ლიტურგიკა - 3 ყველაზე გავრცელებული შეცდომა საშინაო ლოცვებში - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ლიტურგიკა
3 ყველაზე გავრცელებული შეცდომა საშინაო ლოცვებში
საშინაო ლოცვა
ლოცვა ღმერთთან საუბრის განსაკუთრებული ფორმაა. ვიღაც სწრაფად ლოცულობს, რადგან სადღაც ეჩქარება, თითქოსდა არც დრო აქვს და არც ძალა; ვიღაც საკუთარ თავში ცდილობს მუდმივი ლოცვის მოხვეჭას, ხოლო ვიღაც მხოლოდ დრო და დრო თუ ილოცებს ან მხოლოდ მაშინ, როდესაც რაიმე უბედურება ეწვევა. ამგვარი ქცევა თითოეული ქრისტიანის პირადი არჩევანია, მაგრამ როგორიც გინდ იყოს ლოცვა, არსებობს მისი ძირითადი წესები. ამ სტატიაში ჩვენ მოკლედ განვიხილავთ იმ 3 ძირითად შეცდომას, რომელსაც ყველაზე ხშირად უშვებენ მლოცველები თავიანთ საშინაო ლოცვებში.

1. სიჩქარე და გაფანტულობა. ალბათ ეს არის მლოცველი ადამიანის ორი ყველაზე ძირითადი მტერი. სიჩქარეს ყოფითი პრობლემები გვაიძულებს, ხოლო გონებაგაფანტულობა ქრისტიანთა ცნობიერებას უნებლიედ ატყდება. გარდა ამისა, გაფანტულობა საშინაო ლოცვებში ექვემდებარება აღსარებას, რადგან შეუძლებელია ურთიერთობდე უფალთან და ფიქრობდე დაულაგებელ სახლზე, უზრდელ კოლეგაზე ან მოუმზადებელ საჭმელზე.

2. თვითკმაყოფილების ან შინაგანი ჰარმონიის ძიება ლოცვის შემდეგ. მართლმადიდებლური ლოცვა, ეს მანტრა ან რაიმე მაგიური შელოცვა როდია. თავისი ბუნებით ლოცვამ ადამიანი ღმერთს უნდა მიაახლოს. რას ნიშნავს ეს? ღმერთი წმიდაა. შესაბამისად, ღმერთთან მიახლება - ეს სიწმიდესთან მიახლებაა. ნამდვილი, სწორი ლოცვის ნაყოფი ყოველთვის გამოიხატება ორ საგანში, პირველი - ღმრთისადმი სმენის, მისი ნების აღსრულების სურვილში - ეს არის გამგონობა, დამჯერობა, მორჩილება. ხოლო მეორე - თავმდაბლობა, ანუ საკუთარი უძლურების შეგნება ცხონების საქმეში და შეგნება იმისა, რომ ყველა სხვა საქმეშიც უთუოდ ღმრთის დახმარება გვჭირდება.

3. ლოცვაში ღმერთს არ უნდა ვუყენებდეთ პირობას. არ შეიძლება საკუთარი ლოცვა მოთხოვნებამდე დავიყვანოთ. რა თქმა უნდა, მართლმადიდებელი ქრისტიანი დაუღალავად უნდა ევედრებოდეს უფალს და ითხოვეს მისგან იმას, რაც სასარგებლო იქნება სულის საცხონებლად. ლოცვა - ეს, უპირველეს ყოვლისა, ურთიერთობაა კაცსა და ღმერთს შორის. მაგრამ თუკი ლოცვაში ადამიანი დაიწყებს პირობების წამოყენებას ღმრთისადმი - მაშინ, ლოცვაში უფრო მეტი იქნება მაგიზმი, ვიდრე ქრისტიანული სათნოება და ღვთისმოშიშება.

ღმერთმა დაგლოცოთ!

წყარო: zen.yandex.ru

Назад к содержимому