პოლიტიკა - მიგრანტთა ბანდები და საშიში ზონები: ისლამი და შვედეთი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > პოლიტიკა
მიგრანტთა ბანდები და საშიში ზონები: ისლამი და შვედეთი
მიგრანტული ბანდები
მრავალრიცხოვან გამოკვლევებში, რომლებიც დანაშაულებრივ დაჯგუფებებს ეძღვნება, ბანდების აღმოცენების (gangs producing) ფენომენი ემიგრანტების დიდი ნაკადის ჩამოსვლას, ანუ მიგრაციული მოვლენების პიკს უკავშირდება, რომლებიც სხვა გამოკვლევებში "ლტოლვილთა კრიზისად" იწოდება, რაც მის შინაარსს არსებითად არ ცვლის.

ამ ფენომენს ევროპაში უკვე მრავალი წელია აკვირდებიან. ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი ნოვატორული გამოკვლევა, რომელიც ბანდებს მიეძღვნა, 1927 წელს გაჩნდა: მასში დეტალურად იყო აღწერილი ჩიკაგოს ახალგაზრდული ბანდები, რომლებიც ჩამოყალიბდნენ მეორე თაობის პოლონელი მიგრანტებისგან.

ამ ცნობილი გამოკვლევის ავტორი იყო ფრედერიკ ტრეშერი (Frederic Trasher). მისი კოლოსალური შრომა გახდა ამ სფეროში უზარმაზარი რაოდენობის შემდგომი კვლევების ამოსავალი წერტილი და ორიენტირი. ვუბრუნდებით რა ჩვენს სივრცეს, აღვნიშნავთ, რომ ისლამური ბანდების კომპლექსური გავრცელება ამ სფეროში კვლევისა და შესწავლის საგანი გახდა, რომელიც ევროპული ბანდების კვლევითი პროგრამის ჩარჩოებში (Eurogang Program of Research) ტარდებოდა, და რომელშიც მონაწილეობას იღებდა 100 ევროპელი და ამერიკელი მკვლევარი.

ეს ქსელური კვლევითი პროგრამა 2005 წლიდან სწავლობს ახალგაზრდა ჯგუფებსა და მოზარდებს, უმეტესწილად ემიგრანტებს, რომლებიც ჩართულნი არიან და მონაწილეობენ 50-ზე მეტ ბანდაში და, რომლებიც უმეტესწილად ევროკავშირის ქვეყნების ქალაქებში მოქმედებენ. პირველი რევოლუციური გამოკვლევა უკვე 2001 წელს გაკეთდა.

ემიგრანტებისგან შემდგარი ეს ბანდები, რომლებიც უმთავრესად მუსლიმური ქვეყნების წარმომადგენლებით არიან დაკომპლექტებული, ევროპის მრავალ ქვეყანაში გავრცელდნენ, მაგალითად, ისეთებში, როგორიც არიან: ჰოლანდია, ბელგია, გერმანია, საფრანგეთი (ცნობილი ისტორიული მიზეზების გამო), დიდი ბრიტანეთი, დანია და მთელი სკანდინავია. კონკრეტულად, ისლამური ბანდების ფენომენი დამკვიდრდა ისეთ ქვეყანაში, რომელიც სოციალური უზრუნველყოფის სამოთხედ ითვლება, ანუ შვედეთში, თანაც იმდენად, რომ გასული წლის ივნისში პოლიციის მეთაურმა სავალდებულოდ ჩათვალა გამოსულიყო გამაოგნებელი განცხადებით, რომლის მიხედვითაც შვედეთის ქალაქებში უკვე არსებობს 61 "საშიში რაიონი", და ამგვარად შეეცადა უფრო ახლოს გაეცნო შვედეთის მასმედიის, მოქალაქეებისა და პოლიტიკოსებისთვის ეს არსებითი პრობლემა. ამან უმძიმესი დარტყმა მიაყენა "მითს" შვედური მულტიკულტურალიზმის შესახებ.

როგორც ევროპული ბანდების კვლევის პროგრამის ჩარჩოებში ჩატარებული დაკვირვებებიდან ირკვევა, დაჯგუფებებს მხარს უჭერენ მუსლიმ-ემიგრანტთა მეორე თაობის წარმომადგენლები და ასევე არამუსლიმებიც. მაგალითად, შეიძლება ვილაპარაკოთ მაროკოელებზე ჰოლანდიაში, თურქებზე და პალესტინელებზე გერმანიაში, ესპანეთში შეიძლება შევხვდეთ "ლათინ მეფეთა" (Latin Kings) ბანდებს, რომლებიც მოგვაგონებენ აშშ-ში მოქმედ ანალოგიურ დაჯგუფებებს, ნორვეგიაში მოქმედებენ - ბანდა "კრიპსი" (Crips, ბუკვალურად "ხეიბრები") და "ბლადზი" (Bloods, ბუკვალურად "სისხლიანები"), რომელიც ლოს-ანჟელესური ბანდის ტრონჰეიმური ასლია, ხოლო ოსლოში გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ბანდებს აყალიბებენ პაკისტანიდან ჩამოსული მიგრანტი ახალგაზრდები და მოზარდები.

ჰოლანდიაში გამოქვეყნებულია დიდი რაოდენობის გამოკვლევა, რომელიც ისლამურ ბანდებს ეძღვნება (მაგალითად, ვან გემერტი (Van Gemert) და ფლეიშერი (Fleisher, 2005), ისინი გვთავაზობენ ისეთი უმნიშვნელოვანესი ევროპული ქალაქის ბანდების დეტალურ სოციალურ და ანთროპოლოგიურ პანორამას, როგორიცაა ამსტერდამი.

ამსტერდამული ბანდები სეგმენტირებულია რელიგიურ-ეთნიკური პარამეტრებით, რასაც ჩვენ სხვა ქვეყნების ბანდებშიც ვხედავთ: ბანდების უმეტესობაში პრევალირებენ ახალგაზრდა მოროკოელები, "უინდმილ-სკვერის" ბანდებში ხვდებიან საზოგადოების მარგინალიზირებული წევრები, მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენლები, ასევე ის მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ დაბალი შემოსავალი, ესენი არიან აგრეთვე ბავშვები, რომლებიც არ დადიან სკოლაში და გააჩნიათ კანონდარღვევის მრავალჯერადი პრეცედენტები, - ეს ელემენტი ყოველთვის არსებობს ყველა დაჯგუფებაში.

ძალოვან სტრუქტურებს უჭირთ ამ ვითარების გაკონტროლება, რადგან მიგრანტთა დამნაშავეობამ უკვე გაუშვა ღრმა ფესვები ევროპის საზოგადოებაში. გავიხსენოთ 2020 წლის ორი ცნობილი მკვლელობა: პოლიტიკოს პიმ ფორტეინისა (Pim Fortuyn) და ფილმ "მონური მორჩილების" (Submission) რეჟისორის თეო ვან გოგისა (Theo van Gogh). ორივე ეს მკვლელობა, ისლამურ ტერორიზმთან დაკავშირებული ძლიერი გართულების შუქზე, ძალიან მკაფიო გაფრთხილებად გამოიყურება, რომელიც, სამწუხაროდ, შეუსმენელი დარჩა.

ნორვეგიის დედაქალაქში გავრცელებულნი არიან პაკისტანელთა ბანდები, რომლებიც, როგორც ამ სფეროში ჩატარებული გამოკვლევებიდან ირკვევა, სულ სხვა წესებით არსებობენ, რადგან ვერ ეწერებიან მარგინალიზაციის კლასიკურ ჩარჩოებში. ასე, მაგალითად, ამ თემაზე არსებულ გამოკვლევაში (Лиен, Lien 2005) ვკითხულობთ: "პაკისტანელთა ბანდები ყალიბდებიან კარგი შემოსავლის მქონე ოჯახის წარმომადგენელთაგან, რომლებიც მჭიდროდ არიან შეკავშირებულნი და მტკიცე კავშირები გააჩნიათ თავიანთ ეთნიკურ საზოგადოებასთან, თუმცა, ამ ახალგაზრდებს, ერთი მხრივ, სურთ შეესაბამებოდნენ თავიანთი რელიგიის მოთხოვნებს, მეორე მხრივ კი - მიჰყვებოდნენ დასავლურ ტრადიციებს, და, ამგვარად, მიდიან ორმაგი თვითგამორიცხვის საზღვრებამდე - როგორც საზოგადოების, ასევე საკუთარი თანამეგობრობის ნაპირამდე".

დიდ ბრიტანეთში უკვე 2007 წელს ქალაქის პოლიციის უფროსმა ასე დაახასიათა ბანდების არსებობა: "ტერორიზმის შემდეგ ეს ყველაზე დიდი საშიშროებაა დიდი ბრიტანეთისთვის, რომლის ფესვები შეიძლება ვიპოვოთ გლობალიზაციის მიერ გაშვებულ ეკონომიკურ და კულტურულ პროცესებში".

ბანდები - ეთნიკური თვალსაზრისით შერეული შემადგენლობისაც კი - არსებობენ ესპანეთშიც, სადაც, პრევალირებენ მიგრანტები ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან. ასე, მაგალითად, ბარსელონაში "ლათინ მეფეთა" ბანდები (bandas) კატალონიის პოლიციამ კანონგარეშედ გამოაცხადა და აკრძალა, რომლის საფუძვლადაც წარმოადგინა შემდეგი სტატისტიკა: არსებობს ყველაზე ცოტა 20 დაჯგუფება, ბანდის 2000 წევრდან, რომელიც კატალონიის დედაქალაქში ცხოვრობს - ყველაზე ცოტა 5% ლათინოამერიკელია. ბანდები, რომელთა სახელწოდებაა "ბანდას" (bandas) ან "პანდილიას" (pandillas), ცნობილნი არიან ასევე "ლათინი მეფეების", "ნიეტასის" (Nietas), "შავი პანტერების" (Black Panthers), "ვატოს ლოკოსის" (Vatos Locos) და "მარას სალვატრუჩას" (Maras Salvatrucha) სახელწოდებებით. მათ შემადგენლობაში შედიან უმთავრესად კარიბის კუნძულთა და ანდების წარმომადგენლები, რომელთა შორისაც ბევრია ეკვადორელი, თუმცა ბანდებში არიან მოროკოელებიც, და ეკვატორიალური გვინეის მცხოვრებლებიც, ასევე რუსები, თუმცა ყველა მათგანს დაქვემდებარებული მდგომარეობა უჭირავს დაჯგუფების შიდა იერარქიაში. ბანდის მონაწილეები უპირატესად მამრობითი სქესის წარმომადგენლები არიან, მაგრმა მათში საკმაო რაოდენობით არიან ქალებიც.

ფინეთში იმდენად გაიზარდა მცირეწლოვანთა დანაშაულობა, რომ ქვეყანაში უკვე განიხილება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 15 წლიდან ჩამოწიონ 12-13 წლამდე. აქ ღირს ვახსენოთ პოლონეთი, სადაც სრულიად საპირისპირო ტენდენცია შეიმჩნევა: 2004 წელს აქ დაფიქსირდა თითქმის მილიონ ნახევარი დანაშაული, ათი წლის შემდეგ კი მათი რაოდენობა შემცირდა თითქმის ორჯერ (!) – 2014 წელს დაფიქსირებული იყო სულ 873 ათასი დანაშაულობა.

მართალია, პოლონეთში დანაშაულობასთან ბრძოლის სახით სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ იქნა ახალი დანაშაულობანი, დაწესდა სპეციალური სასამართლოები, რომლებსაც ვერდიქტი გამოაქვთ 24 საათის განმავლობაში, მაგრამ მაინც, დანაშაულობათა რაოდენობის ესოდენ ძლიერი შემცირება უპირველეს ყოვლისა უკავშირდება ვარშავის მკაცრ მიგრაციულ პოლიტიკას.

აუცილებელია ხაზი გაესვას საზოგადოებრივი ყურადღების მოდუნების მცდელობას ენობრივი საშუალებებისა და პოლიტკორექტული რიტორიკის დახმარებით: ასე, მაგალითად, საფრანგეთის გარეუბნებში არსებული "აკრძალული ზონები" იწოდებიან აბრევიატურით  ZUS (zones urbanes sensibles - ქალაქის პრობლემური რაიონები). პრაქტიკულად ყველა დონეზეა ნაბრძანები არ გააჟღერონ დანაშაულობათა შემთხვევები, რომლებიც სისტემატურად ხდება გარეუბნებში. ეს მდუმარება მძაფრად გააკრიტიკეს, როდესაც, მაგალითად, 2016-2017 წლების ახალი წლის ზეიმობის დროს მიგრანტებმა დაწვეს ათასზე მეტი ავტომობილი, ხოლო ახალ ამბებში ამის შესახებ თითქმის არაფერს ამბობდნენ.

შვედეთშიც იგივე ხდება: მართლაც, 2017 წლის განმავლობაში საშიში რაიონები მონათლეს "მოწყვლად ტერიტორიებად" (vulnerable areas). ვარაუდობენ, რომ ამგვარი ტერმინი ნაკლებ შიშსაც იწვევს და არ იძლევა ინფორმაციას საშიშროებაზე, მაგრამ ეს რეალური ფაქტის აშკარა შენიღბვაა, ნაცვლად იმისა გადაწყდეს პრობლემა, რომელსაც გადავაწყდით.

ISRD-ის (დანაშაულობათა საერთაშორისო კვლევა, რომლის შესახებაც იუწყებიან თვით მონაწილეები, International Self-Report Delinquency) კვლევითმა ჯგუფმა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში აკვირდებოდა ევროპაში მოქმედ ბანდებთან დაკავშირებულ საქმეებს, ამასწინათ გამოსცა მოხსენება სკანდინავიის შესახებ. მოხსენების მუშაობას კოორდინირებას უწევდა იანნე კივივუორი (Janne Kivivuori), ფინეთის სამართლებრივი პოლიტიკის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის კრიმინოლოგიურ კვლევათა განყოფილების ხელმძღვანელი ((Finnish National Research Institute of Legal Policy).

სკანდინავიის კვლევითი ცენტრი კრიმინოლოგიის დარგში და სამართლებრივი პოლიტიკის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი, 1960 წლიდან ერთად იკვლევენ დანაშაულებრივ საქმიანობას სკანდინავიის ქალაქებში. მათი ერთობლივი მუშაობის შედეგი გახლავთ 125 გვერდიანი მოხსენება, რომელიც სავსეა გამოკვლევებითა და ფაქტებით, რომლისგანაც კეთდება დასკვნა, თუნდაც "არც ისე ღრმა", მაგრამ მაინც, იმის შესახებ, რომ ორ დედაქალაქში - სტოკჰოლმსა და ოსლოში ჩადენილი დანაშაულობანი ურთიერთდაკავშირებულნი არიან და ჩადენილია 13-დან 16 წლამდე ასაკის მოზარდების მიერ.

ორ სხვა გამოკვლევაში საკმაოდ დეტალურად არის გაანალიზებული კრიტიკული ვითარება, რომელიც შექმნილია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის შვედეთში, სადაც, როგორც ცნობილია, გამოიყოფა საკმაოდ კარგი სოციალური დახმარებები, მათ შორის ემიგრანტთა მიმართაც.

ასეთ გამოკვლევებს ეკუთვნის: "ევროპის განრისხებული მუსლიმები: მეორე თაობის ამბოხი" (რობერტ ლეიკენი, Robert Leiken) და "ქუჩის ბანდები, მიგრაცია და ეთნიკური კუთვნილება" (ფრანკ ვან გემერტის (Frank van Gemert) რედაქციით): დანა პეტერსონი (Dana Peterson), ინგერ-ლიზა ლიენი (Inger-Lise Lien)).

ორივე ზემოთმოტანილ ტექსტში გაანალიზებულია ისლამური დანაშაულებრივი ჯგუფების ფუნქციონირების მექანიზმები, სადაც უწინარეს ყოვლისა წამოყენებულია "ასაბიას" უძველესი ცნება, რომელიც ბანდის დინამიკაში განიმარტება როგორც ელემენტი, რომელიც ხელს უწყობს შემჭიდროვებას, სოლიდარულობას და მონაწილეთა ლოიალობას ჯგუფისადმი.

"ასაბიას" კოცეფცია (რომელიც შეიძლება ითარგმნოს, როგორც "სოლიდარობის სული") თავიდანვე ეკუთვნის ცნობილი მუსლიმის იბნ ჰალდუნის კალამს: ეს ცნება დაედო კაცობრიობის განათლების მისეულ ინტერპრეტაციას და არაბი ბედუინების ისტორიის მისეულ შესწავლას, რომელიც მოიცავს არაბ მმართველთა და ჩრდილო აფრიკის ბერბერთა ისტორიასაც.

ამგვარად, ამ ფაქტორს მნიშვნელოვანი წონა გააჩნია სოციალური დინამიკის ამ სპეციფიკურ ტიპში, რომელსაც შეიძლება წავაწყდეთ სხვა, ჩვენთვის უფრო ახლო, გეოგრაფიულ-კულტურულ ვითარებებში. როგორც შეგვიძლია დავინახოთ, ეს ფაქტორი უზრუნველყოფს თავდებობის დახურულ ფარდას, ხელს უწყობს ბანდების შევსებას და წინააღმდეგობებს უქმნის პოლიციის მუშაობასა და სასამართლო გამოძიებას.

შვედეთი უკვე მრავალი წელია განიცდის უზარმაზარ სიძნელეებს სამი უმსხვილეს ქალაქში - სტოკჰოლმში, გეტებორგში და მალმიოში. ეს სიძნელეები დაკავშირებულია საშიში რაიონების ტერიტორიების გაფართოებასთან, რაც თავის მხრივ გამოწვეულია ბანდების გავრცელებით, რომლებიც ახალგაზრდებისგან და მოზარდი მუსლიმებისგან შედგებიან.

შვედეთის ნაციონალური პოლიციის მეთაურის, დან ელიასონის (Dan Eliasson) გამაოგნებელი განცხადება, სადაც მან თქვა, რომ "საშიშ რაიონთა რაოდენობამ კრიტიკულ დონეს მიაღწია და მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ის 55-დან 61-მდე გაიზარდა, რაც საშიშროებას წარმოადგენს ჩვენი საზოგადოებისთვის", გახლავთ თამამი, პირდაპირი განცხადების ნიმუში, რომელიც მცირე ხნით, მაგრამ მაინც, მასმედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

რას წარმოადგენენ ეს რაიონები/ ამ კვარტლებში/ქალაქგარე უბნებში დომინირებენ ბანდები, აქ ვერ შემოდის პოლიცია, ვერც სხვა სახელმწიფო სამსახური, მაგალითად, სახანძრო, საგზაო პოლიცია, სასწრაფო დახმარება და სხვა. შვედეთის პოლიციის მეთაურის განცხადება ნამდვილი "ბომბი" გახდა პოლიტიკოსებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და შვედეთის მასმედიისთვის, რადგან მან ფარდა ახადა კრიტიკულ ვითარებას, ზუსტად ისევე, როგორც ეს თავის დროზე გააკეთა ქალაქ კატანიის პროკურორმა ძუკარომ (Zuccaro), რომელიც წინააღმდეგი იყო მისი ქვეყნის ტერიტორიაზე მიგრანტების განუწყვეტელი გადმოსახლების წინააღმდეგი იყო.

ადრე განგაშის სიგნალი ააჟღერა სასაზღვრო პოლიციის მეთაურმა პატრიკ ენგსტრემმა (Patrik Engström), რომელიც არაერთხელ მსჯელობდა უსერიოზულეს პრობლემაზე, რომ 12 ათასზე მეტი მიგრანტი უკვალოდ აითქვიფა შვედეთის ტერიტორიაზე. კვირიდან კვირამდე საშიშ რაიონთა ტერიტორიების გაფართოებაზე მეტყველებს ხანძრების სერია, რომელსაც მიგრანტები სამართალდამცავთა წინააღმდეგ მიმართავენ. მარტო 2017 წლის ოქტომბერში ორი კვირის განმავლობაში დაფიქსირდა ცეცხლის წაკიდების ოთხი შემთხვევა, მოვლენათა თანმიმდევრობა უკვე კარგად არის ცნობილი შვედი გამომძიებლებისთვის.


შვედური "ფალუჯა"

საშიშ რაიონთაგან ყველაზე მეტაც ცნობილა რინკებიუ, ვრცელი გარეუბანი სტოკჰოლმის ჩრდილოეთით, სადაც ჭარბობენ მიგრანტები. ეს გახლავთ შვედეთის დედაქალაქის ყველაზე საშიში ზონა. რინკებიუსა და სხვა საშიშ რაიონებში პოლიციელებს, პარამედიკოსებს და მეხანძრეებს ესვრიან ქვებს და ე. წ. "მოლოტოვის კოქტეილებს". მათი საშიშროების კიდევ ერთი დადასტურება, თუკი ეს კიდევ საჭიროა, მოდის ავტორიტეტული წყაროსგან, ლისე ტამისგან (Lise Tamm), რომელიც დამნაშავეობის საკითხებზეა პასუხისმგებელი.

გასული წლის დეკემბერში შვედეთის ეროვნული რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა "გარეუბან რინკებიუს მცხოვრებთა უმძიმეს მდგომარეობაზე, სადაც პოლიცია, როდესაც მას იქ შესვლა უწევს, მიდის "სრული საბრძოლო აღჭურვილობით", რათა უპირველეს ყოვლისა დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება".

2010 და 2013 წლების მძაფრი ამბოხებების დროს რინკებიუ უკვე არაერთხელ გამოჩნდა კრიმინალური ქრონიკის სათაურებში. შეიძლება ისიც ითქვას, რომ, როდესაც სკანდინავიურ ქვეყნებზე ვმსჯელობთ, ყველაფერი სწორედ რინკებიუდან იწყება.

სწორედ 2010 წლის ივნისში მოხდა შვედეთში მცხოვრებ ახალგაზრდა იმიგრანტ-ისლამისტთა პირველი სასტიკი გამოსვლები, როდესაც ასობით ახალგაზრდა ადამიანმა და მოზარდმა გაანადგურეს პოლიციის ადგილობრივი განყოფილება და სკოლა, რომელთაც დაუშინეს ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები".

იმავე სქემით, რომელიც დღემდე გრძელდება, ბოროტმოქმედებმა ქვები და ბოთლები (აალებადი სითხით) დაუშინეს მეხანძრეებს, რომლებიც ამ მოვლენების დროს ცეცხლმოკიდებულ ობიექტთა ჩასაქრობად მოვიდნენ.

სტოკჰოლმის გარდა ისლამური ბანდების ფენომენი ძლიერ შეიგრძნობა შვედეთის კიდევ ორ ქალაქში - გიოტებორგსა და მალმიოში. წიგნში "ქუჩის ბანდები, მიგრაცია და ეთნიკური კუთვნილება" შეტანილია მიქაელ ბიორკის (Micael Bjork) ესსე, რომელმაც ღრმად შეისწავლა გიოტებორგში, შვედეთის სიდიდით ამ მეორე ქალაქში, ბანდების გავრცელების ფენომენი.

გამოქვეყნებული ნაშრომი აგებულია უამრავ ფაქტობრივ მონაცემზე: პოლიციელთა რაპორტებზე, ათობის ინტერვიუზე, პატრულთან ერთად ტერიტორიების დათვალიერებაზე, რამაც საერთო ჯაშმი 2004-დან 2006 წლების შუალედში 400 საათი შეადგინა. ბიორკი აანალიზებს ურთიერთობას ორგანიზებულ დამნაშავეობასა და ახალ, გადმობირებულ "ჯარისკაცთა" შორის, როგორც ბანდების შემადგენლობასა და ყველაზე ახალგაზრდა მუსლიმ-მიგრანტთა, ასევე უფროსი ასაკის ადამიანებს შორის.

იკვეთება არალეგალურ და დანაშაულებრივ მოქმედებათა ყველაზე ფართე სპექტრი, რომლისგანაც ჩვენს მიერ განსახილველი ფენომენისთვის შეიძლება ავიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტები. პირველ პლანზე გამოდის ის, რომ ბიორკი პოულობს მონაცემთა დადასტურებას, რომლის შესახებაც, მანამდე, თავის ნაშრომში, ამსტერდამში არსებულ მოროკოელთა ახალგაზრდულ ბანდებზე ლაპარაკობდა ვან ჰემერტი. ფაქტობრივად ცხადი ხდება, რომ გიოტებორგის იმიგრანტულ საზოგადოებაში: "ჯგუფის/ბანდის დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კომპეტენტურ ხელისუფლებას ემცნოს დანაშაულებრივ ქმედებათა შესახებ, რომლის მოწმეც გახდა ადამიანი".

ასეთი ქმედება შესაძლებლობას იძლევა "თავი აარიდონ ღირსების კოდექსის ნებისმიერ დარღვევას, ხოლო ჩადენილი დანაშაული ფართე საზოგადოებისთვის უცნობი რჩება. დროთა განმავლობაში პოლიციამ დააგროვა მრავალი ფაქტი, რომელიც ადასტურებდა, რომ მოროკოელთა და ალჟირელთა ბანდებს მხარს უჭერდნენ ნათესავები, ძმები და ბიძაშვილ-დეიდაშვილ-მამიდაშვილები. ასე, მაგალითად, ისინი საკუთარ სახლებში მალავენ მოპარულ ნივთებს (dvd-პლეერებს, ტელევიზორებს, ბრენდულ საათებს და სხვა). მეტიც, არსებობს მტკიცებულებები, რომ მოპარული საქონელი შემდეგში მომგებიან ფასში მიეყიდება საზოგადოების წევრებს".


ოსლო და პაკისტანური ბანდები

მსგავსი პრობლემა არსებობს მეზობელ ნორვეგიაშიც, რომლის გაქანება თანდათანობით მატულობს. ოსლოში, სადაც მოსახლეობის 23%-ს შეადგენენ იმიგრანტები, ჩამოყალიბდა პაკისტანელთა დიდი თანამეგობრობა. 80-იანიწლებიდან (!) ადგილობრივი პოლიციის ყურადღების ცენტრშია ორი ბანდა, რომლისგანაც თითოეული შედგება დაახლოებით 50 წევრისგან, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ პაკისტანური წარმომავლობისანი არიან. ორივე დაჯგუფება უკვე დიდი ხანია აწყობს უწესივრობებს დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებში: ფურუსეტში, ჰომლიაში, სტოვნერში. აქ ბანდები "ა" და "ბ" იპარავენ, ძარცვავენ, ჩადიან ვანდალიზმის აქტებს, ჩხუბობენ. დაჯგუფებებს შორის ხშირია შეტაკებანი, რომელიც ხშირად ხდება შვედური გაზეთებისა და მასმედიის ყურადღების ცენტრში.

ბანდა "ბ" ჩამოყალიბდა გასული საუკუნის 90-იან წლებში. ის ახდენს მოწინააღმდეგეთა უფრო ძველი ბანდის, კერძო "ა" დაჯგუფების იმიტაციას, რომელიც საკმაოდ აქტიურად მოქმედებდა ოსლოში გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან. ის შედგებოდა დაახლოებით 40 კაცისგან, რომელთა შორის იყვნენ სრულიად ახალგაზრდა ადამიანები.

დაჯგუფება "ბ"-ში მონაწილეთა საშუალო ასაკი ოდნავ მაღალი იყო: ძმებ რასულებში (ისინი იყვნენ ბანდა "ბ"-ს უჯრედის დამფუძნებლები) ყველაზე უმცროსი 19 წლისა იყო, ხოლო ყველაზე უფროსი - 30 წლისა. ისინი სპეციალიზირებულნი იყვნენ კრიმინალურ საქმიანობაში და შედეგად დაიწყეს მომგებიანი საქმე - ნარკოტიკების კონტრაბანდა.

2007 წელს ბანდა "ბ"-ს წინააღმდეგ, რომელიც უფრო ძმებ რასულების სახელით იყო ცნობილი, ჩატარდა ოპერაცია "ნემეზიდა". ოპერაცია წარმატებით დასრულდა, რის შემდეგაც ის ერთგვარი სამაგალითო და საჩვენებელი ღონისძიება გახდა სკანდინავიელ პოლიციელთა მომზადების საქმეში (თუმცა ეს სქემა ასევე ეფუძნებოდა ძველ გამოცდილებასაც), ხოლო საქმის წარმატებული დასასრული დაკავშირებული იყო კავშირებთან ბრაზილიის პოლიციასთან. ეს იყო ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სახელმწიფოს მართლაცდა უჩვეულო თანამშრომლობა. მაშინ ბანდა "ბ", რომელიც ძმებმა რასულებმა დააფუძნეს, ლიკვიდირებულ იქნა. ძმებმა შთამბეჭდავი, მაგრამ უკანონოდ შეძენილი თანხები ჩადეს კურორტ ნატალში, რომელიც ბრაზილიის შტატ რიუ-გრანდი-დუ-ნორტიში მდებარეობს და, სადაც ისინი ძირითადად ყიდულობდნენ ბინებს ყველაზე ფეშენებელურ რაიონებში, ყიდულობდნენ ასევე ძვირადღირებულ ავტომობილებს, იახტებს და სხვა.

ძმებ რასულების ბანდა საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო, ის შედგებოდა, როგორც ოსლოს მცხოვრებთაგან, ასევე ბრაზილიელთაგანაც, ამიტომაც, პოლიციის თანამშრომლები, მისდევდნენ რა იტალიურ ტაქტიკას "მისდიეთ ფულის ნაკვალევს", გახსნეს ეს პატარა იმპერია.

ამ ფენომენის მზარდ სერიოზულობას ადასტურებს ის "ნახტომი", რომელიც ამ კრიმინალურმა ესკალაციამ გამოიწვია. ამ პაკისტანური ბანდების ერთ-ერთი წევრი შევიდა ტერორისტულ ორგანიზაციაში, როგორც შემდეგ ეს არფან ბხატის საქმემ აჩვენა.

2006 წელს ის ბრალდებულ იქნა ამერიკისა და ისრაელის საელჩოებში ტერაქტის ჩადენის მცდელობაში, შემდეგ კი ოსლოს სინაგოგის დაცხრილვაში. ბოლო ტერაქტის გამო მას სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იმავე 2006 წელს ის დაადანაშაულეს ჟურნალისტ ნინა იონსრუდის (Nina Johnsrud) ბინის დაცხრილვაში, რომელიც იყო გამოცემა "დაგსავისენის" (Dagsavisen) ავტორი.

შემდეგში ანტიტერორისტულმა გამოძიებებმა აჩვენა, რომ 2002 წლიდან ბანდის ერთ-ერთი განყოფილება რადიკალიზირებულ იქნა, ამ დროს არფან ბხატი წერდა: "მე ვცხოვრობ ისლამისთვის და მძულს ნორვეგიული ღირებულებები".

2020 წელს ბხატი შევიდა სალაფიტთა რადიკალურ დაჯგუფებაში სახელწოდებით "უმას წინასწარმეტყველნი". პაკისტანში დაბრუნების შემდეგ 2013-2014 წლებში ის გაასამართლეს პაკისტანურ თალიბანთან თანამშრომლობისთვის. მაგრამ 2015 წლიდან ის კვლავ ნორვეგიაში (!) დაბრუნდა, სადაც მის წინააღმდეგ წამოყენებული იყო ბრალდებები ოჯახურ ძალადობაზე, რომლის გამოც მცირე სასჯელები მოიხადა პატიმრობაში.

წარსულში, 2008 წლის მიწურულსა და 2009 წლის დასაწყისში, ღაზას სექტორში ისრაელსა და "ჰამასს" შორის დაწყებული კონფლიქტის დროს, ოსლო უკვე იყო მძვინვარების გამოვლინების მოწმე. ნორვეგიული პოლიციის ძალიან მსუბუქი მოქმედებები არც ისე მსუბუქ ინციდენტებში დღემდე დავას იწვევს, რადგან სწორედ მას მიაწერენ ახალგაზრდა დაჯგუფებების განვითარებასა და ჯიჰადისტური დაჯგუფებების ჩამოყალიბებას: ეს უკანასკნელი, ამგვარი რბილი მოქმედებების გამო, თავშესაფარსა და მრავალ მხარდამჭერს პოვებს ნორვეგიაში, რომელიც მათ შეიძლება გამოადგეთ მომავალ საქმიანობაში.

ოსლოშიც არის თავისი საშიში რაიონები, როგორიცაა, მაგალითად, სტოვნერი, სადაც გასული წლის ივნისში ადამიანებმა განიცადეს სამკვირიანი ქაოსი, რომლის მიზეზი გახდა მიგრანტული ბანდები: იწვოდნენ მანქანები და ნაგვის კონტეინერები, პოლიციელებს და სასწრაფო დახმარების მანქანებს, ასევე მეხანძრეებს ესროდნენ ქვებსა და "მოლოტოვის კოქტეილებს". ჯონ როჯერ ლუნდი (John Roger Lund), სტოვნერის პოლიციის მეთაური, ოფიციალურად უარყოფს, რომ ქალაქის ეს რაიონი თითქოსდა წარმოადგენდეს შვედური გარეუბნის რინკებიუს ნორვეგიულ დუბლიკატს: "პოლიცია ბანდების აგრესიულ მოქმედებებს როდი გაურბის, პირიქით", - ხაზი გაუსვა მან, მიუხედავად იმისა, რომ იანვრიდან მარტამდე აქ მოხდა ბოროტგანზრახული ხანძრების 20 მეტი შემთხვევა, ასევე დაფიქსირებული იყო საპატრულო მანქანებზე აგრესიული თავდასხმის შემთხვევები.

გამომცემლობა "აფტენპოსტენისთვის" (Aftenposten) მიცემულ ინტერვიუში ლუნდმა განაცხადა, რომ "ამ ინციდენტების უკან დგანან 14 და 17 წლის მოზარდებისგან, რომლებიც არ შედიან არც ერთ ბანდაში, თუმცა ზოგიერთი ეჭვმიტანილი უკვე ცნობილია პოლიციისთვის".


უკანასკნელი მოვლენები

ამასწინათ ამერიკის პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის თაობაზე, რაც ფაქტობრივად მისი ისრაელის დედაქალაქად აღიარების ტოლფასია, ახალგაზრდა ისლამისტთა ბანდების აქტიურობა გამოიწვია, რომლებიც პროტესტებისა და ტერაქტების სერიებით გამოვიდნენ. ეს ვითარება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

9 დეკემბერს გიოტებორგის ცენტრში სინაგოგას დარტყმა მიაყენეს, სადაც ვიდეოსათვალთვალო კამერების არეალში მოხვდა ათამდე შავად პირახვეულ ადამიანთა ჯგუფი. ეს ადამიანები ისროდნენ აალებად საგნებს, რომლებმაც, საბედნიეროდ, არავინ დააზიანა. ალან სტუშინსკიმ (Allan Stutzinsky), შვედეთის ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ "ტერაქტი უნდა მივაწეროთ მანიფესტანტთა დაჯგუფებას, რომელიც პალესტინის ინტერესებს იცავს".

შვედეთის პოლიციამ დაიწყო დაუყოვნებლივი გამოზიება, ტერაქტის მეორე დღესვე დააპატიმრა სამი 20 წლის ახალგაზრდა, რომელთა ეროვნულ კუთვნილებაზე ჯერ კიდევ არაფერს იტყობინებოდნენ. ევროპის ებრაული კონგრესის თავმჯდომარემ მოშე კანტორმა (Moshe Kantor) სიტყვით მიმართა შვედეთის ხელისუფალთ, რათა ყოველი ღონე ეხმარათ ამ ტერაქტის ორგანიზატორთა და მონაწილეთა დასაპატიმრებლად და, რომელმა ტერაქტმა საპროტესტო აქციები გამოიწვია მალმიოში, ვენაში, პარიზში და ლიონში, სადაც მრავალი ადამიანი ანტისემიტური ლოზუნგებით გამოვიდა.

გარდა ამისა, გაზეთი "ჯერუსალემ პოსტი" (Jerusalem Post) იყო ერთ-ერთი ორგანო იმ მცირედთაგან, რომელიც "მალმიოში ჩამოყალიბებულ ინტიფადაზე" იუწყებოდა და, რომელიც ორასზე მეტი მანიფესტანტისგან შედგებოდა. ეს მანიფესტანტები მსვლელობებს აწყობდნენ შვედეთის სამხრეთით და სახელმწიფო რადიოს ცნობით ებრაელთა განადგურებისკენ მოუწოდებდა.

2008 და 2009 წლებში მალმიოში მოხდა შეტაკებები. ამ ქალაქს სულ უფრო "მეტი წვლილი" შეაქვს მზარდ საშიშ რაიონთა შემადგენლობაში, აქ არის გარეუბნები, რომლებსაც პრაქტიკულად ისლამისტური ბანდები აკონტროლებენ.

ყველაზე სერიოზული შეტაკებები მოხდა 2008 წელს, როზენგარდის რაიონში, "ისლამის კულტურის ასოციაციის" (Islamiska Kulturföreningen) წევრთა გამო, რადგან ამ ორგანიზაციას ნაგებობათა არენდა არ გაუგრძელეს.

მაშინ ნაგებობები რამოდენიმე კვირის განმავლობაში ოკუპირებულნი აღმოჩნდნენ ათეულობით ახალგაზრდა ადამიანის მიერ, რომლებიც ამ ასოციაციის წევრებს წარმოადგენდნენ. პოლიციის ძალებს გამოჩენისთანავე დაუშინეს ქვები და ფეიერვერკის რაკეტები, ამბოხი თითქმის ორი დღე და ღამე გრძელდებოდა, რამაც პოლიცია აიძულა დახმარება მეზობელი რაიონებიდან გამოეძახა. ეს ტექნიკა ისლამისტთა მიერ დღემდე გამოიყენება.

2009 წელს კი მოვლენები დაკავშირებული იყო დევისის თასის გათამაშებასთან შვედეთსა და ისრაელს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროს ქუჩაში შეიკრიბა შვიდი ათასი ადამიანი, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ მემარცხენეთა პარტიას, უკიდურეს მემარჯვენეთა დაჯგუფებებს, მუსლიმ-მიგრანტთა სხვადასხვა ორგანიზაციებს და თვით ნეონაცისტურ/ულტრამემარჯვენე დაჯგუფებებსაც კი.

იდეოლოგიურად განსხვავებული დაჯგუფებების ეს სავარაუდო გაერთიანება, რომელთა გამაერთიანებელ ფაქტორს ანტისემიტიზმი წარმოადგენს, უდიდეს შეშფოთებას იწვევს.

წყარო: https://inosmi.ru/social/20180123/241251276.html
Назад к содержимому