კითხვა-პასუხი - არის თუ არა ანათემა საეკლესიო წყევლა? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
არის თუ არა ანათემა საეკლესიო წყევლა?
მწვალებელთა ანათემირება
ანათემა - არ არის "საეკლესიო წყევლა", არამედ მძიმე ცოდვების გამო მორწმუნე ადამიანის სრული მოკვეთა ეკლესიიგან. მძიმე ცოდვებში იგულისხმება დოგმატების შეგნებული დამახინჯება (მწვალებლობა) ან ეკლესიის შიგნით განხეთქილების მოწყობა (სქიზმა). პრაქტიკაში ეს ასე გამოიყურება: ადამიანს უკვე არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საეკლესიო საიდუმლოებებში, რომელთაგან უმთავრესია - ზიარება.

მართლმადიდებლური ენციკლოპედიის თანახმად, ტერმინი "ანათემა", რომელიც მომდინარეობს ბერძნულიდან (ἀνάθεμα, ἀνάθημα), წარმართ ავტორებში ღმრთისადმი რაღაცის შეწირვას; ტაძარში მიტანილ შესაწირს ნიშნავდა - ანუ ეს იყო გამოცალკევებული რამ, რაც ყოველდღიურობაში არ გამოიყენებოდა. ამ სიტყვას იყენებდნენ ბიბლიის ბერძნულ თარგმანში ძველებრაული სიტყვის herem (ჰერემ)-ის გადმოსაცემად, რომელიც რაღაც წყეულსა და უარყოფილს ნიშნავს. ასე მიიღო სიტყვამ "ანათემა" თავისი ნეგატიური მნიშვნელობა.

ეკლესია განხეთქილებასა და მწვალებლობას ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვად მიიჩნევს: სქიზმატიკოსები და მწვალებლები არა მარტო თვითონ განუდგებიან ეკლესიას, ხელყოფენ მისი სწავლებისა და ერთობის საფუძვლებს, არამედ აცთუნებენ ეკლესიის სხვა წევრებსაც. ამიტომაც ეკლესია იძულებულია განკვეთის, ანუ ანათემის გზით მათთან ურთიერთობისგან შემოზღუდოს ეკლესიის წევრები

არსებობს ეკლესიისგან განკვეთის ორი სახეობა: "მცირე განკვეთა" და ანათემა. "მცირე განკვეთა" - ეს არის ადამიანის დროებითი განკვეთა საეკლესიო თემიდან და მისთვის საიდუმლოებებში მონაწილეობის დროებითი აკრძალვა. საეკლესიო სასჯელის ამგვარი სახეობა მოქმედებს განსაზღვრული დროით - რამოდენიმე თვიდან რამოდენიმე წლის განმავლობაში და გამოითქმება ისეთი მძიმე ცოდვების გამო, როგორიცაა სიძვა-მრუშობა, ქურდობა და სხვა, მაგრამ იმის შემდეგ, რაც ადამიანმა შეინანა და შეწყვიტა ცოდვების ჩადენა. ხოლო ანათემით ადამიანი ისჯება განუსაზღვრელი დროით, თავის ქმედებებში და ქცევებში ადამიანის სინანულამდე, რითაც შენარჩუნებულია ცხონების იმედი და შესაძლებლობა, თუმცა ყველას მიეთითება, რომ ანათემირებული ადამიანი ცოდავს ეკლესიის წინააღმდეგ და ყველანი, ვინც მას მიჰყვება, ასევე განკვეთილნი იქნებიან ეკლესიიდან და მის წინააღმდეგ მოქმედ დამნაშავეებად შეირაცხებიან. ანათემას გადასცემენ ადამიანის არაერთი შეგონების შემდეგ შეინანოს და დაემორჩილოს ეკლესიის სწავლებებსა და წყობას.

ანათემას შეიძლება გადაეცეს მხოლოდ ეკლესიის წევრი, ანუ, როგორც მინიმუმ, მონათლული ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს მიიჩნევს (ან მიიჩნევდა) მართლმადიდებელ ქრისტიანად და მონაწილეობას იღებდა საეკლესიო საიდუმლოებებში. ამიტომაც ათეისტის ან აგნოსტიკოსის ანათემაზე გადაცემა არ შეიძლება - ასეთი ადამიანი არასოდეს მიიჩნევდა თავს ქრისტიანად და ეკლესიის წევრიც არასოდეს ყოფილა.


წყარო: foma.ru
Назад к содержимому