აპოლოგეტიკა - ფილოსოფოსი-ათეისტი ენტონი ფლუ: "ღმერთი არსებობს!" - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > აპოლოგეტიკა
ცნობილი ბრიტანელი ფილოსოფოსი-ათეისტი ენტონი ფლუ: "ღმერთი არსებობს!"
უფალი ყოვლისმპყრობელი
მეცნიერული სამყარო აბსოლუტურად გააოგნა ფილოსოფიის ცნობილი პროფესორის ენტონი ფლუს გამოსვლამ. უდავო ფაქტების გავლენით მეცნიერმა აღიარა, რომ ათეიზმი - აშკარა ცდომილებაა.



პროფ. ენტონი ფლუ


საოცარი ქმნილება
 
ინტერნეტი მოიცვა ცნობილი ბრიტანელი მეცნიერის ენტონი ფლუს  (Antony Garrard Newton Flew) აღიარებამ, რომლითაც ის გამოვიდა, და უარყო თავისი ათეისტური შეხედულება. ეს მოხდა ჯერ კიდევ 2004 წელს, როდესაც ფლუს 81 წელი შეუსრულდა.
 
- ჩემმა ცდომილმა შეხედულებებმა, უეჭველად, გავლენა იქონია უამრავი ადამიანის მსოფლმხედველობაზე, და მინდა გამოვასწორო ის უზარმაზარი ზიანი, რომელიც, როგორც ჩანს, მე მათ მივაყენე, - განაცხადა მეცნიერბმა, რომელიც აქობამდე შთაგონებითა და თავგამოდებით კითხულობდა ათეისტურ ლექცეიბს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში.
 
ამ დღეებში ფლუს თითქმის ათი წლის წინანდელი აღიარება კვლავ გამოჩნდა ბლოგერების გვერდებზე, რამაც მრავალთა დაინტერესება და რეაქცია გამოიწვია. ეს გასაკვირი არ არის მათთვის, ვინც იცნობდა ფლუს აღიარებას. მაგრამ, როდესაც ცნობილი ადამიანები, მითუმეტეს ათეისტები ეთანხმებიან აზრს, რომ ღმერთი არსებობს, ურწმუნოთა ბანაკს ამგვარი ცნობა შოკში აგდებს და იწვევს სურვილს გაიგოს, რამ გამოიწვია ასეთი აღიარება.


აი, რა განმარტა თავის დროზე ენტონი ფლუმ

დნმ-ს ბიოლოგიურმა კვლევამ ცხადყო, რომ სიცოცხლის გასაჩენად ჭეშმარიტად საჭიროა წარმოუდგენელი რაოდენობის სხვადასხვა ფაქტორების შერწყმა, ამას კი, უეჭველად, მივყავართ დასკვნამდე, რომ ყოველივე ამაში მონაწილეობდა ის, ვისაც შემოქმედებითი ძლიერება გააჩნია... არსებულმა ფაქტებმა დამარწმუნა იმ თეორიის აბსურდულობაში, რომელიც ამტკიცებდა, რომ პირველი ცოცხალი ორგანიზმი მკვდარი მატერიისგან გაჩნდა, შემდეგ კი ევოლუციის გზით უჩვეულოდ რთულ ქმნილებად გარდაისახა... ახლა, თვით აზრიც კი პირველი ორგანიზმის შესაძლო წარმომავლობისა, რომელსაც თურმე თვითწარმოება შეუძლია, სპონტანური ბუნებრივი ევოლუციის სცენარით, მკრეხელურად მეჩვენება...
 
ფლუ ამ საკითხში მარტო როდია. არსებითაც მას ეთანხმება ფრენსის კრიკი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა აღწერა დნმ-ს მოლეკულის სპირალური სტრუქტურა:
 
- იმ ცოდნის შუქზე, რომელიც დღეს მისაწვდომია, ერთადერთი დასკვნა, რომელთანაც შეიძლება მივიდეს მიუკერძოებელი მოაზროვნე ადამიანი - ეს არის აღიარება იმ ფაქტისა, რომ სიცოცხლე საკვირველი შესაქმის შედეგია, სხვაგვარად, როგორ შევძლოთ ავხსნათ გასაოცრად ზუსტი ზემოქმედება ფაქტორების უზარმაზარი რაოდენობისა, რომლებიც სიცოცხლის ჩასახვისა და მისი განვითარებისთვის არის საჭირო...
 
ამასწინათ ამერიკელმა ბიოქიმიკოსმა, პენსილვანიის შტატ (აშშ) ქ. ბეთლეჰემის ლიჰაის (Lehigh) უნივერსიტეტის პროფესორმა, მაიკლ ბეჰემ, წიგნის "დარვინის შავი ყუთის" ავტორმაც აღიარა:
 
- ბოლო 50 წლის განმავლობაში ბიოქიმიკოსებმა აღმოაჩინეს ადამიანის უჯრედის მრავალი უმნიშვნელოვანესი საიდუმლო. ათი ათასობით ადამიანმა მიუძღვნა თავისი ცხოვრება ლაბორატორიულ კვლევებს იმისთვის, რათა ჩაწვდომოდნენ ამ საიდუმლოს. მაგრამ ყველა ძალისხმევა, გაღებული ცოცხალი ორგანიზმის შესასწავლად, აშკარად იძლევა მხოლოდ ერთ შედეგს: "ქმნილება".
 

აქვს აზრი ლოცვას
 
უფალი არა მარტო არსებობს, არამედ ერევა ჩვენს ცხოვრებაშიც, - ამტკიცებს თავის ბესტსელერში "ღმრთის ენა" ცნობილი გენეტიკოსი და პროექტ "ადამიანის გენომის" ყოფილი ხელმძღანელი ფრენსის კოლინზი, რომელიც საკუთარმა გამოკვლევებმა იგი გარდაქმნეს ღრმად რელიგიურ ადამიანად და გახმაურებული გამოთქმის ავტორადაც: "ღმრთისადმი რწმენასა და მეცნიერებას შორის წინააღმდეგობა არ არის". მეცნიერი იმოწმებს განუსაზღვრელობის კვანტურ მექანიზმს, რომელიც გარემომცველ სამყაროს თავისუფალს, თავის განვითარებაში ამოუცნობს და ბოლომდე მიუწვდომელს ქმნის.
 
ღმერთი განსაზღვრულად მართავს სამყაროს პროცესებს, - წერს კოლინზი, - მაგრამ იმდენად ფაქიზი მეთოდებით, რომ ისინი უხილავი და მიუწვდომელია თანამედროვე მეცნიერთათვის. ამ აზრით მეცნიერება კარს უღებს ბუნების კანონებზე საღმრთო გავლენის აღიარებას.
 
კოლინზის მიხედვით გამოდის, რომ: რადგან ღმერთი ჩვენით დაკავებულია კვანტურ დონეზე, აქვს აზრი ვილოცოთ მის მიმართ. და ვითხოვოთ შემწეობა.
 
სხვათა შორის, დარვინის თანამედროვეების თქმით, როდესაც ის უკვე სიკვდილს მიუახლოვდა, ჰკითხეს: "ვინ შექმნა სამყარო?" - მან უპასუხა: "ღმერთმა".
 
 
წყარო: apologetik.ru

მასალა ითარგმნა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2023 წ.
Назад к содержимому