პროპაგანდა - 9 მიზეზი, თუ რატომ უნდა შევეშვათ ტელე-ნარკოტიკს - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > პროპაგანდა
9 მიზეზი, თუ რატომ უნდა შევეშვათ ტელე-ნარკოტიკს
ტელე-ნარკოტიკი
ნარკოტიკები ... ძველთაგან მოყოლებული დღემდე ისინი ყოველთვის იყოფოდნენ ორ ძირითად ტიპად. არა, მძიმე და მსუბუქ ნარკოტიკებად კი არა, ბუნებრივ და სინთეტურ ნარკოტიკებად. არ ვგულისხმობთ ასევე არც სტიმულატორებს, დეპრესანტებს და სხვა. არამედ ხელისუფლების მდუმარებით მიშვებულ და ამავე ხელისუფლების მიერ კატეგორიულად აკრძალულ ნარკოტიკებს.

როგორც წესი, ხელისუფლება პირველ ჯგუფში ირჩევს ნარკოტიკების 2-3 სახეობას, რათა უზრუნველყოს გარკვეული სოციალური ჯგუფების დაკმაყოფილება, ხოლო ყველა დანარჩენს დამსახურებულად აცხადებს აბსოლუტურ ბოროტებად. მაგრამ, იბადება კითხვა, რატომ არ აკეთებენ გამონაკლისს ზოგიერთ მათგანზე? ამომწურავ პასუხს ამაზე გვაძლევს "პერესტროიკის" დროინდელი ანეკდოტი, როდესაც ერთ-ერთი ძირითადი "კარგი" ნარკოტიკით მაშვრალთა მომარაგების საქმე შეფერხდა:

სახალხო დეპუტატთა ყრილობის სახელზე მოდის ტელეგრამა ტიუმენიდან: "სასწრაფოდ გამოაგზავნეთ არყით დატვირთული ეშელონი. ხალხი გამოფხიზლდა და მეფე-ბატუშკას კითხულობს".

მაგრამ ბოლო ათწლეულებში მთელს მსოფლიოში ძლიერი ალკოჰოლი გადაიქცა ელექტორატის სამართავ დამხმარე, თუმცა ჯერ კიდევ მნიშვნელოვან საშუალებად. საუკუნის წინ გაჩნდა უფრო ძლიერი, საიმედო და ყოვლისმომცველი შემცველი. დიახ, ბატონებო და ქალბატონებო, ჩვენ სწორედ ყოველი ოჯახის ცისფერეკრანიან "მეგობარს", - ტელევიზორს ვგულისხმობთ.

ნებისმიერ ნარკოტიკს "კაიფის" გარდა გვერდითი მოვლენებიც ახასიათებს. მაგალითად, ჰეროინის გვერდითი მოვლენაა - სიკვდილი, მისი სისტემატური მოხმარებიდან არა უმცირეს 5 წლის შემდეგ. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ 9 გვერდით მოვლენას, რომელსაც ტელე-ნარკოტიკის რეგულარული ნახვა იწვევვს.


ტელე-ნარკოტიკის ყურებით გამოწვეული 9 გვერდითი მოვლენა

1) სიღარიბე - ბოლო ათწლეულის მრავალი მკვლევარი ცალსახად ადასტურებს ფინანსური კეთილდღეობის დამოკიდებულების დონეს ტელევიზორის წინაშე გატარებულ დროსთან. მდიდარი ადამიანები ან საერთოდ არ უყურებენ ტელეპროგრამებს ან ამას ძალზედ იშვიათად აკეთებენ, შემთხვევიდან შემთხვევამდე, ხოლო ღარიბები - პირიქით, მას მთელს თავიანთ თავისუფალ დროს უძღვნიათ.

ტელესიღარიბის ზოგიერთი მიზეზი გასაგები გახდება სხვა გვერდითი მოვლენების გაცნობის შემდეგ. არსი კი იმაშია, რომ თავისუფალი დრო შეიძლება ადამიანმა მიუძღვნას თვითგანვითარებას და დამატებითი ანაზღაურების გამომუშავებას. თავისუფალ დროს შეიძლება დაისვენო, მოიკრიბო ძალები ახალი წარმატებული სამუშაო დღისთვის, თუ არა და, შეიძლება დახარჯო სტრესოგენურ ტელეუსაქმურობაზე...

2) გასუქება - იმავე გამოკვლევებმა დაადგინა კავშირი ტელევიზორთა გატარებულ საათებსა და ზედმეტ, არა კილოგრამებთან არა, ათეულობით კილოგრამებთან. რატომ ხდება ასე?



ჯერ-ერთი უძრავი პოზა. მეორეც, ეკრანის წინ ძალზედ ნოყოიერი და ტკბილი საკვების ჭამა. მესამეც, იმ საკვების ტელერეკლამა, რომელიც ასეთი ჭამისკენ აღგძრავს. და მეოთხეც, ტელევიზორის ყურების დროს კალორიები უფრო ნაკლებად იხარჯება, ვიდრე უბრალო უსაქმურობის დროს! ეს განპირობებულია ნივთიერებათა ცვლის ძლიერი შენელებით, რომელიც დგება ორგანიზმის განსაკუთრებულ ტელევიზიურ ტრანსში შესვლის შედეგად.

3) მარტოობა - ეს არის სასტიკი ხვედრი იმ ადამიანებისა, ვინც სხვა საქმიანობას ტელეეკრანის მზერას ამჯობინებს. მათ არ გააჩნიათ სრულფასოვანი ცოცხალი ურთიერთობა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. ხშირად მათ ოჯახიც კი არ ჰყავთ, ან ოჯახური ურთიერთობები კატასტროფის პირასაა.

ამისი მიზეზია ზემოთხსენებული სიღარიბე და სიმსუქნე, ასევე:

  • უუნარობა ააწყო ჯანსაღი და ჰარმონიული ურთიერთობა - თუ ადამიანი, მაგალითად, ამგვარ ურთიერთობას სწავლობდა ერთ-ერთი "სასიყვარულო" შოუს მონაწილეთა ურთიერთობების მიხედვით.

  • ცოცხალი ურთიერთობისა და ხანგრძლივი საფუძვლიანი ლაპარაკის უუნარობა - ტელევიზორს ხომ მხოლოდ უყურებენ და უსმენენ, მაგრამ მას არ პასუხობენ, გარდა ამისა, დიალოგების ხარისხი თანამედროვე ფილმებში და სერიალებში განუხრელად კლებულობს.

  • გამორთვა რეალური ცხოვრებიდან. არადა სწორედ მასში, და არა ტელეილუზიებში შეიძლება გაიცნო ადამიანები, მოაწესრიგო და დაიცვა შენი ურთიერთობები.

4) სიჩლუნგე -
ტელემაყურებელთა IQ  ასევე ძალზედ დაბალია ჩვეულებრივ ადამიანებთან შედარებით. ტელეგადაცემების რეგულარული ყურება ნელა, მაგრამ მყარად აჩლუნგებს ტვინს. და აი, როგორ აკეთებს ის ამას:

  • კადრების მუდმივი ცვლილებები შესაძლებლობას არ აძლევენ თვალს (და გონებასაც) 5-10 წამზე მეტი ხნით მოახდინონ რაიმეზე კონცენტრირება, რის გამოც ტვინს "ავიწყდება" კონცენტრირება.

  • მზა სურათი კლავს ფანტაზიას.

  • მზა აზრი ან 3-5 შესარჩევი შეხედულება კლავს განჯსის, ანალიზირების, დამოუკიდებელი აზროვნების უნარს.



5) მონობა - გადაეჩვევა რა ფიქრს, არჩევას, საკუთარი მიღწევების გამომუშავებას, და მიჰყვება რა რეკლამით თავსმოხვეულ სურვილებს და მიზნებს, ადამიანი ტელევიზორისა და რეკლამის მორჩილი მონა ხდება.

ამ ვითარებას ხელს უწყობს იგივე ტელევიზიური ტრანსი. ჰიპნოზში ჩაძირვა ხდება კლასიკური სცენარით. ჯერ იწყება ყურადღების ფიქსაცია -ადამიანი მოუწყვეტლად მიშტერებულია "ყუთს", შემდეგ იწყება ცნობიერების დეპოტენციალიზაცია - მოძრავი სურათების თავისთავად, ავტომატური ყურება, რეალური სამყაროს ჭვრეტისგან განსხვავებით სწრაფად და გარდაუვალად იწვევს ასეთ ეფექტს, და, ბოლოს - პირდაპირი და ირიბი შთაგონებანი (რეკლამა და შენიღბული პროპაგანდა).

ამრიგად, ტელემაყურებელი ხდება მონა:

  • სახელმწიფოსი - ის ადვილად "აწესრიგებს" მის პოლიტიკურ ორიენტაციას (გუშინ იყო კომუნისტი, დღეს გახდა დემოკრატი, ხვალ კიდევ იქნება მწვანე ან ცისფერი აქტივისტი).

  • ვაჭრებად - ტრანსში მყოფი ადამიანი რეკლამას აღიქვამს არაკრიტიკულად, ხოლო შემოთავაზებულ პროდუქტს მყარად უკავშირებს რგოლით პროეცირებულ ემოციას ან კიდევ რაიმე "დამქოქ" მექანიზმს.

  • ნებისმიერი, ვინც არ ნებივრობს ტვ-ნარკოტიკით, - როგორც წესი, მდიდრები, მოაზროვნეები და კომუნიკაბელურები - ხდებიან ხელმძღვანელები, ხოლო ის ვინც ტელე-ნარკოტიკით არის გაბრუებული არიან ღარიბები, ჩლუნგები და მარტოხელები - დაქვემდებარებულნი. გახსოვდეთ, რომ ბიუროკრატიულ სახელმწიფოში ან კორპორაციაში ამ პრინციპმა შეიძლება სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს...

6) სნეულებანი და სიკვდილი - ცხოვრების წესი ტელევიზორთან - ადრე თუ გვიან იწვევს სხვადასხვა დაავადებებს. იტანჯება სხეულიც და ფსიქიკაც. ეკრანიდან გადმოღვრილი სტრესი, ნეგატივი და ბანგი ტელემანს ნაადრევად ჩაიყვანს საფლავში.

ყალიბდება შემაძრწუნებელი ავბედითი წრე: რაც უფრო მეტად ავადმყოფობს ადამიანი, მით უფრო ნაკლები ალტერნატივა აქვს მას უყუროს ტელეპროგრამებს. ხოლო რაც უფრო მეტად უყურებს ამ პროგრამებს, მით უფრო მეტად ავადდება.

7) მუდმივი ძრწოლა - საკუთარი ცხოვრების დარჩენილ ნაწილს ტელემაყურებელი ატარებს შიშსა და ძრწოლაში. ნეგატიური ახალი ამბები, რომელმაც დაიპყრო ეკრანის რეალობა თავის შავ სამუშაოს ასრულებს და საკმაოდ ძლიერად ზემოქმედებს ადამიანის ქვეცნობიერზე. ადამიანი იქცევა სტრესის მოსიარულე კოშტად, რომელიც თან დარწმუნებულია, რომ მსოფლიო - უკიდურესად საშიში, ბოროტი და სასტიკი ადგილია.



არადა ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეთერში გასასვლელი ახალი ამბები მკაცრად იფილტრება. მაყურებლის სმენამდე და მხედველობამდე უპირველეს ყოვლისა მიდის ის, რაც იწვევს ნეგატიურ ემოციებს. ოღონდ ნუ ვიტყვით, რომ ტელეკომპანიები ბოროტების იმპერიის ფილიალებია, ასეთი არჩევანი სრულიად პრაქტიკული მიზეზებით არის განპირობებული.

ჯერ-ერთი, თუ ახალი ამბები არ იწვევს ემოციას, ის ვერ მიიპყრობს ყურადღებას, მაყურებელი გადართავს გადაცემას კონკურენტ არხზე. მეორეც, თუ ახალი ამბები იწვევს დადებით ემოციას, მაში, სავარაუდოდ, ის "დაიმაგრებს" მხოლოდ მაყურებელთა მცირე რაოდენობას, რადგან სიკეთე და სილამაზე ინდივიდუალურია (ერთს თუ ქერა ქალები მოსწონს, სხვას - შავგვრემანები, მესამეს კი - წითურები), ხოლო ბოროტება და სისაძაგლე საკმაოდ უნივერსალურია. ამასთან ქერქში ჩაკერებული ინსტინქტები ადამიანს აიძულებენ ყურადღება მიაქციოს საშიშროებას. და ტვინს, უმეტესწილად, სულაც არ აინტერესებს ეს საშიშროება რეალურია თუ ეკრანული. მთავარია მიიპყრო ცნობიერების ყურადღება, შემდეგ კი დაე თვითონ მაყურებელი გაერკვეს. მაგრამ ეს არ ხდება, რამეთუ ცნობიერება გამორთულია ტელეგადაცემის "წყალობით".

8) დაზომბირებული ბავშვები - ჯერაც გაუმყარებელი ბავშვის ცნობიერებისთვის ტელევიზორი უკიდურესად მავნეა, 10-ჯერ უფრო მავნე, ვიდრე მოზრდილებისთვის. უმჯობესია ბავშვებმა სულაც არ უყურონ ტელევიზორს. სამწუხაროდ, ოჯახთა უმეტესობა და ასევე საბავშვო ბაღები ტელევიზორს ყოველდღიურად იყენებენ ბავშვების "დასამშვიდებელ" აპარატად. ძალზედ გულსატკენია, რომ ასე სახიჩრდება პატარების ფსიქიკა და ბედი...



როდესაც ბავშვი იზრდება მას უნდა ვასწავლოთ შეგნებულად შეეწინააღმდეგოს "ზომბიყუთის" სატანურ ძალმომრეობას, დეტალურად გაარჩიოს რეკლამის მომწოდებელთა ხრიკები. ეს საიმედო აცრა იქნება ტელემანიის დაავადებისგან.

9) გამხეცება - ამ თაობაში თუ არა, მომავალ თაობაში მაინც ყველა მათ, ვინც ვერ გადალახავს ტელემანიას გამხეცება ელოდება.

ადამიანთა მოდგმა უცილობლივ დაიყოფა ორ არათანასწორ ნაწილად. უმცირესობა შეინარჩუნებს ადამიანურ საწყისებს: ნათელ გონებას, მეტყველებას, მიზნის დასახვას და მის მიღწევას, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას. სწორედ ეს უმცირესობა გაბატონდება დანარჩენებზე - ტელევიზორის მიერ საბოლოოდ მოწამლულებზე. როგორი იქნება მათი სახე, შეინარჩუნებენ თუ არა ისინი მეტყველებას ან აზროვნების თუნდაც ნაპერწკალს მაინც, - ძნელი სათქმელია.



ასეთი მომავალი ნამდვილად გვაშფოთებს და ძლიერ ვეჭვობთ, რომ ერთად ან ცალ-ცალკე შევძლოთ მისი შეცვლა. ჩვენს ხელში მხოლოდ არჩევანია, ამ ჯგუფებიდან თუ რომელში მოვაქცევთ საკუთარ თავს, ჩვენს შვილებსა და შვილთაშვილებს.

პირველ ჯგუფში მოხვედრა და ადამიანად დარჩენა უფრო ადვილია, ვიდრე ეს შეიძლება ადამიანს მოეჩვენოს. ამისთვის საჭიროა ერთი რამ -გადააგდოს ტელევიზორი, დაუფიქრებლად და დაუნანებლად, - პირდაპირ ახლა!


ტიპიური ეჭვები მათი, ვინც დააპირებს ტელევიზორის გადაგდებას

ხომ არ დავკარგავ რაიმე ღირებულს, თუკი სრულიად უარს ვიტყვი ტელევიზიაზე?

შეიძლება თქვენ დაკარგავთ ვინმეს თქვენი შორეული ან ახლო გარემოცვიდან. მაგრამ, რაოდენ ღირებულია თქვენთვის ის, ვისთვისაც "ზომბი-ყუთი" ცოცხალ ადამიანს ურჩევნია? ყველაზე მნიშვნელოვან ახალ ამბებს თქვენამდე მაინც მოიტანენ ახლობლები, მეგობრები და ა. შ. რომელთაც სხვა არაფერი აქვთ საქმე, თუ არა განიხილონ ეკრანზე ნანახი ამბები. გარდა ამისა, ინფორმაცია შეიძლება მიიღო პრესით და ინტერნეტით.

ხომ არ მექნება "ტეხვა", თუ ტელევიზორს გადავაგდებ?

სავარაუდოდ კი, გექნებათ. მაგრამ ამ პრობლემას ადამიანი ადვილად შეიძლება გაუმკლავდეს.

რა ვქნა შოუების, სერიალებისა და ახალი ამბების ყურების სანაცვლოდ?

უკეთესი იქნებოდა გეკითხათ, რა არ უნდა აკეთოთ თავისუფალ დროს. უმიზნოდ ნუ იმოგზაურებთ ინტერნეტში, ნუ გადაყლაპავთ იმავე სერიალებს კომპიუტერული ეკრანიდან, ნუ იქნებით დამოკიდებული სოციალურ ქსელებზე, და შეეშვით კომპიუტერულ თამაშებს.

ამის ნაცვლად დასაქმდით თვითგანვითარებით: იკითხეთ სასარგებლო წიგნები და სასრგებლო სტატიები, ჩაეწერეთ ფიტნეს-კლუბებში, მოაწყვეთ ცოცხალი შეხვედრები მეგობრებთან და აუცილებლად შეიქეთ თავი იმით, რომ ცხოვრობთ ნამდვილი, ადამიანური ცხოვრებით, - ყოველგვარი ტელევიზორის გარეშე!



წყარო: b17.ru
Назад к содержимому