აპოკალიფსისი > ესქატოლოგია
ვინ ამოიყვანა ქრისტემ ჯოჯოხეთიდან?
კითხვა: თუ შეიძლება განგვიმარტეთ შემდეგი საკითხი. როგორც ცნობილია, საკითხზე, თუ ვინ გამოიყვანა ქრისტემ ჯოჯოხეთიდან არსებობს ორი პოზიცია. ერთნი ამბობენ: უფალმა იესუ ქრისტემ ჯოჯოხეთიდან გამოიყვანა ძველაღთქმისეული მართალნი, ხოლო სხვანი ამტკიცებენ - ჯოჯოხეთი სრულიად დაიცალაო. ჩვენის აზრით ეს წინააღმდეგობრივი შეხედულებებია, შედეგად, ერთი რომელიღაც მხარე ცდება. ასეა თუ არა ეს? და თუ ასეა, ვინ ცდება ამ დავაში?
პასუხი: მართლაც, ამ საკითხზე არსებობს ორი პოზიცია და ორივე ავტორიტეტულია.
მამათა ერთი ჯგუფი იზიარებს იმ აზრს, რომ "ჯოჯოხეთი დაცარიელდა", - უპირატესად ესენი არიან აღმოსავლელი მამები; ხოლო წმიდა მამათა სხვა ჯგუფი, უპირატესად დასავლელი მამები, იზიარებენ იმ აზრს, რომ ქრისტემ ჯოჯოხეთიდან მხოლოდ ძველაღთქმისეული მართლები გამოიყვანა.
დისკუსია შესაძლებელია და ის გრძელდება.
ვკითხულობთ: "რადგან ერთხელ ქრისტეც ჩვენი ცოდვებისათვის ევნო, მართალი - არამართალთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოკვდა ხორცით და გაცოცხლდა სულით, რომლითაც მივიდა საპყრობილეში მყოფ სულებთან და უქადაგა მათაც, გაკერპებულნი რომ ურჩობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნოეს დროს მოელოდნენ ღვთის სულგრძელობას, ვიდრე იგებოდა კიდობანი, რომლითაც ცოტა, ესე იგი, მხოლოდ რვა სული გადაურჩა წარღვნას" (1 პეტრე. 3:18-
20). ამ ტექსტიდან გამომდინარე, ჩვენ სრული სიცხადით უნდა ვაღიაროთ, რომ ქრისტემ ჯოჯოხეთში უქადაგა არა მარტო ძველაღთქმისეულ მართალთ, არამედ "მათაც, გაკერპებულნი რომ ურჩობდნენ ჯერ კიდევ ... ნოეს დროს".
ნოეს არშესმენილი ქადაგება
ეკლესიის მოძღვარი ტერტულიანე წერს: "ის (ქრისტე) ჩავიდა ქვესკნელში, რათა იქ მყოფ პატრიარქთა და წინასწარმეტყველთათვისაც მიენიჭებინა ცხოვნება" (Тертуллиан, О душе 55). -
მასასადამე, მათთვის უწყებულმა ქადაგებამ გააძლიერა მათი ტანჯვა!
ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს: "კითხვა, რომელიც მომეცი მოციქულ პეტრეს ეპისტოლესთან დაკავშირებით ჩვეულებისამებრ სიძნელეს იწვევს ჩვენში ... და ამიტომაც გვაღელვებს საკითხი: როდესაც უფალი მოკვდა და უქადაგა "ქვესკნელში შეპყრობილ სულთაც", ეღირსა თუ არა ეს სიკეთე მხოლოდ იმათ, ვინც კიდობნის მშენებლობის პერიოდში უკეთურებდა? ნოეს დროიდან ქრისტეს ვნებამდე ხომ უამრავი ათასი ადამიანი მოკვდა, რომლებიც ჯოჯოხეთში შთახდნენ ... და რომლებიც, იმავე უმეცრებასა და საპყრობილის უკუნ სიბნელეში მყოფნი, საკუთარი თავისთვის ყოვლად უსარგებლოდ ჭვრეტდნენ როგორ ფუძნდებოდა ეკლესია მთელს მსოფლიოში, სამსჯავროს დღე კი ახლოვდებოდა ვითარც წარღვნა, რომლის დროსაც ყველა უკეთური წარწყმდა ... (ქრისტე შთახდა ჯოჯოხეთს) კეთილთა სანუგეშოდ ან სხვათა შესაგონებლადაც, ასე რომ, პირველთ თავისდა საცხოვნებლად სწამთ, ხოლო მეორეთ თავისდა დასასჯელად არ სწამთ" (Августин Иппонский, Послания 164).
მაგრამ ქრისტე ჯოჯოხეთში ქადაგებს სწორედ საცხოვნებლად!
ვკითხულობთ: "მკვდრებსაც ხომ იმიტომ ეხარათ, რათა ხორცით განკითხულიყვნენ, როგორც კაცნი და სულით ცხონებულიყვნენ ღმრთისგან" (ძვ. ქართ.: "რამეთუ ამისთჳს ეხარა მკუდართა, რაჲთა ისაჯნენ კაცობრივ ჴორცითა და ცხონდენ ღმრთისა მიერ სულითა") (1 პეტრე. 4:6).
არსებობს სხვა თვალსაზრისიც:
წმ. კირილე ალექსანდრიელი წერს: "მოციქული აქ განმარტავს იმ ანტითეზას, რომლის შესახებაც ზოგიერთი, ვინც მას ყურადღება აქცევს, ამბობს: განკაცება სასარგებლო რომ ყოფილიყო, რატომ ადრე არ განკაცდა ქრისტე? მან ხომ "საპყრობილეში მყოფ სულთაც უქადაგა"? რომ გაეთავისუფლებინა ისინი, ვისაც მისი უნდა ერწმუნა, დედამიწაზე მყოფებთან ის განკაცებით მოვიდა, და მათაც სრულყოფილად შეიმეცნეს იგი და ჩაწვდნენ ამ მოვლენას. მაგრამ, ჩავიდა რა სულით, მან ჯოჯოხეთში მყოფთაც უქადაგა, და ვითარც სული სულთა შორის იხილვებოდა. შედრკნენ ჯოჯოხეთის მცველნი მისი დანახვისას, დაიმტვრნენ ბჭენი ჯოჯოხეთისანი, და მოქლონნი რკინისანი შეიმუსრნენ. მხოლოდშობილმა, როგორც ძალის მქონემ, მისი განგებულების შესაბამისად აუწყა ტანჯულ სულებს: "შეპყრობილნო, გამოდით! და ბნელსა შინა მყოფნო, იხილეთ"! ამგვარად, მან ჯოჯოხეთშიც იქადაგა, რათა გაეთავისუფლებინა ისინი, ვინც მას ირწმუნებდა, მათ დროს რომ განკაცებულიყო, რადგან მათ ჯოჯოხეთშიც შეიმეცნეს იგი სრულიად".
ჩვენთან მიმართებაში განგებულება უმეტესწილად აღემატება ბუნებას და გადმოცემას, და ამიტომაც როგორც ყველას უქადაგა ქრისტემ თავისი განკაცებით და მისდამი მორწმუნეები ეღირსნენ დიდ წყალობას, ასევე ჯოჯოხეთში შთასვლით მან საკვრელთაგან გაათავისუფლა ისინი, ვინც ქრისტე ირწმუნა და შეიმეცნა. რამეთუ კერპთაყვანისმცემლობასა და უსჯულო აღვირახსნილობაში მცხოვრებნი სულნი, დაბრმავებულნი ხორციელ ვნებათაგან, ვერ შემძლებელნი იყვნენ ეხილათ ღმრთის ნათლის გამოცხადება, რათა ჭეშმარიტად შეეცნოთ ის, ვინც ყველას გასათავისუფლებლად მოვიდა" ((Кирилл Александрийский, Фрагменты).
წმიდა კირილე ამ განსჯაში მიგვითითებს იმაზე, რომ ყველა ვინც კი ცხოვრობს დედამიწაზე (ანუ ამჟამად), და ჯოჯოხეთში მყოფნიც (როდესაც იქ ქრისტე ჩავიდა) გარკვეული აზრით ერთნაირ მდგომარეობაში იმყოფებიან. ის, ვისაც შეეძლო ერწმუნა, ჯოჯოხეთში ქრისტეს ჩასვლის დროს ირწმუნა; ხოლო ურწმუნო, დედამიწაზე მცხოვრებიც კი წარწყმდება (რადგან ღმრთის წინაშე ჯეროვანი სინანული არ აღასრულა). -
თუმცა, დღევანდელ მიწიერ ცხოვრებაშიც ძალუძს ქრისტეს ჩავიდეს ჩვენი ცოდვილი სულების ჯოჯოხეთში, და განაბრწყინოს ისინი თავისი ღვთაებრიობის ბრწყინვალებით.
დასკვნა ნათელია: ქრისტემ ნამდვილად ყველას უქადაგა ცხოვნება, მაგრამ გადარჩენა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც ამ ხარებას რწმენით უპასუხებს.
აღდგომის დღსასწაულზე, ცისკრად, 6-
უპირატესად ასეთები იყვნენ ძველაღთქმისეული მართლები, პატრიარქები და წინასწარმეტყველნი.
წმინდანები "ჯოჯოხეთში" იმყოფებოდნენ მათთვის განსაკუთრებულ ადგილას (აბრაამის წიაღში); თუმც არ განიცდიდნენ ჯოჯოხეთურ ტანჯვას, უფლის დიდებისადმი სევდით მწუხარებდნენ, რომელსაც აზიარა ქრისტემ ჯოჯოხეთში თავისი ჩასვლით, საიდანაც აღმოყვანილ იქნენ და შეყვანილ ზეციურ სამკვიდროში.
ქრისტეს ჯოჯოხეთიდან ამოყავს ძველაღთქმისეული მართალნი
მაგრამ, არსებობს სხვა, არანაკლებ ავტორიტეტული თვალსაზრისი იმ სულებთან დაკავშირებით, რომლებმაც დაიმსახურეს ჯოჯოხეთი სიცოცხლეში ჩადენილი ცოდვებისა და უსჯულოებისათვის.
ღმერთთან შერიგება შეგვიძლია მხოლოდ აქ და მხოლოდ სანამ ცოცხლები ვართ:
"რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თჳსისა?"(ახ. ქართ.: "რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელს ქვეყანას და სულს კი წააგებს? ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?") (მათე 16:26).
ნეტ. თეოფილაქტე ასე განმარტავს ამ სიტყვებს: "დავუშვათ, ამბობს მახარობელი, მოგიპოვებია მთელი სამყარო, -
დიახ! ადამიანს არ ძალუძს არც საკუთარი და არც სხვა ადამიანის სულის გამოსყიდვა. ნათქვამია: "რომელნი ესვენ ძალსა თჳსსა და სიმრავლესა ზედა სიმდიდრისა თჳსისასა იქადიან, ძმამან ვერ იჴსნას, იჴსნეს კაცმან? არა მისცეს ღმერთსა საჴსარი თავისა თჳსისა. და სასყიდელი საჴსრად სულისა თჳსისა; და შურებოდა იგი უკუნისამდე" (ახ. ქართ.: "თავიანთი ძალით და უხვი სიმდიდრით დაიმედებულნი იტრაბახებენ. ძმა დახსნით ვერ დაიხსნის კაცს, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს. ძვირია მათი სულის გამოხსნა და არ ეგების უკუნისამდე") (ფსალმ. 48:7-
ექვთიმე ზიგაბენი, განმარტავს რა სიტყვებს: "რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელს ქვეყანას და სულს კი წააგებს? ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?", წერს: "რა თქმა უნდა, შეუძლებელია შეიძინო მთელი სამყარო, მაგრამ ეს შესაძლებელიც რომ იყოს, ამაში არავითარი სარგებლობა არ იქნებოდა. სამყაროში ყველაფერი მოკვდავია, სული კი უკვდავი; ყოველივე ამქვეყნიურით ტკბობა დროებითია, ხოლო სულის დასჯა -
ვკითხულობთ:
"რამეთუ მოსლვად არს ძჱ კაცისაჲ დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა მისთა თანა, და მაშინ მიაგოს კაცად-
ქრისტეს მეორედ მოსვლის ხატი
ეს სიტყვები მოწმობენ ღვთიური მისაგებელის შეუქცევადობაზე, რომელსაც ვერავინ გაექცევა, და ამიტომაც, მთელის ძალით გვმართებს შეგნება იმისა, რომ ამქვეყნიური ცხოვრების ერთადერთი ღირებულება მხოლოდ ღმერთთან შერიგებაა და ეს შესაძლებელია მანამ, სანამ ცოცხლები ვართ.
მღვდელმოწამე კლიმენტი რომაელი წერს: "ამრიგად, შევინანოთ, სანამ ამქვეყნად ვცხოვრობთ, რადგან თიხა ვართ მოქანდაკის ხელში. როგორც მეთუნე ჭურჭელს ასხამს და თუ ის მის ხელში ან დაიბრიცება ან დაიშლება, კვლავ შეუძლია მას მისი აღდგენა, მაგრამ თუკი ნაჩქარევად შედებს ღუმელში გამოსაწრთობად, უკვე ვეღარაფერს უშველის. ასე ვართ ჩვენც, სანამ ამ წუთისოფელში ვცხოვრობთ, გულწფელად უნდა შევინანოთ ის ბოროტება, რომელიც ამ ხორცში მყოფებმა ჩავიდინეთ, რათა უფლისგან მივიღოთ მიტევება და ეს შესაძლებელია მანამ, სანამ სინანულის დრო გაგვაჩნია. ამქვეყნიდან ჩვენი გასვლის შემდეგ უკვე ვეღარ შევძლებთ სინანულს და ვერც აღსარებას".
წმ. კვიპრიანე კართაგენელი ასწავლის: "იზრუნე, სანამ შესაძლებელია, საკუთარი უსაფრთხოებისა და ცხოვრებისთვის... გარწმუნებთ, ძმანო, სანამ ჯერ კიდევ შეიძლება, სანამ ჯერ კიდევ რამოდენიმე საუკუნე დარჩენილა, -
ამრიგად, როგორც ხშირად განვსჯით: ამ ცხოვრებაში ერთადერთი, რისი გადარჩენაც შეგვიძლია, ეს მხოლოდ ჩვენი უკვდავი სულია; რამეთუ მას ამ ცხოვრებაში თუ არ ვიხსნით, სხვა დროს მისი ხსნა ჩვენთვის შეუძლებელია; და პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ მიწიერ ცხოვრებაში სულზე მეტად ხორცზე ვზრუნავთ, რომლის შესახებაც ვიცით, რომ აქ, ამქვეყნად, მას ვერ ვიხსნით, ის უცილობლივ იღუპება, უცილობლივ კვდება. სხეული მარადისობისთვის მხოლოდ მისი მკვდრეთით აღდგომის დროს გადარჩება; მაგრამ იქნება ეს აღდგომა მარადიული სიცოცხლისთვის თუ მარადიული სიკვდილისთვის (ჯოჯოხეთისთვის), მხოლოდ ამქვეყნიურ, ამჟამინდელ ცხოვრებაში გადაწყდება.
ნათქვამია: "... ჟამსა შეწყნარებისასა ვისმინე შენი და დღესა ცხორებისასა შეგეწიე შენ. აჰა ესერა, აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისაჲ, აჰა ესერა აწ არსდღე იგი ცხორებისაჲ" (ახ. ქართ.: "შეწყალების ჟამს ვისმინე შენი და ხსნის დღეს შეგეწიე“. აჰა, ახლაა შეწყალების ჟამი; აჰა, ახლაა ხსნის დღე") (2 კორ. 6:2). "აწ არს ჟამი იგი" ("ახლაა შეწყალების ჟამი") -
ექვთიმე ზიგაბენი წერს: "თუკი მთელი სამყარო ვერ შეედრება თავისი ღირებულებით გონიერ სულს, რა სასყიდელი უნდა მივცეთ, რათა აღმოვიტაცოთ იგი მარადისული სასჯელისგან? რა თქმა უნდა, ვერავითარი. ამიტომაც, უნდა მივატოვოთ ყოველივე და ვიზრუნოთ მხოლოდ მისთვის, სულისთვის, რომელსაც სიკვდილი აზიანებს და რომლის დაკარგვისთვის შეუძლებელია რაიმე სასყიდელის გაღება".
კითხვა: ჩემთვის ძალზედ ახლობელია წმ. კირილე ალექსანდრიელის შეხედულება ამ საკითხზე, მაგრამ როგორ გავიგოთ "ჯოჯოხეთის დაცარიელება"? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ იქ აღარავინ დარჩა? ვფიქრობ არა. ყველა, ვინც კი ირწმუნა ცხოვნება და ისურვა იგი, უფალს გაჰყვა.
პასუხი: დიახ, თქვენ მართალს ბრძანებთ. მაგრამ, კვლავ ვიკითხავ, რომელი ჯოჯოხეთი?
მანძილი აბრაამის წიაღსა და პირობითად იმას შორის, რაც მის ქვეშაა, უზარმაზარია.
აბრაამის წიაღი
ამ ვითარებას ჯოჯოხეთში ტანჯულ მდიდარს რომ უხსნიდა, რომლის სული ცეცხლში იხრუკებოდა, აბრაამმა თქვა: "... შვილო, გაიხსენე რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარემ კი -
მდიდარი ჯოჯოხეთში
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ძველაღთქმისეული პატრიარქები და წინასწარმეტყველნი, არ განიცდიდნენ ცეცხლით ტანჯვას, არამედ მხოლოდ ღმრთის დიდების ნაკლებობით იტანჯებოდნენ, რომელსაც მოკლებულნი იყვნენ ადამის შეცოდების გამო. ნეტარი ავგუსტინე წერდა, რომ ქრისტემ, შთახდა რა ჯოჯოხეთს, "გაათავისუფლა ყველა მართალი, რომელთაც პირველდაწყებითი ცოდვის საკვრელები აკავებდა" (Проповедь на Воскресение Христово).
და მაინც, ქრისტემ ისინიც აღმოიყვანა ქვესკნელიდან! ეს რომ გავიგოთ, ყურადღება მივაპყროთ წმ. გრიგოლ დიდის მსჯელობას, რომელიც წერს: "ჯოჯოხეთის ზედა სივრცენიც ქვესკნელად იწოდება... რადგან თუკი ზეცის თვალსაწიერიდან ჩვენი დაბნელებული ჰაერი და მის ფსკერზე მდებარე დედამიწა ჯოჯოხეთად და ქვესკნელად იწოდება, ზუსტად ასევე, ჩვენი დედამიწის სიმაღლიდან ჯოჯოხეთის ის ნაწილები, რომლებიც თავისთავად ჯოჯოხეთის სხვა სამყოფელთა ზემოთ მდებარეობენ, მაინც ქვესკნელის სიღრმეებად მიიჩნევიან".
მაშ ასე, "დამყარებულია უდიდესი უფსკრული", არა მარტო ცასა და მიწას შორის, არამედ მართალთა (სანამ მათ ქრისტე აღმოიყვანდა) სამყოფელ ჯოჯოხეთის ადგილებსა და საკუთარი უსჯულოების ცეცხლში ტანჯულ ცოდვილთა ადგილსამყოფელთ შორის.
ქრისტეს, როგორც მზეს შეეძლო აღმობრწყინვებულიყო მხოლოდ აბრაამის წიაღში (!), მაგრამ თავისი ყოვლისმომცველი ღვთაებრიობის ნათლით, შეეძლო მთელი ჯოჯოხეთის სიღრმეც გაენათებინა. და ამ ნათელმა გაახარა მართალნი და დააბრმავა უკეთურნი, რომელთათვისაც, ქრისტეს ნათელი აუტანელი სატანჯველი გახდა.
ვაი, რომ მათთვის ამნისტია უკვე აღარ გამოვა...
წმინდანთა ტანჯვის შესახებ
ამრიგად, თუ შეიძლება ითქვას, წმინიდანთა ტანჯვა ჯოჯოხეთში, მდგომარეობდა იმაში, რომ იმყოფებოდნენ რა აბრაამის წიაღში, ისინი განიცდიდნენ გაუქარვებელ დარდს დაკარგული ცათა სასუფევლის მიმართ, რომელიც მათ ჯოჯოხეთში ჩასულმა ქრისტემ გაუქარვა და აღმოიყვანა ისინი ქვესკნელის წიაღიდან.
ვკითხულობთ: "ის სამშობლო რომ ხსომებოდათ, საიდანაც გამოვიდნენ, მოასწრებდნენ იქ მიბრუნებას. მაგრამ ისინი უკეთესი, ესე იგი, ზეციური სამშობლოსაკენ ილტვოდნენ. ამიტომ ღმერთსაც არ რცხვენია მათ ღმერთად იწოდებოდეს, რადგანაც თვითონ განუმზადა ქალაქი მათ" (ძვ. ქართ.: "და თუმცა მას მოიჴსენებედეს, ვინაჲ-
მაგრამ იქ შესვლა, თვითონ, დამოუკიდებლად არ შეეძლოთ...
ზეციური იერუსალიმი
ვკითხულობთ: "ვერ შევა მასში ვერავითარი უწმინდური, ვერცერთი ცრუ და ბილწი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც ჩაწერილია კრავის სიცოცხლის წიგნში" (გამოცხ. 21:27); და კიდევ: "და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა" (ძვ. ქართ.: "და ვითარცა-
გზა სამოთხისკენ არის კიდევაც სიწმიდე და სიმართლე, რაც საღმრთო გამოსყიდვითა და მიტევებით მოიპოვება.
ნეტ. ავგუსტინე წერდა: "მთელი სჯული აღსრულდა, როდესაც ყველა ცოდვა მოგვეტევა". -
ამგვარი რამ შეუძლებელია მიღწეულ იქნეს მოსაგრეობით ან უდიდესი მოსურვებით, როგორც ნათქვამია: "მაშასადამე, ეს კაცის ნება-
იმის შესახებ, რომ ღმრთის მიერ დაშვებული სასჯელები და ტანჯვანი სასარგებლოა და ჩვენი სულების განწმენდას ემსახურება (1 პეტრე 4:1), და ღმრთის სათნოყოფისთვის მთავარია ღმრთის სასჯელთა დათმენა (ნაუმი 1:9; ებრ. 12:6).
კითხვა: რას ნიშნავს: "მკვდრებსაც ხომ იმიტომ ეხარათ, რომ ხორცით განკითხულიყვნენ, როგორც კაცნი, და სულით ეცოცხლათ, როგორც ღმერთს" (1 პეტრე 4:6)? როგორ განიკითხებიან ხორცით მკვდარნი?
პასუხი: წმიდა წერილს ახასიათებს დროთა ცვალებადობა და ადგილთა მონაცვლეობა, მომავლის წარმოსახვა წარსულად და წარსულისა მომავლად, აწმყო დრო გამოიყენება იმის ნაცვლად, რაც იყო მანამ და რაც მომავალში იქნება, -
ამრიგად, წმიდა წერილის ეს ადგილი რომ შევიმეცნოთ, აღვიქვათ ის ასე: იმიტომაც ეხარათ მკვდრებს, დასჯილთ ხორციელად, რათა ღმრთისთვის სულით ეცხოვრათ" (Св. Максим Исповедник, «Ответы на недоуменные вопросы», 7-
საინტერესოა, ვინ ჰყავდა მხედველობაში წმ. მაქსიმე აღმსარებელს, როდესაც წერდა: "ზოგიერთები ამბობენ..."?
პასუხი ცხადია, უპირველეს ყოვლისა ნეტ. იერონიმე სტრიდონელი.
შევადაროთ: "რას იზრახავთ უფლის წინააღმდეგ? ის, ვინც სამყარო შექმნა (ანუ თავისი სახიერებითა და მოწყალებით -
აქ შეიძლება ვინმემ იკითხოს: თუკი მრუშობაში წასწრებულ მართალს თავი მოეკვეთა, რა შეემთხვევა მას ამის შემდეგ? იქნება თუ არა ის უფლის მიერ დასჯილი და ასეთ შემთხვევაშიც ითქმევა, რომ "არშურ-
მრავალტანჯული იობი
აქ მოქმედებს პრინციპი: ერთი დანაშაულისთვის ორჯერ არ დასაჯო (წმ. მოციქულთა 25-
წაიკითხე: "ვაი შენ, დამარბეველო, თავად დაურბეველო, გამცემო და თავად გაუცემელო! როცა მოათავებ რხევას, შენც დაირბევი; როცა შეწყვეტ გამცემლობას, შენ გაგცემენ!" (ესაია 33:1). და კიდევ: "რას განიზრახავთ უფლის წინააღმდეგ (ანუ რატომ სწამებთ ცილს უფლის სამართლიანობას -
ნათქვამია: "ვინც უყვარს უფალს, მასვე წვრთნის, და შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს" (ძვ. ქართ.: "რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის") (ებრ. 12:6).
და კიდევ: "ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება" (მათე 24:13).
აბრაამის მიერ ისააკის მსხვერპლად შეწირვა
პატრიარქმა აბრაამმა, თავის ცხოვრებაში ათი სერიოზული განსაცდელი დაითმინა, და შეიწყნარა ისინი ვითარც მოვლენილი უფლისგან, ამით კი ჩვენც გვასწავლა ყოველივე იმის დათმენა, რაც ჩვენი მარადიული სიკეთისთსა და ნეტარებისთვის გვევლინება ღმრთისგან.
წინასწარმეტყველი დანიელი ორმოში ლომებთან ერთად
"ჩვენს წინააღმდეგ არიან მეფენი და მთავარნი, იუდეველთა სინაგოგანი, მსაჯულნი და წარმართნი, მეთაურნი და ქვეშევრდომნი. ამიტომაც ქრისტემ გვიწინასწარმეტყველა ... არა მარტო ჭირვებანი... არამედ ომები და უბედურებანი მთელს მსოფლიოში... შენ აამხედრე ჩვენს წინააღმდეგ მთელი სამყარო, აღჭურვე ჩვენს წინააღმდეგ მიწის მკვიდრნი: ერნი, ხელმწიფენი, მთავარნი" (Иоанн Златоуст, Гомилии на Евангелие от Матфея).
ვკითხულობთ: "ვინაიდან იოანე ნათლისმცემლიდან მოყოლებული დღემდე, ცათა სასუფეველი ძალით იღება, და ძალისმხმეველნი მიიტაცებენ მას" (ძვ. ქართ.: "რამეთუ დღითგან იოვანე ნათლის-
წყარო: http://azbyka.ru/forum/threads/kogo-