალი მტკიცებულებები იმისა, რომ დეკ. დიმიტრი სმირნოვი ემსახურებოდა ეშმაკს
მწვალებლობა
ავტორი: ჟურნალისტი ალლა ტუჩკოვა.

სოცქსელებში გამოჩნდა ადამიანთა მოწმობები, რომლებსაც სმენიათ, რომ აწ გარდაცვლილი "მღვდელი" დიმიტრი სმირნოვმა ნიადაგი მოუსინჯა თავის სატანურ ფანტაზიებს იმის შესახებ, რომ თითქოსდა იესუ ქრისტე მოკლეს მოსკოვში. ზოგიერთს კი ნანახი აქვს, როგორ დემონსტრატიული აგდებით მოეკიდა იმას, რომ ადამიანებს დაუვარდათ ჯვარი. ეს თუ არ აიძულებს ჩვენს მოქალაქეებს შეწყვიტონ ლოცვები ღმრთისა და ეკლესიის მტრისთვის, მაშინ, როგორც იტყვიან, საკუთარ თავს აბრალონ, რადგან - ამოქმედდებიან სულიერი კანონზომიერებები.
 
ამ დღეებში ჩვენ გამოვაქვეყნეთ დიდი სტატია "დეკ. დიმიტრი სმირნოვი - ღმრთისა და მართლმადიდებლობის მტერი". მასში მოტანილია მტკიცებულებები იმისა, რომ ეს ადამიანი შეგნებულად ებრძოდა ქრისტიანობას და მართლმადიდებელ ადამიანებს. ჩვენთვის ყველაზე დიდ მტკიცებულებას წარმოადგენს დეკ. დიმიტრის უკანასკნელი ფოტოსურათი, რომელიც მან გადაიღო შოიგუს საკერპეში (რუსეთის შეიარაღებულ ძალთა ახალი ტაძარი - "აპოკ." რედ.). ჯერ კიდევ ცოცხლად მყოფი დეკანოზის მიერ გადაღებული ეს უკანასკნელი ფოტო - არის გაშიფრვა, რომელიც მიმართულია ეშმაკის თაყვანისმცემელი მეგობრებისადმი და ვრცელდება ინტერნეტით. დეკ. დიმიტრი მათ ხელს უქნევს, თითქოსდა თვითმფრინავის ტრაპთან იდგეს და თითქოსდა ამბობდეს: "მე მოვესწარი მესიის შობას დედამიწაზე (იგულისხმება ანტიქრისტე - "აპოკ." რედ.), ახლა უკვე სასიხარულო შეხვედრამდე საიქიოში ლუციფერის წვეულებაზე!"


 
ამ რამოდენიმე ხნის წინ ВКонтакте-ში გავეცანი ერთი ქალბატონის კომენტარს: "გადაცემა "Диалог под часами" 2016 წ. დეკ. დიმიტრი სმირნოვი სვამს კითხვას:
 
- "მამაო ალექსანდრე, როგორ ფიქრობ, ქრისტე ახლა დედამიწაზე რომ დადიოდეს, მოსკოვში, როგორ მოკლავდნენ მას?"
 
- "მე ვფიქრობ, კვლავ ჯვარს აცვამდნენ, - პასუხობს ნახევრადგაღიმებული ალექსანდრე.
 
- áრა, ახლა მას სხვანაირად მოკლავდნენ. უფრო, მას...", ამბობს დეკ. დიმიტრი და იწყებს მკვლელობის მეთოდების აღწერას. ეს რა არის? რწმენაა? ღმრთისადმი შიშია? თუ - მკრეხელობა?!
 
მე ვფიქრობ, რომ ეს არა იმდენად მკრეხელობაა, რამდენადაც კმაყოფილების მიღება დაგემოვნებული ფანტაზიით ქრისტეს მკვლელობის თემაზე. უცნაური დამთხვევაა, მაგრამ ასეთი ფანტაზიები ძალიან სიამოვნებთ სატანისტებს.  აი რას წერს არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) თავის ნაშრომში "25 თავი სიკვდილის მოგონებაზე": "რაც შეეხება გასატანებულ ცოდვილებს, მათ უკვე სულში ჯოჯოხეთი სიცოცხლეშივე უდუღთ. ისინი უკვე იწვიან შავ ალში. თვით ღმრთის სახელი მათში სიძულვილს იწვევს, რომელსაც ისინი ჩვეულებისამებრ მალავენ, მაგრამ არცთუ იშვიათად ვლინდება მკრეხელობებში, სარკასტულ დაცინვებში რელიგიაზე, ზოგჯერ კი ერთგვარ დემონურ გახევებებში. მაგალითად, ფრანგმა სატანისტებმა გამოსცეს ჟურნალი სახელწოდებით "როგორ მოვკალი მე ქრისტე". ილუსტრაციები - ნახატები, სადაც გამოსახულია, თუ როგორ ისურვებდნენ სატანისტები ქრისტეს წამებას: ჯვარს აცვამდნენ თავდაყირა, დაანაწევრებდნენ მის სხეულს, შეწვავდნენ ნელ ცეცხლზე და ა. შ. მრავალი მსოფლიოში სახელგანთქმული ბოროტი ადამიანი თავის ურწმუნოებას არც მალავდა, მაგრამ დღეს სულ უფრო და უფრო ვლინდება მათი კავშირი ოკულტიზმთან და დემონიზმთან" (ხს. ნაშრომი. მე-5 თავი).
 
მოკლედ, რომ ვთქვათ, დეკ. დიმიტრი სმირნოვი იყო გასატანებული ცოდვილი, ჩვენში კი მის შესახებ წერენ, რომ ღმრთივსათნო ადამიანი იყო და, რომ ჩვენ, ქრისტიანები, თურმე ახლა დავობლდით! აქვს თუ არა ზღვარი უგუნურებას, თუ ჩვენს საზოგადოებას მართავენ გიჟები და ყველანი გავგიჟდით?
 
არქიეპ. ამბერკი (ტაუშევი) ჯერ კიდევ XX ს-ში წერდა დღემდე ძალიან აქტუალურ თემაზე სათაურით: "მსოფლიო მძვინვარებს" ("Мир безумствует"), სადაც იუწყება: "თანამედროვე ადამიანები უმეტესწილად მძვინვარებენ, რადგან დაკარგეს გონება და საღი აზრი, რის გამოც უუნარონი გახდნენ სამართლიანად შეაფასონ ყოველივე მიმდინარე, ყველაფრის შესახებ კი მსჯელობენ მიკერძოებით, საკუთარი თვალსაწიერიდან, ისინი სრულიად დამოკიდებულნი გახდნენ თავიანთ არაჯანსაღ განწყობაზე".
 
აი ВКонтакте-დან ამოწერილი კომენტარი დეკ. დიმიტრი სმირნოვზე: "ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო ჯვრის თაყვანისცემის კვირას, იმის შემდეგ, რაც მორწმუნეებს საკურთხევლიდან გამოსვენებული ჯვარი დაუვარდათ, მისი პირიდან მომესმინა (არსებობს ამ ქადაგების ვიდეოც) ასეთი სიტყვები: "დიდი ამბავი ჯვარი თუ დაუვარდათ! რამდენს იწონის ჯვარი? არანაირი პრობლემა არ არის მისი აწევა, აი მათხოვრის აწევა ქუჩაში - ეს უფრო რთული საქმე იქნება!"
 
ამავე ქადაგებაში მ. დიმიტრი განმარტავს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პირბადეები და სანიტარული ნორმები ტაძარში, რადგან თურმე "ორი იტალიელი მოძღვარი სწორედ ტაძარში დასნებოვნდა". როდესაც მ. დიმიტრი ამას ამბობდა, საკუთარ თავსაც კი არ ჰგავდა. ის უფრო წააგავდა დაბერებულ კომიკოს რაიკინს. გულისტკივილით ვფიქრობდი: "პასუხს აგებ ჯვრის გამო!"
 
მე ვფიქრობ, რომ ქრისტიანი, მითუმეტეს მღვდელი, დემონსტრატიულად არ გამოაცხადებდა, რომ ჯვრის დავარდნაში საშინელი არაფერია. გაჩუმდებოდა მაინც, და არ მოაწყობდა ამგვარ დემონსტრირებას. როგორც ცნობილია, ეშმაკებსა და დემონებს სძულთ ჯვარი და მისი საშინლად ეშინიათ.
 
კიდევ მესამე ქალბატონმა დატოვა თავისი კომენტარი "ცოცხალ ჟურნალში" (ЖЖ - Живой журнал): "მომყავს სმირნოვის ფრაზა, - ის, რაც ვისმინე საკუთარი ყურებით: "გესმით? იქ ვიღაცის ბავშვი ბღავის? მაგრამ, ბავშვი არ არის დამნაშავე. ეს მისი დედა უტვინო. თვითონ არის მახინჯი და ასეთსავე შვილს გაზრდის... მას თავში ერთი რამ უტრიალებს - ერთადერთი ხაზი, და ისიც კი გაუხმა. სხვაგვარად, ეს გონჯი, აქ არ მოვიდოდა..."
 
დეკ. დიმიტრი სმირნოვი მრავალგზის დასცინოდა ქრისტიანებს. და ამის შესახებ მთელმა ქვეყანამ იცის. მ. დიმიტრი ლანძღავდა ქრისტიანთ, ამცირებდა, ადარებდა მუსლიმებს და ამბობდა, რომ მუსლიმები ბევრად ჯობიან მათ და, რომ მუჰამედის მიმდევრებისაა მომავალი.
 
მხცოვანი დეკანოზის საქციელშიც მოიაზრება პარალელი სატანისტებთან. მართლმადიდებელმა მწერალმა სერგი ნილუსმა XX ს-ის დასაწყისში გამოაქვეყნა მასონთა დოკუმენტები. მათგან ირკვევა, რომ მასონებს სწამთ ლუციფერის. და აი მათ XX ს-ის დასაწყიში დაწერეს, რომ ისინი ვერასოდეს შეძლებენ მართლმადიდებელთა მიდრეკას თავიანთი რწმენისკენ, მუსლიმებისას კი შეძლებენ. ამ მიზეზით ხომ არ შეაქო დეკ. დიმიტრიმ მუსლიმები და ნიმუშად დაუსახა მართლმადიდებელთ?
 
მხედველობაში თუ მივიღებთ ნილუსის მიერ გამოქვეყნებულ მასონურ დოკუმენტებს, მაშინ მხცოვანი დეკანოზის სიტყვები, რომლებიც მან ამბიონიდან წარმოთქვა, რომ მუსლიმები უფრო ახლოს არიან ღმერთთან, ვიდრე თანამედროვე მონათლული ქრისტიანები, სულს სხვა აზრს იძენს. მართლმადიდებლებმა იფიქრეს, რომ მოძღვარი არცხვენს მათ თავიანთი გულქვაობისთვის გარეშეთადმი, ის კი ღმერთში გულისხმობდა ლუციფერს. ამგვარად, მ. დიმიტრიმ თქვა, რომ მუსლიმები უფრო ახლოს არიან მის ღმერთთან - ლუციფერთან.
 
ის, რომ მართლმადიდებლობის სტრუქტურებში ჩანერგილნი არიან მის წინააღმდეგ მებრძოლები, დიდი ხანია ცნობილია. ამის შესახებ ბევრს წერდა ჯერ კიდევ არქიეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი), რომელიც გარდაიცვალა 1976 წელს. აი, მაგალითად, რა არის ნათქვამი მის სტატიაში: "ქრისტიანობა ჯვრისმტვირთველობის ღვაწლია" (Христианство есть подвиг крестоношения): "სატანა ცდილობს ანგარებიანი მედიდურების მეშვეობით თანამედროვე ქრისტიანები განაშოროს ერთადერთ მაცხოვნებელ გზას - ქრისტეს მიმბაძველობას ჯვრის ტვირთვასა და თვითჯვარცმაში. როდესაც აკვირდები ამ ცრუმოძღვრების საქმიანობას და ხედავ მათი ნაღვაწის შედეგს, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უეჭველად - მტრების დაქირავებულმა აგენტებმა, რომლებიც იბრძვიან ჩვენი სარწმუნოებისა და ეკლესიის წინააღმდეგ, თავიანთ ამოცანად დაისახეს მართლმადიდებელთა გახრწნა და ეკლესიის განადგურება".
 
ამასთან არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამგვარი მავნეების არსებობა ვერავის შეუშლის ხელს სულის ცხონებაში, რადგან თუკი ეს ადამიანები აკრძალულნი არ არიან მსახურებაში, მადლი მათ მიერაც კი იმოქმედებს.
 
მე ვფიქრობ, რომ დეკ. დიმიტრი სმირნოვი - XX-XXI საუკუნეების ყველაზე საშინელი საეკლესიო მავნებელია. იმიტომ, რომ ის არა მარტო ძლიერად ვნებდა მართლმადიდებელთ, რადგან მის ხელთ იყო უძლიერესი საინფორმაციო შესაძლებლობები, არამედ იმიტომაც, რომ თავისი სიკვდილის შემდეგაც კი გასაოცარი ზიანს აყენებს მართლმადიდებელთ. და როგორ დასრულდება მისი სიკვდილისშემდგომი მავნებლობა, არ ვიცი. იმიტომ, რომ უმნიშვნელო როდია, როდესაც სატანისტის საშინელი სულიერი შხამით გაჟღენთილები პირდაპირი ტრანსლაციით "აპატიოსნებენ" სატანისტს, მართლმადიებელთა აბუჩად ამგდებს. ამ ტრანსლაციიდან, რომელიც ქრისტე მაცხოვრის ტაძრიდან გაიმართა, და, რომელიც გადაიცემოდა მართლმადიდებლური ტელეარხებით "მაცხოვარი" ("Спас") და "კავშირი" ("Союз"), ჩანს, რომ დეკანოზის გაპატიოსნებაში მონაწილეობას იღებდნენ ორი მიტროპოლიტი, ორი ეპისკოპოსი, 54 მღვდელმსახური და 8 დიაკვანი (ეს ციფრები აღებულია მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალური საიტიდან). და ეს უმნიშვნელო რამ არ გეგონოთ. განა შემაშფოთებელი არ არის, ამგვარი მღვდელმსახურის გვამთან მთელი ღამის განმავლობაში რომ მიდის აცრემლებული ხალხი. ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ მძვინვარე სატანისტი უკვე ყველა რუსულ ტაძრებში იხსენიება ლიტურგიებსა და პანაშვიდებზე. ეს უმსგავსობა პირთამდე ავსებს ცოდვის პლანეტარულ ოკეანეს, რომლისგანაც, როგორც ვფიქრობ, იანვარში გამოვა (ანუ იშვება) (? – "აპოკ." რედ.) ანტიქრისტე.
 
ვფიქრობთ, რომ ქრისტიანები, რომელთაც ესმით, რა და როგორ, პირადად არ ლოცულობენ დეკ. დიმიტრიზე, და არც რაიმე ზიანი ადგებათ იმისგან, რომ მათ გარშემო მყოფი ადამიანები ღვთისმსახურებაზე ბეჯითად რომ ივედრებიან ამ სატანისტის განსვენებას. რა უბედურება უნდა დაატყდეს თავს დეკ. დიმიტრის სულისთვის მლოცველებს, რომლებმაც არაფერი უწყიან და არ ესმით, მე არ ვიცი. მაგრამ აი მათ, ვინც ინტერნეტით სარგებლობს, ვინც ხედავს მთელ სიმართლეს გარდაცვლილი მღვდელმსახურის შესახებ და მაინც აგრძელებს მისთვის ლოცვას, აშკარად განსაცდელი ელოდებათ.
 
ისიც შეიძლება ითქვას, რომ ამგვართ უფლისგან სპეციალური დასჯა არც კი არის საჭირო. უფალს შეუძლია უბრალოდ მიატოვოს ამგვარი გახევებული მლოცველები, და მაშინ მათთან საქმეს დაიჭერენ დემონები.
 
წყარო: https://avt1975.livejournal.com/120854.html?utm_source=3userpost
Назад к содержимому