უსჯულოების საიდუმლო - ჯორჯიის ფილაქნები სრულიად დაინგრა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
ჯორჯიის ფილაქნები სრულიად დაინგრა
ახალი მსოფლიო წესრიგი
ჯორჯიის ფილაქნები უკვე აღარ არსებობს. მძლავრი აფეთქების შედეგად მასიური კონსტრუქცია სრულიად დაინგრა. აი როგორ გამოიყურება საეჭვო ღირებულების მქონე ღირსშესანიშნაობა აფეთქების შემდეგ.
 
"ამერიკულ სტოუნჰენდჯად" წოდებული ჯორჯიის ფილაქნები წარმოადგენდნენ იდუმალ ღირსშესანიშნაობას ქ. ელბერტონში (ჯორჯიის შტატი). ის შექმნილი იყო ოთხი მასიური გრანიტის ფილაქნისგან და შეიცავდნენ ათ "მცნებას" გონების "ახალი ეპოქის" შესაქმნელად.
 
ფილაქნებზე, სხვადასხვა ენაზე ამოტვიფრული იყო ათი სახელმძღვანელო პროგრამა, რომლებიც ეხებოდა რამოდენიმე საკითხს, მსოფლიო ელიტისთვის ესოდენ ძვირფასს. მიუხედავად ამისა, "ფილაქნები" მაინც წინააღმდეგობრივი ძეგლი გახდა:
 
შეინარჩუნეთ კაცობრიობა 500 000 000 ადამიანამდე ბუნებასთან მარადიულ წონასწორობაში.
 
დედამიწის მცხოვრებთა რაოდენობა 500 მილიონ ადამიანამდე რომ დავიდეს, საჭიროა დაახლოებით დღევანდელი კაცობრიობის 93%-ის გაწყვეტა. ამ მიზეზით ჯორჯიის ფილაქნები იმის კონკრეტულ მტკიცებულებად მიაჩნდათ, რომ ელიტა დაციკლულია ადამიანთა მასობრივ დეპოპულაციაზე.
 
მრავალი წლის განმავლობაში ეს ღირსშესანიშნაობა დიდ ყურადღებას იპყრობდა არა მარტო იმ ადამიანებში, ვინც ის წაიკითხა, არამედ იმათშიც, ვისაც ის სძულდა. მართლაც, ეს ძეგლი უცნაურ რიტუალთა ადგილი გახდა. აქ იკრიბებოდნენ წარმართული და ოკულტური ჯგუფები - ხშირად იმ თარიღებში, რომელთაც ასტრონომიული და ოკულტური მნიშვნელობა ჰქონდათ. ის ასევე იყო ვანდალიზმის აქტების ობიექტი, რადგან სატანური სიმბოლოები და ახალი მსოფლიო წესრიგის საწინააღმდეგო გზავნილები აეროზოლური საღებავებით არაერთხელ წაუწერიათ კონსტრუქციაზე.
 
ზემოთნათქვამის მიხედვით, "ჯორჯიის ფილაქნები" უკვე ისტორიაა.

6 ივლიის, დაახლოებით დილის 4 საათზე "უცნობმა პირებმა" აამოქმედეს ასაფეთქებელი მოწყობილობა. აი ვიდეო კამერებით დაფიქსირებული კადრები:
<iframe width="1280" height="720" src="https://www.youtube.com/embed/wXzKPst743c" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
აფეთქებამ ერთ-ერთი ფილაქანი ნამცეცებად აქცია და სერიოზულად დააზიანა ძირითადი ფილა. ვიდეოზე ჩანს, აფეთქების შემდეგ თუ როგორ გადის ამ ადგილიდან ავტომობილი. ჯორჯიის შტატის გამოძიებათა ბიუროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ის იკვლევს აფეთქებას ელბერტის ოლქის შერიფთან ერთად.



ფილაქნები აფეთქების შემდეგ

რამოდენიმე საათის შემდეგ, "უსაფრთხოების თვალსაზრისით" ნაგებობა სრულიად აიღეს. აი ვიდეო იმისა, თუ როგორ ეცემიან ფილაქნები მიწაზე.
 
<iframe width="854" height="480" src="https://www.youtube.com/embed/xNNFfijSkxU" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>


ფილაქნების ნარჩენები
 
 
ვინ იფიქრებდა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც ჯორჯიის ფილაქნებს ნაცარტუტად აქცევდნენ. იმ დროს, როდესაც ნამდვილი სტოუნჰენდჯი ჯერ კიდევ დგას 5000 წელია, ამერიკულმა სტოუნჰენდჯმა 40 წელიც ვერ გაძლო.
 
ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ფილაქნების სრული აღება კიდევ უფრო მეტ იდუმალებას შესძენს ამ ძეგლს, რადგან ადამიანის ვინაობა, ვინც ბრძანება გასცა, სამუდამოდ გასაიდუმლოებულია.
 
2013 წელს, უიატ მარტინმა, რომელიც ძეგლის ორგანიზებაში იღებდა მონაწილეობას, თქვა:
 
"- ფიცი მივეცი იმ ადამიანს და ვერ დავარღვევ. ვერავინ ვერასოდეს გაიგებს მის ვინაობას".


 
ფილაქნების განმარტებითი ტაბლო
 
 
ამ იდუმალი ადამიანის ფსევდონიმი იყო RC Christian. ეს არის საკმაოდ აშკარა გადამისამართება როზენკრეიცერთა ორდენის ლეგენდარული დამაარსებლის ქრისტიან როზენკრეიცერისადმი, რომელიც ცნობილია აბრევიატურით - RC. ეს არის საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გავლენას ახდენდა მსოფლიო მოვლენებზე.
 
ამ მონუმენტში ყველაფერი უთითებდა ოკულტურ ელიტაზე და საიდუმლო საზოგადოებებზე, რომლებიც მისი ფილოსოფიით იკვებებოდნენ. მართალია, ძეგლი უკვე აღარ არის, მაგრამ იდეალები, რომლებიც მის უკან იდგა საუკუნეებია არსებობენ და მომავალშიც იარსებებენ. თუმცა 21-ე საუკუნეში ყველაფერი შეიცვალა. თუკი ადრე მასები სულაც არ აქცევდნენ ყურადღებას ამგვარ ობიექტებს, საინფორმაციო ეპოქამ მასობრივი გამოღვიძება გამოიწვია. ახლა ოკულტური ელიტის გეგმები უფრო და უფრო მეტ წინააღმდეგობებს აწყდება.
 
ამიტომაც, ჯორჯიის ფილაქნების უკან მდგომებმა შესაძლოა ახლა შვებით ამოისუნთქეს, რადგან თვალსაჩინო და მათი საქმიანობის მამხილებელი მონუმენტი გაქრა. ცრუ-ინფორმაციებისა და მოსახლეობის დამაბნეველი პროპაგანდის ეპოქაში ჯორჯიის ფილაქნები საკმაოდ მკაფიო, მოკლე და შემაშფოთებელი ინფორმაციის მატარებელი იყო. ამ ძეგლში პირდაპირ, აშკარად და ყველას დასანახად იყო ამოტვიფრული მასონური ელიტის ბოროტი მიზნები.
 
როგორც ჩანს, მათ ამგვარი საინფორმაციო ძეგლი უკვე აღარ აწყობთ. დღეისთვის ისინი კვლავ ცდილობენ დამალონ თავიანთი ჭეშმარიტი ზრახვები, რაშიც უამრავ მომატყუებელ ინფორმაციებს იყენებენ, და რითაც მასებს კვლავ სიბნელისკენ უბიძგებენ.

წყარო: https://vigilantcitizen.com

თარგმანი: საიტი "აპოკალიფსისი". 2022. 09.
 
Назад к содержимому