ანტიერეტიკონი - როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც გაბატონებულია მწვალებლობა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანტიერეტიკონი
ღირ. თევდორე სტოდიელის სწავლება
თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც გაბატონებულია მწვალებლობა


ამონაწერები ღირ. თევდორე სტოდიელის თხზულებებიდან
წმიდა თევდორე სტოდიელი
წინათქმა


ღირ. თევდორე სტოდიელი, ქრისტეს უდიდესი აღმსარებელი, ღმრთის სადიდებლად ცხოვრობდა და მოსაგრეობდა ათას წელზე მეტი ხნის წინათ (759-826) ორი მწვალებლობის ბატონობისა და დევნულების დროს, რომელთაგან უკანასკნელი - ხატმებრძოლური, რომელიც VII მსოფლიო კრებამ დაგმო (787 წ.), გამოირჩეოდა მართლმადიდებლობისადმი განსაკუთრებული მძვინვარებითა და დევნულებით. ღირ. თევდორე ერთ-ერთი ურყევი მებრძოლი იყო ამ მწვალებლობის წინააღმდეგ, რის გამოც გამუდმებულ დევნასა და შევიწროებაში, საპყრობილეებსა და გადასახლებებში იყო, არაერთხელ დაუქვემდებარებიათ იგი სისხლიანი ტანჯვა-წამებისთვის.

მაგრამ, ჭეშმარიტი მართლმადიდებლური საწრმუნოების ეს ურყევი სვეტი ყველგან ავრცელებდა თავის წერილებს (და სხვა თხზულებებს), რომელშიც არა მარტო უარყოფდა ცრუსწავლების წარმწყმედელობას და განამტკიცებდა მართლმადიდებელთ, არამედ ჭეშმარიტი ეკლესიის დასაცავად დაუღალავად გადმოსცემდა და ნერგავდა იმ დროის აღმსარებელთა და მოწამეთა ფარულ კრებებზე მიღებულ ქცევის წესებს. ამ წესებსა და სწავლებებს განსაკუთრებული მნიშნელობა აქვთ დღეს, ბოლო ჟამის პირობებში მცხოვრებ მართლმადიდებელთათვის, როდესაც ფეხს იკიდებს და მტკიცდება ანტიქრისტეს რელიგია, ყველაზე უმზაკვრესი და უსასტიკესი. მხოლოდ ამ მამებისეულ-აღმსარებლური მკაცრი განწესებების განუხრელი დაცვით არის შესაძლებელი ჭეშმარიტი ეკლესიის დაცვა, როდესაც გვიახლოვდება ჟამი უკანასკნელი, ჟამი ანტიქრისტესი, რომელიც არის "კაცი იგი უშჯულოებისაჲ, შვილი იგი წარსაწყმედელისაჲ" (2 თესალონიკ. 2:3).

მოკლე გადმოცემა ღირ. თევდორე სტოდიელის მიერ მოცემული ქცევის იმ წესებისა, რომლებიც საჭიროა დავიცვათ როდესაც ბატონობს ერესი.


1. გამოკვლევა

არ შეიძლება ვინმესთან სულიერ ერთობაში შესვლა წინასწარი გამოკვლევის გარეშე თუ ვინ არის ის კაცი, ვისთანაც საქმეს ვიჭერთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს სასულიერო პირებთან მიმართებაში.

ღირ. თევდორე სტოდიელი ამბობს:

"მართლმადიდებელი პრესვიტერის შესახებ (წმიდა მამა აქ გულისხმობს მღვდელს, რომელსაც გააჩნდა სჯულიერი ხელდასხმა, ამიტომაც ხმობს მას მართლმადიდებლად - ავტ.), რომელიც დევნულების შიშით იხსენიებს მწვალებელ-ეპისკოპოსს, ადრეც გიპასუხე, თუმცა კვლავ გაგიმეორებ: "თუ ის არ მსახურობს (ან არ უმსახურია!) მწვალებელთან ერთად და თუ მას არა აქვს (და არ ჰქონდა) თანაზიარობა ამგვარ ადამიანებთან, უნდა მივიღოთ ერთობაში ფსალმუნთგალობის დროს (ოღონდ არა როგორც მოქმედი მღვდელმსახური!), საჭმლის კურთხევაში და ისიც იკონომიით (ანუ შემწყნარებლობით), მაგრამ არა საღმრთო ევქარისტიაში".

აქ ღირსი მამა მსჯელობს მართლმადიდებელ მღველმსახურზე, რომელიც თვითონ მწვალებლობაში არ ყოფილა, მაგრამ მხოლოდ იხსენიებდა ეპისკოპოსს, რომელსაც თანაზიარობა ჰქონდა მწვალებლებთან. უკვე ამისთვის მას უკვე უნდა ჩამორთმეოდა ღმრთისმსახურების უფლება. აი, ასეთი მკაცრი იყო, ღირ. თევდორე!...

შემდეგ, ზემოთდამოწმებული სიტყვების შემდეგ, ღირ. აღმსარებელი ბრძანებს:

"როდესაც მწვალებლობა ბობოქრობს, უეჭველად უნდა გამოვიკვლიოთ ჩვენთან მოსული პიროვნების ვინაობა, მივიღოთ აღსარება და დავჯერდეთ მას (მის განცხადებას - ავტ.), თუ ის აშკარად არ ცრუობს. რადგან შემიძლია გითხრა, რომ მამათა გადმოცემით, როდესაც მწვალებლობა არ ბობოქრობს, არ არის წესი ჩვენთან მოსული ადამიანი, თუ აშკარად მხილებული არ ყოფილა მწვალებლობაში, მიმოწვლილვით გამოვკითხოთ. დღეს კი იშვიათად თუ იპოვი ისეთ პრესვიტერს, რომელსაც მწვალებლებთან ერთობა არ ჰქონოდა" (Творения преподобного отца нашего и исповедника Феодора Студита. Том. 2, часть 1, письмо 49. К Навкратию сыну, стр. 286. СПб. 1908).

ღირს თევდორე სტოდიელს ჰკითხეს "ქრისტეს მოყვარე ადამიანი თუ მის სალოცავში ღამისთევითი ლოცვის აღსასრულებლად გვეპატიჟება, უნდა ვიმსახუროთ იქ თუ არა და, თუ უნდა ვიმსახუროთ, ვისთან ერთად?" - ღირ. თევდორე პასუხობს:

"უნდა დავეთანხმოთ მოწვევას და წავიდეთ სალოცავად, თუ მოწვევის გამომგზავნი და მგალობლებლი მართლმადიდებლები არიან, და ერთიც და მეორენიც უფრთხიან მწვალებლებთან თანაზიარობას. საჭიროა სალოცავში მსახურებაც, თუ მფლობელი დაამტკიცებს, რომ მასში ჯერ არ ულოციათ ერეტიკოსთ. რადგან ადრე უკვე ვთქვით, რომ დღეს აბობოქრებული მწვალებლობის გამო, ყველაფერი უნდა გამოვიკვლიოთ" (იქვე. გვ. 287).

წმ. აღმსარებელი აგრძელებს სულიერი შვილის, ბერ ნავკრატიოსის კითხვებზე პასუხების გაცემას და ამბობს:

"მართლმადიდებელ ქრისტეანს თუ მიიწვევს რომელიმე მღვდელმსახური ან ერისკაცი საერთო ტრაპეზობაზე და იქ აღმოჩნდება გალობის დროს, როგორ უნდა მოვიქცეთ? მე ადრეც გითხარი და კიდევ გეტყვი: როდესაც მწვალებლობა ბატონობს და ჯერაც არ დამარცხებულა ის მართლმადიდებლური კრებით, როგორც წმიდა ევქარისტიის შემთხვევაში, საერთო ტრაპეზობის დროსაც აუცილებელია გამოვიკვლიოთ ვისთან ვტრაპეზობთ, და ამის გამო არ უნდა შეგვრცხვეს და არ შევაყოვნოთ. ვინმესთან უბრალო პურის ჭამისთვის ან ცალკე ტრაპეზობისთვის, ან ღამის გათენებისთვის არ არის საჭირო გამოძიება; ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ ეს პიროვნება ადრე მწვალებელი ან გარყვნილებაში მხილებული არ იყო. მაგრამ სხვა დანარჩენთან დაკავშირებით კი საჭიროებისდა მიხედვით უნდა გამოვიკითხოთ" (იქვე. გვ. 287).

ამრიგად, ღირ. თევდორეს ზემოთდამოწმებული სიტყვების საერთო დასკვნა ასეთია: ყოვლად დაუშვებელია სულიერ ერთობაში შესვლა ვინმესთან გამოკითხვისა და გამოკვლევის გარეშე. და ამ შემთხვევაში არც უნდა ვყოყმანებდეთ და არც სირცხვილის გრძნობა უნდა გვეძალებოდეს. თუ გამოკითხული პიროვნება მოგვატყუებს, ცოდვა მის სინდისზე იქნება და არა ჩვენზე. ხოლო თუ მართლმადიდებელი ქრისტეანი წინასწარ არ გამოიკვლევს და თანაზიარობას მიეცემა მასთან, ვისთანაც არ მართებდა თანაზიარობა, აქედან გამომდინარე ყველა შედეგს გაიზიარებს.

2. მწვალებლობასთან თანაზიარობა


მწვალებლობასთან და მწვალებლებთან ყოველგვარი თანაზიარობა ეკლესიის სჯულმდებლობით აკრძალულია. ამის თანხმიერად ასწავლიან ეკლესიის ყველა მამები, კერძოდ კი, ღირ. თევდორე სტოდიელი.

"სჯულისკანონი მკაცრად ითხოვს, რათა მართლმადიდებელს არანაირი თანაზიარობა არ ჰქონდეს ურწმუნოებთან და მათ არც ჭამა-სმაში, ან სხვა რამეში არ უნდა ეზიაროს. რადგან იცი ამის შესახებ, შენი სიკეთე დე საღმრთო მოშურნებას მიჰყვეს და სარწმუნოების ბრწყინვალე ნაგებობა საღმრთო მცნებათა ზუსტ აღსრულებაზე დააფუძნოს" (იქვე. часть 2, письмо 184. К Филофею ктитору, стр. 567).

"როგორც ამბობ, ქრისტეს მადლითს ყოველმხრივ ცდილობდი თავი შეგეკავებინა მწვალებლებთან თანაზიარობისგან; მაშ მომავალშიც ასევე შეიკავე თავი; რადგან ამგვარად თუ მოიქცევი ღმრთისადმი შენს სიყვარულსა და ერთობას დაამტკიცებ, ხოლო საწინააღმდეგო საქციელი ქრისტეს განგაშორებს".

მწვალებლებთან თანაზიარობას ღირ. თევდორე სტოდიელი "ქრისტეს უარყოფას" და "სულიერ სიკვდილს" უწოდებს.

"თუ არ იცი, რომ მწვალებლებთან შენი თანაზიარობა და უკეთურებით გატაცება ქრისტეს უარყოფა იყო?" (იქვე. часть 2, письмо 89. К Феофилу игумену, стр. 450).

"ეს მწვალებლობა სხვა არაფერია თუ არა ქრისტეს უარყოფა... ქრისტე აქ სიტყვითაც უარიყოფა და საქმითაც, რაც ძველ მწვალებლობებშიაც კი არ იყო შესამჩნევი" (Там же, часть 2, письмо 49. К отцам гонимым, стр. 405).
"ქრისტესმბრძოლ მწვალებლობასთან შეხვედრა და შეერთება, და თვით მრავალჯერადი თანაზიარობა მასთან - სულიერი სიკვდილია" (Там же, часть 3, письмо 194. Монаху Антонию, стр. 768).

და ეს ყოველივე ღირსმა მამამ თქვა საერთოდ მწვალებლობებთან თანაზიარობის გამო. თუმცა თანაზიარობის ფორმები სხვადასხვა შეიძლება იყოს, ეს მაინც აკრძალულია.


3. მწვალებელთა ტაძრები

ტაძრებში შესვლა, რომლებიც მწვალებელთ უპყრიათ, აკრძალულია. ამის შესახებ წმიდა აღმსარებელი მამა მრავალგზის გვაფრთხილებს:

"არ უნდა შევდიოდეთ ეკლესიებში, რომლებიც მწვალებლებს უპყრიათ, და თუ ტაძარი იქ აღსრულებული ერეტიკული წირვის შემდეგ მართლმადიდებელთა მფლობელობაში გადავა, მართლმადიდებელმა მღვდელმა მართლმადიდებელი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე იქ არ უნდა იმსახუროს" (Там же, часть 2, письмо 152. К Феодору монаху, стр. 528).

"ეკლესიაში უკეთურებს (მწვალებლებმა - რედ.) ერთხელ მაინც თუ უმსახურიათ, მართლმადიდებელ ქრისტეანებს იქ მხოლოდ სალოცავად შესვლა შეუძლიათ, მაგრამ არა საიდუმლოთა აღსასრულებლად, ხოლო თუ მრავალგზის უმსახურიათ ერეტიკოსთ, მაშინ მართლმადიდებელნი ამ ადგილს განეშორონ" (Там же, часть 2, письмо 49. К отцам гонимым, стр. 406).

"შეიძლება თუ არა შევიდეთ მათ (მწვალებელთა -რედ.) სალოცავში სალოცავად, ან შეიძლება თუ არა მასში წმიდა ლიტურგია აღვასრულოთ? - არც ერთი შეიძლება და არც მეორე".

" თუ ისე მოხდება, რომ ეკლესიაში, სადაც მწვალებელთ იხსენიებენ, ხოლო მართლმადიდებელს გააჩნია ოდიკი ან გადასატანი საკურთხეველი, რომელიც შეიძლება დაიდოს იმავე ეკლესიაში და იქაური მღვდლის არყოფნის შემთხვევაში მასზე მართლმადიდებელმა მღვდელმა იმსახუროს?

"შეუძლია თუ არა მართლმადიდებელს, რომელსაც ოდიკი (ტილო, რომელშიც ჩაკერებულია წმინდანის უხრწნელი ნაწილი - რედ.) ან ხის გადასატანი საყდარი გააჩნია, შევიდეს ეკლესიაში, რომლის მღვდელი მწვალებელთ ახსენებს და მისი არყოფნის შემთხვევაში ლიტურგია ამ ეკლესიაში დადებულ თავის საყდარზე აღასრულოს? - არ შეუძლია, უკეთესია ჩვეულებრივ სახლში იმსახურო, რისთვისაც რომელიმე სუფთა ადგილი უნდა შეარჩიო" (Там же, часть 1, письмо 40. К Навкратию сыну, стр. 278).

"შეკითხვა მწვალებლებთან თანაზიარობაში მყოფ მღვდელმსახურთა მიერ შებილწულ ეკლესიაზე: შეიძლება თუ არა იქ შესვლა და ფსალმუნება? - არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიდეთ ასეთ ეკლესიებში ლოცვისთვის; რადგან წერილ არს: "და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად" (მათე 23:38). წმ. ბასილი დიდის თქმით, როგორც კი მწვალებლობა ეკლესიაში შემოიჭრება, იმ ადგილს მფარველი ანგელოზი განშორდება (იხ. წერილი CCXXX. Творения в рус. переводе, т. VII М. 1982, стр. 168) და იგი უბრალო სახლად გარდაიქცევა. "შევიძულე კრებული უკეთურთა და ბოროტთა გვერდით არ დავჯდები" (ფსალმ. 25:5) - ბრძანებს ფსალმუნთმგალობელი. მოციქულიც ბრძანებს: "რამ შეუთავსოს ღვთის ტაძარი კერპებს?" (2 კორინთ. 6:16).

"შეკითხვა ეკლესიათა შესახებ, რომლებიც მწვალებლებთან თანაზიარობაში მღვდლების მიერ არის შებილწული, მაგრამ მათ მფლობელობაში არ იმყოფება: შეიძლება თუ არა იქ შესვლა ლოცვისა და გალობისთვის? - დიახ, შეიძლება შევიდეთ ასეთ ეკლესიებში სალოცავად და ღმრთისმსახურების ჩასატარებლად, თუკი ისინი მომავალში მწვალებელთაგან მეტად აღარ შეიბილწებიან და მართლმადიდებლები მათ სამუდამოდ დაეუფლებიან. ასეთი შემთხვევისთვის დადგენილია, რომ ეკლესია შესაბამისი ლოცვების კითხვით გახსნას შეუცდენელმა (უბიწო) ეპისკოპოსმა ან მღვდელმა, და თუ ასე მოხდება, იქ ლიტურგიის ჩატარება არ აიკრძალება. ამის მაგალითად გამოდგება წმ. ათანასე, რომელიც იმპერატორ კონსტანციუსის თხოვნას, ალექსანდრიაში არიანელებისთვის შესაკრებელად დაეთმო ერთი ტაძარი, იმ პირობით დაეთანხმა, თუკი მიიღებდა იგივე წყალობას და კონსტანტინოპოლში მართლმადიდებლებსაც შესაკრებლად მიეცემოდათ არიანელთა კუთვნილებაში მყოფი რომელიმე ტაძარი" (Там же, часть 3, письмо 214. К Мефодию монаху, стр. 622-626).

ამრიგად, საზოგადო დასკვნა ნათელია: ტაძრებში, რომლებიც მწვალებლებს უპყრიათ ან ადრე ეპყრათ, ლოცვისა და ღვთისმსახურებისთვის გამოუსადეგარია და იქ არ უნდა შევდიოდეთ. ამგვარი რამ შესაძლებელია მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ამ ტაძარს მართლმადიდებელი ეპისკოპოსი ან მღვდელი თავიდან განწმენდს. სანამ ეს არ მოხდება, ყოფილი ტაძარი - უბრალო სახლია და მეტი არაფერი.


4. წმინდანთა ნაწილები


ტაძრებთან დაკავშირებულ საკითხებთან ახლოს დგას ღმრთის წმინდანთა უხრწნელი ნაწილების თაყვანისცემის საკითხი, როდესაც ისინი მწვალებელთა მფლობელობაში იმყოფებიან. პასუხი ამ შემთხვევაშიც უარყოფითია.

როგორც ღირ. თევდორეს პასუხიდან ჩანს, ტაძარში წმინდანთა ნაწილების თაყვანსაცემად შესვლა აკრძალული არ არის, როგორც ამას ზოგიერთი განმარტავს, არამედ აკრძალულია საძვალეში ან აკლდამებში ლოცვა მწვალებლებთან ერთად. შედეგად, იმ დროს, როდესაც ტაძარში არ იმყოფებიან ერეტიკოსები წმინდანთა თაყვანისცემა და მათ წინაშე ლოცვა დასაშვებია.
ღირ. თევდორე წერს:

"წმინდანთა უხრწნელი ნაწილების შესახებ: შეიძლება თუ არა შევიდეთ მათ საძვალეებში, ან საფლავებში და თაყვანი ვცეთ მათ, თუ ისინი მწვალებელ მღვდლებს უპყრიათ? - კანონი კრძალავს ამგვარ საძვალეებში შესვლას, გარდა აუცილებელი შემთხვევისა და ისიც მხოლოდ წმინდანთა თაყვანსაცემად" (იქვე. წერილი 216).


5. მწვალებლობაში გარდაცვლილთა მოხსენიება

ვინმე თუ მწვალებლობაში გარდაიცვლება, მისი მოხსენიება არ შეიძლება

ამის შესახებ ღირ. თევდორე სტოდიელი ბრძანებს: "იმავე საკითხზე, რომელიც ახსენე, ანუ ვინმეს მოხსენიებასთან დაკავშირებით უნდა იცოდე, რომ თუ მას ადამიანური შიშის გამო თანაზიარობა ჰქონდა მწვალებლობასთან, მაგრამ სიკვდილის წინ შეინანებს, მიიღო ეპითემია და ამგვარად, კვლავ მართლმადიდებლებთან თანაზიარობაში შევიდა და გარდაიცვალა, ბუნებრივია, მას მართლმადიდებელთა მოსახსენებლებში ჩავწერთ, რადგან ჩვენი სახიერი ღმერთი, თავისი კაცთმოყვარებით, შემცოდის სიკვდილისწინა სინანულსაც შეიწყნარებს და მას იმქვეყნად გაასამართლებს. ამიტომაც, თუ ასე იყო, ამგვარი ადამიანის ლიტურგიაზე მოხსენიება შესაძლებელია. მაგრამ თუ არაფერი ამდაგვარი არ ყოფილა, და ადამიანი მწვალებლობას სიკვდილამდე თანაეზიარებოდა, თანაც ისე, რომ ვერც სინანული მოასწრო და ვერც უფლის პატიოსან ხორცსა და სისხლს ეზიარა, - არამედ მწვალებელთა ზიარების ამარაღა დარჩა, მათი ზიარება კი სულაც არ არის ქრისტეს ხორცი, - არ შეიძლება მისთვის წესის აგება და ლიტურგიაზე მოხსენიება, - რადგან დაუშვებელია საღმრთო საგნების გამასხარავება და ამგვარზე მლოცველმაც რომ არ ისმინოს ღმრთის მრისხანე სიტყვა: "ითხოვთ და ვერ იღებთ, იმიტომ, რომ ბოროტად ითხოვთ" (იაკ. 4:3). სხვას ვერაფერს გეტყვი. "რა აკავშირებს სამართლიანობასა და ურჯულოებას? რაა საერთო ნათელსა და ბნელს შორის?" (2 კორ. 6:4)? როგორ არის შესაძლებელი მართლმადიდებელთა შორის მოვიხსენიოთ ის, ვისაც მართლმადიდებლობასთან, თუნდაც უკანასკნელ საათში, თანაზიარობა არ ჰქონია? რადგან სადაც მიასწრეს იქ განისჯება, და რომელი მიმართულებითაც გავიდა ამ ქვეყნიდან მარადიულ ქვეყანაში, იქვე დამკვიდრდება" (Там же, часть 2, письмо 198. К Дорофею сыну, стр. 596).

სხვა წერილში, რომელში ზოგიერთი საკითხია განხილული, ღირსი მამა გვარიგებს:

"კითხვა 1: შეიძლება თუ არა ეკლესიაში მივიტანოთ შესაწირავი ან აღვასრულოთ ღამისთევა, ან ლოცვა გარდაცვალებული პრესვიტერის, დიაკვნის და წიგნისმკითხველის სახელზე, რომლებიც, მართალია, მართლმადიდებლური ცნობიერებისანი იყვნენ, მაგრამ ადამიანური შიშის გამო თანაზიარობა ჰქონდათ ერეტიკოსებთან?

პასუხი: თუ ისინი სიკვდილამდე მწვალებელთა (ერეტიკოსთა) თანაზიარნი დარჩნენ, მაშინ, არა! მაგრამ, სიკვდილის წინ თუ შეინანეს და აღიარეს, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა შიშმა აიძულათ _ შეიძლება; და მესამეც, ყოველივე ზემოთთქმულის აღსრულება ნებადართულია, თუ ისინი მართლმადიდებლურ წმიდას საიდუმლოებებს ეზიარნენ.

კითხვა 2: როგორ მოვიქცეთ იმ ბერ-მონაზონთა მიმართ, რომლებიც ხსენებულთა მსგავსად, ერეტიკოსებთან თანაზიარობაში გარდაიცვალნენ?

პასუხი: ზემოთ ჩამოყალიბებული პასუხი დაცულ უნდა იქნას მათ მიმართაც, და ეს ერისკაცებს, კაცებს, ქალებს და ბავშვებსაც ეხება. და ეს ყოველივე გარდაცვალებულთათვის ითქვა. მაგრამ, თუკი ვინმე ზემოთ ხსენებულთაგან ჯერ კიდევ ცოცხალია, ნანობს თავის საქციელს, ამ ჟამიდან უკუაგდებს შიშს და სიმართლისთვის ტანჯვასაც არ შეუშინდება, თუ პრესვიტერი ან დიაკვანია, მართლმადიდებლური კრების მოწვევამდე აეკრძალოს ღმრთისმსახურება და საკადრისი ეპითემიის შემდეგ წმიდა, მართლმადიდებლურ საიდუმლოს (იგულისხმება ევქარისტიის წმიდა საიდუმლო _ მთარგმნ.) ეზიაროს. ხოლო ეპითემია გულისხმობს წმ. საიდუმლოთაგან განყენებას იმ ვადით, რა დროითაც დაუწესებენ ეპითემიას, რამეთუ კონკრეტულად ამის შესახებ ლაპარაკი ძნელია, რადგან ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, როგორც პიროვნულად, ასევე ცნობიერებით, საქმიანობით და ასაკითაც. ამის ჩამდენი თუ ბერი იქნეს ან წიგნის მკითხველი, ან მონაზონი, ეპითემიის შესრულების შემდეგ მას მყის უნდა მიეცეს წმ. ღვთაებრივი ზიარება; ამას ვიტყვი ერისკაცთა: კაცების, ქალების და ბავშვების შესახებაც, თუმც, ცხადია, რომ აქაც უნდა დავუშვათ განსხვავება პიროვნების, ღირსების და ასაკის შესაბამისად. ასე რომ, წმ. საიდუმლოებებთან უზიარებლობის ეპითემიას, დასასჯელის შეძლებისამებრ, ემატება ლოცვები და მუხლმოყრები, ასევე თავშეკავებანი საკვებისგან (Там же, часть 3, письмо 220. Разрешение различных вопросов, стр. 630-634. ქართულად იხილეთ აქ: ღირ. თევდორე სტოდიელი. "სხვადასხვა საკითხთა გადაწყვეტა").

და კიდევ:

კითხვა 18: რამდენად დასაშვებია ლიტურგიაზე საკუთარი მამის მოხსენიება?

პასუხი: გინდ მამა იყოს შენი, გინდ დედა ანდა ძმა, ან სხვა ვინმე, სიკვდილამდე ერეტიკოსებთან თანაზიარობაში მხილებული, როგორც უკვე წინა თავში ვთქვი, ლიტურგიაზე არ მოიხსენიება. თუმც თითოეულს შეუძლია თავის გულში ილოცოს მათთვის და გასცეს მოწყალება მათ სახელზე, რამეთუ შეუძლებელია, ის, ვინც სიცოცხლეშივე მწვალებლების თანაზიარი იყო და ამავე მდგომარეობაში დაიკრძალა, მართლმადიდებლური ღმრთისმსახურების მოსახსენებლებში შევიტანოთ. ნუმც იყოფინ!" (იქვე).

ამრიგად, ზოგადი წესი ასეთია: არ შეიძლება საეკლესიო მოხსენიება მათი, ვინც მწვალებლობასთან თანაზიარობაში მყოფი გარდაიცვლება.

მწვალებელთა საიდუმლოებები არაჭეშმარიტია. ეს "საიდუმლოებანი" განწმენდას კი არ ანიჭებენ ადამიანს, არამედ ბილწავენ მის სულსაც და სხეულსაც.


6. მწვალებელთა სამღვდელოება.

ვინც მწვალებელთაგან მიიღებს მღვდლობას, მას საეკლესიო ხარისხი არ გააჩნია

ღირ. თევდორე სტოდიელი ამასთან დაკავშირებით ბერ ნავკრატიოსს წერს: "კარგად უპასუხე შენ პრესვიტერსა და იღუმენს, რომ მღვდელმსახურებისგან განყენებულნი არიანი ისინი, ვინც დღეს მწვალებელი ეპისკოპოსის მიერ არიან ხელდასხმულნი, თუნდაც ამბობდეს, რომ კრება უსამართლო იყო და დავიღუპეთ. რადგან, თუკი ამას აღიარებდა, რატომ არ გაექცა წარწყმედას, არ განუდგა მწვალებლობას, რათა დარჩენილიყო ღმრთის ეპისკოპოსად?... მაგრამ, რაკიღა კვლავ მწვალებლობაში იმყოფება და მწვალებლეს იხსენიებს, საღადაც რომ აზროვნებდეს, შეუძლებელია მისგან ხელდასხმულები ღმრთის ჭეშმარიტი მსახურები იყონ" (იქვე.часть 1, письмо 40. К Навкратию сыну, стр. 288) (აქ აუცილებელია შევნიშნოთ, რომ ღირ. თევდორეს შესაძლოა მხედველობაში ჰქონოდა ისეთი ადამიანები, რომლებმაც იციან მართლმადიდებელთა მხარის ვინაობა, მაგრამ არ გადადიან მართლმადიდებელთა მხარეს, რამეთუ ხელდასხმის მიღება მწვალებელთაგან უფრო ეადვილებათ. ასეთთა ხელდასხმებს სხვა მამებიც უარყოფდნენ. საზოგადოდ კი, იკონომიით, მწვალებელთა საზოგადოებებში ხელდასხმულთა მიღება დასაშვებია მირონცხებით, თუ მათ ნათლისღების საიდუმლო დარღვეული არა აქვთ - რედ.).

და სხვაგანაც წერს:

"განა არ იცით, რას ამბობს იგივე მამა (ბასილი დიდი) თავის სხვა წერილში? – "არ ვცნობ ეპისკოპოსად იმას, და არ განვაკუთვნებ ქრისტეს მღვდლებს იმ ადამიანს, ვინც ბილწი ხელებით, სარწმუნოების დასაქცევად იქნა აღსაყდრებული მწყემსად" (Письмо Василия Великого 232). ამდაგვარნი არიან დღეს ისინი, ვინც არა უცოდინრობით, არამედ ძალაუფლების მოყვარებით იჭრებიან საეპისკოპოსო საყდრებზე, ნებაყოფლობით აქცევენ ზურგს ჭეშმარიტებას და სამაგიეროდ უკეთურებისგან ღებულობენ ხელდასხმას" (იქვე. Там же, часть 2, письмо 11. К Навкратию сыну, стр. 343).

და ბოლოს, პასუხი ბერ მეთოდეს (კითხვა 13-ე):

დანაშაულში ჩავარდნილი და (საეკლესიო) კრების მიერ თავისი პატივისგან დამხობილი ზოგჯერ ხელს დაასხამს პრესვიტერს და ეს პრესვიტერი მონასტერში მისვლის შემდეგ თავისი იღუმენისგან დროებით მიიღებს ეპითიმიას, რომლის შემდეგ ღმრთისმსახურებას შეუდგება, შეიძლება თუ არა შევიწყნაროთ ასეთი მღვდელი, მითუმეტეს თუ უდანაშაულოა?

პასუხი: ამგვარი უაზრობა არც უნდა გეკითხათ, რადგან ქრისტემ ბრძანა: "არ შეუძლია ვარგის ხეს უვარგისი ნაყოფის გამოღება და უვარგის ხეს ვარგისი ნაყოფის გამოღება" (მათე 7:18). ამიტომაც, იღუმენისგან კი არა, წმინდანისგანაც რომ მიიღოს ეპითიმია, მას მაინც არ მიეცემა ღმრთისმსახურების უფლება. ის არ არის მღვდელი და მისი გამხსნელი არ არის წმინდანი, რამეთუ ასეთ შემთხვევაში დაირღვევა და გაუქმდება ყველა კანონიკური განწესება (Там же, часть 3, письмо 216. К Мефодию монаху, стр. 622-626).

დასკვნა ნათელია: თუ მწვალებლობაში, რომლის შესახებაც მსჯელობს ღირ. თევდორე სტოდიელი, არ არის ჭეშმარიტი სამღვდელოება, მით უფრო არ შეიძლება ის იყოს დღეს მოქმედ ანტიქრისტესეულ სამღვდელოებაში, რომლებიც კარს უღებენ ყოველგვარ მწვალებლობას და ლოცულობენ მათთან ერთად.


7. გაბატონებული მწვალებლობა


წმიდა აღმსარებელი ბრძანებს:

"საზოგადოდ მწვალებლობანი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან სახელწოდებებით, დროით, ადგილით, რაოდენობით, ხარისხით, ძალითა და საქმიანობით, ეშმაკის მიერ მოქსოვილი ერთგვარი ჯაჭვივითაა: ისინი ერთმანეთს მიჰყვებიან და დამოკიდებულნი არიან ერთ თავზე, რომელიც არის უკეთურება და უღმრთოება (Там же, часть 1, письмо 40. К Навкратию сыну, стср. 286).

"დღევანდელი მწვალებლობა - ქრისტეს უარყოფაა" (იქვე. часть 3, письмо 213, стр. 777).

"ეს არის - უმძიმესი მწვალებლობა" (Там же, часть 1, письмо 48, стр. 296).

"ეს უბრალო მწვალებლობა კი არ არის, არამედ ქრისტეს უარყოფაა" (Там же, часть 3, письмо 213, стр. 777).

ამიტომაც: "ისინი არ არიან ღმრთის ეკლესია... ეს არ არის ღმრთის ეკლესია" (Там же, часть 1, письмо 43. К брату Иосифу и архиепископу, стр. 293).

ამრიგად, თუკი ქრისტეს აღმსარებელი და ღირსი იღუმენი ასე მსჯელობს მის დროს არსებულ ორ მწვალებლობაზე - მემრუშეთა და ხატმებრძოლთა, რაღა უნდა ვთქვათ ჩვენს თანამედროვე მწვალებლობაზე, რომელიც უფრო ზუსტი აზრით არის ანტიქრისტეანობა და ღმრთისგან განდგომა?!


8. ზიარება

ა) მწვალებლებში ის კი არ განწმენდს, არამედ ბილწავს. ის არ წარმოადგენს სულიერ საკვებს, არამედ სულის შხამია. ასე ბრძანებს ღირ. თევდორე სტოდიელი.

"მწვალებლებთან თანაზიარობა (მათ ევქარისტიაში) - არ წარმოადგენს საღმრთო საიდუმლოს ზიარ პურს, არამედ საწამლავს, რომელიც მართალია სხეულის არა, მაგრამ სულის დამაბნელებელი და დამაბინძურებელია" (Там же, часть 2, письмо 24. К Игнатию сыну, стр. 366).

"როგორც ღვთაებრივი პური, რომელსაც მართლმადიდებლები ეზიარებიან, ყველა მის მოზიარეს ერთ სხეულად შეიქს, ასევე მწვალებელთა პურიც (ზიარება - რედ.), მასთან მოზიარეთ ერთ სხეულადაც კრებს და ერთმანეთთაც აზიარებს, რომელიც ქრისტესთვის საძულველია" (Там же, часть 2, письмо 154. К Никите игумену, стр. 532).

"უნდა გავექცეთ მწვალებელთა ზიარებას, რათა არ დავაბნიოთ სიკეთე და სამაგიეროდ ბოროტი არ მოვიმკათ, არ გავცეთ ნათელი და მივიღოთ ბნელი. მწვალებლები და მათთან მოზიარენი ქვეყნიერების ყველა სიკეთესაც რომ გპირდებოდნენ, გაექეცი, რადგან მტრები არიან ღმრთის და არა მეგობარნი" (Там же, часть 2, письмо 32. К Фалелею сыну, стр. 375).

"ჭეშმარიტად მთელი სამყარო ერთი ადამიანის სულსაც კი ვერ შეედრება, იმ ადამიანის სულს, ვინც გაურბის მწვალებლებთან თანაზიარობას და ყოველგვარ ბოროტებას. ხოლო ერთთანაც და მეორესთანაც თანამოზიარე წააგავს თივას და შეშას, რომელსაც საუკუნო განკითხვის ცეცხლი დანთქავს, ხოლო თავად ამ ბოროტების მოთავეებს დაუფერფლავად შეინარჩუნებს ისე, რომ მარადის ალმოდებულნი და დატანჯულნი საუკუნოდ არც დაიწვან და არც განიწმინდონ ამ ცეცხლისგან" (იქვე).

"ასეთ ვითარებებში, შხამიან (მწვალებელთა - რედ.) ევქარისტიაში მონაწილე განა არ იქნება მტერი ღმრთისა და განდგომილი, თუ სინანულით არ მოექცევა უკან? - ასეთია ჭეშმარიტება: მისთვის ჰკლავდნენ მოწამეებს, რომლებიც ჭეშმარიტების დასაცავად ითმენდნენ ათასგვარ ტანჯვა-წამებას" (Там же, часть 2, письмо 154. К Никите игумену, стр. 532).

"და მართლაც, ძმაო, - ეს არის უფსკრული და ქსელი ეშმაკისა. მწვალებლებთან ურთიერთობა, ამ ქსელში გაბმულს განაშორებს უფალს და შორს აყენებს ქრისტეს სამწყსოსგან. როგორი განსხვავებაც არის ნათელსა და ბნელს შორის, ისეთივე განსხვავებაა მართლმადიდებლურ და მწვალებლურ ზიარებას შორის. პირველი - განწმენდს, მეორე კი - აბნელებს; პირველი ქრისტესთან აერთებს, მეორე კი - ეშმაკთან; პირველი აცხოველებს სულს, მეორე კი - ჰკლავს. კარგად იქცევი თუ სიცოცხლის წყაროსკენ მიისწრაფვი, და არ ეწაფები უკეთურების სასმელს, რომლის ბოლო მარადიული სიკვდილია" (Там же, часть 3, письмо 154. Куратору Константину, стр. 742-743).

გარდა ამისა, მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ დამოწმებულ ადგილებში ღირ. თევდორე სტოდიელი "თანაზიარებაში" გულისხმობს სწორედ ევქარისტიის საიდუმლოს, ანუ ქრისტეს ხორცთან და სისხლთან თანაზიარობას.

შედეგად, მწვალებელთა ზიარება - სულაც არ არის მაცხოვნებელი საიდუმლო, არამედ სულიერი შხამია, და მას ისევე უნდა გავექცეთ, როგორც წარწყმედას.

"მწვალებელთ პური ქრისტეს სხეული როდია" (Там же, часть 2, письмо 198. К Дорофею сыну, стр. 596).


ბ) მართლმადიდებელთა ზიარება მწვალებელთა ბატონობისა და დევნულების დროს.


"ზოგიერთი ერისკაცი და ბერიც კი, რომლებსაც ძლიერ სძულთ ან იგლოვენ უსჯულოებას, უღმრთოთა წინაშე შიშის გამო მიეახლებიან მათ ზიარებას და იციან რომ წარწყმდებიან, ჩვენ გვთხოვენ მათი სულებისთვის ლოცვა-ვედრებას. უნდა ვაზიაროთ თუ არა ისინი წმიდა და საღმრთო საიდუმლოთ?

პასუხი: მათთვის ვედრება შეიძლება, მაგრამ არა ზიარება, რასაც გინდა ამბობდნენ და რასაც გინდა გპირდებოდნენ" (Там же, часть 2, письмо 49. К отцам гонимым, стр. 406).

ხოლო თუ ადამიანური შიშის გამო მწვალებლებთან ზიარებული პირმოთნედ იტყვის, რომ როდესაც ეზიარებოდა, მისი გონება ამ ქმედებას არ ეთანხმებოდა, ეს კიდევ უფრო უარესია და საზიანო; რადგან მიუხედავად იმისა, შეგნებული ჰქონდა თავისი საქციელის უკეთურება, შეგნებულად სცოდავდა, ეშინოდა ადამიანისა და არ ეშინოდა ღმრთისა, რომელსაც ძალუძს მისი სულის შთაგდება ცეცხლის გეჰენას" (Там же, часть 2, письмо 154. К Никите игумену, стр. 532).

შემდეგ, სხვა შეკითხვა:

"აქვს თუ არა უფლება მართლმადიდებელ მღვდელმსახურს წმიდა საიდუმლოებებს აზიაროს პრესვიტერი, დიაკვანი, ერისკაცი ან ქალი, ვინც გალობს მწვალებლებთან ერთად, თუმცა მათ საიდუმლოებებს არ ეზიარება?

პასუხი: რაც შეეხება ზიარებას, დე აზიაროს. ოღონდ სამღვდლო პირებს ეპითემიების დადებით, იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ყველაფერში ისინი განშორებულნი იყვნენ მწვალებლობას, ერისკაცებს კი ეპითემიის გარეშე. რაც შეეხება წიგნისმკითხველს, რომელიც ორი წლის განმავლობაში თავს იკავებდა მწვალებლებთან თანაზიარობისგან, სამართლიანად შეუძლია ეზიაროს წმიდა საიდუმლოს, თუნდაც სხვა მხრივ შესაძლოა მწვალებლებთან ურთიერთობით შეეცოდა. თუმც, - ეს ადამიანთა უძლურებისადმი ლმობიერებით ითქვა..." (Там же, часть 3, письмо 220. Разрешение различных вопросов, стр. 630-634).

განსაკუთრებული კითხვა:

"დასაშვებია თუ არა ბერ-მონაზონთა მიერ საკუთარი თავის ზიარება?"

პასუხი: ვისაც არა ჰყავს მღვდლობა საღმრთო შესაწირავს არც უნდა შეეხონ: გარნა მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც ახლო-მახლო არც პრესვიტერია და არც დიაკვანი. ასეთ შემთხვევაში დასაშვებია თვითზიარება.

როგორ? - უნდა აიღოთ წმიდა წიგნი (სახარება) და მასზე გადაჰფინოთ სუფთა ტილო, ან წმიდა დაფარნა, და ღმრთის შიშით დაალაგოთ მასზე წმიდა ძღვენი, გალობის შემდეგ კი მიიღოთ ბაგეებით; ამგვარად ზიარების შემდეგ საჭიროა ღვინოთი პირის მობანვა" (იქვე).


9. ნათლობა


ერთი უეჭველად ნათელია, რომ როგორი გაჭირვებაც უნდა იყოს, არ შეიძლება ნათლობა მწვალებლებთან. ღირსი მამა გვთავაზობს რამოდენიმე გადაწყვეტას:

როგორ მოვიქცეთ ნათლისღებასთან დაკავშირებით, თუკი ახლომახლო არ არის მართლმადიდებლური ეკლესია, ჩვენ კი გვთხოვენ ნათლობას. სად უნდა აღვბეჭდოთ მოსანათლავი, სად მივცეთ მას კათაკმევლობა და სად ნათლისღება? როგორები უნდა იყვნენ მშობლები და მიმრქმელნი?

პასუხი: როგორც უკვე აღვნიშნეთ, მწვალებელთა ეკლესიებში არ უნდა შევიდეთ. ასე რომ, მტკიცედ გვმართებს წესის შესრულება! ოღონდ თუ ახლომახლო არ არის ტაძარი, მოსანათლი უნდა შეიყვანონ სახლის უწმიდეს (ანუ ყველაზე სუფთა) ადგილას და იქ, სადაც დადგამენ წმიდა საყდარს ან მაგიდას, რომელზეც ინებებენ ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებას, დე, შეასრულონ იგი. ხოლო მიმრქმელებად უნდა შევიწყნაროთ ისეთი ადამიანები, რომელთაც თანაზიარობა არა აქვთ ერეტიკოსებთან, ასევე, მშობლებიც არ უნდა იყვნენ მწვალებელთა თანაზიარნი (Там же, часть 3, письмо 220. Разрешение различных вопросов, стр. 630-634).

"როდესაც არ არის ნათლობის მართლმადიდებელი აღმასრულებელი, მოსანათლავი უმჯობესია მონათლოს მონაზონმა, ხოლო თუ არც მონაზონია, მაშინ ერისკაცმა, რომელთაც მხოლოდ უნდა წარმოთქვან ეს სიტყვები: "ინათლება (სახელი) სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა", ვიდრე უნათლავი მოკვდე. და ეს ნათლობა ჭეშმარიტი იქნება, რადგან ის ჭირვებისას ხშირად ხდება დაწესებული კანონისგან გადახრაც, როგორც ეს ძველთაგან ითქვა" (Там же, часть 3, письмо 217. Чаду Игнатию, стр. 780).

ეპისკოპოს ანტონისადმი მიწერილ წერილში, რომელიც ერთ მონაზონს ადანაშაულებდა, რომ მან მღვდლების გვერდის ავლით ერთი ყრმა მონათლა, ღირ. იღუმენი თევდორე სტოდიელი განმარტავს, რომ ბერმა თვითნებურად და ძალაუფლებისადმი სიყვარულით როდი მიიტაცა ყრმის ნათლობის უფლებამოსილება, არამედ გამოუვალი მდგომარეობის გამო და სხვათა დაჟინებული მოთხოვნით. "მას რომ მღვდლებისთვის გვერდი აევლო, როგორც შენ ამბობ და მღვდლების იქ არსებობის შემთხვევაში უგულებელეყო მათი მყოფობა, სხვა ეპითემიების გარდა, მღვდლობის პატივსაც ვერასოდეს ეღირსებოდა; და ამას ითხოვს სამართლიანობა. ხოლო თუ ისე იყო საქმე, როგორც მოწმეები და თვით საიდუმლოს იძულებით აღმასრულებელნი ჰყვებიან, და თუ არსებობდა ორი უკიდურესობა: ან მომკვდარიყო ყრმა მოუნათლავად, რაც ორი სხვა ყრმის შემთხვევაში მოხდა, როდესაც ის (ანუ ბერი - რედ.) არ დაემორჩილა ხალხის მოთხოვნას, ან ღვთისმოსაობის დამცველები გაქცეულიყვნენ ერეტიკოსებთან: მე, ცოდვილი მონა ღვთისა, ვერაფრის დაწესებას ვერ გავბედავ..." (Там же, часть 2, письмо 157. К Антонию епископу диррайхийскому, стр. 539).

ამ კანონს უნდა მივსდევდეთ ნათლობასთან დაკავშირებით ჩვენს დროს არსებულ მძიმე ვითარებაშიც (ანუ შესაძლებელია ასეთ დროს ადამიანი მონათლოს ერისკაცმა, ოღონდ აღასრულოს მხოლოდ წყალში შთაფლვა წმ. სამების თითოეული იპოსტასის მოწოდებით და სხვა არაფერი - რედ.).


10. მონაზვნობა.

ღირ. თევდორე სტოდიელი განიხილავს ზოგიერთ შემთხვევას, რომელიც შესაძლოა აღმოცენდეს მწვალებლობათა ბობოქრობის ჟამს. კერძოდ, შესაძლოა მოხდეს ისე, რომ ვინმე ბერად აღიკვეცება არაჭეშმარიტ მღვდელთან, რომელიც მწვალებლობისკენ მიიდრიკა (მხედველობაშია მართლმადიდებელთაგან ხელდასხმული, მაგრამ შემდეგ მწვალებლობაში გადასული მღვდელმსახური - ავტ.).

კითხვა: როგორ მივიღოთ მონაზვნები, რომლებიც ბერად აღკვეცეს მწვალებლობით შებილწულმა მღვდელმსახურებმა?

პასუხი: უნდა მივიღოთ ისინი, თუ აღიარებენ, რომ შესცოდეს და გარკვეული ვადით აიღებენ ეპითიმიას. მხოლო ამის შემდეგ აღიბეჭდებიან უბიწო მღვდელმსახურის მიერ.

კითხვა მონაზონთან დაკავშირებით, რომელმაც უცოდინრობით ბერობა მიიღო დამხობილი ეპისკოპოსისგან.

პასუხი: "სხვა ადგილას ნათქვამია, რომ "უმეცრებით ჩადენილი ცოდვა განიწმინდება" (ლევ. თ. 4). ამიტომაც, ამიტომაც, ამდგვართაგან არც ტრაპეზის გაყოფა იკრძალება და არც სხვა რაიმე, რაც თანხმობასა და ძმობას შეეწევა (Там же, часть 3, письмо 216. К Мефодию монаху, стр. 622-626, вопросы 6 и 17).

რაც შეეხება წუთისოფლისგან განშორებას და ბერად აღკვეცას, უარის თქმა საშიშია: რამეთუ უფალი ამბობს: "ჩემთან მოსულს არ გავაგდებ" (იოანე 6:37) და ასევე უბრალოდ და განურჩევლად, გამოცდის გარეშე, ყველას აღკვეცაც როდია მისაღები; რამეთუ, თუკი "არც ერთი მეომარი არ შეიკრავს ხელ-ფეხს ცხოვრებისეული საქმით, რათა თავი მოაწონოს მხედართმთავარს" (2 ტიმ. 2:4), განა უფრო მეტად არ იზამს ამას ღვთივრჩეული მხედრობა - ბერ-მონაზვნობა?

"ხოლო მოუმზადებლად და დარიგების გარეშე აღკვეცა, როგორც უკვე ვთქვით, საშიშია და წარმწყმედელი, როგორც აღკვეცილის, ასევე აღმკვეცელისათვის" (Там же, часть 2, письмо 164. К архимандриту Готфскому, стр. 554).

ბრძენი დიონისეს თქმით, "მონაზვნობა ქალწულების აღთქმაა და მონაზვნური სრულყოფილების საიდუმლოა" (Там же, часть 2, письмо 165. К Григорию сыну, стр. 555).

"ჭეშმარიტი ბერისთვის წუთისოფლისგან განშორება - სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ჯვრის ტვირთვა და ხორცის მოკვდინება" (Там же, часть 2, письмо 60. К Албенеке протоспафарии, стр. 407).
"ვინც ბერობის აღთქმას დებს, აღიკვეცება და შემდეგ წუთისოფელს დაუბრუნდება, ან დაქორწინდება, დაისჯება" (Там же, часть 2, письмо 172. К Исихию пронатарию, стр. 565).

"ბერობის დატოვება იგივეა რაც ნათლობის დატოვება. მაგრამ, ამასაც კი ბედავენ; საშინელია და შემაძრწუნებელი ამის გაგონება" (Там же, часть 2, письмо 164. К архимандриту Готфскому, стр. 554).



მწვალებლობასთან ურთიერთობის ფორმები


11. კურთხევა

არ შეიძლება ითხოვო და მიიღო კურთხევა მწვალებლისგან ან უცნობი მღვდელმსახურისგან


"შეიძლება თუ არა ჩვენთან მოსულ ამბას, სანამ გავარკვევდეთ მის ვინაობას, წმიდაო მამაო ვუწოდოთ და ლოცვები გამოვითხოვოთ მისგან?"

პასუხი: რადგანაც დღეს ყველგან მწვალებლობა ბობოქრობს, გამოუკითხავად არ უნდა მივმართოთ მას: "გვაკურთხე წმიდაო" და არც ლოცვითი შეწევნა გამოვითხოვოთ მისგან. მაგრამ, წმ. ბასილის განწესებებისამებრ, აკრძალული არ არის საზოგადო მისალმება. (იქვე.часть 3, письмо 220. Разрешение различных вопросов, стр. 630-634, вопрос 12).


12. მისალმება

როგორი მისალმებაა დასაშვები და როგორი არა მწვალებლებთან მიმართებაში, და შეიძლება თუ არა მათ ვუთხრათ გამარჯობა, ველაპარაკოთ და მოვიკითხოთ?

"როგორც წმ. ბასილი დიდი ამბობს, არ შეიძლება, რადგან უფალმა აკრძალა საზოგადო მისალმება: შემთხვევით შესაძლოა, მაგრამ უნდა მოვერიდოთ მათთან სიყვარულითა და მეგობრობით მისალმებას, რათა აღსრულდეს ნათქვამი: "ვინც თქვენთან მოდის, მაგრამ არ მოაქვს ეს მოძღვრება ნურც შინ მიიღებთ და ნურც მოიკითხავთ, რადგან ვინც მას მოიკითხავს, მის ბოროტ საქმესაც ეზიარება" (2 იოანე 10) (Там же, часть 2, письмо 49. К отцам гонимым, стр. 406).

განმარტება: შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ აქ ნათქვამი ეწინააღმდეგება ზემოთ ნათქვამს, სადაც წმ. ბასილის მიხედვით "საზოგადო მისალმება აკრძალული არ არის" (ღირ. თევდორე სტოდიელი. წერილი 220), აქ კი ნათქვამია: "უფალმა აკრძალა საზოგადო მისალმება" (მისივე. წერილი 49). პირველ შემთხვევაში ლაპარაკია უცნობი პირისადმი მისალმებაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში - ცნობილისადმი, კერძოდ - მწვალებლისადმი. პირველ შემთხვევაში, ზოგად მისალმებაში, იგულისხმება მოკლე საერო მისალმება თავის მცირედი დახრით, აქ კი - იმ დროს, მართლმადიდებელთა შორის საზოგადოდ მიღებული მისალმება, ქრისტეში სიყვარულით. მწვალებელს არ შეიძლება მივესალმოთ ქრისტეში სიყვარულით, ანუ მართლმადიდებელთათვის სულიერი და საერთო მისალმებით, თუმცა, მწვალებლებს შეიძლება მივესალმოთ საზოგადოდ მიღებული მისალმების წესებით. ამგვარი ქცევის მაგალითს გვაძლევს თვით თევდორე სტოდიელი, როდესაც ჰყვება როგორ შეხვდა საპატიმროში ერთ-ერთ ერესიარხს:

"რადგან აუცილებელ შემთხვევებში საჭიროა იმოქმედო გარემოებებისდა შესაბამისად, - წერს წმიდა მამა, - ჩვენც, როდესაც ხონიელ ერესიარქს შევხვდებით, რადგან იქით გაგვამგზავრეს ჩვენმა შემპყრობლებმა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, - თაყვანი ვეცით (ანუ თავი დავუხარეთ - რედ.) და მივესალმეთ მას"... (იქვე, часть 2, письмо 68. К Ирине патриции, стр. 428).

აქედან გამომდინარე, მწვალებლებთან არ უნდა გვქონდეს მეგობრობა და ქრისტეანთათვის ჩვეული მისალმება, რათა ჩვენს ერთმორწმუნეებს არ გავუტოლოთ მწვალებლები.


13. მწვალებელთაგან მოცემული შემოწირულობა

არ შეიძლება მწვალებელთაგან საჩუქრებისა და შემოწირულობის მიღება. ასევე არ შეიძლება ჩვენც შევწიროთ მათ საჩუქრები ან სხვა რამ

"შენ მთხოვდი რჩევის მიცემას. მოყვასს ბევრი რჩევა შეიძლება მისცე, მაგრამ ყველასთვის საუკეთესოა მისი პირადი აზრი. ჩვენც ამ შეხედულებას მივყვებით და მათგან, ვინც მწვალებლობას ხელი მოაწერა, რაიმე რომც გამოგვიგზავნონ არაფერს შევიწირავთ. ჩვენ მხოლოდ ახლახან გავიგეთ, რომ მათ ხელი მოუწერიათ მწვალებლობისთვის..." (Там же, часть 3, письмо 65. К Навкратию сыну, стр. 677).

განმარტება: ამგვარად, მწვალებელთაგან, და მათგან, ვინც მათთან თანაზიარობაშია, არ გვმართებს შემოწირულობათა მიღება. და პირიქითაც, ჩვენც არ უნდა ვაძლევდეთ მათ რაიმე შეწირულობას.

"რაც შეეხება მამათა და დედათა მონასტრებისთვის განკუთვნილ შეწირულობას, - წერს წმ. მამა, - უნდა გავერკვეთ, თანაზიარობაშია თუ არა შემომწირველი მწვალებლობასთან".

"უნდა ვიგალობოთ თუ არა მათთნ ერთად, ვისაც არა აქვს ერთობა მწვალებლებთან, მაგრამ სხვა მხრივ განურჩევლად ეხებიან მათ, ან შეიძლება თუ არა მათგან შემოწირულობის, სანთლების და ზეთის მიღება?

პასუხი: ისინი თუ სამღვდლო პირები არიან, და თუ მწვალებლებთან არ სწირავენ, მაშინ შეიძლება, თუმცა გარკვეული ეპითიმიების აღებით, ხოლო თუ ერისკაცნი, ეპითიმიის გარეშეც შეიძლება, რამეთუ უნდა არსებობდეს განსხვავება მათ შორის, სამღვდლო წოდების ღირსების გამო".

"შეიძლება თუ არა აღვასრულოთ ლოცვა მათთან თუ გვთხოვენ, ან ვაკურთხოთ ზეთი, ან ავანთოთ სანთელი ან კიდევ მივცეთ და დავლიოთ წმიდა აიაზმა? - პასუხი: თუ მწვალებლები არიან, არა და არა აქვს მნიშვნელობა როგორი რწმენით მოვლენ სიწმიდესთან. რამეთუ რა აქვს საერთო ნათელს ბნელთან" (2 კორ. 6:14) (იქვე. часть 3, письмо 220. Разрешение различных вопросов, стр. 630-634).


14. ტრაპეზობა

მწვალებლობასთან თანაზიარობა აღესრულება საზოგადო ტრაპეზობითაც მწვალებლებტან და არა მარტო საზოგადო სუფრასთან, არამედ საერთოდ, მათ მიერ მოწოდებული საჭმლის ან სასმელის მეშვეობითაც.


"როდესაც მართლმადიდებელი ქრისტეანი მგზავრობს და ისე მოხდა, რომ რომელიმე სასულიერო პირმა ან ერისკაცმა საერთო ტრაპეზზე მიიწვია, იქ კი დაიწყებენ ლოცვას, როგორ მოვიქცეთ?

პასუხი: როდესაც მწვალებლობა ჯერ კიდევ ბობოქრობს და ის არ უმხელია მართლმადიდებელთა კრებას, აუცილებელია გამოვიკვლიოთ, როგორც საღმრთო ზიარების, ასევე საზოგადო ტრაპეზობის დროს ვისთან გვაქვს ურთიერთობა; და ამ მიმართებით არც უნდა შეგვრცხვეს და არც დავაყოვნოთ გამოკითხვა. იმისთვის, რათა უბრალოდ პური (საკვები) ჭამო ვინმესთან, არ ითხოვს გამოკითხვას, ისევე როგორც ვინმესგან გამასპინძლება, ან ღამის გათევა, იმ შემთხვევაში, თუ ადრე შემჩნეული არ ყოფილა მწვალებლობაში ან ზნეობრივ გარყვნილებაში. მაგრამ სხვა დანარჩენთან დაკავშირებით გვმართებს გამოკითხვა.

ერისკაცის ან მღვდლის სახლში, როგორც ითქვა, აუცილებლობის გამო (ვთქვათ თუ შეუღამდა) თავისუფლად შეიძლება ღამის გათევა, ან ცალკე პურის გატეხვა და ყოველივე საჭიროების მიღება, თუკი, როგორც აღვნიშნე, გამასპინძლების მიმღებმა იცის, რომ მასპინძელი არ ეკუთვნოდა უკეთურებს და უსჯულოებს. საჭიროების გარეშე, როგორც გინდა და სადაც გინდა, არ არის კარგი წყალობის მიღება, არამედ უნდა გამოვიკვლიოთ და გავრჩერდეთ მართლმადიდებელთან, და თუ საჭიროა, მისგან მივიღოთ სამოგზაუროდ საჭირო ყოველი დახმარება; რამეთუ, ასე გვამცნებს უფალი თავის წმიდათა მეშვეობით" (იქვე. часть 1, письмо 40. К Навкратию сыну, стр. 287-288).

"თუკი პრესვიტერი ახსენებს მწვალებელს, ძალიანაც რომ გვთხოვდეს, მართლმადიდებლურადაც რომ აზროვნებდეს, თავი უნდა შევიკავოთ მასთან ზიარებისგან და საერთო ტრაპეზისგანაც...".

"ვინც მრუშებთან და მწვალებლებთან განურჩევლად ჭამს და სვამს, არ უნდა ვაზიაროთ ჩვენს საერთო ტრაპეზს, თუნდაც არ ეწინააღმდეგებოდნენ მართლმადიდებელთ. რადგან ისინი არ იცავენ მოციქულის მცნებას, რომელიც ბრძანებს: "ისიც მოგწერეთ, არ შერეოდით იმათაც, ვინც, ასე ვთქვათ, ძმად იწოდება, მაგრამ კვლავინდებურად მემრუშეა ანდა ანგარი, კერპთმსახური თუ მაგინებელი, მემთვრალე თუ მტაცებელი და პურიც კი არ გეჭამათ მასთან" (1 კორ. 5:11). შემდეგ, არ არის საჭირო გამოკვლევა, ხომ არ ტრაპეზობდა იგი იმ ადამიანთან, ვინც თავის მხრივ ტრაპეზობდა მწვალებელთან, ის კიდევ სხვა მწვალებლებთან და ამგვარად თავი განვარიდოთ ყველას. ეს - ნებაყოფლობითი საქმეა, და არა წმიდათა. რადგან ნათქვამია: "აქამომდე მოხჳდე და არა გარდაჰჴდე" (იობი 38:11).

"ხოლო ვისთანაც ტრაპეზს არ ვიყოფთ, მისგან შემოწირულობაც არ მიიღება, მითუმეტეს თუ მან ერთხელ ან ორჯერ შეგონებაც მიიღო ჩვენგან და არ შეისმინა" (იქვე. часть 1, письмо 49. К Навкратию сыну, стр. 307).

"სხვებთან, რომლებსაც უკეთურებთან თანაზიარობა გააჩნიათ იძულებით, შიშის გამო, ან შიმშილის გამო, ან კიდევ იძულებით და თავს მაინც მართლმადიდებლად მიიჩნევენ, შეიძლება თუ არა ტრაპეზის გაზიარება?

პასუხი: არავითარ შემთხვევაში. ამისი უფლება შეიძლება ჰქონდეთ უბრალო ხალხს, თანაც განურჩევლად კი არა, რაღაც აუცილებელი მიზეზის გამო, ისიც იშვიათად".

"შეიძლება თუ არა ზემოთხსენებულთა ნასუფრალის ჭამა იძულებით, ან იძულების გარეშე, რადგან მათზე გამოსახული იქნა ჯვრის ნიში (ანუ ტრაპეზის ჯვარსახოვნად იკურთხა - რედ.)?

პასუხი: თუ მღვდელმა (იგულისხმება მწვალებელი მღვდელი - რედ.) აკურთხა, არა; ხოლო თუ ერისკაცმა, მაშინ იძულების გამო შეიძლება საჭმლის მიღება (იქვე. часть 2, письмо 49. К отцам гонимым, стр. 406). როგორ არის შესაძლებელი უმაღლესი იერარქიული ხარისხის მქონე ემსახურებოდეს წუთისოფელს? როგორ არის შესაძლებელი მართლმადიდებლურ აღმსარებლობაში მოღვაზე ურწმუნოებივით და მწვალებლებივით იქცეოდეს? შენ ამბობ, თითქოსდა ის ამტკიცებს, რომ ეპისკოპოსის სახლში ჯდომა, რომლის პატრონი მიცემულია უკეთურებას, დამაბრკოლებელი არ არის, და ცრუ-ეპისკოპოსთაგან გამასპინძლება სულაც არ ეწინააღმდეგება ღვთისმოსაობას. და როგორ არ ეწინააღმდეგება? წმ. დავითი გალობს: "ზეთი ცოდვილისა ნუ განაპოხებნ თავსა ჩემსა და მერმე ნუცაღა ლოცვა ჩუენი ნებასა მათსა" (ფსალმ. 140:5); ხოლო წმიდა ათანასე გვიბრძანებს არავითარი ურთიერთობა არ გვქონდეს მწვალებლებთან, მათთნაც კი, ვინც მართლმადიდებელია, მაგრამ მწვალებელთ თანაეზიარება.

როგორ არ არის თანაზიარობა იჯდე მწვალებლებთან და მათგან იღებდე გამასპინძლებას? არ არის ასე, საყვარელო. არა თუ ვინმე არ მჯდარიყო მწვალებლებთან ერთად, არამედ მათი სუფრიდანაც რომ მიიღოს შემოწირულობა, ისიც კი თანაზიარს გაგხდითა მათთან... პურის მიმღები, შესაძლოა, იტყვის, რომ მან პური ჭამა მართლმადიდებლობისკენ მოქცეულთან, რომელმაც აღასრულა ეპითემია; მაგრამ ეს ასე არ არის. სანამ მას (მწვალებელს) ეპისკოპოსობა უპყრია, თუნდაც არ მსახურებდეს, სიწმიდეს არ უნდა ეზიარებოდეს. ჭეშმარიტი სინანული ითხოვს მისგან დატოვოს ეპისკოპოსობა და განეშოროს, როგორც ეს ზოგიერთმა გააკეთა; ამგვართაგან კი რაიმეს მიღება უსაფრთხოა და საჭმლის ჭამაც შეიძლება მათთნ" (იქვე. часть 2, письмо 119. К Иакову монаху, стр. 484-485).

განმარტება: მკაცრია კანონი, რომელსაც ღირ. თევდორე სტოდიელი გადმოგვცემს. მაგრამ ეს კანონი წმიდა აღმსარებელთა საერთო აზრით არის მიღებული, რომელთა შორისაც იყო კონსტანტინოპოლის იმდროინდელი პატრიარქი ნიკიფორე. ეს წმიდა აღმსარებელი, ზოგიერთ შემთხვევაში განსაკუთრებულად მკაცრია, როგორც აღნიშნავს ამას ღირ. თევდორე სტოდიელი:

"როგორ არის შესაძლებელი ამ კანონის დარღვევა, და მისი პირობების მიღება (იგულისხმება მწვალებლობასთან თანაზიარობაში მყოფი ერთი პრესვიტერი - რედ.), ახალი კანონის შექმნა ყველასთვის... და ამით წინ აღუდგე ჩვენს ნეტარ და ღვთაებრივ წინამძღოლს (წმიდა პატრიარქ ნიკიფორეს), რომელიც ამგვარ ადამიანებს არათუ ღვთისმსახურების ჩატარებისა, არამედ უბრალო საჭმლის კურთხევის უფლებასაც კი არ აძლევდა, რათა არ დაებრკოლებინა სხვა აღმსარებელნი და განხეთქილება არ შეეტანა მათში, ვინც კანონთა განუხრელი დაცვით გამოირჩეოდა" (იქვე. часть 3, письмо 284 о Евфимию, стр. 817).

მაგრამ, აღმსარებლობის კანონთა მთელი სიმკაცრის მიუხედავად, ღირ. თევდორე სტოდიელი გადამეტებული მოშურნეობისგანაც გვიცავს, რომელიც დაგმეს მოციქულთაც:

"რაც შეეხება სუფრის კურთხევისას ან რაიმე სხვა შემთხვევაში ჯვრის გამოსახვას, რომელსაც დაცემისგან სინანულით აღმდგარი იქმს, კრებითად, შეიძლება ითქვას, განხილულია და წმიდა მამათა მიერ განსაზღვრულია, რომ - ეს კარგი საქმეა და ჩვენ, მორჩილთ სასოებით გვმართებს სხვათათვის ამის განმარტება. ამიტომაც, თუ შენც ინებებნ ამის დაცვას, შეგაქებთ და მოგიწონებთ ამ ქმედებას. ამის უარყოფა, როგორც ზოგიერთი იქმს, ზედმეტი მოშურნეობის საქმეა, კანონიერი საფუძვლები არ გააჩნია და მოციქულთაგანაც უარყოფილია, რადგან ეს არ არის ძმური სიყვარულის გამოხატულება. საინტერესოა, რითი დაამტკიცებენ მათ თავიანთი მოსაზრების სისწორეს, როდესაც არ არსებობს არც ერთი კანონი, რომელიც დაადასტურებდა მათ შეხედულებას და როდესაც არც ერთ ჩვენს იერარქს არ აუკრძალავს ამგვართა შეწყნარება? ეს უფრო სინანულის გმობას და ცხონების უარყოფას ნიშნავს! შეიძლება კი მას, ვინც წმიდა საიდუმლოს ეზიარა და საკუთარ თავზე ჯვარი გამოისახა, აეკრძალოს საერთო ტრაპეზის კურთხევა ცალკე ან ძმობასთან ერთად? (იქვე. часть 2, письмо 139. К Стефану игумену, стр. 512).

მოჰყავს რა მრავალი მტკიცებულება, თუ როგორ ღებულობდა თვით უფალი მონანულებს, ღირ. მამა ბრძანებს: "ვინ შეიძლება იყოს იმ ადამიანებზე უგუნური, რომლებიც მედიდურობით უარყოფენ მონანულთა და შეწყნარებულთა კურთხევას?" (იქვე).

ამრიგად, აღმსარებელთა კანონები კრძალავენ მწვალებლებთან ერთად ტრაპეზობას და მათგან ნებისმიერ გამასპინძლებას, მათ შორის საჭმელ-სასმელსაც.

კვლავ იმავე საგნის შესახებ: ანუ, იმის შესახებ, რომ მწვალებლებთან არ უნდა ვიყოფდეთ ტრაპეზს და არ უნდა ვჭამდეთ და ვსვამდეთ მათთან ერთად.

"კითხვა ბერ-მონაზონთა შესახებ, რომლებიც განურჩევლად ეხებიან ყველა შემხვედრს, ლოცულობენ და ჭამენ მათთან ერთად; შეიძლება თუ არა ამდაგვართა დაშვება საერთო ტრაპეზზე და ფსალმუნთგალობაზე?

პასუხი: როდესაც მოციქული გვამცნებს განვეშოროთ "ყველა ძმას, უწესოდ მოარულს და არა იმ მოძღვრებისამებრ, ჩვენგან რომ მიგიღიათ" (2 თესალონიკ. 3:6), თავად როგორ ვერ განსაჯეთ ამის შესახებ? ამრიგად, თუ თავს შეიკავებენ ცოდვილი მიდრეკილებებისგან და აიღებენ შესაბამის ეპითიმიებს, მაშინ შეწყნარებულნი იქნებიან. თანაც, უნდა გავერკვეთ, ვინ არიან ისინი, ვისაც თქვენ "შემხვედრთ" უწოდებთ, მწვალებლები თუ უკეთურად მცხოვრებნი? ამგვარ ადამიანებზე მოციქული ამბობს: "ისიც მოგწერეთ, არ შერეოდით იმათაც, ვინც, ასე ვთქვათ, ძმად იწოდება, მაგრამ კვლავინდებურად მემრუშეა ანდა ანგარი, კერპთმსახური თუ მაგინებელი, მემთვრალე თუ მტაცებელი და პურიც კი არ გეჭამათ მასთან." (1 კორ. 5:11).

"კითხვა პრესვიტერებთან დაკავშირებით, რომლებსაც მწვალებლებთან ერთხელ ან ორჯერ უჭამიათ, მაგრამ მათი მწვალებლობისთვის ხელი არ მოუწერიათ, არც მათთან ერთად უმსახურიათ; შეიძლება თუ არა მათთან საერთო ტრაპეზობის გაზიარება და ლოცვა ტრაპეზის კურთხევით ან კურთხევის გარეშე?

პასუხი: ამგვარ ადამიანებთან დაკავშირებით ასე უნდა მოვიქცეთ: მღვდელი თუ მწვალებლებლებთან ერთად იტრაპეზებს, ან მართლმადიდებლებთან, რომელთაც ურთიერთობა ჰქონდათ მწვალებლებთან მართლმადიდებლებთან თანაზიარობაში მხოლოდ სინანულის შემდეგ თუ შემოვა. ასევე სინანულის შემდეგ მიეცემა მას მართლმადიდებელთა ტრაპეზის კურთხევის უფლება".

"კითხვა ერისკაცთა შესახებ, რომლებმაც მწვალებლობას ხელი მოაწერეს და თანაეზიარეს მას. შეიძლება თუ არა ამგვარ ერისკაცებთან მართლმადიდებელმა ერისკაცებმა ტრაპეზი გაიყონ?

პასუხი: განურჩევლობა - დედაა ბოროტებისა! "წმიდას ნალახისგან არ განარჩევენ, უწმიდურს გაწმედილისგან არ ასხვავებენ" (ეზეკ. 22:36). ამიტომაც, თუ მართლმადიდებელი ღმრთისმოშურნეა, არ უნდა დაუშვას თავის ტრაპეზზე ამგვარი განდგომილი, სანამ ეპითიმიას არ დაემორჩილება თავისი უკეთური ხელმოწერისთვის და მწვალებლებთან თანაზიარობას არ განუდგება.

მაგრამ, რადგან ზოგიერთი მწვალებლებთან ურთიერთობით გამოუვალი მდგომარეობის ან შემავიწროვებელ ვითარებათა გამო იბილწება, შეიძლება ჩვენს საერთო ტრაპეზზე მათი დაშვება, თუ აღიარებენ, რომ ეს შემთხვევით მოუვიდათ და ნანობენ; თუმცა ესეც განურჩევლად არ უნდა ვაკეთოთ, არამედ გარკვეული პირობებით, რომელიც სარგებლობას მოუტანს ერთსაც და მეორესაც, და არა სულიერ ზიანს" (იქვე. часть 3, письмо 216. К Мефодию монаху, стр. 622-626, вопросы 8, 9 и 10).

"კითხვა ერისკაცთა შესახებ, რომლებიც ეზიარებიან მართლმადიდებელ მღვდელმსახურთან, მაგრამ სხვა დანარჩენში კაცობრივი შიშის გამო ყოველივეში თანაერევიან მწვალებლებს; როგორ მოიქცეს მათთან დაკავშირებით იმან, ვინც საეკლესიო განწესებებს მკაცრად იცავს?

პასუხი: სამღვდლო პირს, კერძოდ, პრესვიტერსა და დიაკვანს, ბერსა და მონაზონს ამდაგვარ ადამიანებთან ტრაპეზობისგან თავის შეკავება მართებს; მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობაში და ვითარებასთან შესაბამის სიტუაციასი შეიძლება ამგვარი რამის დაშვება, თანაც იშვიათად. ერისკაცისთვის კი ამგვარ პირებთან ტრაპეზობა თავისუფლად შესაძლებელია, თუნდაც ისე მოხდეს, რომ ვისთანაც იტრაპეზა მას შიშის გამო ურთიერთობა ჰქონოდა მწვალებლებთან, ოღონდ თავად მართლმადიდებელია. თუმცა, ცოდვა დაუსჯელი რომ არ დარჩეს, შიშის გამო მწვალებლებთან განურჩევლად ურთიერთობაში მყოფს, მცირე ეპითემია მაინც უნდა დაედოს. ეს არის ყოველდღიურად თხუთმეტი დიდი მეტანია, ასევე ლოცვა: "უფალო, მომიტევე ჩემი შეცოდება; ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა ამას; უფალო, შემიწყალე მე. და ასე ორმოცდაათჯერ, ან ორმოცდაათიან ასამდე".

"როდესაც შეგხვდება ერისკაცი, გინდ ქალი იყოს გინდ კაცი, რომელიც უმეცრების გამო მისცემია მწვალებლობას, ან კიდევ მწვალებელთა ოჯახში დაიბადა და გაიზარდა; შეიძლება თუ არა მასთან ერთად საჭმლის ჭამა ან რაიმე საჩუქრის მიღება?

პასუხი: ბოროტგანზრახვით არის მწვალებელი თუ უმეცრებით, საჭმლის ჭამა მათთან დაუშვებელია, ან კიდევ რაიმე შემოწირულობის მიღება; ამგვარი რამ მხოლოდ მაშინ არის დასაშვები თუ უმეცარი შეინანებს თავის შეცოდებას და პირობას დადებს, რომ მართლმადიდებებლი გახდება" (იქვე. часть 3, письмо 220. Разрешение различных вопросов, стр. 630-634, вопросы 5 и 17).

განმარტება: კიდევ ერთხელ გავიმეორებთ წმიდა მამის მკაცრ დასკვნას: არ შეიძლება მწვალებლებთან ერთად ტრაპეზობა და მათგან რაიმე კერძის ან სასმელის მიღება.


15. ხელწერილი.
მწვალებლობასთან თანაზიარობა აღესრულება უკეთური ხელმოწერითაც,
რომელსაც მართლმადიდებელთაგან იღებენ მწვალებლები. ამგვარი ხელწერილი - ჭეშმარიტების გამცემლობაა და უარყოფაა ქრისტესი

"ხელის მომწერ პრესვიტერთადმი" მიწერილ ეპისტოლეში ღირ. თევდორე წერს: "რაოდენ იზარალა შენმა პატიოსნებამ, როდესაც დაეცი ხელწერილით? და რაოდენ იგლოვე ეს დაცემა? რამეთუ ჭეშმარიტად დაცემაა შენი გალაშქრება ქრისტეს ხატების წინააღმდეგ, თუნდაც ხელმოწერით აღსრულებული. ღმრთის კაცო, ამის შესახებ შენი წერილიდან შევიტყვე და ისე თანაგიგრძნე, თანავიგლოვე და ვიღაღადე, როგორც ეს მეგობრულად განწყობილ ადამიანს შეჰფერის... ო, უბედურებავ! თავს დაგვესხნენ და ჩვენც შევუშინდით იმას, რისიც არ უნდა გვეშინოდეს, თუ ჭეშმარიტად გვჯერა სიტყვების: "ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას" (მათე 10:28). ხოლო თუ მეტყვი: როდესაც ხელს ვაწერდი, ვამბობდი, "თაყვანს ვცემ ხატებსო", მაშინ მომიტევე, ძმაო, პილატესაც უდანაშაულოდ მიაჩნდა საკუთარი თავი, როდესაც საცემად და ჯვარზე გასაკრავად გასცემდა ქრისტეს და თავისი ხელწერილით ადასტურებდა მის დასჯას" (იქვე. ნაწილი 2. წერილი 6-ე. გვ. 330-331).

განმარტება: აქ იგულისხმება ის ხელმოწერა, როდესაც პირობას დებენ არ შეიკრიბონ ერთად და არ ასწავლონ მართლმადიდებელ ქრისტეანებს ხატების თაყვანისცემა, რომლის შესახებაც წმიდა მამის სხვა წერილში ასეა ნათქვამი:

"სწორედ აქედან იწყება ღმრთის ეკლესიათა გაპარტახება, როდესაც ყველგან ანადგურებენ ღირსპატივსაცემ ხატებს; წვავენ წმიდა შენაწირს, რომელზეც ხატია გამოსახული, და წიგნებს, რომლებშიც ამის შესახებ რაიმე იყო ნათქვამი; აქედან იწყება ხელმოწერის უკეთური მოთხოვნა და უღვთოთა საზოგადოებებისკენ მართლმადიდებელთა მიდრეკა მრავალგზისი დაკითხვებითა და გამოძიებით ისე, რომ უკვე შეუპყრობელი არ დარჩა არც ერთი ადამიანი. სადღეისოდ დაგვრჩა ორი არჩევანი: ან თაყვანი ვცეთ "ოქროს კერპს", ან კიდევ დავექვემდებაროთ წამების ღვაწლს და, სხვათა შორის, თითებზე შეიძლება ჩამოვთვალოთ ურყევად მდგომნი!..." (იქვე, часть 2, письмо 17, стр. 355).

ვაი, რომ თუკი ასეთ შორეულ ეპოქაში მცირედნი იყვნენ მართლმადიდებლობის ერთგულნი, რაღა უნდა ითქვას ჩვენს უბედურ ეპოქაზე?! რაღა უნდა ითქვას მათზე, ვინც ხელი მოუწერა მართლმადიდებლობის მტრებს და დაემორჩილა მათ მოთხოვნებს?!

ასეთებს უნდა გავექცეთ, როგორც ცოფიან ძაღლებს!

"შვილო ჩემოი, - ბრძანებს წმიდა მამა სხვა ადგილას, - რაც მომწერე წავიკითხე, და აი, რას გეტყვი: "მცნებად გისახავთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელით, რომ განეშოროთ ყველა ძმას, უწესოდ მოარულს და არა იმ მოძღვრებისამებრ, ჩვენგან რომ მიგიღიათ" (2 თესალონიკ. 3:6). მაშ, როგორ ამბობს გრიგოლ ადელფიელი, რომ უსაფუძვლოდ განეშორებით, როდესაც არა თუ "უწესოდ დადის", არამედ სრულიად შეერთებია ხატმებრძოლეთ, ხელი მოუწერია მათი მწვალებლობისთვის, ჭამს და სვამს მათთან ერთად და ურთიერთობს? თუ ის შეინანებს და ეპითემიას აიღებს, დაამტკიცოს ეს წერილობითი აღიარებით, დასწყევლოს ყველა მწვალებელი და არავითარ შემთხვევაში მათ არ ეზიაროს. სანამ ასე არ მოიქცევა, უცხო უნდა იყოს თქვენთვის, ღვთისმოშიშთათვის, რადგან მზაკვრობს, თავს მონანულად იკატუნებს და როგორც მოწინააღმდეგეებს ფარულად გითრევთ წარმწყმედელ მსჯელობებში. ამიტომაც, შენ, როგორც უძლური, რომელიც მისი საუბრებით დასნებოვნდი, სხვა საკითხებშიც ხარ დაეჭვებული" (იქვე. часть 2, письмо 42. К Фалелею сыну, стр. 396-397).

"გამიხარდა შენი წერილის მიღება, მამათაგან უსაყვარლესო, და როდესაც სანდო ადამიანებისგან შევიტყვე, რომ შენი საქმეები ხან ასე მიდის, ხან ისე, და თანაც პირმოთნედ ხელიც მოგიწერია მწვალებლობისთვის, ფრიად დავმწუხრდი. მისმინე პატივცემულო, გულახდილად გეტყვი: ვერ მივმხვდარვარ მეფის კარისკაცისგან დატყვებებული ტანჯვა-წამებას როგორ გადაურჩი, და რატომ გაგათავისუფლეს. მაშინ, როდესაც თამამად აღმსარებელთაგან არავინ დარჩენილა შეუპყრობელი და, უკიდურეს შემთხვევაში, გადაუსახლებელი. სწორედ ეს ვითარება გახდა ათასგვარი მითქმა-მოთქმისა და ჭორის მიზეზი.

განა არ გინახავს, მოაზროვნევ, ლეონის (იგულისხმება ლეონ სომეხი, მძვინვარე ტირანი და მართლმადიდებელთა მდევნელი - რედ.) მიერ ჩვენზე მოწეული სისასტიკენი, რომელიც მისი თანამოსახელე მხეცის მსგავსად რომ დაგვატყდა თავს და შეიპყრო ყველა ვისაც კი მისწვდა, და არა მარტო ისინი, ვინც მისი ძალაუფლების ქვეშ იყო, არამედ ისინიც ვინც არ ყოფილა მის დაქვემდებარებაში. ბევრი დახოცა, ზოგი კი, რაც შედარებით იოლია, - სასტიკი გამათრახების შემდეგ ჩააგდო საპყრობილეში?! და თუკი დაკავების შემდეგ არაფერი ამდაგვარი არ განგიცდია, მაშ, მაპატიე, წმიდაო კაცო და გეტყვი, - გამოუჭერიხართ! ნუ მეტყვი ახლა, რომ ამგვარი საქციელით შეინარჩუნე საკუთარი ეკლესია, ხელუხლებლად გადაარჩინე წმიდა გამოსახულებანი და დაუბრკოლებლად იხსენიებ ჩვენს წმიდა პატრიარქს. რა სარგებელი გვექნება იმისგან, თუკი ჩვენ, ვინც ღმრთის ტაძრად ვიწოდებით, უხმარნი გავხდებით, უსულო ნაგებობებს კი შევინარჩუნებთ? განა ღირს ქრისტეს ან ღვთისმშობლის, ან კიდევ სხვა წმინდანთა ხატების უარყოფა იმისთვის, რათა უსულო ნაგებობები იქნენ შენარჩუნებულნი? ქრისტეს ან ღვთისმშობლის, ან კიდევ რომელიმე წმინდანის ხატი არ დაეცემა, რადგან პირველხატი ყოველთვის მყოფობს მის გამოსახულებაში, არამედ ეცემიან ისინი, ვისაც ჰგონიათ რომ შეურაცხყვეს ხატები; და ასევე ისინიც, ვინც შიშის გამო უკან იხევენ და თავს არიდებენ ტანჯვას ღვთის სახელისთვის. მაშ როგორ? ზოგს ჰკლავენ, ზოგს ასახლებენ, ზოგს ამათრახებენ და ზოგს კიდევ საპყრობილეში ამწყვდევენ: მთები, უდაბნოები, კლდეები და გამოქვაბულები სავსეა ნეტარი დევნილებით; ჩვენ კი სახლში ვსხედვართ და გვგონია რომ არ დავზარალდებით?

დე წარწყმდეს მთელი ნივთიერი სამყარო; დე წარწყმდეს სული, საკუთარი თავის ამგვარად გამამართლებელი. მე ამას შეგახსენებ სიყვარულით, რათა ღირს ვიქმნეთ ეპითემიის მიღებისა, და იმიტომაც, რომ მართლმადიდებლობის ზეობის დროს არაფერი დარჩება გამოუკვლეველი. ასე რომ, იჩქარე მორჩილებით განიკურნო უძლურება, ვიდრე თავის მართლებით მოიწიო უმეტესი დანაშაული" (იქვე. часть 2, письмо 106. К Евстратию игумену, стр. 468-469).

ამ წერილს, თავისი შინაარსით, უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ჩვენი დროებისთვის. ის მკაფიოდ გამოხატავს წმიდა მამის შეფასებას ყოველივე იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ჩვენს გარშემო ხდება, ოღონდ შეუდარებლად უდიდესი მასშტაბით.

დავიმოწმებთ კიდევ ერთ წერილს, სადაც ლაპარაკია "ხელმოწერის" დანაშაულზე, რომელსაც მართლმადიდებელნი აძლევენ მდევნელთ.

"დღეს, როდესაც წმიდა ხატების უარყოფით თვით ქრისტე იდევნება, უნდა იღვწოდეს და მოძღვრავდეს მართლმადიდებელთ არა მხოლოდ ის, ვისაც წოდებრივი და მცოდნეობითი უპირატესობა გააჩნია, არამედ გაბედულად უნდა ქადაგებდეს ჭეშმარიტებას მოწაფის ადგილზე მყოფიც. ეს ჩემისთანა ცოდვილი ადამიანის ნათქვამი კი არ არის, არამედ ღვთაებრივი ოქროპირისა და მასთან ერთად სხვა მამებისაც; და ის, რომ მწვალებელი და მდევნელი იმპერატორის მიერ დაკავებულმა იღუმენებმა არა თუ ეს არ ქნეს, - თუმცა წოდებითა და მცოდნეობით, აქაური მხარის სხვა იღუმენებს აღემატებოდნენ, და პირიქით, დაიდუმეს, თუმცა ესეც უმძიმესი ცოდვაა, - საკუთარი ხელმოწერებითაც კი დაადასტურეს, რომ არც ერთად შეიკრიბოდნენ და არც სხვებს ასწავლიდნენ ხატების თაყვანისცემას. აი, ეს არის ჭეშმარიტების ღალატი და სამწყსოს გაწირვა. მოციქულებმა, როდესაც იუდეველთაგან განკარგულება მიიღეს არ ესწავლებინათ ქრისტეს სახელით, ბრძანეს: "თავად განსაჯეთ, რამდენად მართებულია ღვთის წინაშე, რომ უფრო მეტად თქვენ გისმინთთ, ვიდრე ღმერთს" (საქმე 4:19) და კიდევ: "ღვთის მორჩილება უფრო გვმართებს, ვიდრე ადამიანებისა" (საქმე 5:29).

ასე უნდა ელაპარაკათ მათაც, რათა ღმერთი განდიდებულიყო მათით, ასე უნდა განეძლიერებინათ მართლმადიდებელნი, გაემყარებინათ მონასტრები და განემტკიცებინათ დევნულებაში მყოფნი. ჩვენ კი მონასტრები ვამჯობინეთ ღმერთს და კეთილღეობა - ჭეშმარიტებისთვის ტანჯვას! სად არის პირობა: "ვილაპარაკებ შენს მცნებებზე მეფეთა წინ და არ შემრცხვება" (ფსალმ. 118:46)? სად არის ნათქვამი: "სიმართლეს მოვუთხრობდი დიდ კრებულს; აჰა, ბაგენი ჩემნი არ მომიკუმავს, უფალო, შენ უწყი" (ფსალმ. 39:10)? სად არის ძალი და დიდება ჩვენი წოდებისა? როდესაც იმპერატორი ანასტასი უკეთურებას მიეცა (მხედველობაშია ევტიქიანური და მანიქეველური ერესი - რედ.) ნეტარი მამები: საბა და თეოდოსი მგზნებარედ იცავდნენ სარწმუნოებას და ცრუმოძღვრებს ხან ეკლესიაში გადასცემდნენ ანათემას, ხან კიდევ იმპერატორისადმი მიწერილ წერილებში, და ამბობდნენ, რომ ისინი უმალ საკუთარ სიკვდილს შეურიგდებოდნენ ჭეშმარიტების დასაცავად, ვიდრე რაიმეს დაარღვევდნენ დადგენილთაგან. ამ დროს კი, ჩვენი თანამედროვე იღუმენები ამბობენ: ჩვენ ვინა ვართო ასეთები? ჯერ-ერთი - ქრისტეანები ვართ, ვინც დაუღალავად უნდა ვქადაგებდეთ; შემდეგ - ბერები, ვინც სხვა არაფრით უნდა იყოს გატაცებული, რაც წუთისოფელს ეკვრის და თავისუფლებას გვართმევს; შემდეგ - იღუმენები, ვინც უარყოფენ საცთურებს და არავის უნდა აძლევდნენ მიზეზს დაბრკოლებისთვის, რათა, როგორც მოციქული ამბობს, "არ დაიგმოს მსახურება" (2 კორ. 6:3). ამათ კი როგორი საცთური, დაბრკოლება და დამცირება გამოიწვიეს საკუთარი ხელმოწერებით, ღირს კი ამაზე ლაპარაკი? რადგან, თუკი დუმილი თანხმობის ნიშანია, ამგვარი თანხმობის ხელმოწერითი დასტური განა სამარცხვინო არ არის მთელი ეკლესიისთვის?... მაგრამ რას ბრძანებს ქრისტე? "ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე" (მათე 10:32). და თუ მათ ხელწერილი დადეს, რომ არც თვითონ შეიკრიბებიან და არც სხვათაც უქადაგებენ ხატთაყვანისცემას, განა უარყოფა არ არის ამგვარი საქციელი?... ამრიგად, ქრისტეს მცნების საწინააღმდეგოდ მათ ხელწერილით დაადასტურეს მორჩილება მწვალებელი იმპერატორისადმი!..." (იქვე. часть 2, письмо 2. К монашествующим, стр. 326-327).

ამრიგად, ხელწერილი, რომელსაც შიშის გამო, გაბატონებული მწვალებლობის სასარგებლოდ იძლევიან ქრისტეანები, სხვა არაფერია, თუ არა ქრისტეს გამცემლობა და ღალატი! ეს არის ჭეშმარიტების უარყოფა, სარწმუნოებისა და მორწმუნეების გაცემა, აქედან კი ქრისტეს გაცემაც და ღალატიც; და თუკი ესოდენ მკაცრად აფასებდნენ წმინდანები მათ დროს არსებულ მწვალებელთადმი მიცემულ თანხმობის ხელწერილს, რაღა უნდა ითქვას ჩვენს თანამედროვე მწვალებლობებზე, რომელსაც კვერს უკრავენ გალაჩრებული ქრისტეანები. თანამედროვე ხელწერილს ძველთან მხოლოდ სახელწოდებაღა აკავშირებს. შინაარსით კი თანამედროვე მწვალებლობებისადმი მიცემული ხელწერილები უფრო მძიმე ცოდვაა, რადგან შეუდარებელია ძველი ეკლესიის დროინდელი და დღევანდელი მწვალებლობები, იმდენად შეუდარებელი, რამდენადაც ანტიქრისტეს ღმრთივმბრძოლი რელიგია იქნება ყველა სხვა რელიგიებსა და სარწმუნოებებზე უფრო დამღუპველი და წარმწყმედელი.


მწვალებლებთან ურთიერთობაში მყოფთა მკურნალობა, მართლმადიდებლობისკენ სინანულით მოქცევის შემთხვევაში


16. ეპითემია გაბატონებული მწვალებლობისკენ მიქცევისთვის

ღირ. თევდორე სტოდიელის მიერ შემოთავაზებული განწესებანი, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ მწვალებლობიდან მოქცეულთ, იმ დროისთვის ყველასთვის მიღებული ნორმა გახლდათ. თანაც მონანულნი უპირველეს ყოვლისა განირჩევიან ეკლესიაში მდგომარეობის მიხედვით: კლერიკოსი, ბერი, ერისკაცი. რაც უფრო მაღალია მდგომარეობა, მით მკაცრია ეპითემია. მაგრამ ამ განწესებათა განსაკუთრებული ნიშანი არის ის, რომ კლერიკოსი, რომელსაც ასე თუ ისე ურთიერთობა ჰქონდა მწვალებლებთან, მღვდელმსახურებისგან განიკვეთება მართლმადიდებლობაში მისი კრებით აღდგენამდე. აი, რას ამბობს ღირ. თევდორე ბერების შესახებ:

"მათთან დაკავშირებიტ, ვინც მე მწერდა, რომ ნანობს. ჩვენი სხეულის ნაწილს, დამპალიც რომ იყოს, უნდა ვუმკურნალოთ. ამგვარად, როგორი ეპითემია დავუწესეთ ძმობასთან ერთად ჩვენსკენ გადმოსულ ორესტს, - რადგან მრავალი მიზეზის გამო საჭიროდ არ ჩავთვალეთ პირადად შევხვედროდით მას, ასეთივე სასჯელი მიიღონ სხვებმაც, ანუ ნუ ეზიარებიან წმ. საიდუმლოს (ევქარისტიას - რედ.) და სხვებმაც ეს დაიცვან, მანამ სანამ კვლავ არ გაიბრწყინვებს მართლმადიდებლობის ნათელი ზეცა. ხოლო თუ მეტყვი, სიკვდილის პირასაა? მაშინ ეზიაროს. ჩვენ გვწამს, რომ მათ ამ დროს ცოდვები მიეტევებათ" (იქვე, часть 2, письмо 11. К Навкратию сыну, стр. 342).

სხვა წერილში ღირ. მამა მსჯელობს დაცემათა მრავალგვარობაზე, რომელიც სხვადასხვა მიზეზებსა და ვითარებებზეა დამოკიდებული, და აქედან გამომდინარე, განარჩევს ეპითემიებსაც.

"ერთნი საკუთარი ნებით დაეცნენ, იძულების გარეშე; მეორენი გამათრახების გამო; მესამენი მარტოდენ მუქარების გამო, მეოთხენი კიდევ მუქარების გარეშე, ოდენ შიშით; სხვები კიდევ უმეცრებით. როგორ უნდა მივიღოთ ამგვართაგან მოქცეულნი?

პასუხი: ისე, რომ მათ აჩვენონ სინანულის ღირსი ნაყოფი. მაინც როგორი? არ ეზიარონ წმიდა საიდუმლოს (ევქარისტიას - რედ.), ცრემლითა და გულითადი ლოცვით ევედრონ ღმერთს ცოდვათა მიტევება, პირველებმა - სამი წლის განმავლობაში, მეორე, მესამე და მეოთხე კაგეტორიამ, ისევე როგორც პირველებმა (ანუ სამი წელიწადი უზიარებელ იყონ - რედ.), ხოლო მეექვსეებმა - ერთი წლის განმავლობაში.

ამ ვადის გასვლის შემდეგ, როგორ მოვიქცეთ?

პასუხი: ვინც სასულიერო დასიდანაა, ანუ კლერიკოსებს, ბერებს, ვისაც ხელი არ მოუწერია მწვალებელთა მოთხოვნებისთვის და არ ზიარებულა მათთან, დარჩნენ კლერიკოსებად, იმ ხარისხებში, რომლებშიც ხელდასხმულნი იყვნენ. ხოლო ვინც ხელი მოაწერა, ის უნდა დაყენდეს მღვდელმსახურებისგან მართლმადიდებლურ კრებამდე, თუმცა წმიდა საიდუმლოს ეზიაროს" (იქვე. часть 2, письмо 40. Ко отцам гонимым, стр. 405-406).

და ისევ გვესმის იგივე განწესება: მღვდელმსახურებისგან განყენება მწვალებლებთან თანაზიარობის გამო კრების მოწვევამდე, რომელიც აღადგენს მართლმსახურებას.

"ასეთია ჩვენი რჩევა ბატონი იღუმენის კითხვაზე, რათა წმიდა მოციქულთა დღესასწაულამდე ყველანი გახსნილნი იყვნენ ეპითემიისგან, და ეზიარონ წმიდა საიდუმლოებებს; მაგრამ, იმ პირობით, ცხადია, რომ მღვდლებმა (ვინც მწვალებლებთან თანაზიარობაში იყო მხილებული - რედ.) არ იმსახურონ მართლმადიდებლური კრების მოწვევამდე, რომელზეც მიღებული იქნება სრული ნებართვა (ყოველმხრივი გამოკვლევის შემდეგ) და სრული დამშვიდება... თუმცა, უკვე წინასწარაც მიღებული გვაქვს ამგვარი გადაწყვეტილება: თუ ღმერთს ნებავს, მისი სამართლიანი განგებულებით კვლავ აღიმართება დევნულება, უმჯობესია ის სიკვდილამდე დავითმინოთ, ვიდრე გავცეთ ჭეშმარიტება" (იქვე, часть 2, письмо 110. К Петру епископу Никейскому, стр. 464).

მწვალებლობის წინაშე დაცემულ კრელიკოსთათვის, სინანულის აუცილებელ პირობად მოცემულია სჯულმდებლობა - ღვთისმსახურებისგან დაყენება. აღმსარებელი წერს:

"მწვალებლებთან თანაზიარობაში მყოფი და მათი უკეთურებისადმი ხელისმომწერი კლერიკოსებისა და ბერების შესახებ გვაინტერესებს, ეპითემიებით შევიწყნაროთ თუ ეპითემიის გარეშე? თუ პირობას დადებენ რომ მომავალში აღარ იმსახურებენ, უნდა დავადოთ თუ არა ეპითემია?

პასუხი: ცხადია, რომ ყველანი ჯეროვანი ეპითემიებით უნდა შევიწყნაროთ; რადგან ვინც სინანულის ნაყოფს არ აჩვენებს, როგორ შეიძლება ღირსი იყოს მართლმადიდებლურ სხეულთან შეერთებისა? ამგვართ რომ ეპითემიები დავუწესოთ სულაც არ იქნება გასაკიცხი; რადგან წერია: "ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული" (გალატ. 6:2) (იქვე, часть 3, письмо 216. К Мефодию монаху, стр. 622-626).

მწვალებლობასთან თანაზიარობა - ქრისტეს მოწინააღმდეგეებთან თანაზიარობაა, და ვისაც ამგვარი კავშირები ჰქონდა რა აქვს საერთო ქრისტესთან? თუ არ შეინანებს, რაც ყოველი კლერისკოსისთვის მღვდელმსახურებისგან დაყენებას გულისხმობს, ვერ შევიწყნარებთ.

"პრესვიტერი, და საერთოდ, კლერიკოსები ან კიდევ მწვალებელთა წინაშე ხელწერილის დამდებნი, ან ვისაც შიშის გამო ჰქონდა მათთან თანაზიარობა, ვინც ვერ გადაიტანა დევნულება, ჩვენთან თანაზიარობა ვერ ექნება. რამეთუ, ქრისტეს მტრებთან თანაზიარობაში მყოფი, ქრისტეს როგორ ეზიარება? მღვდელმსახურების უფლების მიცემა კრებითი გამოკვლევის შემდეგ მოხდება... ასე იქნება ყოველი ბერისთვის, და ყოველი ერისკაცისთვისაც: ისინი უზიარებელნი იქნებიან და მართლმადიდებლობისთვის უკეთესი დროების მოლოდინში სინანულის ღირს ნაყოფს თუ გამოიღებენ ეზიარებიან" (იქვე. часть 2, письмо 11. К Навкратию сыну, стр. 343-344).

"პრესვიტერს, მაშასადამე ყოველი მღვდელმსახურს, რომელიც მწვალებლებთან ურთიერთობაში იყო მხილებული, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხელწერილიც დადო მათ წინაშე, მართლმადიდებლურ კრებამდე არა აქვს უფლება მსახურებისა, რადგან მსგავსი საქმეები კრებით განხილვას ექვემდებარება" (იქვე. часть 2, письмо 204. К Ирине игумении, стр. 607-608).

"რაც შეეხება წიგნისმკითხველს, რომელიც ეპითემიის დადების შემდეგ მოიქცა, სამართლიანია იგივე ეპითემია დავადოთ, რათა მან არ წაიკითხოს სამოციქულო კრების მოწვევამდე; რამეთუ, პრესვიტერი თუ უნდა დაყენდეს ღვთიმსახურებისგან, დიაკვანი - დიაკვნობისგან, იგივე გადაწყვეტილება სამართლიანი უნდა იყოს წიგნისმკითხველისთვისაც. ასე ვფიქრობთ ჩვენ და ასე ვაწესებთ!" (იქვე, часть 2, письмо 102. К Филофею ктитору, стр. 588).

თუ ეპისკოპოსს თანაზიარობა ჰქონდა მწვალებლობასთან და მართლმადიდებლობისკენ მოქცევა სურს, უნდა დატოვოს ეპისკოპოსობა.

"პურის მიმღებმა შეიძლება თქვას, რომ ის ღებულობს მართლმადიდებლობისკენ მოქცეულ და დევნულება გადატანილ ეპისკოპოსს, მაგრამ ეს ასე როდია. სანამ მას ეპისკოპოსობა უპყრია, თუნდაც არ მსახურებდეს, სიწმიდეში არ უნდა იყოს თანაზიარი. ჭეშმარიტი სინანული ითხოვს მისგან ეპისკოპოსობის დატოვებას და ამ ხარისხისგან განშორებას, ასე მოიქცა ზოგიერთი, და ამიტომაც, მათგან რაიმეს მიღება უსაფრთხოა, ჭამა-სმაც ნებადართულია მათთან" (იქვე, часть 2, письмо 119. К Иакову монаху, стр. 485).

ეპისკოპოსი, რომელიც მწვალებლებთან თანაზიარობის შემდეგ მართლმადიდებლობად მოიქცევა, აიღებს ეპითემიას, არ ასრულებს ღვთისმსახურებას, მაგრამ ჯერაც ფლობს ეპისკოპოსის ხარისხს, არ უნდა მივიჩნიოთ ჭეშმარიტ მონანულად. რადგან ჭეშმარიტი სინანული ითხოვს დატოვოს ეპისკოპოსობა! აი, როგორია წმიდა მამის სიმკაცრე!

"მოკლედ უნდა ითქვას, - წერს ღირ. თევდორე სტოდიელი, - მღვდელი ან დიაკვანი, რომელიც მხილებული იქნება ხელწერილის დადებაში მწვალებელთა წინაშე, ან მათთან თანაზიარობაში, სრულიად უნდა დაემხოს პატივისგან და ზიარებისგან, ხოლო ეპითემიის აღსრულების შემდგომ ეზიაროს, ოღონდ არ იმსახუროს წმიდა კრების მოწვევამდე; სუფრის კურთხევა და ლოცვა, როგორც ჩვეულებრივი მონაზონს, და არა როგორც მღვდელმსახურს, უფელბა ეძლევა, თანაც ეპითემიის დასრულების შემდეგ" (იქვე, часть 2, письмо 152. К Феодору монаху, стр. 528).

და ესეც საკმაოდ მკაცრი კანონი, რომელიც "ქრისტეს ეკლესიის აღმსარებელთა საზოგადო ხმაა".


17. მწვალებლობიდან მოქცეულთა მიღების განსაკუთრებულად მკაცრი შემთხვევა


ღირ. თევდორე სტოდიელი ნათლად გვიჩვენებს, რომ აუცილებელია განვასხვავოთ მართლმადიდებლობისგან განდგომილნი და გაბატონებულ მწვალებლობასთან თანაზიარობაში მყოფნი, და ისინი, ვინც მართლმადიდებელნი ადრეც არ ყოფილან. პირველნი შიშისა და სხვა მდაბიური მიზეზების გამო მწვალებლებთან ერთობაში აღმოჩდნენ, ხოლო მეორენი - რწმენის მიხედვით. პირველი არ შეიძლება გავაიგოვოთ მეორესთან. მეორე სახის მწვალებელთა მიღებისთვის სხვა პირობები და სხვა ეპითემიებია. მათი მიღება არ შეიძლება უბრალოდ, "როგორც მოგინდება". მხედველობაში აქვს რა ამგვარი განსხვავება, წმიდა აღმსარებელი თავიდან მართლმადიდებლობიდან გაბატონებული მწვალებლობისკენ მიქცეულებზე მსჯელობს:

"ესენი არ უნდა მივიღოთ როგორც მწვალებლობიდან მოქცეულნი, თუმცა ამ შემთხვევაში შენარჩუნებულია არცთუ მცირედი განსხვავება ამ თუ სხვა მწვალებლობასთან, არამედ როგორც უფლის სახელის უარმყოფელი, ან ქრისტეს მტრებთან თანაზიარობაში მყოფი შიშის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო... და თუ ვინმე, ვინც ადრე არ ყოფილა მართლმადიდებელი და არ განსწავლულა ჭეშმარიტებაში (ანუ იყო დარწმუნებული ერეტიკოსი), ღმრთის განგებით განათლდა ჭეშმარიტებისგან, მოექცა ჩვენსკენ, სხვა საქმეა: ისინი არ უნდა მივიღოთ განურჩევლად, არამედ მრავალ მართლმადიდებელთა თანხმობით, როგორც განუმარტავდა ამას წმიდა ბასილი დიდი ეგვიპტიდან მესოპოტამიაში მოსულებს, და კიცხავდა მათ მოქცეულთა განურჩეველი მიღების გამო".

რაკიღა წმიდა მამა ბასილი დიდს იმოწმებს, ჯეროვანი იქნება დავიმოწმოთ ეკლესიის ამ უდიდესი მნათობის სიტყვებიც:

"სამართლიანი იქნება შევახსენო თქვენს ღვთისმოსაობას მარკელოსის მიმდევრების შესახებ, რათა მათთან დაკავშირებით არ დაუშვათ რაიმე წინდაუხედაობა და იოლი გადაწყვეტილება. რადგან მარკელოსი ეკლესიას თავისი უკეთური სწავლების გამო განეშორა, მისი მიმდევრები მხოლოდ მაშინ უნდა შევიწყნაროთ, როდესაც დასწყევლიან ამ მწვალებლობას, რათა თქვენი ძმობის მეშვეობით ჩემთან კავშირში შემოსული, ყველა ძმებმა მიიღონ. რამეთუ მრავალი დაამწუხრა იმ ამბავმა, რომ თქვენთან მოსულები განუკითხავად შეიწყნარეთ და საეკლესიო თანაზიარობამდე დაუშვით. არადა უნდა გცოდნოდათ, რომ ღმრთის მადლით, მარტო თქვენ როდი იმყოფებით აღმოსავლეთში, არამედ კიდევ მრავალი ძმები გყავთ თქვენს მხარეს, რომლებიც მამათა მიერ ნიკეაში გადმოეცმულ სარწმუნოებას იცავენ და, რომ დასავლეთშიც ყველანი თანხმიერნი არიან როგორც თქვენთან, ასევე ჩვენთანაც...

ამრიგად, გმართებდათ დაგერწმუნებინათ ყველა, ვინც თქვენთან ერთობაშია, რათა თქვენი საქმე მრავალთა თანხმობით კიდევ უფრო განმტკიცებულიყო, და მშვიდობა არ დარღვეულიყო, როცა ერთი შეიწყნარებს სხვა კი არა.. აი, რა ვითხოვე მე თქვენი ღვთისმოსაობის წინაშე... ახლა კი კეთილი ინებეთ და მამცნეთ ის პირობები, რომელთა მიხედვითაც მიიღეთ მარკელოსის მიმდევრები, რომ თავისთავად დაიცავით ის სიფრთხილე, ასეთი საქმე მარტო არ უნდა გადაწყვიტოთ, არამედ საჭიროა, რომ მათი აღდგენის თანახმანი იყვნენ თქვენთან ერთობაში მყოფ დასავლელნიც და აღმოსავლელნიც" (წერილი 257. Твор. в русском переводе, Том 7, стр. 236-241. М. 1892 г.).

ასე წერდა 377 წელს წმ. ბასილი დიდი - ევლოგის, ალექსანდრეს და არპორატიონეს - ეგვიპტელ ეპისკოპოსებს, რომლებიც დევნულებაში იყვნენ. ამ წერილს ეყრდნობა ღირ. თევდორე სტოდიელიც, როდესაც აფრთხილებს, რომ პირები, რომლებიც მწვალებლობაში დამკვიდრებულნი იყვნენ და შეგნებულად მონაწილეობდნენ უკეთურებაში, უფრო ფრთხილად უნდა მივიღოთ და მრავალთა თანხმობით. წმიდა აღმსარებელთა ეს კანონი განსაკუთრებით უნდა გვქონდეს მხედველობაში ანტიქრისტეანული მწვალებლობის დროს.


18. კანონი კრებამდე განკვეთის შესახებ დაწესებულია ქრისტეს რწმენის წმიდა აღმსარებელთა საერთო გადაწყვეტილებით


მკაცრი კანონი, რომლის თანახმადაც ნებისმიერი ღვთისმსახური, რომელიც გაბატონებულ მწვალებლობასთან თანაზიარობაში შევა, მართლმადიდებლობის აღმდგენელი კრების მოწვევამდე აირკძალება, ეს კანონი თევდორე სტოდიელის დროს მიღებულია წმიდა აღმსარებელთა საერთო თანხმობით.

"შენ უწყი, ღვთისმოსავო, - წერს თევდორე სტოდიელი სარდეს ეპისკოპოს ექვთიმეს, - რომ საერთო ხმით, ჯერ კიდევ დედამიწაზე მყოფებმა და უფალთან ამასწინათ გადასულმა აღმსარებლებმა დაადგინეს ღმრთის წყალობის გამოვლენამდე (ანუ მართლმადიდებლური კრების მოწვევამდე - რედ.), იმ სამღვდლო პირთა მსახურებისგან დაყენება, ვინც მწვალებლებთან თანაზიარობაში მხილებულნი იყვნენ. როგორ შეგვიძლია დავარღვიოთ ეს კანონი და ერთის მიღება განვაზოგადოთ ყველაზე, ადრე განყენებულებზე, რითაც ჩვენი ღვთაებრივი და უზენაესი მოძღვრის საწინააღმდეგოს მოვიმოქმედებთ... ხოლო სხვა აღმსარებელთა და მართლმადიდბელთა უდიდეს საცთურში დავამკვიდრებთ, რომლებიც კანონებს მკაცრად იცავენ..." (იქვე, часть 2, письмо 212. К Евфимию епископу Сардийскому, стр. 617, ასევე часть 2, письмо 284. К Евфимию епископу, стр. 817).

ამგვარად, უცილობელი ავტორიტეტი გააჩნია აღმსარებელთა მიერ მიღებულ კანონს, რომლითაც განუხრელად უნდა ვხელმძღვანელობდეთ განსაკუთრებულად მძიმე ვითარებებში. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ მწვალებელთა შემოტევებსა და ანტიქრისტეანთა ხრიკებს მხოლოდ ამ მკაცრი კანონებით დაცული ეკლესია გაუძლებს.


19. ეპითემიის შემცირება



შეიძლება თუ არა არსებობდეს გამონაკლისი ეპითემიის კანონიდან? ეს კითხვა ღირ. თევდორეს არაერთხელ დაუსვეს.

"ღვთისმსახურებისგან დაყენებულის გახსნა კრებითი განხილვის საქმეა. ვინც დაცემის შემდეგ კვლავ ბრძოლას გადაწყვეტს ის ადგილიც უნდა დათმოს, რომელიც ადრე ეპყრა; სხვაგვარად, მისთვის ან სხვითვის, როგორ გახდება შეგნებული ის უარყოფა, რომელიც მან დაუშვა? სასჯელის შემცირება არ შემიძლია, განსაკუთრებით მაშინ თუკი ბრძოლასთან დაბრუნება არ აღინიშნება რაიმე გამორჩეული საქმით, როგორც იყო ეს ლაოდიკიის ეპისკოპოსის შემთხვევაში. რადგან მასაც ვურჩიე არ ემსახურა, არამედ თანაზიარობა მიეღო მისი სახელის გამო... თუმცა, რადგან ეპითემიის გაძლიერება და შემცირება მის დამდებზეა დამოკიდებული, - მე ვამბობ თანაზიარობასთან დაკავშირებით და არა მღვდელმსახურებასთან მიმართებაში, ანუ თუკი ღმრთის სამართლიანი გულისწყრომის მიხედვით მწვალებლობის ბობოქრობა გაგრძელდება, შეიძლება კრებამდეც გაიხსნას შემცოდე, ოღონდ იმის მიხედვით რაოდენ მძიმე ან მსუბუქი იყო ამ პიროვნების დაცემა და როგორ სინანულს აჩვენბს, როგორც ჩვენებს, ასევე გარეშეთ, მასთან საჭმლის ჭამა დასაშვებია, ოღონდ იმ პირობით, რომ სრუილ გახსნამდე საჭმელს არ აკურთხებს. (იქვე, часть 2, письмо 11. К Навкратию сыну, стр. 344).

"თუ არის შესაძლებელი აკრძალვის ქვეშ მყოფი მღვდლისთვის რაიმე შემსუბუქება, რა პირობებში და რითი შეიძლება ეს გამოიხატოს?"

პასუხი: "ჩვენ დღეს ერთს როდი ვიტყვით, და ხვალ მის საწინააღმდეგოს; არამედ ყოველთვის ერთსა და იმავეს ვამბობთ. კერძოდ რას? - პრესვიტერი, რომელიც მწვალებლებთან თანაზიარობაშია მხილებული, განსაკუთრებით მაშინ თუ ხელწერილსაც დაუდებს მათ, მართლმადიდებლურ კრებამდე მსახურება უნდა აეკრძალოს, რომელზეც განიხილება მსგავსი საქმეები და გადაწყვეტილებასაც მიიღებენ; ხოლო უკიდურეს შემთხვევაში შეუძლია: მონათლოს, მიცვალებული გამოასვენოს, ბერი შემოსოს, აკურთხოს დიდი აიაზმა, წაიკითხოს სახარება ცისკარზე და მორწმუნენი უცოდველი პრესვიტერის მიერ ნაკურთხი ნაწილებით აზიაროს. და ეს ყოველივე, როგორც ვთქვი, უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში; რადგან მას ნათქვამის შესრულების უფლებაც არა აქვს, თუ აღმოჩნდება მღვდელი, რომელსაც არ ჰქონია ურთიერთობა მწვალებლებთან" (იქვე, часть 2, письмо 204. К Ирине игумении, стр. 607-608).

"მაგრამ მისთვის იმავე ხარისხის დაბრუნება, რომლისგანაც დამხობილი იყო კრებამდე არ უნდა მოხდეს, რათა ამ დონის დანაშული მკაცრად დაისაჯოს და წინასარ იქნეს ცნობილი, მკურნალობის რომელი სახეა დამაკმაყოფილებელი ამისთვის" (იქვე, часть 2, письмо 212. К Евфимию епископу Сардийскому, стр. 618).

ნათქვამს ვერაფერს დავამატებთ, - ყველაფერი დღესავით ნათელია. მთავარი კანონი იმაში მდგომარეობს, რომ მღვდელმსახური, რომელიც ასე თუ ისე თანაზიარობაში შევა ერეტიკოსებთან, გაბატონებულ მწვალებლობასთან ან ხელწერილს მისცემს მათ, მართლმადიდებლურ კრებამდე, სადაც ყოველი მღვდელმსახურის ქმედება განიხილება, ღვთისმსახურებაში უნდა აიკრძალოს.


20. ქრისტესთვის აღმსარებლობა და მოწამეობა

არსებობს თუ არა გამონაკლისი და შემსუბუქება.

თუკი არსებობს რაიმე გამონაკლისი დაცემულთათვის და მდგომარეობის შემსუბუქება ქრისტეს უარმყოფელთათვის, რაღა აზრი აქვს ღვაწლსა და მოწამეობას? ამ კითხვას არაერთხელ სვამს დიდი აღმსარებელი მათ წინაშე, ვისაც სურდა ეპითიმიების შემსუბუქება და მღვდელმსახურების ნებართვის მიღება იმ სასულიერო პირთათვის, ვინაც მწვალებელთა წინაშე ქედი მოიდრიკა.

"თუ ეფესოში კაცურად ვებრძოდი მხეცებს, - ამბობს მოციქული, - რას მარგებს, თუკი მკვდრები არ აღდგებიან?" (1 კორ. 15:32). მეც ასე ვიტყვი: თქვენის აზრით, თუ ქრისტეს უარყოფის ან ქრისტეს მტრებთან თანაზიარობის შემდეგ იმწამსვე უნდა იქნეთ მიღებულ ეპითემიების გარეშე; რისთვის ვეწამები მე ყოველდღიურად, რატომ იმწამსვე არ მივიდრიკე მწვალებელთაკენ და შემდეგ იმწამსვე სინანულით არ შემოვუერთდი მართლმადიდებლობას ეპითემიის გარეშე? "ნუ შეცდებით: უკეთური ურთიერთობანი ხრწნიან კეთილ ზნე-ჩვევებს" (1 კორ. 14:20) (იქვე., часть 2, письмо 11. К Навкратию сыну, стр. 343).

"თუ შეიძლება მღვდელმსახურების უფლება მივცეთ პრესვიტერს, რომელიც მწვალებლობისკენ მიიდრიკა, რაღა აზრი აქვს მოწამეობას? - პასუხი: შენ იცი, რომ მრავალი დევნა-შევიწროება განუცდია მართლმადიდებელთ დღემდე მძვინვარე მწვალებლობისგან, იღვრებოდა სისხლი, გლეჯდნენ სხეულებს, და მოწამეები ასე აღესრულებოდნენ. რაღა ვთქვა იმ ტანჯვაზე, რომელსაც მართლმადიდებელნი საპყრობილეებსა და დილეგებში განიცდიან? გადასახლება, დევნულება, ძარცვა, რკინის ბორკილები, შიმშილით დაძაბუნება, უდაბნოში განცალკევება და სხვა მრავალი, რომელთა ჩამოთვლაც შორს წამიყვანს. და თუკი ასეა, ნუთუ ამ პრესვიტერს შეუძლია გამოვიდეს მშვიდად და მიიღოს უხრწნელი გვირგვინი დიდებისა? პირიქით, რადგან ის ქრისტეს, მისი პატიოსანი დედისა და ყველა წმინდანის საწინააღმდეგო ხელწერილშია მხილებული, - რამეთუ, მათი ხატებით ვუკავშირდებით პირველხატებას, - რამეთუ დიდ საქმედ არ მიიჩნია თავისთვის, რომ ჯერაც ცოცხლობს და ამგვარი უსჯულოება ღმრთისგან მიეტევება, კაცთმოყვარებით შეიწნყარება, მაგრამ როდი გაიხსნება აკრძალვისგან. სხვაგვარად ყველაფერი წარწყმდებოდა, ამაო გახდებოდა მოწამეობა, ღვაწლი და მოსაგრეობა; მაგრამ, ნუმც იყოფინ! მოწამე ამგვარი ღვაწლისთვის არის მოწამე, ხოლო განდგომილი - თავისი განდგომილებისთვის, და ყოველ დაცემულს სიკვდილამდე სინანული და გლოვა სჭირდება, თუ დაუჯერებს ჩემს კეთილ რჩევას" (იქვე, часть 2, письмо 204. К Ирине игумении, стр. 608).

აქ განსაკუთრებით ძლიერად არის გამოთქმული შემდეგი აზრი: თუკი აღმსარებელი, რომელიც ვერ გაუძლებს წამებას, ეკლესიის კანონების მიხედვით განდგომილად მიიჩნევა, როგორ არის შესაძლებელი ამგვარად არ იქნეს მიჩნეული ის, ვინც საკუთარი ნებით განუდგა ქრისტეს რწმენას?

ღირსი აღმსარებელი განმარტავს, რატომ არ შეუძლია მას დაუშვას გამონაკლისი დაცემულთათვის: "შენი ღირსება კვლავ მსჯელობს პრესვიტერზე, რომელიც დაეცა და მღვდელმსახურებაზე მისი დაშვების ნებართვას მთხოვს; ეს საქმე კაცობრივი რომ იყოს, ამგვარი დაშვება ადვილი იქნებოდა; ჩვენ ვცდილობთ ყოველივეში დაგაკმაყოფილოთ და შენთვის სასურველი ვაკეთოთ, რადგან მრავალი პატივისცემა გვახსოვს შენგან; მაგრამ რაკიღა ეს საგანი ღმერთს ეხება, და საღმრთო კანონთა დარღვევას, მოგვიტევე, საყვარელო მეგობარო, არ ძალგვიძს დავაწესოთ სამართალი ღმრთისა და მისი კანონების საწინააღმდეგოდ, მითუმეტეს როდესაც მსგავსი საქმისთვის ადრეც გაგვიწირავს ჩვენი სიცოცხლე და უმალ საფრთხეში თავის ჩაგდებას ვისურვებდით, ან მომაკვდინებელ გადასახლებას, ვიდრე დავეთანხმებოდით უკეთურებას და ქრისტეს სახარების დარღვევას...

ამრიგად, ვიცით რა საშინელება სამსჯავროსი, ნუ აიძულებს ჩვენს მორჩილებას. და რადგან ყოველდღიურად ვექვემდებარებით საფრთხეს ჭეშმარიტებისთვის, როგორ შევძლებთ მისსავე წინააღმდეგ წასვლას? არ გვმართებს, ბატონო, ღმრთისგან დადგენილი კანონების საწინააღმდეგოდ რაიმეს კეთება. ვიმედოვნებთ, რომ შენ თვითონაც, რომელიც მხოლოდ ღმრთის ნებას ეძიებ, დაგვეთანხმები ნათქვამში და ილოცებ, რათა კიდევ უფრო განვმტკიცდეთ საღმრთო კანონებში, რათა არაფერში გარდავდიოდეთ ღმრთის მცნებებსა და განწესებას" (იქვე, часть 2, письмо 202. К Филофею ктитору, стр. 606-607).

ღირ. თევდორე კვლავ სვამს შეკითხვას: როგორ განვასხვავოთო ერთურთისგან ისინი, ვინც უერთგულა ჭეშმარიტებას და ვინც ზურგი შეაქცია მას, თუკი არ იქნება ღმრთისმსახურებისგან აკრძალვა მათთვის, ვინც მწვალებლობას თანაეზიარა?

"კარგად უწყო, ღმრთივპატივდებულო, რომ საერთო თანხმობით, რომლებიც ჯერაც დედამიწაზე მცხოვრებ და ამასწინათ გარდაცვლილ აღმსარებელთა საერთო თანხმობით, დადგენილია აეკრძალოს ღვთისმსახურება იმ სამღვდლო პირებს, ვისაც თუნდაც ერთხელ ჰქონდა თანაზიარობა მწვალებლებთან (ცხადია ღმრთის განგების გამოვლინებამდე, ანუ კრებამდე, რომელიც აღადგენს მართლმადიდებლობას და დაგმობს არსებულ მწვალებლობას).

როგორ შეგვიძლია დავარღვიოთ ეს კანონი?! რაშია განსხვავება ჭეშმარიტების გამცემსა და მის ერთგულს შორის, გმირულად მოღვაწესა და განდგომილს შორის? და სად აღმოჩნდება განსხვავება ქრისტესა და ბელიარს შორის, ნათელსა და ბნელს შორის, თუკი ყოველივე აირევა, თუკი მსჯავრი საკრებო სასამართლომდე დადგინდება, და მშვიდობა მშვიდობის დადგომამდე გაიცემა? ამგვარი რამ, გულადო მამაო, გადაჭრით უნდა იქნეს უარყოფილ; მე ასე მიმაჩნია, და ვიტყვი - ჭეშმარიტებასაც!... რა თქმა უნდა, გარკვეულ დრომდე (კრებამდე) არავის უნდა დაუბრუნდეს თავისი სასულიერო წოდება, რომლისგანაც დაამხეს მცნებათა დარღვევისთვის..." (იქვე, часть 3, письмо 284. К Ефимию, стр. 817).

მიუხედავად ყოველივესი, მცირედნიც რომ იყვნენ იმგვარნი მღვდელმსახურნი, ვინც შიშის გამო არ თანაეზიარეობდა დღევანდელ, ანტიქრისტეანულ მწვალებლობას, წმიდა აღმსარებელთა კანონები, რომლებიც კრებამდე აჩერებენ დაცემულ მღვდელმსახურთა უფლება-მოსილებას, ძალაში უნდა დარჩეს დღეს არსებული ეკლესიისთვისაც, რომელსაც დევნის და ავიწროვებს თანამედროვე ანტიქრისტეანობა.


21. გაქცევა - კანონიერია, მოტყუება კი - დაუშვებელი

გაჩნდა შეკითხვა, თუ რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა ამჟამინდელი მწვალებლობის ბობოქრობისას, რომელიც უმძიმესი და აუტანელია და თავის საბოლოო ფორმას სამყაროს აღსასრულისთვის მიაღწევს. ღირ. თევდორე სტოდიელი აუცილებელ დარიგებასა და განმარტებას გვაძლევს ამ მიმართებითაც, რომლებიც, ამავე დროს, ამ წმიდა მამის სჯულმდებლობაცაა.

"გისურვებ ჯანმრთელობას ჩემო საყვარელო შვილო, გამხნევდი, უწინამძღვრე შენს ძმებს და განამხნევე; აჩვენე, როგორი დამოკიდებულება გაქვს ჭეშმარიტებასთან, უბიძგე ყველას მოწამეობისკენ. თუმცა, თქვენი დამალვა კანონიერია. რამეთუ საკუთარი თავის განსაცდელში ჩაგდება, რისი გაგებაც შენ გსურდა, იმავეს ნიშნავს, ვინმეს საკუთარი მოსაზრებით მკვლელებს რომ მისცემოდა. და თუ წმიდა გორდი და ზოგიერთი სხვა მოწამე თვითნებურად გადიოდნენ საწამებლად, ამგვარ საქციელს იმ დროს არსებული ვითრება ითხოვდა, რამეთუ ისეც ხდებოდა, რომ ვერავინ ბედავდა პირდაპირ თქმას და აღსარებას, რის გამოც ფრიად ძლიერდებოდა უღმრთოება. თანაც, ისინი წმიდა გულით ღმერთს ჭვრეტდნენ და მისგან აღიძვრებოდნენ ამგვარ საქციელზე. ასე მოიქცა დიდი წინამორბედიც, როდესაც მან ჰეროდე ამხილა. ახლა კი ღვთის მადლით უამრავი აღმსარებელი და მოწამეა; მაგრამ საკუთარი თავის მიცემა თვითნებურად - უსჯულოებაა" (იქვე, часть, 3, письмо 44. К Симеону сыну, стр. 399-400).

"განთესვაში მყოფი ძმებისადმი" მიწერილ წერილში თევდორე სტოდიელი ამბობს: "ამიტომაც, ჩემი სიმდაბლე კვლავ გეუბნებათ: გიხაროდენ უფალში მამანო და ძმანო; გიხაროდენ, სიმართლისთვის დევნილნო" (მათე 5:10); გიხაროდენ, მთებსა და კლდეებში, ქალაქებსა და იდუმალ ადგილებში მიმალულნო" (იქვე, часть 2, письмо 62, стр. 417).

თვით გაქცევას წმიდა მამა აღმსარებლობით ღვაწლს ადარებს: "თვით ქრისტე, რომელსაც აღიარებენ, ხარობს და იღვწის ყოველ აღმსარებელთან ერთად. რადგან სხვაგვარად დღევანდელი უბედურებების გმირულად გადამტანნი ამას ვერ შესძლებდნენ... ვერ გამოჩდნებოდნენ საჯარო საპყრობილენი, ვერ აღივსებოდნენ უდაბნონი, მთები და ტყეები უფლის გულისთვის გაქცეულებითა და აღმსარებლებით" (იქვე, часть 2, письмо 71. К Навкратию сыну, стр. 430).

"ვმადლობ ღმერთს, რომ თქვენც, წმიდა მამანო, ურყევნი დარჩით ხატმებრძოლეობის ამ გრიგალში, არ წარგიტაცათ სულისწარმწყმედელმა თანაზიარობამ მწვალებლებთან, არამედ გაქცევით მიაღწიეთ დევნულების უნეტარეს გვირგვინს. ჭეშმარიტად თანასწორია ასკეტური ღვაწლი თქვენი სათნოებისა" (იქვე, часть 2, письмо 199. К Аволию и Иоанну монахам, стр. 596).

მრავალი ამგვარი სიტყვების დამოწმება შეიძლება, მაგრამ ესეც კი საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ გაქცევა მძვინვარე მწვალებლობისგან და სხვადასხვა ადგილებში დამალვა, არა თუ სჯულიერია, არამედ კურთხეულიცაა და ნეტარების მომგვრელიც. მწვალებელ მდევართაგან გაქცევასა და დამალვას თევდორე სტოდიელი თუ ამართლებს და აღმსარებლობის ღვაწლს უტოლებს, მდევართა მოტყუებას, მათდამი მიცემულ ყალბ დაპირებებსა და მომატყუებელ სიტყვებს, წმიდა მამა არა თუ გმობს, არამედ ჭეშმარიტების ღალატად და ღმრთისგან განდგომადაც მიიჩნევს.

"თუ მართლმადიდებელს ამხელენ იმაში, რომ მას ჯერაც არ ჰქონია კავშირი ერეტიკოსებთან, ის კი ჯვარს გადაიწერს და იტყვის: "მე მაქვს თანაზიარობა", მაშინ როდესაც მწვალებლებს სხვა არაფერი მოუთხოვიათ; თვითონ კი გულში ფიქრობდა: "მე თანაზიარობა მაქვს მწვალებლებთან", ეს იკონომია კი არა, ვითარებასთან დაუშვებელი შეთანაწყობაა, ჭეშმარიტების ღალატია. ამგვარს ეკუთვნის იმ ეპითიმიის ნახევარი, რაც მწვალებლობასთან სრულ ერთობაში შესულისთვის განსაზღვრულა" (იქვე, часть 2, письмо 40. К Навкратию сыну, стр. 394).

არსებობს ასეთი კითხვაც, რომელმაც ჩვენს დროში და ჩვენს პირობებში შეიძლება სხვაგვარი სახე მიიღოს, თუმცა არსებითად იგივე საკითხია, ოღონდ უფრო მძაფრ ფორმაში.

წმიდა აღმსარებელი წერს: "თუ ვინმე შეინანებს, რომ არ ეთაყვანება საღმრთო ხატებს და არ შიწყნარებდა მართლმადიდებელ ბერ-მონაზვნებს, არამედ ფიცის შემდეგ, შეიგნო რა თავისი დაცემა, შეინანა და საიდუმლოდ თაყვანს მიაგებდა ხატებს, მაინც მძიმე დაცემაა; ის უკვე გახდა განდგომილი, ამიტომაც, სამი წლით უნდა განეშოროს წმიდა სადიუმლოსთან ზიარებას, და ესეც მისდამი უდიდესი მოწყალებით" (იქვე, стр. 395).

მაგრამ რაკიღა დღეს ლაპარაკია სარწმუნოებასა და ღმრთისადმი თაყვანისცემაზე, აშკარაა, რომ: თუ ვინმე იტყვის, ან განაცხადებს, რომ ურწმუნოა, შემდეგ კი შეინანებს, საიდუმლოდ ირწმუნებს, და რამდენადაც შესაძლებელია ღმერთსაც ეთაყვანება, მაინც დიდი იქნება ეს დაცემა. ეს არის ღმრთისა და ქრისტეს უარყოფა. და ამგვარი ადამიანი - განდგომილია.

ამრიგად, მწვალებელთაგან გაქცევა და თავშესაფრის ძიება ნებადართულია. ხოლო მათი მოტყუება: "მე არ ვარ მორწმუნე" - ღმრთის სარწმუნოებისგან განდგომაა.


22. ღმრთისადმი რწმენა და გაბედული აღმსარებლობა ერთმანეთისგან განუყოფელია


ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. შეუძლებელია გწამდეს ღმერთი, ხოლო ადამიანთა წინაშე არ აღიარებდა და უარყოფდე ამ სარწმუნოებას. ამის შესახებ მუდმივად მსჯელობს ღირ. თევდორე.
"მაშ, დაგვიმტკიცე, თუ შეგიძლია, საღმრთო წერილიდან, რომ ამგვარი ქმედება არ არის მწვალებლობა და ნუ მიმითითებ უმრავლესობაზე და თავს ნუ შეიქებ დაფარულში მადიდებლებით ღმრთისა... ისინი თუ ღმერთს ადიდებენ, სად არის აღმსარებლობის გამბედაობა?" (იქვე, часть 1, письмо 48. К Афанасию сыну, стр. 302).

"ხოლო დუმილი (მწვალებლობათა წინააღმდეგ) ერთგვარი თანხმობაც არის მწვალებლობასთან... ამიტომაც, დღეს, საყვარელო, დადგა ჟამი ჩვენი ქადაგებისა... ბასილი დიდის თანახმად, ზედმიწევნით უნდა მივსდევდეთ განწესებათ, რამეთუ სხვა სიტყვა ითქმის ომამდე, და სხვა ომის შემდეგ!... ყოველი, რომელიც იცავს ჭეშმარიტებას და იჩაგრება ამის გამო, საფუძველი და მწვერვალია ეკლესიისა" (იქვე, часть 1, письмо 43. К брату Иосифу и архиепископу, стр. 292-293).

"დღეს, როდესაც საშინელი დევნულება აღმართულა ქრისტეს წინააღმდეგ, არა მარტო საკუთარი მაღალი მდგომარეობითა და ცოდნით უნდა ვიღვწოდეთ სიმართლის დასაცავად, ვიქადაგოთ და ვასწავლოთ სიტყვა მართლმადიდებლობისა, არამედ გაბედულად აღვიაროთ ჭეშმარიტება და თავისუფლად განვაცხადოთ მის შესახებ. და ეს ჩემისთანა ცოდვილის ნათქვამი კი არ არის, არამედ ღვთაებრივი ოქროპირისა, ასევე სხვა წმიდა მამებისაც" (იქვე, часть 3, письмо 278. Монашествующим, стр. 808-809).

"რამეთუ უფლის მცნებაა - არ დადუმდე იმ დროს, როდესაც საფრთხეშია სარწმუნოება. ნუ დადუმდები, არამედ იქადაგეო, - ბრძანა მაცხოვარმა. "ხოლო თუ უკუიქცევა, არ შეიწყალებს მას ჩემი სული" (ებრ. 10:38). და კიდევ: "ესენი რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს" (ლუკა 19:40).

ამრიგად, როდესაც საქმე სარწმუნოებას ეხება, არ უნდა თქვა: "მე ვინაღა ვარ?" - მღვდელი? არა. მეთაური? არა. მეომარი? ასევე არა. მე ვარ - გლახაკი, რომელიც მხოლოდ ყოველდღიურ სარჩო-საბადებელზე გამოვსულვარ. მე არ მეხება მსჯელობა და ზრუნვა ამ საკითხზე. ვაი, რომ ქვანი ღაღადებენ, შენ კი დუმხარ და უდებებას მისცემიხარ. უგრძნობი ბუნება უსმენს უფალს, შენ კი განსდგომიხარ? უსულო არსებები, რომლებიც სასამართლოს არ ექვემდებარებიან, თითქოსდა ბრძანების ეშინიათო, ხმას გამოსცემენ, შენ კი, თუნდაც გლახაკი იყო, პასუხს მისცემ უფალს განკითხვის დღეს ყოველი სიტყვისთვის, უგუნურად ამბობ: "რა ჩემი საქმეა?"... ასე ყველაზე უკიდურესი გლახაკიც კი ვერ გაიმართლებს თავს საშინელ სამსჯავროზე, და რაღა უნდა ითქვას მაღალი ხარისხით შემოსილზე, რომელსაც დაუნდობელი მსჯავრი ელოდება. რამეთუ, "რადგან სახეს არ მოარიდებს მათ ყოველთა მეუფე და არც მათ სიდიადეს შეუშინდება, რადგან მცირეცა და დიდიც მისი შექმნილია და ერთნაირად იზრახავს ყველასათვის. ძლიერებს კი მკაცრი ელოდებათ განკითხვა" (სიბრძნე სოლ. 6:6-7). მაშ, იქადაგე, ბატონო ჩემო, იქადაგე! ამიტომ ვქადაგებ მეც, უბედური, რადგან მეშინის ღმრთისა" (იქვე, часть 2, письмо 81. К Пантолеону логофету, стр. 441-442).

"ამრიგად, საშინელი მსჯავრი ელოდება იმას, ვინც შეგნებულად დაიდუმებს მწვალებელთა ბობოქრობის ჟამსს... მაშ გამობრწყინდი, საყვარელო, სიტყვის სასანთლეზე და სახარების სიტყვისაებრ "გაუნათე ყველას ვინც სახლშია" (მათე 5:15), რათა უბრალოებით მიიღონ ნათელი, ხოლო გრძნობაარეულებმა მოიმკან ნაყოფი თავიანთი უგულისხმოებისა..." (იქვე, часть 2, письмо 209. К Антонию епископу, стр. 614).

"ხოლო შენ, შვილო ჩემო, უფალში გაძლიერდი და გამხნევდი. ნუ დაეცემი სულიერად დევნულების წინაშე. მტკიცე იდექ თუ გკითხავენ გამოიღე ნაყოფი აღმსარებლობისა; თუ გცემენ, ქრისტესთან ერთად გცემენ, ნუ შეუშინდები საპყრობილეს, მიიღე სასმისი მწარე ვითარებებისა, ნებით ადი ჯვარზე, რადგან, ყოველს, ვისაც კი სურს ჯვრის ტარება, ამგვარი ღვაწლი ჭეშმარიტ ტანჯვად ჩაეთვლება... ვინ უნდა ხარობდეს, ვინ უნდა აღფრთოვანდებოდეს და ვინ უნდა განისვენებდეს თუ არა ის, ვინც ქრისტესთვის შეუპყრიათ და უტანჯიათ?" (იქვე, часть 2, письмо 44. К Навкратию сыну, стр. 663-664).
"ვაცილებ რა იმქვეყნად მამას ჩემსას წმიდა კალოგიროსთან ერთად (ეტანჯნე ქრისტესთვის - ავტ.), ვხარობ და ვზეობ მათთან ერთად. ასე ვხვდები, ასე ვნეტარებ როდესაც ამქვეყნიური ბოროტება თავს მატყდება; უშიშრად და ურყევად ვბედავ განვაცხადო დავითთან ერთად: "გან-თუ-ეწყოს ჩემ ზედა ბანაკი, არა შეეშინოს გულსა ჩემსა. აღ-თუ-დგეს ჩემ ზედა ბრძოლა, ამისთჳს მე შენ გესავ" (ფსალმ. 26:3). ტკბილია სიკვდილი - თუ ის მარადისობის მომტანია! ამგვარად ვაღიარებ მე, მრავალ ცოდვათათვის კაცთაგან და ღმრთისგან მოძულებული" (იქვე, стр. 664).

შთააგონებს რა ყველას უშიშრობას მდევნელთა წინაშე, ღირსი იღუმენი ამავე დროს შეგვახსენებს, რომ აუცილებელია უსაფრთხოებაზე ზრუნვაც: "არ უნდა დუმდე შიშის გამო მეფის წინაშე, არამედ თამამად იქადაგე, და თუნდაც გიკრძალავდეს მეფე (მდევნელი სიმართლისა), უნდა ვაღიაროთ თავი მათ მოწაფედ, ვინც აცხადებდა: "რამდენად მართებულია ღვთის წინაშე, რომ უფრო მეტად თქვენ გისმინთთ, ვიდრე ღმერთს" (საქმე 4:19). ჩვენ ხომ არ ძალგვიძს ვდუმდეთ იმის შესახებ, რაც გვსმენია და ვიცით. მაგრამ, ამასთანავე ვცდილობთ თავი ავარიდოთ მათ, ვისაც ძალუძს ჩვენს წინააღმდეგ ამხედრება..." (იქვე, часть 3, письмо 48. К Навкратию сыну, стр. 666).

"საყვარელო შვილო, ნუ მიეცემი უსასობას, არამედ მტკიცედ დექ; თუ საჭიროა მოვკვდეთ კიდეც ქრისტესთვის, რათა მასთან ერთად ვიცხოვროთ საუკუნოდ. ჩვენ ხომ მაინც მოკვდავები ვართ, და სასიკვდილო სარეცელს ვერვინ გაექცევა. დიახ, გლოცავ შვილო ჩემო!" (იქვე, часть 3, письмо 52. К Феоктисту сыну, стр. 669).

"დიდსულოვნად გადაიტანე საპყრობილის ჭირვებანი, და დღე დღეზე ელოდე ხსნას ღმრთისგან. ქრისტესთვის სიკვდილმაც რომ გვიწიოს, მოვკვდეთ, რათა მარადის ვიცოცხლოთ. ო, კეთილო დოროთე, მხედ დადექ, როგორც ნიჭი ღმრთისა!" (იქვე, письмо 53. К Дорофею сыну, стр. 669-670).

"ნეტარ არიან უფლისთვის მკვდარნი, რადგან ისინი ერთ წამში დაიმკვიდრებენ მარადისობას!" (იქვე, часть 3, письмо 61. К Навкратию сыну, стр. 674).

ამრიგად, აღმსარებელო ქრისტესო, ღირ. თევდორე სტოდიელი გვარიგებს, რათა ღმრთისადმი ჩვენი რწმენა აღვსილი იყოს გამბედაობითა და სიმამაცით, უშიშარი აღმსარებლობით, მზადყოფნით რწმენის გულისთვის არა მარტო თამამად შეუდგე აღმსარებლობით ღვაწლს, არამედ ეწამო კიდევაც. მაგრამ მძვინვარე დევნულების დროს, განსაკუთრებით ანტიქრისტეს პერიოდში, ქრისტეს რწმენა და საერთოდ, ეკლესიის საერთო საქმე ითხოვს სიფრთხილესაც. რადგან არ შეიძლება და უკანონობაც არის აშკარად თავი მისცე მდევნელთ, რადგან აღმსარებლობითი მოღვაწეობა ღმრთის კეთილი განგებულების საქმე უნდა იყოს და არა ადამიანური თავდაჯერებულობისა და თავქარიანობისა. ამაოდ ხომ არ არის ნათქვამი: "სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა" (იოანე 21:18).


დასკვნა


ამრიგად, ზემოთ განვიხილეთ განწესებები ღირ. თევდორე სტოდიელის თხზულებებიდან, თუ როგორ უნდა მოიქცეს მართლმადიდებელი ქრისტეანი, როდესაც გაბატონებულია ღმრთისმბრძოლი, ანტიქრისტეანული მწვალებლობა. ეს განწესებები ძალზედ მკაცრია, მაგრამ ძალზედ ახლოა ჩვენთვის, ჩვენი სულიერი მოთხოვნილებებისთვის. რადგან ეს კანონები შექმნილია, უფრო სწორედ შთაგონებულია სულიწმიდის მიერ, რომელიც აკავებს ანტიქრისტეს მოსვლას (2 თესალონიკ. 2:7). ეს განწესებები მოცემულია როგორც დაცვის აუცილებელი საშუალება როდესაც ღმრთისმბრძოლი მწვალებლობა ჭეშმარიტ ეკლესიასა და სარწმუნოებას დანთქმით ემუქრება.

განწესებები მკაცრია, მაგრამ ეს არის ძველი აღმსარებლებისა და ეკლესიის საერთო ხმა, ამიტომაც, განსაკუთრებულად ძვირფასი უნდა იყოს ჩვენთვის, რამეთუ ისინი წმიდა აღმსარებლის მადლისმიერი გონებაგაბრწყინვების ნაყოფია იმის შესაცნობად, რომ "მიმდინარე მოვლენები ანტიქრისტეს მოსვლის შესავალია, წინაპერიოდია". ეს არის თვით ღირ. თევდორე სტოდიელის სიტყვები (Творения, том 2, часть 3, письмо 42. Патрицию, стр. 662).

და თუკი მისი დროინდელი მოვლენები "შესავალი და წინაპერიოდი" იყო ანტიქრისტეს მოსვლისა, დღეს ჩვენ მისი მოსვლისა და ღმრთისმბრძოლი ხელმწიფების პირობებში ვცხოვრობთ. და რაოდენ მკაცრიც უნდა იყოს ღირ. თევდორე სტოდიელის კანონები, - არადა ისინი მარტო ღირ. თევდორესი როდია, არამედ მთელი, მებრძოლი ეკლესიისა, - თუ ისინი აუცილებელნი იყვნენ მაშინ, მით უფრო აუცილებელნი არიან დღეს, როდესაც ასე ახლოა უფლის მოსვლა. აუცილებელია ამ მკაცრი კანონების შესწავლა, რადგან ბოროტება უკვე აღწევს თავის აპოგეას.

წყარო: stepenna.blogspot.com

Назад к содержимому