რელიგია - მატრონა მოსკოველის კულტი და დიაკვან კურაევის კრიტიკა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > რელიგია
მატრონა მოსკოველის კულტი და დიაკვან კურაევის კრიტიკა
მატრონა მოსკოველი
გასული საუკუნის 90-იან წლებში, რუსეთში შეიმჩნეოდა მზარდი ინტერესი ეზოთერიკის, მისტიკისა და რელიგიისადმი. ადამიანებს ტელეეკრანებთან მიჰყონდათ წყალი, რათა "დაემუხტათ" ალან ჩუმაკის "ენერგიით", უყურებდნენ კაშპიროვსკის და "სასწაულებრივად" იკურნებოდნენ. მოცემულ კონტექსტში სულაცა არ არის გასაკვირი მატრონა მოსკოველის კულტიც.
მატრონა მოსკოველი
ოფიციალურ, მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიზირებული მატრონა მოსკოველი

მატრონა მოსკოველი დაიბადა 1880 წელს ტულის გუბერნიაში. მისი ცხოვრების შესახებ ჩვენ ვიცით მხოლოდ მისი ახლობელი ადამიანებისა და ზინაიდა ჟდანოვას წიგნიდან, რომელმაც მატრონა აღწერა, როგორც ჯადოქარი, ექიმბაში და მკურნალი. მან მატრონას სახე ბულგარელი ვანგას მაგალითისგან და მითიური მკურნალობის ნიმუშებისგან შეადგინა.

მატრონა გარდაიცვალა 1950 წელს ქ.-ში ხიმკი (რუს.: Химки). მაგრამ მასობრივი პოპულარობა მან მხოლოდ 90-იან წლებში მოიპოვა, როდესაც ზინაიდა ჟდანოვამ გამოსცა წიგნი "თქმულება ნეტარ მხცოვანზე, მატუშკა მატრონაზე" ("Сказание о житии Блаженной старицы, матушки Матроны"), სადაც მკითხველს ამ მკურნალის ზებუნებრივ უნარებზე მოუთხრობს.
 
რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მატრონას კულტი 1998 წელს აღიარა. თავიდან მას ადგილობრივ წმინდანთა რანგში მიეგებოდა პატივი, შემდეგ კი ზოგადსაეკლესიო თაყვანისცემის საგანი გახდა. მატრონას ხატი მთელი რუსეთის მასშტაბით ვრცელდება, მის საპატივცემოდ აიგო 40-ზე მეტი ტაძარი. მატრონას "წმიდა ნაწილები" დევს მოსკოვში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის მონასტერში, სადაც წინამძღვარია იღუმენია თეოფანია. სწორედ მან შეუწყო ხელი მატრონას "გაწმინდანებას", რადგან იმხანად ის ძალიან ახლო ურთიერთობაში იყო პატრიარქ ალექსი II-სთან.
მატრონა მოსკოველი
იღუმენია თეოფანია მატრონა მოსკოველის სანაწილესთან. საფარველის მონასტერი.

ცხოვრება, რომელიც დაწერა ზინაიდა ჟდანოვამ, ეკლესიას არ მოეწონა, ამიტომაც კანონიზაციის კომისიამ ტექსტი მნიშნელოვნად შეასწორა, რათა ის მართლმადიდებლური კანონის შესაბამისი ყოფილიყო. თუმცა, ჯერ კიდევ კანონიზაციამდე არსებობდა მატრონას კულტის სერიოზული კრიტიკა. ჯერ კიდევ 1998 წელს საინტერესო თეზისები გამოიტანა დიაკვანმა ანდრიამ (კურაევი) თავის წიგნში "ოკულტიზმი მართლმადიდებლობაში" ("Оккультизм в православии").

დიაკვანი ა. კურაევი წერს, რომ მატრონა ჩვენს წინაშე წარსდგება არა როგორც წმინდანი, არამედ როგორც ჯადოქარი. მატრონას შესახებ დაწერილ წიგნში თითქმის არსად არის ნახსენები ქრისტეს სახელი, ყველაფერი თავს იყრის მატრონას და მისი უნარების გარშემო. თითქოსდა ის სამყაროს ცენტრი იყოს: "როდესაც მოვკვდები, იარეთ ჩემს საფლავზე, მე ყოველთვის მანდ ვიქნები, ნუ ეძებთ სხვას".
 
მატრონა მოსკოველი
მატრონა მოსკოველი, მატრონას ხატი, დიაკვანი ანდრია კურაევი

მატრონას ცხოვრება - ეს ქრისტიანის ისტორია კი არ არის, არამედ ვანგას ტიპის ვინმე მაგიური მკურნალისა. მატრონა "მკურნალობდა" გათვალვას და წახდენას, ხოლო დემონთა წინააღმდეგ ასეთ რჩევებს იძლეოდა: ოთახში დემონები რომ არ შემოფრენილიყვნენ, "დემონსტრაციის დროს "მატუშკა" ითხოვდა დაეკეტათ ფანჯრები, სარკმლები და კარები". როგორც ჩანს შუშას და კარებს დემონთაგან ადამიანების დახსნა შეძლებიათ. ეს მოგვაგონებს იმ ადამიანებს, რომლებიც ფოლგის ქუდებით დაიარებიან, დამაპროგრამებელი დასხივებები რომ არ მიიღონ.

მატრონა ადამიანებს სთავაზობდა მკურნალობის არაქრისტიანულ მეთოდებს:

"აი, პრასკოვიაც მოვიდა, წუხს ჯანმრთელობაზე, ტკივა მთელი სხეული და შიგნეულობასი თითქოსდა რაღაც ნაჭერი დაიარება, მთელ სხეულში ირხევა. ამ ადამიანს მატრონა ეუბნება: "ხვალ დილით წახვალ ეკლესიაში და ეზიარები. ზიარების შემდეგ უნდა დაგეწყოს გულისრევა, შენ კი თავსაფარს ნუ დაინანებ, არწყიე მასში, შემდეგ კი ბუხარში ჩააგდე".

როგორც ზემოთ უკვე ვწერდი, ყველა უხერხული ადგილი "საეკლესიო ექსპერტებმა" ამოიღეს ან უფრო ღვთისმოსავური სიუჟეტებით შეცვალეს.
მატრონა მოსკოველი
რიგი მატრონას "წმიდა ნაწილებთან". საფარველის მონასტერი.

ჟდანოვას წიგნი ძალიან პოპულარული იყო 90-იან წლებში. ამ მწერლის წყალობით მატრონა მთელ რუსეთში პოპულარული გახდა, მის ნაწილებთან ყოველდღიურად მოდის ათასობით მომლოცველი, რაც კიდევ უფრო მაღლა სწევს საფარველის მონასტრის პოპულარობას და ავითარებს ბიზნესს, რომელსაც იღუმენია თეოფანია ეწევა.

წყარო: https://zen.yandex.ru/media/trickster/kak-kuraev-kritikoval-kult-matrony-moskovskoi-5f0c5a71d2fb7f0af3dd34a9?&utm_campaign=dbr
Назад к содержимому