აპოკალიფსისი > განმარტება
აღთქმის ანგელოზის გადაშლილი წიგნი: სიმწარე მუცელში და სიტკბოება პირში
(გამოცხ. 10:8-10)
"ხმამ რომელიც პირველად მესმა, კვლავ მითხრა: წადი და აიღე გახსნილი წიგნი ანგელოზის ხელიდან, რომელიც დგას ზღვასა და ხმელეთზე. მივედი ანგელოზთან და ვუთხარი, რათა მოეცა ჩემთვის ეს წიგნი. და მითხრა: აიღე და შეჭამე იგი, და დაამწარებს შენს მუცელს, მაგრამ პირში გეტკბილება, როგორც თაფლი. ავიღე წიგნი ანგელოზის ხელიდან და შევჭამე იგი, და თაფლივით მეტკბილა პირში, მაგრამ, როდესაც შევჭამე, გაამწარა ჩემი მუცელი" (გამოცხ. 10:8-10).
ხმა ზეციდან, რომელიც მე-10 თავში აღწერილ მოვლენათა "ზემოდან" მიმართავდა იდუმალთმხილველს, პირდაპირ მოწმობს იმის შესახებ, რომ "ძლიერი ანგელოზი", რომელსაც ხელში ეპყრა "გადაშლილი წიგნი", არის ქებული და დიადი დესპანი (ბერძნ.: άγγελος – მაუწყებელი, დესპანი, მოციქული), - მაგრამ ყოველივე მიმდინარე მოვლენის წყარო და აღმასრულებელი არის "ყველა ცაზე მაღლა ასული" ... "კრავი, რომელიც ტახტის შუაშია" (ეფეს. 4:10, გამოცხ. 7:17). ამასთან სრულიად ცხადია, რომ მე-10 თავის მოვლენები პირდაპირ აგრძელებენ მე-5 თავში აღწერილი საკვირველი კრავისა და მისთვის მინდობილი დიადი ზეციური წიგნის ხატებებს.
ასე, მაგალითად, როგორც ადრე საყდარზე მჯდომარე კი აწვდიდა ზეციურ წიგნს ღვთაებრივ კრავს, არამედ თვით კრავი, რომელიც დაიკლა, "მოვიდა" და "აიღო" საყდარზე მჯდომის მარჯვენიდან, - ასევე მოც. იოანეს სთავაზობენ, რათა ითხოვოს "გადაეცეს" მას გახსნილი წიგნი, არამედ თვითონ "მოვიდეს და აიღოს" ზეციდან გადმოსული ანგელოზის ხელიდან.
(ამ მოვლენათა შორის წინასწარმეტყველურ კავშირზე ირიბად მოწმობს ის ვითარებაც, რომ გამოცხ. 10:1-ში იდუმალთმხილველი ანგელოზს გაშლილი წიგნით ხელში წარმოადგენს, როგორც "სხვა ძლიერ ანგელოზს". ამასთან პირველი "ძლიერი ანგელოზი", რომელიც გამოცხადებაშია ნახსენები, გამოდის იმ ზეციურ მახარობლად, რომელიც "ხმამაღლა" აუწყებს მთელ სამყაროს საკითხს თუ "ვინ არის ღირსი იმისა, რომ გადაშალოს ეს წიგნი და ბეჭედი ახსნას" - გამოცხ. 5:2).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ანგელოზის ხელში არსებული ზეციური წიგნი უკვე გახსნილია და ციდან დედამიწაზეც არის "ჩამოტანილი", - მისი საღმრთო მნიშვნელობები მიენდობა მხოლოდ მათ, ვისაც ამ მნიშვნელობათა "ტვირთვა" შეუძლია, ანუ ძალუძს არა მარტო "დაინახოს", არამედ "მიიღოს" და ყოველმხრივ "გაითავისოს" მთელი მისი შინაარსი (შეად.: ღვთაებრივი კრავის მიერ დიადი ზეციური წიგნის გახსნის ვითარებებს).
აქედან კი გამოდის, რომ ყოველი ქრისტიანი მოწოდებულია გარკვეული აზრით დაემსგავსოს კრავს, რომელმაც გამოავლინა არა მარტო ის, რაც ჰქონდა, არამედ მოიპოვა მისთვის მინდობილი წიგნის შესაბამისი ღირსება, რომელიც რწმენითი ღვაწლით, ანუ მისი ჯვარცმით გამოაშკარავდა (შეად.: "... ღირსი ხარ წიგნის აღების და ბეჭდის ახსნისა, რადგანაც დაკლულ იქმენ და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღმერთისათვის ყოველი ტომისა და ენის, ერისა და ხალხისაგან" - გამოცხ. 5:9), - და რომ "გადაშლილი წიგნის" მოსაპოვებლად, - რომელიც შესაძლებლობას იძლევა უქადაგო ქვეყნიერებას ქრისტე და სახარება, - მორწმუნე ადამიანმა რთული და ეკლიანი გზა უნდა გაიაროს, რომელიც არა მარტო გარკვეულ ძალისხმევას ითხოვს, არამედ საკმაოდ არსებით მსხვერპლსაც, შეად.:
"მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას" (მთ. 16:24-25).
ხოლო რადგან გამოცხადების მოწმობა კრავის მიერ ზეციური წიგნის გადაშლისა, და დედამიწაზე ანგელოზის გამოცხადების შესახებ გაშლილი წიგნით ხელში მრავალ ასპექტში შეესაბამებიან ერთურთს, - ყველაზე ზოგადი აზრით შეიძლება ვამტკიცოთ, რომ უფალი და მისი ღვაწლი არის ის სრულყოფილი ნიმუში, რომელიც განსაზღვრავს მოქმედებათა არსსა და ხატებებს, ხოლო მოც. იოანე (მისი სახით კი მთელი ეკლესია) წარმოადგენს ქრისტეში გამოცხადებული ზეციური განსაზღვრების აღმასრულებელს.
მიუხედავად იმისა ბუკვალური აზრით არ არის აუცილებელი მოციქულმა იოანემ "გადაშალოს" ზეციური წიგნი (ანუ მოხსნას მისგან ბეჭდები), მან არა უბრალოდ უნდა "აიღოს" ის ანგელოზის ხელიდან, არამედ "მიიღოს შიგნით" (ანუ, ყველაზე ბუკვალური აზრით - "შეჭამოს", თუმცა აშკარაა, რომ წიგნს სულაც არ გააჩნია "შესაჭმელად" ვარგისი სახე), - ასეთი მოქმედება კი შეესაბამება იმ აზრს, რომ ზეციურ წიგნში მოცემული ახალაღთქმისეული ჭეშმარიტებანი ადამიანშივე უნდა "გაიხსნას", შეად.:
"გავაღე პირი და შევჭამე ეს გრაგნილი. მითხრა: ადამის ძევ! აჭამე შენს მუცელს და აივსე ნაწლავები ამ გრაგნილით, რომელსაც მე გაძლევ. მეც შევჭამე და თაფლივით მეტკბილა პირში. ... მითხრა: ადამის ძევ! ყველა სიტყვა, რასაც გეტყვი, გულში ჩაიდე და ყურით მოისმინე" (ეზეკ. 3:2-3, 10).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წუთისოფელში ღირსეულად რომ აღსრულდეს ქრისტიანული მოწმობის მისია, ადამიანი ვალდებულია საკუთარი თავი არა მარტო გარეგნულად მიუძღვნას უფალს, არამედ შინაგანადაც, ანუ მთელი თავისი არსებით (და არა მარტო გონებით, შეად. - ებრ. 4:2) "მიიღოს" და "გახსნას" სახარებისეული ჭეშმარიტებების მნიშვნელობები, ასე რომ ამ აზრით "გადაშლილი ზეციური წიგნი" იძენს განსაკუთრებული ზეციური საჭმლის ნიშნებს, რომელსაც შეუძლია "შევიდეს ადამიანის შიგნით", "სასიცოცხლოდ დააპუროს" მისი გული და აზრები, და მიანიჭოს მას ძალი და გამბედაობა და თავისი მიწიერი სარბიელი მაცხოვრისადმი ერთგული მიდევნებით გაიაროს (ებრ. 12:1; ლკ. 9:20-23); ამით ის აღასრულებს უამრავ ძველაღთქმისეულ სიმბოლოთა წინასწარ მინიშნებულ მნიშვნელობებს და წინასწარმეტყველებებს (მაგალითად, მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია სინას უდაბნოს გადასვლასთან, შეად. – "... დაარქვა მას (პურს) ისრაელის სახლმა სახელად მანანა, ქინძის თესლის ოდენა იყო, თეთრი, თაფლიანი პურის გემო ჰქონდა" - გამოსვლ. 16:31).
ასეა თუ ისე, მორწმუნე ადამიანის მიერ სახარებისეულ მოწმობათა შინაგანად მიღებული "მწარე საჭმელი" ერთ-ერთი ახალაღთქმისეული სულიერი საიდუმლოა, რომელიც შეუძლებელია შესრულდეს მხოლოდ გარეგანი ფორმალურ-რიტუალური მოქმედებების მიერ.
მათთვის, ვისაც წერილი "გარეშეებს" უწოდებს, ქრისტიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეიქნას ჭეშმარიტად მაცხოვნებელი მნიშვნელობის მქონე წყაროდ, თუკი დაადასტურებს არა მარტო მოსმენილსა და წაკითხულს, არამედ "მიღებულს", "გადაშლილს" და საკუთარი თავის შიგნით "შეთავსებულსაც", რაც არა მარტო მის გონებას, არამედ სულს, გულს და ყველაზე დაფარულ ზრახვებს აღავსებს (ინ. 4:132-14; ქება 4:11 და სხვა).
მეტიც, ყოველი ადამიანი პირადი აღქმის მიერ, რაც მას საღმრთო ჭეშმარიტებათა მიერ ეუწყება, გარკვეულ შინაგან გამოცდას ექვემდებარება, რომლის დროსაც სახარების სიტყვა, მანამ, სანამ მის პირში "მანანა" გახდებოდეს, "მუცლის დამამწარებელი" ხდება, - ანუ აღასრულებს სამსჯავროს საკუთარ "შინაგან კაცზე" მსგავსად ეჭვიანობის შესაწირი "მწარე წყლისა" (შეად. - რიცხვ. 5:11-31, იხ. შესაბამისი პუბლიკაცია).
სწორედ ამ მიზეზით აღთქმის ანგელოზი თავიდან აფრთხილებს იდუმალთმხილველს "მუცელში დამწარებაზე", - და მხოლოდ ამის შემდეგ უდასტურებ მას "სახარებისეულ თაფლზე" (სიტკბოებაზე), რომელიც ამის შედეგად უნდა გაჩნდეს და გაჩნდება კიდეც მის პირზე.
მაგრამ, მოციქული იოანე, პირიქით, თავიდან წიგნს იღებს, როგორც "ტკბილს" (ღმრთის სახარების მნიშვნელობანი ხომ თაფლია ყველასთვის, ვინც გულით წმიდაა, - ფსალმ. 118:103-106; რომ. 7:22), - მაგრამ შეჭმის შემდეგ წიგნში დაფარულ არაპირმოთნე და მიუკერძოებელ საღმრთო ჭეშმარიტებათა მიერ (შეად. - ფსალმ. 25:2) მოწმობს იმაზე, რომ საკუთარ მუცელში გრძნობს "სიმწარეს", შეად.:
"რადგანაც ღვთის სიტყვა ცოცხალია, ქმედითი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, ასე რომ, თვით სამშვინველისა და სულის, სახსართა და ძვლის ტვინის გაყოფამდე აღწევს, და განიკითხავს გულის ზრახვებსა თუ აზრებს" (ებრ. 4:12).
გარდა ამისა, ყველა ზემოთხსენებულ მნიშვნელობათა ჭეშმარიტად ქრისტიანული გულისხმისყოფა შესაძლებლობას გვაძლევს ვამტკიცოთ, რომ იმ "ქრისტიანულად" წოდებულ კონფესიებში, სადაც არ არის "სიმწარე მუცელში", ანუ მუდმივი და თავგანწირული შინაგანი განსჯა საკუთარ აზრებსა და ზრახვებზე, რომლებიც აღესრულებიან არა მარტო გონებაში, არამედ გულსა და სინდისში, - ყოველმხრივ მხარდაჭერას პოულობენ ეკლესიის სწავლებაში და ამ სწავლების შესაბამის შინაგან გრძნობადობაში, - არ არის და არც შეიძლება იყოს სახარების ჭეშმარიტება.
ხოლო თუკი ვინმე დაიწყებს ვითომცდა ქრისტიანულ ქადაგებას "არა სიმწრით" (როგორც აღთქმის ანგელოზი), არამედ "თაფლით", თანაც თავის მსმენელს სთავაზობს და ჰპირდება "მხოლოდ სიტკბოებას",- ეს არის უტყუარი ნიშანი საცდურისა და ცრუ სწავლებისა, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება "გადაშლილი წიგნის" სულიერ შინაარსს, რომელიც აღთქმის ანგელოზის ხელშია და, რომლის შესახებაც იოანეს გამოცხადება გვაუწყებს.
თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.