ლიტურგიკა - რაში მდგომარეობს თანამედროვე აღსარების სირთულე? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ლიტურგიკა
რაში მდგომარეობს თანამედროვე აღსარების სირთულე?
სინანული
მართლმადიდებლური ეკლესიის ტრადიციით, ზიარებამდე ქრისტიანი მიდის სინანულის საიდუმლოზე. საერთოდ აღსარება ცალკე საიდუმლოა, და სავალდებულო არ არის ის მაინც და მაინც მიბმული იყოს ზიარებაზე. ზოგიერთ ტაძარში მოძღვარი იმ მრევლს, რომელსაც ის კარგად იცნობს, კურთხევას აძლევს ეზიაროს აუცილებელი აღსარების გარეშე. ცოდვებს ადამიანი სინდისის მოწოდების მიხედვით უნდა აღიარებდეს.

აღსარების (სინანულის) საიდუმლოსთვის ქრისტიანი ემზადება გულის შემუსვრილობით, საკუთარი განვლილი ცხოვრების განხილვით, ცოდვების მონანიებით და, რაც მთავარია - საკუთარი თავის გამოსწორებით. აღსარებისთვის მომზადების კარგი საშუალებაა სახარებისა და იმგვარი საეკლესიო ლიტერატურის ყურადღებით კითხვა, რომელიც მას სინანულს ასწავლის.

მონანულმა ქრისტიანმა უნდა შეიგნოს, თუ რა არის სინანული. ხომ არ არის ის მარტო მონანიება - "მომიტევეთ, მე მეტს აღარ ვიზამ"? ცხადია, არა. იუდამაც შეინანა, მაგრამ არასწორად. მას გული დასწყდა ჩადენილზე, მაგრამ მისი სულის მოძრაობაში რაღაც არ იყო საკმარისი, სხვაგვარად ის თავს არ ჩამოიხრჩობდა. მაშ, რა აკლდა იუდას სრული სინანულისთვის? ღმრთისადმი, ქრისტესადმი რწმენა. მას ჰქონდა სინანული, მაგრამ არ ჰქონდა უფლის იმედი, მას არ ქონდა სიცოცხლე ქრისტეში.

სინანული - ეს არის მოძრაობა ღმრთისკენ, ცვლილება ქრისტეს ხატებისკენ.

სახარებაში გვეძლევა იდეალური ადამიანის სახე, ღმერთკაცისა, რათა ჩვენც მის მსგავსებად შევიცვალოთ. ეს არის მთელი სიცოცხლისეული პროცესი და მას სინანული ეწოდება.

ეკლესიაში ცხოვრების პერიოდში ადამიანი ხშირად კარგავს სინანულის შეგრძნების სიმძაფრეს. როდესაც ეკლესიაში მოდიხარ, ცრემლები გერევა, ყველაფერს ცოცხლად აღიქვამ. ყველაფერი ისე ტკბილად იცვლება, რომ უკვე გრძნობ ყველაფერს დათმობ ქრისტეს სიყვარულისთვის.

მაგრამ შემდეგ რატომღაც ეს გრძნობა იშლება. რა ხდება?
 
ვაი რომ, ჩვენ, დრო და დრო, სულიერი ცხოვრებიდან ეკლესიურობის გარეგან მოდელებზე გადავდივართ. იმის შემდეგ, რაც ადამიანი მცირედ გაეკლესიურდება, მასში ეკლესიურობის "ტრაფიკი" ყალიბდება და დროთა განმავლობაში ღმრთის განცდა, სულიერი ცხოვრება იკარგება. ასეთი ადამიანი უბრალოდ მოდელებისა და სქემების მიხედვით ცხოვრობს.

მაგრამ თუკი სარწმუნოებრივი წვა ჩვენს გულებში ჩაქრება, ის აუცილებლად გაცივდება. სწორედ ამიტომაც ეუბნება ქრისტე ერთ-ერთ ეკლესიას აპოკალიფსისში: "შენს წინააღმდეგ მაქვს ის, რომ დაუტევე შენი პირველი სიყვარული" (გამოცხ. 2:4).
ქრისტე შეგვახსენებს, რომ ღმერთი უნდა გვიყვარდეს.
 
საშინელებაა, როდესაც ეკლესიური ცხოვრება უკვე აღარ ნიშნავს სულიერ ცხოვრებას, როდესაც გარეგან ეკლესიურეობაში ღმერთი აღარ არის.

ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ აღსარებაზე, როდესაც ზიარებისთვის ვემზადებით.

წყარო: zen.yandex.ru
Назад к содержимому