რელიგია - ფანარას კიდევ ერთი უცნაური კანონიზაცია - სქიარქიმანდრიტ სოფრონის (სახაროვი) ნამდვილი სახე - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > რელიგია
ფანარას (1) კიდევ ერთი უცნაური კანონიზაცია:
სქიარქიმანდრიტ სოფრონის (სახაროვი) ნამდვილი სახე
მწვალებლობა
ავტორი: ალა ტუჩკოვა, ჟურნალისტი.
 
______________________
 
1. "ფანარა, ფანარიონი (ბერძნ. Φανάρι) ან ფენერი (თურქ. Fener) - ისტორიული რაიონი ოქროს რქის მხარეს. დღეისთვის ეს არის ფატიჰის მუნიციპალური რაიონის ნაწილი. ფანარას ტერიტორიაზე იმყოფება სტამბულის მრავალი ღირსშესანიშნაობა, მათ შორის კონსტანტინოპოლის პატრიარქის რეზიდენცია" (ვიკიპედია) – "აპოკ." რედ.
 
______________________
 
2004 წლის იანვარში კონსტანტინოპოლის (სამბულის) საპატრიარქოს სინოდმა წმინდანად შერაცხა მონაზონი მარია სკობცოვა და მასონურ ორგანიზაცია YMCA-სთან დაალხოვებული რევოლუციონერი და მასონი ილია ფონდამინსკი (1880 - 1942) ((ფუნდამინსკი, ლიტერატურული ფსევდონიმი ბუნაკოვი (ვიკიპედია) – "აპოკ." რედ.).
 
იმყოფებოდა რა ევლოგიანურ სქიზმაში, მონაზონი მარია სკობცოვა კონსტანტინოპოლის ომფორის ქვეშ გადავიდა, და თავისი ბედი დაუკავშირა ეკლესიას, რომელიც დღეს ბეჯითად თანამშრომლობს "ევრომართლმადიდებლობის" მსოფლიო მოშურნეებთან და გულმოდგინედ ხლიჩავს მართლმადიდებელთა მსოფლიო ერთიანობას.
 
მონაზონი მარია, აღჭურვილი ბერდიაევის იდეოლოგიით, თხზავდა საკმაოდ საეჭვო ტრაქტატებს ("რელიგიური ცხოვრების ტიპები" და სხვა), რომლებშიც მკაფიოდ გამოვლინდა ზიზღი რუსული მართლმადიდებლობისა და მისი ტრადიციებისადმი. ამავე ნაშრომებში ნადგურდება წმიდა მამებისეული მართლმადიდებლობა და ასკეტური საეკლესიო პრაქტიკა. არასოდეს გაშორებია რა პაპიროსს, მონაზონი მარია საკუთარ თავში ახორციელებდა ერთგვარ "არატრადიციულ მონაზვნურ ორიენტაციას" განადგურების ესერულ რევოლუციურ სულთან შეხამებით, რომელიც მიმართული იყო რუსული მართლმადიდებლობის ყველა ტრადიციის დანგრევისკენ. მიტროპოლიტი ევლოგი (გეორგიევსკი), რომელმაც მონაზვნად აღკვეცა ე. სკობცოვა, მოგვიანებით შენიშნავდა, რომ "ვერც მემარცხენე პოლიტიკური სიმპათიები, ვერც დემაგოგიური მიდრეკილებები ადამიანგზე ჰქონოდა ზეგავლენა, მან მონაზვნობაშიც ვერ აღმოფხვრა" (ახალგაზრდობაში ის ეკუთვნოდა ესერების პარტიას).
 
ამ რამოდენიმე ხნის წინ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა, რომელიც ვიზიტით ათონის წმიდა მთაზე იმყოფებოდა, 22 ოქტომბერს სქიარქიმანდრიტ სოფრონის (სახაროვი) კანონიზაციის შესახებ გამოაცხადა, რომელიც ცნობილია თავისი წიგნის სილუანე ათონელის შესახებ.
 
შეგახსენებთ ერთ ფაქტს მღვდელმონაზონ სოფრონის (სახაროვი) ცხოვრებიდან, რომელიც 1925-დან 1947 წლებამდე ათონის წმიდა მთაზე მოღვაწეობდა.
 
1941 წ-ს ათონის მთის გერმანული ოკუპაციის დროს წმიდა მთის კინოტმა ადოლფ ჰიტლერთან გააგზავნა წერილი თხოვნით განადგურებისგან დაეცვა წმიდა მთის მონასტრები და ათონის მთაზე გერმანული გარნიზონი დაეყენებინა. გარდა ამისა, ხეზე ჭრის ცნობილმა ათონელმა ოსტატმა ბერმა არსენ კსილოლიპტისმა ("მჭრელმა"), მცირე ანას სკიტედან, მოხდენილად გამოჭრა ჰიტლერის ხის ხატი წარწერით: "ო ადოლფ ო მეგას ბასილიას" ("ადოლფი - დიადი მეფე"), რომელიც ფიურერს კინოტის წერილთან ერთად საჩუქრად გადაეცა.
 
1941 წლის 31 ივლისს, ანუ იმის შემდეგ, რაც ფაშისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს, ათონზე, წმ. კინოტის მოწვევით ჩამოვიდა გერმანელ ოფიცერთა და მეცნიერთა ჯგუფი მიუნჰენის უნივერსიტეტის ბიზანტიურ კვლევათა პროფესორის ფრანც დელგერის მეთაურობით. ანენერბეს ამ ექსპედიციას მხარს უჭერდა აღმოსავლეთის ტერიტორიების მინისტრი ალფრედ როზენბერგი და ყურადღებას ამახვილებდა ისტორიულ, ხელოვნებათმცოდნეობით და თეოლოგიურ საკითხებზე. როგორც იხსენებდა ბერი გერასიმე დიონისიატისი, მრავალი ოფიცარი საკმაოდ განათლებული ადამიანი იყო და კარგად იცოდნენ არა მარტო ევროპული ენები, არამედ ძველბერძნულიც. გერმანელ ოფიცერთა და მეცნიერთა ჯგუფი დაბინავდა კარეაში, ხოლო გარნიზონი - დიდ ლავრასა და ვიგლში.
 
კარეას გარდა დელგერის ექსპედიცია ასევე ეწვია ათონის წმიდა პანტელეიმონის სახელობის რუსულ მონასტერს, რომელშიც მათ საზეიმო მიღება მოუწყო მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა იუსტინემ.
<iframe width="640" height="360" src="https://www.youtube.com/embed/n5YyEoaL3OA" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
კადრებმა შემოგვინახა დიდმოწ. პანტელეიმონის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი იუსტინე, რომელიც ხვდება გერმანელ ოფიცრებს და ანენერბეს დელეგაციას, ასევე მღვდელმონაზონი სოფრონი (სახაროვი), რომელიც გერმანელებს თან ახლდა რუსეთის მონასტრის ტერიტორიაზე.
 
ამ დელეგაციის მიღების დროს მღვდელმონაზონმა სოფრონიმ (სახაროვი) გერმანელები მიიყვანა შორეულ კედელთან, სამეფო არქონდარიკთან, სადაც ჩამოკიდებული იყო რუს მეფეთა და პატრიარქთა ფოტოები, რომელთა ქვემოთ, ყველაზე თვალსაჩინო ადგილას ეკიდა ... ჰიტლერის პორტრეტიც (იხ. ფოტო ქვემოთ), რაზეც მღვდელმონაზონი სოფრონი (სახაროვი) ხელითაც უთითებს. როგორც ვიდეო-ნაწყვეტიდან ჩანს, გერმანელები მოცურავენ ათონზე და სტუმრობენ წმ. დიდმოწ. პანტელეიმონის მონასტერს. მათ ხვდება დიდმოწ. პანტელეიმონის მონასტრის წინამძღვარი არქიმ. იუსტინე. ბერი, რომელიც მიუძღვის გერმანელებს მონასტრის ტერიტორიაზე არის არა სხვა ვინმე, თუ არა თვით "მხცოვანი" მღვდელმონაზონი სოფრონი (სახაროვი).


 
1947 წელს არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი) ტოვებს ათონს (სხვა წყაროების მიხედვით ის სამუდამოდ იქნა გაძევებული ათონიდან წმიდა მთაზე დაბრუნების უფლების გარეშე).
 
არქიმანდრიტ სოფრონის "წასვლის" უკან რომელიღაც უსერიოზულესი საიდუმლო იმალება...
   

***
 
 
2019 წლის თებერვალს ერთ-ერთი მართლმადიდებლური მონასტრის საიტზე გამოჩნდა გამაოგნებელი და ძალიან საინტერესო სტატია, სადაც მხილებული იყო არქიმანდრიტ სოფრონი (სახაროვის) საქმიანობა.
 
მასში დამაჯერებლად არის დამტკიცებული, რომ არქიმანდრიტ სოფრონის ფართოდ ცნობილი და გაყიდვადი წიგნის "მხცოვანი სილუანე"-ს ტექსტში დაფარულია სატანურის სწავლების, ასევე მასონობის, კაბალის, თეოსოფიისა და იუდაიზმის ელემენტები.
 
ამასთან ჩვენს ქვეყანაში არცთუ მცირეა ადამიანთ რაოდენობა, რომლებიც ყველა კუთხეში აპიარებენ ამ არქიმანდრიტს. მათ რიგებში იმყოფებიან საიტ Православие.ру-ს თანამშრომლებიც.
 
 
შავი მაგიის საიდუმლო
 
სტატია: "Увидеть архимандрита Софрония (Сахарова) как он есть: неизвестная биография архимандрита Софрония (Сахарова)" ("არქიმანდრიტ სოფრონის (სახაროვი) ნამდვილი სახე: არქიმანდრიტ სოფრონის (სახაროვი) უცნობი ბიოგრაფია") განათავსეს კოჟეოზერსკის ღმრთის განცხადების მონასტრის საიტზე(http://kozhozero.ru/library/?ELEMENT_ID=245&sphrase_id=84) (ამ მისამართზე სტატია უკვე მიუწვდომელია. ხსენებული პუბლიკაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://blagogon.ru/biblio/974/ - "აპოკ." რედ.). სტატია ანონიმურია (ჩვენს მიერ მითითებულ მისამართზე სტატიის ავტორია იღუმენი ანდრიანე (პავლოვი) – "აპოკ." რედ.), მაგრამ ის აშკარად დაწერილია ძალიან ნიჭიერი და გონიერი ადამიანის მიერ, რომელიც მართლმადიდებლურ სწავლებაში კარგად ერკვევა.
 
როგორც ცნობილია, წიგნი "მხცოვანი სილუანე" შედგება ორი ნაწილისგან. პირველშია - არქიმანდრიტ სოფრონის (სახაროვი) ტექსტი ღირ. სილუანე ათონელის სწავლებაზე, ასევე წიგნის ავტორის საკუთარი აზრებიც. ეს არის ძალიან მზაკვრული ტექსტი. მეც, მიუხედავად იმისა, რომ მეზიზღება მწვალებელ-მოდერნისტთა ნაწერები, რომლებიც ხშირად ქვეყნდება პორტალზე "Православие и мир", ვერაფერი საშინელი მასში ვერ ვიპოვე. მე ერთგვარად მეხამუშა მხოლოდ ერთი სიუჟეტი, რომელსაც მკითხველი მიჰყავს ორიგენესეულ მწვალებლურ სწავლებასთან საყოველთაო ცხონების შესახებ...
 
იმისთვის, რათა გავიგოთ მთელი საშინელება იმისა, თუ რა ჩაიდინა არქიმანდრიტმა სოფრონიმ (სახაროვი), უნდა გაგვაჩნდეს გარკვეული ცოდნა იუდაიზმზე, სატანიზმზე, თეოსოფიაზე, კაბალაზე (ეს არის იუდეველთა ოკულტური სწავლება) და მასონობაზე. ანონიმური სტატიის ავტორმა წაიკითხა ერთი კაბალისტის წიგნი და მასში მრავალი თანხვედრა ჰოპოვა არქიმანდრიტ სოფრონის (სახაროვის) სწავლებასთან.
 
გარდა ამისა, მამხილებელი სტატიის ავტორს წიგნის "მხცოვანი სილუანეს" პირველი ნაწილიდან ასეთი ციტატა მოჰყავს: "უფალი არ უარყოფს უთანასწორობის, იერარქიულობის, უმაღლეს და უქვემოეს ფენებად დაყოფის, მეტ-ნაკლებობის ფაქტს, მაგრამ ყოფიერების ამ პირამიდას ღმერთი თავდაყირა აყენებს, და მით აღწევს უკანასკნელ სრულყოფილებას. ამ პირამიდის უეჭველი სრუყლოფილებაა - თვით ძე კაცისა".
 
არქიმანდრიტი სოფრონი ამ ფრაზით თავის მართლმადიდებლობას ამოფარებულ წიგნში ამკვიდრებს კაბალის, თეოსოფიის, მასონობის, სატანიზმის და იუდაზმის სიმბოლიკას. აი რას წერდა ი. ნ. ლუკინი წიგნში "სიმბოლოთა სამყარო", რომელიც 1936 წელს ხარბინში გამოიცა: "გადაკვეთილი სამკუთხედები ქმნიან კაბალისტურ ტეტრაგრამას (ჰექსაგრამას), მასონურ "სოლომონის ბეჭედს". ის გამოხატავს ეშმაკს თანასწორი სამკუთხედებით, რომელიც წვერით მიმართულია ქვემოთ, და არა ზემოთ, რაც ნიშნავს ღმრთისადმი სატანის სრულ დაპირისპირებულობას".


 
ხოლო არქიმანდრიტ სოფრონის გადმობრუნებული პირამიდა და ტეტრაგრამის გადმობრუნებული სამკუთხედი - ეს თითქმის ერთი და იგივეა.
 
ანონიმურ სტატიაში ასევე ნათქვამია: "გადმობრუნებული პირამიდის კაბალისტურ წარმომავლობაზე წერს მონაზონი კასინია (ვეზენკოვა). თავისი სულიერი ხელმძღვანელების კურთხევით მან ჩაატარა სწავლების განხილვა, რომელიც გადმოცემულია წიგნში "მხცოვანი სილუანე", რომლის საფუძველზეც ამტკიცებს: "სწავლება "ყოფიერების გადმობრუნებულ პირამიდაზე" მთლიანად აღებულია კაბალიდან და შავი წიგნებიდან; "ყოფიერების პირამიდა" შეესაბამება ოკულტიზმს და თეოსოფიას" (თეოსოფია - სატანურ-ოკულტური სწავლება. თეოსოფები თავიანთ ღმერთად მიიჩნევენ სატანას. მისი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია - ე. პ. ბლავატსკაია); "სწორე ის - "ყოფიერების გადმობრუნებული პირამიდა" - წარმოადგენს კაბალისტური სამკუთხედის გამოსახულებას წვერით ქვემოთ, როგორც ეშმაკის ნიშანს. მისის საპირისპირო სამკუთხედი წვერით ზემოთ - არის წმიდა სამების - ღმერთის ნიშანი".
 
გარდა ამისა, გადმობრუნებული შავი პირამიდა წარმოადგენდა ღმერთქალ არტემიდას სიმბოლოს, ხოლო, როგორც ცნობილია, "ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან" (ფსალმ. 95:5). "მეტიც, სოფრონი მკრეხელურად აცხადებს, რომ ქრისტე - "გამოყირავებლი პირამიდის მწვერვალია" და, რომ ნებისმიერი "ქრისტიანი მიდის ქვემოთ, იქით - გადაყირავებული პირამიდის სიღრმეში, სადაც თავმოყრილია საშინელი წნეხვა, სადაც არის სამყაროს ცოდვათა ამღებელი - იესუ ქრისტე" (Старец Силуан, Глава 13, "Кончина старца"), - ნათქვამია ანონიმურ სტატიაში. - ეს კი უკვე იუდაური სწავლებაა იმის შესახებ, რომ ქრისტე განკითხულია საგეჰენიოდ და მისი მიმდევრებიც, ქრისტიანებიც, ჯოჯოხეთში წავლენ. თანაც, თუკი "ყოფიერების პირამიდა" გადმოყირავდება, ანუ მისი ფუძე ავა ზემოთ - მაშინ ეშმაკი, რომელიც ქვემოთ, ჯოჯოხეთში იყო, ზემოთ აღმოჩნდება და ქმნილებებზე აღზევდება (!!!). ეს არის სწორედ "უსჯულოების საიდუმლო" (2 თესალონიკ. 2:7), "სატანური სიღრმეების" (გამოცხ. 2:24) და შავი მაგიის, მთელი შავწიგნეულობის და ამასთანავე თეოსოფიის საიდუმლო.
 
ხოლო იმის გამო, რომ ადამიანები, ვინც არ იცნობენ შავ წიგნებს, ვერაფერ დამღუპველს ვერ ხედავენ წიგნში "მხცოვანი სილუანე", ეს გამოცემა უვნებელი როდი ხდება. შხამი, რომელიც ჩადებულია ამ წიგნში, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ხვდება სატანურ თეორიებში გაურკვეველ ადამიანთ სულებში და შიგნიდან მოწამლავს მათ.
 
წიგნის "მხცოვანი სილუანე" მეორე ნაწილი შედგება ღირ. სილუანეს ნაწერთაგან, მაგრამ ამ ნაწილშიც ყურადღებიანი მკითხველები პოულობენ თუნდაც მცირე, მაგრამ მაინც განსხვავებებს მართლმადიდებლური სწავლებისგან.
 
ყველაზე სავარაუდოდ, მართლმადიდებლურ სწავლებასთან შეუთავსებელი ფრაზები სილუანე ათონელის პირში ჩადო არქიმანდრიტმა სოფრონიმ. რადგან სილუანე ათონელი ვერსად მიიღებდა სერიოზულ სწავლებას თეოსოფიაზე, კაბალასა და მასონობაზე, რადგან, არქიმანდრიტ სოფრონისგან განსხვავებით, ის არ ტრიალებდა მხატვართა ბოჰემისა და პირველი თაობის მწვალებელ-მოდერნისტთა წრეში, არამედ ერთი რუსი სოფლელი ადამიანი იყო. გარდა ამისა, არავის, და არასოდეს უნახავს ღირ. სილუანეს ჩანაწერები. ცნობილია მხოლოდ მისი ნაწერების ორი გვერდის ფოტოასლი.
 
მაშასადამე, არქიმანდრიტმა სოფრონიმ (სახაროვმა) გააკეთა ამაზრზენი რამ: ის შეეცადა არა მარტო სატანიზმი შეეტანა ქრისტიანული სწავლების საფუძვლებში, არამედ თავის ინტერესებში გამოიყენა ქრისტეს მდაბალი და მიმნდობი მიმდევარის მემკვიდრეობა.
 
 
ანტიქრისტეს ნიშანი საკურთხეველში
 
არქიმანდრიტი სოფრონი ძალიან უცნაურად ლოცულობდა - მთელი ღამე იმეორებდა "მამაო ჩვენოს" "ძალიან მდორე რიტმში, თითქმის მარცვლავდა", ასე გადმოსცემს ამ ლოცვით მღვიძარებას თვითმხილველი არქიმანდრიტი ქერუბიმი.
 
"ახლა სცადეთ წარმოიდგინოთ (ოღონდ არც ძალიან ხანგრძლივად, რომ სულიერად არ დაზიანდეთ), როგორ გამოიყურება "მამაო ჩვენოს" ლოცვის მეთოდი, რომელსაც მ. სოფრონი გვთავაზობს - ნელა, მარცვალ-მარცვალ, - აკომენტარებს არქიმანდრიტ ქერუბიმის ცნობას სტატიის ანონიმი ავტორი. - ეს ლოცვის ძალიან უცნაური ფორმაა, რომელსაც წმიდა მამებში ვერ ვიპოვით.
 
ის მოგვაგონებს არა ლოცვას, არამედ იოგათი ვარჯიშების ფორმას, ან კიდევ ოკულტურ მედიტაციას, რომელსაც სოფრონი მონასტრამდე მისდევდა. ერთ-ერთმა ძმამ, როდესაც მას ლოცვის ასეთი უცნაური ფორმის შესახებ ვამცნე, მითხრა, რომ ლოცვის "მამაო ჩვენოს" ნელი წაკითხვა XVIII ს-ის მასონთა ჩვეულება იყო (მე არ მაქვს წყაროები, მაგრამ დანამდვილებით ცნობილია, რომ ოკულტური მედიტაციის თანამედროვე პრაქტიკაში ასევე გამოიყენება ლოცვა "მამაო ჩვენო")".
 
ღირ. სილუანე ათონელის გარდაცვალებიდან რამოდენიმე ხნის შემდეგ ათონიტებმა წმიდა მთიდან განდევნეს არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი). დღემდე ზუსტად უცნობია, თუ რამ განაპირობა მათი ასეთი საქციელი. მაგრამ კარგად არის ცნობილი, რომ ამის შემდეგ არქიმანდრიტ სოფრონის მიერ დაფუძნებულ მონასტერში, ესექსში (ინგლისი), მან ყველგან განათავსა იუდაური მენორას ნიშნები, რომლის ქვედა მხარეს ჯვარი იყო მოთავსებული - ეს გამოსახულება შეიძლება ვნახოთ კარებზეც და ჭიშკრებზეც, და ერთ ხატზეც კი. მეტიც, ამ სავანის ერთ-ერთი ტაძრის საკურთხეველში დღემდე დგას არამართლმადიდებლური შვიდსანთლიანი სასანთლე ლამპადებით, ხოლო იუდაური მენორა სანთლებით და ჯვრით.



ამ დროს, ანონიმურ სტატიაში ნათქვამია:
 
"მენორა წარმოადგენს მაშიაყის (ანტიქრისტეს) მომავალ მოსვლას". რისგანაც შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი), არის რა ფარული იუდეველი, ცდილობდა მოეახლოვებინა ანტიქრისტეს მოსვლა, რომელსაც მესიად მიიჩნევენ და მოუთმენლად ელიან იუდეველები. ამისთვის ჩაინერგა ის სწორედ მართლმადიდებლობაში.
 
 
ფარულ იუდეველთა ბრძოლა მართლმადიდებლობასთან
 
ცნობილია, რომ მომავალი ანტიქრისტეს მსახურები ინერგებიან მართლმადიდებლობაში, და მის შიგნიდან დანგრევას ცდილობენ, რათა მან ხელი არ შეუშალოს მომავალი მბრძანებლის მოსვლას. დღესაც მიდის გაძლიერებულია მუშაობა მართლმადიდებლობის შინაგანი გახრწნისათვის, რადგან სწორედ ის არის ანტიქრისტეს მოსვლის ხელისშემშლელი ფაქტორი, რომელიც წინ უდგას მას როგორც წინაღობა და აბრკოლებს მისი გეგმების განხორციელებას. იქ, სადაც ირყევა დოგმატები, სადაც საფუძველი ეცლება სახარების ზნეობრივ სწავლებას და მასზე დაფუძნებული ეკლესიის კანონიკურ წყობას, იქ აშკარად მუშაობენ მომავალი ანტიქრისტეს მსახურები, როგორც გინდ უწოდებდნენ თავს და როგორი შესამოსელითაც გინდ იმოსებოდნენ.
 
და არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი) - ერთადერთი საიდუმლო იუდეველი, როდია რომელმაც მართლმადიდებლობაში ადგილი დაიმკვიდრა.
 
მიტროპოლიტი ანტონი (მელნიკოვი) დეკანოზ ალექსანდრე მენისადმი მიწერილ თავის ღია წერილში მას ადანაშაულებდა იმაში, რომ წარმოადგენდა "სიონიზმის გუშაგს":
 
"ასეთი "გუშაგების" ამოცანაა - სიმართლის სახელით იქადაგონ სიცრუე, მართლმადიდებლური გარსში შენიღბულებმა ადამიანთა სულები აღავსონ სიონიზმისთვის სასურველი შეხედულებებითა და განწყობილებებით. მართლმადიდებლობაში სიონიზმის ასეთ "გუშაგს" წარმოადგენთ თქვენ, მამაო ალექსანდრე. ეს თქვენი კონკრეტული ადგილია სიონიზმის მრავალწახნაგოვან და მრავალსაფეხურიან სისტემაში. ეს არის თქვენ მიერ ოდითგანდვე კარგად მოაზრებული და ნებაყოფლობით აღებული მისია. და მევიცი, რომ თქვენ ეს თვითონაც კარგად უწყით".
 
ახლაც, მედიურ სივრცეში ძალიან ხშირად გაიელვებს ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენელი, რომელიც, უფრო საიდუმლო იუდეველია, ვიდრე მართლმადიდებელი. და ეს ვინმე მარგინალები არ გეგონოთ, ესენი ძალიან ცნობილი ადამიანები არიან, რომელთაც, ეკლესიისგან შორს მდგომი ადამიანები, ძალიან დიდი პატივით ეპყრობიან. მაგრამ ეკლესიის ამ წარმომადგენელთა შესახებ რაიმე კონკრეტულის დადგენა ძნელია, რადგან ასეთი გამოკვლევა ხელეწიფება მხოლოდ სახელმწიფოს, ჩვენი სახელმწიფო კი თვითონ ცდილობს ეკლესიის შიგნიდან დანგრევას მოდერნისტების საიდუმლო და აშკარა მხარდაჭერით, ასევე თვალსმოფარებული ბრძოლით ნამდვილი მართლმადიდებელი ადამიანების წინააღმდეგ.
 
თანაც, ჩვენი ამ გადარეულ დროებამდე იუდეველები ცდილობდნენ შიგნიდან დაენგრიათ მართლმადიდებლური ეკლესია. XV ს-ის მიწურულს რუსეთში მოხდა იუდეველების ძლიერი მღელვარება - მათ თავიანთ მხარეს გადაიბირეს ზოგიერთი მღვდელმსახური და მათი მეშვეობით გაავრცელეს ე. წ. იუდაური მწვალებლობა. მაშინ ამ ერესის წინააღმდეგ ძლიერ გაიბრძოლეს წმიდა გენადი ნოვგოროდელმა მიტროპოლიტმა და ღირ. იოსებ ვოლოკოლამელმა. სახელმწიფო მათ მხარეს იდგა, და ამიტომაც, ეს მწვალებლობა საბოლოოდ დამარცხდა.
 
 
სოფრონის იატაკქვეშეთი, განთესვა ქალაქებსა და სოფლებში
 
ანონიმურ სტატიაში ნათქვამია:

"სოფრონის სწავლების მიმდევრები რუსეთის ყველა მსხვილ მონასტერში იმყოფებიან (მაგალითად, წმიდა სამებისა და სერგის ლავრაში; მირქმის მონასტერში (მოსკოვი); ბალაამის მონასტერში; ოპტის უდაბნოში და სხვა), ასევე სხვა ადგილობრივ ეკლესიებშიც (საბერძნეთში, სერბეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში). ყველა მათგანი მოქმედებს ორგანიზებულად, ნერგავს რა არქიმანდრიტ სოფრონის მკრეხელურ კანონიზაციას და გზას უმზადებს მართლმადიდებლობის შეერთებას იუდაიზმთან, რომლის საბოლოო მიზანი მაშიაყის მოლოდინია. ამით ისინი ცდილობენ შიგნიდან გაანადგურონ მართლმადიდებლობა - ქრისტე ჩაანაცვლონ ბელიარით. ვილოცოთ და ვიღვაწოთ, რომ ეს არ შეგვემთხვეს ჩვენ!"
 
აქ ხსენებულ მირქმის მონასტერს ეკუთვნის პორტალი Православие.ру, სადაც ამ ბოლო დრომდე მონდომებით აპიარებდნენ არქიმანდრიტ სოფრონის (სახაროვს). სტატიები ამ ადამიანზე ყველაზე მრავალფეროვანია - აქ არის მოთხრობები მის სწავლებებზე, მის სულიერ შვილებზე, სიმპოზიუმებზე, რომლებიც მის მემკვიდრეობას ეძღნება, და მის მიერ ნაპოვნ წერილებზე. სამ პორტალში ციტატებს არქიმანდრიტ სოფრონის წიგნიდან აქვეყნებენ გრიფით: "ათონელი მხცოვნები" ამა თუ იმ საგნის შესახებ, ან "ათონელი წმინდანები" ამა თუ იმ საკითხზე და ა. შ. ... ხოლო მირქმის მონასტრის გამომცემლობამ სერიით "Люди Божии" ("ღმრთის ადამიანები") გამოსცა წიგნი არქიმანდრიტ სოფრონის შესახებ, რომელიც შედგენილია პორტალ Православие.ру-ს მუდმივი ავტორის ოლგა როჟნევას მიერ.
 
წყარო: https://avt1975.livejournal.com/93690.html
Назад к содержимому