განმარტებანი - აქვს თუ არა ჯვრის გამოსახვას "ბაქტერიციდული ეფექტი"? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
აქვს თუ არა ჯვრის გამოსახვას "ბაქტერიციდული ეფექტი"?
ჯვრები
პერიოდულად მეცნიერები და არა მარტო ბრიტანელი მეცნიერები ცდილობენ რაიმეს დამტკიცებას რწმენის სფეროდან. სოციალურ ქსელებში არჩევენ არაახალ შეტყობინებას იმის შესახებ, რომ ჯვრის გამოსახვას გააჩნია საჭმლის განმწმენდელი "მისტიკური ძალა". რატომ არის ესოდენ მიმზიდველი ასეთი "მტკიცებულებები"? რაში სჭირდებათ ის მორწმუნე ადამიანებს?

***

სამყაროს მაგიური აღქმა - პირველადი, ყველაზე მარტივი და უხეში რელიგიური აღქმაა.

პირობებში, როდესაც ადამიანმა არ იცის ღმერთი, არ გრძნობს მის ცოცხალ პიროვნებას, არ ცდილობს ღმერთთან კავშირის დამყარებას, მასში მაინც ცხოვრობს თავიდანვე ჩადებული რელიგიურობა, ერთგვარი წმიდა და მისტიკური შეგრძნება. მაგრამ ცოცხალი ღმერთის ცოდნის გარეშე ის იღებს ყველაზე უხეშ და წარმართულ ფორმებს.

ყველაზე მარტივი რელიგიური ფორმაა - მაგია, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ რომელიღაც მაგიური ფორმულების, შელოცვების, წესების და მოქმედებების მეშვეობით თუ ვერ დაიქვემდებარებს, უკიდურეს შემთხვევაში, აიძულებს მაინც სულიერ სამყაროს რაიმე ეფექტი გამოიღოს მატერიალურ სამყაროსთან კავშირში.

როდესაც სამყაროში არ იყო ქრისტიანობა, მსგავსი მაგიური მოქმედებები იღებდნენ დაახლოებით ასეთ ფორმას: საჭიროა სამჯერ გადაფურთხება, ხეზე დაკაკუნება, რათა ყველაფერი კარგად იყოს, ან მშვიდობიანი მგზავრობა რომ გქონდეს გასვლის წინ მცირე ხნით სკამზე ჩამოჯდომა და სხვა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რათა ამგვარი მოქმედებებით გამოწვეულ იქნას სამყაროს, უმაღლესი ძალების, ღმერთების კეთილნებელობა. და მაშინ ყველაფერი კარგად წარიმართება: წყალიც სუფთა იქნება და გზაც მშვიდობიანი და წარმატებული აღმოჩნდება. ეს ცრურწმენები ადამიანთა ცნობიერებაში დღემდე არსებობს.

როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც განაყოფიერებულია ქრისტიანობის მიერ, ჩვენი ქრისტიანობა ხშირად იღებს ფორმებს, როდესაც ადამიანისთვის მთავარი ხდება არა იესუ ქრისტეს პიროვნება, არა მისი კავშირი ჩვენთან, მის მიერ ჩვენი ცხონება, არამედ რაღაც რიტუალები და მოქმედებები. ასეთ შემთხვევაში ქრისტიანობა აღიქმება, როგორც ერთგვარი აბსტრაქტული რელიგია. აქედან კი ჩნდება ის წესთმორწმუნეობა, რომელზეც ბევრს საუბრობენ. როდესაც უმთავრესი ხდება წესის შესრულება: სანთელი მიაწოდო მარჯვენა მხრიდან, სწორად მიხვიდე ხატთან, სწორად მიემთხვიო მას, გამართულად წაიკითხო ლოცვა ისე, რომ არ შეცდე არც მახვილში და არც ინტონაციაში, არც სიტყვებში. გასაგებია, რომ შეცდომები არ უნდა დავუშვათ. მაგრამ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ არასწორი აქცენტი ან არასწორი მახვილი, ან კიდევ არასწორად წაკითხული სიტყვა თითქოსდა "აუქმებს ლოცვას", ლოცვის ძალა არ იმოქმედებს.

აი ამ "იმოქმედებს - არ იმოქმედებს" შეხედულებას ხშირად უძებნიან სამეცნიერო ბაზისს. არიან ადამიანები, რომლებიც ამგვარი მიდგომით ლოცულობენ და ყურადღებას არ აქცევენ ღმერთთან ცოცხალ ურთიერთობას, არამედ ელიან რაღაც სპეციალური ენერგიის თუ კიდევ რაღაცის განსაზღვრულ გამოვლინებას. ან კიდევ: ფიქრობენ, რომ ლოცვის წაკითხვის შემდეგ წყალი სხვა თვისებებს იძენს, მას ეცვლება ელექტროგამტარობა ან კიდევ სხვა სახის ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები. ეს სხვა არაფერია თუ არა რელიგიურ მოქმედებებს მიაწოერო ერთგვარი მაგიური თვისება. გასაგები უნდა იყოს, რომ ქრისტიანობასთან ამგვარ მიდგომას არანაირი კავშირი არ გააჩნია.

ქრისტიანულ წეს-ჩვეულებათა მეცნიერული დასაბუთებისადმი საზოგადოების დაინტერესება რეგულარულად ხდება. აი, მაგალითად, რამოდენიმე წლის განმავლობაში პოპულარული იყო ფილმი "წყალი", სადაც, სხვა დანარჩენთან ერთად, ნათქვამია, ლოცვის ძალით (არა მარტო ქრისტიანულის), თუ როგორ იცვლებიან წყლის მოლეკულები.

რაში სჭირდებათ ადამიანებს რწმენასთან დაკავშირებული მომენტების მეცნიერული დასაბუთება? იმიტომ, რომ ერთგვარი ეფექტი მაინც ხომ არსებობს. ადამიანი ლოცულობს, და, მაგალითად, ხდება გამოჯანმრთელება. თუკი ადამიანი ვერაფერს მიიღებდნენ თავიანთი რელიგიური ცხოვრებისგან, მაშინ, მორწმუნეებიც, ალბათ, უფრო ნაკლები იქნებოდა.

არსებობს, რა თქმა უნდა, მაგალითები, როდესაც თვით წმინდანები განიცდიდნენ "მისტიკური უდაბნოს" პერიოდს, როდესაც არ გრძნობდნენ ზეცის გამოძახილს, როდესაც ყველა მათ ლოცვაზე ზეცა დუმდა. ასეც ხდება, და ადამიანს მაინც მართებს ქრისტიანად დარჩენა.

მოკლედ, ასეა თუ ისე, მასობრივი რელიგიური ცნობიერება იზრდება და იკვებება სასწაულებზე, განკურნებებზე და წინასწარმეტყველებებზე ამბების თხრობით - რომლებიც აღიქმებიან, როგორც ღმერთის მოქმედებანი, და არა რაიმე მისტიკურ ძალთა. და ეს ნორმალურია. ამიტომ ნებისმიერი პასუხისმგებლობის მქონე მეცნიერი იტყვის: "დიახ, ეფექტი არის". როგორც შეიძლება ეს განემარტოს მეცნიერულ პოზიტიურ გონებას? მხოლოდ ერთადერთი სახით, რომ არსებობს რაღაც ზემოქმედება, რაღაც ენერგია, და ა. შ., რომელიც ჩნდება ლოცვის სწორი წაკითხვის შედეგად, რომელიც თურმე სწორი მოქმედების შემთხვევაში არყევს სივრცობრივ-დროით კონტინიუმს, და მას ადამიანის სასარგებლოდ ცვლის.

ამგვარი "მეცნიერული" დამოკიდებულება რელიგიურ წეს-ჩვეულებათადმი დიდი შეცდომაა და სულის გაღატაკების ნიშანია.

წყარო: pravmir.ru
Назад к содержимому