ოკულტიზმი და მაგია - ოკულტიზმი მსოფლიო პოლიტიკაში - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
პიროვნების ფსიქოფიზიკური ტრანსმუტაცია,

ანუ

ოკულტიზმი მსოფლიო პოლიტიკაში

(ვიდეო)

სტენოგრამა
პოლიტიკა და ოკულტიზმი
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/DCBRenBkNVQ" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
რატომ ჟესტიკულირებენ მერკელი და ობამა ერთნაირად? შეფუცვების ხელოვნება კლასიკურ ეთნოგრაფიაში. რატომ არის სერგიევ-პოსადის ნაწილი დღემდე აუთვისებელი? რა აიძულებს ახალგაზრდა ჯადოქრებს ავნონ ადამიანებს? მასონურ რიტუალთა საშინელებანი. რა არის ტრანსმუტაცია? როგორ აღწევენ წარმოუდგენელ წარმატებებს დიდ პოლიტიკაში? მაგია და თანამედროვე სამყარო... აი საკითხების ის სპექტრი, რომლის შესახებაც გვიყვება საზოგადოებრივი მოღვაწე იური ვორობიოვსკი.

პოლიტიკა და ოკულტიზმი
როგორც წესი ადამიანები ყურადღებას აქცევენ გარეგნულ ნიშნებს, მაგალითად ე. წ. "თხის რქებს", რომელთაც ამა ქვეყნის ძლიერნი თითებით აკეთებენ. დაკვირვებული ადამიანები ამჩნევენ, რომ სარკოზი, ბუში, ობამა და პრაქტიკულად ყველა პოლიტიკოსი იყენებენ ამ სიმბოლოებს. ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოსდა ეს თითები ჩანგალია, რომელიც იდუმალ როზეტს უერთდება და შემთხვევითიც არ არის, რომ ამ ჟესტების (კერძოდ,"თხის რქის", ე. წ. მანო კორნუტოს - რედ.) დემონსტრირებას მუდმივად ახდენენ. მაგრამ არსებობს უფრო სერიოზული საგნებიც და ამ საკითხზე საუბარი მინდა დავიწყო უჩვეულო თემით.
პოლიტიკა და ოკულტიზმი
საქმე იმაშია, რომ ისეთ მეცნიერებაში, რომელსაც ეთნოგრაფია ეწოდება, არსებობს უჩვეულო განყოფილება, - "შეფუცვით-შელოცვითი ხელოვნება". უკიდურეს შემთხვევაში ჩვენთან, რუსეთში, 19-ე საუკუნიდან მოყოლებული ეწყობაა სერიოზული ექსპედიციები რუსეთის შორეულ რეგიონებში (მაგალითად, როგორიცაა პოლესიე, რუსეთის ჩრდილოეთი რეგიონები და სხვა), სადაც ინტერვიუებს იღებდნენ ჯადოქრებისგან, მოგვებისგან, ექიმბაშებისაგან და სხვა.
პოლიტიკა და ოკულტიზმი
აი, ვკითხულობ თანამედროვე გამოკვლევას, ისტორიულ-კლასიკურ ნაშრომებს, სადაც, როგორც წესი, ყველაფერი თავს იყრის ერთ სქემაში. მაგალითად, ახალგაზრდა ჯადოქარს ეკითხებიან საიდან იცი როგორ უნდა უმკურნალო ავადმყოფს, რა უნდა შეულოცო, რა მცენარეებია ამისთვის საჭირო და ა. შ.? პასუხები ამ კითხვებზე სხვადასხვაგვარია: "ბაბუა ჯადოქარი მყავდა, რომლისაც მთელს სოფელს ეშინოდა, მაშინ ჯერ კიდევ პატარა გოგონა ვიყავი. სიკვდილის პირას რომ მივიდა (არადა ჯადოქარი არ შეიძლება ისე მოკვდეს, მისი "ხელოვნება" ვინმეს არ დაუტოვოს, და თუ ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს, მაშინ ჯადოქარი თავს იწვავს მთელი სახლითურთ. სხვათა შორის, სერგიევ პოსადის ერთ-ერთ საკმაოდ შესამჩნევ ადგილას, არსებობს გაუდაბურებული ადგილი, თანაც ისეთი, კაცი კარგ ვილას რომ გააშენებდა, დააპირეს კიდევაც, მაგრამ ყოველთვის რაღაც ტრაგიკული შემთხვევა უშლით ხელს ჩანაფიქრის განხორციელებაში. აი, მანდ, ჯადოქარმა დაიწვა თავი მთელი თავისი სახლითურთ). მოკლედ, ჯადოქარი გოგონა ამბობს, სიკვდილის პირას რომ მივიდა ბაბუამ მომიწოდა: "ანიუტა, ერთი ჭიქა წყალი მომიტანე, ძალიან მწყურია". ცხადია, ბაბუ შემეცოდა და მივუტანე. ამის შემდეგ კი უცებ მეუბნება: "ანიუტა მომეცი ხელი". ხელი გავუწოდე, იმანაც ჩამჭიდა და გარდაიცვალა. იმ დღიდან ყველაფრის მცოდნე გავხდი, ჩემს გვერდით კი შემწეებიც დავინახე".
პოლიტიკა და ოკულტიზმი
ჯადოქარს ვეკითხები "და, ვინ არიან ეს შემწენი"? – "ისინი მე ყველაფერს მკარნახობენ" - იყო პასუხი.

"თუმცა, აგრძელებს ჯადოქარი გოგონა, ზოგჯერ უცნაურ რამეებსაც მავალებენ, მაგალითად, მოვაჯადოვო და მოვკლა მეზობლის ძროხა ან მივიდე ეკლესიაში და იქ მოვაწყო რაიმე სკანდალი. ანუ, საჭიროა დესტრუქციული საქმიანობის მომენტი და თუ ეს არ ხდება, - ჰყვებიან ჯადოქრები, - "თანაშემწენი" ან კიდევ როგორც უწოდებენ "ამხანაგები" (!!!) გვცემენ და საკმაოდ ძლიერადაც".

ანუ როცა "თანაშემწენი" ჯადოქართა დესტრუქციულ მოქმედებებს ვერ ხედავენ, მათ ფიზიკურად უსწორდებიან.
პოლიტიკა და ოკულტიზმი
აი ამ ინტერვიუებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მეცნიერთა მონაცემების მიხედვით ვიმოწმებ. ეს ეთნოგრაფიული მონაცემებია და არა ვინმე "მართლმადიდებელი ექსტრემისტის ბოდვა". მაგრამ ყოველივე აქედან იბადება კითხვა: თუ დემონური სამყარო (სხვათა შორის დემონებთან არსებობასთან დაკავშირებით ჩემთვის ცნობილია ასეთი სტატისტიკა - ადამიანები ამბობენ, "დიახ, ჩვენ გვწამს ღმერთის, მათ შორის ქრისტეანული ღმერთის, როგორც ეს აღწერილია წმიდა წერილში"; მაგრამ როცა ეკითხები "გწამთ თუ არა ეშმაკის?" გამოდის, რომ იმ ადამიანთა 40% რომელსაც სწამს ღმერთის არსებობის, ეშმაკის არსებობა არ სწამს. ეს უკვე რაღაც შიზოფრენიის მსგავსი რამეა. ფსიქოლოგიურად ეს შეიძლება გასაგებიც იყოს, ადამიანი რომელიც ჩვენს მძიმე დროში, ბოროტების ბობოქრობის ეპოქაში ცხოვრობს, ყოველმხრივ გაურბის საშინელ საგნებს. მიუხედავად ამისა, დემონური სამყარო არსებობს და აწარმოებს გამანადგურებელ საქმიანობას ადამიანთა სამყაროში); და, იმას ვამბობდი, თუ ეს დემონური სამყარო არ უკადრისობს ძროხის მოკვლასაც კი, და რომელიღაც ყველასგან მივიწყებულ სოფელში მცხოვრებ ბებიასაც კი იყენებს ამ საქმისთვის, ნუთუ გვერდზე ჩაუვლის პოტენციურ პოლიტიკოსს ან ნიჭიერ მწერალს (მათზე მე კიდევ ცალკე მომიწევს ლაპარაკი)? რა თქმა უნდა, არა!

როგორ მიდის დემონური სამყარო ასეთ ადამიანთან? უპირველეს ყოვლისა ეს არის მოდგმითი ცოდვები და ამ ადამიანის პირადი ცოდვები. რადგან, როდესაც, მაგალითად, ახალგაზრდა და პოტენციალური პოლიტიკოსი, ჯერ კიდევ სტუდენტი უცნაურ ინიციაციას გადის იელის უნივერსიტეტის "თავის ქალისა და ძვლების" მასონურ ლოჟაში, სადაც მას თავს აყოფინებენ მკვდარი ადამიანის გახრწნილი ნაწილებით სავსე ორმოში, მან კიდევ აღსარების ერთგვარი პაროდია უნდა შეასრულოს. თავისი მომავალი ძმების გარემოცვაში ის უნდა მოჰყვეს თავის ყველაზე სამარცხვინო ისტორიებს, რომელიც კი ჩაუდენია ცხოვრებაში, მათ შორის სქესობრივ გარყვნილებებსაც, რომელთა გახსენებაც კი არ სურს.
პოლიტიკა და ოკულტიზმი
მოკლედ, ასეთი ადამიანი ლოჟას ნებაყოფლობით აძლევს კომპრომატებს საკუთარ თავზე. დიდ პოლიტიკაში, და საერთოდ პოლიტიკაში შეუძლებელია მნიშვნელოვანი ფიგურა გახდე თუ შენ არ გაგაჩნია არანაირი კომპრომატი. ეს არის დიდი პოლიტიკის შეუვალი კანონი. მაგრამ საქმე მარტო ამაში როდია, მთავარი ისაა, რომ ადამიანი ასეთ მომენტში განიცდის შოკურ მდგომარეობას. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რას განიცდიან პრეზიდენტის, სენატორის ან კონგრესმენის შვილები, როდესაც მათ ჩახდიან შარვლებს და განშიშვლებულთ წააწვენენ?! ამგვარ შოკურ მდგომარეობას მასონები "პიროვნების ფსიქოფიზიკურ ტრანსმუტაციას" (ცვლილებას) უწოდებენ. და მართლაც, ნუთუ ადამიანები, რომლებიც მასონურ სისტემაში თაობიდან თაობაში არსებობენ, დაკავდებოდნენ ასეთი არასასიამოვნო პროცედურებით, რომ არ ესმოდეთ რამდენად აუცილებელია ბნელი ძალებისთვის ამგვარი ინციაციები და რა შედეგს იძლევიან ისინი?!

ამ დროს ხდება ტრანსმუტაცია და რაღაც ძალებისგან განდობილი მასონები ღებულობენ გარკვეულ ენერგიას, თითქოსდა მართლაც რაღაც ძალაში ერთვებიან. იქ იმას კი არ გიჩურჩულებენ რომელი ბალახი გჭირდება ან რომელი შეფუცვა, არამედ გკარნახობენ უფრო მნიშვნელოვან საგნებს და გაძლევენ თავდაჯერებულობის ძალას დათრგუნო გარშემომყოფნი, განიჭებენ გამძლეობისა და ამტანობის უნარს და კიდევ მრავალ სხვა რამეს, რაც აუცილებელია მაღალი რანგის მოღვაწისთვის.
პოლიტიკა და ოკულტიზმი
აი, ამგვარი ინიციაციის შემდეგ, მაგალითად, აშშ-ს ხელებაკანკალებული მომავალი პრეზიდენტი აიცვამს თავის ტრუსებს და მან უკვე უწყის, რომ გახდა ტრანსმუტირებული პირი. ამის შემდეგ, მას, და ეს უკვე არის ორდენის ადამიანური სოლიდარობის გამოხატულება, მისთვის ყველაფერი მისაწვდომია და ყველა გზა ხსნილია.

ზოგჯერ, როდესაც ხელისუფლებაში არც ისე ძლიერი პიროვნება მოდის, მაგალითად, ბუში-შვილი, რომელიც ალკოჰოლიკი იყო, მერე განიკურნა და პირდაპირ რომ ვთქვათ, არ იყო ისეთი პიროვნება, საპრეზიდენტო ჭაპანი გაეწია.

უყურებ ზოგიერთ ადამიანს, რომელთაც დიდი პოლიტიკის მძიმეწონოსნებს უწოდებენ და გახსენდება წმიდა წერილი, სადაც ერთ ადამიანს უთხრეს: "და აჰა, სასწორზე აიწონე და ძალზედ მსუბუქი აღმოჩნდი" (დან. 5:27). საიდან გაჩნდნენ ეს ადამიანები? მათ არ დაუწერიათ დიადი წიგნი, მათ არ გაუმარჯვიათ რომელიმე ბრძოლაში, მათ არაფერი გაუკეთებიათ საკუთარი ხალხისთვის, და უცებ, არსაიდან გამოხტებიან და მთელი პრესა ალაპარაკდება მათზე, ყველა აქადაგდება: "ნახეთ ვინ მოვიდა, დიდი პოლიტიკოსი, დიდი მოღვაწე და რეფორმატორი".

როგორ ხდება ეს უფრო კონკრეტულად? იცით, არსებობს დემონურ ძალებთა კონტაქტის არქეტიპი და ის აღწერილია წმიდა წერილში. როდესაც ეშმაკი იესუ ქრისტეს ელაპარაკებოდა, ეშმაკს არ ესმოდა ვინ იდგა მის წინ, მას უბრალოდ ეგონა, რომ ქრისტე იყო ერთ-ერთი უბრალო, მაგრამ დიადი ადამიანი. ერთხელ ეშმაკმა აიყვანა ის მთის წვერზე და უჩვენა მას ქვეყნის ყველა სამეფო და დიდება მათი და პირმოთნეობით უთხრა: "ყოველივე ამას მოგცემ, თუ დაეცემი და თაყვანს მცემ მე" (მათე 4:8-9). მაგრამ იესუ ქრისტემ, რა თქმა უნდა, უარჰყო ეშმაკის საცთურები.
პოლიტიკა და ოკულტიზმი
მაგრამ ნუთუ მსგავსი წინადადებები შემდეგ არასოდეს განმეორებულა? და რაზე ვლაპარაკობთ ჩვენ? ეშმაკთან დადებული ხელშეკრულების ლიტერატურულ სიუჟეტზე? - დიდება ღმერთს! ეს სიუჟეტი მრავალგზის არის აღწერილი სერიოზული ადამიანების მიერ. მეც ვიცი ერთი მოხუცი მღვდელი, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში ცხოვრობდა ერთ მონასტერში. თითქოსდა ირგვლივ ათეისტური უდაბნოა, მაგრამ უცებ მოდის ერთი რესპექტაბელური ადამიანი (ეს კაცი, რომელიც მღვდელთან მივიდა, ერთ-ერთი საოლქო ბანკის მმართველი იყო), რომელსაც ცხოვრებაში არაფერი აშფოთებს და ეუბნება: "მამაო, რჩევა მინდა ავიღო შენგან. გუშინ ჩემთან მოვიდა ერთი კაცი - არ ვიცი ადამიანი იყო იგი თუ არა-ადამიანი, - ნახევრად გამჭვირვალე გახლდათ, მაგიდაზე დადო ჩანთა "დიპლომატი" და კიცხევით მეუბნება: "როგორ ცხოვრობ, არ გრცხვენია? - არაყი, ქალები, ფული, თუმცა ფული ჩვენ გვჭირდება, მაგრამ რისთვის, ძალაუფლებისთვის. ჩვენ გვჭირდებიან ჩვენი ადამიანები ძალაუფლებისთვის. თუ მოვილაპარაკებთ და შევთანხმდებით, - და ამდროს, უცებ, ტკაც და იხსნება "დიპლომატი", რომელშიც ასდოლარიანი კუპიურებით ჩალაგებულია ერთი მილიონი დოლარია და მყისვე იკეტება, - მოკლედ, თუ შევთანხმდებით, შენ გექნება დიდი ფული, თავიდან იქნები დეპუტატი შემდეგ კი მომავალი გვიჩვენებს".

ამის შემდეგ ეს კაცი მღვდელს ეკითხება: "მამაო, მე გავგიჟდი, თუ ეს შესაძლოა სინამდვილეში მოხდეს?" მღვდელი პასუხობს: "დიახ, ეს შეიძლება მოხდეს".

სტუმარი კვლავ ეკითხებ მღვდელს: "და თუ დავთანხმდები, რა მოხდება?" - მამაომ აუხსნა თუ რა მოხდებოდა, შემოთავაზებულ წინადადებაზე დათანხმების შემთხვევაში.

სტუმარმა ზრდილობიანად გადაუხადა მადლობა სასულიერო პირს და წავიდა. მეორე დღეს ქალაქში გავრცელდა ხმა, რომ დაიკარგა თანხა, რომელიც იყო ერთი მილიონი დოლარის ექვივალენტური. გასაგებია ეს ვინც ქნა, მოხდა რაღაც გენიალური კომბინაცია, შეუძლებელია ვინმეს დადანაშაულება, მოკლედ, დაიკარგა ერთი მილიონი და მორჩა.

მე მამაოს ვკითხე, "მაინც ვინ იყო-მეთქი ეს კაცი? - გახდა ის დეპუტატი, როგორც მას აღუთქვეს?"

"იცით რა არის, - მითხრა მამაომ, - ის დეპუტატიც კი ვერ გახდა, როგორც ჩანს რიგში დგანან უფრო ნიჭიერი და ტალანტიანი ადამიანები".აი, ამგვარი ინიციაციის შემდეგ, მაგალითად, აშშ-ს ხელებაკანკალებული მომავალი პრეზიდენტი აიცვამს თავის ტრუსებს და მან უკვე უწყის, რომ გახდა ტრანსმუტირებული პირი. ამის შემდეგ, მას, და ეს უკვე არის ორდენის ადამიანური სოლიდარობის გამოხატულება, მისთვის ყველაფერი მისაწვდომია და ყველა გზა ხსნილია.

ზოგჯერ, როდესაც ხელისუფლებაში არც ისე ძლიერი პიროვნება მოდის, მაგალითად, ბუში-შვილი, რომელიც ალკოჰოლიკი იყო, მერე განიკურნა და პირდაპირ რომ ვთქვათ, არ იყო ისეთი პიროვნება, საპრეზიდენტო ჭაპანი გაეწია.

უყურებ ზოგიერთ ადამიანს, რომელთაც დიდი პოლიტიკის მძიმეწონოსნებს უწოდებენ და გახსენდება წმიდა წერილი, სადაც ერთ ადამიანს უთხრეს: "და აჰა, სასწორზე აიწონე და ძალზედ მსუბუქი აღმოჩნდი" (დან. 5:27). საიდან გაჩნდნენ ეს ადამიანები? მათ არ დაუწერიათ დიადი წიგნი, მათ არ გაუმარჯვიათ რომელიმე ბრძოლაში, მათ არაფერი გაუკეთებიათ საკუთარი ხალხისთვის, და უცებ, არსაიდან გამოხტებიან და მთელი პრესა ალაპარაკდება მათზე, ყველა აქადაგდება: "ნახეთ ვინ მოვიდა, დიდი პოლიტიკოსი, დიდი მოღვაწე და რეფორმატორი".

როგორ ხდება ეს უფრო კონკრეტულად? იცით, არსებობს დემონურ ძალებთა კონტაქტის არქეტიპი და ის აღწერილია წმიდა წერილში. როდესაც ეშმაკი იესუ ქრისტეს ელაპარაკებოდა, ეშმაკს არ ესმოდა ვინ იდგა მის წინ, მას უბრალოდ ეგონა, რომ ქრისტე იყო ერთ-ერთი უბრალო, მაგრამ დიადი ადამიანი. ერთხელ ეშმაკმა აიყვანა ის მთის წვერზე და უჩვენა მას ქვეყნის ყველა სამეფო და დიდება მათი და პირმოთნეობით უთხრა: "ყოველივე ამას მოგცემ, თუ დაეცემი და თაყვანს მცემ მე" (მათე 4:8-9). მაგრამ იესუ ქრისტემ, რა თქმა უნდა, უარჰყო ეშმაკის საცთურები.
პოლიტიკა და ოკულტიზმი
დიახ, ცხოვრებაში ხდება ასეთი ამბები, და საერთოდ, იცით, ჩვენ ვცხოვრობთ საფრთხეებითა და მუქარებით აღსავსე სამყაროში. ჩვენ გაციებისაც კი გვეშინია. ჩვენ წამდაუწუმ ვიბანთ ხელებს. ზოგჯერ ნიღბებსაც კი ვიკეთებთ. ჩვენ გვეშინია კრიმინალების. და ამ დროს, საერთოდ არ გვესმის ადამიანის უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული განყოფილება, - ეს არის სულიერი უსაფრთხოება. ჩვენ ვცხოვრობთ იმ სამყაროში, სადაც მთავარი საფრთხე და ყველა დანაშაულის ყველა მინიშნება წარმოსდგება უხორცო არსებებისგან... დიახ, ჩვენ ვცხოვრობთ იმ სამყაროში, სადაც უმთავრესი საფრთხე სწორედ მათგან გველის... და არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ ახლობლებსაც კი უმალავენ რა ხდება მათ თავს, რადგან სრულიად სამართლიანად ეშინიათ მოხვდნენ ფსიქიატრულ საავაადმყოფებში...
პოლიტიკა და ოკულტიზმი
Назад к содержимому