განმარტება - ბოლო ჟამის უმთავრესი ბიბლიური გაფრთხილება: "მაშ, იფხიზლეთ..." - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
ბოლო ჟამის უმთავრესი ბიბლიური გაფრთხილება: "მაშ, იფხიზლეთ..."
უკანასკნელი ჟამის აპოკალიპტური მოვლენები
ელეონის მთაზე მაცხოვრის წინასწარმეტყველებათა და წინასწარმეტყველური პანორამის საკმაოდ ზუსტი აზრობრივი შესაბამისობები, რომლებიც წარმოდგენილია იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში (ამის შესახებ იხ. წინა პუბლიკაცია), არ იფარგლება თვით მოვლენებით, და მოიცავენ როგორც მთელი სამყაროს, ასევე იმ ადამიანთა განსაზღვრულ მდგომარეობებს, რომლებიც მომავალ მოვლენათა თვითმხილველნი და მონაწილეები გახდებიან.
 
ამრიგად, დაასრულა რა თავისი ქადაგება ელეონის მთაზე, უფალმა ჯერ მომავალი დროება ლეღვის ხის ტოტებს შეადარა, რომლებიც ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად რბილდება (მათე 24:32-34; მარკოზი 13:28-30; ლუკა 21:28-32), შემდეგ კი ამტკიცებს, რომ "ცა და მიწა გადავლენ", ხოლო უფლის მიერ ნაუწყები გარდაუვალია (ანუ საბოლოოდ გადაწყვეტილია, "არ ჩაივლის" და სწორედ ისე აღსრულდება, როგორც ნაუწყები იყო (იხ. მათე 24:35; მარკოზი 13:31; ლუკა 21:33)).
 
ზუსტად ასეთი მტკიცებულებით მთავრდება გამოცხადების წიგნიც: "და მითხრა: ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტი. წინასწარმეტყველთა სულების უფალმა ღმერთმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა უჩვენოს მონებს თვისას, რაც უნდა მოხდეს მალე" (გამოცხ. 22:6).
 
გარდა ამისა, ელეონის მთაზე წარმოთქმული ქადაგების ბოლოში უფალი უკანასკნელი დღისა და ჟამის მიუწვდომლობაზეც მსჯელობს ("იმ დღისა და იმ საათისა არავინ არაფერი იცის, არც ანგელოზებმა ცაში, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ" (მარკოზი 13:32; შეად. მათე 24:36)). თანაც სანიმუშოდ იმისა, თუ როგორ დადგება ჟამთა აღსასრული, მაცხოვარი ბოლო დღეს ადარებს მსოფლიო წარღვნას (მათე 24:37-42, ლუკა 17:26-27) და სოდომის განადგურებას (ლუკა 17:28-30), - შემდეგ კი ამ მნიშვნელობებს ავსებს იგავებით ქურდზე (მპარავზე), კეთილგონიერ მონაზე (მათე 24:43-51) და მღვიძარე კარის მცველზე (მარკოზი 13:33-37).
(ლუკას სახარებაში (ლკ. 21:34-36) იგივე მნიშვნელობები გამოხატულია სიტყვიერ დარიგებებსა და მღვიძარებისკენ მოწოდებაში).
ზუსტად, იგივე ზოგადი აზრები (და ბუკვალური შედარებებიც) გვაქვს იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაშიც:
 
"... თუ არ იფხიზლებ, მოვალ შენთან, როგორც მპარავი, და ვერ გაიგებ, რა დროს მოგივალ" (გამოცხ. 3:3).
 
"აჰა, მოვალ, როგორც მპარავი: ნეტა მას, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსს, რათა შიშვლად არ იაროს და არ იხილონ მისი სირცხვილი" (გამოცხ. 16:15).
 
ეს კი ნიშნავს, რომ სახარებები და გამოცხადება პირდაპირ შეესაბამებიან ერთურთს, მათ შორის იმ ადამიანთა ყველა შესაძლო მდგომარეობებთან დაკავშირებითაც, რომლებიც (ელოდებიან ისინი სამყაროს აღსასრულს თუ არა), ჯერაც ხორცში მყოფნი, წუთისოფლის უკანასკნელ დღეებში იცხოვრებენ.
 
რაც შეეხება უკანასკნელი დღისა და საათის დადგომის ბუკვალურ და ცხად ნიშნებს, რომელთა პოვნასაც ზოგიერთი კომენტატორი წარუმატებლად ცდილობს იოანეს გამოცხადებაში, - კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ სინოპტიკური სახარებებისა და თვით იოანეს გამოცხადების თანახმად უფლის მოსვლა იქნება სრულიად მოულოდნელად, უცნობ დღესა და საათს, "როგორც მპარავი ღამით", და შეიძლება ბუკვალურად ნებისმიერ მომენტში მოხდეს.
 
რადგან ჟამთა აღსასრულის ერთადერთ ნიშანს, რომელიც მეორედ მოსვლის ყველა აღწერილ სიმბოლოშია ნახსენები, წარმოადგენს "ღამე", ანუ ეს მოულოდნელი მოვლენა მოხდება ღამით (მათე 24:29-30, მათე 24:42-44; 25:1-13; მარკოზი 13:24; 13:33-37; 2 პეტრე 3:10 და ა. შ.), - სრულიად ცხადია, რომ ჟამთა აღსასრულის განზოგადოებული ნიშნები წმიდა ტექსტებში მოტანილია არა იმისთვის, რათა მორწმუნეებს, - რომლებიც ვერ პოულობენ ზოგიერთ მათგანს თავიანთ რეალობაში, - თითქოსდა ხილული სამყაროს დაუყოვნებლივ და მყისიერ წარწყმედაზე ჯერ-ჯერობით ლაპარაკი არ არის.
 
პირიქით, წმიდა წერილში ეს ყველაფერი ფორმულირებულია და წარმოდგენილია იმგვარად, რათა ქრისტიანები მუდმივად ხედავდნენ ირგვლივ მსგავს მოვლენებს, - და, გულისხმაყოფენ რა იმას, რომ ბოლო ჟამია, ყოველდღიურ და ყოველსაათობრივ მღვიძარებაში იყვნენ.
 
თავის მხრივ, ამგვარი გაგება ნიშნავს, რომ წმიდა ტექსტებში, გამოცხადების წიგნის ჩათვლით, არ არის და შეუძლებელია იყოს მნიშვნელობები, რომლებიც მეორედ მოსვლის სიშორეს დაადასტურებდნენ, - პირიქით, ყველაფერი მის მოახლოვებაზე მეტყველებს.
 
სწორედ ამაზე მეტყველებს სიტყვები "ახლოა ჟამი" (გამოცხ. 1:3) და "აჰა, მოვალ მალე" (გამოცხ. 22:12), რომლებიც სხვა მტკიცებულებებთან ერთად, რომელთაც ზოგადი მიმანიშნებელი აზრები გააჩნიათ, "გვიხსნიან" და ასრულებენ იოანე ღვთისმეტყველის მთელ თხრობას (შეად. გამოცხ. 1:3; 22:10; 1:7; 3:11; 22:7, 12, 20).
(ერთ-ერთი ეპიზოდი, სადაც სინოპტიკურ სახარებათა მოწმობები და გამოცხადება "სცილდებიან" ერთმანეთს არის ელეონის მთაზე მოცემული მაცხოვრის გაფრთხილება იუდეიდან გაქცევის აუცილებლობაზე, როგორც კი გამოჩნდება "მოოხრების სისაძაგლე" და ჯარები იერუსალიმს ალყაში მოაქცევენ (მათე 24:15-16; მარკოზი 13:13-14, ლუკა 21:20-21).
 
ხოლო იოანეს გამოცხადების მსგავს ფრაგმენტში ლაპარაკია არა იერუსალიმზე, არამედ ბაბილონზე:
 
"და მომესმა მეორე ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: გამოდი, მაგისგან, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიაროთ მის ცოდვებს და არ მოიწყლათ მისი წყლულებით. ... მოვლენ ერთ დღეს მისი წყლულებანი, სიკვდილი, გლოვა და შიმშილი, და დაიწვის ცეცხლით, რადგანაც ძლიერია უფალი ღმერთი, რომელიც განიკითხავს მას" (გამოცხ. 18:4, 8).
 
მაგრამ, როგორც წინა პუბლიკაციებში აღვნიშნეთ, სიტყვა იერუსალიმზე, თუმც კი შეიცავს მითითებას "ბაბილონურ ტყვეობაზე" (შეად.: ლუკა 21:24), მაინც "ბუკვალური" წინასწარმეტყველებაა, რომელიც იუწყება ერთი კონკრეტული ქალაქის მოახლოვებულ დანგრევაზე, - ხოლო გამოცხადების წიგნი, რომელიც უკვე ამ მოვლენის შემდეგ დაიწერა, ლაპარაკობს მხოლოდ იმ მსოფლიო მნიშვნელობებზე, რომლებიც მთელ ახალაღთქმისეულ დროებაში იქნება აქტუალური, თანაც ბაბილონიდან გამოსვლას წარმოგვიჩენს ეგვიპტიდან გამოსვლის სიმბოლოებით.
 
ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ გამოცხადება სხვა ბიბლიური ნიშნით, ანუ არა "იერუსალიმის", არამედ "ბაბილონის" ხსენებით მოწმობს "განწირული ქალაქიდან გაქცევის" აუცილებლობაზე, - სამი სახარების ესქატოლოგიური თავებსა და გამოცხადების წიგნს შორის ამ შემთხვევაშიც დაცულია სრული აზრობრივი შესაბამისობა).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს სრული საფუძვლი ვივარაუდოთ, რომ სინოპტიკური სახარებების ესქატოლოგიურ თავებსა და იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების შესაბამის ფრაგმენტებში (სხვადასხვა სიუჟეტებიდან), ასახულია ერთი და იგივე ახალაღთქმისეული მოწმობა, რომლის თანახმადაც მაცხოვრის პირველ და მეორედ მოსვლას შორის პერიოდი უნდა აღვიქვათ, როგორც "მღვიძარების პერიოდი", რომლის საიდუმლოს უფრო ამაღლებული მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მათ ფაქტობრივ (ანუ "კალენდრულ") ხანგრძლივობას.
 
მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ელეონის მთაზე წარმოთქმული ესქატოლოგიური წინასწარმეტყველების ზოგიერთი დეტალი (მაგალითად, ქალაზე ალყის შემორტყმა (ლუკა 21:20)) ბუკვალურ მოვლენად გამოიყურება, რომელიც თვალსაჩინოა ადამიანის ჩვეულებრივი მხედველობისთვის, - სრულიად ცხადია, რომ არც სინოპტიკურ სახარებებში და არც იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში არ არის და არც შეიძლება იყოს არც ბუკვალური და არც მეტაფორული აღწერები, რომელთა საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა მაცხოვრის მეორედ მოსვლის დროისა და ჟამის "წაკითხვა" ან "გამოანგარიშება".
(ან პირიქით, განმტკიცება იმ აზრში, რომ მეორედ მოსვლა შეუძლებელია უახლოეს დღეებსა თუ თვეებში, რადგან რაღაც კონკრეტული, რაც ამ მოვლენამდე უნდა მოხდეს, ჯერაც არ მომხდარა).
კალენდრული დრო-ჟამისა და ვადების გამოთვლების ნაცვლად ქრისტეს მორწმუნეებს უფალი სთავაზობს შეიძინონ და გაითვისონ ქრისტიანული აზროვნება, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მათ გარემომცველ რეალობაში მკაფიოდ იქნას დანახული უკანასკნელი დღის მოახლოება და დადგომა ისე, რომ არც უკანასკნელი დღის მოახლოვება და დადგომა იქნას გამორიცხული.
 
მღვიძარება საჭიროა არა მარტო სარწმუნოებაში, არამედ იმის გაცნობიერებაშიც, რომ "დღე უფლისა მოვა, როგორც მპარავი ღამით" (1 თესალონიკ. 5:2), - ანუ აბსოლუტურად მოულოდნელად, როგორც ცოდვილ მცონარებასა და ძილში მყოფთათვის, ასევე მთელი ძველი სამყაროსათვის.
(რაც შეეხება გამოცხადების გამოყენებით გარკვეული კონკრეტული დროისა და ჟამის "გამოანგარიშებას", - ყველა ამგვარი მცდელობა სხვა არაფერს წარმოადგენს, თუ არა ცრუწინასწარმეტყველების ერთ-ერთ ფორმას (შეად. დანიელი 1:7)).

მასალა მომზდებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით.
Назад к содержимому