პოლიტიკა - მოდი ვნახოთ ტრამპი, ვინ შეჭამა ტრამპი?... - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > პოლიტიკა
"მოდი ვნახოთ ტრამპი, ვინ შეჭამა ტრამპი?..."
ანუ ორიოდ სიტყვით ბაიდენის შესახებ
დონალდ ტრამპი
2020 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ბაიდენმა და უკვე მნიშვნელობაც არა აქვს გაყალბდა თუ არა არჩევნები. მსოფლიო ლიდერებმა პრეზიდენტად ბაიდენი ცნეს, მაშასადამე, - მიუხედავად იმისა დაირღვა თუ არა ხმის მიცემის პროცედურა, - მათ აწყობთ ბაიდენი და მორჩა! ამიტომაც ტრამპს საპრეზიდენტო სავარძლის დაბრუნების სულ უმცირესი შანსი გააჩნია. რა თქმა უნდა, ორშაბათს ის დაიწყებს სასამართლო ომს და ა. შ., მაგრამ მსოფლიო ლიდერებმა თუ ის გამორიცხეს ლიდერთა პოზიციიდან, და აღიარეს ბაიდენი, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა მან გაილაშქროს მსოფლიო ელიტის წინააღმდეგ.

ტრამპს კიდევ ერთი გზა აქვს - მოუწოდოს ხალხს "ვინც ჩემს მხარესა ხართ, შევქმნათ ჩვენი ამერიკა", გახლიჩოს აშშ ორ ნაწილად და დაიწყოს სამოქალაქო ომი, მაგრამ ჩვენი აზრით ტრამპი ასეთ გზას არ დაადგება.

მაშასადამე, შეგვიძლია ტრამპს დავემშვიდობოთ და დავივიწყოთ მისი პიროვნება.

მაშ, ვინ არის ბაიდენი?

არავინ. ეს არის ერთი მოხუცი ადამიანი ალცჰეიმერისა და დემენციის აშკარად გამოხატული სიმპტომებით, რომლის როლი მხოლოდ გაღიმებით, ხელის დაქნევით და ემოციების მოჭარბების ჟამს მაგიდაზე ხელის დაბრახუნებით შემოიფარგლება. ძალიან გვაგონებს ბაიდენი ლეონიდ ბრეჟნევს მისი ცხოვრების ბოლო წლებში. მაშ, რატომ აირჩიეს იგი? რათა მის ზურგს უკან მშვიდად "აკეთონ ბიზნესი" გლობალურმა ძალებმა და ამაში პრეზიდენტმა ხელი არ შეუშალოთ.

სხვათა შორის ბაიდენი თავისი მსოფლმხედველობით ნიუ-ეიჯერია. ანუ მისი ინტერესებია ჰუმანიზმი, ბუნება, მეცნიერება, ადამიანის პოტენციალი, თვითსრულყოფილება, ტოლერანტობა და სხვა. ბიბლის ღმრთისა ბაიდენს არ სწამს. სამაგიეროდ იწონებს და ხელს უწყობს ლგბტ-ს და სხვა.

ფაქტობრივად ის არის სინეკურაა - ვერაფერზე გავლენას ვერ ახდენს და გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. მაგრამ მის ზურგს უკან დგანან მძლავრი ორგანიზაციები და ძალები, ეს კი ცვლის მთელ სურათს. მისი ვიცე-პრეზიდენტიც კი ძლიერი და ქარიზმატული ქალბატონია, რომელსაც გონებაც უჭრის და ხედვაც. მისი ადმინისტრაცია შედგება ვეტერანებისგან, რომლებსაც ცეცხლი და წყალი გამოუვლიათ; ისინი არიან პროფესიონალები ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის დარგში. მისი მრჩეველები - ობამას გუნდის მრჩეველებია, და სავარაუდოდ ანალოგიურ პოლიტიკასაც გაატარებენ.

მეტად საყურადღებოა ერთი ფაქტი - ჯერ ბაიდენის გამარჯვება გამოცხადებული არ იყო, რომ ბუკვალურად გასულ შაბათ-კვირას მისმა კაბინეტმა და მრჩეველებმა "სასწრაფო" კავშირი დაამყარეს მსოფლიოს ყველა საკვანძო ლიდერებთან და მათი მხარდაჭერაც მოიპოვეს. მათ შექმნეს ახალ ადმინისტრაციაზე გადამსვლელი კომისია, წინდაწინ გაწერეს, თუ ვინ რომელ თანამდებობას დაიკავებდა და უკვე დაიწყეს ახალი პოლიტიკის დანერგვა! და ეს ყველაფერი ერთ დღეში!

ამ დროს ტრამპი გოლფს თამაშობდა და იმუქრებოდა, რომ ორშაბათიდან დაიწყებდა სასამართლო გარჩევებს ფალსიფიკაციებთან დაკავშირებით. მაგრამ, სანამ ის დაიქოქება, მატარებელი უკვე შორს იქნება.

ამრიგად, საქმე ბაიდენში როდია. საქმე მის ადმინისტრაციასა და კაბინეტშია. მის უკან დგანან ხისტი პროფესიონალები, და თუმც თვით ბაიდენი დემენტიკი და მარაზმატიკია, ისინი, ვინც მის ზურგს უკან დგანან, ამის გამო სულაც არ იტანჯებიან.

ამიტომც ახლა მოვლენები შეიძლება სრულიად ქაოტურად წარიმართოს. შესაძლოა მომავალი წლისთვის აშშ სრულიად სხვანაირ სახელმწიფოდ მოგვევლინოს.

სხვათა შორის - ვინ თქვა, რომ ტრამპი, და არა ბაიდენი დააჩქარებს ბაბილონისა და დანიელის წინასწარმეტყველების მე-4 სამეფოს მოახლოვებას? ბაიდენის უკან მდგომი ადამიანები ძლიერ წააგავენ მათ, ვინც უფრო წაწევს წინ მოვლენებს, ვიდრე ტრამპი თავისი კლოუნადით და დევიზით "შევქმნათ ახალი ამერიკა".

ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ - მსოფლიო ახლა უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე წლის დასაწყისში. ჩვენ უკვე არც ისე შორს ვართ ახალი ბაბილონისგან, მე-4 სამეფოსგან და 10 მეფისგან, რომლებიც შემოიყვანენ ანტიქრისტეს.

მომზადებულია ინტერნეტ მასალების მიხედვით.

ავტორი:  Eugen Evan Announ. Facebook.

Назад к содержимому