უსჯულოება > ოკულტიზმი და მაგია
კაბალისტური სწავლება
ავტ. პროტოპრესვ. ანატოლი ტრიგერი (ნაწყვეტი ბიბლეისტიკის ლექციათა კურსიდან).
იერუსალიმის დაცემიდან 70-ე წელს (ჩვ. წ.) ებრაელი ერი თავისი არსებობის ახალ პერიოდში შევიდა, ეს იყო განთესვის პერიოდი. საკუთარი ეროვნული სახისა და რელიგიური ერთობის შენარჩუნების ერთადერთი საშუალება გახდა საზოგადოდ აღიარებული რელიგიური რჯული, რომელიც მთელ განთესილ ერს აერთიანებდა. იმდენად, რამდენადაც ტაძარი და იერუსალიმი არ არსებობდა - სატაძრო სამღვდელოების შტატი გაუქმდა, დარჩა მხოლოდ რჯულის მოძღვართა კლასი, რომელიც ერთადერთი რჯულმდებლობითი ავტორიტეტი გახდა.
ამ დროიდან რჯულის დისციპლინა ებრაელებისთვის მთლიანობისა და ხელშეუხებლობის, ერის სულიერი ტერიტორიის დაცვის ძირითადი მეთოდი გახდა. მოძღვრები, ფარისევლები გაორმაგებული მოშურნეობით ქმნიდნენ ზეპირი რჯულის მრავალრიცხოვან "ზღუდეებს", "ძნელად სატარებელ უღელს", როგორც მას ქრისტე უწოდებდა. ამ კანონებმა დროთა განმავლობაში შეადგინა ზეპირი თორა, შემდეგ კი მიშნა და თალმუდი.
მართლმორწმუნე იუდეველთა რჯულმდებლობანი და ტრადიციები მკაცრად გმობდა და დევნიდა ებრაელთა ნებისმიერ მცდელობას ესწავლათ ფილოსოფია და მსგავსი მეცნიერებანი. არსებობს რჯული და მხოლოდ მისი შესწავლა და აღსრულებაა საჭირო. სწორედ ამ დოგმატურ გარემოში იშვა "სექტანტური" ტიპის სხვადასხვა მსოფლმხედველობრივი მიმართულებები.
თვით სიტყვა "კაბალა", ძველებრაულიდან ბუკვალურად ნიშნავს - გადმოცემას. მისი მიმდევრები ლაპარაკობენ სიდუმლო სწავლებაზე, რომელიც ძველთაგანვე, თორას და წინასწარმეტყველთა პარალელურად არსებობდა. ის ეუწყა პირველ ადამიანს ადამ კადმონს, რომელმაც საკუთარ თავში მოუყარა მსოფლიო ყოფიერების პოტენციალს. შემდეგ სრულყოფილმა ადამიანმა - ადამმა, ის გადასცა თავის ძეს - შეთს, მან კი თავის მხრივ საკუთარ შთამომავალს, - და ა. შ. გაუგებარი სხით საიდუმლო სწავლება ეძლევა აბრაამს, რომელიც გადაწყვეტს წერილობითად დააფიქსიროს იგი და წერს წიგნს "Sefer Yesirah" – "შესაქმის წიგნი". ის არის სწორედ კაბალის პირველწყაროც. კაბალისტთაგან ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს წიგნი დაწერილია ღვთი ღმერთის მიერ, რომელიც შემდეგ გადაეცა ადამს.
კაბალის მეორე წყაროს წარმოადგენს წიგნი "Sefer ha Zohar" – "წიგნი ნათებისა", რომელიც კაბალისტური გადმოცემით დაუწერია რაბინ აკიბას ერთ-ერთ მოწაფეს. ძველი ხელნაწერი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია დაწერილია არამეულ ენაზე კასტილიაში XIII ს-ის მიწურულს და, როგორც ჩანს, ეკუთვნის მოსე ლიონელს (მოშე დე ლეონ). მაგრამ მოშემ ამჯობინა ის II ს-ის თალმუდისტი ბრძენკაცის - სიმონ ბენ იოჰაისთვის მიეწერა. გასაგებია, რომ არავითარი სამეცნიერო მტკიცებულება კაბალისა და კაბალისტური წიგნების წარმომავლობის შესახებ არ არსებობს.
ძველი აღთქმის წიგნებში ერთი სიტყვაც კი არ მოიპოვება, რომელიც ბაბილონის ტყვეობამდელ ებრაელებში რაიმე პარალელური სწავლების არსებობაზე რომ მიანიშნებდა. მაგრამ მიშნასა და გემარას მრავალი ადგილი, იერუსალიმიურ და ბაბილონურ თალმუდებში, ამაზე მოწმობენ. მათში ნათქვამია, რომ იუდეველებში, მიშნას შექმნის პერიოდში, უკვე არსებობდა ერთგვარი საიდუმლო მისტიკური სწავლება სამყაროს შექმნაზე და ღვთაების ბუნებაზე; რომ ეს სწავლება ძალიან საზიანო იყო გონებით მარტივთათვის და მას იშვიათად თუ ვინმეს გააცნობდნენ. იყო გონებაშეშლილობის შემთხვევებიც მოცემული სწავლებით გატაცების შედეგად, ამიტომ მას ყველას როდი ანდობდნენ.
თალმუდში მას უმეტესწილად "Merkavah"-ის, ანუ "ეტლის" სახელით მოიხსენიებენ. იგულისხმება წინასწარმეტყველ ეზეკიელის ეტლი, რომელიც მან იხილა. ამ ეტლს კაბალისტები საკმაოდ დახელოვნებულად განმარტავენ. 16-17-ე საუკუნეებში მეცნიერებმა დაიწყეს ამ წიგნების შესწავლა და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ პირველი წიგნი "Sefer Yesirah", რომელიც თალმუდში მოიხსენიება, დაწერილია პირველი თანაიმების (1) დროს, ანუ ეზრას შემდეგ.
______________
1. თანაი (მრ. რ. იუდ-არამ. תַּנָּאִים, თანაიმ; მხ. რ. თანნა, ფუძიდან תני, თნი — "განმეორება; შესწავლა; დაზუთხვა") თალმუდისტურ იუდაიზმში - მიშნას ეპოქის რჯულთმოძღვრები (I-II სს.), რომელთა აზრი მოტანილია მიშნასა და ბარაითში; ზეპირი რჯულის მოძღვრები.
______________
რაც შეეხება წიგნს "Sefer ha Zohar", გამორკვეულია, რომ დღეისთვის ის წარმოადგენს სხვადასხვა დროის კაბალისტური გადმოცემებისა და ნაწარმოებების კრებულს, რომელთაგან ყველაზე უძველესი ეკუთვნის ქრ. შობიდან 1-ელ, ხოლო ყველაზე გვიანდელი მე-7 საუკუნეს. მიუხედავად ამისა, ანუ თავისი გვიანდელი წარმომავლობისა, აშკარაა, რომ ტექსტებს გააჩნიათ უფრო ძველი ზეპირი ტრადიცია.
Sefer Yesirah
ეს წიგნი დაწერილია მიშნაიდურ ენაზე, ანუ ქალდეურ-ებრაულ ნარევზე. დამახასიათებელი ტექსტი, ისევე როგორც მიშნაში, გამოირჩევა უკიდურესი შემჭიდროვებულობით, ნაწყვეტობით და კონტექსტის ლოგიკიდან ამოვარდნილობით. მასში გადმოცემულია ისტორია იმის შესხებ, თუ როგორ მიატოვა მამამთავარმა აბრაამმა ვარსკვლავების თაყვანისცემა და გახდა ერთი, მარადიული ღმერთის თაყვანისმცემელი. შემდეგ იხსნება აბრაამის მონოლოგი შემოქმედის ერთადერთობისა და სიბრძნის მტკიცებულებებით, რომელიც ეფუძნება დაკვირვებად ქმნილებათა ერთიანობისა და წესრიგის ჭვრეტას. განისაზღვრება ანალოგია, რომელიც არსებობს საგნებს, ნიშნებსა და აზრებს შორის, ანუ განიხილება საშუალებები, რომელთა მიერაც სიბრძნე ეხსნება ადამიანებს და დაცულია მათ შორის. ესენია:
სამყაროს ოცდათორმეტი ელემენტი, რომელთაც განეკუთვნება არა მარტო 10 პირველრიცხვი (როგორც ბერძნულ პითაგორეიზმში), ერთიანდება ებრაული ალფავიტის 22 ასობგერასთან. ამ გაერთიანებას "სიბრძნის ოცდათორმეტი საიდუმლო გზა" ეწოდება.
ტრაქტატი ათ "სეფიროტზე" ანუ განყენებულ ცნებებზე, თავისებურ იდეებზე, რომლებშიც განუსაზღვრელი ღმერთი თავისი აზრობრივი თვითგახსნის სტადიებში ანუ ემანაციებში განსაზღვრულობამდე მიდის, გნოსტიციზმის "ეონთა" ანალოგიურია ("გვირგვინი, სიბრძნე, გონიერება, წყალობა, ძალა, თანალმობა, მარადიულობა, სიდიადე, საფუძველი, სამეფო") ; ღმერთის ამ იპოსტასირებულ ატრიბუტთა თანაფარდობა გამოიხატებოდა "სეფიროტის ხის" სახით. სეფიროტების, ანუ სამყაროს არსის შესახებ სწავლების შემდეგ, გადმოცემულია სწავლება იმის შესახებ, თუ როგორ იხსნება ებრაული ანბანის 22 ასოს მეშვეობით საღმრთო ჩანაფიქრი ქვეყნიერებაზე.
სეფიროტის ხე
Sefer ha Zohar
ეს წიგნი წინაზე (Sefer Yesirah) მოცულობით უფრო მეტია, და ასევე დაწერილია მიშნაიდურ ენაზე. ის შედგება ორი ცალკეული ნაწილისგან: 1. ხუთწიგნეულის კომენტარები, რომელშიც უწესივროდ არის გადმოცემული კაბალისტური სწავლება ღმრთის ბუნებაზე, სამყაროსა და ადამიანის სულზე; 2. თხზულებათა კრებული; "მარადიული მოძღვარი", "დიდი კრება", "მცირე კრება" და ა. შ.
ამ წიგნში შესული სწავლების საფუძველი არის აზრი იმის შესახებ, რომ ღმერთი არის სამყაროს მატერიაც და ფორმაც. მისი სუბსტანცია ყველა ნივთიერების საფუძველშია და ამ ქვეყნიერების არსებებშია. ყველა მათგანი აღბეჭდილია მისი გონების სიმბოლოთი. მსგავსი იდეა, ოღონდ ქრისტიანული შინაარსით, გვხვდება წმ. მაქსიმე აღმსარებლის ღვთისმეტყველებაშიც.
კაბალისტური მეთოდები
კაბალამ გააერთიანა ნეოპლატონიზმის პანთეისტური აგებულებები და გნოსტიციზმის მითოლოგემები იუდაურ სარწმუნოებასთან, როგორც სიმბოლოთა სამყარო. ისინი უპირატესად ეფუძნებიან განსაკუთრებულ ებრაულ ალფავიტს, რომელიც 22 თანხმოვნისგან შედგება. მათი წარმოთქმა და სიტყვის აზრი ფაქტობრივად დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი თანხმოვანი შეიძლება შევუყენოთ ამ სიტყვას; ეს თავისებურება, - არის შესაძლებლობა სიტყვებში ნაპოვნი იქნას სულ სხვა აზრი. სხვა მნიშვნელოვან ვითარებას წარმოადგენდა ის, რომ რიცხვები ასევე აღინიშნებოდნენ ასოებით. აქედან მომდინარეობს ძირითადი კაბალისტური კანონი: ყოველი სიტყვა არის რიცხვი, და ყოველი რიცხვი არის სიტყვა.
სხვადასხვა სიტყვას შეიძლებოდა ჰქონოდა ერთი და იგივე რიცხობრივი მნიშვნელობა. ასეთ შემთხვევაში თუ ერთ სიტყვას შევცვლით რიცხობრივი მნიშვნელობით ტოლფარდი სხვა სიტყვით, გამოვლინდება სულ სხვა აზრი. კლასიკური მაგალითი: აპოკალიფსისის "მხეცის რიცხვი" – 666. ამ რიცხობრივ მნიშვნელობას გააჩნია სახელთა რამოდენიმე ვარიანტი. მრავალი მასში მოიაზრებდა რომის იმპერატორ - ნერონს. ებრაული ალფავიტის ერთი და იგივე ასოებს, სიტყვის დასაწყისსა და ბოლოში, სხვადასხვა დაწერილობა გააჩნიათ, კაბალაში ესეც გამოიყენება. არსებობს სამი ძირითადი კაბალისტური მეთოდი.
1. გემატრია.2. ნოტარიკონი.3. თიმურა (თამურა).
გემატრია – ეფუძნება უკვე ნახსენებ რიცხობრივ მნიშვნელობას, რომელიც ყოველ სიტყვას გააჩნია. ის მდგომარეობს იმაში, რომ ერთი სიტყვა შეიძლება შეიცვალოს მეორეთი, რომელიც მისი ტოლია რიცხობრივი მნიშვნელობით. ეს მეთოდი ვრცელდება მთელ წინადადებებზეც. მაგალითად, თუ დაბადების წიგნის პირველი თავის გამონათქვამს (რუახ ელოჰიმ) – "სული ღმრთისა" დავშლით რიცხვებად:
ჯამში მივიღებთ რიცხვ 300-ს. ხოლო ამ რიცხვს გააჩნია თავისი მნიშვნელობა, და ის უკვე იცვლება ამ ახალმიღებული მნიშვნელობით, თითქოსდა აქ ეს აზრი იყოს ჩადებული.
ნოტარიკონი - აქ შეხამებულია ორი მეთოდი. პირველი ქვეპუნქტის თანახმად, ერთი სიტყვის ყოველი ასო მიიღება მთელი სიტყვის დასაწყის ასოდ. სიტყვა იქცევა წინადადებად. ავიღოთ, მაგალითად, სიტყვა "ბერეშით" დაბადების წიგნის 1-ელ თავიდან. ყოველ ასოს მიაბამენ მთელ სიტყვას, რომელიც ამ ასოთი იწყება. თუკი ამ ფრაზაში ყოველი ასო გახდება სხვა სიტყვის პირველი ასო, მაშინ შეიძლება მივიღოთ: "დასაბამში ხედავდა ღმერთი, რომ ისრაელს უნდა მიეღო რჯული".
ამ მეთოდით გაიხსნა, მაგალითად, 72 ანგელოზის სახელები. გამოსვლათა წიგნის ყოველი სამი მუხლი (გამ. 14:19, 20, 21) - შეიცავს 72 ასოს. ეს 72 ასო გახდა ანგელოზთა სახელწოდებების პირველი, დასაწყისი ასოები.
ამ მეთოდის მეორე ნაწილია - როდესაც რიცხობრივი მნიშვნელობები იცვლება ასოებით. იგივე მეთოდია, ოღონდ რიცხობრივი გაფორმებით. დავუშვათ, სიტყვის რიცხვია 700. ჩვენ მას დავშლით ციფრებად და შევუყენებთ ასოებს. მივიღებთ სხვა სიტყვას. ამის ასახვას ვპოულობთ სოლომონის სიბრძნის წიგნში. ის რამოდენიმე ნაწილისგნა შედგება. იქ არის განსაკუთრებული განყოფილება "სოლომონის იგავები". ის შეიცავს 375 იგავს, სოლომონის სახელის რიცხვის შესაბამისად.
თიმურა - ეფუძნება ასოთა გადაადგილებას. ებრაული ალფავიტი იწერება ორ სტრიქონად, სადაც ერთი ასო მოთავსებულია მეორის ქვეშ. შემდეგ ტექსტში ზედა ასო ცვლის ქვედას (ან პირიქით).
თუკი სადმე ტექსტში გვხვდება ასო א, ის შეიძლება შეიცვალოს ასოთი - ת.
იქმნება სრულიად ახალი სიტყვები ერთი ასოს მეორეთი შეცვლის გზით. ხოლო რადგან ხმოვნები არ არის, შეიძლება მიუდგეს ნებისმიერი ხმოვანი, აქედან - შეიძლება გამოიყვანონ ნებისმიერი აზრი.
ეს არის კაბალის ძირითადი მეთოდები. არსებობდა სხვა, განსხვავებული და უფრო პატარა მეთოდებიც.
სხვადასხვა ვარიაციების კრებული ქმნიდა ახალ აზრს, რომელიც, თითქოსდა, საიდუმლოდ იყო მოცემული წმიდა წერილში.
ეს კაბალისტური სწავლება, მიუხედავად იმისა, რომ ორთოდოქსული იუდაიზმის ჩარჩოებში არსებობდა, ძალიან მავნე როლი ითამაშა წმიდა წერილის შესწვლის საქმეში, რადგან ჭეშმარიტი შესწავლისა და ნამდვილი აზრის გამოტანის ნაცვლად, რომელსაც ჩვენ ტექსტში ჩადებულ საღმრთო გამოცხადებას ვუწოდებთ, ანუ იმას, თუ რისი გადმოცემა სურდა ღმერთს ადამიანებისთვის, კაბალისტები იღებდნენ გამონაგონებს, რომელთაც შემდეგ სხვადასხვა მიზნით თავს ახვევდნენ ადამიანებს, და არწმუნებდნენ მათ, თითქოსდა ეს სწავლებანი წმიდა წერილიდან იყო მიღებული. ამის გამო თვით წმიდა წერილი იმდენად გაუგებარი გახდა და გაურკვეველი, თუ საერთოდ რისთვის არსებობდა იგი, რომ ადამიანებს არ შეეძლოთ ჩაწვდომოდნენ საღმრთო გამოცხადების წმიდა აზრს. ის დაიფარა ამ კაბალისტური ბოდვით. ხოლო რაკიღა (კაბალისტური) სწავლება იყო საიდუმლო, ადამიანებმა არც უწყოდნენ ამ გამონაგონთა წარმომავლობა და მას რაღაც მიუწვდომელ სიბრძნედ მიიჩნევდნენ. თვით კაბალისტები კი ბრძენკაცებად მიაჩნდათ. ამიტომაც კაბალისტური სწავლება შუასაუკუნეების შემდეგ იუდაიზმის ხმარებიდან გამოვიდა. ახლა ეს სწავლება თუმც კი არსებობს, კაბალისტური მეთოდით წმიდა წერილის სხვადასხვა განმარტებანი და დასკვნები სახელმძღვანელოდ უკვე აღარ მიიღება.
თავისთავად კაბალაში არაფერია განსაკუთრებული. ყოველ რელიგიაში არსებობდა აზროვნების არასტანდარტული მეთოდები. მაგრამ შემდეგში, შუა საუკუნეებში, კაბალისტიკური მეთოდებით, ასოებისა და რიცხვების მანიპულირებებით და მათით ვითომცდა წმიდა წერილისა და სხვა წიგნების დაფარული აზრის პოვნის მცდელობებით შეიარაღდნენ ე. წ. ჰერმეტული (ოკულტური) "მეცნიერებები". კაბალა მათთვის ერთგვარი ანბანი გახდა.
თვის მხრივ კაბალა გამოიყენეს მასონურმა საზოგადოებებმაც. კაბალა შუასაუკუნეების მიწურულს კარგავს თავის თავდაპირველ ჩანაფიქრს. ზოგიერთი რაბინი მაინც მისდევდა მის გამოყენებას ტრადიციული აზრით, რის გამოცის, ბოლოს და ბოლოს, გახდა საიდუმლო საზოგადოებათა სიმბოლური ენა. ამიტომ ზოგჯერ ლიტერატურაში შეიძლება დავინახოთ კაბალისტური სიმბოლოები, რომლებსაც კაბალისტიკასთან არაფერი აკავშირებთ და აღვსებულნი არიან იმ "საიდუმლო სწავლებათა" შინაარსით, რომლებმაც მისით ისარგებლეს.
წყარო: Миссионерское обозрение. №10. 2006
მასალა ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2023 წ.