"ვაი, ვაი, იერუსალიმს!"
სასწაულები, რომლებიც ხდებოდა იერუსალიმში ქრისტეს ჯვარცმიდან ორმოცი წლის განმავლობაში იუდეველთა შესაგონებლად
ავტორი: ევსები კესარიელი (IV ს.). საეკლესიო ისტორია. წიგნი III. თ. მე-8.
ალბათ საჭირო არ არის, დავამატოთ იმ ამბების თხრობას, რაც შეემთხვა მთელ ერს მაცხოვრის ვნებისა და იმ სიტყვების შემდეგ, რომლებითაც იუდეველთა სიმრავლე ავაზაკისა და მკვლელის სიკვდილისგან გამოხსნას ითხოვდა, ხოლო სიცოცხლისთვის დასაბამის დამდებისთვის ევედრებოდნენ, რომ აღებული ყოფილიყო მათგან.
მაგრამ სამართლიანი იქნება იმის დამატება, რაც, ალბათ, ყოვლადკეთილი წინაგანგების კაცთმოყვარეობის თვალსაჩინო გამოხატულებაა, ის, რომ ქრისტეს წინააღმდეგ დანაშაულის შემდეგ მათი დაღუპვა მთელი ორმოცი წლით გადაიდო, რომლის განმავლობაში მოციქულთა და მოწაფეთა უმრავლესობა, და თვით იაკობიც, პირველი ეპისკოპოსი, უფლის ძმად წოდებული, ჯერ კიდევ ცოცხალი რჩებოდნენ და თვით ქალაქ იერუსალიმში ატარებდნენ ცხოვრებას... საღვთო ზედამხედველობა მაშინ ჯერ კიდვ იჩენდა სულგრძელობას; რათა თუ ოდესმე შეძლებდნენ, შეენანათ რაც გააკეთეს, და შენდობა და ცხონება მიეღოთ. ასეთ სულგრძელებასთან ერთად ღვთისგან სასწაულებრივად მიანიშნებდა მათ, რაც მოელოდათ, თუ არ მოინანიებდნენ; რა მოვლენებიც მოხსენიების ღირსი გახადა ზემოთხსენებულმა ისტორიკოსმა (იგულისხმება იუდეველი ისტორიკოსი იოსებ ფლაბიოსი - "აპოკ". რედ.) და არაფერი იქნება ამაზე უკეთესი, თუ არა მათი გადმოცემა ამ ნაშრომის მკითხველთათვის.
აიღე და წაიკითხე "იუდაური ომის" მეექვსე წიგნში, რა არის გაცხადებული შემდეგი სიტყვებით: "სწორედ იმ დროს, მატყუარა და ცრუ წინასწარმეტყველები საბრალო ხალხს აცთუნებდნენ, ხოლო მომავალი გაპარტახების მომასწავებელ მოვლენებსა და ნიშნებს არც ყურადღბას აქცევდნენ, არც ერწმუნებოდნენ, არამედ როგორც მეხდაცემულები, არც თვალების და არც სულის მქონენი ღვთის უწყებებს ყურს არ ათხოვებდნენ.
ერთხელ ქალაქის თავზე იდგა მახვილის მსგავსი ვარსკვლავი და კომეტა, რაც მოჩანდა ერთი წლის განმავლობაში.
ერთხელ კი ამბოხებისა და საომრად აღჭურვის წინ, უფუართა დღესასწაულის დროს, როდესაც ხალხი იყო შეკრებილი, ქსანთიკოსის (1) თვის რვა რიცხვში, ღამის ცხრა საათზე, ისეთმა სინათლემ გააბრწყინა საკურთხეველი და ტაძარი, გეგონებოდა მზიანი დღე იყო და ეს გრძელდებოდა ნახევარი საათის განმავლობაში; რაც გამოუცდელებს ეგონათ, რომ კარგის მომასწავებელი იყო, მწიგნობრებმა მაშინვე განმარტეს მომავალი ამბების წინ.
_____________
1. ქსანთიკოსი - მაკედონური კალენდრის თვე, შეესაბამება დაახლოებით აპრილს რომაულ-იულიანური კალენდრით და ებრაულ ნისანს.
1. ქსანთიკოსი - მაკედონური კალენდრის თვე, შეესაბამება დაახლოებით აპრილს რომაულ-იულიანური კალენდრით და ებრაულ ნისანს.
_____________
იმავე დღესასწაულზე მსხვერპლშეწირვისათვის მღვდელმთავრის მიერ მოყვანილმა ძროხამ შვა კრავი შუა ტაძარში; ხოლო შიდა სათავსოსაღმოსავლეთის კარიბჭე, რომელიც იყო სპილენძის, ძალიან მტკიცე, და საღამო ხანს ძლივს ხურავდა ოცი კაცი და ჩარაზული იყო რკინით ნაბეჭდი ურდულებით, რომლებიც ძალიან ღრმად ჰქონდა გაყრილი, ღამის ექვს საათზე აღმოჩნდა თავისი გაღებული.
დღესასწაულიდან რამდენიმე დღის შემდეგ არტემისიას (2) თვის ოცდაერთში, რაღაც დემონის მოჩვენება იხილეს დაუჯერებლად დიდი ზომის. ზღაპრად მიიჩნევდით ნათქვამს, თვითმხილველებს რომ არ მოეთხროთ და მას მოყვა უბედურება, რაც ამ ნიშნებს შეესაბამებოდა. რადგან მზის ჩასვლის წინ ჰაერში დაინახეს, რომ მთელ ქვეყანაზე ეტლები და შეიარაღებული ფალანგები მოიჩქაროდნენ ღრუბლებიდან და ქალაქს გარს ერტყმოდნენ.
_____________
2. არტემისი - სპარტული და მაკედონური კალენდრის თვე, შეესაბამება დაახლოებით მარტ-აპრილს.
2. არტემისი - სპარტული და მაკედონური კალენდრის თვე, შეესაბამება დაახლოებით მარტ-აპრილს.
_____________
დღესასწაულზე, რომელსაც ეწოდება ორმოცდამეათე, ღამით მღვდლები, როგორც სჩვეოდათ, ღვთისმსახურების შესასრულებლად ტაძრისკენ გაეშურნენ. ამბობენ, რომ ჯერ გაიგონეს რაღაც მოძრაობა და ხმაური, შემდეგ კი ერთბაშად ხმები: "წავიდეთ აქედან".
მაგრამ ამაზე უფრო საშინელიც მოხდა: ოთხი წლით ადრე, იმ დროს, როცა ქალაქი განსაკუთრებით დამშვიდებული და აყვავებული იყო, ერთი კაცი მოვიდა დღესასწაულზე, როდესაც ჩვეულების მიხედვით ღვთის კარვები უნდა გაეკეთებინათ. მოულოდნელად მან ტაძრის წინ მორთო ყვირილი:"ხმა აღმოსავლეთიდან, ხმა დასავლეთიდან, ხმა ოთხივე ქარიდან, ხმა იერუსალიმზე და ტაძარზე, ხმა სიძეებზე და სძლებზე, ხმა მთელ ერზე".ასე მხმობელმა მთელი დღე-
ღამის განმავლობაში შემოიარა ყველა ქუჩაბანდი. ხალხიდან ზოგიერთმა გამოჩენილმა პირმა ამ ავისმომასწავებელი სიტყვებით შეწუხებულმა შეიპყრო ეს კაცი და დიდი ხნის განმავლობაში გვემით ტანჯა; მან კი არც საკუთარ თავზე თქვა რაიმე, არც პირისპირ უთხრა იქ დამსწრეთ, არამედ რასაც პირველად გაჰყვიროდა, იმის ძახილი გააგრძელა და წავიდა.
მთავრებმა კი ჩათვალეს, რომ ამ კაცის აღძრვა დემონური იყო, რაც ნამდვილად ასე იყო; იგი მიიყვანეს რომაელთა პროკურატორთან (ალბინუსთან. 61-64 წწ. მმართველი - მთარგმ.) იქ მათრახით სცემეს თითქმის ძვლების გამოჩენამდე; ის კი არც ევედრებოდა, არც ტიროდა, არამედ, რაც ძალა ჰქონდა, განსაკუთრებით შემზარავად მოექცია ხმა და ყოველ დარტყმაზე პასუხობდა: "ვაი, ვაი იერუსალიმს" (იუდაური ომები. VI, 5, 3) (3).
_____________
3. ევსების ორი მოგვიანო ხანის ხელნაწერი სიტყვა "იერუსალიმ"-ის შემდეგ ამატებს იოსებ ფლავიუსის ტექსტიდან: "როდესაც ალბინიუსი ეკითხებოდა, რადგან იგი იყო პროკურატორი, - "ვინ ხარ და საიდან, და რატომ გაჰყვირი ამ სიტყვებს, მან არ გასცა პასუხი და შეწყვიტა ქალაქზე მოთქმა, ვიდრე ალბინიუსმა გიჟად არ ჩათვალა და გაუშვა; ომის ჟამამდე არც რომელიმე მოქალაქესთან ურთიერთობდა, არც ხედავდნენ მოსაუბრეს, არამედ როგორც ლოცვას წარმოთქვამდნენ, ისე მოთქვამდა: "ვაი, ვაი, იერუსალიმს", არც მათ სწყევლიდა ოდესმე, ვინც მას ურტყამდა, არც საკვების მომცემს ლოცავდა. ყველას მიმართ ერთი სამწუხარო წინასწარმეტყველების პასუხი იყო. განსაკუთრებით კი დღესასწაულებზე ყვიროდა; და ამას შვიდი წლისა და ხუთი თვის განმავლობაში იმეორებდა. არც ხმას ასუსტებდა, არც იღლებოდა, ვიდრე ალყის შემორტყმისას არ დაინახა, რომ წინასწარმეტყველება აღსრულდა, და დაცხრა. კედელზე დადიოდა და გამყინავი ხმით გაიძახოდა: "ვაი, ვაი, კვლავ ქალაქს, ხალხს და ტაძარს". და ბოლოს დაამატა: "ვაი, ვაი, მეც", და ლოდსატყორცნიდან გაშებული ქვა მოხვდა მას. და მყისვე მოკვდა და ამოუშვა ჯერ კიდევ ამ წინასწარმეტყველებების მხმობელი სული" (ევსები კესარიელი. საეკლესიო ისტორია. გამომცემლობა "ახალი ივირონი". თბილისი 2007 წ. გვ. 460-461).

იერუსალიმის დაცემა
იგივე მწერალი სხვა ამაზე უფრო საოცარ ამბავს მოგვითხრობს: წმიდა წერილში აღმოჩენილი წინასწარმეტყველება ამბობდა, რომ ამ დროს მათი ქვეყნიდან ვიღაცა მართავდა მსოფლიოს, რაც მისი აზრით აღსრულდა ვესპასიანეს დროს (იუდაური ომები. იქვე. 4), მაგრამ იგი მართავდა არა მთელ დედამიწას, არამედ მხოლოდ რომაელთა ბატონობის ქვეშ მყოფთ; უფრო სამართლიანი იქნება მისი მოხმობა ქრისტესთან დაკავშირებით, რომლის მიმართ მამის მიერ ითქვა: "ითხოვე ჩემგან და მოგცემ შენ წარმართებს შენს სამკვიდრებლად, და დედამიწის კიდეებს შენს დასაუფლებლად" (ფს. 2:8), სწორედ ამ ჟამს წმიდა მოციქულების "ხმა მთელ დედამიწაზე გაისმა; და მსოფლიოს კიდეებამდე -
წყარო: ევსები კესარიელი. საეკლესიო ისტორია. წიგნი III. თ. მე-8. გამომცემლობა "ახალი ივირონი". თბილისი 2007 წ. გვ. 99-101.