პუბლიკაციები - მესამე დიდი ცოდვა, რომელიც ანგრევს ღმრთის ჩანაფიქრს ადამიანზე - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
მესამე დიდი ცოდვა, რომელიც ანგრევს ღმრთის ჩანაფიქრს ადამიანზე
და სამართლიანი შურისგებისკენ მოუწოდებს
წმ. იერემია წინასწარმეტყველი
ზემოთ ფოტოზე: წინასწარმეტყველი იერემია


ნაწილი მესამე
 
 
წინა ორ სტატიაში გავარჩიეთ ორი დიდი ადამიანური ცოდვა ოთხიდან, რომელთა შესახებ, ღმერთი, წინასწარმეტყველ იერემიას პირით, ამბობს, რომ ეს ცოდვები ითხოვენ შურისგებას და დასჯას.
 
მესამე საშინელი და დიდი ცოდვა - ეს უსამართლო და კორუმპირებული სამართალწარმოებაა,- უპატიოსნო, უსამართლო და უნამუსო ადამიანები.
 
"როგორც გალიაა სავსე ფრინველებით, ასევე მათი სახლებია სავსე სიცრუით. ასე გალაღდნენ ისინი და გამდიდრდნენ. გასუქდნენ, გადაიპოხნენ, ბოროტებაშიც კი დაწინაურდნენ; სასამართლოში საქმეს არ არჩევენ, ობლის საქმეს, რომ ეშველოს რამე, უპოვართა სამართალს არ განიკითხავენ. როგორ არ მოვთხოვო პასუხი ამათ გამო? ამბობს უფალი, როგორ არ მიაგოს ასეთ ხალხს სამაგიერო ჩემმა სულმა?" (იერ. 5:27-29).
 
მსაჯულები - არიან ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად დაწესდნენ საზოგადოების მიერ, რათა სამართლიანი მსჯავრი აღასრულონ და დაჩაგრული ადამიანები დაიცვან.
 
სასამართლო ხელისუფლების გარეშე თვით საზოგადოების არსებობაც შეუძლებელია.
 
"ასე ამბობს უფალი: ქმენით სამართალი და სიმართლე, იხსენით გაძარცული მოძალადის ხელიდან, ნუ დაჩაგრავთ და ნუ გაღლეტთ ხიზანს, ობოლსა და ქვრივს, ნუ დაღვრით ამ ადგილზე უბრალო სისხლს" (იერ. 22:3)
 
მაგრამ მსაჯულებმა, რომლებმაც ასეთი ძალაუფლება მიიღეს, მისი ანგარებითი მიზნებით გამოყენება დაიწყეს...
 
მათ შეწყვიტეს იმ ადამიანების დახმარება და დაცვა, მათ მხარდაჭერას რომ საჭიროებდნენ, და თავიანთი უძლურებითა და თავმდაბლობით საკუთარი თავის დაცვა არ ძალუძთ - ესენი არიან ქვრივები, ობლები, ინვალიდები, ღატაკები, უსახლკარონი, მოგზაურები...
 
უფალი იესუ ქრისტე ასეთ ადამიანეზე ამბობს:
 
"ეკრძალეთ, ნუ შეურაცხყოფთ ნურცერთ ამ მცირეთაგანს, რადგანაც გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ცაში თვალს არ აშორებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს" (მთ. 18:10).
 
როდესაც სასამართლოს მნიშვნელოვანი და აუცილებელი მისია მოაკლდება თავის ძირითად აზრსა და მნიშვნელობას, რადგან მოსამართლეებმა დაამახინჯეს პატიოსანი მართლმსაჯულება, მაშინ საზოგადოება, რომელიც ბედკრულ მდგომარეობაში იმყოფება, სამართალს ღმრთისგან მოითხოვს.
 
ამ დროს ღმერთი თავს ავლენს, როგორც მართლმსაჯული, და ყველა ობოლისა და ღატაკის დამცველად გამოდის.
 
"ციდან მოგვასმინე სამართალი; დედამიწა შეშინდა და მიწყნარდა; როცა აღდგა სამართლისათვის ღმერთი ქვეყნიერების ყველა ჩაგრულის გადასარჩენად" (ფსალმ. 75:9-10).
 
და მაშინ, როდესაც უკვე აღესრულება მსჯავრი მთელ ერზე: ვიღაცისთვის ეს მსჯავრი - შურისგებაა, ვიღაცისთვის - თავდახსნა და გათავისუფლება.
 
იერუსალიმი, რომელიც დაინთქა ოთხ დიდ ცოდვაში, როგორც იერემია წინასწარმეტყველებდა, დამპყრობლებმა დაანგრიეს, მრავალი ადამიანი დაიღუპა, ხოლო იუდეის სამეფოს დანარჩენი მოსახლოება ბაბილონის ტყვეობაში წაასხეს.
 
ამ მომენტში გასაგები ხდება, რომ ჩვენი ღმერთი, ცოცხალი ღმერთია, და ის არის მხოლოდ დიადი და სამართლიანი მსაჯული!



საიტი "აპოკალიფსისი". პუბლიკაცია მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით.
Назад к содержимому