პუბლიკაციები - ავისმომასწავებელი მინიშნება?! ... - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
ავისმომასწავებელი მინიშნება?! ...
I, Peg Goat II
2020 წლის 10 ივლისს თურქეთის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა ქვეყნის მთავრობის 1934 წლის 24 ნოემბრის დადგენილება სტამბულის წმიდა სოფიის ტაძრის სტატუსის შესახებ, როდესაც ის მეჩეთიდან მუზეუმად გადაკეთდა. ახლა ტაძარი კვლავ მეჩეთი გახდება და 2020 წლის 24 ივლისიდან იქ რელიგიური ღვთისმსახურება განახლდება. მთელ ამ ისტორიას დეტალურად გვიყვება თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu, სადაც არსებობს ტექსტის ვერსია, მათ შორის რუსულ ენაზეც.
რეჯებ თაილ ერდოგანი
ბუნებრივად, ახალი ამბავი იმწამსვე აიტაცა მასმედიამ, რომლის ნაწილი ყველაფრის მიმართ ინდიფერენტულია, ნაწილი ხარობს, ნაწილი კი აღშფთოებულია და წუს, თუმცა არც თუ გასაგებია რის გამო.

ოფიციალური ქრონოლოგიის მიხედვით კონსტანტინოპოლი დაეცა 1453 წელს, ამიტომ ყველა "შეწუხებულს" 600 წელი ჰქონდა იმისთვის, რათა ყველაფერი, ასე ვთქვათ, "პირუკუ შემოეტრიალებინა", მაგრამ ამისთვის თითიც არავინ გაანძრია და ნაგებობას მეჩეთის სტატუსი მხოლოდ 1934/35 წლებში, ქემალ ათათურქის პირადი განკარგულების წყალობით ჩამოერთვა. ახლა კი, როგორც ვხედავთ, თურქებმა გააუქმეს დეკრეტი, რისი სრული უფლებაც ჰქონდათ, მაგრამ, იბადება კითხვა - რამდენად სჭირდებოდათ ან სჭირდებათ მათ ამ უფლებით სარგებლობა?

თურქეთს რომ მეჩეთები არ ჰყოფნოდა ან იქ უეცრად შემცირებულიყო მუშახელი და გათავებულიყო სამშენებლო მასალა - ერდოგანის გადაწყვეტილების გაგება რაღაცნაირად შესაძლებელი იქნებოდა. მაგრამ, მოცემულ შემთხვევაში ეს წმიდად პოლიტიკური ჟესტია და ის შეიძლება განვიხილოთ, როგორც თურქეთის პრეტენზია ბიზანტიის იმპერიის აღდგენაზე ან რაიმე მაგდაგვარზე.

ამგვარი სურვილებისთვის თურქეთს ვერ გავკიცხავთ, რადგან მსგავსი იდეებით მრავალ ქვეყანაში ბოდავენ და თურქები გამონაკლისნი სულაც არ არიან. მაგრამ, ისეთი რამ, როგორიცაა ძეგლთა წართმევა და გადაკეთება - ეს უკვე იმპერიის ერთგვარი ბოლო აგურია.

რომაელებში, ვინც კონსტანტინოპოლი ააშენა, ასე იყო დაწესებული: ჯერ ესა თუ ის კეისარი მოახტებოდა ცხენს და, მაგალითად, გერმანიის დასაპყრობად მიდიოდა, რის შემდეგაც, უკან, რომში დაბრუნებული, ტრიუმფალურ თაღს იშენებდა. მაგრამ ისტორიას არ ახსოვს შემთხვევა ვინმეს ჯერ თაღი აეშენებინოს და მერე დაეპყროს გერმანია - ეს ერთგვარი სიახლეა, თანაც - ცუდი სიახლე და ნიშანი.

მსჯელობამ მოიტანა და ორიოდ სიტყვით ნიშნებზეც ვთქვათ. თურქეთის თანამედროვე რესპუბლიკის დამაარსებელმა ათათურქმა ბრძანება გასცა სოფიის ტაძრისთვის მუზეუმის სტატუსი მიენიჭებინათ, მაგრამ არა იმის გამო, რომ ის ძლიერ აფასებდა ბიზანტიურ ფრესკებს, არამედ იმიტომ, რომ მან, ისევე როგორც სხვა მისნაირებმა, კარგად უწყოდნენ წინასწარმეტყველება (უფრო ზუსტად - რამოდენიმე ათეული წინასწარმეტყველება, რომელთა შორისაც თურქი მისტიკოსების "ნათელხილვებიც" გახლავთ) იმის შესახებ, რომ სოფიის ტაძარი რამოდენიმეჯერ შეიცვლიდა თავის სტატუსს. ჯერ კიდევ ტაძრის აშენებიდანვე იყო ნაწინასწარმეტყველევი, რომ ის მეჩეთი გახდებოდა, შემდეგ ისევ ტაძარი, შემდეგ ისევ მეჩეთი, რის შემდეგაც მუსლიმებს გაყრიდნენ და სოფია საბოლოოდ ქრისტიანებს დარჩებოდათ.

თურქებიდან პირველი, ვინც ამ წინასწარმეტყველებებს გაეცნო კონსტანტინოპოლის დამპყრობი სულთანი მეჰმედ II გახლდათ. ამიტომ, იმის შემდეგაც კი, რაც მან ტაძრის მეჩეთად გადაკეთების განკარგულება გასცა, დამატებით ბრძანა საკურთხევლის კარებიც აეჭედათ, რომლის გაღებაც სწორედ ამ წინასწარმეტყველებებში ფიგურირებდა. ყოველივე ამის საქმის კურსში იყო ათათურქიც, ამიტომ ბრძანა იქ ხელი არაფრისთვის ეხლოთ და ცოდვისგან თავი შორს დაეჭირათ. ახლა კი აი, ბ-ნმა ერდოგანმა გადაწყვიტა, რომ ის ათათურქზე უფრო ჭკვიანია.

ეს ყველაფერი თურქებისთვის ძალიან ცუდად დამთავრდება, რადგან წინასწარმეტყველება აღსრულდა და "მრიცხველიც" ჩართულია. თანაც, არსებობს ეჭვი, რომ სოფიის მეჩეთად გადაკეთება - მთლად ბ-ნ ერდოგანის იდეა არ ყოფილა, არამედ მის უკან მდგომი "ცენტრისა" და მისი მესვეურებისა.

დააკვირდით ქვემოთ განთავსებულ ფოტოს. ეს გახლავთ ყველა კონსპიროლოგისთვის კარგად ცნობილი სურათი მულტფილმიდან I, Pet Goat II, რომლის შესახებაც უამრავი სხვადასხვა აზრი გამოითქვა. ყველაზე ხშირად ამ მეჩეთში ხედავდნენ ალ-აქსას ან რაღაცას ირანში, მაგრამ, ვერსიებში აია-სოფიაც განიხილებოდა, რადგან ხიდი, რომელიც მეჩეთისკენ მიდის, ძლიერ მოგვაგონებს ბოსოფორზე გადებულ ხიდს.
ხიდი ბოსფორზე
ხიდი ბოსფორზე
ამიტომ, არ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლოა სწორედ ამ ტაძრის დაბომბვაზე იყოს ლაპარაკი. თუმცა, სიმბოლურია ეს მინიშნება თუ რეალური - გაურკვეველია.

გარდა ამისა, ბ-ნმა ერდოღანმა ღვთისმსახურებისთვის საკმაოდ მოხერხებული თარიღი აირჩია. ამ დღეს კომეტა NEOWIS-ი დედამიწას მაქსიმალურად დაუახლოვდება და ძლიერ გაანათებს. არადა, ზოგიერთი მისტიკოსის წინასწარმეტყველებით, ეს კომეტა - მესამე მსოფლიო ომის ან რომელიღაც გრანდიოზული კატასტროფის მაუწყებელია.

კომეტა NEOWIS
ასე ამბობენ...

ვნახოთ, დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას.

წყარო: thebigtheone.com
Назад к содержимому