განმარტება - მებრძოლი ეკლესიის შვიდი ხატება - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
მებრძოლი ეკლესიის შვიდი ხატება
მებრძოლი წმიდა ეკლესია
თუკი ზეცის მცხოვრებნი უკვე თავისუფლები არიან ხორციელი უძლურებისგან, ასევე კაცთა მოდგმის მტრის საცთურებისგან, და წარმოადგენენ ზეციური იერუსალიმის მოზეიმე კრებას (ებრ. 12:18-24; გამოცხ. 12:12 და სხვა), - ქრისტიანები, რომლებიც ჯერაც ხორცში იმყოფებიან და უწყვეტ ბრძოლას აწარმოებენ უკეთურ ქვეყნიერებასთან, მებრძოლი ეკლესიაა, რომელსაც გამოცხადების წიგნში წარმოადგენენ:
 
1. დედაკაცი, რომელსაც "მუცლად ეღო და კიოდა მშობიარობის კივილით გაწამებული" (გამოცხ. 12:2), და ყველა ისინი, ვინც მისი თესლისგან იშვნენ, "იცავენ ღმრთის მცნებებს" და "აქვთ მოწმობა იესუ ქრისტესი" (გამოცხ. 12:7, შეად. დაბ. 3:15).
(ამასთან დედაკაცისა და მის მიერ შობილთა მთავარ მოწინააღმდეგედ გამოდის ციდან გადმოგდებული ურჩხული, გამოცხ. 12:13).
2. წმინდანები, რომლებთანაც მოუწევს შერკინება "ზღვიდან ამომავალ მხეცს" და მიეცემა "ძალა ... მათი ძლევისა" (გამოცხ. 13:7). ეს წმინდანები ავლენენ მოთმინებასა და რწმენას (გამოცხ. 13:10) და არ სცემენ თაყვანს მხეცის ხატს, - რის გამოც "მხეცის ხატი" დაიწყებს მათთან ბრძოლას მათ გასანადგურებლად (გამოცხ. 13:15).
 
ასეთივე აზრია გამოხატული "ორი მოწმის" ხატებაში, რომლებსაც მხეცი მოკლავს იმის შემდეგ, რაც ისინი დაასრულებენ თავიანთ მოწმობას (გამოცხ. 11:7).
 
გარდა ამისა, ეს წმინდანები კიდევ იწოდებიან მოღვაწეებად, "რომლებიც იმარხავენ ღვთის მცნებებს და იესუს რწმენას (გამოცხ. 14:12, შეად. 1 ინ. 2:3–8; 3:4–7, 24; 5:3, 2; ინ. 1:4–6 და სხვა) და მოწოდებულნი არიან შემდგომი (უწყვეტი) განწმენდისკენ ("მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავაც წმიდობდეს" (გამოცხ. 22:11)), - ხოლო მათი ლოცვები ედრება საკმეველს, რომლის სურნელი ცამდე და ზეციურ საყდრამდე აღწევს ("ყოველ მათგანს ხელთ ეპყრა ქნარი და ოქროს თასი, საკმევლით სავსე, რომელიც არის წმიდათა ლოცვა" (გამოცხ. 5:8)).
 
3. უფალში მკვდარნი, რომლებიც ნეტარნი არიან, რადგან მოიპოვეს საუკუნო განსვენება (ამასთან, ძველი აღთქმის დროს სხორციელი სიკვდილი არანაირად უკავშირდებოდა ნეტარებას, შეად. - ფსალმ. 6:6; ეს. 38:18 და სხვა).
 
4. "ზეციური სამკალი", რომელიც მწიფდება (უკვე მომწიფდა) მთელ დედამიწაზე ("... მიუშვი შენი ნამგალი და მომკე, რადგანაც მოვიდა მკის ჟამი და მოიწია სამკალი ქვეყნად. ღრუბელზე მჯდომმა დაუშვა თავისი ნამგალი ქვეყნად და მომკა ქვეყანა" (გამოცხ. 14:15-16); შეად.: "მას ხელთ უპყრია თვისი არნადი და გაწმენდს თავის კალოს, და შეინახავს ხორბალს ბეღელში, ხოლო ბზეს მისცემს უშრეტ ცეცხლს" (მთ. 3:12) და სხვა).
 
5. ერი ღვთისა, რომელიც უნდა გამოეყოს მეძავს, რათა მის სასჯელს არ დაექვემდებაროს ("... გამოდი, მაგისგან, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიაროთ მის ცოდვებს და არ მოიწყლათ მისი წყლულებით" (გამოცხ. 18:4)).
 
6. ისინი, ვისკენაც არის მიმართული გამოცხადების წიგნის მოწმობა ("... წინასწარმეტყველთა სულების უფალმა ღმერთმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა უჩვენოს მონებს თვისას, რაც უნდა მოხდეს მალე" (გამოცხ. 22:6); "მე, იესუმ, მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა ეკლესიებში გიმოწმოთ ეს" (გამოცხ. 22:16) და ვისაც ეხება სიტყვები: "ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს" (გამოცხ. 2:7 და სხვა).
 
7. გარდა ამისა, მებრძოლი ეკლესია იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში წარმოდგენილია თვით იდუმალთმხილველის სახით. ეს ხატება ეკლესიაში გვეხსნება იმ დროს, როდესაც მოციქული იოანე თვითონ ხდება მ10-ე თავის სიუჟეტის მოქმედი პირი და ანგელოზისგან "გახსნილ წიგნს" იღებს ხელში. ამას ის აკეთებს არა მარტო ბუკვალური აზრით, ანუ "საკუთრივ", არამედ ყველა ქრისტიანის სახელითაც, რომლებიც თავიანთ გულებსა და სულებს წარადგენენ ღმრთის სიტყვის სამსჯავროზე:
 
"ავიღე წიგნი ანგელოზის ხელიდან და შევჭამე იგი, და თაფლივით მეტკბილა პირში, მაგრამ, როდესაც შევჭამე, გაამწარა ჩემი მუცელი. ხოლო მან მითხრა: კვლავინდებურად გმართებს წინასწარმეტყველება ხალხთა და ერთა, ენათა და მეფეთათვის" (გამოცხ. 10:10-11).
 
ხოლო რადგანაც ზეციური და მიწიერი ეკლესიების სხვადასხვა ხატებებს გამონაკლისის გარეშე თან ახლავს გამოცხადების წიგნის ხილვები, - არსებობს ყველა საფუძველი ვამტკიცოთ, რომ სწორედ ქრისტეს ეკლესია, გამოხატული ორ იპოსტასში (მედღესასწაულე და მებრძოლი ეკლესიების სახით), მთელი წიგნის ძირითადი "მოქმედი პირია" ვიდრე მომენტამდე, როდესაც ითქვა: "ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ" (გამოცხ. 22:21), და საყოველთაო უსჯულოების ერთადერთ შესაძლო ალტერნატივას წარმოადგენს.

ამასთან ფრიად ნიშანდობლივია, რომ ქრისტიანული აღთქმანი, რომლებიც ნაუწყებია გამოცხადების წიგნის სხვადასხვა სიუჟეტებსა და ეპიზოდებში, მაცხოვრის მეორედ მოსვლისთვის ერთდებიან შვიდ საზოგადო მნიშვნელობაში, რომლებიც შეუძლებელია დავყოთ ცასა და მიწას შორის, - ხოლო მოზეიმე ეკლესია ის ეკლესიაა, რომელიც მოწმობს უფლის შესახებ უსჯულოების სამეფოში, ერთდება ერთ ცნებაში, რომელიც სამყაროში წარმოადგენს "ქალსა და კრავის პატარძალს", ანუ ქრისტეს სულიერ სხეულს (გამოცხ. 19:7-9, 1 კორ. 6:15; 12:27; ეფეს. 4:12; კოლას. 1:24).


მასალა მომზ
დებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში
Назад к содержимому