პოლიტიკა - შეთანხმება გლობალურ მიგრაციაზე - სახელმწიფოს სუვერენიტეტზე უარის თქმა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > პოლიტიკა
შეთანხმება გლობალურ მიგრაციაზე - სახელმწიფოს სუვერენიტეტზე უარის თქმა
მსოფლიო მიგრაცია
2018 წლის 10 დეკემბერს, ორშაბათს, გაერომ ქ. მარაკეშში (მაროკო) დაამტკიცა გლობალური პაქტი მიგრაციის შესახებ. პაქტის სახელწოდებაა: "უსაფრთხო, ორგანიზებული და რეგულარული მიგრაციის შესახებ". ამ პაქტთან დათანხმებით ქვეყნების ლიდერები კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამენ ეროვნულ სუვერენიტეტზე არსებული წარმოდგენის უარყოფისკენ. შეთანხმება ითვალისწინებს არა მარტო სახელმწიფოს პოლიტიკაზე ზეწოლის შესაძლებლობას, არამედ მისი ზოგიერთი ფუნქციის ზეეროვნული სტრუქტურებისთვის გადაცემას. თვით შეთანხმების ტექსტში აღნიშნულია ამ მოვლენის უპრეცედენტობა და სიახლე (პ. 6): "შეთანხმება მიგრაციის საკითხებთან  დაკავშირებით საკვანძო მომენტს წარმოადგენს გლობალური დიალოგისა და საერთაშორისო კოოპერაციის ისტორიაში".

ამასთან, დოკუმენტი არ განუხილავს არც ერთ ხელმომწერ ქვეყანას და ინგლისური ენიდან გადათარგმნილიც კი არ არის არც ერთ სხვა ენაზე. ამასთან ეროვნულ ლიდერთა უდიდესი ნაწილი აპირებს ამ გლობალური შეთანხმების ხელმოწერას, არა მარტო თავიანთი მოქალაქეების სახელით, არამედ ისე, რომ მათ არც კი უწყიან რაიმე ამ დოკუმენტის შესახებ.

მოდი, მოკლედ განვიხილოთ ტექსტის ძირითადი პოზიციები, რომლებიც სახელმწიფოებს უსახავს 23 მიზანს და აკისრებს დაახლოებით ასამდე ვალდებულებას. ყოველი განსახორციელებელი ღონისძიება იწყება სიტყვებით: "ვალდებულებას ვიღებთ...", მაშ, როგორი იქნება ამ ვალდებულებათა შედეგები?

მიუხედავად განცხადებისა, რომ ვალდებულებათა შესრულება "არასავალდებულოა" (პ. 7) და რომელიც ასე ჟღერს: "ეს გლობალური შეთანხმება წარმოადგენს დოკუმენტს, რომელსაც არ გააჩნია თანამშრომლობის მექანიზმის სავალდებულო იურიდიული ძალა, დაფუძნებულს იმ ვალდებულებებზე, რომლებიც შეთანხმებულია ლტოლვილებთან და მიგრანტებთან დაკავშირებულ ნიუ-იორკის დეკლარაციის ხელმომწერ სახელმწიფოებთან", მათი შესრულება ექვემდებარება ანგარიშგებას.

ვალდებულებათა კონტროლი და შეფასება ეკისრება ზესახელმწიფოებრივ ორგანოს - მიგრაციის საკითხების საერთაშორისო ორგანიზაციას (OIM), რომელიც აშშ-ს ეგიდით 1951 წელს დაარსდა, ხოლო 2016 წელს აკრედიტირებულ იქნა როგორც "მიგრაციებთან დაკავშირებული გაეროს სააგენტო". მასვე ეკუთვნის გლობალური მონაცემების კონტროლი, რომელიც უნდა შეიქმნას მიგრაციებთან დაკავშირებული გლობალური მონაცემების პორტალისა (IOM Global Migration Data Portal) და განვითარების მსოფლიო ბანკის მონაცემების საფუძველზე. სწორედ ეს ორგანო, ასევე გაეროს ფორუმი შეაფასებს სახელმწიფოებს გლობალური შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით და მისცემს მათ რეკომენდაციებს.



ადამიანის უფლებების ახალი ხედვა

პრეამბულაში აღნიშნულია, რომ წარდგენილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს ახალ შეხედულებას მიგრაციაზე, თავისი ფესვებით მიდის "მყარი განვითარება 2030"-ის (1) დღის წესრიგამდე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის რომის კლუბის (2) პროგრამის განხორციელების ერთ-ერთი ნაბიჯი.

___________

1. მიზნები მყარი განვითარების სფეროში (ინგლ.: Sustainable Development Goals (SDGs)), რომელიც ოფიციალურად ცნობილია, როგორც ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: დღის წესრიგი მყარი განვითარების სფეროში 2030 წლამდე პერიოდში (ინგლ.: Transforming our world: the 2030 Agenda for Sustainable Development) - ეს არის მომავალი საერთაშორისო თანამშრომლობის მიზანთა ერთობლიობა, რომლებმაც შეცვალეს 2015 წლის მიწურულს არსებული "ათასწლეულის განვითარების მიზნები". ეს მიზნები უნდა განხორციელდეს 2015-დან 2030 წლამდე პერიოდში. შემაჯამებელი დოკუმენტი: "ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: დღის წესრიგი მყარი განვითარების სფეროში 2030 წლამდე" შეიცავს 17 გლობალურ მიზანს და 169 შესაბამის ამოცანას".

2. რომის კლუბი - საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია (ანალიტიკური ცენტრი), რომელიც დააფუძნა იტალიელმა მეწარმემ აურელიო პეჩჩეიმ (იგივე პიროვნება იყო მისი პირველი პრეზიდენტიც). რომის კლუბის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად თავიდანვე მიიჩნეოდა გლობალური პრობლემებისადმი მსოფლიო ყურადღების მიპყრობა თავისი მოხსენებების მეშვეობით. კლუბის შეკვეთა მოხსენებაზე განსაზღვრავს მხოლოდ თემას და იძლევა სამეცნიერო კვლევების დაფინანსების გარანტიას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ერევა მუშაობის პროცესში, არც მის შედეგებსა და დასკვნებში; მოხსენებების ავტორები, მათ შორის ისინიც, ვინც შედის კლუბის წევრთა შემადგენლობაში, სარგებლობენ სრული თავისუფლებითა და დამოუკიდებლობით. მიიღებს რა მზა მოხსენებას, კლუბი განიხილავს მას და, როგორც წესი, ამტკიცებს ყოველწლიურ კონფერენციაზე, არცთუ იშვიათად ფართო პუბლიკის, ანუ საზოგადოებრიობის, მეცნიერების, პოლიტიკური მოღვაწეებისა და პრესის წარმომადგენელთა თანდასწრებითაც. ამის შემდეგ ის ავრცელებს კვლევის შედეგებს, აქვეყნებს მოხსენებებს და აწარმოებს მათ განხილვას მსოფლიოს ქვეყნების სხვადასხვა აუდიტორიებში. https://ru.wikipedia.org/wiki/Римский клуб.

___________

ტექსტის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ გლობალური შეთანხმება ეს განსაზღვრულ ღონისძიებათა უბრალო სია როდია, არამედ ცვლილება ადამიანის უფლებების გაგების პარადიგმაში. "გლობალური შეთანხმების განხორციელებისას, ჩვენ მოვალენი ვართ უზრუნველვყოთ მიგრანტთა ეფექტური პატივისცემა, დაცვა და ადამიანის უფლებების დაცვა, დამოუკიდებლად მათი საემიგრაციო სტატუსისა მიგრაციის ციკლის ყველა ეტაპზე", - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც პრაქტიკულად უფლებას მიგრაციაზე აყალიბებს, როგორც ადამიანის უფლებას, რომელიც დაცულია საერთაშორისო სამართლით.

ახალი მიდგომის იდეოლოგიური საფუძველი გადმოცემულია თავში: "ჩვენი ხედვა და წამყვარნი პრინციპები".

"მიგრაციები, - ნათქვამია ამ დოკუმენტში, - მთელი ისტორიის განმავლობაში წარმოადგენდნენ კაცობრიობის გამოცდილების განუყოფელ ნაწილს, და ჩვენ ვაღიარებთ, რომ გლობალიზაციის ჭრილში ის წარმოადგენს აყვავების, ინოვაციებისა და მყარი განვითარების ფაქტორს ჩვენს გლობალიზებულ სამყაროში და, რომ შეიძლება მოხდეს მიგრაციის ამ პოზიტიური გავლენის ოპტიმიზირება მიგრაციის ორგანიზების გაუმჯობესებით".

მაგრამ იმის შესახებ, რომ საუკუნეთა განმავლობაში მასობრივ მიგრაციებს თან ახლდა ომები და ცივილიზაციების კრახი, ასევე, თუ რატომ უნდა მივიჩნიოთ ეს "პოზიტიურ მოვლენად" და როგორ არის დაკავშირებული ის "ინოვაციებთან" ტექსტის შემდგენლები დუმან.

შემდეგ, მართალია, ისინი აღიარებენ, რომ მიგრაციები "სხვადასხვაგვარ და ზოგჯერ უარყოფით გავლენას ახდენენ ქვეყნებზე, საზოგადოებებზე, ოჯახებსა და ცალკეულ ადამიანებზე " (პ. 8), ნათელი ხდება, რომ ადამიანის უფლებები მათ წარმოდგენაში გამოიყურება დამახინჯებულად ან ლაპარაკია რაღაც სხვაზე.

ხელმოსაწერად შეთავაზებული ვალდებულებები შეიძლება დავყოთ რამოდენიმე აზრობრივ ბლოკად:

  • გლობალური მიგრაციის აქტიური ორგანიზება ხელმომწერ სახელმწიფოთა სახსრებით;
  • მიგრანტების ფინანსური ადაპტირება და შენახვა მიმღები სახელმწიფოს გადასახადების გადამხდელთა მიერ;
  • დიასპორების ინსტიტუალიზაცია და უფლებებით აღჭურვა;
  • მულტიკულტურალიზმის პოლიტიკა მიგრანტებთან დაკავშირებით;
  • კონცეფციების პროპაგანდა და რეპრესიები ოპონენტების წინააღმდეგ.

1. გლობალური მიგრაციის აქტივაცია:

- სახელმწიფო ვალდებულებას იღებს საკუთარ ხარჯებზე ჩაერთოს მსოფლიო საინფორმაციო ქსელში, რომელიც იტყობინება შესაძლო მიგრაციებზე მოქმედებათა დეტალური ალგორითმებით; სახელმწიფო ვალდებულებას იღებს ჩაატაროს რეგულარული საინფორმაციო კამპანია მიგრანტების მისაზიდად (პ. 19).

- სახელმწიფო ვალდებულებას იღებს "უზრუნველყოს უსაფრთხო და ლეგალური გზა რეგულარული მიგრაციისთვის". საკონსულოები მზად უნდა იყვნენ პოტენციური მიგრანტები უზრუნველყონ ინფორმაციით, დოკუმენტებით, კონსულტაციებით მათთვის გასაგებ ენაზე, გაუადვილონ მათ ვიზებისა და სამუშაოს მიღება, უზრუნველყონ შეერთება თავიანთ ოჯახებთან (ანუ მიგრანტებს უფლება ეძლევათ რომელიმე ქვეყანაში მათი მიგრირების შემდეგ თან ჩამოიყვანონ ოჯახის სხვა წევრები - "აპოკ". რედ.); თანაც, უფრო ღრმა კონსულტატიური დახმარება უნდა გაეწიოს ბავშვებს, ქალებს და სექსუალური ორიენტაციის დარღვევის მქონე პირებს" (პ. 20-21, 30).

- სახელმწიფო საზღვრები უნდა უზრუნველყოფდნენ არა მარტო სახელმწიფოს, არამედ მიგრანტების უსაფრთხოებასაც, "და გააადვილონ ადამიანთა უსაფრთხო და რეგულარული ტრანსსასაზღვრო გადაადგილებები, თანაც ერთდროულად აღკვეთონ უკანონო მიგრაცია. ჩვენ ასევე ვალდებულებას ვიღებთ განვახორციელოთ საზღვრების მართვის პოლიტიკა, რომელშიც დაცულია ეროვნული სუვერენიტეტები, კანონის უზენაესობა, საერთაშორისო სამართლის ვალდებულებების დაცვა, ყველა მიგრანტის ადამიანური უფლებების დაცვა, მათი სტატუსისდა მიუხედავად, ასევე არადისკრიმინაციული შემადგენელი, რომელიც ითვალისწინებს გენდერულ ასპექტებს და ბავშვთა ინტერესებს" (პ. 27).

- უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის მიზნებში ნავარაუდევია ოფიციალური მიგრაციის გზების შექმნა. სახელმწიფო ვალდებულებას იღებს მკაცრად დასაჯოს კონტრაბანდისტები, მაგრამ "სისხლის სამართლის დევნის ობიექტად" არ გადააქციოს მიგრანტები, რომლებიც მხოლოდ "კონტრაბანდის ობიექტები" არიან (პ. 25). სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ გააადვილონ უკანონო მიგრაციის ლეგალიზაცია.

- მიგრანტის დაკავება შეიძლება განხორციელებულ იქნას უკიდურეს შემთხვევაში. "ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ გარანტიისა, რომ ნებისმიერი დაკავება საერთაშორისო მიგრაციის კონტექსტში ხდება კანონიერად, რომ პროცესი არ წარმოადგენს თვითნებობას, არამედ კანონზე, პროპორციონალურობასა და ინდივიდუალურ მიდგომაზე დაფუძნებულ აუცილებელ მოქმედებას, ის განხორციელდება უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ დროის რაც შეიძლება მოკლე პერიოდში, მიუხედავად შემოსვლის მომენტში დაკავებისა, ტრანზიტისა ან დაბრუნებისა, და დამოუკიდებლას ადგილის ტიპისა, სადაც მოხდება დაკავება" (პ. 29).

2. სახელმწიფო ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს სოციალური დაზღვევის, განათლების, ღირსეული სამსახურის და უსაფრთხოების უფლება მიგრანტებისა და მათი ოჯახებისთვის, ანუ ის, რაც ყოველთვის მისაწვდომი როდია ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

- "ვალდებულებას ვიღებთ უზრუნველვყოთ ყველა მიგრანტი, მათი სტატუსისდა მიუხედავად, უსაფრთხოდ მიიღოს ძირითადი მომსახურეობები", "ჩართულ იქნას სამედიცინო მოთხოვნილებები მიგრანტთა ეროვნულ და რეგიონალურ პოლიტიკაში, ასევე ჯანდაცვის სფეროს პოლიტიკაში", "უზრუნველყოფილ იქნას ყოველმხრივი და სამართლიანი ხარისხიანი განათლება მიგრანტთა შვილებისა და ახალგაზრდებისთვის, ასევე მათ უნდა გაუადვილდეთ წვდომა განათლებაზე მთელი ცხოვრების განმავლობაში" (პ. 31).

- უზრუნველყოფილ იქნას სახსრების მასობრივი გადაგზავნა მიმღები ქვეყნიდან წარმომავლობის ქვეყანაში; უზრუნველყოფილ იქნას ტექნოლოგიების გადაცემა ინდუსტრიული ქვეყნებიდან განვითარებად ქვეყნებში.

- დანიშნულების ქვეყანაში სოციალური დაცვის წვდომის გარდა, ქვეყნები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ სოციალური ვალდებულებების "ტრანსფერი" წარმომავლობის ქვეყანაში, თუ მიგრანტი გადაწყვეტს უკან, სახლში დაბრუნებას ან სხვა ქვეყანაში გადაადგილდება.

- ქვეყნები ვალდებულებას იღებენ დაამტკიცონ ფინანსური ინსტრუმენტები მიგრანტების კეთილდღეობის ფონდების სახით წარმომავლობის ქვეყანაში, რომლებიც მხარს დაუჭერენ მუშა მიგრანტებს და მათი ოჯახის წევრებს (პ. 38).

3. სახელმწიფო ვალდებულებას იღებს ოფიციალურად აღიაროს დიასპორების უფლებები, ახდენს მათ ლეგალიზაციას, როგორც ცალკე თემისა, რითაც უზრუნველყოფს მათ ფინანსურ შესაძლებლობას ყველა მოქალაქის რესურსების ხარჯზე.

- სახელმწიფოთა ვალდებულების სფეროში ხვდება "მხარდამჭერი პროგრამებისა და ფინანსური პროდუქტების მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, რათა დიასპორებში წახალისებულ იქნას ინვესტიციათა დაბანდება, მათ შორის ბიზნესის შექმნის ადმინისტრაციული და იურიდიული მხარდაჭერის გზით, საწყისი კაპიტალის შეთავაზების, ობლიგაციებისა და დიასპორათა განვითარების ფონდების შექმნის გზით..."

4. "სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ ხელი შეუწყონ მიგრანტთა თემებისა და დანიშნულების ადგილის კულტურათა, ტრადიციათა და ჩვეულებათა ურთიერთ პატივისცემას, რაც უნდა განხორციელდეს გაცვლითი გზებისა და ინტეგრაციული პოლიტიკის წამყვანი მეთოდების მეშვეობით, მათ შორის მრავალფეროვნების აღიარების წახალისებით" (პ. 32).

მოდი, ეს "უცხო ენა" გადავთარგმნოთ ადამიანურ ენაზე. როდესაც ნეოლიბერალურ საზოგადოებაში ლაპარაკი იწყება ტოლერანტობაზე "ურთიერთ კულტურულ თავისებურებებისა და "მრავალფეროვნებებისადმი", ძალიან მალე ცხადი ხდება, რომ ლაპარაკია ასოციალური მოვლენების შეწყნარებაზე ან სექსუალური ორიენტაციის დარღვევაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახელმწიფოებმა ვალდებულება უნდა დადონ გაატარონ"მულტიკულტურალიზმის" პოლიტიკა იმ ფორმით და იმ ჩარჩოებში, რომლებშიც მან უკვე დიდი მარცხი განიცადა ევროპაში.

ამიტომაც გაერო იმთავითვე ამუშავებს კონფლიქტების ჩახშობის სქემას, წინდაწინ ითვალისწინებს კონტრზომებს მათ წინააღმდეგ, ვინც თავს უფლება მისცა "გამოთქვა და გამოეხატა" არატოლერანტობა.

- სახელმწიფოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ყველა მიგრანტი იურიდიული დაცვით, ასევე აამოქმედონ საზოგადეობრივი დაგმობისა და პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმები: "უფლება მიეცეთ მიგრანტებს და მათ თემებს დაგმონ მიგრანტების საწინააღმდეგოდ მიმართული ძალადობისა და მისკენ შეგულიანების ნებისმიერი აქტი ანაზღაურების მისაწვდომ მექანიზმებზე მათი ინფორმირების გზით"; ასევე "შესაძლებლობა მისცენ მიგრანტებს, პოლიტიკურ, რელიგიურ და საზოგადოებრივ ლიდერებს, მასწავლებლებსა და მომსახურეობის სფეროს თანამშრომლებს გამოავლინონ და აღკვეთონ შეუწყნარებლობის (არატოლერანტობის), რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის სხვა ფორმები მიგრანტებთან და მათ დიასპორებთან მიმართებაში; მხარი დაუჭირონ ადგილობრივ თემებს ურთიერთ პატივისცემის მიზნით, მათ შორის საარჩევნო კამპანიის კონტექსტშიც" (პ. 33).

5. სახელმწიფოები ვალდებულნი არიან წინ წაწიონ მიგრაციის დადებითი ხატი მოსახლეობის "განათლების" გზით, რომელშიც აქტიურად უნდა ჩართონ მასმედია, რათა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობის რეფორმირება (პროპაგანდა სკოლებში).

- სახელმწიფო ვალდებულებას იღებს "ხელი შეუწყოს საინფორმაციო-პროპაგანდისული კამპანიის ჩატარებას, რომელიც ორიენტირებული იქნება წარმომავლობის თემებზე, ტრანზიტზე და საზოგადოების ინფორმირებისთვის მიზანმიმართულ პოზიტიურ წვლილზე, რომ რეგულარული მიგრაცია არის უსაფრთხო, მოწესრიგებული..." პროპაგანდა უნდა წარმოებდეს "ადაპტირებული ტერმინოლოგიის" გამოყენებით.

მოკლედ, ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, გლობალური შეთანხმების პაქტი ხელმომწერთაგან ითხოვს უარი თქვან სახელმწიფოთა თავდამცავ პოლიტიკაზე კულტურისა და იდენტობის, კანონიერების, საზღვართა დაცვისა და თვის მოქალაქეობის ცნების სფეროში. ასევე სთავაზობს სახელმწიფოებს ჩამოაყალიბონ ცენზურისა და რეპრესიული აპარატის მექანიზმები.


დოკუმენტის ავტორთა შესახებ

2016 წლის პაქტის შედგენით დასაქმებული იყო გაეროს გენმდივანის სპეციალური წარმომადგენელი მიგრაციების საკითხში პიტერ საზერლენდი (Peter Sutherland). მანვე შეიტანა დამატებითი ჩანამატები და მონიშნა მოქმედების გეგმა თავის მოხსენებაში, რომელიც წარადგინა გაეროს ასამბლეაზე 2017 წლის 3 თებერვალს. მაგრამ, დოკუმენტის მომზადება დაიწყო ბევრად უფრო ადრე.

პიტერ საზერლენდი იტყობინება იმის შესახებ, რომ სამუშაოებს მაკარტურების ფონდი აფინანსებდა ჯერ კიდევ 2006 წლიდან. დაფინანსების სხვა მონაწილეებს შორის ის ასახლებს აშშ-ს, შვეიცარიის და შვედეთის მთავრობებს, ასევე ჯორჯ სოროსის "ღია საზოგადოებას", კარნეგის კორპორაციას ნიუ-იორკში და "გლობალური პოლიტიკის ინიციატივას" კოლუმბიის უნივერსიტეტში (აშშ), რომელსაც ხელმძღვანელობს მაიკლ დოილი.

თვით პიტერ საზერლენდი საერთაშორისო მიგრაციების საკითხში გაეროს გენმდივნის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნულ იქნა 2006 წელს პროექტის დაფინანსების დაწყებიდანვე, ბანკ Goldman Sachs International-ად (2005–2015) პრეზიდენტად დანიშვნისთანავე


მოკლე ბიოგრაფია: პიტერ საზერლენდი დაიბადა ირლანდიაში. იეზუიტური კოლეჯის Gonzaga-ს დამთავრების შემდეგ ის სწავლობდა სამართალს დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯში. იურისტი, 1981-1982 წლებში - ირლანდიის გენერალური პროკურორი. 1983-1989 - ირლანდიური სამოკავშირეო ბანკის პრეზიდენტი. ევროპის კომისარი კონკურენციის საკითხებში (სავაჭრო წესების დამყარება ევროკავშირის ბაზარზე, შერწყმისა და შთანთქმის საკითხები, სუბსიდირება) 1985-1989 - საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის (OMC) დამფუძნებელი და გენერალური მდივანი, ბანკ Goldman Sachs International-ის (2005–2015) პრეზიდენტი. მიიჩნევა ევროკავშირში ლიბერალიზაციის გამტარებლად და იწოდება "გლობალიზაციის მამად".


რატომ აინტერესებთ ესოდენ მსხვილ ფინანსურ წრეებს მიგრაციის საკითხები?

ზოგიერთი მათგანის პასუხი დევს ზედაპირზე. სახელმწიფოთა გლობალური შეთანხმების შესრულების მიზნით სახელმწიფოები ვალდებულებას დებენ თავიანთი კანონმდებლობა შეუფარდონ საზოგადო მნიშვნელს, გადასინჯონ თავიანთი კანონები სახელმწიფო საზღვრებისა და მოქალაქეთა თანასწორობის დაცვასთან დაკავშირებით, ასევე იმოქმედონ მიგრაციის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებათა შესაბამისად.

გარდა იმისა, რომ იქმნება შესაძლებლობა გავლენა მოიპოვონ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კანონმდებლობასა და პოლიტიკაზე, ფინანსური წრეები იღებენ პერსონალურ ინფორმაციას მილიონობით მიგრანტზე. მსგავსი ინფორმაციის მონაცემთა გლობალური ბაზა გათვალისწინებულია არა მარტო მიგრაციის მომენტისთვის, ის შეივსება პირადი მონაცემებით მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში.

2015 წ-ს მიგრანტების ტალღამ ევროპაში ძლიერ შეაშინა ადგილობრივი მოსახლეობა, ხოლო სახელმწიფოთა ხელისუფალნი ამ პროცეს შეხვდნენ მშიშრულად. ნომადიზმისა (ინგლ. Nomad - მოხეტიალე) და მიგრაციის წოდება ბუნებრივ ფენომენად და ადამიანის ძირითად უფლებად ხელს აძლევს მათ პასუხისმგებლობის მთელი ტვირთი დააკისრონ "ყველა მიგრანტს" და ამით გამოწვეულ დამანგრეველ კრიზისებს თვით სახელმწიფოებში.

ამგვარად, რომის კლუბის პროექტი სახელწოდებით "მყარი განვითარება" გამოდის ახალ ეტაპზე, რომელიც გულისხმობს არა მარტო განვითარებადი, არამედ განვითარებული ქვეყნების მომავალი განვითარების შეზღუდვას. პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ საკმაოდ ბევრი რესურსი "ამაოდ" იკარგება, მაგალითად, მოსახლეობის სოციალურ დაცვაზე. იმისთვის, რათა თავიდან მოიშორონ სოციალური ფუნქციები, საჭიროა მოიშორონ თვით სახელმწიფო. მოსახლეობის დემოგრაფიული ცვალებადობის მადესტაბილიზებელი ზეგავლენა, წარმოების სახსრების ერთდროული შეზღუდვის პირობებში გამოიწვევს ქაოსის მატებას, რასაც მოჰყვება უეჭველი კრახი და მმართველობის ხელში ჩაგდება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მ, ისრაელმა, შვეიცარიამ, ავსტრალიამ, უნგრეთმა, პოლონეთმა, ესტონეთმა, სლოვაკიამ, ჩეხეთმა, ბულგარეთმა, ხორვატიამ და ავსტრიამ უკვე უარი თქვეს გლობალური შეთანხმების პაქტის ხელმოწერაზე, რადგან მიიჩნევენ, რომ ის არღვევს მათ სუვერენიტეტს და არ აძლევს უსაფრთხოების გარანტიას.

საფრანგეთმა, გერმანიამ და ესპანეთმა, პირიქით, ხელი მოაწერეს ამ პაქტს როგორც "ევროკავშირის სულისკვეთების გამომხატველს". მიუხედავად იმისა, რომ პროტესტები საფრანგეთში შესაძლებლობას არ აძლევენ ემანუელ მაკრონს პირადად ჩავიდეს მაროკოში, შეთანხმება მაინც მისი განკარგულებით იქნება ხელმოწერილი.

2018 წლის აპრილში რუსეთის შსს-მ გააკეთა უცნაური განცხადება იმის შესახებ, რომ შეთანხმების ვალდებულებებს არ უნდა ჰქონდეთ იურიდიული ძალა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ იქნება რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების შესატყვისი. მართლაც, ფრაზა "იურიდიული პასუხისმგებლობის" არარსებობაზე მოცემული დოკუმენტის დასაწყისში, მაგრამ თავად დოკუმენტი შედგენილია საბანკო ხელშეკრულების საუკეთესო ტრადიციებში, როდესაც კლიენტის მთავარი უფლება-მოვალეობები გაწერილია ბუნდოვნად, თითქოსდა სტროფებს შორის.

წინააღმდეგობრივი ფორმულირებები, ორაზროვნობები, ტერმინებით მანიპულირებები შესაძლებლობას იძლევიან პუნქტები განმარტებულ იქნან შეთანხმების შემქმნელთა ინტერსების სასარგებლოდ. ხოლო ადამიანის უფლებების ცნების ტრანსფერი ტერმინად "ადამიანის უფლება ყველა მიგრანტისთვის"  შესაძლებლობას მისცემს მათ საჭირო შემთხვევაში დაგმონ ნებისმიერი სახელმწიფოს მეთაური თუნდაც "ჩეჩენი გეების უფლებების დარღვევისთვის" და დაუწესონ მას მორიგი სანქციები.

მაგალითად, ვინ შეაფასებს ხელისუფლების მოქმედების "პროპორციულობას" დამრღვევებთან მიმართებაში? როგო არის შესაძლებელი დაიცვა "ყველა მიგრანტის" უფლებები? ცალკეულ გაუგებრობას იწვევს საკითხი იმ პირთა განსაკუთრებული უფლებების შესახებ, ვინც არ აღიარებს სექსუალურ ორიენტაცია დარღვეული პირების სქესსა და პიროვნებას. ამ დოკუმენტის ხელმოწერით, სახელმწიფო ერთგვარად აღიარებს "გენდერული" კონცეფციის ფსევდომეცნიერულ ბოდვას და თუ ასე არ მოხდება, მაშინ ის "დაიგმობა მსოფლიო საზოგადოების მიერ გენდერული უფლებების დარღვევისთვის".

იბადება კითხვა აგრეთვე უფლებათა და მოვალეობათა დისპროპორციულობაზე. რადგან, როდესაც ადამიანი იღებს მოქალაქეობას, მას ჩვეულებისამებრ ეკისრება გარკვეული მოვალეობებიც. მაგრამ, "მიმღები ქვეყნების კანონების დაცვის" გარდა, სხვა ინფორმაცია ამ მიმართებით დოკუმენტში არ ჩანს.

დასასრულ, ყველაზე მთავარი კითხვა - ვინ ელოდება ამ მილიონობით მიგრანტს ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში? სად იმუშავებენ ისინი, როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას სულ უფრო და უფრო უჭირს სამუშაოს შოვნა და იზრდება უმუშევრობის პროცესი? ან სად მზადდება განვითარების მსოფლიო ზე-პროექტი, რომლისთვისაც საჭირო გახდება ზე-რესურსები? კაპიტალიზმის დიდ მშენებლობებზე ჯერ-ჯერობით არაფერი ისმის.

პირიქით, არსებობს ეჭვი, რომ მილიონობით მოხეტიალე ადამიანი იძულებული გახდება იარსებოს დეფიციტური სოციალური კლასის ხარჯზე, რომელსაც ავსებს მხოლოდ გაღატაკების ზღვარზე მყოფი გადამხდელი. ეს კი გამოიწვევს სოციალურ აფეთქებას და სახელმწიფოებრიობის ნარჩენების ნგრევას, მომდევნო გაპარტახებას და მოსახლეობის უუფლებობას. და მაშინ კვლავ ჩამოსახლებული და ავტოქტონური მონები, რომლებიც შეტანილნი არიან მონაცემთა გლობალურ ბაზებში და რომელთაც იყენებენ ერების ერთმანეთზე გადამტერებისთვის, გადაიქცევიან ადამიანურ ჯოგად, რომელთაც სწრაფად გაუსწორდებიან მიგრაციის შესახებ გლობალური შეთანხმების სპონსორები.

ამ დოკუმენტის ხელმოწერით ნებისმიერი სახელმწიფო როგორც მინიმუმი "დასავლელ პარტნიორებს" გადასცემს საკუთარი პოლიტიკის მართვის სადავეებს.

იმედი ვიქონიოთ, რომ თავდაცვის ბუნებრივი და ჯანსაღი გრძნობა დასძლევს ჩვენი მმართველი ელიტის "ევროპულ ოცნებას" და არ ჩაგვაგდებს იმ უმძიმეს მდგომარეობაში, რასაც ამ დოკუმენტის ხელმოწერა გამოიწვევს.

წყარო: https://rossaprimavera.ru/article/ae0f45d5
Назад к содержимому