პუბლიკაციები - რა უნდა გააკეთონ ქრისტიანებმა ანტიქრისტეს მსოფლიო წესრიგის პირობებში? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
რა  უნდა გააკეთონ ქრისტიანებმა ანტიქრისტეს მსოფლიო წესრიგის პირობებში?
ანტიქრისტეს ახალი მსოფლიო წესრიგი
კითხვებზე, რომელიც დღეს მრავალ მართლმადიდებელს აწუხებს, პასუხობს ქ. კოლომნის წმიდა სამების ტაძრის მოძღვარი იგორ ტარასოვი.

მამაო, როგორ აფასებთ კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებულ დღევანდელ ვითარებას და QR-კოდებისა და საშვების შემოღებას? რისთვის უნდა მოემზადონ მართლმადიდებლები? როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ამ სწრაფად ცვალებად ვითარებაში?

- ვითარებას ვაფასებ, როგორც წინასწარმეტყველების აღსრულებას სამყაროს აღსასრულის მოახლოებასთან დაკავშირებით. ამისთვის კი ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ. მართლმადიდებელი ადამიანი ნებისმიერ დროს მზად უნდა იყოს ღმერთთან შესახვედრად. მოხდება ეს მისი კერძო გარდაცვალების შემდეგ თუ მოესწრება მეორედ მოსვლას, მნიშვნელობა არა აქვს, ეს ვერაფერს შეცვლის. დღევანდელი ვითარება აღძრავს სწორედ მათ, ვისაც ძინავს და ფიქრობს, რომ აპოკალიფსისი ჯერ კიდევ შორსაა და ის მის დროს არ მოხდება. მაგრამ, არა! ნახეთ, აი უკვე მოვიდა, ის უკვე კარებთანაა.

აშკარად ხელოვნურად ამძაფრებენ შიშს "საშინელი პანდემიის" წინაშე. ატეხეს მანამდე არგაგონილი ისტერია, რომელიც გლობალურ ხასიათს ატარებს და ყველა ქვეყანასთან შეთანხმებულია. უდავოდ, ეს პროცესი ერთი ცენტრიდან იმართება; და, რაც ყველაზე მთავარია - ის წარმატებით ჩატარდა ინტერნეტისადმი საყოველთაო ჩართვის წყალობით.

სწორედ "მხეცის ხატი" - სმარტფონებისა თუ კომპიუტერების მონიტორები - ქსელის მეპატრონეებს, ბოროტების გლობალურ ძალებს აძლევს შესაძლებლობას გავლენა იქონიონ ჩევნს აზროვნებაზე და მოახდინონ მილიარდობით ადამიანის ცნობიერების მანიპულირება დედამიწის ყველა კონტინენტზე. ბოლო 10 წლის განმავლობაში ადამიანთა უმრავლესობისთვის ცისფერი ეკრანი ნამდვილი კერპი გახდა, რომელსაც ის ეთაყვანება და, რომლის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ამგვარად, ადამიანებმა თვითონ გაწირეს საკუთარი თავი მონობისთვის, მაშასადამე - ინტერნეტის მეპატრონეთა ძალაუფლების აღიარებისთვის.

და აი, მათი ბრძანებით მილიონობით ადამიანი "იქ შეკრთა შიშით, სადაც არ იყო შიში" (ფსალმ. 13:5). ჩაიკეტნენ სახლებში და თანახმანი არიან დათმონ ნებისმიერი უფლება, ოღონდ არ მოკვდნენ. მაშინ როდესაც, არასპეციალისტისთვისაც კი გასაგებია, რომ საშინელი პანდემია - ეს ვითომ ტერორისტების მიერ ნიუ-იორკის "ტყუპების" დანგრევის მსგავსი გლობალური სიცრუეა. ეს არის გრიპის ჩვეულებრივი სეზონური აფეთქება, რომელიც მატყუარა მასმედიისა და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ საშინელ პანდემიამდე არის გაბერილი, თანაც გარკვეული ფარული ზრახვებით.

თუმცა, ზოგიერთი მიზანი უკვე გამოიკვეთა: ჩვენს თვალწინ ფსევდოპანდემიის ხმაურქვეშ მიმდინარეობს საზოგადოების ციფროვიზაციის ფორსირება და ინერგება ადამიანებზე მასობრივი კონტროლის სისტემა: სახის ამომცნობი კამერები, პიროვნების საიდენტიფიკაციო საშუალებები ბიომეტრიისა და ციფრული სახელების (QR-კოდების) მეშვეობით და სხვა. ისარგებლეს რა შიშის ატმოსფეროთი, გლობალურმა ძალებმა ახალი დევნა მოაწყვეს მართლმადიდებლობაზე. ყველამ უნდა გამოიღვიძოს და დაინახოს, რა ხდება, და თავისი სარწმუნოება ქმედითად აღიაროს. სხვანაირად ვერ გამოვა.

- ვინმეს თუ აქვს ქალაქიდან წასვლის შესაძლებლობა, ღირს თუ არა მისით სარგებლობა?

- რა თქმა უნდა, წასვლა ყოველთვის კარგი იყო, მაგრამ ადრე ასეთი სტიმული არ არსებობდა, ახლა კი ის გაჩნდა. ქალაქებში ძალიან ძნელი იქნება არსებობა. მეგაპოლისში თუ დარჩება, ადამიანი იძულებული იქნება მიიღოს ყველა ელექტრონული სიახლე: კოდები, საშვები, ნომრები. რაც უფრო ადრე წავლენ ადამიანები სოფლებში, მით უფრო მეტი ექნებათ მათ თავისუფლება და შესაძლებლობა უარი თქვან იმაზე, რასაც მათ სახელმწიფო აიძულებს.

ნახეთ, როგორ მივედით ამ მდგომარეობამდე. ერთი საუკუნის წინ მიმდინარეობდა ადამიანთა უმრავლესობის გადასვლა ცხოვრების სოფლური, გლეხური წესიდან ქალაქურ წესზე. დღეს პროდუქტები და ყველა აუცილებელი საგანი - მაღაზიებშია; წყალი, ელექტროენერგია, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა - ამას სახელმწიფო გვთავაზობს თითქოსდა ჩვენი ხარჯების საფუძველზე, მაგრამ სინამდვილეში ნელ-ნელა და შეუმჩნევლად ცხოვრების ამ წესის მონებად შევიქმენით. და აი, ახლა, როდესაც მყარად შევეზარდეთ ქალაქურ კომფორტს, მრავალფეროვან მომსახურეობებს, ის, ვინც ამ მრავალსაუკუნეობრივ პროცესს ხელმძღვანელობდა, - ანუ ეშმაკი, - უკვე ყველაფერ ამისთვის საფასურს გვთავაზობს და ეს საფასური - ჩვენი სულებია! დამატებით, მტერმა ქალაქის ობივატელი მოულოდნელი გარდაცვალების შიშითაც დააშინა, რომელსაც თვითონვე ქმნის ტერორიზმითა და ეპიდემიებით.

ტოტალური სიცრუე და ადამიანების ცნობიერების მანიპულირება დღეს არნახულ მასშტაბებს იღებს, და ეს ყველაფერი მტრის ხელში არსებული და ადამიანთა მასებზე ზემოქმედების უძლიერესი ინსტრუმენტის, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წყალობით. დღეს უსაფრთხოებისა და ცხოვრებისეული კომფორტის შენარჩუნების მიზნით ადამიანს სთავაზობენ მიიღოს ციფრული სახელი - პირადი ნომერი და გახდეს მსოფლიო ციფრული ცენტრის ელემენტი.

სიმყუდროვე, კომფორტი, უსაფრთხოება, როგორც უეჭველი სიკეთე, თავს ქრისტიანებსაც მოახვიეს. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იღებენ ადამიანები ციფრულ სახელებს - QR-კოდებს, ოღონდ როგორმე გამოვიდნენ ბინებიდან და ქალაქებში იმოძრაონ. და თითქმის არავინ კითხულობს იმას, რომ ადამიანის ისეთი ერთ-ერთი ძირითადი უფლება, როგორიც გადაადგილების უფლებაა, რაიმეთი უნდა იყოს თუ არა განპირობებული?
და თუკი იკითხავს, მაშინ მიიღებს პასუხს - ეს ყველაფერი გამიზნულია მხოლოდ მისივე სიმყუდროვის, კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის! თავსმოხვეული ნუმერაციისგან უარის თქმა უკვე დღესვე უქმნის მრავალ ადამიანს სერიოზულ პრობლემას, მაგალითად, ასეთი ადამიანი ხდება საზოგადოებიდან გარიყული, მისთვის მიუწვდომელი ხდება სასიცოცხლოდ აუცილებელი კომპონენტები - საკვები, სითბო და საცხოვრებელი. რაც უფრო ადრე შევიგნებთ ამ დამღუპველ პროცესს, მით უფრო ადვილად გამოვაღწევთ თავისუფლებაში.

ამავდროულად, ქალაქგარეთ მცხოვრები ადამიანი მიწაზე შრომობს და თვითონვე არჩენს საკუთარ ოჯახს. ის ამით უფრო მეტ თავისუფლებას იძენს. თუკი გლეხს მოაკლდება სახელმწიფოს მომსახურეობანი, რომლითაც დღეს ჯერაც სარგებლობს, მაშინ ის გარკვეული დრო მაინც იარსებებს, თუმც არა მდიდრულად, მაგრამ უფრო თავისუფლად.

ამიტომ, რა თქმა უნდა, თუკი ამისი შესაძლებლობა არსებობს, მეტად სასარგებლო იქნება საცხოვრებლად სოფელში გადასვლა, და რაც უფრო სწრაფად მოხდება ეს, მით უკეთესი. მალე ყველაფერს გადაკეტავენ, ამოიღებენ ნაღდ ფულს, ადამიანი ვერ შეძლებს ვერაფრის ყიდვას: ვერც ინსტრუმენტებისას, ვერც მანქანებისას, ვერც მასალებისას. რაღაც დროის შემდეგ ის თავის ბინასაც ვერ გაჰყიდის, და ქალაქიდან ცარიელს მოუწევს გაქცევა.

- პრინციპში ადამიანებს ესმით, რომ ეს დასასრულია, მაგრამ ჯერაც იმედოვნებენ, რომ ივლისში ან აგვისტოში შეცვლიან თვითიზოლაციის რეჟიმს და ისინი კიდევ მოასწრებენ მშვიდობიან და ნორმალურ ცხოვრებას ისე, როგორც ადრე იყო. უნდა გვქონდეს თუ არა ამისი იმედი?

- მე არ ვიცი რა იქნება ივლის-აგვისტოში, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ განვითარების რამოდენიმე ვარიანტი. პირველი - მსუბუქი ვარიანტი: მალე ეს ყველაფერი დამთავრდება, და ჩვენ ისევ ადრინდელივით ვიცხოვრებთ. ასეთი ვარიანტისთვის მზადება საჭირო არ არის, ვფიქრობ ეს უფრო თავის მოტყუეებაა. მაგრამ არის მეორე, უფრო ხისტი ვარიანტი: უახლოეს ნახევარ წელიწადში ტერორი არ დასრულდება, პირიქით, გაძლიერდება. მსოფლიო მმართველებს აქვთ თავიანთი გეგმები, როგორც მთლიანად კაცობრიობაზე, ასევე კონკრეტულ მართლმადიდებლურ ქვეყნებზე და მართლმადიდებლურ ეკლესიაზე.

ამ მიზნების განსახორციელებლად კორონავირუსის ისტერია ძალზედ მოსახერხებელი საშუალებაა. მას შეუძლია გამოიწვიოს ის, რომ პანდემიასთან ბრძოლის საბაბით ჩვენში გააჩაღებენ სერიოზულ ჰიბრიდულ ომს, რომლის დროსაც შესაძლებელი იქნება მოსახლეობის სერიოზული შემცირება. კერძოდ, შესაძლებლობა ექნებათ სნეულება გაავრცელონ აცრების დახმარებით. ამასთან ბოლომდე დაასამარებენ ქვეყნების ეკონომიკას და ნაწილებად დაშლიან დიდ სახელმწიფოებს. ეს ხისტი და მკაცრი სცენარი გათვლილია ორ-სამ წელზე. ვინც მას გადაურჩება ის უკვე სხვა სამყაროში გაიღვიძებს. იქ სახელწოდებებიც სხვაგვარი იქნება, და საერთოდ, ყველაფერი შეიცვლება.

- მართლმადიდებელი ქვეყნების წინააღმდეგ ბრძოლა - არის თუ არა ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ?

რა თქმა უნდა, სულიერი თვალსაზრისით გლობალური ბოროტების გაბატონებას ხელს უშლის დედამიწაზე ღმრთის ერთგულ შვილთა არსებობა, რომლებიც გაწევრიანებულნი არიან ქრისტეს ეკლესიაში, რომელიც არის ქრისტეს პატარძალი. მართლმადიდებლობა უდიდესი სულიერი სიმტკიცეა და ამიტომაც ისინი მის წინააღმდეგ იბრძვიან, როგორც გარედან, ასევე შიგნიდან.

მრავალ ქვეყანაში მართლმადიდებლობას იცავს სახელმწიფო კანონი, და ამ ქვეყნების დაუძლურება უდავოდ დაეტყობა სარწმუნოებასაც. მსოფლიო გლობალისტურ ძალებს ეს კარგად ესმით და ახლა შესაძლოა სწორედ ამ გზით გაეშურონ. მათ გეგმებშია სახელმწიფოთა განადგურება. არ არის შემთხვევითი, რომ მრავალი სახელმწიფოს სათავეში სულით გაყიდული, ურწმუნო და უპრინციპო ადამიანები მოდიან. აუცილებლად უნდა ველოდოთ მათ წინააღმდეგობას და ჩვენც სულიერად შევეწინააღმდეგოთ, რადგან ეს ომი და ახალი დაფარული აგრესიაა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ.

დღეს, ამ ისტერიის დროს, ვირუსის წინაშე შიშის გამოყენებით მათ შეურაცხყვეს პასექის დღესასწაული და საეკლესიო საიდუმლოებანი. რა თქმა უნდა, უფალმა ჩვენი ცოდვების გამო დაუშვა დღევანდელი განსაცდელი. მაგრამ მან ასევე გვიჩვენა, თუ როგორი ქრისტიანები ვართ ჩვენ სინამდვილეში, ღმერთის უფრო გვეშინია თუ ვირუსის...

- მამაო, როგორი რეაგირება უნდა გვქონდეს იმაზე, რაც ხდება თვით მართლმადიდებლობაში? სახეზეა მღვდლებს შორის აზრთა უთანხმოება ახალი "ინსტრუქციების" წინაშე... ვიღაც მიიჩნევს, რომ ყოველთვის ბრმად უნდა მივდევდეთ მღვდელმთავრობას და ყველაფერში უნდა ვემორჩილებოდეთ. ზოგი კი - არა. იგივე ხდება მრევლშიც, და უკვე წინააღმდეგობებიც იწყება...

- დიახ, განხეთქილების მარცვლები უკვე დაითესა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ყველა ეს მოქმედება მტრისგანაა. მას ძლიერ უხარია, როდესაც მართლმადიდებლები ერთმანეთში ვერ რიგდებიან და დავობენ.

რატომ დაუშვა უფალმა ასეთი განსაცდელი მართლმადიდებლობაზე? იმისთვის, რომ ყველაც ჩამოხადოს ნიღაბი. ჩვენ მშვიდობიანად ვცხოვრობდით, დავდიოდით ეკლესიებში, ვლოცულობდით, ვეზიარებოდით. უცებ მოვიდა არნახული განსაცდელი და აღმოჩნდა, რომ ძალიან სხვადასხვანაირები ვყოფილვართ, აღმოჩნდა, რომ ყველას როდი ჰქონია მყარი რწმენა ღმრთის მიმართ. ძალიან ბევრია მცირედმორწმუნე, რომელიც სახლში ზის, აუცვამს პირბადე და ღმრთის სახლში არ დაიარება. მრავალი მღვდელმთვარი და მღვდელი, მრევლის ჯანმრთელობაზე ზრუნვით, მზად აღმოჩნდა გაექელა ღმრთის მადლი და აღესრულებინა სანიტარული ხელისუფლების ინსტრუქციები. აი, აღმოჩნდა, რომ მრავალ მღვდელს და ერისკაცს ვირუსის ძალისა უფრო ეშინია, ვიდრე ღმრთისა.

რაც გინდ გამამართლებელი არგუმენტი მოიტანონ საეკლესიო სიწმიდეების დეზინფექციის ასახსნელად: სანიტერული ხელისუფლების ზეწოლა, მოყვასის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სხვა, ფაქტია, - სრულდება "ინსტრუქცია", რაც მოწმობს ტაძრებსა და საიდუმლოებებში ცოცხალი ღმერთის მყოფობისადმი დაეჭვებას.

ტელეეკრანებიდან ერთ-ერთი მღვდელმთვარი ამბობდა: "დღეს ყველაზე მთავარი - ჯანმრთელობაა..." მაგრამ ეს ურწმუნო ადამიანის სიტყვებია. აქ უფალი უბრალოდ აჩვენებს ადამიანებს, თუ ვინ გიქადაგებთ, ვის უსმენთ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ამისი დანახვა, რადგან უახლოეს მომავალში დადგება კიდევ უფრო მძიმე განსაცდელი, როდესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება მოძღვართა დაჯერება და მათი მიყოლა.

აი რატომ ხსნის უფალი ნიღბებს: მას სურს აჩვენოს, რომ ღმრთის ზოგიერთი მქადაგებელი ურწმუნოა და თავისი მრევლი ჯოჯოხეთისკენ მიჰყავს. ეს უნდა დაინახოს ყველა მართლმადიდებელმა ადამიანმა, რათა იცოდეს, რომ მათი რცევები, მათი კურთხევები არ უნდა შეასრულონ. ასე, რომ ეს განსაცდელი ღმრთის წყალობაა. ჩვენ ადრეც ვვარაუდობდით, რომ ყველა როდი მიჰყვებოდა ქრისტეს. ჩვენი ეკლესიის ადრინდელი წმინდანები წინასწარმეტყველებდნენ, რომ დადგებოდა დრო, როდესაც მღვდელმსახურები უვარგისები გახდებოდნენ. არა ყველა, რა თქმა უნდა, და დიდება ღმერთს, რომ დღესაც არიან გაბედული და მორწმუნე მღვდელმსახურები, მაგრამ მაინც, მრავალი მათგანი უვარგისი გახდება. საჭიროა მხოლოდ დანახვა, თუ ვინ არის ვინ. ის, რომ დღეს ტაძრების სანახევროდ დაცლილია, ხოლო ზოგიერთი საერთოდ დაიხურა, ეკლესიურ, სულიერ კრიზისზე მეტყველებს. უფალი ბრძანებს: "ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად"?

მაგრამ მართლმადიდებელ ქრისტიანთ არ დაუთმიათ ღმერთი, მრავალი მორწმუნე დაშინებულია და მოტყუებული. ისინი ცალკეულმა მღვდელმთავრებმა და მღვდლებმა გაჰყიდეს, თვითონაც დაიჯერეს ცრუპანდემიის და ნაცვლად გაძლიერებული ლოცვებისკენ მოწოდებისა თავიანთ სულიერ შვილებს სახლებში ჩაკეტვისკენ მოუწოდეს. ხოლო მათ, ვინც მაინც მოვიდა ღმერთთან, ტაძრებში აღარ უშვებენ... ჩვენი ხალხი მიმდობია და მორჩილი, მაგრამ იმგვარი დაქირავებული მსახურებისადმი მორჩილება, რომელთაც სულიერი ცხვრები ცხონების გზიდან გადაცდომით მიჰყავთ, უკვე სათნოება აღარ არის.

ზოგს ეშინია ტაძარში მისვლით პოლიციამ არ დააჯარიმოს. ახალმოწამეთა გამოცდილება არაფერს გეუბნებათ? არ გვსურს თანამოძმე მღვდლების განკითხვა, მაგრამ არ მესმის, როგორ არის შესაძლებელი საღმრთო ლიტურგია ჩაატარო დაკეტილ ტაძარში, თანაც დღესასწაულზე, როდესაც მორწმუნე ადამიანები დგანან დახურულ კარებს მიღმა?

ადამიანებს არ უშვებენ იქ, საითკენაც მათ უფალმა მოუწოდა! მან გაამზადა ტრაპეზი, გაამშვენა იგი და ყველა მშიერსა და სულიერ გლაკახს მოუწოდა - მღვდლებმა კი კარები დაუკეტეს. რა პასუხს გასცემენ ღმერთს?! მე ვერ წარმომიდგენია. აი, გავალ პასექზე წმ. იოანე ოქროპირის ჰომილიის საქადაგებლად: "რომელმან იმარხა და რომელმან ვერ იმარხა, ყოველნივე ერთბაშად განსცხრებოდნენ, რამეთუ დღეს ტაბლა სავსე არს, იშვებდით ყოველნი" (წმიდა იოანე ოქროპირი. სააღდგომოდ). ვისკენ არის მიმართული ეს სიტყვა? ცარიელი ტაძრისკენ? როგორ არის ეს შესაძლებელი? ეს ხომ დახვეწილი პირმოთნეობაა! და გამყიდველობაც.

განსაკუთრებულ სულიერ გარყვნილებად მიმაჩნია რჩევა "ღვთისმსახურებაში მონაწილეობა მიიღოთ სახლში, ტელეეკრანების წინაშე". არადა ეს ბევრს მოსწონს. მაგრამ თუ ეს კრებითი ლოცვაა, მაშ რაღა საჭირო იქნება შემდეგ ტაძარში სიარული? სახლში ხომ უფრო მოხერხებულია.

როდესაც პოლიცია ტაძარში არ გვიშვებს, ეს ნორმალურია, ეს დევნულებაა, ეს არაერთხელ ყოფილა. უფრო საშიშია შიდა დევნულება, როდესაც შენიანები გდევნიან. ეს არის დახვეწილი, დამცინავი დევნულება, რომელიც ეკლესიის უწმიდესი საიდუმლოებების წინააღმდეგ არის მიმართული. ქება და დიდება მათ, იმ მცირედ მამებს და მეუფეებს, რომლებიც არ დაემორჩილნენ ღმრთისმბრძოლ მითითებებს და ტაძრები არ დაკეტეს, ასევე სპირტით არ დაიწყეს კოვზების გაწმენდა.

- მამაო, როგორ მოვიქცეთ ერთმანეთს შორის, თუკი ვინმე მრევლში ირწმუნება, რომ ტაძარში "მორჩილების" გამო არ უნდა ვიარებოდეთ, რათა არავინ დავაბრკოლოთ? გვმართებს თუ არა შეპასუხება ამგვარი ადამიანების მიმართ თუ მხოლოდ უნდა ვილოცოთ, რათა ისინიც გადარჩნენ?

- იმათ, ვინც მიიჩნევს, რომ დღეს ტაძარში სიარული საშიშია, უნდა დავუსვათ მარტივი კითხვა: "თქვენს ტერიტორიაზე სად არის ქრისტე? სად არის ყოვლისშემძლე ღმერთი, რომელიც კურნავს ნებისმიერ დაავადებას, რომელიც მეუფებს სიცოცხლესა და სიკვდილზე, რომლის ნების გარეშეც თმის ღერიც კი არ ვადება თქვენი თავიდან. სად არის ის?!"

საჭიროა, რათა მათ პრობლემას ამ თვალსაზრისით შეხედონ, რადგან მათ უფალი დაავიწყდათ, მათ უფალი განზე გაწიეს, მათ მისი ნება უარყვეს. მათ ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ სამყაროს უფალი მართავს და მათ შორის თითოეულ ჩვენთაგანს! მსოფლიოს ღმერთი მართავს და არა ბრმა და ველური ვირუსი.
 
ქრისტიანებმა უნდა გამოიჩინონ ზრუნვა მოყვასისადმი, უპირველეს ყოვლისა უნდა იზრუნონ მის სულზე. უნდა ვევედროთ ღმერთს - აი რა არის უპირველესი საქმე. ჩვენ არ გვეკრძალება სხეულის მოვლა, მისი მკურნალობა, მაგრამ ექიმებზე და წამლებზე უადრეს ზეციურ მკურნალს და მამას უნდა მივმართოთ. თუკი ცხონებაზე ვევედრებით, ღმერთს შეგვიძლია მიწიერ საქმეებში შეწევნაც და განკურნებაც ვთხოვოთ, მაშ რატომ არ მივდივართ ტაძრებში, ამ დახმარების მისაღებად?! ის ხომ საიდუმლოებებში გვეძლევა! მათი მეშვეობით ეკლესიას შეუძლია ადამიანების კურთხევა, განწმენდა, განკურნება, ღმრთის ძალისა და მადლის მონიჭება, რომელიც ყოველგვარი ბოროტებისგან გვიცავს.

ქრისტემ გვითხრა: "თქვენ არა ამსოფლისაგანნი ხართ"ს. თუკი შენ სიკვდილისა და ვირუსის გეშინია, და ამის გამო არ მიდიხარ რომ თავი დაირწყულო სიცოცხლის წყაროთი - ქრისტეთი, როგორ შეძლებ იმის თქმას, რომ არაამსოფლისაგანი ხარ? პირიქით, სწორედაც რომ წუთისოფლისა ყოფილხარ, სრულიად მისი საკუთრებაც! რა თქმა უნდა, მცირედ მორწმუნეს ვერ გადაარწმუნებ. მათთვი უფრო ქმედითი ლოცვა იქნება, რათა უფალმა შეაგონოს მათ და მოაქციოს ისინი რწმენისკენ. მეორე მხრივ კი, ყოველი ადამიანი თავისუფალია. თუკი შენ წუთისოფლის სიამეებს ირჩევა, მაშასადამე, სხვას უფალი არც გაიძულებს.

- მამაო, დასასრულ, თუ შეიძლება, რაიმე გამამხნევებელი უთხარით ჩვენს მკითხველებს.

- ჩვენ თვით ვითარება გვამხნევებს! ის ძალიან გამამხნევებელია. ნახეთ, როგორ ნიშნებია, როგორი გამოცხადეებია! დღემდე მძინარე და ნელთბილმა ადამიანმაც კი გამოიღვიძა. ცხოვრებაში მომდხარი მკვეთრი ცვლილებებისა და დანაკარგებისგან არ უნდა დავმწუხრდეთ და უიმედობას არ უნდა მივეცეთ. ეს არ უნდა მოხდეს!  უფალმა ყველაფერი ეს წინდაწინ გვაუწყა და გვასწავლა, თუ როგორ უნდა დაგვეძლია განსაცდელები, ნიმუშად კი წარსულის დევნულებები მოგვცა. მაშ, ვმადლობდეთ ღმერთს ყველაფრისთვის და ვითხოვოთ რწმენაში განმტკიცება.

ვერაფერი გვერ განგვაშორებს ღმრთის სიყვარულს, თუკი დავეყრდნობიტ არა ჩვენს ძალებს, არამედ უპირველეს ყოვლისა თვით უფალს, მის მოწყალებას. ასე რომ, "იღჳძებდით და ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა" (მათე 26:41).

ესაუბრა ჟურნალისტი ოლგა მურავიოვა.

წყარო: გაზეთი "Православный крест” // odigitria.by
Назад к содержимому