სხვადასხვა > აპოლოგეტიკა
შესაქმე ევოლუციის წინააღმდეგ
მწამს, რათა გავიგო
შინაარსი: მწამს, რათა გავიგო. - დეგრადაციის პრობლემა. - ღმრთის განგებულება. - ცხოვრების დრო. - საქმის არსი. - Сredo ut intelligam. - ახალი პარადიგმა. - პრიორიტეტების არჩევა. - პირველი შედეგები. - კეთილი რჩევა. - ლიტერატურა.
გასული საუკუნის ბოლო მეოთხედი გამორჩეულ იქნა ფუნდამენტურ მეცნიერებაში მთელი რიგი სამეცნიერო აღმოჩენებითა და თეორიული კონცეფციების გამოჩენით, რომლებიც არაორაზროვნად უთითებენ იმაზე, რომ შეუძლებელია ჩვენი გარემომცველი სამყარო და მისი ბინადრები გაჩენილიყვნენ ბრმა შემთხვევითობით. მათგან ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებს წარმოადგენენ ანთროპული პრინციპი და სამყაროს გაფართოვების ინფლაციიური თეორია.
როგორც ყველაფერი ამ სამყაროში, არასულიერი მატერიაც შემოქმედის განუწყვეტელი ნების მანიფესტია. განვითარების განსაზღვრულ ეტაპზე ამ ჭეშმარიტების იგნორირება შეუძლებელია. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო დროს გამოჩნდა სამყაროს საღმრთო წარმომავლობის სასარგებლოდ მეტყველი მრავალი დამაჯერებელი მოწმობა, უნდა ვაღიაროთ, ძირითადად, სამეცნიერო მსოფლმხედველობა ჯერ კიდევ ეყრდნობა ფუნდამენტურ ათეიზმს, რომლის ერთ-ერთი ძირითადი პოსტულატი ყოველთვის იყო თანდათანობითი ევოლუციური განვითარების კონცეფცია.
ევოლუციის თეორია დაიბადა ბიოლოგიაში. მის მიერ აღიარებული პრინციპის მიხედვით, ის თვითონაც არ მდგარა ერთ ადგილზე, არამედ საკმაოდ სწრაფად და მიზანმიმართულად იცვლებოდა ლამარკიზმის ჭეშმარიტებიდან დარვინიზმის დასრულებული უღმრთოებისკენ.
მეოცე საუკუნის დასაწყისში ევოლუციონიზმის იდეოლოგია ცხოველთა სამყაროდან გადავიდა არასულიერ მატერიაზე და ძალიან მალე დაიპყრო მთელი "სამყარო". ახალნაშობი სეკულარული მსოფლმხედველობის წიაღში ახალმა იდეოლოგიამ სწრაფად მოძებნა თავისი გამოყენების წყარო დიდი აფეთქების ჰიპოთეზაში. ეს გახლავთ სამყაროს განვითარების სამეცნიერო სცენარი, რომელიც განპირობებულია მხოლოდ ფიკიზური კანონები, და ვარსკვლავთა ევოლუციის თეორიით.
ევოლუციის იდეა თავის იდეებს ჩვენი გამომომცველი სინამდვილისგან იღბს. რადგან დღეს არსად არ ჩნდება პრინციპულად ახალი მოვლენა, კეთდება დასკვნა, რომ ისინი ჩვენი მხედველობისთვის უხილავად მიმდინარეობენ, თანაც ბუნების კანონებიდან გამომდინარე მრავალი ასეული მილიონობით წლის განმავლობაში, ხოლო შექმნა პრინციპულად შეუძლებელია, რადგან მაშინ დაირღვევა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ჩვეული ჯაჭვი. ამგვარად, ევოლუციური განვითარების იდეა წარმოადგენს განსაზღვრულ პასუხს კითხვაზე, თუ როგორ გაჩნდა ყოველივე ის, რაც ჩვენ გარს გვაკრავს.
წმიდა წერილი, როდესაც ამ კითხვას პასუხობს, მოწმობს შესაქმის შესახებ, რომელშიც არაფრიდან პრინციპულად ახალი არსის გაჩენა იგულისხმება, და რომლის შემოქმედი არის პირველმიზეზი, ანუ ღმერთი. თანაც ეს პირველმიზეზი შეიძლება მდებარეობდეს მხოლოდ გაჩენილი ქმნილებების გარეთ, რადგან ახალი ქმნილების გაჩენის რაიმე შინაგან მიზეზზე ლაპარაკი შეუძლებელია, თუკი ის ჯერ თვითონაც არ არსებობს.
არსებობს ასევე ერთგვარი კონცეფცია, რომელიც ცდილობს იპოვოს კომპრომისი კრეაციონიზმსა და ევოლუციონიზმს შორის. მას თეოლოგიური ევოლუცია უწოდეს. მის თანახმად, წესრიგი, რომლის ძალითაც სიცოცხლის განვითარება მიმდინარეობს უდაბლესი ფორმებიდან უმაღლესისკენ, შექმნილია ღმრთის ნებით. ანუ, ევოლუციური პროცესი ინიცირებული იყო თვით შემოქმედის მიერ, რათა ჩვენი გარემომცველი სამყარო ჩამოყალიბებულიყო (Тыщенко В.П., Введение в теорию эволюции. Курс лекций, СПб., изд-во СПб. университета, 1992).
თავის მისწრაფებაში, რაც უნდ დაჯდომოდა, თანამედროვე თეორიები შეეთანხმებინა წმიდა წერილთან, თეოლოგიური ევოლუციონიზმი დასაშვებად მიიჩნევს ბიბლიური ტექსტების მეტაფორულ ინტერპრეტაციას. მრავალი მათგანი გულწრფელად ვარაუდობს, რომ რელიგიური ცნობიერებისთვის სრულიად უმნიშვნელოა საკითხი თუ როგორ მოხდა სამყაროს გაჩენა - თანდათანობითი ევოლუციის "ბედნიერი შემთხვევითობებითა და მიმდინარე შერჩევით" თუ "ჩვენთვის გაუბებარი მიზეზებიდან გამომდინარე ნახტომებით ერთი სახეობიდან მეორე სახეობაში" (Прот. Николай Иванов, "И сказал Бог:". Библейская онтология и библейская антропология. Опыт истолкования Книги Бытия (гл. 1 - 5), Фонд "Христианская жизнь", Клин, 1997).
მაგრამ, ძალზედ საეჭვოა, რელიგიური ცნობიერება ასეთი ინდიფერენტული ყოფილიყო ამ პრობლემისადმი. რადგან წმიდა წერილის სიმბოლური აღქმა საბოლოო ჯამში ღმრთის მცნებათა ალეგორიულ განმარტებებამდე მიდის.
დეგრადაციის პრობლემა
ღმრთის მიერ შექმნილი ყოველივე "კარგი იყო" (დაბ. 1:25). ამ სამყაროში არ იყო არც ტანჯვა, მითუმეტეს არც სიკვდილი. წმიდა წერილი ამის შესახებ არაორაზროვნად ამბობს: "სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია და არც ცოცხალთა დაღუპვით ხარობს; ღმერთმა ადამიანი უხრწნელად შექმნა და თავისი მარადიულობის ხატად დაბადა იგი" (სოლომონის სიბრძნე 1:13; 2:23).
სიკვდილი სამყაროში მხოლოდ ადამიანის პირველდაწყებითი ცოდვით "შემოვიდა". სამყაროს გენომში გაჩნდა სიკვდილის "გენი", რომელსაც განსაზღვრულ პირობებში მოქმედებაში მოჰყავს ცოცხალი უჯრედების განადგურების მექანიზმი.
უნდა დავაზუსტოთ, რომ თვით "სიკვდილის" ცნება ეხება მხოლოდ ობიექტებს, რომლებსაც გააჩნიათ სიცოცხლე და სუნთქვა. უსულო მატერიისადმი მისი გამოყენება არამიზანშეწონილია. მაგალითად, თუკი ქვა ქვიშად დაიშლება, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ის მოკვდა.
ამიტომაც ჩვენი სამყაროს ფიზიკური კანონები პირველ ადამიანთა ცოდვით დაცემამდე და დაცემის შემდეგაც უცვალებელი რჩება და სამართლიანია სამყაროს მთელი არსებობის განმავლობაშის. ამის შესახებ დამაჯერებლად მოწმობს ანთროპული პრინციპი, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორი "შეთანაწყობილია" ერთმანეთთან ბუნების ყველა კანონი. შეიძლება ითქვას, რომ ამ კანონებს გააჩნიათ ერთადერთი შესაძლო ფორმა, რადგან მათში შემავალ ურთიერთმოქმედებათა კონსტანტის მნიშვნელობები, ისეთი ფანტასტიური სიზუსტით იღებენ სრულიად სხვა რიცხობრივ მნიშვნელობებს, რომ აქ ჯეროვანია გამოვიყენოთ აბსოლუტური სიზუსტის ტერმინი. ეს კანონები "ოდნავ" სხვანაირები რომ ყოფილიყვნენ, მთელი სამყაროც ვერ გაძლებდა თავის მყარ წესრიგში, არამედ იმწამსვე დაიშლებოდა და ქაოსად გარდაიქცეოდა (Barrow J.D., Tipler F.J., Anthropic cosmological principle. New York, Clarendon Press, Oxford, Oxford University Press, 1986).
ასევე თერმოდინამიკის მეორე საწყისის მოქმედება არ შეიძლება განვაკუთვნოთ ადამიანთა პირველდაწყებითი ცოდვის მოქმედებას. ის მეტყველებს იმაზე, რომ სისტემაში, რომელშიც არ არსებობს ენერგიის მუდმივი წყარო, მასში მიმავალი ყველა პროცესი თანდათანობით წყვეტს თავის მოქმედებას. ამასთან მატერიის რთული ორგანიზაცია კარგავს თავის იერარქიულ სტრუქტურას, ილტვის ყველა თავისი შემადგენელი ელემენტის თანაბარი გადანაწილებისკენ. როგორც შედეგი, სისტემაში, სადაც მოქმედებს თერმოდინამიკის მეორე საწყისი ხდება ტემპერატურის გათანაბრება და ყოველგვარი ენერგომიმოცვლა წყდება. სტატისტიკური ფიზიკის თვალსაზრისით, თვით სისტემა გადადის მისთვის უფრო სავარაუდო მდგომარეობაში - სტრუქტურულად სრულიად იშლება და ნადგურდება.
როდესაც ფიზიკურ კანონებს ვიყენებთ ვარსკვლავური სამყაროს ასახსნელად, უცილობლივ ვავრცელებთ მთელ სამყაროზე თერმოდინამიკის მეორე საწყისის ყველა შედეგსაც. მის თანახმად, სამყაროს ოდესღაც "სითბური სიკვდილი" ელოდება, ანუ საბოლოო ჯამში, ის სითბურ თანასწორობამდე უნდა მივიდეს და აბსოლუტური ნულის ტემპერატურამდე გაგრილდეს. სამყაროს გაჩენის სამეცნიერო კოსმოლოგიური პრინციპის თანახმად, ბუნებაში არაფერია ისეთი, რასაც შეეძლებოდა წინ აღდგომოდა ამ გარდაუვალ და დამანგრეველ პროცესს. ვარსკვლავები თანდათანობით იწვებიან და გრილდებიან, თანდათანობით იკუკმშებიან სიმძიმის ძალის ზემოქმედებით. სამყაროში ყოველი ნივთიერება თანდათანობით ცივდება.
სამეცნიერო პრინციპები, რომელსაც ეფუძნება სამყაროს განვითარების სცენარი, რადიკალურად განსხვავდება ბიოლოგიურ სახეობათა წარმოშობის ევოლუციური თეორიის წარმოდგენებისგან, რომელიც ამტკიცებს, რომ სამყაროს განვითარებამ ავტომატურად უნდა მიიყვანოს ყოველივე მის უფრო სრულყოფილ ფორმამდე.
მაგრამ სამყაროში ჩვენ არა თუ ვერ ვხედავთ ვერანაირ ევოლუციურ განვითარებას, რომელიც მატერიის უფრო რთულ ფორმებამდე მივიდოდა, არამედ დეგრადაციის არსებით ნიშნებსაც ვერ ვამჩნევთ, რომელიც მომდინარეობს მეორე საწყისიდან. სამყარო თავისი მრავალფეროვნებით ბრწყინავსს, ჩვენ მასში ვერ ვპოულობთ სითბური და რადიაციული სიკვდილის მოახლოების ნიშნებსაც კი. თუკი სამყაროს ასაკი მრავალი მილიარდი წელია, მაშინ ამ ნიშნების არ არსებობა ძალიან უცნაურია.
თვით სამყაროს უზარმაზარი ზომის დამოწმებაც კი ვერ შველის. საქმე იმაშია, რომ არა მარტო ცალკეული ასტრონომიული ობიექტები, არამედ მთელი სისტემები იმდენად იზოლირებულია ერთმანეთისგან, რომ ისინი შეიძლება ჩაკეტილ სისტემებად განვიხილოთ. მათთვის "სითბური სიკვდილი" საკმაოდ ადრე უნდა მოახლოვდეს, ვიდრე ამას ხელს შეუშლიდნენ "გარედან". სისტემათა ამგვარი დეგრადირებული მდგომარეობანი უპირატესობის მქონენი უნდა იყონ, ამასთანავე ისინი თითქმის შეუმჩნეველნი არიან (ან, უფრო ზუსტად, ისინი უბრალოდ არც არსებობენ). შედეგად, ვრჩებით რა ფიზიკის ჩვეულებრივი კანონებისა და გაბატონებული მსოფლმხედველობის კონცეფციის ფარგლებში, რომ თითქოსდა სამყარო საკმაოდ დიდი ხანია არსებობს, უნდა მივიჩნიოთ, რომ მსოფლიოში მოქმედებენ რაღაც - მეცნიერებისთვის უცნობი პროცესები, რომლებიც მას განუწყვეტლივ აახლებენ. მაგრამ ლოგიკურად ეს უცნაური პროცესები უმიზეზოდ უნდა მივიჩნიოთ, რადგან მათი მოქმედება მიმდინარეობს ბუნების კანონების საწინააღმდეგოდ.
როგორ შეძლო სამყარომ ასე დიდხანს არსებობა, თუკი მასში მოქმედებს თერმოდინამიკის მეორე საწყისი? იქნებ, სამყაროში ხილული დეგრადაციის არარსებობა უბრალოდ წარსული დროის რაოდენობის უკმარობით არის განპირობებული?
ღმრთის განგებულება
სანამ ზემოთ დასმულ შეკითხვას პასუხს გავცემდეთ აუცილებელია ვთქვათ ღმრთის უხილავ მყოფობაზე ქვეყნად თავისი მადლით, რომელიც აცოცხლებს სამყაროს და იცავს მის წესრიგს. მატერიალური სამყაროს ასეთმა დაცვამ დოგმატურ ღვთისმეტყველებაში მიიღო სამყაროზე ღმრთის ბუნებითი განგებულების სახელწოდება. ის მდგომარეობს ქმნილების ყოფიერების მხარდაჭერაში მისთვის ბოძებული ძალებისა და კანონების მეშვეობით. საღმრთო განგებულება აღსრულდება საგანთა ბუნებრივი მიმდინარეობით, რომელიც თვით ღმრთისგანაა დაწესებული. ქვეყნიერების კანონებს გააჩნიათ თავიანთი პირველმიზეზი და უფრო ღრმა, ვიდრე თვითონვე არიან, სხვაგვარად ის მათთვის პირველმიზეზი ვერ გახდებოდა (Barrow J.D., Tipler F.J., Anthropic cosmological principle. New York, Clarendon Press, Oxford, Oxford University Press, 1986). შეიძლება ითქვას, რომ ბუნების კანონები ერთგვარი შუალედური რგოლია უზენაეს შემოქმედებით ნებასა და პროცესებს შორის, რომლებიც სამყაროში ამ ნების მიერ შექმნილი კანონებით ხორციელდება.
გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნად ყველაფერი კანონთა შესაბამისად მიედინება, არ უნდა ვიფიქროთ, რომ კანონები ქვეყნიერების მოძრაობის მიზეზია და ისინი წარმართავენ მის განვითარებას; ისევე, როგორც მატარებლის სვლა ლიანდაგზე არ ნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი მისი მოძრაობის მიზეზია. "ღმერთი მიუწვდომელი სახით ყველაფერს მოჰფენს თავის ძლიერებას, - წერდა წმ. კირილე ალექსანდრიელი, - სხვაგვარად ყველაფერი, რაც კი არარადან წარმოიშვა, ვერ დამყარდებოდა და თავის ყოფიერებას ვერ შეინარჩუნებდა, ის იმწამსვე დაუბრუნდებოდა თავის პირვანდელ მდგომარეობას, ანუ არარაობას" (იოანეს სახარების განმარტება, წიგნი მე-9).
ბუნების კანონები ურყევია. მათი ასეთი შენარჩუნება არის კიდევაც ქვეყნიერებაზე ღმრთის განგებულების ძირითადი შედეგი. ამასთან ერთად დაცულია თერმოდინამიკის მეორე კანონი. მაგრამ, ეს თუ ასეა, მაშინ მხოლოდ იმისი დაშვებაღა გვრჩება, რომ სამყაროში მისი მოქმედების არარსებობა სამყაროს ახალგაზრდულ ასაკზე მოწმობს - უბრალოდ ეს ნიშნები ჯერაც არ გამოვლენილა.
სიცოცხლის დრო
რადგანაც დრო შეიქმნა, შედეგად, ეს ქვეყნიერება დროებითია ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით. თანაც ეს დრო შეზღუდულია და ადრიდანვე განსაზღვრულია ღმრთის დასაბამიერი ბჭობიდან. უაზრობაა რაიმე შექმნა "სიმტკიცის უსასრულო მარაგით", თუკი ის განსაზღვრული ვადის შემდეგ უნდა გაქრეს. ამგვარად, უნდა ვაღიაროთ, რომ მიწიერი ადამიანური ისტორიისთვის დაშვებული დროება წინდაწინვე მოკლეა იმ დროზე, რომლის მიერაც კოსმოლოგიური მასშტაბით დაიწყება თერმოდინამიკის მეორე კანონის "თვალთათვის უხილავი" გამოვლინება.
სამყაროს "სითბური სიკვდილის" პრობლემა დაკავშირებულია მზისა და ვარსკვლავების გამოსხივებათა წარმომავლობის პრობლემასთან. თუკი გადავწყვეტთ ვარსკვლავური ენერგიის ბუნებასთან დაკავშირებულ ამოცანას, მაშინ ვიპოვით გასაღებს ვარსკვლავური სამყაროს უმნიშვნელოვანესი მოვლენების გასაგებად.
ცნობილი ასტროფიზიკოსის ნ. ა. კოზირევის ნაშრომებმა დამაჯერებლად აჩვენა ვარსკვლავური ენერგიის ბირთვული რეაქციებით ახსნის უსუსურობა და ვარსკვლავებში წყალბადისა და ჰელიუმის პროცენტული შედგენილობის შესაბამისი გათვლებიც. მრავალრიცხოვანი ასტრონომიული დაკვირვებების საფუძველზე გამოირკვა ფუნდამენტური მნიშვნელობის გარემოება: ვარსკვლავთა მანათებლობა ერთმნიშვნელოვანი ფუნქციისაა მათი მასისა და რადიუსისა. შედეგად, ვარსკვლავებიდან გამომავალი ენერგია წარმოადგენს ფიზიკურ პირობათა ფუნქციას ვარსკვლავთა შესაძლო მდგომარეობისა ზოგიერთ სფეროში (Козырев Н.А., Избранные труды, Ленинград, изд-во Ленинградского университета, 1991, стр. 238). მაშასადამე, ვარსკვლავში ენერგიის წყარო შეიძლება დაკავშირებული იყოს მიზიდულობის ძალის მუშაობასთან მისი შეკუმშვის პროცესში. ამასთან გრავიტაციული ენერგიის ნაწილი თავისუფლდება სხვა ფორმების, მაგალითად, გამოსხივებითი და სითბური ენერგიების სახით.
გასული საუკუნის (იგულისხმება 19-ე ს. – "აპოკ." რედ.) მიწურულს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ამის შესახებ აზრი გამოთქვა ორმა ფიზიკოსმა: ლორდ კელვინმა ინგლისში და ჰერმან ჰელმგოლცმა გერმანიაში (Прот. Николай Иванов, "И сказал Бог:". Библейская онтология и библейская антропология. Опыт истолкования Книги Бытия (гл. 1 - 5), Фонд "Христианская жизнь", Клин, 1997). მათი შრომების მიხედვით, ასეთი ვარსკვლავის სიცოცხლის ხანგრძლივობა საკმაოდ მოკლეა: მზისთვის სულ რაღაც 20 მლნ. წელიწადი (Дж. Нарликар, "Неистовая Вселенная", Москва, Мир, 1985). კელვინისა და ჰელმგოლცის თეორიულ გათვლებს სერიოზულად არ განიხილავენ მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ის შეურიგებელ წინააღმდეგობაშია ევოლუციონისტურ იდეოლოგიასთან, რომელიც ვარაუდობს, რომ სამყაროს განვითარების პროცესი მრავალ მილიარდ წელს უნდა მოიცავდეს.
წმიდა წერილი კი ლაპარაკობს მხოლოდ შესაქმის ექვს დღეზე და იმის შესახებ, რომ ყოველ ახალ ასეთ დღეს წინ უძღოდა ღმრთის სიტყვა, მიუხედავად იმისა, ეხებოდა ეს ნათლის გამოყოფას ბნელისგან პირველ დღეს თუ ადამიანის შექმნას მეექვსე დღეს: "თქვა ღმერთმა და იქმნა ასე" (დაბ. 1).
თუკი, ჰიპოთეტური ევოლუციონისტური პრინციპის თანახმად, ყოველი მომდევნო შემოქმედებითი დღე უბრალოდ მორიგი ეტაპია სამყაროს შემადგენელი ელემენტების სრულყოფილებისა, მაშინ წმიდა წერილის ტექსტში არ იქნებოდა არანაირი აუცილებლობა ღმრთის ყოველდღიური შეძახილისა: "თქვა ღმერთმა... და იქმნა ასე" (დაბ. 1).
შესაქმის დღეთა ხანგრძლივობა მითითებულია შესაქმის პირველი თავის ტექსტში. "იყო საღამო, იყო დილა" (დაბ. 1:13). დღე "ასეთი და ასეთი..." არ არის ნათქვამი: იყო საღამოები, და იყო დილები, არამედ "იყო ერთი საღამო, და იყო ერთი დილა", და არა მრავალი. შესაქმის პირველივე დღეზე პირდაპირ ნათქვამია, რომ გავიდა "პირველი დღე" (Barrow J.D., Tipler F.J., Anthropic cosmological principle. New York, Clarendon Press, Oxford, Oxford University Press, 1986).
ღმრთისმხილველმა მოსემ თითქოსდა წინდაწინ განჭვრიტა, რომ შემდეგში ამ უბრალო და ნათელ საკითხში მრავალი წინააღმდეგობა გაჩნდებოდა, და ამიტომაც ყოველ ჯერზე ეს მნიშვნელოვანი ვითარება დააზუსტა.
რისკენაც გინდ იყოს მიმართული ღმრთის ქმედება: ცხოველური ქვენიერებისკენ თუ მცენარეულისკენ, მზისკენ თუ მთვარისკენ, - ყველაფერი მყისიერად ხდება - იწყება და მთავრდება ერთსა და იმავე დღეს. ღმერთი შემდგომში არ მიმართავს იმას, რა უკვე შექმნილია, რადგან ქმნილება უკვე აღარ საჭიროებს შემდგომ გაუმჯობესებას. შედეგად ბიბლიური შესაქმის მიხედვით უფალმა მთელი სამყარო შექმნა დასრულებული და სრულყოფილი სახით, რომელიც არ ითხოვდა არანაირ შემდგომ პროგრესირებად ევოლუციას.
ასე რომ, განვითარების ევოლუციური თეორია პრინციპულად შეუთავსებადია დაბადების წიგნის პირველ თავთან. ეს დასკვნა სრულიად სამართლიანია ე. წ. თეოლოგიური ევოლუციის კონცეფციასთან მიმართებაშიაც.
საქმის არსი
სამყაროს განვითარების თანამედროვე სამეცნიერო თეორია ამტკიცებს, რომ ჩვენი გარემომცველი სამყარო ახლანდელ მდგომარეობაში, ბუნების კანონების თანახმად, მოვიდა სამყაროსთვის რაიმე ტრანსცედენტული ძალის ჩარევის გარეშე. როგორც ვიცით, ბუნების კანონები განპირობებულია ოთხი ფუნდამენტური ფიზიკური ურთიერთზემოქმედებით. უკანასკნელები მოქმედებაში მოვიდნენ ვარსკვლავური სისტემების ჩამოყალიბების დაწყებამდე. ასეთი მსოფლმხედველობის შემთხვევაში სირთულე ჩნდება პირველდაწყებითი ბიძგის განმარტების მცდელობაში, რომელმაც სამყარო ყოფიერებისთვის აამოქმედა, ფორმალური ლოგიკის თვალსაზრისით კი აუხსნელია უჩვეულო თანხმიერება ბუნების ყველა კანონისა, მათი ზეფაქიზი მოწესრიგება სამყაროში სიცოცხლის გაჩენასთან და კონკრეტულად ადამიანის გაჩენასთან მიმართებაში. თუკი ფუნდამენტური ურთიერთზემოქმედების რომელიმე კონსტანტა სულ მცირედით იქნებოდა განსხვავებული თავისი ახლანდელი მნიშვნელობისგან, მთელი მწყობრი სამყარო იმთავითვე დაიშლებოდა, ის უბრალოდ ვერ იარსებებდა.
თანამედროვე სამეცნიერო წარმოდგენები, რომლებიც ეფუძნება კვანტურ თეორიებს, ამტკიცებენ, რომ მთელი ჩვენი მატერიალური სამყარო უნდა განვიხილოთ, როგორც ერთი მთლიანობა, რომლის ცალკეულ ნაწილებს დამოუკიდებელი არსებობა არ შეუძლიათ. სამყაროს ყოველი ელემენტი აზრს იძენს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის განიხილება, როგორც მთელი სამყაროს შემადგენელი ნაწილი. თუ არა გაქვს მთლიანობა, ცალკეულად ვერაფერს მიიღებ.
ყველაფერი, რაც მსოფლიოშია, მეცნიერების ენით რომ ვთქვათ, ყოფიერებად მოყვანილია "სამყაროს ერთი გიგანტური ტალღური გათანასწორებით", რომლის ჩამოყალიბების პროცესი ატარებს ნომოგენეზის ხასიათს.
რაღაც ამის მსგავსს ამბობდნენ წმიდა მამები ჯერ კიდევ ქრ. შ-დან პირველ ათასწლეულში. წმ. გრიგოლ ნოსელი შესაქმის შესახებ წერდა: "პირველი შემოქმედებითი იმპულსიდან ყველა ნივთი თავის მოცემულობაში არსებობდა, ერთგვარი გამაყოფიერებელი ძალის მიერ, რომელიც სამყაროში ჩანერგილია ყველა საგნის დამბადებლად; მაგრამ არც ერთ მათგანს ჯერაც არ ჰქონდა ცალკეული და ნამდვილი ყოფიერება" (Лелотт Ф., Решение проблемы жизни, Брюссель, 1959).
მასთან თანხმიერად მსჯელობს ნეტ. ავგუსტინეც: "მე ვფიქრობ, რომ ღმერთმა დასაბამიდანვე ერთდროულად შექმნა ყველა ქმნილება, ერთნი რეალურად, სხვები მათ პირველსაფუძვლებში: მსგავსად იმისა, როგორც თესლში უხილავად არის მოცემული ყველაფერი, რაც დროთა განმავლობაში დიდ ხედ უნდა იქცეს. ჩვენც ასე უნდა წარმოვიდგინოთ, რომ სამყაროც, იმ მომენტში, როდესაც ღმერთმა ერთდროულად შექმნა ყველა საგანი, თავის თავში შეიცავდა ყველაფერ იმას, რაც შემდეგ დედამიწამ აღმოაცენა, როგორც შესაძლებლობა და როგორც მიზეზი, ვიდრე ისინი დროთა განმავლობაში განვითარდებოდნენ ისე, როგორც დღეს ვიცით" (Лелотт Ф., Решение проблемы жизни, Брюссель, 1959).
თითქოსდა დასაბამიდანვე იყო მოხაზული სამყაროს გრანდიოზული გეგმა, რომელიც შესაქმის დღეებში სრულიად გამოვლინდა და სინამდვილეში განხორციელდა. დასაბამში სამყარო თავის საფუძვლებში შეიქმნა და, შედეგად, შეიქმნა ყველა მისი კანონიც. შემდეგ სამყაროს ყველა ფორმა მატერიალიზებას იწყებს ექვსი დღის შემოქმედებითი აქტის შედეგად.
ხოლო თანმიმდევრობითი ევოლუციური განვითარების პრინციპი ეწინააღმდეგება სამყაროს განვითარების ასეთ გაგებას. მოწოდებული მეცნიერებისა და რელიგიის შესათანხმებლად, ის ოპოზიციაში აღმოჩნდა ერთთანაც და მეორესთანაც. შედეგად, წმიდა წერილისადმი, ფუნდამენტური მეცნიერებისადმი და ევოლუციური განვითარების თეორიისადმი ერთდროული მიმდევრობის შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელია.
თანაც დრო და დრო მეცნიერება უარს ამბობს თავის მოძველებულ ინტერპრეტაციებზე. მაშ, შეიძლება თუ არა ასეთივე ამჩატებით თავიდან განვმარტოთ წმიდა წერილი და მივცეთ მას სხვა ინტერპრეტაცია? ბოლოს და ბოლოს, ეს თვით ბიბლიური ტექსტისადმი უნდობლობამდე მიგვიყვანს.
Сredo ut intelligam
თუკი ევოლუციური სწავლება ეწინააღმდეგება დაბადების წიგნის პირველი თავის ტექსტის პირდაპირ გაგებას, ხომ არ მივმართოთ მის ალეგორიულ განმარტებას? ამასთან დაკავშირებით, წმ. იოანე ოქროპირი გვაფრთხილებს: "წმინდა წერილზე არ მინდობა და საკუთარი დასკვნებით მსჯელობა ვგონებ, ამ საქმის მიმდევრებს დიდ საფრთხეს უქმნის" (მე-13 ჰომილია დაბადების წიგნზე).
ღირ. ეფრემ ასურელი თავის წიგნში "დაბადების წიგნის განმარტება" წერდა, რომ პირველი სამი დღის განმავლობაში დღისა და ღამის ცვალებადობა ხდებოდა პირველქმნილი ნათლის პულსაციით (Св. Ефрем Сирин, Толкования на Книгу Бытия, - Святой Ефрем Сирин, Творения, т. 6, Москва, репринт, "Отчий дом", 1995, с. 263). ის ასევე წერდა იმის შესახებ, რომ პირველქმნილი ნათელი შექმნილი იყო პირველი დღის შუაში, ასე რომ პირველი დღეების "ბნელი" და "ნათელი" ნაწილები ითვლიდნენ 12 საათს (Св. Ефрем Сирин, Толкования на Книгу Бытия, - Святой Ефрем Сирин, Творения, т. 6, Москва, репринт, "Отчий дом", 1995, с. 254).
უნდა აღვნიშნოთ, რომ შესაქმე წმიდა წერილში მოიაზრება, როგორც საგანთა მყისიერი აღმოცენება მეთოდით, რომელიც სცილდება მეცნიერული ანალიზის საზღვრებს. წმ. ათანასე დიდი წერდა: "ყველა ჯიში ერთად შეიქმნა, ერთდროულად, ერთი და იმავე განკარგულებით" (Против ариан, Творения, т. 2, 2, с. 60). ხოლო ღირ. ეფრემ ასურელის თქმით, მცენარეები, მაგალითად, "შექმნის დროს ერთ წამში შეიქმნენ, თუმცა გარეგნულად თვეებისა თუ წლების შექმნილებად გამოიყურებოდნენ" (Св. Ефрем Сирин, Толкования на Книгу Бытия, - Святой Ефрем Сирин, Творения, т. 6, Москва, репринт, "Отчий дом", 1995, с. 264). ასევე "ცხოველები, ფრინველები და ადამიანი ერთდროულად იყვნენ ხანდაზმულებიც და ახალგაზრდებიც, ხანდაზმულები - მათი სხეულის წევრებისა და შედგენილობის მიხედვით, ხოლო ახალგაზრდები - თავიანთი შექმნის დროის შესაბამისად" ((Св. Ефрем Сирин, Толкования на Книгу Бытия, - Святой Ефрем Сирин, Творения, т. 6, Москва, репринт, "Отчий дом", 1995, с. 266).
ამგვარად, წმიდა მამათა სწავლება დაბადების წიგნის ალეგორიული განმარტების წინააღმდეგ მოწმობს. მაგრამ, იქნებ თვით წმიდა მამათა სწავლება უნდა გავიგოთ გადატანითი აზრით? რა თქმა უნდა, მათშიც გვხვდება წმიდა წერილის ალეგორიული აღქმა. მაგრამ წმიდა მამები არასოდეს უარყოფდნენ მათ ბუკვალურ მნიშვნელობას.
"არსებითად, ღვთისმეტყველებაში, რომელიც მიმართავს ანალოგიებს და ცდილობს ჩვენს ამაღლებას, საგნები, რომელთაც საკუთარი ყოფიერება გააჩნიათ, თვითონვე ფაქტობრივადაც და სიტყვითაც, ომონიმური სიმბოლოები ხდებიან", ასე წერდა ცნობილი საეკლესიო მწერალი მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი) (Иеромонах Серафим (Роуз), "Православный взгляд на эволюцию", ОАО "Санкт - Петербургская типография № 6", 1997).
უნდა აღვნიშნოთ, რომ სამყაროს დღეთა შესაქმის შესახებ წმიდა მამები გასაოცრად ერთსულოვანნი არიან ბიბლიური ტექსტის აღქმის ბუკვალიზმის მხრივ. წმიდა ბასილი დიდი წერდა: "როდესაც ბალახზე მესმის, ბალახსავე ვგულისხმობ; ასევე მცენარეები, თევზები, მხეცები და პირუტყვი, - ყველაფერი, როგორც არის წოდებული, იმადვე ვიღებ. "არა მრცხვენია სახარებისა" (რომ. 1:16) (Св. Василий Великий, Беседы на Шестоднев, - Творения иже во святых отца нашего Василия Великого, Архиепископа Кесарии Каппадокийской, ч.1, Свято-Троицкая Сергиева Лавра, 1900).
ახალი პარადიგმა
გადაულახავი სიძნელეები ჩნდება მცდელობისას შეთანხმებულ იქნას თანამედროვე მეცნიერული წარმოდგენები ზეციურ სხეულთა წარმომავლობის შესახებ წინასწარმეტყველ მოსეს მოწმობებთან, რომ დედამიწა გაჩნდა მესამე დღეს, ხოლო მზე, მთვარე და ვარსკვლავები მხოლოდ მეოთხე დღეს, ანუ ისინი დედამიწაზე უფრო "ახალგაზრდები" არიან, და ყველა ზეციური სხეულის ასაკი სრულიად "ახალგაზრდულია" (დაახლოებით 7500 წლის).
ასტროფიზიკაში მიღებული კონცეფციის თანახმად, მძიმე ქიმიური ელემენტების იზოტოპების დიდი უმეტესობის წარმომავლობა, ნახშირბადიდან დაწყებული ვიდრე ხანგრძლივად მცხოვრები ტრანსაქტინური ნუკლიდებით დამთავრებული, რომლებისგანაც შედგებიან პლანეტები და, მათ შორის, ჩვენი დედამიწა, თავიანთ არსებობას უნდა უმადლოდნენ ვარსკვლავებში ბირთვების თერმობირთვულ სინთეზს და ვარკსვლავურ აფეთქებებს. შედეგად, პლანეტები ჩამოყალიბდნენ ნამსხვრევებისგან და აფეთქებული ვარსკვლავებისგან, რომელთაც თავიანთი "ევოლუცია" უკვე გაიარეს, ამიტომაც, თანამედროვე სამეცნიერო შეხედულებების თანახმად, ისინი ამ უკანასკნელებე უფრო ხანდაზმულები ვერ იქნებიან.
ფუნდამენტური ფიზიკა ამტკიცებს: ვარსკვლავების ჩამოყალიბების დროს მოქმედებს ბუნების იგივე კანონები, რაც პლანეტების ჩამოყალიბებისას. მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, შემოქმედების მე-3 და მე-4 დღეებს შორის გადასვლაში ღმრთის შემოქმედებითი სიტყვის არანაირი აუცილებლობა არ არის, რადგან, სამეცნიერო წარმოდგენების თვალსაზრისით, კანონთა იმ წეს-რიგში, რომლითაც სამყარო არსებობს, პრინციპულად ახალი არაფერი ჩნდება.
ეს წინააღმდეგობრიობა შეიძლება თავიდან იქნას აცილებული, თუ გავიხსენებთ ღირ. ეფრემ ასურელის განმარტებას ფლორისა და ფაუნის მყისიერი წარმოშობის შესახებ, რომლებიც "მხცოვანნი იყვნენ მათი სხეულის ნაწილებისა და შემადგენლობების მიხედვით, მაგრამ ახალგაზრდები - დროის თვალსაზრისით". ღირსი მამის აზრს თუ არაცოცხალი მატერიის სამყაროზე გადავიტანთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვარსკვლავები, თუმც თავისი გარეგნობით მილიონობით წლის წინ შექმნილად ჩანან, დროის თვალსაზრისით ერთი წამში არიან შექმნილნი. ისინი მყისიერად "ჩამოლაგდნენ" თავიანთი კატეგორიების მიხედვით ე. წ. გერცშპრუნგ-რასელის დიაგრამაზე, წარმოადგენენ რა ყველა შესაძლო ვარსკვლავური მდგომარეობის მთელ კრებულს.
როდესაც ადამი შეიქმნა, შესახედაობით ის ოცდაათი წლისა იყო, თუმცა ფაქტობრივად მეექვსე დღეს შექმნილი "პროდუქტი". ასეა სამყაროც, მას მხოლოდ სახე აქვს ისეთი, თითქოსდა დიდი ხანია არსებობს, როგორც ეს არის ჩვენი პლანეტის მოჩვენებითი ასაკი, რომელიც რადიოიზოტოპური მეთოდით თუ გავზომავთ 4,5 მლრდ. წელს აღწევს (G.B. Dalrymple, "The age of the Earth", Stanford University Press, 1991).
გარკვეული აზრით ძველი ფილოსოფიური პარადოქსი იმის შესახებ, თუ რა იყო უფრო ადრე - კვერცხი თუ ქათამი, კარგავს თავის იდუმალებას. ქათამი შეიქმნა კვერცხის დადების უნარით. მთელი სიცოცხლისეული ციკლი და მცენარეები (თესლიდან ვიდრე ზრდასრულ ეგზემპლარამდე), და ვარსკვლავები - წითელი გიგანტებიდან ვიდრე თეთრ ჯუჯა ვარსკვლავებამდე, შეიქმნენ მყისიერად, ისე, რომ გვერდი აუარეს "ევოლუციურ საფეხურებს". ამის შემდეგ კი სამყაროს ამ შემადგენელმა ნაწილემა დაიწყეს დამოუკიდებელი ფუნქციონირება, როგორც მომართულმა საათის მექანიზმმა.
სამყაროს შექმნის ბიბლიური თხრობა - ეს არის ღმრთისმხილველ მოსეს მიერ ღვთაებრივი ჭვრეტით დანახული შესაქმის გადმოცემა. მის მიერ დანახული დასტურდება გვიან მცხოვრები წმიდა მამების სულიერი გამოცდილებითაც. არ შეიძლება არსებობდეს კონფლიქტი შესაქმის შესახებ არსებულ გამოცხადებას და დადებით ცოდნას შორის, რომელსაც თანამედროვე მეცნიერება დაკვირვებითი მონაცემებიდან იღებს. არსებული განსაზღვრული უთანხმოება ბიბლიასა და თანამედროვე მეცნიერთა არასაბოლოო წარმოდგენებს შორის ადრე თუ გვიან უნდა გადაიჭრას და ამისთვის დამაიმედებელი წანამძღვრები უკვე დღესვე არსებობს.
პრიორიტეტების არჩევა
შემდეგი ლოგიკური და სწორი ნაბიჯი იქნება წმიდა წერილს მივანიჭოთ უსიტყვო პირორიტეტი, რადგან ის საღმრთო გამოცხადებაა. ღმრთითგამოცხადებული ცოდნა ბუნებრივზე უმაღლესია. თვით პრიორიტეტების თანმიმდევრობა შეიძლება ასე გამოვხატოთ:
- წმიდა წერილი და მისი განმარტება წმიდა მამების მიერ.
- სამეცნიერო დაკვირვებითი მონაცემები.
- თეორიული აგებულებები.
წარსულში არაერთხელ უცდიათ შესაქმე დაეკავშირებინათ სამეცნიერო აზროვნების უკანასკნელ მიღწევებთან. ყველა მათგან არადამაკმაყოფილებლად უნდა ჩაითვალოს. როდესაც თითქოსდა ზოგადად ლაპარაკობენ შესაქმეზე - რაღაც პარალელები იძებნება. მაგრამ, როდესაც ლაპარაკია ბიბლიური შესაქმის რომელიმე მოვლენის კავშირზე კონკრეტულ "სამეცნიერო"-ევოლუციურ სურათთან - გარდაუვალი წინააღმდეგობები იწყება.
ამრიგად, დგება კანონზომიერი კითხვა მთელი ფუნდამენტის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელსაც უნდა ეყრდნობოდეს ქრისტიანული მეცნიერება. უნდა შეიცვალოს ღირებულებათა სისტემა: რელიგია კი არ უნდა განვიხილოთ მეცნიერების თვალსაზრისით, არამედ მეცნიერება - რელიგიის თვალთახედვით. წმიდა წერილის "პრიზმაში" ყურადღებით უნდა იქნას განხილული სამყაროს განვითარების თანამედროვე ევოლუციური თეორიაც.
ამასთან მოგვიწევს მრავალ საგანთან გამომშვიდობება. ოღონდ ეს ემუქრება არა სამეცნიერო ცოდნას, არამედ წმიდად საცნაურ შეხედულებებს. ასე, მაგალითად, შესაქმე ადასტურებს დიდი აფეთქებისა და ცხელი სამყაროს მოდელების უსუსურობას. რადგან ამ თეორიების მიხედვით, გარკვეული დროის პერიოდში ნივთიერება სამყაროში ზემკვრივი ენერგიის სტადიაში იმყოფებოდა და ხანგრძლივად, და თანდათანობით გადადიოდა თანამედროვე მდგომარეობაში.
თანამედროვე სამყარო ძალიან ძლიერ არის დაავადებული ფუჭი ფილოსოფიით, რომელიც თავს მეცნიერებად ასაღებს. ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს როდი ძალუძს ობიექტურად მიუდგეს იმას, რასაც სინამდვილეში უთითებს წმიდა წერილი და წმიდა მამათა სწავლება, რადგან ეს წარმოუდგენლად მიაჩნია რაციონალისტურ აზროვნებას.
პირველი შედეგები
სამყარო - უნიკალური ობიექტია, რომელსაც ერთადერთობა და განუმეორებლობა ახასიათებს. ამიტომაც ცდისეული გზით რაიმეს შემოწმება საკმაოდ რთულია. მაგრამ, უკვე დღესვე შეიძლება დავასახელოთ სამეცნიერო აზროვნების ზოგიერთი მიღწევა, რომელიც მჭიდროდ მიუახლოვდა სამყაროს გაჩენის ბიბლიურ გაგებას. და, პირველ რიგში, ეს არის სამყაროს გაფართოვების ინფლაციური თეორია.
ეს მოდელი არცთუ დიდი ხნის წინ - 80-იანი წლების დასაწყისში იქნა შემოთავაზებული. მის თანახმად, კოსმოსმა თავისი არსებობა დაიწყო აბსოლუტური სიცარიელიდან - ე. წ. ცრუ კვანტური ვაკუუმის მდგომარეობიდან, რომელშიც არც ნივთიერებაა და არც გამოსხივება (Гут А., Стейнхардт П., В мире науки, № 7, 56, 1984). ჩვეულებრივ ცხოვრებაში ჩვენ ვეყდრნობით საღ აზრს, რომელიც ყოველთვის გვკარნახობს, რომ არაფერი შეიძლება წარმოიშვას არაფრისგან. თანამედროვე ფუნდამენტურ ფიზიკას რევოლუციური გადატრიალების მოხდენა დასჭირდა ტრადიციულ აზროვნებაში, რათა მისულიყო იდეამდე, რომ სამყაროს ბუკვალური აზრით არაფრისგან შეიქმნა.
კაცობრიობამ დახარჯა უზარმაზარი ინტელექტუალური ძალისხმევა, რათა ესოდენ გასაოცარ დასკვნამდე მისულიყო, რომელიც ამავდროულად სულაც არ არის მოულოდნელი ქრისტიანთათვის. ბუნების შემეცნების სამეცნიერო მეთოდის გაჩენამდე დიდი ხნით ადრე ჭეშმარიტება სამყაროს ex nihilo შექმნის შესახებ მითითებული იყო ბიბლიაში (2 მაკ. 7:28) და ლატერანის IV კრების სპეციალური დადგენილებით დადასტურდა.
გასაოცარი მოვლენისთვის, როგორიცაა - სამყაროს დაბადება, საჭირო იყო გიგანტური წამბიძგებელი ძალა. მაგრამ ერთადერთი ურთიერთქმედება ოთხი ძირითადიდან, რომელიც ვლინდება კოსმოლოგიურ მასშტაბში: გრავიტაცია, - პირიქით მასებს შორის მიზიდულობის ძალით ხასიათდება.
ინფლაციურ თეორიაში ეს პრობლემა გადაწყვეტილია. მის თანახმად, კვანტური ვაკუუმის პირველდაწყებითი მდგომრეობა პარადოქსულ თვისებებს ფლობდა, კერძოდ - უარყოფით ზეწოლას, რამაც ბიძგის გიგანტური ძალა გამოიწვია. ამ უკანასკნელის მოქმედებით დასაბამიდანვე ცარიელი სივრცე სულ უფრო და უფრო გამალებულად გაიზარდა. მაგრამ კვანტური ვაკუუმი ამ ჭეშმარიტად საკვირველი თვისებით როდი მთავრდება - განსხვავებით ჩვეულებრივი ნივთიერების სიმკვრივისგან, ასეთი ვაკუუმის ენერგიის სიმკვრივე გაფართოვების დროს არ იცვლება.
ინფლაციური სტადია სულ მცირე ხნით გაგრძელდა - სულ რაღაც 10-35 წამის განმავლობაში, დაიწყო რა იმ მომენტიდან, როგორც კი მსოფლიო საათი "ამოქმედდა". მაგრამ ამ დროისთვის გაბერვადმა სამყარომ თავისი ზომები 1010100 -ჯერ გაზარდა (Линде А.Д., "Физика элементарных частиц и инфляционная космология", Москва, Наука, 1990). ცრუ ვაკუკუმის დაშლის შემდეგ ბიძგის ძალა გაქრა, ვაუკუუმის ენერგია მსწრაფლ გათავისუფლდა გამოსხივების სახით. ამ მომენტიდან, ინფლაციის დროს შეძენილი პირველდაწყებითი იმპულსის წყალობით, დაიწყო ჩვეულებრივი გაფართოვება დადებითი ზეწოლით. მაგრამ ამჯერად სამყაროს ენერგიამ შემცირება დაიწყო, ხარჯავს რა თავის პოტენციალს სამყაროს გაფართოვებაზე, რომელიც დღეს სამეცნიერო ხელსაწყოებით ფიქსირდება.
ინფლაციურმა თეორიამ თანამედროვე კოსმოლოგიის მრავალი ბნელი ადგილი გადაწყვიტა. კერძოდ, ეს მოდელი ითვალისწინებს საკუთარი გრავიტაციით სამყაროს გადალახვის შესაძლებლობას; ადვილად ხსნის სამყაროს ერთგვაროვნობას დიდ მასშტაბებში და გაფართოვების იმ სიჩქარეს, რომელსაც დღეს აკვირდებიან.
უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაციური თეორია ვერანაირად ვერ ხსნის პირველდაწყებითად როგორ აღმოჩნდა სამყარო ცრუ ვაკუუმის მდგომარეობაში, რომელიც ესოდენი ზებუნებრივი თვისებებითაა დაჯილდოვებული, ან საერთოდ, როგორ აღმოცენდა სივრცე-დრო, რომელიც შემდეგ ინფლაციას დაექვემდებარა.
თეორიაში წარმატება სკალიარული ველის ეფექტური პოტენციალის ხელოვნური კონსტრუირებით მიიღწევა, რათა დაკმაყოფილდეს ყველა მრავალრიცხოვან პირობათა შესრულება, რომელიც სამყაროს ექსპონენციალური გაფართოვების რეალიზაციისთვის არის საჭირო. ამასთან ინფლაციური მოდელის დასასაბუთებლად ანტროპული პრინციპისადმი მიმართვა გარდაუვალია.
კეთილი რჩევა
საგანთა ლოგიკა და საღი აზროვნება გვკარნახობს მივიღოთ ბუკვალური განმარტება სამყაროს ექვს დღეში შექმნის შესახებ, და მაშინ ჩვენ არ შევცოდავთ არც წმიდა წერილის და წმიდა მამათა მიერ მისი განმარტების წინააღმდეგ, და არც სამეცნიერო დაკვირვებათა წინააღმდეგ.
ექვსი დღე - ეს არის მარადიული შემოქმედებითი ჩანაფიქრის ეტაპები, მისი თანდათანობითი გაშლა ყოფიერების რეალობაში. ამ დღეების განმავლობაში უსახური და ცარიელი მატერია ღმრთის შემოქმედებითი სიტყვით გარდაიქმნება. ქვეყნიერება უამრავი ფორმით ივსება და ჭეშმარიტად ბრწყინვალე კოსმოსი ხდება, რაც ბერძნულიდან თარგმანში სილამაზეს ნიშნავს.
წყარო: "Шестоднев против эволюции". Издательство "Паломник", 2000 г.
პუბლიკაცია მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი 2023. მარტი.