განმარტებანი - ფსალმუნი - მორწმუნეთა შეწევნა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
ფსალმუნი - მორწმუნეთა შეწევნა

ანუ, რომელ შემთხვევაში რომელი ფსალმუნი წავიკითხოთ?
მართლმადიდებლური ტაძარი
როგორც ვიცით, ფსალმუნი ძველი აღთქმის წმიდა წერილის ერთ-ერთი წიგნია. ის 150 ფსალმუნისგან შედგება, რომლებიც განსაკუთრებულ ლოცვებს წარმოადგენენს. ადრე ფსალმუნებს ტაძარში მყოფი მორწმუნეები გალობდნენ. ჩვენს დღეებში ამას საეკლესიო მგალობელთა გუნდი აკეთებს. თუმცა, რიგით მორწმუნეებს აქვთ სრული უფლება ფსალმუნები სახლში იგალობონ ან იკითხონ, თანაც ისინიც, რომელთაც ყოველდღიური ლოცვითი კანონი მოიცავს.
 
წმიდა ეფრემ ასურელი ფსალმუნებს ასეთ დახასიათებას აძლევდა:
 
ფსალმუნი - დემონთა დამარცხება.
 
ფსალმუნი - იარაღი ღამეული შიშის წინააღმდეგ.
 
ფსალმუნი - შრომისგან განსვენება.
 
ფსალმუნი - ყრმათა უსაფრთხოება.
 
ფსალმუნი - გულის სიმშვიდე და მორწმუნეთა მშვენება. ის აცისკროვნებს დღესასწაულს, ის არწყულებს ჩვენს სულებს, ის ღმერთს მოგვანატრებს.
 
ფსალმუნი გაქვავებული გულიდანაც კი ცრემლებს წურავს.
 
ფსალმუნება - ანგელოზთა საქმეა, ზეციური სავანეა, სულიერი სასაკმევლეა. ის განანათლებს გონებას, სული ზეცამდე აჰყავს, ის გვასაუბრებს ღმერთთან, ახარებს სულს, წყვეტს მსჯავრს, შეარიგებს მტრობას. სადაც ფსალმუნი გულშემუსვრილობით იკითხება, იქ ღმერთი მყოფობს ანგელოზებთან ერთად.
 
და ამგვარ განსაზღვრებაში არ არის იოტისოდენა გადაჭარბება. ფსალმუნი დაწერა იმ ადამიანმა, ვინც ღმერთთან ახლოს იდგა. ამიტომ, ფსალმუნებით ლოცვისას გვახსოვდეს, - ოდნავ მაინც მივუახლოვდეთ ძველ წმინდანთა დიდ მეცნიერებას - გავუღოთ გულები ჩვენს უფალს და ლოცვაში გავუმხილოთ ჩვენი შეცოდებები: "მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი. უფროს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე" (ფსალმ. 50:3, 4), - და გვჯეროდეს, უეჭველად მივიღებთ ღმრთისგან მრავალ მოწყალებას.
 
ინტერნეტში (და არა მარტო) ხშირად ნახავთ უცნაურ რჩევებს: "აი ეს ფსალმუნი წაიკითხე და წარმატებით ჩააბარებ გამოცდას, ხოლო ეს ფსალმუნი მატერიალური წარმატების საწინდარია". უნდა გაგაფრთხილოთ: იქ, სადაც ცრუმორწმუნეობა და "ჯადოსნური" მოლოდინი იწყება, - მთავრდება რწმენა ღმრთისა და მისი მოწყალებისადმი.
 
ამიტომ ვიკითხოთ ფსალმუნები გულდასმით, აუჩქარებლად, დაკვირვებით, ისე, როგორც საჭიროა ნებისმიერი ლოცვის წაკითხვა. და, რაც მთავარია, - ვილოცოთ გულწრფელად.
 
თავისი შინაარსითა და ღმრთისადმი ლოცვითი მიმართების აზრით, ფსალმუნი პირობითად შეიძლება დავყოთ სხვადასხვა ჯგუფებად. ამიტომ, სულის სხვადასხვა მდგომარეობისა და მოთხოვნილების დროს, მიღებულია სხვადასხვა ფსალმუნის წაკითხვა და გულის მოსალბუნება.
 
მაგალითად:
 
მძიმე ცოდვებისგან თავის ასარიდებლად, ღმერთს 18-ე ფსალმუნით სთხოვეთ.
 
დემონური თავდასხმებისგან დასაცავად: 45, 67
 
როდესაც ვინმე უდანაშაულოდ ბრალს გდებთ ან ცილს გწამებთ: 4, 7, 36, 51
 
სულის მორჩილებისა და სიმშვიდისთვის: 5, 27, 43, 54, 78, 79, 138
 
როდესაც მტრები ეძიებენ შენს დაღუპვას: 34, 25, 42
 
მწუხარებისა და მგლოვარების დროს: 3, 12, 21, 68, 76, 82, 142
 
სასოწარკვეთილებისას: 90, 26, 101
 
მტერთაგან - კაცთა და ეშმაკთა მზაკვარებისგან თავდასაცავად: 90, 3, 37, 2, 49, 53, 58, 139
 
უფალმა რომ შეისმინოს შენი ლოცვა: 16, 85, 87, 140
 
როდესაც უფალს მოწყალებას ევედრები: 66
 
ღმერთმა რომ მოგამადლოს გულუხვობისა და ქველმოქმედების ნიჭი: 40
 
უფლის სადიდებლად: 23, 88, 92, 95, 110, 112, 113, 114, 133, 138
 
სნეულებებში: 29, 46, 69
 
სულის მშფოთვარებისას: 30
 
სულის მოწყვლისას: 36, 39, 53, 69
 
სულიერი დათრგუნვისას: 19
 
თავის დაცვა მზაკვართაგან: 49, 53, 58, 63, 139
 
როდესაც გსურს ღმრთის აღმსარებლობაში განმტკიცება: 9, 74, 104, 105, 106, 107, 117, 135, 137
 
როდესაც გსურს ცოდვათა მონანიება და მიტევება: 50, 6, 24, 56, 129
 
სულიერი სიხარულისას: 102, 103
 
სულის განმტკიცებისთვის. როდესაც გესმის, როგორ იგმობა ღმრთის განგება: 13, 52
 
მადლიერება ღმრთის კეთილმოწყალებისთვის: 33, 145, 149, 45, 47, 64, 65, 80, 84, 97, 115, 116, 123, 125, 134, 148
 
სახლიდან გამოსვლისას: 31
 
საშიშროებისას: 90-ე ფსალმუნი.
 
მოგზაურობისას: 41, 42, 62, 142
 
თესვის წინ: 64
 
მპარავთა და მზაკვართაგან თავდასაცავად: 51
 
დევნულებისას: 53, 55, 56, 141
 
ვედრება მშვიდობიანი აღსასრულისთვის: 38
 
მიცვალებულთათვის: 118
 
თუკი ეშმაკი გძალავს: 142, 67

საიტი "აპოკალიფსისი". მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით. 23. 01. 2021 წ.
Назад к содержимому