უსჯულოების საიდუმლო - ჯოჯოხეთის პორტალი იღება, ხართ თუ არა მზად სატანის გამეფებისთვის? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
ჯოჯოხეთის პორტალი იღება, ხართ თუ არა მზად სატანის გამეფებისთვის?

ანტიქრისტეს მოლოდინი, მოსვლა და თაყვანისცემა

შვეიცარიაში ახალი გვირაბის გახსნის ცერემონიის ვიდეო. მოქმედება აშკარად დადგმულია ილუმინატების ინტერესებიდან გამომდინარე და აღსავსეა ოკულტური სიმბოლიკით. ქვემოთ მოცემული გვაქვს ამ სპექტაკლის სიმბოლიზმის გახსნის მცდელობა.
გოტარდის გვირაბის გახსნის ცერემონია
უცნაური და იდუმალებით აღსავსე ცერემონიით აღინიშნა შვეიცარიაში Gotthard Base Tunnel-ის გახსნა. ცერემონია წარმოადგენს სპექტაკლს, სადაც წარმოდგენილია ბაფომეტი ("ადამიანი-თხა"), რომელიც კვდება, აღსდგება მკვდრეთით და, რომელსაც შემდეგ თაყვანს სცემენ, როგორც "მსოფლიოს მბრძანებელს".

"ადამიანი-თხა", რომელიც ასეთ საკვანძო როლს თამაშობს ამ უცნაურ და სიმბოლოებით აღსავსე სპექტაკლში, გასაოცრად წააგავს ბაფომეტს, რომელიც ბოლო ათწლეულები სატანისტებისა და ოკულტისტების საკვანძო სიმბოლოა.

რადგან ბაფომეტი ოკულტურ საზოგადოებებში ეშმაკის სახეა, ხომ არ იყო მთელი ეს ცერემონია ილუმინატების რიტუალი, რომელიც მოწოდებულია სატანის თაყვანსაცემად? ხომ არ იყო ეს სიხარულის წინასწარი ყიჟინა იმისთვის, რომ ოკულტურ ძალებს აუწყონ ანტიქრისტეს შემოსვლა არცთუ შორეულ მომავალში? შეიძლება ვინმეს ჩვენი ეს დასკვნა ფანტაზიის ნაყოფი ეგონოს, მაგრამ, მოდი, ნუ გამოვიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს, სანამ ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეოს არ იხილავთ.

***

ამა წლის ივნისში, როგორც იქნა შედგა შვეიცარიის Gotthard Base Tunnel-ის გახსნის ცერემონია. ეს გახლავთ ყველაზე გრძელი და ყველაზე ღრმა სარკინიგზო გვირაბი მთელს მსოფლიოში. საჭირო გახდა 17 წელი, რათა ეს უნიკალური ნაგებობა აეშენებინათ. მისი სიგრძე 35 კილომეტრია, ადგილ ადგილ კი მისი სიღრმე 2000 მეტრს აღწევს და ამ უპრეცედენტო გვირაბის მშენებლობა, საერთო ჯამში, 11 მილიარდი ევრო დაჯდა.
გოტარდის გვირაბის გახსნის ცერემონია
ამგვარად, ამ გვირაბის გახსნა საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა ევროპის პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრებისთვის. ღონისძიებაზე მიწვეულები იყვნენ გამოჩენილი ევროპელი პოლიტიკოსები, ისეთები, როგორებიც არიან გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, იტალიის პრემიერ-მინისტრი რენცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი.

შვეიცარიიდან გვირაბის გახსნის ცერემონიის ტელეტრანსლიაცია გადაიცემოდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ცერემონიის გახსნა შედგებოდა ორი ნაწილისგან და ორივეში ცენტრალურ ფიგურას წარმოადგენდა "თხა-კაცი", იგივე "ბაფომეტი". ალბათ გახსოვთ, გასულ წელს, სატანისტებმა ბაფომეტის გიგანტური ქანდაკება რომ დადგეს ქ. დეტროიტში.
გოტარდის გვირაბის გახსნის ცერემონია
"ბაფომეტის ყველაზე თანამედროვე სახე შემუშავებულ იქნა 1856 წელს ფრანკი ოკულტისტის ელიფას ლევის მიერ თავის წიგნში "ტრანსცენდენტალური მაგია: სწავლება და რიტუალები". ბაფომეტი მან წარმოსახა, როგორც ფრთიანი ჰერმაფროდიტი, რომლის რქებს შუა ანთებულია ჩირაღდანი, შუბლზე აღბეჭდილი პენტაგრამით.



ელიფაზ ლევი

ბაფომეტს ხელებზე ლათინურად აწერია SOLVE (მარჯვენაზე) და COAGULA მარცხენაზე - "შეკვრისა და გახნის" უფლებამოსილებანი.
გოტარდის გვირაბის გახსნის ცერემონია
ელიფაზ ლევის ნახატმა სატანისტები შთააგონა შეექმნათ ახალი ქანდაკება სატანის ეკლესიისთვის.
გოტარდის გვირაბის გახსნის ცერემონია
დეტროიტის "ბაფომეტი"

სატანისტების რწმენით ბაფომეტი (იგივე სატანა) ფლობს ყველა ამ ბინარულ ურთიერთწინააღმდეგობებს. იმას რაც ზემოთაა და იმასაც, რაც ქვემოთ არის. ცხოველურსაც და ადამიანურსაც, მამრობითსაც და მდედრობითსაც. ის საკუთარ თავში განახორციელებს ამ წინააღმდეგობებს და არის კონტრასტული.

ჩვენს დროში ბაფომეტს უკვე წარმოიდგენენ სატანად ან მის ადამიანურ განხორციელებად.

სწორედ ამიტომ, მეტად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ეს "ადამიანი-თხა", იგივე "ბაფომეტი", ანუ იგივე სატანა, ცენტრალური ფიგურა იყო გოტარდის (შვეიცარია) გვირაბის გახსნის ცერემონიისა. ცერემონიის პირველმა ნაწილმა ჩაიარა მიწისქვეშ, და, როგორც ეს ნაჩვენები იყო TruNews-ში ის მოკვდა, შემდეგ აღსდგა და მას თაყვანსცემენ სპექტაკლის ამ ნაწილში.
გოტარდის გვირაბის გახსნის ცერემონია
გოტარდის გვირაბის გახსნის ცერემონიალის პირველი ნაწილი (გვირაბში)

მეორე ნაწილში (ისევე როგორც პირველში) სპექტაკლს იწყებს მეშახტეთა კოჰორტა, რომლებიც ჩაცმულები არიან ნარინჯისფერ კოსტიუმებში. ისინი მოდიან როგორც ზომბები და უახლოვდებიან გვირაბის შესასვლელს (ეს ყოველივე გამოსახულია ეკრანზე გამავალ ვიდეოში). იმ დროს, როდესც მეშახტეები თითქოსდა მსხვერპლად ეწირებიან გვირაბს და ჩნდებიან სულები (მოცეკვავეები თეთრი საცვლებითა და ფატით), მსახიობი, რომელიც ჩაცმულია ბაფომეტივით (თხის თავისა და ადამიანის სხეულის მქონე არსება) იწყებს ვუალირებული მოცეკვავეების ხმარებასა და შეჯვარებას. მოცემული სეგმენტის დროს მსახიობის თავს, რომელიც ჩაცმულია ბაფომეტივით (ვიდეოეკრანზე ის ნაჩვენებია შავ-წითელ ფონზე. მის სახეს ნთქავს ჯოჯხეთის ცეცხლი) მიაფრინდებიან სკარაბეუსები (ლათ.: Scarabaeus - ეგვიპტური "ღვთიური" ხოჭოები), რაც კარგად ჩანს ეკრანზე.

მომდევნო სცენა ასახავს წარმართულ დრუიდულ ცერემონიას, სადაც მსახიობები შემოსილნი არიან შავ ტანისამოსში, რომელთა თავებს "ამშვენებთ" ხეები, ბუდეები და მცენარეები. "ადამიანი-თხის" თავზე, რომელიც გაწოლილია იატაკზე ნაჩვენებია გადმოყირავებული ხე (ეკრანზე ნაჩვენებ ვიდეოში) და მსახიობები ამ დროს მღერიან სიმღერას ძველგერმანულ და იტალიურ ენებზე. ცერემონია მთავრდება იმით, რომ "ადამიანი-თხა" კვლავ აღორძინდება, მას ეთაყვანებიან, ის შემოდის თანამედროვე საზოგადოების ტექნოლოგიასა და წარმოებაში.

თქვენ ქვემოთ შეგიძლიათ ნახოდ ცერემონიის ვიდეო-კადრები. მაგრამ გაფრთხილებთ, რომ ამ ნამუშევრის უდიდესი ნაწილი, როგორც ჩანს გამსჭვალულია ღრმად ოკულტური შინაარსით და მისი ნახვა რეკომენდირებული არ არის ბავშვებისთვის.

როგორც ვთქვით, ცერემონიის მეორე ნაწილი ჩატარდა მიწის ზემოთ, სადაც "ადამიანი-თხა" კვლავ ყურადღების ცენტრშია.
გოტარდის გვირაბის გახსნის ცერემონია
ნიშანდობლივი სცენა ცერემონიალის მეორე ნაწილიდან (გარეთა სპექტაკლი)

აქ ვხედავთ, ჰაერში ჩამოკიდულ მეშახტეებს. ჩანს ისინი დაღუპულები არიან (ცნობილია, რომ გოტარდის გვირაბის მშენებლობის დროს დაიღუპა 9 ადამიანი). მუშებს შეცვლიან საშინელი მოჩვენებანი (მათი სულები?).

შემდეგ ჩვენ ვხედავთ გიგანტურ ყოვლისმხედველ თვალს. რას ზეიმობს ილუმინატური ელიტა? კაცობრიობის მსხვერპლად შეწირვას ხომ არა?

იმ დროს, როდესაც "ბაფომეტი" სცენაზე დარბის და შეპყრობილი ადამიანივით კივის, დიდ ეკრანზე გამოიხატება იგივე "ბაფომეტი", რომელსაც ძალზედ ბოროტი გამოხედვა აქვს. სამი სკარაბეი ფრენს მის გარშემო. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ სატანისთვის ადამიანის სიცოცხლე მწერზე უმეტესი არ არის? რომ მისთვის ადამიანს არ გააჩნია არანაირი ღირებულება? - ცხადია, ასეც არის!

"ბაფომეტის" გარშემო მოცეკვავე ადამიანებს აკვირდება ყოვლისმხედველი თვალი. ეს ყოველივე ადასტურებს, რომ ჩვენს წინაშეა ერთი დიდი, სატანური ცერემონია, რომელიც გვიჩვენა ოკულტურმა ელიტამ.

ცერემონიის მეორე ნაწილის ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ აქ, მაგრამ კვლავ გაფრთხილებთ, ის ოკულტური შინაარსისაა და არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის.
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/koQZt019P8g" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
ცერემონიის მეორე ნაწილის დასასრულს, დედაკაცი "ბაფომეტს" ეუბნება: "ახლა თქვენ ხართ მსოფლიოს მბრძანებელი".

მაშ, რაზე მეტყველებენ ნანახი ფაქტები?

1) ამ სპექტაკლში ცენტრალური ფიგურა გახლავთ "ბაფომეტი", იგივე სატანა.

2) ოკულტურ სამყაროში, ბაფომეტი სატანის ან განხორციელებული სატანის სიმბოლოა.

3) ცერემონიაში "ბაფომეტი" კვდება.

4) შემდეგ, ცერემონიაში ვხედავთ, რომ "ბაფომეტი" სასიკვდილო ჭრილობისგან იკურნება (შეად. გამოცხ. "და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება. ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი, და განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ" (იოანეს გამოცხადება 13:1-10))

5) ამის შემდეგ, ყველა თაყვანს სცემს "ბაფომეტს".

6) ცერემონიის ბოლოს "ბაფომეტს" მსოფლიოს მბრძანებლად აკურთხებენ.

რაზე შეიძლება მიანიშნებდეს ეს ყოველივე, თუ არა ანტიქრისტეზე?

საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ატარებენ გლობალური საიდუმლო საზოგადოებები თავიანთ ბნელ რიტუალებს, მაგრამ როგორც ჩანს, უკვე შევედით იმ პერიოდში, როდესაც ისინი გამოდიან იატაკქვეშეთიდან და თავიანთი მიზნებს აღარ მალავენ.

ჩვენს დღეებში ასეთ "ილუმინატურ წარმოდგენებს" თითქმის ყველგან ვაწყდებით: დიდ სანახაობებზე, მუსიკალურ კლიპებზე, სატელევიზიო შოუებსა და ფილმებში, და თვით Super Bowl-
ებზეც.

მაშ, რატომ ჩნდებიან ეს თემები კვლავ და კვლავ?

ბნელეთი უტევს ნათელს, მაგრამ ის არ დაკმაყოფილდება სანამ მთელს პლანეტას არ გახვევს თავის წკვარამში. დღეს ილუმინატური ელიტა ძალზედ გაბედულია, ისინი უკვე აღარც მალავენ, თუ რას გვიპირებენ მომავალში.


წყარო www.sott.net

ახლა კი ქვემოთ ვიხილოთ შვეიცარიის მთებში გვირაბის გახნის ცერემონიის ვიდეო ჩანაწერი და შევეცადოთ ავხსნათ მისი ძირითადი მომენტები.
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/koQZt019P8g" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
ანტიქრისტეს მოლოდინი, მოსვლა და თაყვანისცემა

ცერემონიის ვიდეოს სტენოგრამა


1. 1.06.16. - შვეიცარიის გოტარდის გვირაბის გახსნის ცერემონიის გარეთა ნაწილი.

2. ზომბების სვლა (0.10)

3. ადამიანი (კაცობრიობა) მოწყდა კლდეს (ქრისტეს)... (0.40)

4. ადამიანებმა (ქრისტეს მომწყდარმა კაცობრიობამ) შექმეს პორტალი (1.05)

5. პორტალი დედამიწის შუაგულში... (1.25)

6. მაღლა პორტალი გაიღო... (1.38)

7. რიტუალური ცეკვა გრძელდება... (1.52)

8. გარყვნილება, ველურობა, სიშმაგე და დემონიზმი (2.15)

9. მსხვერპლის მომზადება (2.40)

10. მსხვერპლი გაიგზავნა პორტალის გავლით (3.12)

11. მსხვერპლთა სულები (3.21)

12. ყოვლისმხედველი თვალი (3.40)

13. მსხვერპლი მიუძღვის სატანას, ორრქიან თხას (3.55)

14. ეგვიპტური სკარაბეი წარმოადგენს გარდასახულ (კვლავშობილ) მსხვერპლს (4.15)

15. არაჭეშმარიტი საყვირები ეგებებიან სატანას (4.34)

16. სატანას ჰქონდა სექსი ქალთან (4.47)

17. სატანას თაყვანს სცემს მთელი დედამიწა (კაცობრიობა) (5.03).

18. სატანის გამარჯვების სიმღერა (გაურკვეველი ლუღლუღი) (5.14)

_____________

შენიშვნა: ს სიმღერა გაურკვეველი ლუღლუღი იმიტომ არის, რომ ის სრულდება ორ ენაზე - ძველგერმანულსა და იტალიურზე... როგორც ჩანს სიტყვები გაუგებარია ჩვეულებრივი მსმენელისთვის.

_____________

19. ბუნებისადმი წარმართული (დრუიდული) თაყვანისცემა (5.31)

20. გადმოყირავებული ხეები = გადმოყირავებული ჯვარს, ხოლო გადმოყირავებული ჯვრის სატანური სიმბოლო ეს არის სიკვდილის ხე (სიცოცხლის ხის საპირისპიროდ) (5.52).

21. ახალი ეპოქის ალიონი (დასაწყისი) (6.22).

22. ხართ თუ არა მზად სატანის გამეფებისთვის დედამიწაზე? (7.00).

_____________

შენიშვნა: სამწუხაროდ, ამ მომენტიდან ვიდეოს ხმა ეკარგება. თუმცა, ქვემოთ მოცემულია ლინკი, სადაც შეგიძლიათ ეს რიტუალი ნახოთ უფრო მაღალ ხარისხში.

_____________

23. მოდის სატანის პატარძალი (მეძავი დედაკაცი) (7.43)

24. სატანის პატარძალი მშობიარობს, იბადება ანტიქრისტე (8.11).

25. ხარობენ გარყვნილები (8.37).


***

ამრიგად, მთელი ეს სპექტაკლი, რომელიც აშკარად ატარებს ანტიქრისტეანულ, ილუმინატურ ხასიათს, პირდაპირ მიანიშნებს ქრისტეანული ეპოქის დასასრულზე (ილუმინატების თვალსაზრისით - დამარცხებაზე (შეიძლება ამაზეც მიანიშნებდეს კლდის ჩამონგრევა სპექტაკლის დასაწყისში) და ახალი, ილუმინატური (სატანური) ეპოქის დასაწყისზე.
გოტარდის გვირაბის გახსნის ცერემონია
ნიშანდობლივი სცენა, როდესაც მსოფლიო პოლიტიკოსების ფიგურები თაყვანს სცემენ ახალ დროებას (ვიდეო მონიტორზე ჩანს მბრუნავი ციფერბლატი)

მაგრამ, როგორც წმიდა წერილიდან ვიცით ილუმინატების ამ ოცნებას აღსრუელბა არ უწერია. როგორც ნათქვამია: "უწყის უფალმან გზაი მართალთაი და გზაი უღმრთოთაი წარწყმდეს" (ფსალმ. 1:4).

მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" მიერ 2016 წ.
Назад к содержимому