სხვადასხვა > ფსი-ფაქტორი
ინტიმური სირცხვილის არქონა - შიზოფრენიის ნიშანი
ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელშიც უხეში ფსიქიატრიული სიმპტომები - სწორედ ის სიმპტომები, რომლებიც მიეკუთვნება ნამდვილ ფსიქიატრიას, საღდება მოდისა და ქცევის ეტალონად.
ფსიქიატრიული დაზიანებები იწვევენ ზნეობრიობის დარღვევას, ხოლო ზნეობრივი დამახინჯებანი აუცილებლად მიდის ფსიქიკურ დეფორმაციამდე.
დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოებრივი ინსტიტუტის დირექტორის, ირინია მედვედევას რწმენით, მიმდინარეობს თანამედროვე მოქალაქეების ხელოვნური ფსიქიკური დასნებოვნება, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის, და თვით ბავშვებისაც კი. ზოგჯერ ამას "სექსუალურ განათლებას" უწოდებენ, ზოგჯერ სხვა ტერმინოლოგიას გვთავაზობენ, ამასთან ყოველგვარ სისაძაგლეს, ადამიანის ზნეობრიობისთვის და მისი ფსიქიკისთვის მიუღებელ უხამსობას ძალზედ ლამაზი "ჰუმანისტური ხრიკებით" ნიღბავენ.
"მიაქციეთ ყურადღება, - ამბობს ფსიქიატრი, - დღეს აქტიურად ეწევა პროპაგანდირება ფეთხუმობას, უსუფთაობას, უწესრიგობას, ულაზათობას - ბინძური აწეწილი თმები, დახეული წინდები და კოლგოტკები, დახეული ჯინსები, ულაზათო პალტო ან სხვადასხვა სიგრძის მქონე ან კიდევ სხვადასხვა ღილზე უსწორმასწოროდ შეკრული პერანგები.
ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში იციან, რომ დაავადების ისტორიასი არსებობს ასეთი გრაფა: ავადმყოფის სისუფთავე. თუ ავადმყოფი არ იცავს სისუფთავეს, ეს ძალიან მძიმე ფსიქიატრიული დარღვევის სიმპტომია.
როდესაც ადამიანი მუდმივად ატარებს დახეულ წინდებს ან კოლგოტკებს, არ იბანს თმებს და არასწორად იკრავს პერანგს, ეს არის ფსიქიატრიული სიმპტომი, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ახალგაზრდული მოდის სახით არსებობს".
"ან ავიღოთ მრავალი ბოევიკისა და ტრილერის გმირები - ესენი არიან ზეძლიერი ადამიანები, რომლებიც ძალისმიერად წყვეტენ საკუთარ პრობლემებს და საკუთარ გზაზე სპობენ ყოველივე ცოცხალსა და არაცოცხალს. ეს ეფექტი ფსიქიატრიაში იწოდება ჰიპოიდურ შიზოფრენიად, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის ყმაწვილებრივი პათოლოგიური სისასტიკე და გულის პათოლოგიური გაქვავება, ანუ პათოლოგიურ უგრძნობლობას", - შენიშნავს მედვედევა.
ადამიანის სხვა თვისება - ზედმეტი რაციონალიზმი, რომელსაც დღეს პრაგმატიზმს უწოდებენ , ასევე შიზოფრენიის ნიშანია. ობივატელი ხშირად ფიქრობს, რომ შიზოფრენიკი ირაციონალურია. ეს ასე არ არის. შიზოფრენიკი ზედმეტად რაციონალურია, მაგრამ ამასთან უგრძნობელი. საკუთრივ ამისკენ - "ნაკლები ემოცია, მეტი პრაგმატიზმი, - მოუწოდებენ დღეს ახალგაზრდებს ახალი მოდის იდეოლოგები, და ესეც ძალზედ მძიმე სიმპტომია ფსიქიატრიაში.
"ან ავიღოთ მრავალი ბოევიკისა და ტრილერის გმირები -
ადამიანის სხვა თვისება -
მაგრამ რა არის ინტიმური სირცხვილის გრძნობის განადგურება ფსიქიატრიის თვალსაზრისით?
ირინა მედვედევას აზრით, "ეს არის არა მარტო სხვადასხვა გარყვნილების თავსმოხვევა, როგორიც არის ვუაიერიზმი (როდესაც ტელევიზიასა და კინოში აჩვენებენ იმას, რაც ხდება სხვის საძინებელში), არამედ სექსოპათოლოგიური გადახრების პოპულარიზაცია. ხოლო სექსოპათოლოგია -
და ვის აწყობს ეს ყოველივე? ისეთივე შიზოფრენიკებს? სავარაუდოდ შიზოფრენიკებზე უარესებს, რომელთაც უფრო ღრმა დაავადებები აწუხებთ.
მაგრამ ყველაზე მთავარი ინტიმური სირცხვილის დანგრევაში არის ის, რომ როდესაც ახალგაზრდებს უსაფრთხო სექსზე უყვებიან, მათ სექსუალური ინტერესის დაკმაყოფილებისკენ აქეზებენ, და ამით ოჯახურ-საქორწილო ურთიერთობებს აკნინებენ, მიუხედავად იმისა, რომ დამოკიდებულება ქორწინებისა და ოჯახისადმი ჩვენში და უამრავ ხალხში ჯერ კიდევ უძველესი წინაპრებისგან არის ჩადებული, და ნორმალური ფსიქიკის აგებისა და შენარჩუნების უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს.
მათი არქონის შემთხვევაში გარდაუვალია სხვადასხვა დარღვევები, რომელიც ძალზედ საშიშია ფსიქკისთვის. საბოლოოდ, ყოველივე ამას მივყვართ მთელი საზოგადოების გონებრივ დეგრადაციამდე.
წყარო: http://econet.ru/articles/159786-irina-medvedeva-otsutstvie-intimnogo-styda-priznak-shizofrenii
ქვემოთ ფოტოებზე ფლეშმობი "ერთი დღე მეტროში უშარვლოდ" (2016 წ.)