Перейти к контенту

განმარტება - უკანასკნელი მკა დედამიწაზე: "ღრუბელზე მჯდომმა დაუშვა თავისი ნამგალი ქვეყნად..." (გამოცხ. 14:14-16) - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
აპოკალიფსისი > განმარტება
უკანასკნელი მკა დედამიწაზე: "ღრუბელზე მჯდომმა დაუშვა თავისი ნამგალი ქვეყნად...".
 
(გამოცხ. 14:14-16)
"გავიხედე და, აჰა, თეთრი ღრუბელი, ღრუბელზე კი მჯდომარე, კაცის ძის მსგავსი: თავს ედგა ოქროს გვირგვინი და ხელთ ეპყრა მჭრელი ნამგალი. გამოვიდა მეორე ანგელოზი ტაძრიდან და შეღაღადა ღრუბელზე მჯდომს: მიუშვი შენი ნამგალი და მომკე, რადგანაც მოვიდა მკის ჟამი და მოიწია სამკალი ქვეყნად. ღრუბელზე მჯდომმა დაუშვა თავისი ნამგალი ქვეყნად და მომკა ქვეყანა" (გამოცხ. 14:14-16).
 
 
არსებულ კომენტატორთაგან უმრავლესობა 14-ე თავის წინასწარმეტყველურ პანორამებს განიხილავს, როგორც სამ ცალკეულ და ერთმანეთზე დამოუკიდებელ ეპიზოდს, რომელთაგან უპირველესი არის 144 000 მართალი, რომლებიც სიონზე გალობენ (გამოცხ. 14:1-5), მეორე - სამი ცნობა ცაში მფრენი სამი ანგელოზისგან (გამოცხ. 14:6-11), ხოლო 14 თავის პანორამებს ამთავრებს დედამიწის მკის პანორამა, რომელიც "იხსნება" ღრუბელზე მჯდომი კაცის ძის ხილვით, რომელსაც "ხელთ ეპყრა მჭრელი ნამგალი" (გამოცხ. 14:14-16).
 
მაგრამ 14-ე თავის სამი სიუჟეტი განცალკევებულად გამოიყურება მხოლოდ მათთვის, ვინც ამ სიუჟეტებში აღნიშნულ ყველა მოვლენას "შორეულ მომავალს" განაკუთვნებს, და დარწმუნებულია, პირველი ეკლესიის დროებაში სიონში მგალობელი პირმშოები ჯერაც არ იყვნენ; და სამი ანგელოზი დედამიწაზე მხოლოდ "დიდი ბაბილონის" საბოლოო დამხობის დროს გადაიფრენს; ასევე კაცობრიობისთვის "მარადიული სახარების" უწყება ჯერაც არ დაწყებულა, არამედ "თავის" დროს ელოდება და ა. შ.
 
ამასთან მე-7 თავის კომენტარებში უკვე განვიხილავდით საკითხს, თუ რატომ იყო ას ორმოცდაოთხი ათასი "აღბეჭდილი" გამოსყიდული მიწითგან ახალი აღთქმის დამყარების დროს, და "კაცთაგან გამოსყიდული ეს პირმშონი" სიმბოლური აზრით რატომ არიან "მსოფლიო ახალაღთქმისეული მკის "პირველნაყოფები", რომლებიც წარმოადგენენ ზეციურ ეკლესიას ისრაელის 12 ტომიდან (გამოცხ. 7:4-8; ებრ. 12:22-24).
(ასეთი დასკვნები პირდაპირ არის დაკავშირებული ხელთქმნილი კარვის საღვთისმსახურებო წეს-განგებებს, რომელთა თანახმადაც პირმშონი 12 ტომიდან ეკუთვნიან უფალს, და მოსეს რჯულის მიხედვით საჭირო იყო მათი გამოსყიდვა, - ხოლო ძველაღთქმისეულ დღესასწაულთა წეს-განგებების შესაბამისად შვიდი სრული კვირის შემდეგ პასექის დღესასწაულიდან და ღმრთისთვის "შერხეული ძნის" აღვლენის შემდეგ, შვიდეულთა დღეს, რომელიც ასევე "მკის დღესასწაულად" ითვლებოდა, ხელთქმნილ ტაძარში შეიწირებოდა ახალი მოსავლის პირველი ნაყოფები (მეორე. რჯლ. 16:9; ლევ. 23:9-17).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სწორედ ამ სიმბოლოთა შესაბამისად ახალაღთქმისეული პასექის შვიდი კვირის შემდეგ მოციქულებზე გადმოვიდა სულიწმიდის ცეცხლოვანი ენები, ასე რომ სწორედ ორმოცდამეათე დღე აღინიშნება ქრისტიანთა მიერ, როგორც დღე საყოველთაო სამოციქულო ეკლესიის დაბადებისა და შედის უდიადეს ახალაღთქმისეულ დღესასწაულთა რიცხვში სახელწოდებით სამების დღე).
გარდა ამისა, ყველა სიმბოლურ-წინასწარმეტყველური მნიშვნელობა დაკავშირებულია ახალაღთქმისეული სულიერი რეალობის ბუკვალურ მკასთან და წარმოადგენს ქრისტეს ეკლესიას "მიწის იმ კეთილი ნაყოფებით", რომლებიც უნდა შეიკრიბოს "უფლის ბეღელში" (1 კორ. 3:9). ეს კი უთითებს იმაზე, რომ მსოფლიო სულიერი მკა (რომელსაც დასაბამი მიეცა "საშემოდგომო მკის" ორმოცდამეათე დღეს, ანუ ისრაელთაგან ცხონებულებში) "მთელი ზაფხული", ანუ მთელი ახალაღთქმისეული დროების განმავლობაში გაგრძელდება (შეად.: "რადგან მცხო მე უფალმა გლახაკთათვის სახარებლად; მომავლინა ... გამოსაცხადებლად უფლის წყალობის წელიწადისა..." (ეს. 61:1-2; ლკ. 4:18-19), და დასრულდება "წინასწარმეტყველური შემოდგომით", როდესაც მოსეს რჯულის მიხედვით მკის დასრულება და ძველაღთქმისეული კარვობის დღესასწაული (ლევ. 23:9-17; მეორე რჯლ. 16:13; გამ. 23:16 და სხვა) აღინიშნებოდა.
 
"შვიდეულის დღესასწაული იზეიმე, პირველმოწეული ხორბლისა და რთველის დღესასწაული წლის მიწურულს" (გამ. 34:22).
 
ეს კი ნიშნავს, რომ გამოცხადების წიგნის 14-ე თავი არ იყოფა ცალკეულ "დამოუკიდებელ" ეპიზოდებად, არამედ აღწერს ერთიან აზრობრივ პანორამას, რომელიც დასაბამს იღებს სიონზე "კაცობრიობის პირველნაყოფთა" ამაღლებიდან, რომლებიც იქვე უგალობენ "ახალ საგალობელს" ზეციური ტაძრის საყდრის წინაშე, ანუ მიეახლებიან ახალაღთქმისეულ სამღვდლო მსახურებას, - ხოლო მთვრდება იგი აწინდელი საუკუნის უკანასკნელი დღით, როდესაც "დედამიწის ველი" აიკრიფება დანაკარგის გარეშე, და არანაირი ნაყოფი ძველ ქვეყნიერებაში უბრალოდ აღარ დარჩება, ხოლო ახალაღთქმისეული ეკლესიის ზეციური კრება მიაღწევს მხოლოდ უფლისთვის ცნობილ სისავსეს (შეად.: "... მომკა ქვეყანა" (გამოცხ. 14:16).
 
მეტიც, შეიძლება შევნიშნოთ, რომ ცაში მფრინავი სამი ანგელოზის სამი უწყება მეტაფორული სახით შეესაბამება წინასწარმეტყველ იერემიას მოწმობას "... გვეშინოდეს უფლის, ჩვენი ღვთისა, რომელიც დროულად გვაძლევს წვიმას - შემოდგომისა და გაზაფხულის წვიმას, თავ-თავის დროზე, და გვინახავს სამკალად დადგენილ შვიდეულებს" (იერ. 5:24, შეად.: იოველ. 2:23; იაკ. 5:7), ანუ წარმოადგენს ციდან გადმოღვრილ მადლმოსილ სიტყვიერ წყლებს, რომლებიც შესაძლებლობას აძლევენ "კეთილ ნაყოფს" ამოვიდნენ და მომწიფდნენ მომავალში "ზეციური ბეღლის" ასავსებად.
(ამასთან სრულიად ცხადია, რომ მკის სიმბოლოსკენ არის მიმართული მაცხოვრის სახარებისეული იგავებიც (მთ. 9:37-38; 13:24-43; მკ. 4:26-29; ლკ. 10:2) და მოწმობა პირველნაყოფთა შესახებ, რომლებიც ისრაელის ხალხისთვის ქადაგების დროს "მწიფდებიან" (ინ. 4:35-38); ასევე ძველაღთქმისეული ხატებანიც, რომლებიც ერთი შეხედვით არაფრით არიან დაკავშირებულნი მკასთან, მაგალითად, დაბ. 30:14; ის. ნავ. 3:15 და სხვა).
ხოლო რადგან ადრე უკვე აღინიშნებოდა, რომ "მკაში ნამგლის" გამოჩენის მომენტიდან (მეორე რჯლ. 16:9) ვიდრე კარვობის დღესასწაულამდე გადის ხუთი თვე, - სწორედ "ხუთი წინასწარმეტყველური თვის" განმავლობაში მოქმედებს მსოფლიოში "მეხუთე საყვირის პირველი ვაება", ანუ "უფსკრულიდან ამომავალი კალია", რომელიც წარმოადგენს ზიდან გადმომხობილი ეშმაკის ცისქვეშეთში განლაგებულ მხედრობას.
(აქ შეიძლება შევაფასოთ, რაოდენ უსასრულოდ შორს არიან ამ ბიბლიური მნიშვნელობებისგან სხვადასხვა ცრუეკლესიები და ცრუმოწმეები, რომლებსაც არ შეუძლიათ თავიანთ ადეპტებს სხვა რამ გადასცენ გარდა თავიანთი უმეცრული ფანტაზიებისა, თუმცა ჯიუტად ისაკუთრებენ "სულიწმიდისგან წერილის განმარტების" პრეტენზიას, - ყველაზე უნამუსონი კი სიონზე მგალობელი პირმშოების ეკლესიად საკუთარი თავი წარმოუდგენიათ).
რაც შეეხება თვით უფალსა და მაცხოვარს, - 14-ე თავში, ასევე გამოცხადების წიგნის დასაწყისში, ის იწოდება "კაცის ძის მსგავსად" (შეად.: "მე მივბრუნდი, ... და მიბრუნებულმა ვიხილე ... მსგავსება კაცის ძისა, რომელსაც ემოსა გრძელი მოსასხამი და მკერდს ერტყა ოქროს სარტყელი" (გამოცხ. 1:12-13).
 
მაგრამ უკანასკნელი მკის წინ მაცოხვარი იდუმალთმხილველის წინაშე წარდგება არა, როგორც "მოსიარულე ოქროს შვიდ სასანთლეს შორის" ზეციური ტაძრის შიგნით (გამოცხ. 2:1), არამედ როგორც "ღრუბელზე მჯდომი" ტაძრის გარეთ (რადგან "სხვა ანგელოზი", რომელიც მიმართავდა მას "ხმამაღლა", ჯერ "გამოვიდა ... ტაძრიდან" (გამოცხ. 14:15), რაც პირდაპირ შეესაბამება სახარებისეულ მოწმობას კაცის ძეზე, რომელიც "ღრუბლებზე ამხედრებული მოვა", შეად.:
 
"და მსწრაფლ, იმ დღეთა პირის შემდეგ, დაბნელდება მზე, მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი. და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე; მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი, და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით" (მთ. 24:29-30).
 
"ეს რომ თქვა, მათ თვალწინ ამაღლდა და ღრუბელმა აიტაცა მათ თვალთაგან. და ვიდრე ისინი ცას შეჰყურებდნენ, მისი ამაღლებისას, აჰა, წარუდგა მათ ორი კაცი თეთრი სამოსით, რომლებმაც უთხრეს მათ: კაცნო გალილეველნო, რას დამდგარხართ და შეჰყურებთ ცას? ეს იესო, თქვენგან რომ ამაღლდა ზეცად, ისევე მოვა, რთგორც ზეცად აღმავალი იხილეთ იგი" (საქმე 1:9-11).
 
სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ სწორედ მაცხოვრის მზადყოფნით "ღრუბლებზე ამხედრებული", ანუ ღვთაებრივი დიდებით შემოსილი გამოეცხადოს ქვეყნიერებას (მთ. 24:30; 26:64; მკ. 13:26; 14:62; ლკ. 21:27), განპირობებულია ის მნიშვნელოვანი ვითარება, რომ 14-ე თავში უკვე არ იხსენიება მისი სამღვდლო შესამოსელი (ანუ მოსასხამი და ოქროს სარტყელი (გამოცხ. 1:13), არც "შვიდი ვარსკვლავი", რომელიც მას თავის ხელში ეპყრა (გამოცხ. 1:16).
 
ამის ნაცვლად იდუმალთმხილველი მოწმობს ოქროს გვირგვინზე, რომელიც უფალს თავზე ადგას (შეად.: ზაქ. 6:11), - და უკანასკნელი მკისთვის მომზადებულ "ბასრ ნამგალზე", რომელიც მის ხელშია (ანუ იქ, სადაც აქამდე "შვიდი ვარსკვლავი" იმყოფებოდა). თანაც მათეს 24:30-41-ის მოწმობის შესაბამისად, სადაც უკანასკნელი საყვირის მკა თითქოსდა გაყოფილია მათზე, ვინც "აიყვანება" და მათზე, ვინც "დატოვებულ იქნება", - გამოცხადების წიგნში "მაცხოვრის ნამგლით" მიწისგან "იკრიფებიან" მხოლოდ ისინი, ვინც უფლის კუთვნილებაა, ხოლო ყველა სხვა დატოვებულ იქნება "უკეთურ ნაყოფთა საბოლოო აღებამდე", რომლითაც 14-ე თავი მთავრდება.
 
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ანგელოზის სიტყვები: "მიუშვი შენი ნამგალი და მომკე" მიმართულია "ღრუბელზე მჯდომისკენ" არა როგორც ბრძანება უმეტესისადმი უმცირესისგან, - არამედ როგორც მოწმობა, რომ სწორედ მაცხოვარია ბიბლიური "მკის უფალი", რომელიც უფლის ნიადაგზე მოვა (მთ. 9:37-38; ლკ. 10:2; 1 კორ. 3:9 და ა. შ.). მაგრამ რადგან უკანასკნელი მკის დღესა და საათს თვით ზეციერი მამა განსაზღვრავს, ანგელოზი, რომელიც ტაძრიდან გამოდის, ამ მოვლენას იუწყება, როგორც განსაზღვრებას, გამომდინარეს პირდაპირ შემოქმედისა და ყოვლისმპყრობელის საყდრიდან, შეად.:
 
"და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე; მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი, და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით. მოავლინებს თავის ანგელოზებს მგრგვინავი საყვირით, და შეკრებენ მის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, ცათა კიდიდან მათ კიდემდე. ... მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ. და როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც. ვინაიდან როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც. მაშინ ორნი იქნებიან ველად: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება. ორი ქალი იქნება წისქვილში: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი (მთ. 24:30-42).
(გამოცხადების წიგნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ არცთუ ისე თვალსაჩინო მოწმობა მდგომარეობს იმაში, რომ უკანასკნელი მკის უწყების მომენტში მაცხოვარი უკვე შემოსილია, და "ღრუბლებზე" ზის, ხელში კი თავისი "ბასრი ნამგალი" უპყრია. ეს კი ნიშნავს, რომ მისთვის უკვე ცნობილია ყველაფერი ის, რის უწყებასაც აპირებს ანგელოზი, რომელიც ზეციური ტაძრიდან გამოვა, - ასე რომ "ხმამაღალი" მეტყველება ანგელოზს ოდენ ამ უწყების ყველას გასაგონად გაჟღერებისთვის სჭირდება).
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2025 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში
Назад к содержимому