მედიცინა - რატომ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობა სუროგატულ დედობას და ექსტრაკორპორალურ განაყოფიერებას? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > მედიცინა
რატომ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობა
სუროგატულ დედობას და ექსტრაკორპორალურ განაყოფიერებას?
ექსტრაკორპორალური განაყოფიერება
როგორ მოაწყო ღმერთმა ჩვენი ცხოვრება? რატომ მაინც და მაინც ასე? ეს კითხვები ყოველთვის აწუხებდა ადამიანს. ვიღაც პოულობს პასუხს, ვიღაც წუწუნერბს და აპროტესტებს. მართლმადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულება სუროგატული დედობისადმი - უკიდურესად ნეგატიურია. თავიდანვე გასანაყოფიერებლად იღებენ რამოდენიმე კვერცხუჯრედს, შედეგად კი, როგორც წესი, ტოვებენ მხოლოდ ერთადერთს. დანარჩენ კვერცხუჯრედებს, რომლებშიც უკვე სიცოცხლე ჩაისახა, - ანადგურებენ.
 
ამგვარად, ხომ არ აყენებს ადამიანი საკუთარ თავს ღმერთზე მაღლა? ... კიდევ რა ნეგატიური მომენტები და საშიშროებებია ამ მეთოდში? ყოველივე ამის შესახებ მოგვითხრობს ღვთისმეტყველების დოქტორი, ჯანდაცვის ორგანიზატორი, ექიმი, ფსიქოლოგი და გოროდნიცკის წმიდა გიორგის მონასტრის კლირიკი, არქიმანდრიტი ალექსანდრე (გლობა).
 
 
***
 
კითხვა: მამაო ალექსანდრე, მართლმადიდებლური ეკლესია ყოველთვის გადაჭრით და ცალსახად გამოდის აბორტების წინააღმდეგ, მაგრამ რა უნდა ვქნათ, თუკი არსებობს რისკი დედისთვის? ხომ ხდება ისეთი ვითარება, როდესაც რომელიღაც ეტაპზე იწყება ნაყოფის მოწყვეტა. მაშინ რა უნდა მოვიმოქმედოთ?
 
პასუხი: ეკლესია მოითხოვს გამოყენებულ იქნას მაქსიმალური პირობები დედისა და ნაყოფის სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

 
- მაგრამ, თუ ორივე მათგანის შენარჩუნება შეუძლებელია?
 
- ეკლესია არ წყვეტს ამ საკითხს და არ აგვარებს. ეს სამედიცინო კონსილიუმის საქმეა. რა თქმა უნდა, ცხოვრებაში არსებობს მრავალი რთული ვითარება, და ყველაფერი ყოველთვის ინდივიდუალურია. ყოველი კონკრეტული შემთხვევა შემდეგ გაირკვევა. ასეთ დროს ეკლესია ახდენს მხოლოდ ფაქტის კონსტატაციას და, თუ ჩადენილია ცოდვა ადამიანს სინანულისკენ მოუწოდებს. შეუძლებელია ყოველ საოპერაციოს, ყოველ სამშობიარო სახლს და ყოველ ადამიანს მღვდელი მიამაგრო. პატარა სოფლებში ერთ მღვდელზე ათობით ეკლესიაა მოდის, და ამისი გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია.
 
ამიტომ აქ ეკლესია მხოლოდ იდეაზე და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე ლაპარაკობს. კერძოდ: როგორ მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რათა ადამიანი გადავარჩინოთ, მოვუწოდოთ მას არ ჩაიდინოს ცოდვა?!
 
მაგრამ, თუკი ისეთი რამ ხდება, რაც ცოდვას იწვევს, მაშინ ეკლესია შეიწყნარებს მონანულ ცოდვილთ, განუმარტავს შეცდომების არსს და ცხონების მიღებაში ეხმარება.

 
- რას იტყვით ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ტექნოლოგიაზე - აქ ხომ პირიქით, ყველაფერი კეთდება ადამიანის გასაჩენად?
 
- ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისთვის საჭიროა კვერცხუჯრედების სტიმულირება, საკვერცხეებში კვერცხუჯრედების განვითარება. ეს ხდება ჰორმონალური თერაპიის გამოყენებით, ეს არის სტიმულაცია, რათა გაჩნდეს საკმარისი რაოდენობით კვერცხუჯრედი. ამიტომ ამ მოწიფულ კვერცხუჯრედებს განსაზღვრული მეთოდით ქალის ორგანიზმიდან იღებენ და სინჯარაში ანაყოფიერებენ.
 
სულ სხვა იქნებოდა მხოლოდ ერთ კვერცხუჯრედს რომ იყენებდნენ. ჰიპოთეტურად თუ ვიტყვით და ასეთი მანიპულაცია ამგვარი მეთოდით ჩატარდებოდა, ანუ ამ ერთადერთ კვერცხუჯრედს წარმატებით ჩანერგავდნენ საშვილოსნოში, მაშინ სხვა ვითარება გვექნებოდა და ისიც ეკლესიის მხრიდან უფრო მსუბუქადაც შეფასდებოდა. დიახ, - დაიბადებოდა ბავშვი, და ეს - კარგი იქნებოდა. მაგრამ, ჩვენ ვაწყდებით სულ სხვა პრობლემას: იღებენ 5-10 ან მეტი რაოდენობის კვერცხუჯრედს. მათ ყველას ანაყოფიერებენ, შემდეგ კვერცხუჯრედებს თანმიმდევრულად გამოხშირავენ გარკვეული შკალისა და შეფასების შესაბამისად.
 
მაგალითად, ამ პრობლემით დასაქმებულ რეპროდუქტოლოგს არ მოსწონს რომელიღაც კვერცხუჯრედი - მორჩა, მან ის დაიწუნა და გადააგდო, ბოლოს კი მრავალთაგან მხოლოდ ერთადერთი ამოარჩია, რომელიც სხვაზე უკეთ გამოიყურება. მაგრამ ვისა აქვს გარანტია, რომ რეპროდუქტოლოგის მიერ ამორჩეული ეს ერთადერთი კვერცხუჯრედი, სამედიცინო თვალსაზრისით, ყოველგვარი პათოლოგიის გარეშე განვითარდება და ყველაფერი კარგად იქნება?!

 
- მაშასადამე გამოდის, რომ ერთი ადამიანი წყვეტს: ვინ იცოცხლოს და ვინ არა?
 
- დიახ, ვიღაცამ უნდა იცოცხლოს და სხვებს ამისი შანსი არ ეძლევათ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაყოფებმაც იწყეს განვითარება. ამიტომ აქ მრავალაბორტიანობასთან გვაქვს საქმე, რადგან მრავალ კვერცხუჯრედთაგან მხოლოდ ერთი რჩება. აქედან გამომდინარე, ემბრიონთა ასეთი განადგურება მრავალ პიროვნებათა მკვლელობად ფასდება.

 
- თვით ექიმები ამბობენ, რომ ხდება ათასგვარი ვითარება, როდესაც ბავშვები სასწაულებრივად იბადებიან. თითქოსდა ამისი არანაირი შესაძლებლობა არსებობდა, აბსოლუტურად არავითარი, ნული შანსი, რომ ბავშვი ჩასახულიყო და გაჩენილიყო. მაგრამ, ქალები მაინც ორსულდებიან და ბავშვები იბადებიან. აქ მართლაც ისე გამოდის, რომ უბრალო ადამიანი ღმერთის როლში შედის და წყვეტს, ვინ უნდა იცოცხლოს და ვინ - არა.
 
- დიახ, ადამიანი უხეშად ერევა ბუნებაში, მის პროცესებში და იწყებს იმგვარ მანიპულაციებს, რამაც შეიძლება ავნოს სიცოცხლეს. უფალმა ჩვენი სხეული და ცხოვრება ისე მოაწყო, რომ ადამიანი, რომელიც უბრალოდ მისდევს ღმრთის განგებას და, რომელსაც თავისუფალი ნება გააჩნია, მაინც უფლის იარაღია. არავინ იცის, რა დაემართება ქალს ამ მანიპულაციების შემდგომ, როდესაც კვერცხუჯრედი განვითარდება. ეს ხომ - ჰორმონალური აფეთქებაა, ის იწვევს ორგანიზმის გარდაქმნას და დასაბამს აძლევს გარკვეულ ბიოლოგიურ პროცესებს. ასე რომ, შეიძლება განვითარდეს სიმსივნური პროცესები, თუმცა, რატომღაც ამის შესახებ არავინ ფიქრობს. შემდეგ კი უკვირთ - ესოდენ სერიოზული დაავადებები საიდან ჩნდება?...
 
 
***

 
მართლმადიდებლობა ასევე ნეგატიურად არის განწყობილი სუროგატული დედობისადმი და ამ მოვლენას საშინელ ცოდვად მიიჩნევს. ეკლესიის აზრით ეს არის ადამიანის ბუნებაზე ძალადობა და ღმრთის ნებისადმი წინააღმდეგობა. რატომ არის ასე? როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევებში და შეიძლება თუ არა ამისი გასწორება?

 
***

 
- თქვენ ბრძანეთ, რომ სულიერ საკითხთა გარდა ეს ტექნოლოგიები ადამიანის ჯანმრთელობასაც ეხებიან და სერიოზულ საფრთხეს შეიცავენ. გაუგებარია რა დაემართება ქალს ამგვარი მანიპულაციების შემდეგ. ჰორმონალური აფეთქება გამოიწვევს ორგანიზმის გადაწყობას, შეიძლება გაჩნდეს სიმსივნური და სხვა ნეგატიური პროცესები. მაგრამ, ამგვარი პროცესები შეიძლება აღმოცენდეს აცრების და სხვა მიზეზების გამოც. როგორ მოვიქცეთ?
 
- აცრები - სხვაა. მას შეუძლია გამოიწვიოს გარკვეული გვერდითი მოვლენები რომელიღაც სუსტ რგოლში, მაგრამ არსებითად სერიოზული ცვლილებები არ მოხდება, აქ კი ჰორმონალურ ფონზე მიზანმიმართული ზემოქმედება ხდება და ადამიანის ჰორმონალური სტატუსი იცვლება.
 
გარდა ამისა ჩნდება ეთიკური სახის მრავალი შეკითხვა. ეკლესია კი მაინც ტრადიციული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დაცვის სადარაჯოზე დგას. ეს ღირებულებები მოცემულია ღმრთის სიტყვაში და გვასწავლის სწორ და ღმრთითმოსაწონ ცხოვრებას.

 
- დავუშვათ, თქვენთან მოვიდა უშვილო ქალი, რომელსაც ბავშვის გაჩენა არ შეუძლია, მაგრამ ძალიან სურს შვილის ყოლა. რას ურჩევდით? ეს შეიძლება, ეს - არა, დარჩი უშვილოდ, თუ რას?
 
- მოიცათ. აქ უნდა გავერკვეთ, რატომ არ ძალუძს მას შვილის გაჩენა. რა მოხდა მასში? აქ ხომ უამრავი დეტალია. გათხოვილი ქალია, ოჯახი ჰყავს, თუ თავისუფალია? რა დეტალებია მის ფიზიოლოგიაში ისეთი, რომ უშვილოა? პრინციპში შვილის გაჩენა ყველა ქალს შეუძლია...

 
- სამწუხაროდ, დღეს ძალიან ბევრია ისეთი ქალების რაოდენობა, რომელთაც არ შეუძლიათ შვილის ჩასახვა და შობა.
 
- რატომ არ შეუძლიათ?

 
- სხვადასხვა მიზეზის გამო.
 
- სწორი მიდგომის შემთხვევაში ამისი გასწორება შესაძლებელია.

 
- ყველგან როდი არსებობს სწორი მიდგომის შესაძლებლობა. ზოგს ფული არ ჰყოფნის, კვალიფიცირებული ექიმებიც ყველგან როდი არიან, არ არსებობს საჭირო მოწყობილობა და სხვა.
 
- ხედავთ? თუკი ჩვენ მაღალტექნოლოგიურ დამხმარე საშუალებებზე ვლაპარაკობთ, რომლებიც ქალებს ჩასახვასა და შობას უადვილებენ, ეს უკვე რეალობა ხდება. ჯერ-ჯერობით, სამწუხაროდ, ასეთი შესაძლებლობები მხოლოდ დიდი ქალაქების დიდ და კვალიფიციურ სამედიცინო ცენტრებშია.
 
მაგრამ სხვა ადგილებიდანაც შეიძლება ასეთ კლინიკებში მიმართვის გაცემა, სადაც სამედიცინო მომსახურეობის დონე მაღალია. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა საკითხი ძალიან დეტალურად უნდა შევისწავლოთ, და შემდეგ მივმართოთ ამა თუ იმ ზომას.

 
- მაგრამ თქვენ, როგორც ექიმს, შეგიძლიათ ამ საკითხების შესწავლა, სხვა მღვდლებს კი - არა. როგორ უნდა იყოს ასეთ შემთხვევაში?
 
- აუცილებელია, რათა მღვდლები სულიერი თვალსაზრისით სწავლობდნენ და განიხილავდნენ ყველა კონკრეტულ შემთხვევას. ნებისმიერი მღვდელი ფლობს რაღაც ცოდნას სამოძღვრო სფეროში და, რა თქმა უნდა, შეუძლია მისცეს სამღვდლო რჩევა ან კურთხევა.
 
იყო შემთხვევები, როდესაც მოდიოდნენ ქალები, რომლებიც მონაწილეობდნენ სუროგატული დედობის პროგრამებში და უკვე დაფეხმძიმებულები იყვნენ. ისინი ეკითხებოდნენ მღვდლებს, თუ როგორ მოქცეულიყვნენ. აქ უკვე მღვდლის დარიგება აუცილებელია, საჭიროა რჩევის მიცემა, როგორ მოიქცეს ქალი ამა თუ იმ შემთხვევაში.
 
ამგვარი გასაუბრებების შემდეგ მრავალმა ქალმა ბავშვი დაიტოვა. მოხდა ადრინდელი კონტრაქტების განულება. ქალები მომწიფდნენ დედობისთვის, მათ კი შვილების გასაყიდად ამზადებდნენ.
 
მე მესმის, რომ ახლა მრავალი ადამიანი იქნება ჩემი უკმაყოფილო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ, თუკი აქამდე მივიდა, ჰესტაციური წრე (როგორი შელამაზებით იციან ხოლმე დღეს ლაპარაკი) არ უნდა იკვრებოდეს დაკარგულ პიროვნებასთან. ადამიანი არ უნდა იყოს გაუსახურებული. ქალმა თვითონვე არ უნდა წაართვას საკუთარ თავს დედობის უფლება.
 
ამ პროგრამებით დასაქმებული ადამიანები, რა თქმა უნდა, ცდილობენ ეს ქალები არავითარ შემთხვევაში არ მიუშვან მღვდლებთან, არ მიუშვან ეკლესიაში, ხელი შეუშალონ მათ აღსარებას და არ მიაღებინონ სამოძღვრო დარიგება. რადგან ნებისმიერი მღვდელი მათ ეტყვის,  - ქალი, რომელიც ჩადის ცოდვას, შემდეგში მას არ უნდა ავითარებდეს.

 
- მაგრამ, პრინციპში, ეს ბავშვი ხომ მისი არ არის, მას სხვისი გენები აქვს?!
 
- მერე რა რომ სხვისია? დაე დარჩეს სხვისად. სამშენებლო მასალა ვისია? ბავშვის განვითარების მთელი სისტემა - ეს დედაა. თუკი ასე მკაცრად მივუდგებით, მაშინ ეს გენები შეიძლება გამოვარდნილ თმებშიც ვიპოვოთ და რა? დამლაგებელი ხომ არ დავსაჯოთ ამ დაცვენილი თმებისგან იატაკის გასუფთავებისთვის?
 
ეკლესია სუროგატული დედობის წინააღმდეგია, რადგან ეს - ადამიანური ბუნებისადმი, ადამიანური პიროვნებისადმი და, საერთოდ, ადამიანობისადმი წინააღმდეგობაა.
 
იდეალში ქალმა მეუღლისგან უნდა გააჩინოს შვილი, რადგან ეკლესიის სწავლებით ცოლი და ქმარი ერთი სხეულია. სუროგატულ დედობაში კი შემოდის მესამე და უცხო პიროვნება. ადამიანს იყენებენ ინკუბატორად, კურიერად.
 
აქ ლაპარაკიც კი არ შეიძლება პიროვნების თვისებებზე, არამედ მხოლოდ მის რომელიღაც ფიზიოლოგიურ უნარებსა და თვისებებზე.
 
აი, როდესაც უფალი საშინელ სამსჯავროზე აგვიხელს თვალებს, მაშინ დავინახავთ ცოდვის ძალას, დავინახავთ ცოდვის მთელ სურათს და ეს ძალიან მძიმე აღსაქმელი იქნება მათთვის, ვინც ამგვარ ცოდვებს ჩადიან.

 
- სუროგატული დედობის გარდა კიდევ ბევრი სხვა მეთოდი არსებობს ცოდვის ჩასადენად.
 
- რა თქმა უნდა, ამაზე არავინ დავობს. მაგრამ, ჩვენი თუ ამ თემას შევეხებით, არ უნდა ამოვეფაროთ სხვა, უფრო საშინელ სურათს. აბორტი - საშინელი ცოდვაა. სუროგატული დედობა - საშინელი ცოდვაა.
 
და ლაპარაკი იმაზე, რომ რომელიღაც ქალმა შეასრულა ეს პროგრამა, მიიღო ფული, რამაც მისი სულიერი მდგომარეობის კომპენსირება მოახდინა - საშინელი სიცრუეა. ასეთი ადამიანები მძიმედ დაიტანჯებიან.
 
ყოველი კონკრეტული შემთხვევა, ყოველი ადამიანი - უდიდესი საიდუმლოა. ყოველი ადამიანი - მთელი სამყაროა.
 
წყარო: pravda.ru

თარგმანი: "აპოკალიფსისი". 23 აპრილი. 2021 წ.
 
Назад к содержимому