უსჯულოება > ოკულტიზმი და მაგია
ცრურწმენები ეკლესიაში
სანამ ცრურწმენებზე ვილაპარაკებდეთ, უპირველეს ყოვლისა, მოვისმინოთ რას ამბობენ მასზე ეკლესიის მღვდელმსახურები და შემდეგ ნათქვამის პრიზმაში შევეცდოთ ჩავწვდეთ მართლმადიდებლური სარწმუნოებისთვის ამ საზიანო მოვლენის ბუნებას.
ლონგინოზი, სარატოვისა და ვოლსკის ეპისკოპოსი
დღეს საეკლესიო ცხოვრების პრობლემა გახლავთ - რწმენის საყოველთაო შეცვლა ცრურწმენებით. და ამ მდგომარეობიდან გამოსავალი უნდა ვეძებოთ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით. ჩვენ, მღვდელმთავრებს, გვმართებს ვიყოთ მოძღვრები, და არა საეკლესიო მოთხოვნილებათა შემსრულებლები. უნდა შევხვდეთ ადამიანებს ტაძრის ზღურბლთან. დაფიქრებით და სიყვარულით გავცეთ პასუხები დასმულ კითხვებს. ხოლო მათ, ვინც ჯერ კიდევ დაინტერესებულია ეკლესიის ცხოვრებით, - მოურიდებლად უნდა დაუსვან ეს კითხვები მღვდელმსახურებს, ენდონ მათ, მაგრამ ისწავლონ ფხიზელი დამოკიდებულების გამომუშავება "ყოვლისმცოდნე" მეზობლების რჩევებისადმი.
http://www.religare.ru/print17805.htm
დეკანოზი იგორი პჩელინცევი
არსებობენ რელიგიური თემები (სამრევლოები), რომლებიც სპეკულირებენ თანამედროვე ადამიანის მისტიკური გრძნობებით, და რომელიც ხშირად მოწამლულია ნეოწარმართობით. ისინი ნამდვილი სულიერი საკვების ნაცვლად თავიანთ წევრებს აძლევენ საეჭვო საკვებს. ამგვარ თემთა განზოგადოებული სახელწოდებაა: "როგორ ავიცილოთ თავიდან სამყაროს აღსასრული და ცოცხალი დავრჩეთ". მათი გზა აშკარად სექტანტურია და ეწინააღმდეგება, როგორც ეკლესიის მღვდელმთავრობას, ასევე საღ აზრსაც, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს ის ძალიან იზიდავს და მართლმადიდებლურ ეკლესიურობას განაშორებს.
http://old.foma.ru/index.php?issue=1§ion=3&article=1007
არქიდიაკვანი სტეფანე
როდესაც ქრისტიანული სამღვდელოება მოგვთა კასტის მსგავს საზოგადოებად არის გადაგვარებული, ხარისხის მატარებელი ხდება მოგვთა კასტის წარმომადგენელი, და გადაწყვეტილების მიღების დროს ის სარგებლობს არა სახარებით, არამედ კასტური ან უბრალოდ პირადი ანგარებიანი მოტივებით. სულიერი ხარისხი ზოგჯერ ადამიანს აბრმავებს მრავალ საკითხთან მიმართებაში. ასეთ შემთხვევაში სასულიერო დასი შორდება არა მარტო ხალხს, არამედ ქრისტეს სულსაც. არსებობს ასეთი გამოთქმა: "საკმაოდ მართლმადიდებელია, მაგრამ არა ქრისტიანი", აი რა შეიძლება ზოგჯერ ითქვას ხარისხის მატარებელ პიროვნებებზე. არის ისეც, რომ ასეთი პირი შესანიშნავად ფლობს ღვთისმსახურებისა და საეკლესიო წეს-განგების ცოდნას, ბრწყინვალედ უძღვება ტაძრის მშენებლობისა და სამრევლო ცხოვრების ორგანიზაცებას, აქვს ქადაგების ხელოვნების ნიჭი, მოკლედ, ეს ადამიანი თითოსდა სანიმუშო მღვდელმსახურია, მაგრამ ამავდროულად - ის არის ჩვეულებრივი მოგვი, მსგავსი ნებისმიერი წარმართი მოგვისა, რომელსაც არასოდეს გაუგია თუ ვინ იყო ქრისტე.
http://deacon.ru/forum/viewtopic.php?t=759
კონფერენცია საეკლესიო ცრურწმენათა შესახებ
ცრურწმენებისადმი ტრადიციული მიდრეკილება, რომელმაც ამ ბოლო დროს ფართო გავრცელება ჰპოვა, - ცნობილი მოვლენაა. ცნობილია, რომ წარმართული ტრადიციებით მდიდარია ნებისმიერი ქვეყანა, სადაც მრავალი ეთნოსი ცხოვრობს და რომელთა მსოფლმხედველობა და წეს-ჩვეულებები ერთმანეთს ერწყმის. მაგრამ ჩვენში ცრურწმენების გარდა არსებობს ისეთი უნიკალური მოვლენაც, როგორიცაა მკაცრად საეკლესიო ცრურწმენები, რომელიც შემადგენელი ელემენტის სახით შედის ისეთ გავრცელებულ რელიგიურ ტრადიციაში, როგორიცაა - მართლმადიდებლობა. სწორედ "სახალხო რწმენის" ამ შემადგენელს მიაქცია ყურადღება ამ რამოდენიმე ხნის წინ რმე-მ (რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია), რაც გამოიხატა სპეციალურ მისიონერულ კონფერენციაში "საეკლესიო ცრურწმენები", რომელიც შედგა სანტკ-პეტერბურგში 2006 წლის 18 მაისს. კონფერენციის მასალები, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით გამოქვეყნებული არ არის, და ეს ალბათ, არც ისე მალე მოხდება. მაგრამ საკითხი იმდენად საინტერესოა და კოლორიტულიც, რომ მისი უყურადღებოდ დატოვება უსამართლობა იქნებოდა.
ნათელია, რომ საეკლესიო ცრურწმენები სხვა ნებისმიერისგან განსხვავდება რელიგიური "მიბმულობით" და დაკავშირებულია ეკლესიაში ყველაზე მეტად გავრცელებულ ისეთ საიდუმლოებებთან და ჩვეულებებთან, როგორიებიცაა - ნათლისღება, აღსარება, მირონცხება, ზეთისცხება, წესის აგება და სხვა. აქვე იგულისხმება "განსაკუთრებული" წარმოდგენები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აღვიქვათ ღვთისმსახურება, როგორ უნდა მოვიქცეთ ტაძარში და მსახურების შემდეგ; ანუ, თუ რა უნდა გავაკეთოთ მსახურებამდე და მის შემდეგ. როგორ "გამოვიყენოთ" სანთლების ნამწვები, გამხმარი სეფისკვერები, სააღდგომო პასქები, მოსახსენებელი ჩანაწერები, თუ რა მანიპულაციები უნდა ჩაუტარდეს "სანათლავ პერანგს", რა შეიძლება და რა არ შეიძლება ზიარების შემდეგ და ა. შ.
აღსარება, მაგალითად, ხშირად განიმარტება, როგორც აშკარად მაგიური ქმედება, რომლისთვისაც ზედმიწევნითი მონდომებით ემზადებიან. კერძოდ ქაღალდზე წერენ ცოდვების ძალიან ვრცელ ჩამონათვალს, რომლის მიტევების შემდეგ მღვდელს სთხოვენ დახიონ ქაღალდი, რადგან სწამთ, რომ თუკი მღვდელი ამ მოქმედებას არ შეასრულებს "ცოდვები მიტევებული არ იქნება".
ზეთისცხების შემდეგ ზოგიერთი "მორწმუნე" გულმოდგინედ იწმენდს შუბლს, რათა შემდეგ ბამბა, რომლითაც შუბლი მოიწმინდა, "ხატის მიღმა" დამალოს. ამ მოქმედების შემდეგ ხატი ვალდებულია "სასწაულთმოქმედება" გამოავლინოს შემდეგი ზეთისცხებამდე, როდესაც "ხატის მიღმა" დამალული იქნება მორიგი ბამბა, ძველი კი დაიწვება.
მიცვალებულის გაპატიოსნების შემდეგ ყველა სანთლის ნამწვი, რომლის ჩადება გარდაცვლილის კუბოში ვერ ხერხდება, აუცილებლად უნდა ჩაიმარხოს ხის ქვეშ, რათა "მიცვალებულმა, ღმერთმა დაგვიფაროს და, უკან მობრუნება არ გადაწყვიტოს".
ზიარებაზე ხშირად უფრო იმიტომ მიდიან, რომ მოიშორონ რაიმე დაავადება - ძირითადად, კუჭის დაავადებები, "სისხლნაკლებობა" და ა. შ.
დაახლოებით ასეთივე დამოკიდებულება აქვთ ნათლისღების საიდუმლოსადმი, რომელსაც მიმართავენ "თიაქრის გამო", ან "გათვალვის საწინააღმდეგოდ", თანაც მაშინ, როდესაც შორ გზაზე არიან წასასვლელნი. ყრმათა ნათლობის პერანგს ან მიამაგრებენ მასზე, კვლავაც, "გათვალვის საწინააღმდეგოდ", ან კიდევ წვავენ, რათა ფერფლი დაავადებების შემთხვევისთვის შეინახონ. გარდა ამისა, არცთუ იშვიათად სერიოზულად მიმართავენ ტაძრებს "განმეორებითი ნათლობისთვის", რათა მიიღონ "საიდუმლო სახელი" ან უბრალოდ განიკურნონ დაავადებებისგან.
ზოგიერთი მორწმუნე იუწყება, რომ მათ უკვე მოახერხეს 2-3-ჯერ ნათლობა, მაგრამ კვლავ მიდიან, რადგან რაღაც დაავადებებს ამ ღონისძიებამ "ვერ უშველა".
სანათლავ ჯვრებს ჯვარცმით მორწმუნეები მყარად აღიქვამენ, როგორც "უბედურებისკენ" მიმყვანს, რაც, როგორც პროფ. ალექსეი ოსიპოვი იუწყება, ახლა ჯვრების დამამზადებელი ქარხნების მიერ გათვალისწინებულია და ამზადებენ მხოლოდ "გლუვ" ჯვრებს.
საეკლესიო ჯვრისწერაც მრავალი ცრურწმენებითაა მოცული, რომელთაც მისდევს თითქმის ყველა, მათ შორის გაეკლესიურებული მორწმუნეებიც ტრადიციულად მართლმადიდებლური ოჯახებიდან. ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევა ჯვარდასაწერებიდან, თუ პირველი რომელი შეადგამს ფეხს იატაკზე დაფენილ ტილოს (რომელზეც უნდა შედგნენ ჯვარდასაწერები) ან პირველი რომელს "აეხსნება მხედველობა" (იგულისხმება უჩვეულოდ ხანგრძლივი დგომისგან გამოწვეული თავბრუსხვევისას "დანახული" წრეები). ქორწინების (ჯვრისწერის) საიდუმლოში დაწინდვის დროს ბეჭდის დავარდნა, შეუძლოდ ყოფნა, წაბორძიკება, ხელიდან სანთლის გავარდნა, გვირგვინისადმი თავით შეხება - ყველა ეს "ნიშანი", რომელსაც მორწმუნეები (და ურწმუნოები) ყველაზე სერიოზულად ეპყრობიან, ზოგჯერ ჯვრისწერის შეწყვეტასაც კი იწვევს.
არანაკლებ არის გავრცელებული ცრურწმენები მიცვალებულის გაპატიოსნებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ბოლო დროს მართლმადიდებელთა შორის არსებობს რწმენა, რომ გარდაცვლილის გაპატიოსნება დასაშვებია მღვდლის მონაწილეობის გარეშეც. უბრალოდ ტაძარში უნდა მიიღო მიწა "გაპატიოსნებისთვის", ყველაფერი დანარჩენი კი "შეგიძლია თვითონ აღასრულო სახლში", რისთვისაც მოიწვევენ რამოდენიმე დედაბერს, რომლებიც ჩაატარებენ მთლ "ოპერაციას".
მაგრამ ყველაფერი ამით არ შემოიფარგლება, რადგან ცრურწმენათა განრიგში (ამაოება, უაზრობა) შეუძლებელია არ მოვათავსოთ სხვადასხვა სახის რელიგიური დამახინჯებები, რომლებიც, სავარაუდოდ, იმდენივეა, რამდენიც თვით "ცრუმორწმუნე". ისინი ექვემდებარებიან გარკვეულ კლასიფიკაციას და თავისებურ ჯგუფებად ერთიანდებიან.
მაგალითად, ფართოდ არის გავრცელებული რწმენა, რომ იესუ ქრისტე, ღმრთისმშობელი მარიამი და ნიკოლოზ მირონ-ლუკიელი - ეს არის სწორედ სამება. ეს გახლავთ ცრუ შეხედულება, ერთიანი ყველასთვის და ჯერ-ჯერობით სხვა ვარიანტები არ არსებობს. სამაგიეროდ, წმ. ვლასის ამ მიმართებით ყველაზე მეტად "გაუმართლა" - ის შემწეა "გამდიდრებისთვის", "მას უნდა მიუყვანო მამრობითი სქესის ახალშობილი", და თავისთავად, ვლასი კარგად იცავს "გამელოტებისგან". წმინდანთა სპეციალური დანიშნულებებისადმი რწმენა ცხოვრების ყველა შემთხვევისთვის აქვს თითქმის ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს და ისინიც ლოცულობენ მათ მიმართ ამა-თუ იმ საჭიროებისთვის იქნება ეს "ეშმაკეულობისგან განკურნება", "სწავლა-განათლების მიღება" თუ "მშობიარობის წარმატებით გადაწყვეტა".
მღვდელმა ალექსანდრე დიაგილევმა, რომელიც კონფერენციაზე გამოდიოდა, აღნიშნა, რომ ამასწინანდელ "სანათლავ ბუმს", - რომლის შედეგადაც შესაძლებელი გახდა გრანდიოზული სტატისტიკური მაჩვენებლების გავრცელება ქვეყანაში მართლმადებლური სარწმუნოების დომინირების შესახებ, - მეორე მხარეც გააჩნია. დაახლოებით, ტაძარში მონათლული ყოველი 50-ე ადამიანი შეიძლება პირობითად გაეკლესიურებულად ჩაითვალოს. თანაც მოცემულ შემთხვევაში არაგაეკლესიურებულად შეიძლება ჩაითვალოს რამენაირი რელიგიური წარმოდგენის ლამის აბსოლუტური, ანუ სრული არარსებობა და ამასთან, ყველაზე ხშირად, ურწმუნოებაც. გასაგებია, რომ სხვაგვარად ამას ვერაფერს უწოდებ, რადგან მონათლულთა ნახევარზე მეტს "მყარად არ სწამს" მეორედ მოსვლისა და მკვდართა აღდგომისა, ღმრთის მადლისა და თვით უფლისაც კი, მაშინ როდესაც დანარჩენები ყოველივე ამას ან "დასაშვებად მიიჩნევენ" ან "ეჭვობენ". სამაგიეროდ თითქმის ყველა მონათლულს (და მოუნათლავს) სწამს სამოთხისა და ჯოჯოხეთის არსებობა, ტელეგონიისა, ასევე უწმინდური სულებისა, არაფერი რომ არ ვთქვათ გათვალვაზე და ჯადოქრობაზე, ბავშვების შელოცვაზე, რომლებსაც თვით მშობლები მიმართავენ "ჯადოქრული ქაღალდებით".
ფართოდ არის გავრცელებული და დიდი პოპულარობით სარგებლობს ე. წ. "სტარცებისადმი" მიმართვის პრაქტიკა. საიდან მოდის ეს ტრადიცია ძნელი სათქმელია, მაგრამ ხალხის მასა აწყდება "სკიტეებს" და უბრალო მონასტრებს, ზოგჯერ საცხოვრებელ ბინებსაც. მღვდელმსახურთა შეგონებების მიუხედავად ამგვარი "მომლოცველობა" არ იკლებს.
"სტარცები" (მხცოვნები), როგორც წესი, იყოფიან "მლოცველ" და "ნათელმხილველ" სტარცებად, რომელთაგან პირველნი განსაკუთრებულად მრავალრიცხოვანნი არიან. ამის მიზეზის ამოხსნა ადვილია: "ნათელმხილველობა" მაინც გარკვეულ ტალანტს ითხოვს. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, "სტარცებს" გულმოდგინედ ეძებენ და "ხელიდან ხელში" დააგოგმანებენ თვით მართლმადიდებლები, რომლებიც თავიანთ კუმირებს ფართო რეკლამას უტარებენ, რითაც მათ კლიენტურით უზრუნველყოფენ.
კონფერენციაზე ასევე აღინიშნა ზოგიერთ შორეულ მონასტერში გაკრული განცხადებების შესახებ, სადაც მითითებული იყო გარკვეული პიროვნებების მისამართები, რომლებიც ამა თუ იმ "სასწაულთმოქმედთან" აუდიენციას უზრუნველყოფდნენ.
არცთუ იშვიათად, ეს "სტარცები" კითხულობენ კვეთებულის ლოცვებს, "დევნიან ეშმაკთ", "გამოილოცავენ გათვალვას" და ა. შ. განსაკუთრებულად პოპულარულია ისეთი "ლოცვითი მომსახურეობა", როგორიცაა ნარკომანიისგან, ალკოჰოლიზმისგან და სიგარეტის მწეველობისგან გათავისუფლება. გარდა ამისა, "სასწაულთმოქმედებთან" შელოცვაზე მიდიან არა მარტო სნეულები, არამედ ჯანმრთელებიც - ისე, ყოველ შემთხვევისათვის. საინტერესოა, რომ ზოგჯერ "სტარცებს" შორის შეიმჩნევა კავშირი, და თუკი რომელიმე მათგანს რამე არ გამოსდის, ის რეკომენდაციას იძლევა უფრო "გამოცდილ" კოლეგას მიმართონ.
კონფერენციაზე განიხილებოდა ხატების "გამოყენებითი" დამზადებისა და სარგებლობის პრობლემა. დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგალითად, ისეთ "წმინდანთა" ხატები, როგორებიც არიან გრიშკა რასპუტინი, ივანე მრისხანე, სხვადასხვა სახის ამოუცნობი "სტარცები" და "ნათელმხილველები". თუმცა, ეს მოვლენა დიდი ხანია ცნობილია, და თვითდინებითი "კანონიზაციებს" უკვე დაექვემდებარნენ სხვადასხვა მოღვაწეები, თვით მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის ჩათვლით. მაგრამ ბოლო დროს გამოჩნდნენ მოულოდნელი "წმინდანებიც", მაგალითად... იგორ ტალკოვი, ვლად ლისტიევი, დიმიტრი ხოლოდოვი და სხვები.
საკითხი იმის შესახებ, რა უნდა ვუყოთ ყველა ამ "სასწაულს", არსებითად ჰაერში დარჩა. ოკულტურ ლიტერატურასთან ბრძოლისთვის შემოიღეს "საეკლესიო ცენზურა", მაგრამ ვინ იქნება ცენზორი - საბოლოოდ მაინც ვერ გადაწყდა. მიუხედავად ამისა, ძირითადი ნაწილისა და სპეციალურ საკითხებთან დაკავშირებული რამოდენიმე მრგვალი მაგიდის შემდეგ, როგორც წესია, წაიკითხეს და მოიწონეს შემაჯამებელი დოკუმენტი.
მისიონერული კონფერენციის "საეკლესიო ცრურწმენები" შემაჯამებელი დოკუმენტი
(სანკტ-პეტერბურგი, 2006 წლის 18 მაისი)
ჩვენ, სანკტ-პეტერბურგის ეპარქიის მისიონერულ კონფერენციაზე შეკრებილი კლირიკოსები და ერისკაცები, - იმის შემდეგ, რაც მოვისმინეთ და განვიხილეთ მთელი რიგი მოხსენებები, რომლებიც ეხებიან მართლმადიდებელთა შორის გავრცელებულ ცრურწმენებს, - მივედით შემდეგ დასკვნამდე:
1. ცრურწმენები, როგორც წესი, ეფუძნება ცრუ წარმოდგენებს ღმერთზე და წმიდა ეკლესიაზე, ასევე დამახინჯებულ წარმოდგენებს მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებასა და საეკლესიო კანონებზე; ის ეფუძნება წარმართულ ცრურწმენებს, წესთმორწმუნეობას და ყალბ მისტიციზმს.
2. ეკლესიის გარშემო არსებული ცრურწმენების პრობლემა დაკავშირებულია ჩვენი საზოგადოების დაბალ საეკლესიო კულტურასთან, ჭეშმარიტი რწმენისა და ცოდნის არქონასთან, რომლის ნაცვლად ინერგება "მასობრივი კულტურის" ოკულტური სუროგატები ან ფსევდომართლმადიდებლური გამონაგონები.
3. ამ მიზეზების გამო, საეკლესიო გარემოში ვრცელდება ისეთი მოვლენები, როგორიცაა "მლადოსტარცობა", აპოკალიპტური განწყობების მოძალება, ერეტიკული და სქიზმატური ლიტერატურის გავრცელება, თვითნებური ლიტანიობები, საეჭვო ისტორიული პერსონაჯების "კანონიზაციები" და "განდიდებები", ახალდაწერილი არაკანონიკური ხატებისა და აკაფისტოების ტირაჟირება, და ა. შ.
4. მრავალ ზემოთხსენებულ მოვლენას პროპაგანდა ეწევა არასაეკლესიო მასმედიის მიერ, ასევე მართლმადიდებლურ გამოფენა-გაყიდვებზე, რომლებიც ყოველწლიურად ეწყობა სანკტ-პეტერბურგში.
წყარო: http://www.cirota.ru
თარგმანი: საიტი "აპოკალიფსისი". 2022. 09.