განმარტებანი - ადგილები, სადაც არ შეიძლება ხატების განთავსება - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
ადგილები, სადაც არ შეიძლება ხატების განთავსება
ხატების კუთხე
ქრისტიანები, რომლებმაც სულ ახლახან მიიღეს ქრისტიანული ნათლობა და კატეხიზაცია, ხშირად აწყდებიან მრავალ საკითხს, რომელიც მათი ცხოვრების წესსა და ჯეროვან, ქრისტიანულ ყოფა-ცხოვრებას ეხება. მათ შორის ლოცვითი განაწესი უმთავრესია და ამ მხრივ, ქრისტიანების წინაშე ხშირად დგება საკითხი - სად ვილოცოთ? სად შეიძლება ხატების განთავსება და სად არა? ამ საკითხს ეძღვნება წინამდებარე პუბლიკაციაც.

მრავალი ქრისტიანი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მართლმადიდებლობის სხვადასხვა წეს-ჩვეულებას და გარეგან ატრიბუტებს. ეს მათ ძალიან შველის - ქრება იმის შიში და მღელვარება რაიმე არასწორად არ გაკეთდეს. მრავალი კითხვა ეხება არა მარტო მართებულ ქცევას, არამედ საკუთარი საცხოვრისის მოწყობასაც, კერძოდ - სახლში ხატების განთავსებას.
 
მოდი გავერკვეთ, როგორ შესაფერისი ადგილები ხატების განსათავსებლად და სალოცავი კუთხის მოსაწყობად. განვსაზღვროთ, თუ რამდენი ხატი შეიძლება იყოს განთავსებული სალოცავ კუთხეში, ასევე გავარკვიოთ, სად არ შეიძლება მათი განთავსება. თავდაპირველად აღვნიშნავთ, რომ ხატების (მცირე კანკელის) განსათავსებლად ყველაზე სასურველ ადგილად ოთახის კუთხე მიიჩნევა (თუმცა, პირდაპირ კედელზე განთავსებაც ტრადიციული და ნებადართულია).
 
საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, თუ ხატებს განვათავსებთ ოთახის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ ოთახის სიდიდეც - მცირე სივრცეში ამ წესისგან შეიძლება უკან დავიხიოთ, ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი თავისუფალი ადგილი გამოდგება.
 
მნიშვნელოვანი ნიუანსი მდგომარეობს იმაში, რომ ხატები უნდა "იდგნენ" - ამ მიზნის მისაღწევად უნდა აღიჭურვოს სპეციალური თარო. როგორც წესი, შემდეგში ის მოირთვება ლამაზი ფოჩებით ან მცირე გადასაფარებლით, ზოგჯერ ყვავილებითაც (განსაკუთრებით დღესასწაულებში).
 
სადღესასწაულო დღეებში მასზე, მაგალითად, დებენ სააღდგომო კვერცხებს ან ბზის ტოტებს. გარდა ამისა, თაროზე იდგმება კანდელი და სანთლები, რომელთა ანთება ლოცვის დროს ძლიერ სასურველია. ხატები, ისევე როგორც თარო, აუცილებლად სუფთად უნდა შევინახოთ, რეგულარულად ჩამოვწმინდოთ მტვერი და ფუნჯით გავასუფთაოთ.
 
ხატების განთავსებისას საჭიროა გარკვეული იერარქიულობის დაცვა. ყოვლადწმიდა სამება, როგორც წესი, განთავსდება ყველაზე მაღლა, ქვემოთ სხვა ხატები - ქრისტესი (მარჯვენა მხარეს) და ღვთისმშობლისა (მარცხენა მხარეს). კიდევ უფრო ქვემოთ ათავსებენ მოციქულთა და წმინდანთა გამოსახულებებს.
 
ძირითადი კანკელის დამატებად საცხოვრებელი სახლის სხვადასხვა კუთხეებში შეიძლება დავდგათ სხვა ხატებიც. მაგალითად, ხშირად ხატებს დგამენ საძინებელში, საწოლის თავზე მიმაგრებულ სტენდზე - ცხადია, თუკი სახლში მცხოვრები წყვილი ოფიციალურად ჯვარდაწერილია. ასეთ შემთხვევაში ხატის საძინებელ ოთახში განთავსება ცოდვა არ იქნება. სამზარეულოში ჩვეულებისამებრ ათავსებენ მაცხოვრისა და წმინდანების ხატებს, რომელთა მიმართაც ვლოცულობთ ჭამის დაწყების წინ და შემდეგაც.

თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ხატები - ეს მხატვრული გამოსახულებები როდია, არამედ მადლმოსილი ადგილია განმარტოვებისთვის ლოცვების აღსავლენად.
 
ხატების განთავსების საკითხში, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიმოქმედოთ ლოგიკით, ჯანსაღი აზროვნებით, და არა მარტო კანონიკური განწესებებით. ხატების განთავსება ნებადართულია პრაქტიკულად ნებისმიერ ოთახში, იქნება ეს ზემოთხსენებული საძინებელი, სამუშაო კაბინეტი, თუ სასტუმრო ოთახი.
 
ასევე საჭიროა ვახსენოთ ისეთი სათავსოები და სივრცეები, სადაც ხატების განთავსება დაუშვებელია. იქ ხატების ადგილი არ არის. უპირველეს ყოვლისა ეს არის: აბანო, ტუალეტი და საკუჭნაო (ან საწყობი) - ასეთ ადგილებში ხატების განთავსება დაუშვებელია. მოდი, პატიოსნად ვაღიაროთ, რომ ეს ოთახები არ განაწყობენ ადამიანს სალოცავად. მათ სპეციფიკური დანიშნულებები გააჩნიათ.
 
გარდა ამისა, ხატებზე ჩვენ ვხედავთ იმათ გამოსახულებებს, რომლებმაც თავიანთი სიწმინდისა და მხურვალე მოღვაწეობის გამო დაიმსახურეს ასეთი უდიდესი უფლება. მაშ, შეეფერება თუ არა ქრისტიანს ხატების (მათზე გამოსახული უფლის, ღვთისმშობლის, ანგელოზებისა და წმინდანების) წინაშე გადაწყვიტოს თავისი ჰიგიენური და ინტიმური მოთხოვნილებები? ვფიქრობთ, ამ კითხვაზე პასუხი ცხადზე უცხადესია.
 
ახლა ვისაუბროთ არა ცალკეულ სათავსოებზე, არამედ საცხოვრებელი ოთახის ნაწილებზე.
 
ხატები არ უნდა განვათავსოთ ტელევიზორის ან კომპიუტერის გვერდით. ლოცვები ჯეროვან კონცენტრაციას ითხოვენ და ამისი მიღწევა ძალიან რთული იქნება, თუკი ადამიანი ჩართული ტელევიზორის ან კომპიუტერის გვერდით დგას. არასასურველ ადგილად მიიჩნევა ასევე სივრცე, რომელიც მრავალგვარი პოსტერებითა და ცნობილი მსახიობების ფოტოებითაა მოფენილი - ეს ეწინააღმდეგება ზნეობრივ წესებს, რომელთა მიმდევრობა მართებს ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს.
 
ქრისტიანული სწავლა-მოძღვრების მიხედვით, სწორედ ასე იქმნებიან და ყალიბდებიან კერპები. წმინდანთა ხატებს არ უნდა ჰქონდეთ შეხება ცოცხალ კუმირებთან. იმავე მიზეზით არ უნდა განვათავსოთ ხატები ახლობელ ადამიანთა ფოტოსურათებთან და ნივთებთან, თუნდაც ამ ფოტოებზე ეკლესიის მსახურები ან წმინდანები იყონ გამოსახულნი.
 
კიდევ ერთი არასასურველი ადგილია - წიგნების თარო ლიტერატურით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქრისტიანულ რწმენს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ეზოთერული ან მაგიური ლიტერატურა, სხვადასხვა სახის ამულეტები და ჯადოები (რასაც, საერთოდ არ უნდა ინახავდნენ ოჯახში ქრისტიანები). მართლმადიდებლურ ხატებს არ უნდა ვდგამდეთ მსგავს მწვალებლობათა შორის.
 
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, თუ რაოდენ ფრთხილი, სათუთი და ღვთისმოშიშებითი მოპყრობა გვმართებს ხატების მიმართ.
 
ხატების განთავსების წინ გაითვალისწინეთ ფაქტორები, რომლებსაც, ასე თუ ისე, შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მათზე, კერძოდ: ხატები უნდა დავიცვათ მზის სხივებისგან (ეს აფუჭებს მასალას,რომლითაც ხატია დაწერილი), ამინდის ცვლილებისგან და ნალექის მოხვედრისგან, როდესაც ფანჯრები ღიაა და კედლების ზედაპირი ნესტიანია. ხატები უნდა დავიცვათ ორთქლისგან, თუკი ისინი სამზარეულო ოთახში იმყოფებიან.
 
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ხატები არ უნდა განვათავსოთ ფანჯრის რაფაზე. ადგილი, რომელიც გამოყოფილია ხატისთვის, მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ტემპერატურის ცვლილებისა და სინესტისგან, ასევე ფიზიკური დაზიანებებისგან. როდესაც ხატს სამზარეულოში ვდგამთ, განათავსეთ იგი რაც შეიძლება შორს ღუმელისგან და არც ისე ახლოს მაგიდასთან. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ ამ საქმეში გათბობის ხელოვნური საშუალებებიც - ისინიც ცუდად მოქმედებენ ხატებზე და აფუჭებენ მათ.
 
როდესაც ხატების კუთხეს აწყობთ, გახსოვდეთ სახანძრო უსაფრთხოება - კანდელი ხატებისგან მოშორებით დადგით, სანთლები უშუალოდ ლოცვის დაწყების წინ აანთეთ და ლოცვის დამთავრებისთანავე ჩააქრეთ. ბრწყინვალე გადაწყვეტილება იქნებოდა სპეციალური ხის კარადის შეძენა, რომელიც კარებითა და შუშით არის აღჭურვილი. ასეთი კარადა, რომელშიც ხატები მოთავსდება, შესანიშნავად იცავენ ხატებს სითბური და დამაბინძურებელი ზემოქმედებებისგან.
 
შეჯამების სახით, შევნიშნავთ, რომ მრავალი ტრადიცია, რომელიც მართლმადიდებლურ სარწმუნოებაშია ფესვგადგმული, ადვილი ასახსნელია. და რაც უფრო მეტ სულიერ გამოცდილებას იღებს ადამიანი, მით უფრო მალე იგებს, რომ ყველაზე მთავარი - ეს არის ხატების არა უზადო, ყველა წესის დაცვით განთავსება, არამედ ჭეშმარიტი სინანული, აზრთა სიწმიდე და პატიოსანი ქცევა, ასევე მადლიერი მორჩილება უფლის წინაშე.
 
დაგლოცოთ ღმერთმა!

საიტ "აპოკალიფსისის" რედაქცია.
 
მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით. 2023 წ.
Назад к содержимому