საუბრები ბიბლიაზე - ღმრთითრჩეული ერი და ქრისტიანობა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
ღმრთითრჩეული ერი და ქრისტიანობა
ანუ
რა შუაში არიან აქ ებრაელები?
საუბრები ბიბლიაზე
ავტორი: მღვდელი ვასილ ლიტვინოვი.

ძმანო და დანო!

დღეს მრავალი ინსინუაციაა ქრისტიანობასთან, როგორც ებრაელთა ღმერთის მსახურებასთან მიმართებაში. თითქოსდა ყველამ თავის "ეროვნულ" ღმერთს უნდა ემსახუროს, ხოლო მართლმადიდებლები - იესუ ქრისტეს, ღმრთის ძეს, რომელმაც საკუთარ თავზე თქვა, რომ ის "ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებს" (მათე 15:24) მოევლინა. აქედან კეთდება დასკვნა, რომ ებრაელი ერი - ღვთითრჩეული ერია.

მოდი გავარკვიოთ რამდენად სწორია ეს დასკვნა.

ისრაელის სახლი ... ანუ ისრაელის შთამომავალთა სახლი. ისრაელი - ეს არის ახალი სახელი, რომელიც იაკობს მიეცა. ... იაკობი - არის ისააკის ძე და აბრაამის შვილიშვილი, სწორედ აბრაამთან იყო დადებული აღთქმა, რომლის მიხედვითაც: "შენი მოდგმისთვის (სტრონგის ნუმერაციით ეს სიტყვა აღნიშნულია ნომრით H2233 - შენიშვნა ავტ.) (1) მიმიცია ეს ქვეყანა" (დაბ. 12:7) (განმეორებულია დაბ. 13:15-16; დაბ. 15:3-5; დაბ. 15:18). და ბოლოს: "დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და შენს შთამომავალთა (Н2233) შორის თაობიდან თაობამდე, სამარადისო აღთქმას, რომ შენი და შენი შთამომავლობის (Н2233) ღმერთი ვიქნები" (დაბ. 17:7).

___________________

სტრონგის კონკორდანსი - ბიბლიის მეფე იაკობისეული თარგმანის მიხედვით შედგენილი სრული ლექსიკონი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ეგზეტეგიკური თეოლოგიის დოქტორი იაკობ სტრონგი (ს1800-1894) და, რომელიც პირველად 1890 წ. გამოქვეყნდა. ეს არის მეფე იაკობის ბიბლიაში შემავალი ყველა სიტყვის სრული სია ჯვარედინი წყაროებით შესაბამის სიტყვაზე ორიგინალში. კონკორდანსი შეიცავდა:

ძველი      აღთქმის ებრაული სიტყვების 8674 ფუძე ფორმას.

ახალი      აღთქმის ბერძნული სიტყვების 5523 ფუძე ფორმას.

იაკობ სტრონგმა ამავე სახელწოდების კონკორდანსი დამოუკიდებლად როდი შექმნა. მასში მონაწილეობა მიიღო ასზე მეტმა მისმა კოლეგამ და მეფე იაკობის ბიბლიის ყველაზე ფართოდ გამოყენებადი კონკორდანსი გახდა.

ორიგინალური ტექსტების ყველა სიტყვა დახარისხებულ იქნა ალფავიტურად, ყოველ მათგანს კი მიენიჭა უნიკალური ნომერი. ნუმერაციის ეს სისტემა ცნობილი გახდა როგორც "სტრონგის ნუმერაცია" ("სტრონგის ნომრები"). ეს კონკორდანსის მკითხველს შესაძლებლობას აძლევდა ენახა ორიგინალური სიტყვის მნიშვნელობა ლექსიკონში, რომელიც კონკორდანსის ბოლოში იყო დართული. სტრონგის კონკორდანსი დღემდე გამოიცემა. სტრონგის ნუმერაცია სასარგებლო გახდა სხვა ენებზე თარგმნის შემთხვევებშიაც.

ბერძნული სიტყვები სტრონგის კონკორდანსში დანომრილია 1-დან 5624-მდე და ნომრები 2717 და 3203-3302 რეზერვირებულ იქნა. ნომრები ენიჭებოდა სიტყვის მხოლოდ ლექსიკურ ფორმას და ამიტომაც, მაგალითად, სიტყვებს: αγαπησεις  და αγαπατε მინიჭებული აქვთ იგივე ნომერი, რაც სიტყვას αγαπαω.

ინტერნეტში სტრონგის ნუმერაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ: Симфония номеров Иакова Стронга (расширенный и адаптированный конкорданс) (http://bible.in.ua/underl/S/S).

___________________

აქედან ცხადი ხდება, რომ აღთქმა ღმერთმა დადო აბრაამთან, და არა ებერთან- აბრაამის წინაპართან მეექვსე თაობაში (იხ. დაბ. 11:14). მაშასადამე, ებერის სხვა მოდგმა არ წარმოადგენს ღვთითრჩეულ ეროვნებას. მართალია, თვით ღმერთი მოსეს უთითებს, რათა ეგვიპტის ფარაონს უთხრას: "ებრაელთა ღმერთმა, გამომგზავნა-თქო შენთან" (გამ. 7:16; იხ. ასევე: გამ. 5:3; 9:1, 13; 9:17). მაგრამ შემდეგ ღმერთი არსად იყენებს ამგვარ გამოთქმას. ის მხოლოდ ფარაონთან ურთიერთობისას გამოიყენება. აქედან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ღმერთი ფარაონს მისთვის ცნობილ ენაზე ელაპარაკებოდა: ეგვიპტელები იაკობის შთამომავლებს ებრაელებს ეძახდნენ, ამიტომაც ღმერთი მათთვის სწორედ ასე ლაპარაკობს: "ებრაელთა ღმერთი". ზემოთაღწერილიდან ჩანს, რომ ღმერთი, რომელზეც მეტყველებს ბიბლია - ეს ებრაელი ეროვნების ღმერთი როდია.

გავაგრძელოთ განხილვა. როგორც ცნობილია აბრაამს ორი ძე ჰყავდა: ერთი მოახლე აგარისგან (ისმაელი) და მეორე თავის ცოლ სარასგან (ისააკი). თუკი აღთქმის სიტყვა Н2233-ში იგულისხმებოდა ხორციელი მოდგმა, მაშინ, ბუნებრივია, ღმრთის აღთქმა უნდა დადებულიყო, როგორც ისააკთან, ასევე ისმაილთანაც. მაგრამ უფალმა თქვა: "აღთქმას ისაკს დავუდებ, რომელსაც სარა გიშობს გაისად" (დაბ. 17:21). მაშ, რა ხდება... მაშასადამე "შენი მოდგმა" (Н2233) ყოველი ხორციელად ახალშობილი როდია...

იქნებ "მოდგმაში" იგულისხმებოდა ცოლისგან ნაშობი მემკვიდრე და არა მხევლისგან... მაგრამ აქაც უთანხმოებაა... ისააკსაც ცოლისგან შეეძინა ტყუპები: უფროსი ესავი და უმცროსი იაკობი, მაგრამ უფალმა ორივე ძესთან კი არ დადო აღთქმა, არამედ მხოლოდ იაკობთან (დაბ. 28:13-14). სხვათა შორის, ამასთან ერთად, აბრაამს ღმერთი უოწოდებს მამას იაკობისა, მიუხედავად იმისა, რომ ხორციელად ის იაკობის პაპაა... და ამით უცნაურობები როდი მთავრდება... თორმეტი ხორციელი შვილიდან არც ერთის შესახებ არ თქმულა: "შენთვისა და შენი მოდგმისთვის (Н2233)" (დაბ. 13:15). მოგვიანებით უფალი საკუთარ თავს ყოველთვის უწოდებდა ღმერთს "აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა" და ამ სამ სახელს არასოდეს ამატებდა მეოთხეს... ყველაზე გასაოცარი და ერთი შეხედვით სრულიად უაზროა შემდეგი მოვლენა: ბრძოლა იაკობისა ღმერთთან და იაკობისთვის სახელი შეცვლა ისრაელად (თარგმანში "ღმრთისმბრძოლი"). მაგრამ როგორი "ღმრთისმბრძოლია" იაკობი თუკი ღმერთი საკუთარ თავს უწოდებს ღმერთს "აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა"? და კიდევ ერთი უცნაურობა: ღმერთმა იაკობის სახელი ისრაელად შეცვალა, მაგრამ ამის შემდეგაც ადრინდელი სახელით მიმართავს: იაკობ! (იხ. დაბ. 46:2).

ახლა კი შევეცადოთ გავერკვეთ ამ უცნაურობებში, ამასთან ერთად იმაშიც, თუ ვის უწოდებს ღმერთი ""შენს მოდგმას".

როდესაც ღმერთი მიმართავს იაკობის ხორციელ მოდგმას (ენობრივად ებრაელებს) არასოდეს იყენებს სიტყვას იაკობის "მოდგმა" (Н2233), არამედ გამოთქმას "ძენი ისრაელისანი" (იხ. მოსეს სჯულმდებლობა გამ. 14 და შემდგ. მოსეს მთელ ხუთწიგნეულში). იაკობის შემდეგ ღვთისმოსავი ხორციელი მემკვიდრეობა წყდება, მაგრამ ღმრთის კურთხევა მის მოდგმასთან მაინც რჩება. ამიტომაც ღმერთი არ ტოვებს მათ და აძლევს მითითებას, თუ როგორ ესათნოვონ აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთის და მის მორწმუნეთა თანამოზიარენი როგორ გახდნენ.

მაგრამ თვით სახელწოდება "ისრაელი" ("ღმრთისმბრძოლი") წარმოგვიჩენს, რომ იცოდა ღმერთმა, თუ რაოდენ მძიმე იქნებოდა ამ ერის წინამძღოლობა... რაც წმიდა წერილის სიტყვებითაც დასტურდება: "ვიცოდი, რომ ღალატს ჩაიდენდი და შემცოდე გერქვა დედის მუცლიდანვე" (ისაია 48:8). აქედან მომდინარეობს ღმრთის მიმართვის ფორმა შემცოდე და მოწუწუნე ერის მიმართ: "ეს ხალხი" (გამ. 32:9)... და სხვა მრავალ ადგილას ძველ აღთქმაში), "შენი ხალხი" (მოსეს: გამ. 32:7; აქაბს: 3 მეფ. 20:42) და მეტიც, არსებობს ასეთი გამოთქმაც: "ეს ბოროტი საზოგადოება" (რიცხვ. 14:27).

მაშ, რატომ არ მოსპო უფალმა ეს მეამბოხე ხალხი? ჯერ-ერთი, ღმერთს სურდა ამისი გაკეთბა და ისრაელისთვის მოდგმის აღდგენა მოსეს მეშვეობით (იხ. გამ. 32:9-10), მაგრამ ორჯერ მოსემვე არ მისცა ამისი განხორციელების შესაძლებლობა ( გამ. 32:11-14; რიცხვ. 14:13-20)... მეორეც, უფალმა აღთქმა დადო, რომ სწორედ აბრაამის, ისააკის და იაკობის მოდგმაში იკურთხებოდნენ დედამიწის ხალხები. ამიტომაც საჭირო გახდა ამ მეამბოხე ხალხში შენარჩუნებულ ყოფილიყო ქცევის ნიმუში ღმრთის რჩეულთათვის...

მაგრამ, ვინც არიან მაინც ღმრთის რჩეულნი, თუკი ეს ებრაელი ერი არ არის და არც იაკობის ხორციელი შთამომავლობა? ღმერთი გვეუბნება: "თუ შეისმენთ ჩემს სიტყვას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ჩემს საკუთრებად გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა. მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად მეყოლებით" (გამ. 19:5-6) და "თუ ივლით ჩემს წესზე და დაიცავთ ჩემს მცნებებს და შეასრულებთ მათ..." (ამ სიტყვებს მოსდევს მრავალი კურთხევა - ავტ.) "ვივლი თქვენს შორის და ვიქნები თქვენი ღმერთი, თქვენ კი ჩემი ერი იქნებით" (ლევ. 26:3; ლევ. 26:12). და პირიქით: "თუ არ დამიჯერებთ და არ შეასრულებთ ამ ჩემს მცნებებს, თუ არად ჩააგდებთ ჩემს წესებს, თუ ისე შეიძულებთ ჩემს სამართალს, რომ არ შეასრულებთ არცერთ ჩემს მცნებას და დამირღვევთ აღთქმას, მაშინ ამგვარად მოგექცევით: მოგივლენთ შიშისზარს, ჭლექსა და ცხროებას, თვალის დამავსებელს და სულის შემაღონებელს..." (ამ სიტყვებს მოსდევს მრავალგვარი წყევლა, თუ არ გამოსწორდებიან - ავტ.). "... შეგიძულებს თქვენ ჩემი სული" ( ლევ. 26:14, 30). შედეგად ღმრთის რჩეულები არიან ისინი, ვინც იცავენ ღმრთის მცნებებსა და მითითებებს (როგორც ამას იქმოდნენ აბრაამი, ისააკი და იაკობი), არიან სამართლიანები და მოწყალების საქმეებს იქმან.

შევამოწმოთ ჩვენი დასკვნა. ლევიანთა წიგნში 20:2-ში ნათქვამია: "ისრაელიანებს უთხარი: თუ ვინმე ისრაელიანთაგან ან მდგმურთაგან, რომელიც ისრაელში მდგმურობს, თავის ნაშიერს მოლოქისთვის გასწირავს, იგი უნდა ჩაიქოლოს". მორჩა. უკეთურის სიცოცხლე აქ შეწყდება. კიდევ რა უნდა ითქვას? მაგრამ ღმერთი აგრძელებს: " პირს მივაბრუნებ ამ კაცისკენ და მოვკვეთ მას თავისი ხალხის წიაღიდან". მაგრამ, როგორ მოკვეთს ღმერთი ადამიანს ხალხის წიაღიდან, თუ იგი უკვე მკვდარია? ყველაფერი თავის ადგილზე დგება თუკი ამ სიტყვებს ღმრთითრჩეულ ერს მივუყენებთ. იმ ერს, რომელიც მოგვიანებით (ღმრთის სიტყვის განკაცებისა და ჯვარზე სიკვდილის შემდეგ) მარადიულ ნეტარებას დაიმკვიდრებს: ადამიანი, რომელმაც იცის ჭეშმარიტი ღმრთის სწავლება და თავის ძეს ან ასულს მსხვერპლად უსულო კერპს შეწირავს დედამიწაზე უნდა მოიკლას და მისი სახელი ამოშლილ იქნას ღვთითრჩეული ერის რიცხვიდან! სხვათა შორის ვფიქრობ, რომ სხვა ადგილებშიც სიტყვები: "მოვკვეთ მას თავისი ხალხის წიაღიდან" იგივე იგულისხმება.

მაგრამ კვლავ ძირითად თემას დავუბრუნდეთ. ღმერთი ამბობს: "სუქდებით ისრაელის, ჩემი ერის შესაწირავის ნათავარით" (იხ. 1 მეფ. 2:29; 9:16), მაგრამ თუკი ღმერთს ეკუთვნის მთელი დედამიწა იზრუნებს თუ არა ის სხვა ერებზე? დიახ! "კურთხეულ იყოს ჩემი ერი ეგვიპტე, ჩემ ხელთა ქმნილება აშური და ჩემი სამკვიდრო ისრაელი" (ისაია 19:25). მაგრამ უფალი ყველაზე მეტად მაინც იაკობ/ისრაელის მოდგმაზე ზრუნავს, რადგან სწორედ მათი მეშვეობით ნარჩუნდება ღმერთის აღთქმა კაცობრიობასთან. "იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყნიერნი" (დაბ. 22:18)... ამიტომაც: " რადგან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, ისრაელის წმიდა, შენი მაცხოვარი; შენს გამოსასყიდად ეგვიპტეს გავიღებ, ქუშსა და საბას - შენს სანაცვლოდ. რადგან შენ ძვირფასი ხარ ჩემს თვალში, რადგან პატივდებული ხარ და მიყვარხარ; სხვა ხალხს გავიღებ შენს სანაცვლოდ და ტომებს - შენი სულისთვის" (ესაია 43:3-4). განსაკუთრებულ ყურადღებას მივაპყრობ სიტყვებს "შენი სულისთვის", ე. ი. შენი მარადიული ცხონებისთვის, შენში რწმენის განმტკიცებისა და აღმავლობისთვის... თუკი ერი ცოდვებში ინთქმება, წარწყმედისკენ მიდის, მაშინ პირიქით: სწორედ სხვა ხალხების მეშვეობით ისჯება უფლის წილხვედრი (იხ. იერ. 1:18; იერ. 5; ეზეკ. 21:12; 33:28 და მრავალი სხვა ადგილი წმიდა წერილიდან).  

"ჩემი სამკვიდრო" ... " ხსნა იუდეველთაგან არის" (ინ. 4:22) - თქვა უფალმა. აქ იძულებულნი ვართ გავაკეთოთ ერთგვარი გადახვევა მათთვის, ვინც ბიბლიას არ კითხულობს: სოლომონის შემდეგ ისრაელი დაიყო საკუთრივ ისრაელად და იუდეად. მიუხედავად ამისა უკეთურებამ შეიპყრო ერთიც და მეორეც. უფალმა განსაზღვრა უსჯულოების წლები - 390 წელი იყო ისრაელის უკეთურობის წლები და 40 წელი იუდეის (ეზეკ. 4:4-8). უფალი მათ სოდომთან ერთად გარყვნილ დებს უწოდებს, რომლებიც "გაბოზდნენ ეგვიპტეში. ... მათი სახელები იყო - აჰოლა უფროსისა და აჰოლიბა მისი დისა. ... აჰოლა სამარიაა და აჰოლიბა - იერუსალიმი" (ეზეკ. 23:2-4). ... ასე რომ განსაკუთრებით არ ღირს განვასხვაოთ ერთურთისგან იუდეა და ისრაელი - არც ერთია ღვთივრჩეული და არც მეორე. ხოლო ღმრთის მზრუნველობის არსი ისრაელისა და იუდას სახლზე ყველაზე მეტად გამოხატულია იგავში ტილოს სარტყელზე (იერ. 13)... როგორც შედეგი: ეს ეროვნება აღმოჩნდა "სრულიად უვარგისი" ... თანაც იმდენად, რომ სახელიც, რომლითაც ისინი იწოდებიან "დაუტოვებთ ... დასაწყევლად ჩემს რჩეულებს, მოგაკვდინებთ უფალი ღმერთი და თავის მორჩილთ სხვა სახელს დაარქმევს" (ესაია 65:15).

ახლა, რადგან უკვე ვიცით, თუ ვინ არ იწოდება ღვთითრჩეულ ერად, ვცადოთ გავერკვეთ: ვინ არის მაინც ეს ღვთითრჩეული ერი და რა თანაზიარობაში არიან მასთან ქრისტიანები.

დიახ... ერი, რომელსაც მფარველობდა თვით ღმერთი, ცისა და მიწის შემოქმედი "არაფრის მაქნის ერად" იქცა. იმდენად უვარგისად, რომ თვით უფალი მოწმობს მისკენ მათი მოქცევის შეუძლებლობაზე: "აჰა, არ დამოკლებულა უფლის ხელი რომ ხსნა არ შეეძლოს, და არ დამძიმებულა მისი ყური, რომ ვერ ისმინოს. მხოლოდ თქვენი უკეთურებანი იყო გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის და თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან და აღარ ესმოდა მას" (ესაია 59:1-2). ღმერთმა დაინახა, რომ: "გამქრალია ჭეშმარიტება და სიავეს განრიდებული ძლეულია; უფალი ხედავს და თვალში ავად უჩანს, რომ არ არის სამართალი.  ხედავს, რომ არ არის კაციშვილი, და უკვირს, რომ არავინაა ქომაგი. მაშინ მისი მკლავი ეშველება და მისი სიმართლე განამტკიცებს მას" (ისაია 59:15-16).  

რაშია ამ განმტკიცების არსი? რას შეიძლებოდა დაყრდნობოდა ღმერთი, თუკი ის ხედავდა ამ სრულიად უვარგისი ერის ცხოვრებას და შემდგომში მისი ტარების უარზობას, თანაც, თუკი მხედველობაში გვექნება აბრაამის, ისააკისა და იაკობისთვის მიცემული აღთქმის დარღვევის შეუძლებლობა? - ეს გადაუჭრელი პასუხია კაცთათვის... მაგრამ ღმერთმა იპოვა გამოსავალი!

"მოუვა გამომსყიდველი სიონს და მათ, ვინც ცოდვას განერიდნენ იაკობში, ამბობს უფალი" (ისაია 59:20). "აჰა, ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, ამბობს უფალი: ჩემი სული, რომელიც შენზეა (მაცხოვარზე - ავტ.), და ჩემი სიტყვები, რომლებიც ჩავდევი შენს ბაგეებში, არ მოსცილდება შენს ბაგეებს, შენი ნაშიერის (Н2233) ბაგეებს, შენი ნაშიერის ნაშიერის (Н2233) ბაგეებს, ამბობს უფალი ამიერიდან და უკუნისამდე" (ისაია 59:21). სხვა ადგილას იმავე ახალ აღთქმაზე უფალი ასე ბრძანებს: "არა ისეთ აღთქმას, რომელიც დავუდევი მათ მამა-პაპას, როცა ხელჩაკიდებული გამომყავდა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან. დაარღვივს ის ჩემი აღთქმა, თუმცა მე მათი პატრონი ვიყავი, ამბობს უფალი. რადგან ეს არის ის აღთქმა, რომელიც უნდა დავუდო ისრაელის სახლს იმ დროის შემდეგ, ამბობს უფალი. წიაღში ჩავუდებ მათ ჩემს რჯულს და გულზე დავაწერ. მათი ღმერთი ვიქნები მე და ისინი ჩემი ერი იქნებიან" (იერ. 31:31-33). და კიდევ: "აჰა ჩემი მორჩილი, რომლისთვისაც ხელი მაქვს ჩავლებული; ჩემი რჩეული, რომელიც მოისურვა ჩემმა გულმა. მასზე გარდამოვავლინე ჩემი სული, ის გაუჩენს სამართალს ხალხებს. ასე ამბობს ღმერთი, უფალი, ცათა შემოქმედი და მათი გარდამთხმელი, მიწის გადამშლელი მისი ნაყოფებითურთ, სუნთქვის მიმნიჭებელი მის მცხოვრებთათვის და სულისა - მასზე მავალთათვის: მე, უფალმა, წრფელად მოგიწოდე და ხელი ჩაგჭიდე, შეგინახავ და დაგადგინე აღთქმად ერისთვის, სინათლედ ხალხებისთვის, რომ ბრმებს თვალები აეხილოთ, რომ საპყრობილედან გამოვიდნენ ტყვეები და დილეგიდან - ბნელში მსხდომარენი" (ისაია 42:1, 6-7).

ამრიგად, ახალი აღთქმა, რომელიც უფალმა კაცობრიობას აღუთქვა, დადებულ იქნება გამომსყიდველის (მაცხოვრის) მიერ, რომელიც თვითონვეა მისი სიტყვა და მარადიული აღთქმა გახდება მისი მოდგმისთვის და მოდგმათა მოდგმისთვისს, თანაც მაცხოვრის მოდგმაში ჩარიცხვის დასტური გახდება სულიწმიდა მათ ბაგეებში. "ცოტაა, ჩემი მორჩილი რომ იყავი იაკობის შტოთა აღსადგენად და ისრაელის ნატამალის მოსაქცევად; ხალხების ნათელად გაგხდი, რომ ჩემმა ხსნამ ქვეყნის კიდემდე მიაღწიოს" (ისაია 49:6).

შედეგად მისი (ქრისტეს) მისია მდგომარეობს:
 
1. იაკობის თესლის აღდგენაში. მაგრამ, როგორ არის ეს შესაძლებელი, თუკი იაკობი მოკვდა? ხორციელად ეს შეუძლებელია (მაგრამ ჩვენ ადრე აღვნიშნეთ, რომ ღმრთის აღთქმა ხორციელად როდი გადაიცემა). ეს შესაძლებელია სულიერად, თუკი მომავალი მოდგმა იქნებოდა აბრაამის, ისააკის და იაკობის, სულიერი მემკვიდრე, ანუ სრულიად უარყოფდა საკუთარ ნებას ღმრთის ნების მიმდევრობისთვის, და ასეთ შემთხვევაში - ეს სრულიად შესაძლებელია.

2. ისრაელის ნატამალის მოქცევაში. არა მთელი ისრაელისა, არამედ მხოლოდ მისი ნატამალისა. ხოლო ისინი, ვინც დღემდე მისდევს მოსეს სჯულს, რომელიც იმ მწყემსთა წყალობით "საკუთარ თავს რომ მწყემსავენ" (იხ. ეზეკ. 34:8), დაიბნენ და მაცხოვნებელ გზას გადაუხვიეს.

3. ცხონება მოიცავს მიწის ყველა კიდეს.
 
ცხონების მოწმობა კი იქნება სულიწმიდა, რომელიც ცხონებულებზე დაივანებს.



და აჰა, მოვიდა მაცხოვარიც. მოვიდა ის, ვისზეც იოანე ნათლისმცემელთა ბრძანა: "აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს" (იოანე 1:29). "ქვეყნის ცოდვებს" და არა "ისრაელის ცოდვებს", ან "იუდეველთა" ან "ებრაელთა" და კიდევ სხვათა ცოდვებს. შესაბამისად, პირველი მოწმობა მაცხოვრის მისიის მესამე ნაწილის აღსრულებას გვაუწყებს.

ახლა თანმიმდევრობით განვიხილოთ, როგორ აღასრულა მაცხოვარმა თავისი მისიის ამოცანები.

პირველი ნაწილ. იაკობის მოდგმის აღდგენა. როგორც გვახსოვს, ღმრთის პირველი ერთგული იყო არა იაკობი, არამედ აბრაამი. ამიტომაც განვიხილოთ მაცხოვრის სიტყვები, სადაც მოხსენიებულია აბრაამი:

მათე 3:9: "ღმერთს ხელეწიფება თვით ამ ქვათაგანაც აღუდგინოს ძენი აბრაამს".

იოანე 8:39: "აბრაამის შვილები რომ იყოთ, საქმესაც აბრაამისას გააკეთებდით".

რომ. 4:3; გალატ. 3:6: "ერწმუნა აბრაამი ღმერთს, და შეერაცხა მას სიმართლედ" - შედეგად სიმართლე ეს ღმრთის ნებისადმი ნდობა და მისდამი მიმდევრობა ყოფილა.

უფლის ამ დარიგებებიდან გამომდინარე განვავრცოთ ნათქვამი: აბრაამის, ისააკისა და იაკობის მოდგმა - მათი ხორციელი ნათესაობა კი არ არის, ვინც არ მისდევს ღმრთის ნებას და მცნებებს. ძველ აღთქმაში ღმრთის ნებისადმი მიმდევრობის დაწყების ნიშნად დაწესდა წინადაცვეთა. ახალ აღთქმაში კი უფალი გვპირდება, რომ "ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება" (მარკ. 16:16).

შედეგად ახლა ღმრთის ნებისადმი მიმდევრობის დაწყების ნიშანს წარმოადგენს ნათლისღების საიდუმლო (ძველაღთქმისეული წინადაცვეთის სულიერი ანალოგი). მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ყველა ისრაელელი იღებდა წინადაცვეთას, მაგრამ მხოლოდ სამმა ადამიანმა შეასრულა სრულად ღმერთის ნება... მაშასადამე წინადაცვეთა როდი იყო ცხონების გარანტი. ამიტომაც მოუწია ღმერთს მოსეს მიერ გაეცა დეტალური მითითებანი, თუ როგორ უნდა მიჰყოლოდნენ ღმრთის ნებას ყოველდღიურობაში: "ამიერიდან თუ შეისმენთ ჩემს სიტყვას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ჩემს საკუთრებად გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა.  მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად მეყოლებით. აი, სიტყვები, რაც უნდა უთხრა ისრაელიანებს" (გამ. 19:5-6). ამისთვის შერაცხავს ღმერთი მისი ნების შემსრულებელთ ღმრთის ერად.

ახალ აღთქმაშიც ნათლისღების მიღება ჯერ კიდევ არ არის ცხონების გარანტი. მოტანილ ნაწყვეტში მეორე პირობის (ანუ ნათლისღების) შესახებ ნათქვამია: "ვინც იწამებს". იწამებს ვის, რას ან როგორ? ეს კითხვა განმარტებულია მათეს სახარებაში: "მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით;  ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ" (მათე 28:19-20). შედეგად, უნდა გვწამდეს, უნდა გვჯეროდეს ღმრთის სიტყვისა, რომელიც მოგვეცა მოციქულთა მიერ. თვით უფალმა აღუთქვა მათ: "ხოლო ნუგეშისმცემელი, სული წმიდა, რომელსაც მამა მოავლენს ჩემი სახელით, გასწავლით და მოგაგონებთ ყველაფერს, რაც მე გითხარით" (იოანე 14:26). ხოლო თავისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ დაადასტურა, რომ მათ მიიღეს სულიწმიდა, შეუბერა მათ და უთხრა: "მიიღეთ სული წმიდა" (იოანე 20:22). შედეგად მათ მიეცა ნიჭი იმისი დამახსოვრებისა და ჩაწერისა, რაც ქმნა და იქადაგა მაცხოვარმა. ამიტომაც ურწმუნოება, უნდობლობა მოციქულთა მიმართ, სახარებებში ჩაწერილ ჭეშმარიტებათა მიმართ - ეს არის თვით ღმრთისადმი უნდობლობა, მაშასადამე საღმრთო გამოსყიდვის გარეთ საკუთარი თავის დაყენება: "ვისაც სწამს იგი, არ განისჯება, ხოლო ურწმუნო ახლავ განსჯილია, ვინაიდან არ იწამა ღმრთის მხოლოდშობილი ძის სახელი" (იოანე 3:18).

მაგრამ, ჩვენ ოდნავ გადავცდით ჩვენი საუბრის თემას... მაშ რომელ "მოდგმაზე" (Н2233) და "მოდგმის მოდგმაზეა" (Н2233 Н2233) ლაპარაკი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ (იხ. ისაია 59:20-21)? მოდი გავერკვეთ. სიტყვებში "ჩემი სული, რომელიც შენზეა" (ისაია 59:21) იგულისხმება სულიწმიდა, რომელიც გამოდის მამა ღმერთისგან და გვენიჭება ძე ღმერთის მიერ (იხ. სარწმუნოების სიმბოლო გამოცხადებული წმ. გრიგოლ ნეოკესარიელისადმი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის მიერ). მაცხოვრის მოდგმად, რომელთაც ისეთივე სული აქვთ თავიანთ ბაგეებში, როგორც ეს შემდეგ ვნახეთ, მიიჩნევიან მოციქულები - მაცხოვრის მოწაფეები. მაგრამ ვინ არის ასეთ შემთხვევასი "მოდგმის მოდგმა"? მოციქულები ყველანი იუდეველები იყვნენ... ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ მათი მოდგმა მხოლოდ იმ იუდეველთაგან იყო, ვინც მათ ქადაგებებს დაუჯერა? ვნახოთ რამდენად სწორია ამგვარი ვარაუდი.

დავიწყოთ სახარებიდან: "თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ შეიწყნარეს. ხოლო ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი;  და ვინც არა სისხლისაგან, არა ხორცის ნებისაგან, არა მამაკაცის ნებისაგან, არამედ ღმრთისაგან იშვნენ" (იოანე 1:11-13). "თავისიანები" - ეს ღმრთის ხვედრია: ისრაელი და იუდეა. ხოლო მათ, ვინც შეიწყნარა იგი მისცა ხელმწიფება "ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ" !!! "სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი" (იოანე 10:16). – "ამ ფარეხისა" კვლავ ისრაელზე მიანიშნებს იუდეასთან ერთად, მაგრამ არიან ცხვრები, "რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა"... მაშ, საიდან არიან ისინი? ამას მოგვიანებით გავარკვევთ, ახლა კი დავიმახსოვროთ: იქნება "ერთი"/"ერთიანი" სამწყსო. "როცა ავმაღლდები ქვეყნით, ყველას ავიტაცებ ჩემთან" (იოანე 12:32). ყველას !!! მაშასადამე არც ერთი ეროვნება არ იქნება უგულებელყოფილი!!! ასე აღსრულდა მაცხოვრის მისიის მესამე ნაწილი!



ახლა ჩვენი დასკვნები შევამოწმოთ ღმრთის საქმეებით. მოციქულთა საქმეების მე-10 თავში მოციქულმა პეტრემ კორნილიუს ასმეთაურს და მასთან მყოფებს უთხრა: "თქვენ იცით, რომ იუდეველს ეკრძალება უცხოელთან ურთიერთობა და დაახლოება, მაგრამ მე ღმერთმა მიჩვენა, რომ არცერთი ადამიანი არ მიმაჩნდეს ბილწად და უწმინდურად"... მე მივხვდი, რომ ღმერთი მიუკერძოებელია. ის იღებს ყოველს, ვინც მას პატივს მიაგებს და კეთილ საქმეებს იქმს, და არა აქვს მნიშვნელობა რომელი ხალხიდან იქნება იგი... ამ ხალხმა ისევე მიიღო სულიწმიდა, როგორც ჩვენ. ისაიას 59:20-21-დან გამომდინარე კორნილიუსი თავის ოჯახთან ერთად გამხდარა მაცხოვრის "მოდგმის მოდგმა", თანაც ისე, რომ არ მიუღია ძველაღთქმისეული წინადაცვეთა! შედეგად ჩვენი დასკვნები სწორია, მაშასადამე ჩვენ, ვისაც გვწამს ღმრთის სიტყვა და ვინც მივიღეთ მისი ნათილსღება ვართ აბრაამის, ისააკისა და იაკობის მოდგმა - და მათი ღმერთი - ჩვენი საერთო ღმერთია. ჩვენ მათთან ერთად ერთი სამწყსო გავხდით!

სურათის სისრულისთვის მოდი გავარჩიოთ მაცხოვრის მისიის დანარჩენი ნაწილიც - ისრაელის ნატამალის მოქცევა.

უფალმა უთხრა მოციქულებს: "მიაკითხეთ უპირატესად ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებს" (მათე 10:6)... "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ყველა ქალაქის მოვლას, რომ მოვა ძე კაცისა" (მათე 10:23)... "სხვას როდი მოვვლენივარ, არამედ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებს" (მათე 15:24) - ერთი შეხედვით ეს სიტყვები უარყოფენ ჩვენს ზემოთმოტანილ დასკვნებს ერთი სამწყსოს შესახებ. მაგრამ, მოდი ჩავუკვირდეტ მათ. ჩვენს შემწედ კი მოვუხმოთ წმიდა მოციქულ პავლეს, რომელმაც ეს საკითხი რომაელთა და ეფესელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეებში დეტალურად განიხილა.

დიახ, "რომლებიც არიან ისრაელიტნი და შვილობაც ეკუთვნით, დიდებაც, აღთქმანიც და რჯულდებაც, მსახურებაც და დაპირებაც" (რომ. ს9:4). და ჩვენ ეს დავინახეთ და დავწერეთ ამის შესახებ ჩვენი გამოკვლევის დასაწყისში. მაგრამ "ვინცაა ისრაელისგან, ყველა როდია ისრაელიტი" (რომ. 9:6) - ეს კი უკვე საინტერესოა! მაშინ ვინღა არიან ისრაელიტები - თუკი ისრაელის მცხოვრებნი არა? როგორც გვახსოვს, უფალმა თქვა: "ვიცოდი, რომ ღალატს ჩაიდენდი და შემცოდე გერქვა დედის მუცლიდანვე" (ისაია 48:8). შედეგად "ისრაელიტები" - ესენი არიან "ღმრთისმბრძოლები", "განდგომილები" ანუ ისინი, ვინც ყველაფერი მიიღეს ღმრთისგან (მიშვილება, დიდება, აღთქმები, სჯულმდებლობა, ღვთისმსახურება, აღთქმები), მაგრამ მაინც განუდგნენ უფალს.

მაშ, თუკი მათ მიიღეს ეს ყოველივე და დაიცვეს მათთვის ღმრთისგან ნაუწყები სიტყვა (უნდა ვაღიაროთ - აღფრთოვანებული ვართ ძველი აღთქმის დამცველებით: როგორ უნდა გიყვარდეს ღმერთი, რომ შეინარჩუნო მისი სიტყვები თავის ხალხზე, რომ "დაუტოვებთ თქვენს სახელს დასაწყევლად ჩემს რჩეულებს"!!!), ვინ უნდა ეხსნა მაცხოვარს უპირველესად თუ არა ისინი, "ისრაელის ძეთა ნატამალი"?!! რის შესახებაც გვამცნო უფალმა ზემოთხსენებულ სიტყვებში (მათე 15:24). მაგრამ მოციქულის მიერ ასევე თქვა: "მიაკითხეთ უპირატესად..." (მათე 10:6), ანუ უპირველეს ყოვლისა... შემდეგ კი ვის? "ვერ მოასწრებთ ისრაელის ყველა ქალაქის მოვლას, რომ მოვა ძე კაცისა" (მათე 10:23). მაგრამ ის, ვინც ეს ბრძანა, განა არ არის ძე კაცისა? რატომ ლაპარაკობს ამის შესახებ მომავალ დროში? მაშასადამე იგულისხმება ქრისტეს მეორედ დიდებით მოსვლა. მაგრამ მაშინ როგორ "ვერ მოასწრებთ"? განა ისრაელი ისეთი დიდი ქვეყანაა... დიახ, მაგრამ ლაპარაკი არ არის ისრაელზე, არამედ ისრალის ქალაქებზე, ანუ იმ ქალაქებზე, სადაც ისრაელიტები, "განდგომილები" ცხოვრობენ. შედეგად, სახარების ამ მონაკვეთში ლაპარაკია იმგვარ ქალაქებზე, რომლებსაც ესმა ღმრთის სიტყვის შესახებ, სასწაულებზე, აღთქმებზე, მაგრამ არ ცხოვრობენ ისე, როგორც უფალმა ბრძანა! ასეთი ქვეყნები, ქალაქები, სოფლები და სახლები იმდენია, რომ მართლაც, ქრისტეს მეორედ მოსვლამდე მათი შემოვლა შეუძლებელი და წარმოუდგენელია! ჭეშმარიტია ღმრთის სიტყვა!

ასე აღსრულდა და დღემდე სრულდება მაცხოვრის მისია!

მაშ, საკუთრივ საითკენ მიგვყავს ეს გამოკვლევა: ამის შემდეგ რა ვუწოდოთ ღმერთს, რომელმაც მოგვცა ძველი და ახალი აღქმა, - ებრაელი ერის ღმერთი? არა, არა და არა!

" უფლის არ არიან ისინი. ღალატით მიღალატეს ისრაელის სახლმა და იუდას სახლმა, ამბობს უფალი" (იერ. 5:10-11) თქვა უფალმა. თუმცა: "მივცემ მათ ერთ გულს და ახალ სულს ჩაგიდგამთ თქვენ; ამოვართმევ მათ ქვის გულს სხეულიდან და ხორცის გულს მივცემ... მაშინ ჩემი ხალხი იქნება ისინი და მე მათი ღმერთი ვიქნები" (ეზეკ. 11:19, 20). მაშასადამე ისრაელის ხალხმა დაკარგა უფლება იწოდებოდეს ღმრთის ერად, მაგრამ კვლავ მოიპოვებს ასეთ კურთხევას ახალი აღთქმის მიღების, სულიწმიდის მიღების შედეგად. "უფლის მოშიშნი ლაპარაკობენ ერთმანეთში: "ყურს უგდებს უფალი, ესმის და იწერება მის წინაშე სამახსოვრო წიგნი უფლის მოშიშთათვის და მისი სახელის მომხსენიებელთათვის. ჩემი იქნებიან ისინი, ამბობს უფალი, იმ დღისთვის, როცა უნჯად გავამზადებ მათ და შევიბრალებ, როგორც კაცი შეიბრალებს თავის შვილს, რომელიც მას მორჩილებს. კვლავ განარჩევთ მართალსა და ბოროტეულს, ღვთის მორჩილსა და მის ურჩს" (მალაქია 3:16-18).

"უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ უფლის სახლის მთა მთათა სათავეში დადგინდება, აღიმართება მწვერვალებზე მაღლა და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას. დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან" (ისაია 2:2-3). "მიეტმასნებიან უამრავი ხალხები უფალს იმ დღეს და გახდებიან ჩემი ერი" (ზაქ. 2:11). როგორ არ გავიხსენოთ აქ უფლის უკვე ნახსენები სიტყვა: "იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი" (იოანე 10:16). "მოდის ჟამი ყველა ხალხისა და ენათა შეკრებისა; მოვლენ და იხილავენ ჩემს დიდებას" (ისაია 66:18).

"იხარე დიდად, სიონის ასულო! დაეცი ყიჟინა, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართლი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე (უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში - ავტ. შენიშვნა) ... მშვიდობას გამოუცხადებს უფალი ხალხებს და დამყარდება მისი ხელმწიფება ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან ქვეყნის ბოლომდე" (ზაქ. 9:9-10).  "რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში მზის აღმოსავლეთიდან დასავლამდე; ყოველ ადგილას დაუკმევენ საკმეველს ჩემს სახელს და წმიდა ძღვენს შემომწირავენ; რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში, ამბობს ცაბაოთ უფალი" (მალაქ. 1:11).



"საშინელი იქნება მათთვის უფალი, რადგან გააცამტვერებს ქვეყნიერების ყველა ღმერთს, და მას დაუწყებს თაყვანისცემას ყოველი კაცი თავისი ქვეყნიდან, ხალხების ყოველი კუნძული" (სოფონია 2:11).

"რადგანაც იგია მშვიდობა ჩვენი, ერთად რომ აქცია ორი, მათ შორის აღმართული ზღუდის დამრღვევი,  რომელმაც თავისი ხორცით გაანაქარა მტრობა, აღთქმათა რჯული კი - მოძღვრებით, რათა, მშვიდობისმყოფელს, ორისაგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში, და ორივე ერთი სხეულით შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით, რომელზედაც მოაკვდინა მტრობა. მოვიდა და მშვიდობა გახარათ ყველას - შორებელთაც და ახლობელთაც.  რადგანაც მისი მეოხებით ორივენი ერთი სულით მივეახლებით მამას", - უთხრა მოციქულმა პავლემ ეფესელებს (ეფეს. 2:14-18). და როგორც საბოლოო დასკვნა ყველა ჩვენგანისთვის: "რომელსაც თქვენც დაეფუძნებით, რათა იყოთ ღვთის სავანე სულით" (ეფეს. 2:22).

სიმართლეს მოწყურებულთათვის, ვფიქრობ, საკითხი საკმაოდ ნათელია. მაგრამ, გარდა ამისა, მსურს მივმართო საკუთარი, ეროვნული ღმერთისადმი მსახურების იდეით შეპყრობილ ფანატიკოსთ, იმათ, ვინც ამ გამოკვლევის საპასუხოდ იტყვიან: "ყველა რაღაცას წერს და ამანაც თავისი ფანტაზია გადმოალაგა... რატომ უნდა ვთქვა უარი იმ აზრზე, რომ ღმერთი, რომლისაც მწამს, ასევე ჭეშმარიტია, ძლიერია და ყოვლისშემძლეა?"

თქვენ გპასუხობთ თვით უფალი ღმერთი: "წარმოადგინეთ თქვენი სარჩელი, ამბობს უფალი. მოიტანეთ თქვენი საჩივრები, ამბობს იაკობის მეუფე. მოდგნენ და გაგვიცხადონ მოწევნადი. გამოგვიცხადეთ დასაბამი, რომ განვჭვრიტოთ და მივხვდეთ მის დასასრულს, ანდა მომავალი გვამცნეთ. გამოგვიცხადეთ მოსახდენი და მივხვდეთ, რომ ღმერთები ხართ. ქმენით კეთილი, გინდა ბოროტი, რომ ვუყურებდეთ და ვხედავდეთ თქვენთან ერთად. აჰა, არარაობა ხართ და თქვენი საქმეც არარაობაა; სისაძაგლეს ირჩევენ თქვენით" (ისაია 41:21-24). და შემდეგ: "ჩემამდე არ ყოფილა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება.  მე ვარ, მე ვარ უფალი და არავინაა ჩემს გარდა მაცხოვარი!  მე ვთქვი და ვიხსენი და გამოვაცხადე, რომ არ არის თქვენს შორის უცხო ღმერთი, თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი, და მე ღმერთი ვარ" (ისაია 43:10-12).

შედეგად თვით უფალი მოწმობს: სარწმუნოების ჭეშმარიტებას მომავალის უწყება ადასტურებს. რა უწყებანი გაქვთ თქვენ მომავალზე, რომლებიც ძველ ეროვნულ წარმართულ "ღმერთებს" სასოებთ? წარმოადგინეთ თქვენი მტკიცებულება!

ღმერთმა სრულიად გვაუწყა ჩვენ მომავალზე, როგორც სახარებებში, ასევე უშუალოდ, მაცხოვრისგან სულიწმიდის მიმღებ იოანე მოციქულისგან მის "გამოცხადებაში". იკითხეთ, გააანალიზეთ ისტორია და ნახეთ წინასწარმეტყველებათა ნაწილის აღსრულება. წმიდა წერილის პრიზმაში დააკვირდით ჩვენს თანამედროვე მოვლენებს და გაიგებთ, თუ რა გველოდება მომავალში. თუკი დანახვის გარეშე არ შეგიძლიათ ირწმუნოთ, მაშინ, თუნდაც, როგორც მოციქულმა თომამ ირწმუნე უფლის ჭრილობათა განხილვის შემდეგ, თქვენც იხილეთ ადრე ნაუწყები წინასწარმეტყველებანი და აზრზე მოდით მათი აღსრულებისგან.

დასასრულ, მოგიყვებით ერთი აღმოჩენის შესახებ, რომელიც წმიდა წერილის კითხვისას შემხვდა. ზაქარია წინასწარმეტყველის ხილვაში ოთხი ეტლის შესახებ, რომელიც სპილენძის ორი მთიდან გამოდიოდა (ზაქ. 6) ნათქვამია: "შეხედე, ჩრდილოეთის ქვეყნისკენ გასულებმა დააცხრეს ჩემი სული ჩრდილოეთის ქვეყანაში" (ზაქ. 6:8). მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადებაში" შვიდი ეკლესიისადმი მიმართვის შემდეგ ნათქვამია: "შემდგომ ამისა, გავიხედე და, აჰა, კარი გაიღო ცაში, და ხმამ, რომელიც თავდაპირველად ჩამესმა, როგორც ხმა საყვირისა, მითხრა: ამოდი აქ და გიჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდეგ" (აპოკ. 4:1). შედეგად "ეკლესიები" - ეს უფლის მიერ დაარსებული ერთი ეკლესიის (იხ. მათე 16:18) მიწიერი არსებობის განსაზღვრული პერიოდებია. ანდრია კესარიელის განმარტებით ეკლესიის ისტორიის კონკრეტულ პერიოდზე უთითებს ამა თუ იმ ადგილობრივი ეკლესიის სახელწოდება. ასე მაგალითად, "ფილადელფია" ითარგმნება, როგორც "ძმათმოყვარე", ხოლო "ლაოდიკია" - როგორც "სახალხო მმართველობა". აქედან გამომდინარე შეიძლება გავაკეთოთ ასეთი დასკვნა: ეკლესიის ლაოდიკიური პერიოდის თავისებურება - სახალხო მმართველობა, ანუ ადრე დადგენილი მღვდელმთავრობითი იერარქიის უარყოფა ყოფილა. როგორც ცნობილია ამით გამოირჩევიან პროტესტანტიზმის მრავალგვარი განშტოებები. პროტესტანტიზმი გაჩნდა 1520 წელს. ამაზე უწინ "გამოცხადებაში" სიტყვა იყო ძმათმოყვარე ეკლესიის მიმართ. "მცირე გაქვს ძალა", ანუ მაცხოვრის მოდგმა შენში მცირერიცხოვანი იყო. "მაგრამ დაიცავი ჩემი სიტყვა და არ უარყავ ჩემი სახელი". ... ამიტომ, " რაკიღა დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდლის ჟამს, რომელიც მოიწევა მთელს ქვეყანაზე მიწის მკვიდრთა გამოსაცდელად" (აპოკ. 3:10).

გამოიცდება მთელი მსოფლიო, ყველა ხალხი, ხოლო ფილადელფიის ეკლესია ამ განსაცდელს განერიდება... თუკი დაიცავს იმას, რაც მიენდო.

ამით დავასრულოთ ჩვენი გამოკვლევა. გაურკვეველი დარჩა მხოლოდ ერთი - ჩვენი დროის წინასწარმეტყველებათა ჭეშმარიტების საკითხი: რა ვირწმუნოთ, როგორი კრიტერიუმები გვაქვს წინასწარმეტყველებათა ჭეშმარიტების შესამოწმებლად და სხვა. მაგრამ, ეს უკვე ცალკე გამოკვლევის თემაა, ცალკე სტატიის თემაა...

წყარო: cont.ws
Назад к содержимому