ოკულტიზმი და მაგია - კაბალის ეგრეგორები - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
კაბალის ეგრეგორები
ოკულტიზმი
ეგრეგორი (ბერძნ. ἐγρήγορος "მღვიძარე") - ეს არის ცნება, ტერმინი და კონცეფცია ოკულტიზმსა და ეზოთერიკაში, რომელიც აღნიშნავს არაფიზიკურ არსს, ჯგუფურ ბიოველს. სამეცნიერო გარემოში ის მიიჩნევა მარგინალურ ანტიმეცნიერულ თეორიად.
 
ამ თეორიათა მომხრეები ვარაუდობენ, რომ მეტ-ნაკლებად დიდ ადამიანურ საზოგადოებებს, ერთი მიზნისკენ მისწრაფების გავლენით, შეუძლიათ გამოიმუშაონ საკუთარი ენერგეტიკული ველი (შემოქმედებითი სკოლის ეგრეგორი, სახელმწიფოს ეგრეგორი, რელიგიის ეგრეგორი და სხვა) (Эзотерический словарь от А до Я / М. М. Бубличенко. — Ростов-на-Дону: Феникс, 2007. — 252 с.: ил. — (Психологический практикум) (X-файлы). — Библиогр.: с. 237—245. — ISBN 978-5-222-11982-2 [1]).
 
საზოგადოებათა წევრებს შეუძლიათ განიცადონ თანაზიარობის გრძნობა ("ჩართვა" მათ გამაერთიანებელ ეგრეგორთან) და აამაღლონ პირადი ენერგეტიკული პოტენციალი (Эзотерический словарь от А до Я / М. М. Бубличенко. — Ростов-на-Дону: Феникс, 2007. — 252 с.: ил. — (Психологический практикум) (X-файлы). — Библиогр.: с. 237—245. — ISBN 978-5-222-11982-2 [1]).
 
ტერმინის წარმოშობა. ერთ-ერთი უპირველესი ავტორი, ვინც თანამედროვე ენებში ტერმინი "ეგრეგორი" გამოიყენა, იყო ვიქტორ ჰიუგო ("საუკუნეთა ლეგენდები", 1859), ტერმინი ნახსენები იყო, როგორც არსებითი სახელი გაურკვეველი მნიშვნელობით (Victor Hugo, «Le jour des rois», La Légende des Siècles IV, V, and «L’Italie — Ratbert», La Légende des Siècles VII. Both in the Première Série, 1859).
 
ძველბერძნული სიტყვით (ძვ. ბერძნ. ἑγρήγορος, ბუკვალურად "მღვიძარე") ზოგჯერ აღინიშნებოდა ანგელოზთა მსგავსი არსებები, რომლებიც გვხვდებიან ენოქის წიგნში (აპოკრიფი).
 
ფრანგი ოკულტისტი ელიფას ლევი ეგრეგორებს აიგივებდა ტრადიციასთან, რომელიც ეხება "მღვიძარეთ", ბუმბერაზთა მამებს. ლევი ეგრეგორებს აღწერდა, როგორც საშინელ არსებებს, რომლებიც "უმოწყალოდ გვსრესენ, რადგან არ იციან ჩვენი არსებობის შესახებ" (Теософский словарь / Блаватская Е. П., М.: Эксмо, 2003. — 640 с. — (Великие посвященные).
 
ეგრეგორების, როგორც "მენტალური კონდენსატის" კონცეფცია განავითარა როზენკრეიცერების ორდენმა, ასევე ოქროს განთიადის ჰერმეტულმა ორდენმა (Fama Fraternitatis Rosae Crucis.(1614) Manifesto: Positio. Epilogue page 25) და სატურნის საძმომ (Flowers (1995), pp. 36-38).
 
მანიქეველობაში ეგრეგორული დოქტრინა გულისხმობს - დარაჯებს, ანუ არხონტებს, რომლებიც დაწესებულნი არიან დემონთა დარაჯებად, რომლებიც ზეციურ ცამყარებში არიან ჩამწყვდეულები. მკვლევარები ამ ლეგენდის უშუალო წყაროს ხედავენ ენოქის აპოკრიფულ წიგნში, ხოლო ენოქის მეორე წიგნში დაუმორჩილებელი დარაჯები იწოდებიან "გრიგორებად", ანუ მათ საკუთარი სახელი მიიღეს ბერძნული სიტყვის ბუკვალური ტრანსკრიფციიდან (Манихейство: по ранним источникам / Е. Б. Смагина; Российская акад. наук, Ин-т востоковедения. — Москва: Восточная лит., 2011. — 519 с. (С. 282, 283)).
 
ტერმინის თანამედროვე გამოყენება. ეგრეგორის ცნება თეოსოფიის ერთ-ერთი ცნებაა. თავის შრომებში მას იყენებდა ცნობილი მისტიკოს-ვიზიონერი დანიელ ანდრეევი (Роза Мира / Даниил Леонидович Андреев. — Москва : ЛитРес, 2012. — 445 c.).
 
ეგრეგორებად მიიჩნევიან უცხომატერიალური წარმონაქმნები, რომლებიც დიდ კოლექტივებზე წარმოიშვებიან კაცობრიობის ზოგიერთი ფსიქიური გამონაყოფით. ეგრეგორები მოკლებულნი არიან სულიერ მონადებს (მონადა), მაგრამ ფლობენ დროებით კონცენტრირებულ ნებისყოფით მუხტს და შეგნებულობის ეკვივალენტს. თავისი ეგრეგორი გააჩნია ნებისმიერ სახელმწიფოს, თვით ლუქსემბურგსაც კი (Роза мира. Средние слои Шаданакара).
 
ეგრეგორის ცნება გამოიყენება ოკულტიზმში (ეგრეგორი, როგორც არსი, რომელიც ურთიერთმოქმედებს ადამიანის ფსიქიკასთან; ოკულტური ტერმინოლოგიით, ერთდროულად ასტრალურ და მენტალურ ჭრილებში არსებობის ხარჯზე, მას შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანთა ემოციებითა და გრძნობებით დატვირთულ ლოგიკურ ოპერაციებზე) (Bernstein, 1998).
 
ტერმინი ასევე გამოიყენება ბიოენერგოინფორმატიკის ფსევდომეცნიერული კონცეფციის ფარგლებში ("ეგრეგორი" - ენერგოსაინფორმაციო სტრუქტურა ნატიფ სამყაროში, რომელიც დაკავშირებულია ადამიანთა განსაზღვრულ მდგომარეობასთან, იდეებთან, სურვილებთან და მისწრაფებებთან); და შემდგომ ენერგო-საინფორმაციო განვითარებასთან (ადამიანისა და ეგრეგორის ურთიერთობა) (Титов К. В. Эгрегоры и архетипы энергоинформационной цивилизации. Монография / Науч. ред., авт. вступит. ст. О. П. Елисеев. — М.: АПКиППРО, 2006).
 
ეგრეგორების მოვლენა განიხილება ასევე ჟაკ შაბოს შრომებში (Jack Chaboud, La Franc-maçonnerie, histoire, mythes et réalité, Librio, 2004, p. 69). ავტორთაგან ერთნი ეგრეგორებში ხედავენ სარგებლობას და დაცვას, სხვები კი უფრთხიან მათთან ღია ურთიერთობას (Духовно-информационная сила эгрегора: монография / В. Д. Попов. — М.: Изд-во Российская акад. гос. службы при Президенте РФ, 2010).
 
ზოგიერთი ავტორი "ეგრეგორის" ცნებას "ნოოსფეროს" ცნებასაც უკავშირებს (Позаченюк Е. А. Информационная составляющая ноосферы // Ученые записки Крымского федерального университета имени В.И Вернадского. География. Геология. 2017. Т. 3 (69). № 3-1. С. 205—217).
 
წყარო: Wikipedia.
ავტორი: მღვდელმონაზონი იობი (გუმეროვი).
 
კაბალა იყოფა გონებაჭვრეტით (კაბალა იუნიტი) და გამოყენებითი (კაბალა მასიტი) მიმართულებებად.
 
კაბალა იუნიტის ცენტრალურ კატეგორიას წარმოადგენს ენ-სოფი (არა რაღაც ანუ უსასრულო). წმიდა წერილის ღმერთისგან განსხვავებით ენ-სოფს სახელი არ გააჩნია, რადგან უსახურია, შეუცნობელია, წარმოუდგენელია. შეუძლებელია მას მიეწეროს რაიმე თვისება.
 
ა. ფ. ლოსევი "მითის დიალექტიკაში" წერს: "ამრიგად, მთელი კაბალის არსი, როგორც მე ერთმა სწავლულმა ებრაელმა მამცნო (რომელიც კაბალისა და თალმუდისტური ლიტერატურის უდიდესი მცოდნეა და, რომელთანაც მე ევროპელისთვის დამახასიათებელი საძაგელი დამკვირვებლობით ვიძიებდი კაბალაზე ნეოპლატონურ გავლენას), პანთეიზმში კი არ მდგომარეობს, როგორც ამას ლიბერალური მეცნიერები ფიქრობენ, და რომლებიც ნეოპლატონიზმს ადარებენ სწავლებებს ენ-სოფსა და სეფიროტებზე, არამედ უფრო - პანისრაელიზმში მოიაზრება: კაბალისტური ღმერთი საჭიროებს ისრაელს თავის გადასარჩენად და მასში ხორციელდება.
 
ვ. ს. სოლოვიოვის აზრით, რომელიც 1875 წელს შუასაუკუნეობრივ კაბალას ბრიტანეთის მუზეუმში სპეციალურად სწავლობდა: "კაბალის ანგელოლოგია, რომელიც უმთავრესად სპარსელებისგან არის ნასესხები, შედგება ფორმალური კლასიფიკაციისგან; აღსანიშნავია მხოლოდ მზის ანგელოზის მიტატრონის იდეა (რაც სავარაუდოდ სპარსული მიტრის ელინიზაცია უნდა იყოს), რომელიც არის შუამავალი ღმერთსა და სამყაროს შორის" (http://www.pravoslavie.ru/answers/070216171637.htm).
 
ერთ-ერთი მეთოდი, რომლითაც შეიარაღებულია კაბალა მაასიტი, გახლავთ ეგრეგორთა შექმნა. ეგრეგორი - ეს ერთგვარი საინფორმაციო ველია, რომელიც პიროვნებების ირგვლივ ჩნდება (თანაც არა მარტო რეალური პიროვნებების, არამედ გამოგონილთა ირგვლივაც); ის ჩნდება ასევე გაერთიანებებისა (სპორტული კლუბები, სავაჭრო ბრენდები, მუსიკალური ჯგუფები, პოლიტიკური პარტიები და ა. შ.) და მოვლენების (არა მარტო ბუნებრივი, არამედ ხელოვნურად შექმნილის; ნიმუშად შეიძლება მოვიტანოთ Pussy Riot) ირგვლივ, და მათი აზრებით, ემოციებით და მისკენ (ანუ ეგრეგორისკენ) მიმართულ ადამიანთა ქცევებით იკვებება. რაც უფრო მეტია ასეთ ადამიანთა რაოდენობა, და რაც უფრო მეტია ეგრეგორთან მათი მიზიდულობა, მით უფრო ძლიერია ეგრეგორი და ხანგრძლივია.
 
ეგრეგორის განმასხვავებელი ნიშანთვისებაა ფეტიშიზაცია და კერპთაყვანისმცემლობას. ამაზე მუშაობს მთელი ინდუსტრია, როდესაც შესაბამისი სიმბოლიკით უშვებენ ტანისამოსს, საყოფაცხოვრებო საგნებს და სხვა. თუ თქვენ ხედავთ ადამიანს, რომელსაც "სპარტაკის" ან "Pussy Riot"-ის (ან ნებისმიერი სხვა ცნობილი პიროვნებისა თუ კოლექტივის) ან კიდევ რომელიმე "ვარკსვლავის" მაისური აცვია - მნიშვნელობა არა აქვს! - იცოდეთ, რომ ის მიერთებულია ეგრეგორს, და ყრუა იმისადმი, ვინც ამ მისი ეგრეგორის მიღმაა.
 
ეგრეგორი ყოველგვარი სექტის არსია და საერთოდ ნებისმიერი ტოტალიტარული, ბელადური ტიპის წარმონაქმნებისა. იმისთვის, რათა გავიგოთ ეგრეგორის არსი, რომელსაც კაბალის მიმდევრები ქმნიან, აუცილებელია შევჩერდეთ მენაჰიმ შნეერსონის პიროვნებაზე - ხაბადის რებეზე, რომელიც კაბალაზე დაწერილი მრავალრიცხოვანი ნაშრომების ავტორია. ის შეუჩერებლად ქადაგებს მაშიაყის მოსვლის მოახლოვებას.
 
ერთ-ერთ მსგავს ქადაგებას ესწრებოდა კოლომიისკის (უკრ. Коломыйский район) რებე ნაჰუმ ვაისფიში. როდესაც ქადაგებას ისმენდა, მან იფიქრა: "არადა, ალბათ, ლუბავიჩის რებე არის კიდევაც მესია! ოღონდ ამის შესახებ დროზე ადრე გაცხადება არ სურს!
 
- გაუმარჯოს ჩვენს ბატონს, მოძღვარსა და რაბინს, - მეფე მაშიაყს! - წამოიყვირა ვაისფიშმა. ყველამ ბოროტად წაუსისინა... მაგრამ აზრმა, რომელიც ხასიდების თავში გაიელვა, ფესვები მომენტალურად გაიდგა... თვით ლუბავიჩის რებეს საკუთარი თავი მესიად არასოდეს გამოუცხადებია - მაგრამ არც ხასიდები შეუჩერებია, რომლებიც მას ადიდებდნენ, როგორც "მეფე მაშიაყს" და სინაგოგაში უამრავჯერ სკანდირებდნენ..."
 
ამრიგად, კაბალისტური ეგრეგორის საფუძველს წარმოადგენს პიროვნება, რომელსაც აღიარებენ მესიად, წინასწარმეტყველად და მოძღვრად (მსგავსი რამ, სხვათა შორის, ასახულია ფილმში "მატრიცა"). ბლოგოსფეროში მსგავსი ეგრეგორის ნიმუშს წარმოადგენს "ლევ შარანსკი". არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რომ მოცემული პერსონაჟი გამოგონილი კარიკატურული სახეა. ეგრეგორისთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს - თუკი ათობით და ათასობით ადამიანი ხუმრობით განადიდებს პირობით "მაკარონის მონსტრს", ისინი ამ ეგრეგორს შეუერთდებიან და მისი მონები და ტყვეები გახდებიან, თანაც ასეთი ეგრეგორი, რომელსაც თავისი მითიური სახუმარო ბირთვი გააჩნია, შეიძლება მნიშვნელოვნად საშიში გახდეს.
 
რაში მდგომარეობს საშიშროება ამგვარ ეგრეგორთან მიერთებული ადამიანისთვის? ზემოქმედება მიდის აზრების და იდეების დონეზე. უცხო აზრები და იდეები, რომლებიც კომპიუტერული ვირუსივით მოქმედებენ, და რომელიც აზიანებს ადამიანის ცნობიერების "აღმასრულებელ ფაილებს", შემდეგ მართავს მას. ადამიანი კარგავს დამოუკიდებელი აზროვნების, შეფასების და მოწოდებული ინფორმაციის ანალიზირების უნარს, ასევე ვერ აკეთებს საკუთარ დასკვნებს". მისი ცხოვრების წესი მიდის აზრამდე: "არ არის საჭირო ფიქრი - ჩვენთანაა ის, ვინც ყველაფერს წყვეტს ჩვენს ნაცვლად".
 
წყარო: https://zurbaganec.livejournal.com/2520.html?fbclid=IwAR0sYAbW3STz8gVzAtZc4GRjVKYLq2ERc8CjXZOZ9e5Ggog_zS_A9OvEpD0
Назад к содержимому